The devil doesn’t have the best tunes, Tom Waits does!

ამ პოსტის სათაური რომელიც ეს ესაა წაიკითხეთ  ჯონი დეპის სიტყვებია, რაღა თქმა უნდა ტომ უეითსზე, რაც ნიშნავს რომ ეშმაკს არ აქვს საუკეთესო ხმა არამედ ტომ უეითსს, ტომის ხმა მართლაც ყველასგან გამორჩეულია, მასავით სასიამოვნოდ ალბათ არავინ “ხავის” როგორც კრიტიკოსმა დენიელ დურჩოლცმა შეაფასა ესაა ვისკიში ამოვლებული, მეთუთუნის მაღაზიაში რამდენიმე თვეს ჩამოკიდებული შემდეგ კი მანქანით გადავლილი ადამიანის ვოკალი. ტომის ერთ-ერთი ფანი კი წერს: “პირველი რასაც უეითსში შეამჩნევ, მისი ხმაა. მე ვიტყოდი მისი ხმა სადღაც ლუის არმსტრონგისა და ბობ დილანის შორისაა. გულწრფელად რომ ვთქვათ, მისი ხმა ისე ჟღერს თითქოს კაცი ყოველ დილით ხრეშნარევ მოტორის ზეთს ივლებს ყელში.”  სადღაც წავიკითხე რომ ტომ უეითსი არ ცდილობს იყოს ორიგინალური, რადგან ორიგინალობა სისხლში აქვს უკვე.

ტომის მუსიკალური კარიერა 70-იანებში დაიწყო და დღემდე გრძელდება, მისი ბოლო დროინდელი მუსიკალური შემოქმედება  უფრო მეტად ექსპერიმენტულ ხასიათს ატარებს, ვიდრე ადრეული ეტაპი. მიუხედავად ამ  ექსპერიმენტულობისა ის  დიდი მთხრობელი  რჩება თავისი სიმღერებით. ხშირად ტომის სიმღერები ფოკუსირებულია, მოხეტიალე, მაწანწალას ხასიათზე. უეითსს მსმენელში მრავალი სახის ემოციის გამოწვევა შეუძლია, მისმა  სიმღერამ შეიძლება გაგაცინოს, შეგაძრწუნოს ანდაც თავისი სევდიანობით გული გატკინოს.

Continue reading