The devil doesn’t have the best tunes, Tom Waits does!

ამ პოსტის სათაური რომელიც ეს ესაა წაიკითხეთ  ჯონი დეპის სიტყვებია, რაღა თქმა უნდა ტომ უეითსზე, რაც ნიშნავს რომ ეშმაკს არ აქვს საუკეთესო ხმა არამედ ტომ უეითსს, ტომის ხმა მართლაც ყველასგან გამორჩეულია, მასავით სასიამოვნოდ ალბათ არავინ “ხავის” როგორც კრიტიკოსმა დენიელ დურჩოლცმა შეაფასა ესაა ვისკიში ამოვლებული, მეთუთუნის მაღაზიაში რამდენიმე თვეს ჩამოკიდებული შემდეგ კი მანქანით გადავლილი ადამიანის ვოკალი. ტომის ერთ-ერთი ფანი კი წერს: “პირველი რასაც უეითსში შეამჩნევ, მისი ხმაა. მე ვიტყოდი მისი ხმა სადღაც ლუის არმსტრონგისა და ბობ დილანის შორისაა. გულწრფელად რომ ვთქვათ, მისი ხმა ისე ჟღერს თითქოს კაცი ყოველ დილით ხრეშნარევ მოტორის ზეთს ივლებს ყელში.”  სადღაც წავიკითხე რომ ტომ უეითსი არ ცდილობს იყოს ორიგინალური, რადგან ორიგინალობა სისხლში აქვს უკვე.

ტომის მუსიკალური კარიერა 70-იანებში დაიწყო და დღემდე გრძელდება, მისი ბოლო დროინდელი მუსიკალური შემოქმედება  უფრო მეტად ექსპერიმენტულ ხასიათს ატარებს, ვიდრე ადრეული ეტაპი. მიუხედავად ამ  ექსპერიმენტულობისა ის  დიდი მთხრობელი  რჩება თავისი სიმღერებით. ხშირად ტომის სიმღერები ფოკუსირებულია, მოხეტიალე, მაწანწალას ხასიათზე. უეითსს მსმენელში მრავალი სახის ემოციის გამოწვევა შეუძლია, მისმა  სიმღერამ შეიძლება გაგაცინოს, შეგაძრწუნოს ანდაც თავისი სევდიანობით გული გატკინოს.

მაგალითად ფიზიკური და ემოციური გამოფიტვა იგრძნობა სიმღერაში Pony, სიყვარულის ძალა Picture in a Frame-ში, ხოლო Tom Traubert’s Blues-ში  სახლს მონატრებული, სევდიანი და მთვრალია თითქოს.

სწორედ ემოცია, სიმღერების ლირიულობა ისტორიები რომელთაც ის ყვება თავის სიმღერებში და მისი სპეციფიური ხმა  ქმნის ტომის განსაკუთრებულ ხასიათს

მოუსმინეთ: The Piano has been drinking

Tom Traubert’s Blues

ზოგჯერ ტომი უხამსიც მოგეჩვენებათ, მაგალითად სიმღერაში “შოკოლადის იესო “Chocolate Jesus”  მაგრამ სიმღერა არის მხოლოდ კაცზე რომელიც, იმის მაგივრად რომ კვირაობით წავიდეს ეკლესიაში, მიდის ტკბილეულობის მაღაზიაში და მიირთმევს შოკოლადის იესოს.

Chocolate Jesus

და ჩემი ყველა დროის საყვარელი სიმღერა:

ტომის ლირიკა არ არის ტრადიციული, პირველი პირით მოყოლილი ამბები: “ეს მოხდა/ბედნიერი ვარ/შეყვარებული/სევდიანი/იმედგაცრუებული და ა.შ.. ამის ნაცვლად ყოველ სიმღერას აქვს თხრობის თავისებური სტილი

ტომის მუსიკა გამოჩნდა რამდენიმე ფილმში და ტელე  გადაცემაში, მაგრამ მისი პირველი სრული მონაწილეობა ფილმის კომპოზიტორად შედგა ფრენსის ფორდ კოპოლას ფილმში One From The Heart რომელმაც ტომს ოსკარის ნომინაცია მოუტანა. ტომმა ითამაშა რამდენიმე როლი და დაწერა მუსიკა არაერთი ფილმისთვის, თუმცა გამოგოტყდებით მის კინო როლებს თითქმის არ ვიცნობ, ამიტომ არ მოვყვები მათ ჩამოთვლას.  პოსტს კი კიდევ ერთი კარგი ფრაზით დავამთავრებ, რომელის გადათარგმნაც ისევე გააფუჭებდა ფრაზას როგორც ჯონი დეპის სიტყვებისა, რომელიც სათაურად დავურთე ამ პოსტს.

the people and  stories found in the work of Tom Waits are raw and sometimes ugly, but the intelligence and humanity with which they are portrayed makes them deeply sympathetic.

2 thoughts on “The devil doesn’t have the best tunes, Tom Waits does!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s