Bang Bang – და იქმნა ნათელი

ჩემი  აზრით (და არა მარტო ჩემი) ადამიანი გონიერი არსება მაშინ გახდა როდესაც მასში ცნობისმოყვარეობა დაიბადა. პირველი ნაბიჯებიდანვე ადამიანი ალბათ ცდილობდა გაეცა პასუხი კითხვებს, ვინ ვარ, რა არის ჩემს გარშემო და საიდან გაჩნდა ეს ყველაფერი. ადამიანის უნიკალურმა ფანტაზიამ მრავალი მითი და ლეგენდა შვა, ზოგიერთ კულტურას მიაჩნდა რომ  დედამიწა რომელიმე ღმერთის სხეულისგან ჩამოყალიბდა, ზოგს კი ეგონა რომ ცის თაღი სვეტებს უჭირავს ანდაც ხმელეთი უზარმაზარ სპილოებს უკავიათ ეშვებით, გიგანტური კუს ბაქანზეა მთელი ქვეყანა და ა.შ..

თუმცა, მეცნიერებამ ნელ ნელა ბევრი რამ გამოარკვია, სამყარო იმაზე დიდი და რთული აღმოჩნდა ვიდრე რომელიმე  მითი აღუწერდა ადამიანებს. მიუხედავად იმისა რომ მეცნიერებამ დიდი გზა გამოიარა და ბევრ კითვაზე პასუხი გასცა, ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით ზუსტად ვინ ვართ, საიდან მოვედით, საიდან დაიბადა სიცოცხლე და რა იქნება სამყაროს მომავალი. 19-ე საუკუნეში მეცნიერებს მიაჩნდათ რომ სამყარო და შესაბამისად მასში არსებული მატერია იყო უცვლელი და სტატიკური. ანუ სამყარო არასდროს დაბადებულა: – ის იყო არის და იქნება მუდამ. მაგრამ მეოცე საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისში ამერიკელმა ასტრონომმა ედუინ ჰაბლმა გააკეთა რევოლუციური აღმოჩენები, მან აღმოაჩინა რომ ზოგიერთი ნისლეული, სავარაუდოდ ძალიან შორს იყო და წარმოადგენდა ცალკე ვარსკვლავურ სისტემას, ჰაბლმა აღმოაჩინა რომ არსებობს გალაქტიკები, რომ ჩვენც გალაქტიკაში ვცხოვრობთ.

უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩენა კი ის იყო რომ გალაქტიკები გვშორდება, ანუ სამყარო ფართოვდება. ეს აღმოჩენა სპექტრის თვისებების ე.წ წითელი წანაცვლების მიხედვით გააკეთა  ეს კი შემდეგში მდგომარეობს, როცა სინათლის წყარო გვიახლოვდება ის ცისფერ ფერს იღებს, როცა გვშორდება კი წითელ შეფერილობას იღებს. ეს სინათლის სპექტრული თვისებებია, სწორედ ამიტომ წითლდება მზე დაისის დროს დასავლეთით რადგან ჩვენ ვშორდებით სინათლის წყაროს. ჰაბლმა დაინახა რომ დაკვირვებადი გალაქტიკების უმეტესობა წითელი შეფერილობის იყო. ეს იყო მეოცე საუკუნის ყველაზე დიდი აღმოჩენა რამაც თვისობრივად შეცვალა წარმოდგენა სამყაროზე. ჰაბლმა ისიც დაამტკიცა რომ გალაქტიკები არა მარტო ჩვენ გვშორდებიან არამედ ისნი ერთმანეთსაც შორდებიან. ჰაბლის აღმოჩენებმა დაადასტურა ის რომ სამყარო სტატიკური არაა და ის დროში იცვლება, ამ ყველაფერმა თავის მხრივ საფუძველი ჩაუყარა სამყაროს წარმოშობის დღევანდელ მოდელს. პირველად, 1927 წელს ბელგიელმა მათემატიკოსმა და მღვდელმა ჟორჟ ლამეტრიმ გამოთქვა იმ დროისთვის სენსაციური აზრი, იმის თაობაზე რომ სამყარო აფეთქების შედეგად გაჩნდა, ეს აზრი მაშინდელ გაბატონებულ მოდელს – უცვლელ და სტატიკურ სამყაროს ეწინააღმდეგებოდა და ამიტომ უარყოფილ იქნა, ასევე თავიდან დიდი სკეპტიციზმით შეხვდნენ ჰაბლის აღმოჩენებსაც. მაგრამ მეცნიერების განვითარებასთან ერთად სამყაროს აფეთქებისგან წარმოშობის უპერსპექტივო აზრი იქცა ყველაზე რეალურ კოსმოლოგიურ თეორიად, რომელსაც დღეს თითქმის ალტერნატივაც კი არ აქვს. 40-50-იან წლებში მეცნიერები ამბობდნენ რომ თუ სამყარო წარმოიშვა ასეთი კოლოსალური აფეთქებისგან მაშინ მას უნდა დაეტოვებია თავისი კვალი რადიაციის სახით რომელიც მთელს კოსმოსში უნდა იყოს გაბნეული. 60-იან წლებში ეს რადიაცია მართლაც აღმოაჩინეს და მას ფონური კოსმოსური გამოსხივება უწოდეს. კველვამ დაადასტურა  რომ ფონური კოსმოსური გამოსხივება დიდი აფეთქებისგანაა შემორჩენილი. 1989 წელს ნასამ სპეციალური თანამგზავრი გაუშვა კოსმოსში, ფონური კოსმოსური გამოსხივების გამოსაკვლევად, რომელმაც მეცნიერების გამოთვლები დაადასტურა. 1990 წელს კი ნასამ ორბიტაზე გაუშვა პირველი ორბიტალური ტელესკოპი რომელსაც ედუინ ჰაბლის სახელი ეწოდა. ჰაბლის ტელესკოპი კიდევ ერთი უზარმაზარი ნაბიჯი გამოდგა კოსმოლოგიაში. HST (Hubble Space Telescope) – ისა და მოგვიანებით (2001) კოსმოსური თანამგზავრის WMAP (Wilkinson Microwave Anisotropy Probe)-ის მეშვეობით, რომელმაც გამოიკვლია კოსმოსური ფონური გამოსხივება. განისაზღვრა სამყაროს ასაკი,  (13 მილიარდ 750 მილიონი წელი) სამყაროს გაფართოების სიჩქარე და სხვა მრავალი მნიშვნელოვანი დეტალი.

WMAP-ის მიერ გადაღებული სამყაროს კოსმოსური ფონური გამოსხივება

ალბათ ყველას ებადება კითხვები,  კი მაგრამ რა აფეთქდა? ან რა იყო მანამდე? არა მეგობრებო, აფეთქებას და საერთოდ სამყაროს წარმოშობას ძალიან ჩვეულებვრივად ნუ შევხედავთ! ეს ისეთი საგანი არაა რაც ჩვეულებვრივ ადამიანურ წარმოდგენებში ჯდება. აფეთქება აქ მხოლოდ პირობითი სიტყვაა, სინამდვილეში სამყაროს წარმოშობა ყუმბარის აფეთქებას სულაც არ გავდა, ეს იყო საწყისი წერტილის (საწყისი სინგულარობა) ექსპონენციალური და სიმეტრიული გაფართოება, განსხვავებით აფეთქების ქაოსისგან, რომელიც საშინელი სისწრაფით მოხდა. რაც შეეხება წერტილს, რა იყო ეს საწყისი წერტილი? ეს იყო სამყაროს, მატერიის უსასრულოდ შეკუმშული მდგომარეობა რომელიც დღესდღეობით ვერანაირი თეორიით და ფორმულით ვერ იხსნება. ყველაზე საინტერესო კი ისაა რომ მატერია გულისხმობს (ვინც არ იცის) არა მხოლოდ ყველა არსებულ ელემენტს, ნაწილაკს, ატომს, ნივთიერებას, ძალას, არამედ თავად სივრცეს და დროსაც. ასე რომ სივრცე და დროც დიდ აფეთქებასთან ერთად წარმოიშვა. ყველაზე ძნელად პასუხ გასაცემი ალბათ ხდება კითხვა: რა იყო მანამდე? საწყის სინგულარობამდე?…  ერთი შეხედვით ლოგიკური, თუმცა წარმოუდგენელი, პასუხია – არაფერი. თუმცა თუ ჩავუღრმავდებით ეს პასუხიც აზრს კარგავს, რადგან კითხვა არასწორადაა დასმული. აქ საერთოდ უადგილოა კითხვა “მანამდე” რადგანაც როცა ვკითხულობთ რა იყო მანამდე – ჩვენ გვაინტერესებს მდგომარეობა დროის გარკვეულ მონაკვეთში, აქ კი დროს საერთოდ აზრი ეკარგება, იმიტომ რომ ის არ არსებობს. მივედით ისეთ მდგომარეობამდე როცა ადამიანის გონებას უბრალოდ არ შეუძლია წარმოიდგინოს ასეთი რამ, ჩვენ შეგვიძლია რამდენჯერაც გვინდა იმდენჯერ ვთქვათ სიტყვები”არაფერი” “უსასრულობა” მაგრამ ვერასდროს შევძლებთ წარმოვიდგინოთ ის რასაც რეალურად უნდა ასახავდეს ეს სიტყვები. ჩვენ თავად ვართ სივრცე დროის წიაღში წარმოშობილები და ალბათ ვერასოდეს წარმოვიდგენთ ისეთ რამეს რაც სივრცე დროის მიღმაა.

რა იყო მანამდე? – ამ კითხვას შესაძლოა სხვა პასუხიც აქვს, სიმების თეორიის ერთ-ერთი ვარიანტის მიხედვით შესაძლოა, სივრცე და დრო დიდი აფეთქების შედეგად არ წარმოიქმნა, ანუ დიდი აფეთქება სამყაროს წარმოშობა კი არაა არამედ ერთი ფორმიდან მეორეში მატერიალიზება. შესაძლოა დრო და სივრცე მანამდეც არსებობდა, დიდი აფეთქება კი სიმის მაგვარი მიკრო ენერგიების უზარმაზარი გაერთიანებების მემბრანების შეჯახებისგან წარმოიშვა,  ენერგიის უზარმაზარმა კონცენტრაციამ წარმოშვა საწყისი სინგულარობა, რომელიც შემდეგ ექსპონენციალურად გაფართოვდა, შემდეგ წარმოიშვა ნაწილაკები და ა.შ…

თუმცა რეალურად სიმების თეორია მხოლოდ ჰიპოთეზაა ჯერ რომლის დამტკიცება წარმოუდგენელ სიძნელეებათანაა დაკავშირებული.

სამყაროს ევოლუცია


 

P.S: ჰო რავი. ფიზიკოსი, ასტრონომი და მეცნიერი მე არ ვარ, ერთი ჩვეულებვრივი საშუალო ერუდიციის მქონე ტიპი ვარ რომელსაც უყვარს ბიგ ბენგები და მასეთი რამეები, ჰოდა თუ რამე უზუსტობას ან შეცდომას აღმოაჩენთ ნუ დამძრახავთ. უბრალოდ შემისწორეთ. ველი გამოხმაურებებს რამდენადაც მე ძალიან საინტერესო მგონია ეს ყველაფერი.

12 thoughts on “Bang Bang – და იქმნა ნათელი

  1. მაიკლ ძალიან მომწონს შენი ასეთი სტატიები.
    და საერთოდ, ამ ყველაფერზე ფიქრი, ჩემი ჰობივითაა და გატყობ შენიც… უბრალოდ ხშირად დროის სიმცირის გამო (კვლავ დრო!) ადგილი აღარ მრჩება ამაზე საფიქრელად და შენ სტატიებს რომ ვკითხულობ ვივსებ იმ დანაკლისს.
    ასე რომ, გოუ!

  2. სამყაროს შესახებ დაწერილი პოსტი პირველად ამ ბლოგზე აღმოვაჩინე და ძალიან გამიხარდა, ყოველი მეორე “ბლოგერი” დღე და ღამე სრულ იდიოტობებზე პოსტავს და უმთავრესი არავის აინტერესებს. მაგარია ფიქრი დიდ აფეთქებებზე, ადამიანის აზროვნებაზე, დნმ-ზე და ათას ეგეთ “უაზრობებზე” (!).
    საინტერესოდ წავიკითხე და გავერთე. მადლობა ამისთვის, კაი იყო ;))

  3. მადლობა ხალხო რომ მოგწონთ ჩემი პოსტები და მითუმეტეს ამ თემასთან დაკავშირებული.
    მიხარია და სტიმულს მაძლევს რომ მომავალში უკეეს ხარისზე ვიფიქრო.

  4. ურჯულო ერეტიკოსო შენა! 🙂
    ამიტომ მიხარია ხოლმე აქ შემოსვლა, რომ ყოველ ჯერზე უკეთეს რაღაცებს ვპოულობ…

  5. “როცა სინათლის წყარო გვიახლოვდება ის ცისფერ ფერს იღებს, როცა გვშორდება კი წითელ შეფერილობას”

    არ ვიცოდი, ინწერესნო ))

    ისე კი სასარგებლო პოსტია, დასერჩავ კაცი რამეს გუგლში და ამ მშვენიერი ქართულ პოსტსაც მიაგნებ და არ მოგიწევს უცხო ენის გავარჯიშება ))

  6. მომწონს პოსტი. NatGeo-ზე კოსმოსთან, ასტრონომიასთან და სამყაროს წარმოშობასთან დაკავშირებულ გადაცემებს ვერ ვწყდები ხოლმე, თუნდაც განმეორებით ვუყურებდე. მაგარი თემაა, განსაკუთრებით ფუნდამენტალისტურ აზროვნებასთან დაპირისპირებისთვის.

    • NatGeo-ზე კარგი გადაცემაა Earth investigated ისე ამ ბოლო დროს Discovery Science-ის ყურებას გირჩევთ ამ კუთხით. 4 ოქტომბრიდან მოყოლებული კოსმოსური სეზონია, თითქმის ყოველ ღამით 12-ის 20 წუთზე არის ჩამონათვლიდან რომელიმე: “How the universe works” “Space pioneer” “through the wormhole with Morgan Freeman” “the Universe of Stephan Howking” ძალიან საინტერესოა, პირადად მე ამ გადაცემებიდან ბევრი რამ გავიგე.

  7. „სწორედ ამიტომ წითლდება მზე დაისის დროს დასავლეთით რადგან ჩვენ ვშორდებით სინათლის წყაროს“ – უზუსტობა და შეცდომა შემოსწორეთო და…

    ისე თუ დაფიქრდებოდი, მიხვდებოდი, რომ დაისის დროს მზის გაწითლება თუ იმის ბრალია, რომ ამ დროს მზე გვშორდება, მაშინ აისის დროს, როცა „გვიახლოვდება“, ცისფერი უნდა იყოს. სინამდვილეში მზის წითელი ფერი (როგორც დაისის, ისევე აისის დროს) რელეის გაბნევის შედეგია…

    სხვა მხრივ კარგია 🙂

დატოვე კომენტარი