ღმერთის მუზარადი

ღმერთის მუზარადი – ესაა მოწყობილობის პოპულარული სახელი,  რომელიც ლორენშენის უნივერსიტეტში შეიქმნა, უფრო კორექტულად მას ქვია კორენის მუზარადი. (სტენლი კორენმა შექმნა იგი პროფესორ მაიკლ პერსინგერის ხელმძღვანელობით) ამ მოწყობილობის, ფუნქცია რომელიც მუზარადს ან ჩაფხუტს გავს, მდგომარეობს ნერვოთეოლოგიურ ექსპერიმენტში რომლისთვისაც შეიქმნა ეს ხელსაწყო. ე.წ ღმერთის მუზარადი  ქმნის რთულ მაგნიტურ ველს და სტიმულირებს იმ ადამიანის ტვინის გარკვეულ უბანზე რომელსაც ეს მუზარადი ახურავს. ხელსაწყო შეერთებულია კომპიუტერთან და ექსპერიმენტის ხელმძღვანელობა აკვირდება ტვინის სხვადასხვა უბნის აქტივობას. ექსპერიმენტში მონაწილეთა დიდი ნაწილი იტყობინება რელიგიურ  სულიერ განცდებს, ზოგიერთ მათგანს ქონდა უცნაური ჰალუცინაციები.

ექსპერიმენტი შემდეგნაირად ტარდება,  ცდის ობიექტი იხურავს მუზარადს და რჩება  ბნელ ოთახში, სრულ სიჩუმეში. პერსინგერის თქმით ტვინის გარკვეული უბნები არის რელიგიური და მისტიკური შეგრძნებების წყარო, სიჩუმე და სიბნელე  კი ეხმარება ექსპერიმენტის ეფექტს.

ექსპერიმენტი ცდილობს დაადგინოს ტვინის როლი მისტიკური და რელიგიური შეგრძნებების წარმოშობისას. კორენის მუზარადს ჟურნალისტებმა შეარქვეს ღმერთის მუზარადი მას შემდეგ რაც რამდენიმე ექსპერიმენტში მონაწილემ განაცხადა რომ იხილა ღმერთი. ჟურნალისტის კითხვაზე დოქტორ მაიკლ პერსინგერისადმი, თუ რამდენმა ადამიანმა იხილა ღმერთი, პერსინგერი პასუხობს: “პრობლემა იმ გარემოს შექმნაა, რომელშიც ადამიანები არ ასახავენ თავიანთ შეგრძნებებს იმის წინასწარი ცოდნით რომ ეს ექსპერიმენტია და არ წაახალისებს ამგვარი მოთხოვნის თავისებურებები. დაახლოებით 20-მა ადამიანმა განაცხადა რომ პალატაში გრძნობდნენ ქრისტეს არსებობას ანდაც ხედავდნენ მას. ამ ადამიანების უმეტესობა 30 წელს გადაცილებული და რელიგიური იყო. ერთმა ათეისტმაც 35 წლის მამაკაცმა, რომელიც ბავშვობაში კათოლიკე იყო, იხილა ქრისტეს ძალიან მკაფიო გამოსახულება  (მხრები და თავი) რომელიც მას უყურებდა პირისპირ. ის შოკირებული იყო ამით.”

დოქტორი მაიკლ პერსინგერი

ძალიან მნიშვნელოვანია, თუნდაც რომ ადამიანთა მცირე ჯგუფმა ნახა ღმერთი და ქონდა რელიგიური ხილვები, რადგან ეს უამრავ კითხვას ბადებს – ისეთ კითხვებს რომელთაც თეოლოგია აქამდე არ შეჯახებია.

საინტერესოა, თუ ისინი ვინც ამბობს რომ ღმერთი ნახა და მართლაც ნამდვილ ღმერთს შეხვდნენ ან იგრძნეს მისი არსებობა, რატომ მაინცდამაინც ექპერიმენტის დროს? როდესაც მათი ტვინის გარკვეულ უბნებზე მოქმედებდა მაგნიტური ველი? შესაძლოა ღმერთი მხოლოდ ჩვენს ტვინში არსებობს. თუ ის ნამდვილად არსებობს მაშინ ალბათ ექსპერიმენტის მონაწილეებს და დოქტორ პერსინგერს სასტიკად ეკაიფება. თუმცა ყველა ექსპერიმენტის მონაწილე ნამდვილად არ ამბობს რომ ღმერთი იხილა, ზოგს უბრალოდ უცნაური ხილვები აქვს, რომელსაც ვერ ხსნის. მაგალითად კონტრასტის დასანახად, მხოლოდ 1%-მა თქვა რომ ღმერთი ნახა, უმრავლესობა კი ამბობს რომ ნახა რაღაც რისი ახსნაც ან არ შეუძლიათ ან არ უწოდებენ ამ რაღაცას ღმერთს.

მაიკლ პერსინგერის თქმით, მთავარი გარემოა, ექსპერიმენტზე ყველამ იცის რომ რაღაც უცნაური უნდა მოხდეს და ეს წინასწარი აზრიც ალბათ ხელს უშლის გარკვეულ ფაქტორებს, ადამიანმა თუ დაიჯერა რომ რაღაც უცნაური მოხდება შეიძლება მართლაც ნახოს რაღაც. თუ ღმერთის არსებობის სჯერა და ასეთ ექსპერიმენტს ირონიით ან წინასწარი თვითდარწმუნებით მიუდგა რომ ღმერთი ექპსერიმენტზე არაა დამოკიდებული. მაშინ ის თავის შეგრძნებებს და ხილვებს სხვანაირად წარმართავს თავისდაუნებურად. ანდაც არ დაარქმევს რელიგიურ ხილვას. ანუ ექსპერიმენტის მთავარი პრობლემა არასპონტანური გარემოა, რაც რამდენადმე უშლის ხელს  რეალური შედეგების დაფიქსირებას.

გუშინწინ Discovery Science-ზე ვუყურებდი ჩემს ერთ-ერთ ფავორიტ გადაცემას Through the wormhole with Morgan Freeman თემა სწორედ ღმერთის არსებობა იყო და  მუზარადის ექპსერიმენტიც ჩაუტარეს ერთ გოგოს, რომელმაც უცნაური რამეები იხილა, თუმცა ღმერთი არ უხსენებია, მაიკლ პერსინგერმა კი ასეთი რამ თქვა, წარმოიდგინეთ ასეთი შეგრძნება ქონოდა მას რელიგიურ ადგილას, ტაძარში მეჩეთში, ან სინაგოგაში რას იფიქრებდა? როგორ გავლენას იქონიებდა ეს ყველაფერი მასზე მთელი მისი ცხოვრების განმავლობაში.

უყურეთ გადაცემის იმ ნაწილს რომელიც ღმერთის მუზარადს და მაიკლ პერსინგერის  ექსპერიმენტს ეხება

დოქტორ მაიკლ პერსინგერს თავისი ღმერთის მუზარადიდ შეუძლია ტვინზე სტიმულირებით რელიგიური შეგრძნბების გამოწვევა, თუმცა ჯერ არ იცის რა იწვევს ტვინის ამ უბნების ბუნებრივ სტიმულირებას.

რა ვიცი მე მჯერა ტვინის ყოვლისშემძლეობის 😀

თქვენ რას ფიქრობთ?

7 thoughts on “ღმერთის მუზარადი

  1. ჰმ
    ეს არ მგონია მისტიკა იყოს, უბრალოდ ის უბანი გააქტიურდა, სადაც ქრისტეს სახე ‘ინახებოდა’, იმ სახით, როგორითაც ფრესკებსა და წიგნებში ჰქონდათ ნანახი
    ძალიან მეეჭვება რომ უმაღლეს კოსმიურ გონს მხრები და თავი ჰქონდეს 🙂 აი ბუდისტი ხო ქრისტეს არ დაინახავდა)

    სხვათაშორის, ეგ უბანი ტვინში როდესაც პასიურია, ადამიანს ნევროზი უჩნდებაო, ერთ კონფერენციაზე ყვებოდა ექიმი დეა ყოლბაია(მგონი გვარი სწორად მახსოვს). აქტიურობის დროს პირიქით დასვენება ხდება თურმე ტვინის, ანუ ღრმა ძილის სტადია ხო არის საჭირო ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის, და იგივე ეფექტი ჰქონია ტვინზე როცა ადამიანი ლოცულობს, ოღონდ ლოცულობს მედიტაციით და არა ზეპირად რომ ჩამოარაკრაკებენ ხოლმე ფსალმუნებს :)))

    შენ ათეისტი ხარ ხო?

    • ჰო ათეისტი ვარ.
      მე მიმაჩნია რომ საქმე მხოლოდ გამოსახულების შენახვაში არაა. საქმე ისაა რომ ნებისმიერი ხილვა, ზებუნებრივი მოვლენები, რომელზეც აგებულია რელიგიები, და რა მოვლენებიც ხდება მილიონობით ადამიანის რწმენაში ჩავარდნის მიზეზი. შეიძლება იყოს მხოლოდ ტვინის “ბრალი”

  2. ჰო, ადამიანის მიერ ღმერთის არსებობის სოციალური საჭიროება უთუოდ თანხვდება და იკვებება ალბათ მსგავსი ფიზიოლოგიური თავისებურებებიდან.

  3. ტვინზე ნებისმიერი გავლენის მოხდენა შეიძლება და არაა გასაკვირი რომ ისე ზემოქმედებენ მასზე, როგორც სურთ ბატონ მეცნიერებს. ღმერთის ხილვას რაც შეეხება, ცოტა სასაცილოდ მეჩვენება. ღმერთი ადამიანისთვის თუ არსებობს, არსებობს და მორჩა. არ აქვს მნიშვნელობა ჩაფხუტი გექნება თავზე დახურული, თუ ფეხები გექნება თბილ წყალში ჩაყოფილი. ზოგადად ექპერიმენტის და სამეცნიერო დონეზე საინტერესოა ალბათ, მაგრამ იდეისა რა მოგახსენოთ აბა 🙂

    • ჰოდა საინტერესო სწორედ ისაა რომ სად არსებობს ეს ღმერთი მხოლოდ ტვინში თუ პირობითად ცათა სასუფეველში?..
      ექსპერიმენტის მიზანი ტვინის იმ უბნების გამოკვლევაა რომელიც აჩენს რელიგიურ და მისტიკურ შეგრძნებებს. გასაგებია რომ ვიღაცისთვის არსებობს ღმერთი ვიღაცისთვის არა, მაგრამ ადამიანმა ხომ უნდა გაარკვიოს ან ცადოს მაინც გარკვევა,(მეცნიერულად) რა არის ღმერთი? ფსიქო ნერვული მოვლენა თუ რამე სხვა…

      • შესაძლებელია კი ეგ? მე, ჩემი სუბიექტური და მიკერძოუებული აზრით, მგონია რომ ღმერთი ადამიანისთვის ბოლომდე მისაწვდომი არ არის. ბოლომდე მისაწვდომობა და საკრალურობისა და მისტიციზმის დაკარგვა იწვევს რელიგიის და ღმერთის აღქმის გაბითურებას, რისი მაგალითიც არის დასავლური კათოლიკური ეკლესია. თუმცა ეს სხვა თემაა და შორს წაგვიყვანს.

Leave a reply to chankotadze კომენტარის გაუქმება