შენ არ ხარ სამყაროს ცენტრი!

სწორედაც! არ ხარ სამყაროს ცენტრი, – იმ ადამიანებს მივმართავ ვისაც გონიათ რომ ადამიანისთვის შეიქმნა სამყარო. არიან ასეთებიც, განსაკუთრებით მორწმუნეები, ვინც ამტკიცებენ რომ ღმერთმა სამყარო ადამიანისთვის შექმნა, (იმ დღეს ამტკიცებდა ერთი გენიოსი ფორუმზე) ანუ ადამიანი რომ არ ყოფილიყო არაფერს აზრი არ ექნებოდა. ერთის მხრივ შეიძლება რისიმე აზრი მხოლოდ საკითხისადმი ადამიანური მიდგომაა და მეტი არაფერი, აზრი ადამიანს ჭირდება და არა სამყაროს, სამყარო ისეთია როგორიც არის და მორჩა, აზრი ჩვენ გვჭირდება რომ გავიგოთ რა არის სამყარო. მაგრამ ჩვენ როგორც ადამიანები ისევე ადამიანურად ვაკეთებთ დასკვნებს იმიტომ რომ სხვა გზა არ გვაქვს: მაგალითად განა სისულელე არ იქნებოდა ამხელა სამყარო მხოლოდ ჩვენთვის შექმნილიყო? სწორედაც, ამხელა სამყარო, უზარმაზარი, რამდენადაც თანამედროვე კვლევები საშუალებას გვაძლევს მოდით ვისაუბროთ სამყაროს მასშტაბებზე. იქნებ უკეთ გავაცნობიერთ ჩვენი მნიშნვნელობა.

იუპიტერის წითელი ლაქა

თუ შევადარებთ ჩვენ პლანეტას და იუპიტერს ყოველგვარი ციფრების გარეშე, ისიც საკმარისი იქნება ალბათ ვთქვათ რომ იუპიტერის წითელი ლაქა, რომელიც მზის სისტემის ყველაზე დიდ შტორმს წარმოადგნს, მასში დაახლოებით სამი დედამიწა მოთავსდებოდა, იუპიტერი დედამიწაზე დაახლოებით 3000-ჯერ დიდია. იუპიტერი იმაზე დიდია ვიდრე ჩვენი მზის სისტემის ყველა პლანეტა ერთად. თუმცა იუპიტერი ყველაზე დიდი პლანეტა არაა სამყაროში, ბოლო დროს 400-მდე პლანეტა აღმოაჩინეს ჩვენი მზის სისტემის გარეთ, რომელთა უმრავლესობაც იუპიტერის მსგავსი გაზის გიგანტია, ბევრი მათგანი კი იუპიტერზე დიდი და მასიური. ჩვენი მზე კი გაცილებით დიდია ვიდრე რომელიმე გიგანტი პლანეტა, მისი მოცულობა რამდენიმე მილიონ დედამიწას დაიტევდა. მზის დიამეტრი 1 377 648 კილომეტრია დედამიწის მხოლოდ 12 756. მზე საშუალო სიდიდის ვარსკვლავად ითვლება მაგრამ დღესდღეობით აღმოჩენილ ვარსკვლავთა შორის ყველაზე დიდთან შედარებით მხოლოდ ნამცეცა წერტილია. ყველაზე დიდი ვარსკვლავი არის  VY Canis Majoris (ქართულად ზუსტად როგორ გამოითქმის არ ვიცი) ეს ვარსკვლავი ჰიპერ გიგანტია მისი რადიუსი 2,7 მილიარდი კილომეტრია რაც მზის რადიუსზე 2 ათასჯერ მეტია. ეს გიგანტი ჩვენგან 4900 სინათლის წელიწადის მანძილზე იმყოფება.

ხედავთ პატარა წერტილს სურათზე? ეს მზეა. დიდი წითელი სხეული კი VY Canis Majoris-ის ზედაპირის მხოლოდ ნაწილია.

უყურეთ ვიდეოს  და ნახეთ პლანეტების და ვარსკვლავთა შედარებითი სიდიდეები

თუ კიდევ უფრო დიდ მასშტაბებს ჩავებღაუჭებით, მაგალითად ვარსკვლავებამდე მანძილს ანდაც გალაქტიკის ზომებს, აქ უკვე კილომეტრები აღარ გამოგვადგება, ასეთ დიდი მანძილები სინათლის წლებით იზომება, სინათლის წელი არის მანძილი რასაც სინათლე გაივლის 1 წელიწადში, სინათლის სიჩქარეა დაახლოებით 300 000 კილომეტრი წამში, 1 სინათლის წელი კილომეტრებში არის დაახლოებით 10 ტრილიონი კილომეტრი, ჩვენგან უახლოესი ვარსკვლავი ალფა ცენტავრი მდებარეობს 4,4 სინათლის წლის მანძილზე ანუ დაახლოებით 44 ტრილიონი კილომეტრის მანძილზე. ეს მანძილი კი გალაქტიკის მასშტაბთან შედარებით არაფერია, ჩვენი გალაქტიკის რძიანი გზის (ირმის ნახტომის) ელიფსის სიგრძე 100 ათასი სინათლის წლის სიგრძისაა, ჩვენი მზის სისტემა გალაქტიკის ცენტრიდან 32 ათასი სინათლის წელიწადის მანძილზე იმყოფება. ეს მანძილი ისევე როგორც მზიდან დედამიწის დაშორება საკმაოდ ხელსაყრელია, რადგან გალაქტიკის ცენტრთან უფრო ახლოს ყოფნა მომაკვდინებელი იქნებოდა რადიაციის გამო. ისევე როგორც ჩვენი მზე ასევე ჩვენი გალაქტიკა თავისი 150 მილიარდი ვარსკვლავით და 100 ათასი სინათლის წლის სიგრძით, საშუალო ზომის კატეგორიაში გადის, არსებობს ჯუჯა გალაქტიკებიც და იმდენად დიდი გალაქტიკებიც რომელთა სიგრძეც 6 მილიონ სინათლის წელიწადს აღწევს.

ნახეთ გალაქტიკის ზომები

გალაქტიკების რიცხვი ასეულობით მილიარდს აღწევს, მათგან ჩვენთან ყველაზე ახლოს ანდრომედას გალაქტიკაა 2 მილიონი სინათლის წლით დაშორებული. ყველაზე შორს კი ათეულობით მილიარდი სინათლის წელს ითვლის. ჩვენი ჰორიზონტი 46 მილიარდი სინათლის წელია. ანუ ეს არის მანძილი სადამდეც გაგვიწვდება თვალი. ჩვენი დაკვირვებადი სამყაროს რადიუსი. ჯამში კი დაკვირვებადი სამყაროს დიამეტრი 92 მილიარდი სინათლის წელი გამოდის. ეს ძალიან დიდი ციფრია, თუ ვეცდებით მის კილომეტრებში გადაყვანას მივიღებთ უზარმაზარ ციფრს 920 სექსტილიონი (920 000 000 000 000 000 000 000) და ეს მხოლოდ იმ სამყაროს ნაწილია რასაც ჩვენ ვხედავთ. ეს არის ჩვეულებვრივი მატერია რომელიც სამყაროს 4% შეადგენს, ამ მატერიის შემადგენელი ნაწილი ვართ ჩვენც, მისი ნაწილია ყველაფერი ხილული, ვარსკვლავები გალაქტიკები, პლანეტები ნისლეულები. სამყაროს 23% შედგება ბნელი მატერიისგან. ბნელი იმიტომ ქვია რომ მისი თვისებები და სტრუქტურა ადამიანისთვის ჯერ კიდევ უცნობია, ის ჩვეულებვრივ თვალისთვის უხილავია მისი არსებობა მხოლოდ გარკვეული გამოთვლებით ვლინდება. სამყაროს დანარჩენი 73% კი ბნელი ენერგიისგან შედგება რომლიც ჯერ ჯერობით ისევე ამოუცნობია როგორც ბნელი მატერია. მის შესახებ ცნობილია მხოლოდ ის რომ იგი აიძულებს სამყაროს გაფართოვდეს. თუმცა როგორ და რატომ არავინ იცის. სამყარო საოცარი სიჩქარით ფართოვდება მისი ორი უკიდურესი წერტილი ერთმანეთს სინათლის სიჩქარეზე 4-ჯერ სწრაფად შორდება.

სამყარო უზარმაზარი და მრავალფეროვანია, იმდენად დიდი  ახლავე რომ გაქრეს ჩვენი მზე თავისი პლანეტებით, მას არაფერი  დააკლდება, არ დაირღვევა არც ერთი კანონზომიერება. სამყარო იმდენად დიდია რომ შესაძლოა ყოველ მემილიონედ დედამიწისეულ წამში  ჩვენს მზეზე მილიონჯერ დიდ ვარსკვლავებს ყლაპავენ დიდი შავი ხვრელები. შესაძლოა ყოველ წამს იღუპება სადმე რომელიმე ცივილიზაცია, ყოველ წამს ეჯახებიან გალაქტიკები ერთმანეთს (ჩვენი გალაქტიკა ირმის ნახტომი და ანდრომედას გალაქტიკა 4 მილიარდი წლის შემდეგ ერთმანეთს შეეჯახებიან) ყოველ წამს ფეთქდება ვარსკვლავები და ამის შემდეგ თქვენ გგონიათ სამყარო ადამიანისთვის შეიქმნა? რა პატივი გვაქვს ასეთი? როცა სამყაროს მასშტაბებთან შედარებით ჩვენ მტვრის ნაწილაკებიც კი არ ვართ.

37 thoughts on “შენ არ ხარ სამყაროს ცენტრი!

    • 😀 სამყაროს შეცნობა ჩემი ჰობია – ასე ვთქვათ, მორწმუნე ვიქნებოდი თუ რა ამაზე მაინც ხშირად ვილაპარაკებდი, ღმერთი კი რამდენადმე კავშირშია ამ ყველაფერთან და გინდა თუ არა ყოველთვის ვერ გაქცევი ამ თემას, :))

      Like

  1. ვისაც გვჯერა გაგვატარეთ!.. კი არა და ზოგითვის სამყარო დედამიწაა, ზოგისთვის კონკრეტული ქვეყანა, ქალაქი, უბანი, სახლი, ციხის საკანი და ის ყველა შემთხვევაში სამყაროს ჭიპია. მოკლედ ადამიანს სჭირდება იცოდეს რომ ის მნიშვნელოვანია.

    Like

    • გეთანხმები, ყველას აქვს რაღაც სამყარო, მაგრამ მე ამ შემთხვევაში ვსაუბრობ სამყაროზე ყველაზე გლობალური გაგებით :)) განა მე არ ვფიქრობ რომ მნიშვნელოვანი ვარ? მაგრამ მნიშვნელოვანი ვარ გააჩნია ვისთვის ან რასთან მიმართებაში. ძნელია ობიექტურად წარმოიდგინო შენი მნიშვნელობა სამყაროსთვის მაგრამ ზოგჯერ საჭიროა.

      Like

  2. კი, მართალია არ ვართ სამყაროს ცენტრი, მაგრამ არა იმიტომ რომ სირიუსი ან რომელიმე 3 მილიარდჯერ დიდი ვარსკვლავი არსებობს.

    Like

    • შესაძლოა მხოლოდ ზომებში არაა საქმე. თუმცა მასშტაბი ერთ-ერთი გარემოებაა რომელიც გვანახებს იმას რომ შეუძლებელია ჩვენთვის შექმნილიყო ამხელა სამყარო, ასეთი რთული და უნიკალური.

      Like

      • მართალია მაგრამ ისიც ხომ მართალია, რომ ჩვენც უფრო გავართულეთ.
        ვთვლით, რომ უნიკალურები ვართ, სრულყოფილები. ამ დროს ბევრ რამეში ცხოველებიც გვჯობიან. ჩვენ უბრალოდ საკუთარი თავი გვიყვარს გადამეტებით. ამიტომაც ვართ ცენტრებიც, ყველაზე დიდებიც და ჭკვიანებიც.

        Like

      • ჰო. გვიყვარს საკუთარი თავი და რა ვქნათ :)) თუმცა რატომ არ უნდა გვიყვარდეს? მთავარია მეტ ნაკლებად რეალურად შევაფასოთ ჩვენი თავი.

        Like

  3. დაგეთანხმებოდი მეორე ნაწილი რო ქონოდა პოსტს სადაც ამტკიცებ რომ შენ ხარ სამყაროს ცენტრი )))

    Like

  4. finiki, tu shen ar iqnebi samyaroc ar iqneba, samyaro chvens garshemo arsebuli mfrinavi sharebi kiaraa😀 aramed is sistemaa romelic mat agqmas uzrunvelyofs

    Like

    • მერედა მე ადამიანის მნიშვნელობის დაკნინების მცდელობა მქონდა განა?! არამც და არამც🙂 ვფიქრობ რომ ყველაფერი ონდივიდუალურია, ყველას გვაქვს უფლება გვწამდეს ის რისი რწმენაც გვინდა, თუ ვინმე თავს უფრო კომფორტულად გრძნობს იმ შემთხვევაში როდესაც აცნობიერებს რომ ის სრული არარაობაა სამყაროს წინაშე – კი ბატონო, თუ ვინმეს ეს საკითხი საერთოდ არ აინტერესებს – კი ბატონო, თუ ვინმე მიიჩნევს რომ ის სამყაროს უმნიშვნელოვანესი ნაწილია – კი ბატონო🙂

      Like

  5. მე ვარ სამყარო, პატარა კოსმოსი :))
    ჩემი ცენტრი სადაა აი მაგაზე აღარ მიფიქრია🙂

    ამ ბნელმა მატერიებმა და ენერგიებმა რაღაც უცნაური შეგრძნება გამიჩინეს. სამყაროს გაფართოებას აიძულებენო. რა უცნაურ რამეებს წერ მიშა🙂

    Like

    • ჩვენ ყველანი პატარ პატარა კოსმოსები და სამყაროები ვართ… :))
      უცნაური რამეა ეს ბნელი ენერგია და მატერია იმიტომ რომ არ ვიცით ჯერ რა ხილია…

      Like

  6. მიშა მიყვარხარ:* პირველი აბზაცისნაირი აზრები რამდენი ხანია გამიჩნდა, მაგრამ ვის გინდა რომ უთხრა?
    სამყაროს ვჭირდები ჩვენ რამეში? არმც და არამც!
    და სულ იმას ვამბობ, რომ როგორც ჩენ ვექცევით დედამიწას, იგივენაირად მოგვექცევა ის ჩვენ და ამას ეწოდება მეორედ მოსვლა.
    და ამიტომ მჯერა 2012–ის 70 % (ადრე 100%–ით მჯეროდა)

    Like

    • მადლობ :))
      2012-ის გჯერა? 2012-ში არაფერი არ მოხდება (მე ასე მგონია) ისე კი დედამიწასთან მიმართებაში მართალი ხარ, ადამიანებზეც ეგრეა და დედამიწასთან მიმართებაშიც,

      Like

  7. ეს ეხლა შენ რაც დაწერე არის ასტრონომიის საფუძვლების შესავალი ))) ამდენი მეც ძალიან კარგად ვიცი და სწორედ ეს მარწმუნებს იმაში რომ ღმერთი არსებობს და არა პირიქით😉

    Like

  8. მოკლეთ მე ვთვლი რომ ვინც ცდილობს შეიცნოს კოსმოსი ერთი ნაბიჯით ახლოს არის ღმერთის რაობის გასაგებათ

    Like

    • მივესალმები შენს აზრს მიუხედავად იმისა რომ არ ვიზიარებ. ღმერთის რწმენა უხეშად რომ ვთქვათ იმდენად მოქნილია (flexible მიყვარს ეს სიტყვა😀 ) რომ ადამიანს შეუძლია ნებისმიერი რამ მიაწეროს ღმერთს, ზებუნებრივობას და ა.შ… შენ გარწმუნებს მე კი არაფერს მეუბნება მის არსებობაზე ან არარსებობაზე. ეს პირადი საკითხია, შენ როგორ აღიქვამ სამყაროს. ისე კი ეს პოსტი ღმერთის არსებობა არ არსებობაზე საკამათოდ არ დავწერე, პოსტის მიზანი სამყაროს მასშტაბების გაცნობა უფროა,

      Like

  9. ერთ ჩემს მეგობარს მაგონებ ძალიან🙂
    იმდენი აზრია აქ, რაღა დავამატო… მომწონს, პოსტიც და დიზაინიც ძალიან კარგია!

    Like

  10. ადამიანური ეგოიზმია უცხო ცივილიზაციების არ არსებობის მტკიცება და მეტი არაფერი

    Like

  11. და საერთოდ ავტორს ჩემი სიმპათიები, კარგად წერ მართლა🙂

    Like

  12. მე მიმაჩნია რომ თუ შემოქმედს არ აღიარებს პიროვნება, ის ვერასოდეს ვერ ჩაწვდება სამყაროს საიდუმლოს. არის ნაწილი რომელიც ეთანხმება იმ აზრს რომ ღმერთი არ არსებობს და რაც საკმაოდ მცდარი აზრია. ბევრმა არ იცის ჭეშმარიტება რაშია, და ამის გამო მცდარ დასკვნებს აკეთებენ სამწუხაროდ, და შეყავთ სხვებიც ცთომილებაში როცა რაგაცა არ იცი უნდა ეძიო, ამის პასუხი ოღონდ გულწრფელად.

    Like

  13. მეცნიერები ეკლესიას საყვედურობენ დღემდე რომ მცდარად ასწავლიდა სამყაროს შესახებ, მარა ეს მეცნიერები რის გამო საყვედურობდა ან ვის საყვედურობდა?( ყოველთვის როცა მეცნიერები ეკლესის საწინაღმდეგოს ამბობენ იშველიებენ რომაულ კატოლიკურ სწავლებას და მათ სიმცდარეს ასაბუთებენ, მარა კითხვა არავის გასჩენია ასეთი აზროვნებაა მართმადიდებლობაშიც? როგორც კათოლიკური ასწავლის? გეტყვით მეგობრებო რომ საწინაღმდეგოა და მომხრეა მეცნიერების, მარა იცით რის საფუძველზე? ამის შესახებ ოდითგანვე იცოდნენ აღმოსავლეთ ეკლესიაში) კერძოდ ერთ-ერთი საკითხია სამყაროს ცენტრი სადაა? დღესაც აღმოსავლეთ ეკლესია იგივე ძველ აზრზე რჩება რომ დედამიწაა სამყაროს ცენტრი და ხსნის კიდევაც, იცით რატომაა ცენტრიიი? დედამიწაზე ხდება ხილულის და უხილავის გაერთიანება, (ადამიანი რომელიც შედგება უხილავი სულისგან, ხილული სხეულისგან და ამატ დამაკავშირებელი სამშვინელისგან) შემდგომში როც ეკლესია ორად გაიყოო დასავლეთმა გადაუხვია და სწავლებაში ცვილებები შეიტანეს.

    Like

  14. მათ პირდაპირი მნიშვნელობით გაიგეს ძველი სწავლება და მიაწერეს რომ დედამიწა სამყაროს ცენტრია პირდაპირი მნიშვნელობით, დამახინჯეს ჭეშმარიტი სწავლება, ასევე იყო სინათლის შესახებ, დედამიწა რომ მგვალია და მზის გარშემო ბრუნავს, ასევე იყო ტავად ადამიანის თეოზისზე და ა. შ. სამწუხაროდ დღევანდელ მეცნიერებებს ვისაც არ წამთ და ემხრობიან ევოლუციას, იყენებენ არგუმენტად დასავლური ეკლესის ცდომილებებს, იმის გამო რომ ჩვენ ქრისტიანებს დავდონ ბრალი რომ სამყაროს შესახებ არა სწორი ინფორმაცის მატარებელნი ვართ.

    Like

  15. რაც არასწორი სეხედულებაა ასეთი მიდგომა მათი მხრიდან, ისინი რომ გაეცნონ მართმადიდებლურ სწავლებას, აშკარად დაინახავენ დიდ სხვაობას ჩვენსა და დასავლურ ეკლესის სწავლებას შორის.

    Like

  16. ყველას უსურვებდი რომ კარგად გაეცნოს ჩვენს სწავლებას სამყაროს შექმნის შესახებ და თავად დარწმუნდება რომ ის არ მოდის წინაღმდეგობაში ფიზიკასთან და ასტრონომიასთან პირიქით ავსებს.

    Like

  17. ამიტომ სიფრთხილით მოვეკიდოდ ამ საკითხებს და მეტი მაძიებელნი ვიყოთ და ჩვენ ყველა ვიპოვით პასუხს, რადგან ჩვენი სარწმუნოება ცოცხალია და ცოცხლ ღმერთთან გვაქვს კავშირი.

    Like

  18. ამით ჩვენ ჯანსაღი მოაზროვნენი ვიქნებით მერწმუნეთ

    Like

  19. jio
    მადლობ რომ გაისარჯე ამდენი კომენტარის დაწერით.

    მე პირადად არ ვაღიარებ შემოქმედს და მგონია რომ ძალიანაც სწორად ვიქცევი.
    სამყაროს საიდუმლო მის მის ფიზიკურ კანონებშია და არა გამოგონილ პერსონაჟებში.

    Like

  20. თქვენი აზრით რა არის გამოგონილი? შეგიძლიათ ამიხსნათ?

    Like

    • კი როგორ არა, ზეციური მეგორები არიან გამოგონილები. გუკუმაცით დაწყებული ბიბლიური ღმერთით დამთავრებული.

      Like

  21. ორი ელექტრონის საუბრიდან.
    “ე1:ადამიანი?:))
    ე2:ჰო,ადამიანი.
    ე1:არ არსებობს ადამიანი!
    ე2:არსებობს!
    ე1:შენ ისევ “ხეზე დაძვრები”. მიმოიხედე ირგვლივ…
    ე2:მერე?
    ე1:მერე ის რომ შეხედე რამხელაა ჩვენი ატომი! ჩვენ ხომ მასში წერტილიც არ ვართ.ატომი იმხელაა რომ თვალსაც კი ვერ ვაწვდენთ მის კიდეებამდე! ადამიანი რომ არსებობდეს, რაში დაჭირდებოდა ამოდენა ატომი? მხოლოდ იმისთვის რომ ჩვენ გვეცოცხლა აქ?-აბსურდია.
    ე2:ადრე მეტი რწმენა იყო, ვიდრე დღეს და ეს იმის ბრალ(ე1 აწყვეტინებს აქ:)) )
    ე1:ადრე ყველას ეგონა რომ ბირთვი ჩვენს ირგვლივ ტრიალებდა(აქ ცინიკური ხარხარი ისმის),ახლა კი იმოდენა ცოდნა გვაქვს რომ .. ისიც კი ვიცით,ბირთვი რისგან შედგება, რა გვაიძულებს ტრიალს და “დაჟე” ე783 ამბობს რომ შეიძლება არსებობს მულტი ატომები!!! და შენ კიდევ ღმერთის გჯერა!”

    ე1-ს რომ კითხო არაა სამყაროს ცენტრი,მაგრამ მსჯელობს ისე,თითქოს სამყაროს ცენტრი იყოს. თან დარწმუნებულია(რატომღაც) რომ ცოდნა გააჩნია.

    ჰო, ეს ალბათ თავიდანვე უნდა დამეწერა:მე მართმადიდებელი ქრისტიანი ვარ. შენ ვინ ხარ ვერ გავიგე:), ათეისტი თუ ? მოკლედ, ეკლესიის და ღმერთის წინააღმდეგ მიმართულ ისტერიკას თუ არ ჩავთვლი, კარგი ბლოგია,მომეწონა. და საერთოდ, რაც უფრე მეტი ინფორმაცია იქნება ქართულად(კოსმოსზე), მით უკეთესი

    Like

    • რაც გინდა უწოდე, მაგრამ ეკლესია და რელიგია ჩემი აზრით მავნებელია, გასაკრიტიკებელია და თუ ვინმემ არ ამოიღო ხმა ამ მავნე ზეგავლენაზე კაცობრიობას პერსპქტივა არ აქვს!
      ისე ეგეთი იგავური შედარებები საკმაოდ სუსტი არგუმენტია რადგანაც არ ეყრდნობა რეალურ ცოდნას არამედ სურვილს და ინტერპრეტაციას. ისე ნებისმიერ შემთხვევაში ე1 მართალია რაგან სამყაროს ცენტრი მართლაც არაა თვითონ, ადამიანის არსებობის მტკიცებულება კი არ აქვს და არც რაიმე რეალური მინიშნება.
      მადლობა

      Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s