ნაჯღაბნი სიყვარულსა და რელიგიაზე

მოწამლული მაქვს გონება, წერას ვიწყებ, ვწერ, მერე შევჩერდები დავხედავ ნაწერს – ვშლი,  მოგროვდებიან აზრები,  სადღაც რომელიმე ხვეულში კონცენტრირდებიან, ეკრანზე  თანმიმდევრულად დგებიან მწყობრში, მერე ვფიქრობ – რა სისულელეა უნდა ამოვშალო ყველაფერი. ჯანდაბას ეს სიყვარულის ქიმია, მე მივანიჭე მას ამდენი უფლებამოსილება და მევე უნდა ჩამოვართვა, თუმცა ახლა უკვე გვიანია, მე შევკაზმე ეს ქიმიური სუპი ისე რომ ყოველ უჯრედში გაიჟღინთა და ახლა უწყალოდ ვიძირები ამ სენტიმენტალიზმის ჭაობში, სანამ ვინმე ახალი არ მოვა და არ ამომათრევს. რა საჭიროა ეს  იდეალებისადმი ფუჭი ერთგულება? მე, ათეისტმა, სიყვარული რელიგიად გავიხადე და ამიტომაც მიჭირს ისე მოვექცე სიყვარულს როგორც ბიბლიურ ღმერთს მოვექეცი. ეს სიყვარულიც ხომ ისეთივე ცალმხრივია როგორიც უნდა იყოს ბიბლიური ღმერთისადმი. განსხვავება ისაა რომ მე ვაღიარებ რომ ჩემი ღმერთი ჩემი წარმოსახვის პროდუქტია, ოღონდ ზებუნებრივობა და მისტიკა არ გამაგონოთ!

Continue reading

Advertisements

ყოველ 100 მზეში 23 დედამიწაა

დედამიწა აღარ არის განსაკუთრებული ადგილი – ირწმუნება ჟურნალი “Cosmos” ხუთ წლიანი ასტრონომიული კვლევების შედეგად უხეშად რომ ვთქვათ, ყოველი ოთხი მზის მსგავსი ვარსკვლავის ირგვლივ გარშემოექცევა ერთი დედამიწის მსგავსი პლანეტა.

კვლევები გამოქვეყნდა ჟურნალ “Science”-ში. რომელიც ემყარება ჰავაიზე მდებარე ტყუპი ტელესკოპების მეშვეობით გამოკლვეულ  მონაცემებს. გამოკვლეული იქნა 166 ვარსკვლავი 80 სინათლის წლის რადიუსში (დაახლ. 757 ტრილიონი კილომეტრი)

“დაახლოებით ყოველ 100 ტიპიურ მზის მაგვარ ვარსკვლავს ყავს ერთი ან ორი იუპიტერის ზომის პლანეტა, უხეშად რომ ვთქვათ 6 ნეპტუნის ზომის 12 სუპერ დედამიწის ხოლო 10 დედამიწის ზომის პლანეტა. – ამბობს ასტრონომი  წინამდებარე კვლევების ხელმძღვანელი ენდრიუ ჰოვარდი. 

Continue reading

ქალიშვილობის ინსტიტუტის აჩრდილი

რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს ამ ყბადაღებულ თემას გურჯი საზაოგადოება ვერ მოეშვა, ვერ შეელია, ვერ გადაწყვიტა, ვერ გამოუტანა ერთმნიშვნელოვანი განაჩენი, ამიტომ ისევ შეხვდებით ყველგან ამ თემაზე მოკამათეებს, ერთიდაიგივე ადგილის მტკეპვნელებს, დაღეჭილ და ვერ გადაყლაპულ ფასეულობებს. ეს ყველაფერი იმდენად მოსაბეზრებელი გახდა რომ გულისამრევადაც კი მეჩვენება, ამიტომაც დიდი ხანია მსგავს პოლემიკაში აღარ ვერთვები და მითუმეტეს  აზრადაც არ მომსვლია ქალიშვილობის თემაზე რამე დამეწერა ჩემს ბლოგზე, რომ არა ერთი ტენდენცია რომელის რეალურობაში უკვე თითქმის სრულიად დავრწმუნდი, თუმცა ეს ტენდენციაც არაა ახალი სიტყვა, ან მოვლენა რომელიც მე აღმოვაჩინე და მინდა ქვეყანას გავაცნო, ესეც გაცვეთილი აზრია, რომელიც ჩვეულებვრივ გოგონებს აქვთ ხოლმე.

Continue reading