(არა)საახალწლო პოსტი

ბახ!.. ბახ… რამდენიმე საათი დარჩა ახალ წლამდე, ბავშვებს ერთი სული აქვთ ააფეთქონ რამე. პრინციპში უკვე ბოლო ერთი თვეა ბრახაბრუხი და ტკაცატკუცი არ წყდება. სულ რამდენიმე საათი და 2011 დადგება. მართალია საახალწლოდ უარყოფით ემოციებზე არ უნდა ვსაუბროდე, მაგრამ ის კი მართლა ცუდია როცა საახალწლო განწყობა ყველა შკალაზე ნულს აჩვენებს. თუ შარშან და წინა წლებში 0,001-ზე მაინც ადიოდა, ახლა აბსოლიტური ნულია, განა იმიტომ რომ ახლა ცუდ ხასიათზე ვარ ან რაიმე განსაკუთრებული ცუდი შემემთხვა, არაფერი სრულიად. ერთი ჩვეულებვრივი დღეა, ისეთივე როგორც დანარჩენი 364 იყო. პრინციპში რითი უნდა იყოს განსაკუთრებული თოვლის ბაბუის აღარ მჯერა დიდი ხანია. არც ნამდვილ თოვლის ბაბუას ველოდები და არც მის ფორმაში გამოწყობილ ახლობელს საჩუქრით ხელდამშვენებულს. არც რაიმე განსაკუთრებულ წვეულებაზე თუ საღამოზე მივდივარ. არც სადმე დასასვენებლად, განსაკუთრებული განწყობის მიზეზი რომ მქონდეს. დიდი ხანია უკვე აღარც ბედის, “კაი ფეხის” და მეკვლის მჯერა. აღარც ფუჭი იმედები გამოჩენილან ჰორიზონტზე დიდი ხანია. ყველანაირი წარმატება მხოლოდ მონდომების და შემთხვევითობის პრუდუქტია, ჰოდა რაღა დარჩა ახალი წლისგან? ნაძვის ხე, ბრჭყვიალა სათამაშოებით და სინათლეებით, ტკაცატკუცი, ბრახაბრუხი ქუჩაში და დალევის კიდევ ერთი საბაბი. რია რია მისვლა მოსვლა, ნაბახუსევზე თავის ტკივილების სერიალი. მითუმეტეს ბოლო დროს ისეთი ამინდები იყო ოქტომბრის შუა რიცხვები უფრო გეგონებოდა ვიდრე დეკემბრის ბოლო. ახალ წელს მხოლოდ ტკაცატკუცი, ნაძვის ხეები და ბრჭყვიალა საგნების სიმრავლე მახსენებდა, მე კი ძალიან ჩვეულებვრივ ფიქრებს მოვეცვი – რა მალე გადის დრო, დიახ რა მალე გადის დრო! არ ჯობია ახლა ახალი წლის მაგივრად ისევ სექტემბერი ან ოქტომბერი იყოს? ან სულაც ზაფხული. ახალი ათწლეული იწყება, ცოტა მაშინებს ეს, იმიტომ რომ უკან რომ მოიხედავ თითქოს მთელმა ათწლეულმა შეუმჩნევლად გაიარა… ბევრი ვერაფერი მოასწარი და უკვე მთელი ათწლეული დასრულდა.

თუმცა რა ვიცი თქვენ რა დააშავეთ? გილოცავთ ახალ წელს და კარგ გართობას გისურვებთ! ნუ იქნებით ჩემნაირად ჩვეულებვრივად განწოყბილნი!

P.S: ჰო ეს მინდოდა რომ მეთქვა, მეტი არაფერი

ჩვენი წინაპარი ვარსკვლავები

ჩანთა მოვიხსენი და მიწაზე დავაგდე, მერე ფეხმორთხმით დავჯექი ასფალტზე, იარაღი გვერდიოთ მოვიდე, ქაღალდის შეკვრიდან ტყვიები გადმოვყარე და მჭიდის დატენვა განვაგრძე. არასდროს მომიკლავს კაცი, მხოლოდ სამიზნესთვის მისვრია. ომიც მარტო ფილმებში მინახავს და აი უცებ, მე, სამხედრო ფორმით, იარაღით და ტყვიებით. თუმცა ჯერ ფრონტზე არ ვარ, მაგრამ ალბათ მალე ვიქნები. აქეთკენ გზაში ყველა ხალისობდა, თითქოს ექსკურსიაზე მიდიანო, მე ვიჯექი ჩაფიქრებული და ვცდილობდი მომავლის წარმოდგენას. მეგობარმა შემჩნია ჩემი სიჩუმე და დამშვიდება დამიწყო ნუ გეშინიაო, არადა სულ არ მეშინოდა, უბრალოდ ვხვდებოდი რამდენად სერიოზულია, როცა იარაღი უნდა დაიკავო ხელში. მჭიდი გავტენე და იარაღს მოვარგე, ირგვლივ მწვანე ფორმიანი ჯეელები მოფენიან ყველაფერს, ბინდი წვება დედამიწაზე. ბრძანებას ველოდებით, მოშორებით, გზიდან სამხედრო ტექნიკის გუგუნი ისმის, შუქებ ჩამქრალი მიდიან განუწყვეტლივ, დრო მიიზლაზნება. ცივ და მაგარ ასფალტზე პირაღმა წამოვწექი, თავთან ჩანთა დავიდე და ცას გავცქერი, საღამოს პირველი “ვარსკვლავი”, ვენერა გამოჩნდა. სიმშვიდეს, რამდენიმე ჯარისკაცის ღრიანცელი არღვევს მხოლოდ, უმეტესობა, ხმადაბლა საუბრობს ან ჩუმად ზის ასფალტზე. ფეხებთან ვიღაც უცნობი მოკალათდა, სიგარეტს ასანთის ღერით მოუკიდა,  ღრმა ნაფაზი მოქაჩა და ცას ახედა, სიგარეტი ვთხოვე, მომაწოდა, მეც გავუკიდე და ცას მივაშტერდი: “დროზე თუ არ გადაგვიყვანეს ამ ბაზის ტერიტორიიდან ბომბები არ აგვცდება” -ამბობს უცნობი მშვიდად “რამდენიმე საათის წინ მტრის მოიერიშე ჩამოაგდეს ახლოს” “ბიჭო რაღაც ციმციმებს ხედავთ?”

Continue reading

არიქა პედარასტები მოდიან!

არა… დაწყნარდით ჰომოფობებო! არ მოდიან, ჯერ ჯერობით! ვაღიარებ ამ სათაურით თქვენი აღელვება მინდოდა მხოლოდ, ჯერ ჯერობით გასაბრწყინებელ იბერიას “პედარასტები”  ვერ ემუქრებიან, სანამ გვყავს ისეთი ჩოხიანი ვაჟკაცების აღმზრდელნი როგორიც არიან ზვიად ძიძიგური და მისთანანი. მოკლედ ვინც ვერ მიხვდით იმ ყბადაღებულ აუდიტორიაზე გესაუბრებით, “აუდიტორიაში” რომ იყვნენ (გადაცემა პირველ არხზე) ჩემ ოთახში ვიყავი, სამზარეულოდან ტელევიზორის ხმა შემომესმა, “ჰომოფობია” “ჰომოსექსუალობა” “უმცირესობები” “არატრადიციული ორიენტაცია” მაშინვე გამახსენდა იმ გადაცემის გამეორება იქნება რომელზეც გუშინ რამდენიმე პოსტი წავიკითხე-თქო. ჰოდა არ დავაყოვნე და ვუყურე. ნუ გასაგებია ეხლა გურჯისტანში ძიძიგურისნაირი პოლიტიკოსებისგან ამაზე უფრო პროგრესულ აზრებს რომ ვერ გაიგონებ. ყოჩაღ ზვიადის, დახვრეტა და გადასახლება იცის რომ ფაშისტური დამოკიდებულებაა და არ ამბობს. ისე ხალხო გურჯისტანი და სიბნელეო რომ გავყვირით არ გეჩვენებათ რომ პროგრესია ისიც რომ გეი გამოდის გადაცემაში, ღიად აფიქსირებს თავის სექსუალურ ორიენტაციას და პირდაპირ ეთერში ძიძიგური და მისი მსგავსი “ვაჟკაცები” მხოლოდ “ზრდილობიანი” და “მოკრძალებული” აღშფოთებით შემოიფარგლებიან. ბრმები ყრუები და ჰომოსექსუალები არ უნდა ასწავლიდნენ ჩვენს ბავშვებსო?

Continue reading

Still this Fucking 2012 Apocalypse or Why the World won’t end

ვინ იცის უკვე რამდენი დაიწერა ამ თემაზე, ბლოგებზე, ჟურნალებში, ფორუმებზე. ძალიან ბევრი რამის წაკითხვა შეიძლება, სულელურის, თუ ჭკვიანურის. მოკლედ ეს თემა მეტნაკლებად ჩაცხრა, შეიძლება ბევრ თქვენგანს უკვე ღიმილსაც კი გვრის ამ თემაზე საუბარი, მაგრამ როგორც ჩანს მთლად ასეც არ ყოფილა (აღმოვაჩინე იმ დღეს) ჰოდა ჩვენც ერთხელ კიდევ გავიხსენოთ და იქნებ უკვე საბოლოოდ ნათელი გახდეს ყველაფერი.

ამიტომ გადავწყვიტე წარმოგიდგინოთ ერთი საინტერესო ინტერვიუ ნასას მეცნიერებთან, მგონი ყველაზე ნაკლები რაც დაწერილა ამ თემაზე მეცნიერების ოფიციალური პოზიცია იყო, ჰოდა მგონი ამ თემას ყველაზე მეტად ეს აკლდა, ახლა იქნებ არც ისე აქტუალურია მაგრამ იყოს ეს როგორც საბოლოო მესიჯი “რა გაატრაკეთ საქმე ამ აპოკალიფსით” ფილმი (2012) რომ გამოვიდა და ამ აჟიოტაჟმა პიკს მიაღწია პირველად მაშინ წავაწყდი ამ ინტერვიუს. ჰოდა დღეს კიდევ წავაწყდი და აგერ:

Continue reading

Out of Time

მე დრო არ მაქვს… ჰო… უსაქმურობისგან არ მცალია, ნუღარ მომაცდენთ, ისედაც დრო არ მაქვს. ჰო იმდენი რამე დამრჩა საოცნებოდ რომ არ მცალია, ხომ იცით ცხოვრება რა ხანმოკლეა 1… 2… 3… და უკვე ოცდახუთი წელი გავიდა… 1… 2… და 25-ჯერ აალაგეს ნაძვის ხე, 25-ჯერ მოატყუეს ბავშვები, თოვლის ბაბუით. 1… 2… და ყველაფერი შეიცვალა ირგვლივ, გუშინდელი ცელქი ყმაწვილები დღეს დაქორწინდნენ, გუშინდელი ოცნებები დღევანდელმა რეალობამ შეცვალა. დროის მდინარებამ ყველას თავისი კალაპოტი გამოუყო, ჰოდა დამაცადეთ, ნუ მაიძულებთ შემოვცურდე ამ მდინარეში, მე დროის მიღმა ვტივტივებ და ამიტომაც არ მაქვს დრო, არ მცალია. ნუ მეკითხებით რატომ არ ვმუშაობ! ნუ მეკითხებით რატომ ვცხოვრობ წარსულით! ნუ შემახსენებთ რომ ჩემი შესაძლებლობების პონტენციალი უაზროდ ცდება, ნუ შემახსენებთ რომ უნდა ვიბრძოლო, ნუ დამტუქსავთ უმოქმედობისთვის, ნიჰილიზმისთვის, ინფანტილიზმისთვის. დამაცადეთ იქნებ მართლაც დავაღწიო თავი დროს, იქნებ საკუთარ თავსაც კი გავექცე… ვინ იცის…

Continue reading

მწვანე სახლი

ეს ქუჩა საოცრად წყნარია, ფერდობს შეყუდებულან ძველი სახლები, ქვაფენილიან გზას შენობებს შორის გამომავალი ვიწრო ბილიკები უერთდება, ეს პატარა ქუჩები, ძველი უბნის წიაღში მდინარესავით მიიკლაკნებიან. თუ გინდა ძველი უბნის სუნთქვა გაიგო სწორედ ასეთ პატარა ბილიკებზე უნდა იხეტიალო. ერთ-ერთი ბილიკის და საოცრად წყნარი ქუჩის კუთხეში, ძველი ორსართულიანი სახლია მწვანეში ჩაფლული, სახლს სამი მხრიდან სურო შემოხვევია, ლამის ფანჯრებიც კი დაუფარავს. რიკულებიან აივანს ჩახუტებია, სახურავს ხალიჩასავით გადაფარებია, პირველად რომ დავინახე ეს სახლი თვალი ვერ მოვწყვიტე, წყნარი და სევდიანი ძველი ქუჩის მყუდრო კუთხეში იდგა როგორც ველური ბუნების ეგზოტიური ხე. აქა იქ მომხიბვლელად იმიზრებოდა ძველი სახლის პატარ პატარა არქიტექტურული დეტალები, აივნის რიკულები, ფანჯრების სილუეტი, ჭიშკარი. ამ სახლის პირდაპირ ერთ მონგრეულ ქოხმახში, ჩემი მეგობარი დადგა ქირით, რაიონიდან იყო ჩამოსული სასწავლებლად, ბევრი ეძება თუ ცოტა, მისი ბიუჯეტი ამ მონგრეულ ქოხმახს გასწვდა, არ ქონდა საკუთარი სამზარეულო, ტუალეტი და აბაზანა ყველაფერი საერთო იყო,  მის განკარგულებაში მხოლოდ ერთი ოთახი მეორე სართულზე და ხის აივანი იყო რომელზე გასვლასაც მისი არამდგრადი შესახედაობის გამო ვუფრთხოდი.

Continue reading

სტერეოტპიების გეოგრაფია (2)

გახსოვთ ალბათ სტერეოტიპების სახალისო რუკები, რამდენიმე მათგანს კვლავ წავაწყდი, ჰოდა მინდა ესენიც გაჩვენოთ:

1) მსოფლიო ამერიკელების რუკაზე (ევროპა პირველ ნაწილში ვნახეთ)

სურათის გასადიდებლად დააკლიკეთ ზედ

კარგად ვერ გავარჩიე კავკასიაზე მგონი აწერია No code

Continue reading