Out of Time

მე დრო არ მაქვს… ჰო… უსაქმურობისგან არ მცალია, ნუღარ მომაცდენთ, ისედაც დრო არ მაქვს. ჰო იმდენი რამე დამრჩა საოცნებოდ რომ არ მცალია, ხომ იცით ცხოვრება რა ხანმოკლეა 1… 2… 3… და უკვე ოცდახუთი წელი გავიდა… 1… 2… და 25-ჯერ აალაგეს ნაძვის ხე, 25-ჯერ მოატყუეს ბავშვები, თოვლის ბაბუით. 1… 2… და ყველაფერი შეიცვალა ირგვლივ, გუშინდელი ცელქი ყმაწვილები დღეს დაქორწინდნენ, გუშინდელი ოცნებები დღევანდელმა რეალობამ შეცვალა. დროის მდინარებამ ყველას თავისი კალაპოტი გამოუყო, ჰოდა დამაცადეთ, ნუ მაიძულებთ შემოვცურდე ამ მდინარეში, მე დროის მიღმა ვტივტივებ და ამიტომაც არ მაქვს დრო, არ მცალია. ნუ მეკითხებით რატომ არ ვმუშაობ! ნუ მეკითხებით რატომ ვცხოვრობ წარსულით! ნუ შემახსენებთ რომ ჩემი შესაძლებლობების პონტენციალი უაზროდ ცდება, ნუ შემახსენებთ რომ უნდა ვიბრძოლო, ნუ დამტუქსავთ უმოქმედობისთვის, ნიჰილიზმისთვის, ინფანტილიზმისთვის. დამაცადეთ იქნებ მართლაც დავაღწიო თავი დროს, იქნებ საკუთარ თავსაც კი გავექცე… ვინ იცის…

დამტოვეთ მარტო, ჩემს კომპიუტერთან! არ მითხრათ რომ ღამის 4 საათია, არ შემახსენოთ რომ არსებობს ძილი, რომ საჭიროა ის. დამტოვეთ ჩემს კომპიუტერთან და გაცვეთილ ოცნებებთან მარტო.

ოღონდაც ნუ დამითვლით დროს, ნუ შემეკითხებით თარიღს, ნუ მეტყვით რომ დრო ფულია. ნუ გაგაკვირვებთ ჩემი უსაფუძვლო სენტიმენტალიზმი, ნაკლად ნუ ჩამითვლით რომ ცხოვრებას ისე არ  ვერგები როგორც ჭურჭელს სითხე.

ნუ მეკითხებით რა არის ახალი. მე დროის მიღმა ვარ და აქ არც არაფერია ახალი და არც არაფერი ძველი. ნუ დამაბრალებთ პესიმიზმს და ნუ დამიწყებთ საუბარს ოპტიმიზმზე მე არც ერთი ვიცი და არც მეორე. ნუ გამიბითურებთ რომანტიკას და ნუ უწოდებთ მას არაცნობიერ ონანიზმს.

დამტოვეთ ოცნებებთან მარტო, ფოტოებთან რომლებიც ცოცხლდება ღამით, დამტოვეთ მარსზე ბროწეულების ხესთან, დამტოვეთ კოსმოსში, უცხო დედამიწაზე…

და არ ინერვიულოთ, ყველაფერი გამივლის!

11 thoughts on “Out of Time

  1. რა მაგარი იქნება, მართლა დროის მიღმა რომ სეგვეძლოს არსებობა:(. მე კიდევ, სულ ამ დროს დავსდევ. მინდა არ დავკარგო და მაინც, ყველაზე ცუდად, ალბათ, მას ვექცევი😦

    Like

  2. dro dro dro gvachqarebs , gvklavs, gvadzrwunebs…autaneliaaaaaa…. 25 ma udroo axali wlis zarma ar daggala? me 17 mac momigo bolo :((( drois migma gaviparot iqneb usasrulobashi :X:X:X

    Like

  3. მაპატიე მაგრამ… ჩემი აზრით ცუდი შეხედულება გაქვს.. უბრალოდ თუ ეგრე გააგრძელე, უსასრულობაში კი არ წახვალ, არამედ პირიქით ცხოვრების დღეებს გამოიკლებ.. დამიჯერე🙂

    Like

    • როგორც ჩანს ცუდ ხასიათზე მყოფ მეოცნებეებს არ შეხვედრიხართ.

      Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s