არიქა პედარასტები მოდიან!

არა… დაწყნარდით ჰომოფობებო! არ მოდიან, ჯერ ჯერობით! ვაღიარებ ამ სათაურით თქვენი აღელვება მინდოდა მხოლოდ, ჯერ ჯერობით გასაბრწყინებელ იბერიას “პედარასტები”  ვერ ემუქრებიან, სანამ გვყავს ისეთი ჩოხიანი ვაჟკაცების აღმზრდელნი როგორიც არიან ზვიად ძიძიგური და მისთანანი. მოკლედ ვინც ვერ მიხვდით იმ ყბადაღებულ აუდიტორიაზე გესაუბრებით, “აუდიტორიაში” რომ იყვნენ (გადაცემა პირველ არხზე) ჩემ ოთახში ვიყავი, სამზარეულოდან ტელევიზორის ხმა შემომესმა, “ჰომოფობია” “ჰომოსექსუალობა” “უმცირესობები” “არატრადიციული ორიენტაცია” მაშინვე გამახსენდა იმ გადაცემის გამეორება იქნება რომელზეც გუშინ რამდენიმე პოსტი წავიკითხე-თქო. ჰოდა არ დავაყოვნე და ვუყურე. ნუ გასაგებია ეხლა გურჯისტანში ძიძიგურისნაირი პოლიტიკოსებისგან ამაზე უფრო პროგრესულ აზრებს რომ ვერ გაიგონებ. ყოჩაღ ზვიადის, დახვრეტა და გადასახლება იცის რომ ფაშისტური დამოკიდებულებაა და არ ამბობს. ისე ხალხო გურჯისტანი და სიბნელეო რომ გავყვირით არ გეჩვენებათ რომ პროგრესია ისიც რომ გეი გამოდის გადაცემაში, ღიად აფიქსირებს თავის სექსუალურ ორიენტაციას და პირდაპირ ეთერში ძიძიგური და მისი მსგავსი “ვაჟკაცები” მხოლოდ “ზრდილობიანი” და “მოკრძალებული” აღშფოთებით შემოიფარგლებიან. ბრმები ყრუები და ჰომოსექსუალები არ უნდა ასწავლიდნენ ჩვენს ბავშვებსო?

ძიძიგურს თავი დავანებოთ და დავფიქრდეთ რამდენად ნორმალურია ადამინის დისკრიმინაცია მისი სექსუალური ორიენტაციის გამო. დისკრიმინაცია მარტო ის ხომ არაა ვინმეს აგინო ცემო, საკონცენტრაციო ბანაკში ამოხადო წამებით სული ან ციხეში ამოალპო? დისკრიმინაციაა საზოგადოებიდან გარიყვაც, ორიენტაციის გამო სამსახურის არ მიცემა ან წართმევა,  ნებისმიერი მისი ისეთი უფლების დარღვევა, როგორიც აქვს ჩვეულებვრივ ჰეტეროსექსუალს. რატომ არ უნდა ამუშაო მასწავლებლად ან რომელიმე საპასუხისმგებლო საქმეზე, თუ მისი ორიენტაცია საქმესთან არანაირ კავშირშია, გეი მასწავლებელი ბავშვებს გარყვნის? უი უი… ესეც ფობიის ნაწილი მგონია და მეტი არაფერი. გეი არ ნიშნავს მაინცდამაინც აღვირახსნილ გარყვნილს რომელიც საკუთარი პირადი ცხოვრების დეტალებზე უამბობს გამოუცდელ ყმაწვილებს, ქვეყანას ფენს თავის შიშველ სურათებს და ამით გავლენას ახდენს ირგვლივ ყველაფერზე. და თუ მსგავსი შემთხვევა ბევრია (არ ვიცი სტატისტიკურად როგორაა) ესეც მხოლოდ იქიდან უნდა გამომდინარეობდეს რომ გურჯისტანში ეს თემა დახშულია, ტაბუ ადევს, ჰომოსექსუალებს კი ალბათ საზოგადოებრივი ზეწოლის და აქედან გამომდინარე სექსუალური შიმშილის პირობებში სხვა უარესი გადახრები უვითარდებათ, თორემ თავისუფალ საზოგადოებაში, გეი და ჰეტერო ზოგადად სექსუალური ორიენტაციით განსხვავდებიან მხოლოდ და მეტი არაფრით. ყალბი და ჰომოფობიური მეჩვენება მორალის უზარმაზრ განსხვავებაზე მსჯელობა.

1-2 თვის წინ გადაცემა “წითელ ზონას” ვუყურე აღარ მახსოვს კონკრეტულად გადაცემის თემა, თუმცა იმ გადაცემის მთავარ მესიჯში ვეთანხმები გოგის და მის სტუმარს, რომელიც დაახლოებით ასე ჟღერს “საქართველოში მხოლოდ ერთი ტიპის მოდელი არსებობს, იმისა თუ როგორი უნდა იყოს ქართველი” ესაა ჩვენი გურჯისტანული ვიწრო მოდელი, გურჯი უნდა იყოს, კარგი მსმელი, (ნუ თამადობა თუ არ შეგიძლია კიდე გაპატიებენ) ქალების მოყვარული, ჰომოფობი, “მართლმადიდებელი” ვარცხნილობაც განსაზღვრულია, თუ მღვდელი არაა და გრძელი თმა ან “კიკინა” აქვს, მოდელში არ ჯდება. მთლად ჰომოსექსუალთან თუ არ ასოცირდება კარგად არავინ უყურებს ამ მაქსიმუმ ქალურ და მინიმუმ უცნაურ შემთხვევას. აი რა გვაკლია ყველაზე მეტად: – მრავალფეროვნება. ეს სრულებით არ ნიშნავს რომ გინდა თუ არა მოგწონდეს გეები, ან ვინმემ შენთვის არასასურველი ღირებულებები მოგახვიოს თავს. მაგრამ ჰომოფობიური შემართება ნამდვილად არ უნდა იყოს პოპულარული.

 

მოკლედ მე ყოველნაირი დისკრიმინაციის წინააღმდეგი ვარ, თუმცა რჩება რაღაც საკითხები, რისი გადაწყვეტა არც თუ ისე მარტივია, ჰომოფობად არასდროს მივიჩნევდი საკუთარ თავს მაგრამ  ვფიქრობდი რომ აღლუმები სირობაა, რა საჭიროა ორიენტაციის ამ მასშტაბით დემონსტრირება? “აი შემოგვხედეთ რა კარგი ჰომოსექსუალები ვართ?” wtf??? რაც არ უნდა ნეიტრალური იყო, ჰეტერო, ღიზიანდები რადგანაც მათდამი ლოიალური და ლიბერალური პოზიციის მიუხედავად, ჰომოსექსუალიზმი მიუღებელია შენთვის, ჩვენ ხომ არ ვატარებთ ჰეტეროსექსუალების აღლუმს? მერე რა რომ უმცირესობა არ ვართ? ორივე შემთხვევაში სირობაა. მაგრამ მეორეს მხრივ, ალბათ აღლუმებით და სხვა აქციებით რომ არ ეაქტიურათ დასავლეთში, იმ უფლებებს და დამოკიდებულებას რომლებიც დღეს აქვთ ვერ მიაღწევდნენ.

კიდევ ერთი საკითხი, დისკრიმინაცია არის თუ არა ჰომოსექსუალური ქორწინების დაუშვებლობა. ერთის მხრივ მათაც უნდა ქონდეთ საშუალება ურთიერთობები მოაწესრიგონ სამოქალაქო სამართლის ჩარჩოში, მაგრამ მეორეს მხრივ, რაც არ უნდა ნორმალური იყოს ჰომოსექსუალი წყვილი, მათ ოჯახში გაზრდილი ბავშვი, ცოტა არ იყოს უცნაურ გარემოში ხვდება. ამის გამო ბავშვს შეიძლება ბევრი კომპლექსი ჩამოუყალიბდეს, ვინაიდან ოჯახის საუკუნეების მანძილზე ნაშენები სტრუქტურა იცვლება, გაიგე ახლა ვინაა დედა ან მამა, ქალი კაცი, ცოტა დამაბნეველია, ასეთი ბავშვი თანატოლების მხრიდან მისი განსხვავებული ოჯახის გამო დისკრიმინაციის მსხვერპლი შეიძლება გახდეს და თავადაც სანამ ჩამოყალიბდება შეიძლება დიდ გაუგებრობაშიც იყოს, საკუთარი სქესის იდენტიფიკაციის გამო და სხვა უამრავი დეტალის გამოც. შეიძლება ასეთ გარემოში აღზრდილი ბავშვი საბოლოო ჯამში უფრო თავისუფლად მოაზროვნეც გამოვიდეს, მაგრამ ჩემი აზრით ჯობს ადამიანი ოჯახის ტრადიციულ გარემოში გაიზარდოს, ეროვნულ ტრადიციებს არ ვგულისხმობ, არამედ ოჯახის ტრადიციულ როლურ გადანაწილებას. ოჯახი ვინმეს ახირებული გამოგონება არაა, ის ბუნებრივი გაერთიანებაა, საზოგადოების აგურები, ატომები, საშენი მასალა. ბიოლოგიურად საწინააღმდეგო სქესთა კავშირი განაპირობებს რეპროდუქციას, ამიტომაა ოჯახის სტრუქტურა ასეთი, მოკლედ სიმართლე ბიოლოგიის მხარეზეა და ჩვენც საზოგადოება ორიენტირებული უნდა ვიყოთ იმისკენ რაც ბუნებრივი და თვითმყოფადია. თუმცაღა ეს არ უნდა იყოს ვინმეს დისკრიმინაციის ხარჯზე. აი რატომ მეჩვენება ეს ორი საკითხი რთულად გადასაწყვეტი.

ჩვენგან შეიძლება დღესღეობით ძალიან შორსაა, მაგრამ ჰომოფობიას საწინააღმდეგო უკიდურესობაც აქვს. ამ საკითხში კომპეტენტურობით არ გამოვირჩევი მაგრამ მე რასაც ვამჩნევ დასავლეთში არის ამის ნიშნები და ესეც არანაკლებ შემაშფოთებელია. აი მაგალითად ავიღოთ ერთი ფრანგული ფილმი (დამავიწყდა სახელი, შემახსენეთ თუ გეცნოთ სიუჟეტი). ფილმის გმირი პინიონი (მგონი ასე ერქვა) ერთი უიღბლო ტიპია, რომელსაც არაფერში უმართლებს, ცოლს დიდი ხანია დაშორდა, მას კიდევ უყვარს და მუდამ ურეკავს, ცოლი არასდროს პასუხობს, უკვე მოზრდილ შვილს არ მოსწონს მამა. სამსახურში ყველას მოსაწყენი ეჩვენება და გაგდებასაც უპირებენ სულ მალე. ამ სიტუაციიდან გამოსავალს ერთი მეზობელი შესთავაზებს და ვითომც ანონიმური ფოტოები მოხვდება პინიონის სამსახურში სადაც ფოტომონტაჟით პინიონი მამაკაცთან პიკანტურ პოზაშია გამოსახული. ამის მერე პინიონის ცხოვრება იცვლება, უფროსი სამსახურიდან ვეღარ აგდებს, რადგან ეშინია ჰომოსექსუალების უფლებათა დამცველების, ჩვენ გმირს შეუძლია მისი სამსახურიდან გაგდებას სარჩულად ჰომოსექსუალური დისკრიმინაცია დაუდოს. უფრო კომიკური კი ისაა რომ ერთი ჰომოფობიც კი ეტენება პინიონს იმის შიშით რომ თავისი პოზიციის გამო შეიძლება სამსახურში პრობლემები შეექმნას, ყოველშემთხვევაში წარმატებით აქეზებენ და სჯერა ამ უბედურს. მთავარი გმირის შვილიც კი შეიცვლის დამოკიდებულებას მამის მიმართ, მისი აზრით ადამიანი თუ ჰომოსექსუალია ე.ი უფრო საინტერესოა. ყოველშემთხვევაში  ორიენტაციის წყალობით მამამისი უფრო საინტერესოდ მოეჩვენა და გადაწყვიტა დაახლოებოდა. მართალია ეს მხოლოდ ფილმია, მაგრამ მგონია რომ არც ისე შორს დგას დასავლვლურ რეალობასთან.

თუმცა შეიძლება ძალიან შორეულ რამეებზე დავიწყე საუბარი. გურჯისტანია გურჯისტანი – უნდა შემომეძახა საკუთარი თავისთვის მაგრამ იყოს ბარემ რაცაა.

და მაინც ფრიად საყურადღებო ამბავი – გურჯისტანი არ გაბრწყინდება!

 

28 thoughts on “არიქა პედარასტები მოდიან!

  1. ”ნუ გასაგებია ეხლა გურჯისტანში ძიძიგურისნაირი პოლიტიკოსებისგან ამაზე უფრო პროგრესულ აზრებს რომ ვერ გაიგონებ. ყოჩაღ ზვიადის, დახვრეტა და გადასახლება იცის რომ ფაშისტური დამოკიდებულებაა და არ ამბობს.”
    – ამას რატო ისმენ იცი? იმიტომ რომ იცი საზოგადოების განწყობები მსგავს საკითხებზე და შენც ისე აყალიბებ საკუთარ აზრს რომ საზოგადოების მოსაზრებებთან და პოზიციასთან თანხმობაში იყოს.

    Like

    • მთლად ვერ მიგიხვდი სათქმელს ანუ ჩემი აზრი საზოგადოების განწყობების მიხედვით შევარჩიე? თუ?

      Like

      • არა, არა. შენ მიმართ არაფერი. ის ზვიადი იქნება ძიძიგური თუ ევგენი დოღონაძე ისე ლაპარაკობს რომ საზოგადოების განწყობებთან არ მოვიდეს წინააღმდეგობაში.
        ის საერთოდ სხვა საკითხია ვინ ვისი უნდა გაითვალისწინოს: ორატორის საზოგადოებამ, თუ პირიქით საზოგადოების ორატორმა?

        Like

  2. აბსოლუტურად გეთანხმები… ახალი და გასაკვირი მე არაფერი გამიგია, მაგრამ სახალხო დამცველის პოსტზე წარდგენილი ადამიანი ელემენტარულ დონეზეც რომ ვერ ერკვევა ადამიანის უფლებებში, ეს უკვე უბედურებაა!
    გეი – აღლუმების აზრი მართლა არ მესმის! კი ბატონო, გამოვიდნენ რაიმე მოთხოვნით, თუნდაც დისკრიმინაციის აკრძალვის და ა.შ. მაგრამ თავისთავად აღლუმი, როგორც არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის პოპულარიზაციისა და თვითგამოხატვის საშუალება დიდი სისულელე მგონია და საჭიროდაც არ ვთვლი…
    ან ქორწინება რა საჭიროა?? მაინცდამაინც საქორწინო კონტრაქტზე თუ აქვთ მოთხოვნილება, ქორწინების რეგისტრაციის გარეშეც შეიძლება შეთანხმდნენ, რაზეც ენებოთ…

    Like

    • ისე საკვირველი რაა იცი?
      ერთის მხრივ კიცხავ სახალხო დამცველს, ელემენტარულ დონეზე ვერ ერკვევა ადამიანის უფლებებშიო, მერე ამბობ რატომ უნდა დაქორწინდნენო, რა საჭიროაო?
      მოიცა და ადამიანები არ არიან? რატო არ უნდა ისარგებლონ მათაც იგივე უფლებით მაშინ ეგ ამიხსენი…

      Like

      • არსებული კანონმდებლობის მაგალითზე რომ დაგისაბუთო, შემდეგნაირი იქნება ჩემი პასუხი:
        ადამიანის უფლებები, რომლებშიც სახალხო დამცველის კანდიდატად წარდგენილი პირი ოდნავადაც ვერ ერკვევა, მოქმედი კანონმდებლობის ნაწილია. ხოლო მოქმედი კანონმდებლობით ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი საქორწინო კავშირი. ასე, რომ არ გამოვა ეგ ამბავი!
        ხოლო თუ კანონმდებლობა არ გაინტერესებს და პირადად ჩემი მოსაზრების გამოხატვას მთხოვ, ასე გიპასუხებ: ოჯახის განმარტება მე სხვანაირად მესმის. მიუხედავად იმისა, რომ სწორად არ მიმაჩნია არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის წარმომადგენლების დისკრიმინაცია სამუშაოზე არდაშვების ან თუნდაც სამხედრო სამსახურის აკრძალვის სახით, ცოტა რთულად ვუყურებ ორი ჰომოსექსუალის მიერ ბავშვის აღზრდის საკითხს და სწორედ ესაა ოფიციალური რეგისტრაციის წინააღმდეგობის პირობა. ჩემი აზრით, ოჯახის არსი სწორედ იმაშია, რომ ამ ოჯახში ბავშვი უნდა გაიზარდოს.
        ვიცი, ახლა მეტყვი, ზოგიერთი ქალისა და მამაკაცის ოჯახი შეიძლება ჰომოსექსუალისტების ოჯახზე არაჯანსაღი აღმოჩნდესო;
        მართალი ხარ, მაგრამ აქ ჰომოსექსუალების უფლებების გარდა ბავშვის უფლებებიც არის მხედველობაში მისაღები. თუ ფსიქოლოგები დადებენ ერთმნიშვნელოვან დასკვნას იმის თაობაზე, რომ ორი ჰომოსექსუალისტის ოჯახი არ მოახდენს მავნე გავლენას ბავშვზე და არ გამოიწვევს გაურკვევლობას, გაორებას, გარემოს არაადეკვატურ აღქმას და ა.შ., მაშინ გავჩუმდები.

        Like

  3. ძიძიგურის მოსენა სასაცილო იყო, მეტი რომ არ ვთქვა. კარგად ვერ გაუგია, საერთოდ, რას ნიშნავს ჰომოსექსუალი. რატომღაც, მაინცდამაინც პომადაწასმული და საყურეანი ჰგონია. და ვისაც საყურე უკეთია, მაინცდამაინც ჰომოსექსუალისტი. ვაი მაგის პატრონს!
    ის სახალხო დამცველის პოსტის პრეტენზიის მქონე კი მთლად იდიოტი ყოფილა. სალხახლო დამცველი კი არა, სახალხო დამსჯელი კი იქნება ეგ.

    Like

  4. მ გადაცემისთვის არ მიყურებია და არც მაინტერესებს სიმართლე გითხრა.
    შენი პოსტი საინტერესოა და ბევრ რამეშოი ანალოგიურად ვფიქრობ.ერთადერთი, მე ჰომოსექსუალიზმი უმეტეს შემთხვევაში გარყვნილებად მიმაჩნია,არიან ისეთებიც, ვინც დაბადებიდან ამისკენ არიან მიდრეკილები, მაგრამ ბევრისთვის ეს აღვირახსნილობიდან გამომდინარეა.ამიტომ იმის აფიშირება, რომ გეია, დაუშველია დაჩემის აზრით დასჯვადიც უნდა იყოს—დიახ– ეხლა რატომ, ფსიქოლოგიაშია საქმე–მოზარდი თუ ხედავს რო აგერ გეია ’კაცი’ და მას ყველა კარი ღია აქვს, არავინ ცუდად არ უყურებს, მის გონებაში ეს უკვე დასაშვებია, და თუ რამეა, თვითონაც უარს არ იტყვის ამაზე,ანუ პრეცენდენტის არსებობა უკვე ბიძგია.ისევე როგორც მწეველი მშობელი ვეღარ უშლის თავის შვილს მოწევას.

    Like

    • მე მგონია რომ ცდები, მთავარია პოპულარული და მოდა არ იყოს ჰომოსექსუალიზმი და სხვა შემთხვევაში გარდატეხის ასაკის ბავშვები არ მიბაძავენ არავის თუ მართლა არ ორჭოფობენ საკუთარ ორიენტაციაში.
      აფიშირებას რაც შეეხება, ყველგან არაა საჭირო ჰომოსექსუალმა თავის ორიენტაციაზე ისაუბროს, ეს რამდენადმე პირადული საკითხია და არცაა საჭირო აფიშირება, მაგრამ იმის გამო რომ ყველამ იცის მისი ორიენტაცია არ უნდა გახდეს დისკრიმინაციის მსხვერპლი.

      Like

      • და საქმეც მაგაშია რომ ზუსტად მოდას აყოლილიც აკეთებს ამას,და რაც ყველაზე მეტად მიკვირს—ზრდასრული ადამინიც იცვლის ორიენტაციას,ასეთი ფაქტებიც ბევრია.

        ”არ უნდა გახდეს დისკრიმინაციის მსხვერპლი.”
        –მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ის არაფრით არ გამოირჩევა ჰეტეროსექსუალისგან და არ ახდენს თავისი ჰომოსექსუალურობის აფიშირებას.
        მაგრამ სამწუხაროდ ეს ასე არ ხდება ხოლმე.თუმცა ”უკეთ აქვთ საქმე” ტრანსვესტიტებთან შედარებით :)))

        Like

      • ორიენტაციის შეცვლა არ არსებობს, უბრალოდ ზოგი გვიან ამჟღავნებს თავის მიდრეკილებებს. მოდას აყოლილების გარდა ძალიან ბევრია მასეთად დაბადებულთა რიცხვი

        Like

  5. tamaRa,
    მოკლედ მე რა არ მომწონს იცი? კანონით ეს აკრძალულიაო რომ მეუბნები და ამიტომ არ გამოვაო ეგ ამბავი.

    იმაზე უკვე შევთანხმდით რომ გამონაკლისი ოჯახები ყველგან არსებობს, როგორც ნატურალური სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანების მიერ შექმნილის შემთხვევაში, ისევე ჰომოსექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანთა შექმნილი ოჯახების შემთხვევაშიც.
    არანორმალურად იქაც შეიძლება გაიზრდონ ბავშვები და აქაც.

    მე არაფერს არ ვამტკიცებ, უბრალოდ როდესაც დისკრიმინაციაზეა საუბარი, მოდი და ბოლომდე მიყევი რა ამას. რასაც შენ იზიარებ ის დისკრიმინაციაა (სამხედრო სამსახურის აკრძალვა), მაგრამ კანონით რომ აკრძალულია ჰომოსექსუალთა ქორწინება ეგ დისკრიმინაცია არაა?
    სწორედაც რომ არის! ის კანონიც ვინ შექმნა? ჰომოსექსუალებს რომ არ შეუქმნიათ, რასაკვირველია, ცხადია ხომ?
    ჰოდა ვიღაცამ გადაუწყვიტა მათ რომ ”თქვენ, ჰომოსექსუალებო, არ შეგიძლიათ ქორწინება”. ეს რატომ არაა დისკრიმინაციული კანონი?
    ისე ქორწინებაც აპრიორი შვილის აღრდას რატომ გულისხმობს ესეც არ მესმის? იქნებ ჰომოსექსუალებს უბრალოდ სურთ რომ დაქორწინებულების სტატუსი ქონდეთ, იქნებ ამით ისინი თავს უფრო თანასწორუფლებიანად თვლიან და არაფრით შეზღუდულად არ განიხილავენ თავიან თავებს?

    მოკლედ იმის თქმა მინდა რომ ჰომოსექსუალებზე და მათ უფლებებზე საუბრისას არ უნდა იყოს ნაწილობრივზე საუბარი, იმიტომ რომ ადამიანები არიან ისინიც. თუ ”ვართ საღად მოაზროვნეები მაშინ ვიყოთ ბოლომდე” თუ არადა მაშინ ის ვთქვათ რომ არ მოგვწონს ეს არანატურალური სექსუალური მიდრეკილების ადამიანები.

    p.s აბსოლუტურად გასაგებია შენი ვრცელი ნაწერი ზემოთ

    Like

    • მოდი მეც ჩავერევი ამ კამათში და ჩემს აზრს ვიტყვი. ქორწინებაში ასე თუ ისე იგულისხმება შვილის აღზრდა,ოჯახის არსებობის საფუძველი ბიოლოგიაა, რეპროდუქცია. ამიტომ შეიძლება ვიღაცას უბრალოდ ქორწინება უნდა და არა შვილი მაგრამ ეს საერთო სურათს და ოჯახის დანიშნულებას ვერ შეცვლის. ჩვენ ცნობიერად თუ არაცნობიერად, ინსტიქტებით თუ ინდივიდუალობით მივილტვით რეპროდუქციისკენ, ესაა სიცოცხლის თვისება, ოჯახის მთავარი მისიაც ესაა. მითუმეტეს როცა ასე ზოგადად ვსაუბრობთ მაშინ უნდა ვიგულისხმოთ რომ ოჯახს თითქმის ყოველთვის აქვს მოთხოვნილება აღზარდოს ახალი თაობა.
      ეს საკმაოდ რთული საკითხია… არის თუ არა დისკრიმინაცია, ამიტომ პოსტში დავტოვე ღია ეს საკითხი.
      ერთის მხრივ საზოგადოება უნდა მიმეხროს ბუნებრივ ვარიანტს, მაგრამ რახან არატრადიციული ორიენტაციის ადამიანები არსებობენ, მათი უფლებებიც მაქსიმალურად უნდა იყოს გათვალისწინებული, კიდევ ერთი საკითხია ასეთმა მსჯელობამ შეიძლება ბევრ უტოპიამდე მიგვიყვანოს, აი მაგალითად მე თუ ზოოფილი ვარ იქნებ მინდა რომ ძაღლზე დავქორწინდე, კანონი რატომ არ მაძლევს ამის უფლებას, არაა ეს ჩემი დისკრიმინაცია?:D😀😀 კანონი 100%-იანი ვერასდროს იქნება ისევე როგორც ადამიანი.

      Like

      • ”მე თუ ზოოფილი ვარ იქნებ მინდა რომ ძაღლზე დავქორწინდე, კანონი რატომ არ მაძლევს ამის უფლებას, არაა ეს ჩემი დისკრიმინაცია?”

        – კი, ერთმნიშვნელოვნად კი! შენი დისკრიმინაციაა.

        ადამიანის გონება, მისი წარმოსახვის არეალი ძალიან ფართოა. ხოდა რა დროსაც მან დაუშვა რომ შეიძლება ძაღლთან ჰქონდეს სექსი და დაჟე დაქორწინდეს კიდეც მასზე აი მანდ ხდება მერე ინტერესთა კონფლიქტი. კონფიქტი ერთსა და საზოგადოებას შორის. თჲ თავისუფლებასა და რაციონალიზმზე გვაქვს საუბარი, მაშინ ვიღაც პარლამენტმა რატომ უნდა გადაუწყვიტოს ადამიანს საკუთარი ცხოვრება? მით უმეტეს რომ ამით ის არავის არ აწუხებს. ასე არაა?

        მართალი ხარ, უტოპიასაც შეიძლება უახლოვდება ეს ყველაფერი, მაგრამ თეორიულად ნაღდად გამართლებული ამბავია.

        Like

  6. @niksologi
    მესმის შენი პოზიცია, მაგრამ მიშას დავეთანხმები და ცოტათი განვავრცობ მის აზრს, თუ ნებას მომცემს🙂
    კანონმდებლობის გარეთაც გიპასუხე და როგორც ჩანს, გაიგე, მაგრამ ვერც შენ მეუბნები ცალსახად, რომ ბავშვისთვის ორი ჰომოსექსუალის მიერ აღზრდა არ იქნება საზიანო…
    ძალიან მარტივად, რომ ავხსნა და უფრო ზოგადად, დედობა არის ქალის ბუნებითი უფლება. ქალის!!! ანუ არა იმის, ვინც შინაგანად გრძნობს თავს ქალად, არც იმის, ვინც მხოლოდ გარეგანი ორგანოები გადაიკეთა, არამედ ანატომიურად სრულყოფილი ქალის…
    არ ვიცი, რამდენად დაგაკმაყოფილებს ეს ახსნა, მაგრამ თუ რატომაა ასე, მაგაზე მე ნუ მომედავები. ეს ჰკითხე ბუნებას ან ღმერთს. ბოდიშს ვიხდი, არ ვიცი, რომელს აღიარებ!🙂
    ახლა არ მითხრა, ადამიანმა ბუნების უსამართლობა უნდა გამოასწოროსო. ადამიანი სამყაროსთან შედარებით ერთი საცოდავი მატლია და კაცობრიობა მთელი არსებობის მანძილზე მასთან ჰარმონიულ არსებობას ცდილობს და არა მისი კანონების ყირაზე დაყენებას.
    მამაკაცი – დედა! ესაა ის,რაც საფუძველშივე ეწინააღმდეგება ბუნების კანონზომიერებას. დამისახელებ მეორე ინსტიტუტსაც, რომელიც ასე პირდაპირ უთხრის ძირს ყველაფერ ბუნებითს?
    ქორწინება, როგორც ქაღალდზე ოფიციალურად რეგისტრაცია, რეალურაც არაფერს შესძენს ჰომოსექსუალურ წყვილს. ხოლო ქონებრივი საკითხების მოწესრიგება ისევე შეიძლება კონტრაქტით, როგორც ოფიციალურად დაქორწინებული წყვილის შემთხვევაში.
    ასეთ შემთხვევაში მიშას თქმის არ იყოს, დავუშვათ ქორწინება ცხოველზე, დავუშვათ მცირეწლოვანთა ქორწინება, მაშინ პოლიგამიაც დავუშვათ…
    კომპრომისის გარეშე არ გამოდის…

    Like

    • მე ბავშვის აღზრდაზე არაფერს ვამბობ!
      tamaRa რა შუაშუა ბავშვი!
      მე ვამბობ იმას რომ თუ ვსაუბრობთ ჰომოსექსუალთა უფლებების დაცვაზე, მაშინ დავუშვათ მათი ქორწინება! ძნელია ამის გაგება? არამგონი. და კიდევ თუ მაინც და მაინც საუბარია იმაზე რომ ბავშვი არ უნდა გაიზარდოს ჰომოსექსუალ წყვილთან და ამ წყვილის მიერ მაშინ მოდი და ბავშვის აყვანა აუკრძალე კანონით და არა ქორწინება!

      ”ასეთ შემთხვევაში მიშას თქმის არ იყოს, დავუშვათ ქორწინება ცხოველზე, დავუშვათ მცირეწლოვანთა ქორწინება, მაშინ პოლიგამიაც დავუშვათ…”

      – ქორწინებებზე მე გითხარი ზემოთ ნაწერშიც,რომ მაშინ უნდა დაუშვა ხო, აბა რა! (კომპექსურია ეხლა ეგ საკითხი და შორს წაგვიყვანს მაგის გარჩვა – თუ რასთან იქნება ეს დაკავშირებული)

      პოლიგამია კიდევ საერთოდ სხვა საკითხია (და ამ შემთხვევაშიც ბევრი რამის გათვალისწინება გიწევს საუბრისას, ანუ ესეც შორს წაგვიყვანს)

      პატივისცემით მე

      Like

      • არადა ბავშვი სწორედაც რომ შუაშია..
        და სადაც ქორწინების უფლებას მისცემ იქ ბავშვის აყვანას ვერ აუკრძალავ, უაზრობაა…

        Like

  7. michael, შენ რაღაცას ვერ მიმიხვდი. ან სხვა რამეზე ამახვილებ ყურადღებას.
    ჰომოსექსუალიზმზე ვსაუბრობთ და ჰომოსექსუალთა უფლებებზე. ბავშვი აბსოლუტურად არაფერ შუაში არაა.

    Like

    • აბსოლიტურად გასაგებია რასაც ამბობ, კი ბატონო ვსაუბრობთ ჰომოსექსუალებზე და მათ უფლებებზე, მაგრამ რახან თემა ასევე ეხება ოჯახს, ოჯახთან მიმართებაში ბავშვი ყოველთვის შუაში იქნება, ამას ვერ გაექცევი… და ვერც ჰომოსექსუალები გაქეცევიან. სადაც ოჯახია იქ ბავშვი თავისთავად იგულისხმება იმიტომ რომ ოჯახის მთავარი ფუნქცია რეპროდუქციაა.

      Like

      • შენიც გასაგებია.
        უბრალოდ მე არ ვიზიარებ იმ აზრს რომ ოჯახი, როგორიც არ უნდა იყოს იგი, მისი ფუნქცია აუცილებლად რეპროდუქციაა. ასე არ ვფიქრობ.

        Like

  8. @niksologi
    გასაგებია, თუ რა მხრივ სცდება ერთმანეთს ჩვენი აზრები. ცხოველთან ქორწინებასა და ა.შ. დაკავშირებით შენ თვითონვე თქვი, რომ ამ ყველაფერს მხოლოდ თეორიულად თუ ექნება გამართლება.
    ამიტომ ადამიანი, რომელიც ირჩევს განსხვავებულ ცხოვრების წესს, ან არ ირჩევს და უბრალოდ, ასეთია, ლოგიკურია, რომ ოდნავ განსხვავებულ რეგულირების წესს უნდა დაექვემდებაროს,
    მთავარია, ეს განსხვავება დისკრიმინაციაში არ გადაიზარდოს. სწორედ ამ ბალანსის დაცვაა ძნელი, თორემ თეორიულად დისკრიმინაციის იმ სახით აკრძალვა, როგორც შენ ამბობ, ძალიან ადვილია, მაგრამ განუხორციელებელი.

    Like

  9. michael– “ძალიან ბევრია მასეთად დაბადებულთა რიცხვი”–რა თქმა უნდა, ამაზე ვინ დაობს.

    ”ორიენტაციის შეცვლა არ არსებობს, უბრალოდ ზოგი გვიან ამჟღავნებს თავის მიდრეკილებებს”—საერთოდ –არსებობს,და მაგის მაგალითიცაა ერთი კაცი ჩვენს უბანში,მაგალითად,ლამის ორმოცდაათი წლის კაცმა ახალგაზრდა ბიჭთან დაიჭირა საქმე, და ამ დროს არც ცოლს გაშორდა,ორი შვილი ყავს.ვინც ამ ადამიანს იცნობდა ყველასთვის გასაკვირი იყო მისი ორიენტაცია(სამხედრო კაცია და მაიორის ჩინი აქვს, ლექციებსაც კითხულობს აკადემიაში), და ასეთები ძალიან ბევრია.

    Like

    • დარწმუნებული ხარ რომ მაგ კაცმა 50 წლის ასაკში გადაწყვიტა ჰომოსექსუალობა?
      ჩვენ საზოგადოებაში ძალიან ბევრი იძულებულია წლობით მალოს ეს ამბავი და ნორმალურად მოაჩვენონ ხალხს თავი. ამ კაცსაც ალბათ ერთ დღეს ამოუვიდა ყელში და გააკეთა ის რაც უნდოდა 😀
      ძალიან ეჭვი მეპარება 50 წლის კაცს ერთ დღესაც მოულოდნელად აღმოეჩინა, “უი ბიჭებიც მიზიდავსო”

      Like

      • მაგ კაცს რაც შეეხება, ეტყობა ძალიან კარგად ნიღბავდა თავის რეალურ ორიენტაციას, რადგან მისი ცოლ-შვილით დაწყებული ახლობლებით დამთავრებული ყველასთვის შოკი იყო ამის გაგება.
        რა თქმა უნდა ერთ დღეში ეს არ მოხდებოდა.

        ასეა თუ ისე,პომოსექსუალიზმი არის გადახრა და საზოგადოების მხრიდან ზედმეტი ლოიალურობა უწყობს ხელს ასეთ ადამიანებში ჰომოსექსუალობისადმი მიდრეკილების გამომღჟღავება-გააქტიურებას.
        მაგრამ დისკრიმინაცია ამ მიზეზით არ უნდა ხდებოდეს(სამსახურს თუ სხვა მოღვაწეობას ვგულისხმობ)

        ეხლა ვიცი ერთი შეხედვით ურთიერთსაწინააღმდეგო მოგეჩვენება ჩემი აზრი, მაგრამ ამის ახსნაც შემიძლია, უბრალოდ ეხლა არ მცალია.

        Like

      • რასაც ზედმეტ ლოიალურობაში გულისხმობ შეიძლება უფრო სამართლიანად ეწოდოს პოპულარიზაცია ან პროპაგანდა, რასაც არც მე ვემხრობი. საერთოდ გარყვნის საკითხს რაც შეეხება, ზოგადად რომ ვთქვათ რაც დაფარული, აკრძალუალი და ტაბუ დადებულია ის უფრო მეტ მომხიბვლელობას იძენს ზოგჯერ, ოშოს აზრი რომ მოვიშველიო სექსის ტაბუიირებამ მიიყვანა კაცობრიობა იქამდე რომ პორნოგრაფია არსებობს, თუ მოვატყუებთ ახალ თაობას რომ ჰომოსექსუალიზმი არ არსებობს, ან ჩავუნერგავთ რომ ეს საშინელებაა, სიბილწე, ჯოჯოხეთური ცოდვა, შეიძლება უარესი შედეგიც კი მივიღოთ.

        Like

    • მეც ვიცნობ ასეთ ადამიანს, რომელიც დაახლოებით ორმოც წელსაა გადაცილებული, ჰყავს ცოლ–შვილი და არც ისე დიდი ხანია, აღიარა ჩემთან, რომ ჰომოსექსუალია; რომ ამას ნიღბავს მთელი ცხოვრება და დაიღალა; რომ ცოლიც მაგიტომ მოიყვანა, ფიქრობდა, ამას დავძლევო; რომ დიდი ხანი, როცა მიხვდა, ჰომოსექსუალი იყო, საკუთარი თავი სძულდა და ცდილობდა, შეეცვალა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა და ახლა გადაწყვიტა, რომ ვერ შეიცვლება, და ჰყავს ახლა მეგობარი ბიჭი, რომელთანაც მხოლოდ ვნება კი არა, სიყვარულიც აკავშირებს. მე ამ ადამიანის მჯერა.

      Like

  10. ნუ,ეხლა ერთი უკიდურესობიდან მეორეში არ უნდა გადავვარდეთ.აკრძალვა,ტაბუირება და ძაგება ამას არ უნდა,ჩემის აზრით საკმარისია საზოგადოებამ გაითავისოს,რომ ჰომოსექსუალიზმი–ეს გადახრაა,და არა ”რჩეულთა ხვედრი”–როგორც ,მაგალითად ,ერთი გეი ამბობს და ტრაბახობს(ამასწინათ ვკითხულობდი რომელიღაც სტატიაში).რაღაც ცისფერი რასა ვართ და თუ რამე კარგი შექმნილა ყველაფერი გეი მამაკაცის შექმნილიაო და მსგავსი სისულელე(შემენახა მაინც ლინკი,ბევრს იცინებდი,ინგლისურ ენოვანი სტატიაა)

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s