(არა)საახალწლო პოსტი

ბახ!.. ბახ… რამდენიმე საათი დარჩა ახალ წლამდე, ბავშვებს ერთი სული აქვთ ააფეთქონ რამე. პრინციპში უკვე ბოლო ერთი თვეა ბრახაბრუხი და ტკაცატკუცი არ წყდება. სულ რამდენიმე საათი და 2011 დადგება. მართალია საახალწლოდ უარყოფით ემოციებზე არ უნდა ვსაუბროდე, მაგრამ ის კი მართლა ცუდია როცა საახალწლო განწყობა ყველა შკალაზე ნულს აჩვენებს. თუ შარშან და წინა წლებში 0,001-ზე მაინც ადიოდა, ახლა აბსოლიტური ნულია, განა იმიტომ რომ ახლა ცუდ ხასიათზე ვარ ან რაიმე განსაკუთრებული ცუდი შემემთხვა, არაფერი სრულიად. ერთი ჩვეულებვრივი დღეა, ისეთივე როგორც დანარჩენი 364 იყო. პრინციპში რითი უნდა იყოს განსაკუთრებული თოვლის ბაბუის აღარ მჯერა დიდი ხანია. არც ნამდვილ თოვლის ბაბუას ველოდები და არც მის ფორმაში გამოწყობილ ახლობელს საჩუქრით ხელდამშვენებულს. არც რაიმე განსაკუთრებულ წვეულებაზე თუ საღამოზე მივდივარ. არც სადმე დასასვენებლად, განსაკუთრებული განწყობის მიზეზი რომ მქონდეს. დიდი ხანია უკვე აღარც ბედის, “კაი ფეხის” და მეკვლის მჯერა. აღარც ფუჭი იმედები გამოჩენილან ჰორიზონტზე დიდი ხანია. ყველანაირი წარმატება მხოლოდ მონდომების და შემთხვევითობის პრუდუქტია, ჰოდა რაღა დარჩა ახალი წლისგან? ნაძვის ხე, ბრჭყვიალა სათამაშოებით და სინათლეებით, ტკაცატკუცი, ბრახაბრუხი ქუჩაში და დალევის კიდევ ერთი საბაბი. რია რია მისვლა მოსვლა, ნაბახუსევზე თავის ტკივილების სერიალი. მითუმეტეს ბოლო დროს ისეთი ამინდები იყო ოქტომბრის შუა რიცხვები უფრო გეგონებოდა ვიდრე დეკემბრის ბოლო. ახალ წელს მხოლოდ ტკაცატკუცი, ნაძვის ხეები და ბრჭყვიალა საგნების სიმრავლე მახსენებდა, მე კი ძალიან ჩვეულებვრივ ფიქრებს მოვეცვი – რა მალე გადის დრო, დიახ რა მალე გადის დრო! არ ჯობია ახლა ახალი წლის მაგივრად ისევ სექტემბერი ან ოქტომბერი იყოს? ან სულაც ზაფხული. ახალი ათწლეული იწყება, ცოტა მაშინებს ეს, იმიტომ რომ უკან რომ მოიხედავ თითქოს მთელმა ათწლეულმა შეუმჩნევლად გაიარა… ბევრი ვერაფერი მოასწარი და უკვე მთელი ათწლეული დასრულდა.

თუმცა რა ვიცი თქვენ რა დააშავეთ? გილოცავთ ახალ წელს და კარგ გართობას გისურვებთ! ნუ იქნებით ჩემნაირად ჩვეულებვრივად განწოყბილნი!

P.S: ჰო ეს მინდოდა რომ მეთქვა, მეტი არაფერი

14 thoughts on “(არა)საახალწლო პოსტი

  1. არ ვიცი,შეიძლება მე მეჩვენება,მარა წელს მგონი თითქმის არავის აქვს განწყობა და მე ცოტა მწყინს კიდევაც,რატო არ მიხარია ეს ახალი წელი,როგორც პატარაობაში… მირჩევნია ისევ თოვლის ბაბუის მჯეროდეს და რამის აფეთქებას ველოდებოდე😀
    ისე გარემოზეცაა ალბათ დამოკიდებული..

    Like

    • შენ კი უნდა გიხაროდეს ჯერ😀
      ჰო გარემოა მთავარი თორე თოვლის ბაბუის 5 წლის ბავშვებსაც აღარ სჯერათ უკვე😀

      Like

  2. ჰო, აბსოლუტურად ხელოვნური დღესასწაულია… რაღაცას მაინც ხომ უნდა უკავშირდებოდეს. აი შობა მესმის, აღდგომა მესმის, პერველი მაისი და 8 მარტი მესმის, მაგრამ ამ ახალი წელი ისეთი მონოტონური მოვლენაა, რომ განახლებასთან და სიახლესთან რა კავშირი აქვს წელს საერთოდ ვეღარ ვხვდები…
    სამაგიეროდ ფულის გაკეთება კი შეიძლება ახალი წლით

    Like

    • მე არც შობა აღდგომა, 8 მარტი და პირველი მაისი მესმის😀
      ზოგადად ახალ წელს უფრო ვემხრობი, მაგრამ როცა განსაკუთრებული არაფერი ხდება განწყობაც არ გაქვს ადამიანს.

      Like

  3. მიშ, მეც არ მიყვარს დიდად ახალი წელი, მაგრამ ეს ორი წელია, განსაკუთრებულად ველოდები და მიხარია..
    შარშან კარგი წელი მქონდა, წელს უკეთესი მოლოდინები მაქვს..

    წარმატებებს გისურვებ და ნუ გაქვს ყურები ჩამოყრილი!..
    ვინ იცის, იქნებ ჩვენმა თხოვნამ გაჭრას და პოლის კონცერტზეც ამოვყოთ თავი?!
    :)))
    :*

    Like

    • წარმატებები აგრეთვე,
      ყურები კი არ მაქვს ჩამოყრილი, უბრალოდ როგორც პოსტში ვთქვი, ძალიან ჩვეულებვრივი დღეა ჩემთვის იმიტომ რომ არაფერს ველოდები, უსაფუძვლო წინა საახალწლო ფორიაქისა და იმედებისთვის კიდე ალბათ ძალიან დავბერდი😀

      Like

  4. წელს არც მე და არც ჩემს გარშემო ვინმესგან არ მსმენია რომ საახალწლო განწყობა ქონდეს – რაღაც ხდება… ხომ არ გვატყუებენ ? კალენდარი ხომ არ შეცვალეს ან ახალი წელი ხომ არ მოგვპარა ვინმემ? დამიბრუნეთ ჩემი იმედები და საახალწლო ზღაპარი …

    Like

  5. განწყობა კი არა, ჯანდაბა იმას, ვინც ახალი წლის და თანაც ასე პომპეზურად აღნიშვნა მოიფიქრა! მთელი დღეა არ დავმჯდარვარ და კისერი მტკივა, ჭამაც კი აღარ მინდა😦😦

    Like

      • მე არავის ველოდები და ვინც მოვა, ისემც უქნია, ყელზე დადგომია🙂 (გამონაკლისების გათვალისწინებით)🙂

        Like

  6. მაინც გილოცავ, ჯანი, ბედნიერება!!!
    შენ ბლოგსაც დღეგრძელობას და საინტერესო აღმოჩენებს ვუსურვებ! :))

    Like

  7. აუ,,მე კიდე ძალიან რო მიყვარს ახალი წელიიიიიიიიი
    თავს თეთრ ყვევად ვგრძნობ ხოლმე.
    სამწუხაროდ განწყობას ისევ შენით თუ ’შეინარჩუნებ’, თორე არც საახალწლო გადაცემები და არც კონცერტები ვარგა.

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s