პოლ მაკარტნი თბილისში და ბიტლომანური 2011 წელი

არ იცოდით? სერ პოლ მაკარტნი თბილისში ჩამოვა!!! ჰმმ… მაპატიეთ დეზინფორმაცის გავრცელებისთვის, (უფრო სულსწრაფობისთვის) მაგრამ არა მგონია ამ პროვოკაციას წამოგებოდით, ალბათ ბევრმა თქვენთაგანმა უკვე იცის ონლაინ პეტიციის შესახებ paulmccartneyintbilisi.ge ვინც არ იცით კი გეტყვით რომ ჩვენ thebeatles.ge ბითლზის ოფიციალური ქართული  ფან კლუბი, რომლის ერთ-ერთი წევრიც გახლავართ, ონლაინ პეტიციით მივმართავთ საქართველოს კულტურის სამინისტროს რათა შეისმინოს საქართველოს ბიტლომანთა და სრულიად მელომანთა ღაღადი და დახმარება გაგვიწიოს სერ პოლის ჩამოყვანის საქმეში. ასეთ თამამ და კადნიერ ოცებებს გვიღვივებს ის ფაქტი რომ მაკარტნიმ გადაწყვიტა არ გავიდეს პენსიაზე და 2011 წელს კიდევ ერთი ალბომი შემოგვთავაზოს რასაც ლოგიკურად მოყვება ალბომის პრომოუშენი და ტურნე. ასევე დიდ იმედს გვიღვივებს ის რომ 2008-ში სანამ ის ავად სახსენებელი ომი მოხდებოდა პოლ მაკარტნის ჩამოსვლის საქმე თითქმის გადაწყვეტილიც კი იყო და ზემოდ ხსენებულმა ცუდმა ამბავმა შეუშალა ხელი. კიდევ ერთი იმედი ბიტლომანთა სიმრავლეა, 27 დეკემბრის შემდეგ ანუ პროექტის პრეზენტაციიდან, ონლაინ პეტიციის ოფიციალურად გახსნის შემდეგ 1314 ადამიანმა მოაწერა ხელი და მხარი დაუჭირა მაკარტნის საქართველოში მოწვევას რაც დამეთანხმებით ალბათ 16 დღისთვის ნამდვილად არაა ცოტა.

Continue reading

Advertisements