პოლ მაკარტნი თბილისში და ბიტლომანური 2011 წელი

არ იცოდით? სერ პოლ მაკარტნი თბილისში ჩამოვა!!! ჰმმ… მაპატიეთ დეზინფორმაცის გავრცელებისთვის, (უფრო სულსწრაფობისთვის) მაგრამ არა მგონია ამ პროვოკაციას წამოგებოდით, ალბათ ბევრმა თქვენთაგანმა უკვე იცის ონლაინ პეტიციის შესახებ paulmccartneyintbilisi.ge ვინც არ იცით კი გეტყვით რომ ჩვენ thebeatles.ge ბითლზის ოფიციალური ქართული  ფან კლუბი, რომლის ერთ-ერთი წევრიც გახლავართ, ონლაინ პეტიციით მივმართავთ საქართველოს კულტურის სამინისტროს რათა შეისმინოს საქართველოს ბიტლომანთა და სრულიად მელომანთა ღაღადი და დახმარება გაგვიწიოს სერ პოლის ჩამოყვანის საქმეში. ასეთ თამამ და კადნიერ ოცებებს გვიღვივებს ის ფაქტი რომ მაკარტნიმ გადაწყვიტა არ გავიდეს პენსიაზე და 2011 წელს კიდევ ერთი ალბომი შემოგვთავაზოს რასაც ლოგიკურად მოყვება ალბომის პრომოუშენი და ტურნე. ასევე დიდ იმედს გვიღვივებს ის რომ 2008-ში სანამ ის ავად სახსენებელი ომი მოხდებოდა პოლ მაკარტნის ჩამოსვლის საქმე თითქმის გადაწყვეტილიც კი იყო და ზემოდ ხსენებულმა ცუდმა ამბავმა შეუშალა ხელი. კიდევ ერთი იმედი ბიტლომანთა სიმრავლეა, 27 დეკემბრის შემდეგ ანუ პროექტის პრეზენტაციიდან, ონლაინ პეტიციის ოფიციალურად გახსნის შემდეგ 1314 ადამიანმა მოაწერა ხელი და მხარი დაუჭირა მაკარტნის საქართველოში მოწვევას რაც დამეთანხმებით ალბათ 16 დღისთვის ნამდვილად არაა ცოტა.


ასე რომ თქვენი იმედი გვაქვს მელომანებო, საჭიროა მხოლოდ შეხვიდეთ და გრაფაში ჩაწეროთ თქვენი სახელი და გვარი. ნუ დაგეზარებათ ეს პროცედურა იმ შემთხვევაშიც კი თუ ჩვენ მცდელობას ნულოვან შედეგს უწინასწარმეტყველებთ, ჩვენ ვცადოთ და იქნებ მართლაც გაგვიღიმოს ბედმა?

Hard Day’s Night Party




თუმცა ამ გრანდიოზული წამოწყების მთავარი მიზეზი 27 დეკემბერს შემდგარი Hard day’s night Party-ზე ბითლზის პირველი ქართულ ენოვანი კალენდარი იყო, რომელიც ჩვენ (კლუბმა) დავბეჭდეთ და შევთავაზეთ ქართველ ბიტლომანებს, ეს არამარტო კალენდარი არამედ საუკეთესო სუვენირია ბითლზის მოყვარულისთვის, კარგი დიზაინით, ფოტოებით და ინფორმაციით დატვირთული, რომელიც წლის ნებისმიერ თვეს შეგახსენებთ ბითლზის ცხოვრებაში მომხდარ მნიშვნელოვან ამბებს.



 

კალენდარი გაყიდვაშია და  შეგიძლიათ შეიძინოთ პარნასის მაღაზიებში, ლესელიძის 33, ჭავჭავაძის 22, პუშკინის 10, აგრეთვე წიგნის სახლში: პეკინის 31, და წიგნის მაღაზიაში (books/წიგნები აწერია გარედან) ჭავჭავაძის 19,  ლიგამუსში ილია ჭავჭავაძის სახ. უნივერსტეტის შენობაში, მაღაზიაში “წიგნები ვაკეში” ფალიაშვილის 66, მარკეტი გაბაშვილის 1

P.S: სხვა წიგნის მაღაზიებშიც შეგხვდებათ

P.S.S: ჩამოვიყვანოთ პოლ მაკარტნი და ვითვალოთ 2011 წლის დღეები ბიტლომანურად 😀

Georgian Beatles Fan Club

14 thoughts on “პოლ მაკარტნი თბილისში და ბიტლომანური 2011 წელი

  1. “ჩამოვიყვანოთ პოლ მაკარტნი და ვითვალოთ 2011 წლის დღეები ბიტლომანურად:D”

    კარგი რეკლამაა 😀

    მე კიდე უკვე იმდენად მჯერა,რომ ჩამოვა- არც კი გამკვირვებია პოსტის პირველი ფრაზა 😀

    ჩამოვა,ნამდვილად ჩამოვა! :))

  2. მიუხედავად იმიას, რომ არ ვუსმენ “ბითლზს” და პოლს მით უმეტეს, მაინც მოვაწერე ხელი და გისურვებთ აგსრულებოდეთ თქვენი სანუკვარი ნატვრა!

  3. “ჩამოვიყვანოთ პოლ მაკარტნი და ვითვალოთ 2011 წლის დღეები ბიტლომანურად”, ამინ! 🙂 მშვენიერი მოწოდებაა მიშ!

დატოვე კომენტარი