რას გვეტყვი მამაო?

თუ არ ვცდები კვირის პალიტრაში, (მომიკრავს თვალი) იყო ხოლმე ასეთი სვეტი ” რას გვეტყვი მამაო” თუ შეკითხვა მამაოს, მოკლედ დაახლოებით ასეთ რამეს გადავაწყდი ინტერნეტში, ერთ მართლმადიდებლურ ფორუმზე, ყოველი შემთხვევისთვის არ დავასახელებ რომ არ ეწყინოთ, თუმცა არ ვიცი რამდენი მართლმადიდბლური ფორუმი არსებობს, თუ ეს ერთადერთია მაშინ ყველა მიხვდება ვისაც კი რამენაირი შეხება ქონია ამ ფორუმთან. ჰოდა შევედი განყოფილებაში “შეკითვა მამაოს” საქმე არაფერი მქონდა რა და ვიფიქრე გავიგებ რა კითხვები აქვთ მოძღვრებთან -თქო, მერე კი რამდენიმე ისეთ მარგალიტს წავაწყდი რომ არ გამომექვეყნებინა ძალიან დამენანებოდა 😀

და რადგან იქ გამოქვეყნებულ კითხვებს ან თხოვნებს ან რაღაც გაუკრვეველ მიმართვებს მოძღვრის პასუხები არ ახლდა, წარმოვიდგინე მე რას ვუპასუხებდი ანაფორა რომ მომერგო რამდენიმე წუთით.

მაინტერესებს ხელოვნების რომელი დარგი ითველბა ცოდვად, და კერძოდ არის თუ არა მსახიობობა ცოდვა?

ყველაფერი ცოდვაა შვილო ჩემო, რომ დაიბადე ეგ უკვე ცოდვაა, იმიტომ რომ ადამმა და ევამ შესცოდეს და все равно ცოდვაში დგახარ, მთავარია მოინანიო ხოლმე, დახატავ, იმღერებ თუ კაცს მოკლავ მერე ეკლესიაში შევლა არ დაგავიწყდეს და მონანიება. შენ მაგაზე არ ინერვიულო.

გამარჯობატ მამაო ვარ 16 წლის , მკავს დეიდასჰვილი, დაახლოებიტ სამი წლის წინ მან დარეკა ეგრედწოდებულ ” გაცნობების ” ტელეფონზე იკ დაელაპარაკნენ სატანისტები რომლებმაც დაწკევლეს და უტხრეს ვერასდროს გაიხარებო. ამის სჰემდეგ იგი ცჰაიკტა 2 წელი არ გამოდიოდა ტავის ოტახიდან არავისტან არ კონდა ურტიერტობა არც მსჰობლებტან.

რას რეკავდა მერე არ იცოდა რომ “გაცნობების” ტელეფონში სატანისტები მუშაობენ?

განაგრძეთ კითხვა!

მომიტევეთ. გთხოვთ მიპასუხოთ: ეკლესიაში გავიცანი ძალიან გონიერი და მორწმუნე ახალგაზრდა გოგო, რომელიც ძალიან იტანჯებოდა ოჯახური არეულობის და სხვადასხვა პრობლემების გამო, როცა მოძღვარს ესაუბრა მან ურჩია, რომ ფსიქოლოგთან მისულიყო და “ფსიქოანალიზის” კურსი ჩაეტარებინა( მოგვიანებით გავიგე, რომ სხვა მორწმუნეებიც გააგზავნა ანუ რჩევა მისცა ფსიქოლოგისთვის მიემართა). ის მივიდა ფსიქოლოგთან მოძღვრის კურთხევით, მაგრამ მრევლმა გაიგო ეს ამბავი და ამით უარესი დაემართა, უმრავლესობამ ამ გოგოს ალმაცერად ანუ როგორც გიჟს ისე დაუწყეს ცქერა, რის გამოც ბოლოს ჩამოშორდა ეკლესიას, ჩაიკეტა და მას შემდეგ აღარავის უნახავს, შესაძლებელია, რომ თავი მოიკლა. ძალიან დამაბნია ამ შემთხვევამ, გთხოვთ მიპასუხოთ, ღმერთმა ხომ სულიერი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად მოგვცა ცოდვების მონანიების , სულის აღდგენის და განახლების შესაძლებლობა, უფალი ხომ ყველაზე დიდი ფსიქოლოგია. ნუთუ ჭირდება ეკლესიაში მისულ ადამიანს მოძღვრის გარდა სხვა ვინმე თუნდაც ფსიქოლოგი? რამდენადაც ვიცი, ფსიქოანალიზის მამამთავარი ფროიდი რელიგიის მომხრე არ ყოფილა. რას უნდა მოვაქციოთ ყურადღება, აქვს საერთოდ ფროიდის თეორიას რელიგიასთან საერთო და თუ აქვს რა საკითხში?

კი შვილო ჩემო უფალი ყველაზე დიდი ფსიქოლოგია, აგრეთვე ყველაზე მეტი დიპლომი აქვს ყველა პროფესიაში. მაგრამ იმ მღვდელს ნუ განვსჯით იმის გამო რომ სავარაუდოდ მიხვდა – საწყალ გოგოს მარტო ლოცვები და ზედაპირული ნუგეში არ ყოფნიდა, პრობლემების გადასაჭრელად, და იმის გამოც რომ ხალხი *ლეა და ყველა გიჟი გონია ვინც ფსიქოლოგთან დადის.

ველოდები გოგონას, ძალიან მომწონს სახელი ნია, მაგრამ წმინდანთა სახელებში ასეთი სახელი ვერ ვიპოვე, მაინტერესებს არის თუ არა ასეთი წმინდანი, ნათლობის სახელი ასეთ შემთხვევაში სხვა იქნება? გავიგე რომ თუ ნათლობის სახელი სხვაა, და სხვა სახელს ეძახიან მფარველი ანგელოზი შორდებაო, რამდენად შეესაბამება სიმართლეს

სხვათშორის მეც არ გამიგია მასეთი წმინდანი, იცი რა ქენი? თუ გინდა დაარქვი ოღონდ მფარველ ანგელოზს მოელაპარაკე ჯერ, თუ იტყვის დავტოვებო მაშინ სხვა სახელი მოიფიქრე.

მამაო ამ დღეებში არ ვიცი რა დამემართა სულ სიკვდილზე ვფიქრობდი და ღმერთის არსებობა -არასებობაზე,ამ დროს ფორუმებზე აღმოვაჩინე უამრავი ათეისტი,ძალიან მრცვენია მაგრამ ეჭვებში ჩავარდი,ამიტომ დავრეგისტრირდი აქ და მინდა განვიქარწყლო ყველანაირი ეჭვები
თავს ძალიან აფორიაქებულად და ცუდად ვგრძნობ,ძალიან გთხოვთ,იქნებ მირჩიოთ რა უნდა ვქნა

აღარ შეხვიდე არსად, მითუმეტეს ფორუმებზე, არ უყურო ტელევიზორს, იქაც შეიძლება გამოჩნდნენ ათეისტები, ფანჯრები დახურე, კარი გადარაზე, ღრმად ისუნთქე და არავინ გაიკარო, ნებისმიერი შეიძლება აღმოჩნდეს ათეისტი. ლოცვები წაიკითხე და იყავი შენთვის მანამ სანამ არ დაგავიწყდება რომ ათეისტები არსებობენ. გაუძელი შვილო ღმერთი განსაცდელს გიმზადებს.

გამარჯობათ, შეკითხვა მაქვს ახალ პასპორტებზე ანუ (ბიომეტრიული პასპორტი ) რა ინფორმაცია გაქვთ შეიძლება თუ არა მისი მიღება და ეკლესია რას ამბობს ამის შესახებ. და საერთოდ რას შეიცავს ეს პასპორტი

ეს პასპორტი შეიცავს ჩიპს რომელიც დაგაზომბირებთ და ანტიქრისტეს ნიშანს დაგადებთ! ნუ გახდები ანტიქრისტეს მონა იყავი ისევ ჩვენი მონა (არ ჯობია?)

როგორც გამოდის კალ კაცური ურტიერტობა ყველასტან სჰეილება იყოს განხორციელებული

იქიდან გამომდინარე და ადამიანის შინაგანი სიმტკიციტ დაზუსტებიდან და ცოდნიდან..

როცა აბრაამმა მოიყვანა ორი ცოლი და ასევე დავით მეფემ და სხვა მრავალმა

ანუ ესეგი ამ შემთხვევებში განსაზგვრულია ზრუნველყოფისდამიხედვით ანდა სხვა

ჰოდა თუ ერთის მერე მეორე მოდის ის უკვე სიმრავლეში გადადის და უსაზგვროა უბრალოდ განსაზგერული

კონკრეტული მიზეზების გამო ანუ ესეიგი შეგიზლია ურტიერტობა გქონდეს სხვა ქალტანაც და გყავდეს ოჯახიც რომელზეც იზრუნებ რაც სავალდებულოა და რათქმაუნდა სიყვარულია მტავარი მმართველი ის ვინც უბრალოდ მოიყვანს ის ვალდებულია და ვინც სიყვარულიტაა ის ტავისტავად ზრუნას ოჯახზე,, ანუ ტუ სჰეგიზლია მოიყვანე სჰეზლების დაგვარად მაგრამ მასეც არაა

რადგან საზგვარი ზუსტად აქ იქმნება 10 კაცსჰი 4 მდიდარია და არის 20 ქალი მასჰინ ეგრე მარტო მდიდრებმა და სჰეზლებისამებრაც რო იყოს სვხა არც ტუ ისე სჰეზლებული ისე უნდა დარცჰეს? ამიტომ საზგვარი უბრალო აქაა

ჰო სჰეილება ვიგაცამ მოინდომოს მისი მოდგმა გაამრავლოს და რაკაია ყველა ქალი მისტვი წაიყვანოს

ამიტომ განსაზგვრულია მუსლიმანურ სამყაროსჰი 7 ცოლამდე თუ ზუსტად მახსოვს.. მაგრამ ისე ურტიერტობა დაშვებულია აქიდან გამომდინარე რაც მტავარია ეს არუნდა იყოს გარყვნილობა ანუ სიყვარული უნდა გამოზრავებდეს სიყვარული ერთია სხვადასხვა ნაირად ისახება და ხორციელდება დაუშვათ გიყვარს მეგობარი გიყვარს ზმა გიყვარს მშობელი გიყვარს უბრალოდ ყველა რატქმაუნდა მე სრული არსებული ცჰესჰმარიტებიდან არსებულს ვამბობ ტორე დგევანდელდგესჰი ისჰვიატი რო ზეიტ ჩამოტვლილიდან ერტი მეორეს უტოლდებოდნენნ სიყვარულსჰი

კონკრეტულად მე ყველა ყოფითი ადამიანი მიყვარს არსებული ჭესშარიტებიდან

მე ვარ ჩვეულებრივი მკითხველი და მოაზროვნე

ჭეშმარიტი მოაზროვნე ხარ შვილო ჩემო მაგრამ რა ჯანდაბა გინდა ვერ გავიგე, ბევრი ცოლი გინდა? ადექი და მოიყვანე მერე ვინ გიშლის (ოღონდ ჯერ მუსლიმანი გახდი)

მამაო რა უნდა ქნას ქრისტიანმა როდესაც დაქორწინებული არ არის . ქორწინებამდე კავშირი ხომ ცოდვაა და მასტრუბაციაც ასევე ცოდვად ითვლება.თავის შეკავების შემდეგ ორგანიზმში დაგროვილი ჰორმონები კი ჯანმრთელობისთვის საზიანოა. როდესაც გარეთ გამოყოფა არ ხდება შემდეგ უკვე ღამე უნებლიედ ხდება ეს ყველაფერი რას მირჩევდით?

დაანძრიე შვილო დაანძრიე! არაფერი უჭირს, შენ კარგად იყავი და ცოდვას ეშველება მოინანიებ

გამარჯობა მამაო. რატომ ხდება ესე რომ მაგალითად ბიჭმა შეიყვარა გოგო ძალიან გოგომ არაც ან ცოტა შეიყვარა. მართმადიდებლური კანონით ამს როგორ აქ ახსნა? სადმე სასულიერო წიგნსი თუ წერია ამის შესახებ? ანუ ერთადამიანს უყვარდება მეორე ძალიან და მეორეს არა. მადლობა წინასწარ.

გაგიმარჯოს შვილო, მაგ კითხვაზე რა პასუხი უნდა გავცე აზრზე არ ვარ, სატანისტებს კითხე მაგათ ეცოდინებათ, რატომ არ უყვარს იმ ბიჭს ის გოგო.

გამარჯობათ, მოგეხსენებათ გველმა ვაშლი გამოიყენა ადამის და ევას შესაცდენად, მაგრამ იგივე სიმბოლოს იყენებს კომანია ეპლი ახალგზრდების შესაცდენად.
მიგაჩნიათ თუ არა ცოდვად მოკბეჩილი ვაშლის სიმბოლოიანი მოწყობილობის ყიდვა და ხმარება?

ასევე მაქვს მეორე კითხვა, მეგობარს აინტერესებს
მანქანა ნაკურთხია და აქვს დაკრობილი ჯვარი.
მას უნდა დააკრას ასევე მოკბეჩილი ვაშლის ემბლემა და სად დააკრას იგი რომ ცოდვად არ ჩათვალოს, ჯვარის ქვემოთ თუ ზემოთ? მარჯვენა მხარეს თუ მარცხნივ?

წინასწარ გმადლობთ პასუხებისათვის.

ეგ ეპლი არის გველის შვილთა შვილის შვილის კომპანია, ცოდვაა ეპლის კომპიუტერის, აიფონის და აიპოდის ხმარება მაშ. თუ გაქვთ და გადაგდება გენანებათ ის ვაშლი მაინც მოაძრეთ და აკურთხებინეთ. მეგობარს უთხარი არ დააკრას მანქანას ის ვაშლი და თუ თავისას არ დაიშლის დააკრას მარა მანქანის უკანა ნაწილზე ე.წ ტრაკზე, ეს უფრო ნაკლები შეურაცხყოფა იქნება ჯვრისთვის და ნაკურთხი მანქანისთვის.

მამაო მაინტერესებს რამდენად მიღებულია ქრისტიანი მართლმადიდებლისთვის დაბადების დღის და ახალი წლის მილოცვა ან გადახდა. მადლობთ

ცოდვაა ყველაფერი თავები მოიკალით! (არაა ეგეც ცოდვაა) მოკლედ არაფერი არ ქნათ!

დამლოცეთ მამაო. . .
გთხოვთ მიამბეთ წმიდა მანანას შესახებ… მისი მოსახელე ვარ,ხატიც მაჩუქეს,მაგრამ სამწუხაროდ მის შესახებ არაფერი ვიცი. . . დიდი მადლობა წინასწარ.

უი მომიკვტეს თავი, წმინდა მანანას ისტორია საკურთხეველში დამრჩა, გავიქცევი და მოვიტან, ისე წმინდა ჟუჟნას ისტორია აგერ მაქვს და ბარემ… ხო არ… არა? კაი (მოკლედ ენციკლოპედია უნდა იყო რა)

დამლოცეთ მამაო, მამაო ყველაზე მეტად ერთ ცოდვაში ვარდები ხოლმე თვალი გამირბის ხშირად ქალებისკენ მითუმეტეს გამომწვევად ჩაცმულები თუ არიან, მეუღლე მყავს ძალიან მიყვარს და პატივს ვცემ, მაგრამ ეს ჩვევა ვერ მოვიშალე ღმერთმა შემინდოს … და ამ ჩვევის გამო ვუღალატე კიდევაც რამდენჯერმე … ამის გამო ღმერთმა დამსაჯა ჯამრთელობის პრობლემები შემექმნა თანას საკმაოდ მოძღვარიც მყავს იშვიათად ვეზიარები და ახსარებასაც ვამბობ , მაგრამ ამ ცოდვას ვერ ვერევი მირჩიეთ რამე

თუ ლოცვები და მარხვა არ გშველის კასტრაცია გაიკეთე და გამოისყიდე ცოდვები. სხვა გზა არ გაქვს,

გამარჯობა მამაო .ძალიან ცუდ დღეში ვარ.. შეყვარებული მყავს და ჩვეულებრივი ურიერთობა მაქვს ვკოცნით ერთმ,ანეტს ხოლმე როგორც ყველა.. მოძღვარი არმყავს მაგრამ ვისაცმომიხერხდება იმ მამაოს ვაბარებ ხოლმე აღსარებას.და ვეზაირებ ხოლმე უფრო ჩემს ეკლესიაში .ეხლა ჩავაბარე აღსარება და მამომ მითხრა არ აკოცო საეროთ არავსო საქმოროც რომ იყოსო ..მაგრამ ეხლა ჩემშეყვარებულს რომ ვუთხრა მამომ ამიკრძალა და ვეღარ გაკოცებ მეთქი ალბათ ეკლესიიკენ აღარც გაიხედავს მე კი სულ ვეუბენბი რომ ეკლესიაში იაროს და ისეთს არაფერს არ კრძალავენ მეთქი ( ძალიან მკაცრი გონია ეკლესიური ცხოვრება )და ეხლა ეგ როგორ ვუხთხრა მაგას მირჩევნია სხვა მიზეზეი ვუთხრა და დავშორდე.. არ ვიცი როგორ მოვიქცე  ძალიან არ მინდა ამ ადმიანის დაკარგვა მაგრამ რავქნა არ ვიცი.. იმისმერე დავდივარ ეკლესიაში მაგრამ ვერარ ვბედავ არსარებაზე მისვლას თან ვიცი რომ მაინც იგივე მოხდება და ვერ ვეზიარები ამის გამო

აირჩიე ან ღმერთი ან შეყვარებული! თუ ღმერთს აირჩევ დაივიწყე კოცნაობა და შეყვარებული. (რა თაობა მოდის მოკლედ)

ჰმმმ… თქვენ რას უპასუხებდით ამ კითხვებს?

P.S: ბოდიშს ვიხდი ყველა ამ გულუბრყვილო კითხვების ავტორთან, ეშმაკმა მაცდუნა ასე კარგად რომ ვიხალისე 😀

24 thoughts on “რას გვეტყვი მამაო?

  1. ვაიმეეეე, რა სისასტიკეა, მამაო მიხეილ!!! 🙂 🙂 🙂
    ეეეჰ, ასეთები უფუჭებენ სახელს ზუსტად მორწმუნეებსაც და სასულიერო პირებსაც…

  2. მისმინე და, მოკლედ, ტირილამდე ვიცინე, ყველაზე საკაიფო ის იყო, ძაან გრძელი კიტხვა რო იყო და მართლა ვერ გავიგე რა უნდოდა.. შენს პასუხზე ჩავბჟირდი. მაგრამ, აი, უფალს და მღვდელს ნუ აურევ ერთმანეთში, კაი? 🙂

  3. LOL 😀 😀 კარგი იყო 🙂
    ერთი-ორი ღადაობდა მგონი. ყოველ შემთხვევაში, ვერ დავიჯერებ, რომ ეფლის ლოგოზე სერიოზულად იკითხა ვიღაცამ 😀

    • მაგაზე უარესები არ უკითხავთ რომ? სამი ექვსიანის სატანურობის და შავი კატის რომ სჯერა უმრავლესობას ეფლის ვაშლმა რა დააშავა? რითია ასეთი არასერიოზული? ძალიან ბევრ მორწმუნეს ხომ ყველგან ჩასაფრებული ბოროტი, მასონები, და ათასგვარი რამე ელადება? ლოგიკურია რომ რომელიმე მათგანი მოკბეჩილ ვაშლს გველს დაუკავშირებდა 😀

      • ნუ ლოგოს სატანურობა რომ დაიჯერა, კიდევ ჰო, მაგრამ ჯვრის რომელ მხარეს დავაკრა ვაშლიო – ეგ თუ მართლა სერიოზულად იკითხა, არ ვიცი, ვერ ვიჯერებ მაინც 😀

  4. ბიჯო ეს შენი ბლოგი შემთხვევით მართმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრებმა არ ნახონ თორე ანათემას გადაგცემენ 😀

  5. შენ გაიხარეეე რა, ამდენი კარგა ხანია არ მიცინია. გული მოვიოხე :))) მადლობა დიდი ასეთი გასართობი პოსტისათვის.

    ერთი მაგ კითხვის ავტორები დამანახა ცალი თვალით (rofl)

  6. ნუ,შენ ისევ შენს ამპლუაში ხარ,
    რამდენი ვიხალისე მეც,გაიხარე.სარკაზმი კარგად გამოგდის!
    და სხვა თუ არაფერი ამგვარ ’შტერულ’ შეკითხვებს სხვა რანაირად უნდ უპასუხოს კაცმაააააა?!
    მოკბეჩილი ვაშლის ამბავმა ’დაგლიჯა’ 😀

  7. მსგავსი უბადრუკობა არსად წამიკითხვას, არ გამიგია და ა. შ:)
    ,,დაჟე’’ ვერც ვიხალისე… ამ სტატიის ავტორი გასაგებია რომ კაიფობს, ეტყობა ისინიც (,,უჩინარი მამაო, და ვითომ ცოდვებით დამძიმებული შეკითხების ავტორები)კაიფობენ, რადგან იციან რომ ვიღაცა მათ სისულეზე ბლოგზე დაწერს და მერე წავიკითხავთ და გამოვაცხობთ კომენტარებს:)
    მომიტევეთ, მომიტევეთ..:))

  8. ეჰ… მე კითხვა მინახავს – რა?სად?როდის? თამაში ცოდვად თუ ითვლებაო და დასაბუთებული(!) პასუხი – კი, უდაოდ ცოდვააო.

    კიდევ – ეგვიპტიდან პირამიდის პატარა ასლი ჩამოვიტანე და სად ვაკურთხებინოო…

    რა დღეში ვართ…

  9. whoaaa.. 😀 :ჯემალი:
    ღმერთო მიშველე! მაგრად ვიხალისე, მაგრამ ცოტა ზედმეტები ხომ არ მოგივიდა პასუხებზე? მესმის, რო ათეისტი ხარ და ესეც კაიფის პონტში გააკეთე, მაგრამ.. პრინციპში რა “მაგრამ”, რისი უნდა გეშინოდეს, ღმერთის შენ არ გწამს და არაფერი. 😀

    • ჰო რა ვიცი…მიუხედავად იმისა რომ ვერ მოვითმინე და “სასტიკად” ვიკაიფე, ამ გულუბრყვილო კითხვებზე, ბოროტი განზრახვა არ მქონია 😀 პრინციპში მორწმუნეც რომ ვიყო, არ მეგონებოდა რომ ღმერთი იუმორთან მწყრალადაა 🙂

დატოვე კომენტარი