მაჯლაჯუნ დიდი გოგო ხარ უკვე!

თავის მოწონებას კი არ ვაპირებ, მაგრამ ზოგადად ჭკვიანი ბიჭის იმიჯი მაქვს (როგორც ვხვდები) აი ისეთი თავშეკავებული, მოსერიოზულო, მორიდებული, მაგრამ ალბათ ყველას ექნება რამდენადმე ინდივიდუალური  დახასიათება, იქიდან გამომდინარე თუ ვინ რამდენად მიცნობს ან როგორი ურთიერთობა აქვს. ამ ქვეყნად ყველაზე უცნაური ურთიერთობა კი ჩემს პატარა დასთან მაქვს. უცნაური იმიტომ რომ მასთან სერიოზული მხოლოდ მაშინ ვარ როცა ვუბრაზდები. უცნაური იმიტომ რომ ეს ურთიერთობა აერთიანებს და ძმურ, მამა შვილურ და თანატოლებს შორის არსებულ ურთიერთობის ელემენტებს. ეს პატარა ადამიანი (არც თუ ისე პატარაა უკვე) ერთადერთია ამ ქვეყანაზე რომლის აქამდე განვლილმა ცხოვრების ყველა საფეხურმა ჩემი მეხსიერების შუა დღეს თვალნათლივ ჩაიარა. ცამეტი წლის ვიყავი როცა დედის მუცელზე ყურ მიდებულს მესმოდა მისი ბორგვა და გულის ცემა. მახსოვს როგორ ველოდებოდი მის დაბადებას და, ის დღეც 17 იანვარი, საშინელი მოლოდინი, პირველად სამშობიაროს ფანჯრიდან დავინახე ზეწრებში გახვეული წითელ სახიანი მუთაქა. მახსოვს როგორი იყო ჩვილი, პირველად რომ დავიჭირე ხელში. მახსოვს ყველა ეტაპი როგორ ვიღებდი მონაწილეობას მის დაძინებაში. გასეირნებაში. მახსოვს მისი პირველი სიტყვები, პირველი კბილი, მოკლედ ყველაფერი, პირველი ბაღი, პირკველი დღე სკოლაში, როგორ ვამეცადინებდით მთელი ოჯახი “აი თითი”-ს. მახსოვს როგორ ვასწავლე ველოსიპედის ტარება და ეს ყველაფერი მინახავს არა სურათებში, მსმენია არა მონაყოლიდან არამედ მინახავს თავად, გამიკეთებია თავად და მსმენია საკუთარი ყურებით. ვისაც თანატოლი, ოდნავ პატარა ანდაც მითუმეტეს დიდი და ძმები გყავთ ვერ გაიგებთ რა გრძნობაა როცა 13 წლით უმცროს დაზე საუბრობ.

როცა მშობლები ან მისი თაობის ადამიანები მეტყვიან რომ სანამ არ მეყოლება შვილი ვერ გავიგებ როგორია მშობლის გრძნობები მე ვეტყვი: ნურას უკაცრავად, მთლად მასეც არაა – კარგად ვხვდები, დაახლოებით ისეთი როგორიც პატარა დის მიმართ.

ამ დროის სისწრაფით შევაღონე გული, მაგრამ მართლაც რა მალე გავიდა 12 წელი იმ დღიდან. აი იმ მოლოდინის საშინელი დღიდან. მას მერე კარგად გავიცანით ერთმანეთი, 2-3 წლისას სულ წვალებაში მყავდა ბავშვი, შეღონებული ხანდახან დასანახად ვერ მიტანდა – ეს იყო ჩემი მოფერება, (თუმცა ხომ გაგიგონიათ მელას თავისი მახრჩობელა უყვარდაო) როგორც ჩანს ურთიერთობის იმ ადრეულმა პერიოდმა დიდი გავლენა იქონია ჩვენს სამომავლო ურთიერთობაზე რადგან ახლაც კი ისე ვექცევი თითქოს 2-3 წლის იყოს, ჩვენ როგორც თანატოლები ისე ვჩხუბობთ, ისევე ვუჩლექთ ენას როგორც პატარები. ვეჯიბრებით, ვეჯიჯღინებით და ვაწვალებთ ერთმანეთს. მეტსახელი “მაჯლაჯუნა”-ც სწორედ ჩვენი ურთიერთობის მახასიათებელთა მწვერვალია. ეს არის ყველაზე საყვარელი, სასაცილო, და “სასტიკი” მეტსახელი ალბათ რომელიც კი შეგიძლია ასე “ბოროტულად” უწოდო შენზე ბევრად უმცროს დას.

ცოტა დიდობს უკვე, თავისი, ინტერესები და აზრები გაუჩნდა, მე კი უმოწყალოდ ვეკაიფები და ვმასხრობ, თვითონაც მაჯავრებს, მაგრამ ორივემ კარგად ვიცით რომ ეს თამაშია, იმასაც ვაღიარებ რომ ეს ირიბი მცდელობაა იმ ინტერესებისკენ მითითებაში რაც თავად მიმაჩნია მნიშვნელოვნად. (მხოლოდ ირიბი :D)

მაჯლაჯუნ დიდი გოგო ხარ უკვე! თითქმის “თინეიჯერი”😀 გილოცავ და გკოცნი ბევრს! გისურვებ ყველა ოცნების ასრულებას!

 

9 thoughts on “მაჯლაჯუნ დიდი გოგო ხარ უკვე!

  1. ჰმ ესეიგი აწვალებ არა საწყალ ბავშვს😀
    და მუსიკალურ გემოვნებაზე რა ხდება, ახდენ ზეგავლენას თუ ვერა? :]

    Like

    • ვერ ვახდენ ჯერ ჯერობით ზეგავლენას და ისე მგონი ამის აშკარა მცდელობა არც არის რეკომენდირებული.(უკუშედეგის ეფექტი) თვითონ მოვა ჭეშმარიტებამდე😀

      Like

  2. ძალიან კარგი და სასიამოვნო წასკითხი პოსტი იყო,ვუერთდები მილოცვას.
    ბავშვობაში სულ მინდოდა რომ უფროსი ძმა მყოლოდა,

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s