ორი მზე ცაზე.. ანუ აპოკალიფსის ახალი, ცხელი სცენარი

შაბათს 22-ში ბევრმა თქვენგანმა ნახა ალბათ კურიერ P.S-ის რეპორტაჟი მკვლელ კომეტაზე, რომელიც 2036 წელს შეიძლება შეგვეჯახოს, მართალია რეპორტაჟი ე.წ მასოვკაზე იყო გათვლილი და ბევრი დეტალი არ დააზუსტეს, თუმცა 2036-ში შეჯახების შანსი ნამდვილად არის ოღონდ მცირე დაახლოებით ასეთი შეფარდებით 1:45000. უფრო ზუსტად კი წელს და 2013-ში გამოითვლიან მეცნიერები. თუმცა სანამ ასე შორს წავალთ, მოვიცადოთ, მართალია 2012-ს ნელ ნელა ვივიწყებთ და ბევრი მისი ზღაპარი გავაბათილეთ, წაიკითხავდით ალბათ ჩემ გამაბათილებელ პოსტს Still this Fucking 2012 Apocalypse or Why the World Won’t end (ჩემი რა ნასას სტატიაა) მოკლედ სისულელეა ყოველგვარი ნიბირუ და X პლანეტა, პოლუსების შეცვლა და მისთანანი რისი წინასწარმეტყველებაც მაიას კალენდრის გამო იყო ინტერპრეტირებული. 2012 თანდათან მოდიდან გადადის და კურიერმაც იგრძნო ალბათ რომ აპოფისი უფრო კარგი,  რეალური მასალაა აპოკალიფსისთვის და ახალ თარიღზე მითქმა მოთქმისთვის.

თუმცა სანამ იმ კომეტაზე ვიფიქრებთ 2012-ის შესახებ ისევ ჩნდება ახალი ისტორიები და გარემოებები. თურმე რა იყო და 2012-ში არც პლანეტა დაგვეჯახება, არც პოლუსები შეიცვლება არც მზის საშინელი მაგნიტური ქარიშხალი გაგვანადგურებს, მაგრამ არის კიდევ ერთი საფრთხე. ე.წ ზეახალი (Supernova) ვარსკვლავის დაბადება. ზეახალი ვარსკვლავი იბადება ბებერი ვარსკვლავის აფეთქების შედეგად, როგორც მეცნიერებისთვის ცნობილია, ვარსკვლავები სიცოცხლის მიწურულს ხდებიან წითელი გიგანტები, ბოლოს კი ფეთქდებიან, თუ ვარსკვლავი თავიდანვე  გიგანტი ვარსკვლავების კატეგორიაში ითვლებოდა მისი აფეთქების შემდეგ იბადება ზეახალი ვარსკვლავი, ზეგიგანტი კოლაფსირდება შავ ხვრელად ან იბადება ნეიტრონული ვარსკვლავი.  მზის კატეგორიის ვარსკვლავისგან იბადება თეთრი ჯუჯა, ანუ მზე საკმარისად პატარაა იმისთვის რომ ზეახალი ვარსკვლავი დაბადოს. ზეახალი ვარსკვლავის დაბადება ძალიან შთამბეჭდავი მოვლენაა, აფეთქებისას გამოიყოფა იმხელა ენერგია რასაც ჩვენი მზე ვერ გამოყოფს მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე. (დაახლ 10 მილიარდი წელი)

და აი მთავარი კითხვაც, რა კავშირშია ეს ყველაფერი დედამიწასთან? – ორიონის თანავარსკვლავედი თუ გინახავთ ღამის ცაზე, ეს ვარსკვლავიც გეცოდინებათ, ბეტელჰეიზე მას ღამის ცაზე ბრწყინვალებით მერვე ადგილი უკავია, ცაზე რომელზეც საუკეთესო ობსერვულ პირობებში შეუიარაღებელი თვალით 3000 ვარსკვლავი ჩანს. ბეტელჰეიზე წითელი სუპერგიგანტია, აქამდე აღმოჩენილ სუპერგიგანტებს შორის მეოთხე ადგილი უკავია, ის იმდენად უზარმაზარია, ჩვენი მზის ადგილას რომ აღმოჩნდეს: – მერკური, ვენერა, დედამიწა, მარსი, ასტეროიდების სარტყელი და იუპიტერიც კი ვარსკვლავის შიგნით აღმოჩნდებოდნენ. იგი სიცოცხლის უკანასკნელ წამებს ითვლის და ყველაზე ახლო ვარსკვლავია იმ ვარსკვლავთა შორის რომლისგანაც ზეახალი ვარსკვლავის დაბადებას ვნახავთ.

ორიონის თანავარსკვლავედი (სურათზე) სხვათაშორის დღეს სენსაცია მოხდა და თბილისის ცაზე დავინახე  ორიონის თანავარსკვლავედი და მოწითალი ბეტელჰეიზე

უცნაურია და მისი აფეთქება ერთი ორი თვის წინ სიზმარშიც კი ვნახე და მერე რაღაც რომანტიული ზღაპარიც შევთხზე. (წინასწარმეტყველების უნარი გამომიჩნდა? :D) მოკლედ მას შემდეგ რაც ვარსკვლავს გაეცანით მთავარზე გადავიდეთ. როგორც უკვე ვახსენე სუპერგიგანტი ზეახალი ვარსკვლავის დაბადებისას უზარმაზარ ენერგიას გამოყოფს. გამოიყოფა ისეთი ძლიერი გამა გამოსხივება რომლის მომაკვდინებელი ძალა სინათლის წლებს წვდება. სწორედ ბეტელჰეიზეს აფეთქებას და 2012 წლის აპოკალიფსს უკავშირებს ერთმანეთს ავსტრალიური საიტი: news.com.au როგორც ეს საიტი აციტირებს ვიღაცის ინტერპრეტაციას (არაა მითითებული) თურმე მაიას კალენდრის დასასრული ბეტელჰეიზეს აფეთქებას უკავშირდება. სიტყვა “ბეტელჰეიზე” კი დემონთან ასოცირდება. მოყვანილია ვინმე დოქტორ კარტერის ციტატებიც რომელიც ბეტელჰეიზეზე საუბრობს: “ესაა ვარსკვლავის ფინალური “ვაშა”-ს ამოძახილი ის აფეთქდება და წარმოუდგენელი ბრწყინვალებით გაანათებს, მისი ბრწყინვალება ათობით მილიონით გადააჭარბებს მზის ბრწყინვალებას.  ღამე გახდება დღე, თვალის მომჭრელი ბრწყინვალება რამდენიმე კვირას ან თვეს გასტანს”.

მოიცა მოიცა, შიში ნაადრევია, თუ დაუკვირდებით მიხვდებით რომ ეს ძალიან ზერელე ისტორიაა. ბეტელჰეიზე მართლაც სიცოცხლის უკანასკნელ სტადიაშია და სადაცაა აფეთქდება, მაგრამ ვარსკვლავის სიცოცხლის ბოლო წუთები ჩვენი დროით ასი ათასობით წელია, თუმცა არავინ იცის როდის აფეთქდება და მისი 2012-ზე მიბმა, შეიძლება მხოლოდ აპოკალიფსის პოპულარიზაციას ემსახურებოდეს. შესაძლოა ბეტელჰეიზე ხვალაც კი აფეთქდეს, ან სულაც რეალურ დროში უკვე აფეთქებულია. სუპერგიგანტი ჩვენგან 600+ (ზუსტი მანძილი დაუდგენელია) სინათლის წლის მოშორებით მდებარეობს  და თუ ის დღეს ან გუშინ უკვე აფეთქდა ჩვენ ამას მინიმუმ 600 წლის შემდეგ დავინახავთ. აპოკალიფსის და ბეტელჰეიზეს აფეთქების კავშირის მცდელობას გამოეხმაურა ცნობილი ამერიკელი ასტრონომი და სკეპტიკოსი ფილ პლეიტი, მისი თქმით ბეტელჰეიზეს 2012-ის და მაიას კალენდარის კავშირი სრული ნონსენსია. პლეიტი თავის ბლოგზე კიცხავს ზემოთ მოყვანილი სტატიის ავტორს: “რაც ყველაზე უარესია ავტორი სტატიაში იმოწმებს დოქტორ კარტერს, მაგრამ ორიგინალ სტატიაში (საიდანაც ალბათ ციტატები ამოკრიფა ავტორმა) მას არასდროს უთქვამს მსგავსი რამ, კავშირი (2012-სა და ბეტელჰეიზეს შორის) მთლიანად ავტორის მიერაა შექმნილი. წარმომიდგენია ალბათ ახლა ბევრი ადამიანი ფიქრობს თითქოს – თანამედროვე აქტუალურმა მეცნიერმა თქვა რომ ბეტელჰეიზე 2012-ში აფეთქდება. კარგით მაშინ აი მე აქტუალური მეცნიერი ვარ და ვუშვებ შესაძლებლობას რომ ბეტელჰეიზე 2012-ში ზეახალ ვარსკვლავად იქცევა – ვთქვათ მიახლოებით დეკემბერში – ე.წ აპოკალიფსის თარიღზე – როგორც ათასობით ერთის წინააღმდეგ. შეუძლებელი არაა, ეს უბრალოდ ძალიან ძალიან ძალიან საეჭვოა. (ბოლო წინადადების ორიგინალი: – It’s not impossible, it’s just really really really really really really really unlikely ძალიან აღშფოთებულია😀 )

პლეიტი სისულელედ მიიჩნევს იმასაც რომ თითქოსდა აფეთქების შემთხვევაში ბეტელჰეიზეს შეუძლია რაიმე ზიანის მოტანა: ” 600+ სინათლის წლის მანძილზე ზეახალი ვარსკვლავი იქნება (დედამიწიდან) ჩვეულებვრივზე მეტად ბრწყინვალე, მაგრამ არა იმდენად როგორც მეორე მზე, ისე როგორც ორივე სტატია ამბობს, ის არ იქნება ისეთი ბრწყინვალეც კი როგორც სავსე მთვარე მაგრამ იქნება უფრო კაშკაშა ვიდრე ვენერა” (ე.წ ცისკრის და მწუხარის ვარსკვლავი) – ავსტრალიური საიტის სკანდალური სიახლე და პლეიტის დამოკიდებულება ამ საკითხში გააშუქა Fox News-მა CNN-მა და კიდევ რამდენიმე ცნობილმა გაზეთმა – “მე მოხარული ვარ რომ ორივე სტატიაში ნათლადაა გამოხატული – არანაირი საფრთხე არ გველის ვარსკვლავისგან, თუ (ახლა, უახლოეს მომავალში) აფეთქდა ან როდესაც აფეთქდება, ის უბრალოდ ძალიან შორსაა, იმისთვის რომ რაიმე ფიზიკური ზიანი მოგვიტანოს. (It’s simply too far away to do us any physical harm) ზეახალი ვარსკვლავი უნდა იყოს 25 სინათლის წლის მანძილზე მაინც რომ დედამიწაზე მოგვიტანოს გარკვეული ზიანი.”

მოკლედ ხალხო Relax გადავრჩით, როგორც ფილ პლეიტი ამბობს:

“Stories like 2012 and nearby supernovae are sexy, easy to sell, and get eyeballs on a webpage. It’s the devil’s bargain to write about them even on a skeptical astronomy blog.”

ანუ გადავრჩით!😀

 

14 thoughts on “ორი მზე ცაზე.. ანუ აპოკალიფსის ახალი, ცხელი სცენარი

  1. ამ ვარსკვლავურ თემებზე შენი პოსტების კითხვა ძალაინ მომწოს ხოლმე :დ

    პს. ბლოგის ახალი დიზაინიც ისეთი მშვენიერია, რომ ჰედერის სანახავად ყოველ ხუთ წუთში სისტემეტურად ვაცოცებდი მაუსს,,სულ ზევით ზევით” :დ

    Like

  2. ძლიან კარგი სტატიაა,საინტერესო.
    იმედია ისინიც წაიკითხავენ,ვისაც ყველაფრის პანიკური შიში აქვთ!

    Like

  3. ანუ ამბობთ რომ ვარსკვლავი 600+ სინათლის წლის დაშორებითაა და თუკი ის აფეთქდა 600 წელი კიდევ ვერაფერს გავიგებთ. მოდით მაშინ ასე, იქნებ ის უკვე აფეთქდა სიტყვაზე 560 წლის წინ, მაშინ გამოდის რომ დავინახავთ ასე 40 წლის შემდეგ. საიდან არიან მეცნერები დარწმუნებული რომ ვარსკვლავი ჯერ კიდევ არ აფეთქებულა, სინათლეს ხომ 600 წელი უნდა მაინც რომ მოვიდეს :დ

    Like

    • მერე საიდან ამტკიცებთ რომ დარწმუნებულები არიან?
      ისინი იმ მდგომარეობის მიხედვით მსჯელობენ რასაც ვხედავთ და ეს მდგომარეობა ბეტელჰეიზეს შემთხვევაში არის -600 წელი. 600 წლით წარსულში.

      Like

  4. და დავუშვათ რომ ბეტელჰეიზე უკვე აფეთქდა 600 წლის წინ?:)) და როგორც მეცნიერებს სჩვევიათ ხოლმე შეცდომები და მოაღწია მისმა გამა სხივებმა ჩვენამდე?:))

    Like

    • ყველაფრის დაშვება შეიძლება,

      მაგრამ როგორც ფილ პლეიტი ამბობს სუპერნოვა ასე შორს (+600 სინათლის წელი) ვერაფერს დაგვაკლებს რადგანაც ძალიან შორსაა.

      თუმცა არსებობს იშვიათი სახის სუპერნოვა Gamma Ray burster რომელსაც ძალუძს ძალიან შორიდანაც კი გაგვანადგუროს, თუ მისი გამა სხივი იქნება ჩვენსკენ მიმართული. არის ერთი აფეთქების ზღვარზე მყოფი ვარსკვლავი 4000 სინათლის წლის მანძილზე. რომელზეც ვარაუდობენ რომ შესაძლოა Gamma Ray burster-ის ტიპის იყოს. თუმცა არაფერია ჯერ დაზუსტებით ცნობილი

      Like

  5. წინასწარ არავინ არ იცის რა მოხდება მარტო ღმერთმა იცის რაც მოხდება და ნუ ბოდიალებთ

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s