რატომ არ მწამს ღმერთი?

ამბობენ რომ რწმენით ცხოვრება უფრო ადვილია. გწამს რომ რაღაც იქნება სიკვდილის შემდეგ. ყოველშემთხვევაში არ გაქრები. მაგრამ რაგინდ მომხიბვლელი არ უნდა იყოს ეს იდეა არ მჯერა. ზოგიერთი ათეისტივით სულაც არ ვოცნებობ ვიყო მორწმუნე. სულაც არ მინდა მჯეროდეს რაღაცის უსაფუძვლოდ. არ მინდა ვიღაც მიყურებდეს ყოველ წამს, კითხულობდეს ჩემ აზრებს, მისი სახელით მეუბნებოდნენ ვიღაც გაბურძგნული ტიპები რომ მე მან მიწყალობა სიცოცხლე, და თავისუფალი ნება, რომელიც ყველფრის წინასწარ ცოდნის პირობებში გამოდის ფარსი და ტყუილი.

Continue reading

The Pale blue dot (fairy tale)

იყო და არა იყო რა იყო ერთი პატარა მკრთალი ლურჯი წერტილი, ამ წერტილის ზედაპირზე იყო კიდევ ერთი ნამცეცა წერტილი, რომელთანაც შედარებით ლურჯი წერტილი უზარმაზარი იყო, ამ წერტილს მიუხედავად მისი სიმცირისა ბევრი კუთხე ქონდა, დიახ, ეს იყო (იყო რა არის) პატარა ქვეყანა, – იბერია, რომელიც გაბრწყინების მოლოდინში გაშეშებულიყო. მისი მცხოვრებნი ცის გახსნის ელოდნენ და სულ ზევით იყურებოდნენ, სულ ზევით – წარსულში. ყველაფერი იყო ამ ქვეყანაში – მაგალითად ნიჭი, ამას ისიც მოწმობს რომ ყველას უმაღლესი ქონდა დამთავრებული – იყო ეროვნული ფასეულობები: –  სადღეგრძელოების დაზეპირებული თანმიმდევრობა, კულტურული სტერეოტიპები, გლობალიზაციის შიში და სარწმუნოება, რომელიც რატომღაც ეროვნული ფასეულობებისა და ტრადიციათა ნუსხაში ეწერა დიდის ამბით და არა, რწმენის კატეგორიაში. “მართლმადიდებლობამ ქვეყანა გადაარჩინა” – გაიძახოდნენ გულზე მჯიღის ცემით გასაბრწყინებელი იბერიის შვილები “100 000 მოწამემ თავი შესწირა სარწმუნეობას” ადიდებდნენ წარსულს იმიტომ რომ თანამედროვეობაში განსადიდებელი აღარაფერი დარჩენილიყო.

Continue reading

შენ!

რამდენჯერ ვმჯდარვარ ასე უსიტყვოდ და გრძნობისგან თითქმის დამხრჩვალს ორი სიტყვის ერთმანეთზე გადაბმა გამჭირვებია. დიახ ბევრჯერ იყო. ახლა კი, ახლა კი სულ სხვაგვარად მიჭირს ამ ორი სიტყვის გადაბმა, ცარიელი კასრივით ვგრძნობ თავს, რომელიც უკანა ეზოში გდია ღვინისგან დაცლილი,  ვზივარ და არაფერზე ვოცნებობ, ვზივარ და არ მიპყრობს აღფრთოვანება, სასოწარკვეთილი სურვილი, არაფერიც არ მინდა, მხოლოდ იმას ვგრძნობ რომ ისევ ფიზიკურ სხეულში ვარ, ისევე როგორც ყველას მეც მშია, მეძინება, მწყურია, თუმცა აღარ მაწუხებს სევდა, მელანქოლია, არც იმედი არც იდეები, შთაგონება. მუზებისგან მიტოვებული ძლივს ვაკოწიწებ ამ ტრაფარეტულ და გაზეპირებულ ფრაზებს. მერე ტვინში ვიქექები  აზრებს ვეძებ, ვჩერდები ვუსმენ გულის ცემას და ველოდები დიაფრაგმის სიგნალს. მე ახლა ერთი ჩვეულებვრივი მექანიზმი ვარ, მექანიკურად მომუშავე. მე ახლა კოსმოსში დაკარგულ ასტრონავტს ვგავარ ნულოვანი გრავიტაციის გამო რომ ტივტივებს სივრცეში და ვერსად ვერ მიდის.

Continue reading

ტერმინატორი

უდაბურ ველებზე სინათლე ბნელს შეუმჩნევლად ერწყმის, მოწითალო დაისი წევს ჰორიზონტზე. მნათობის  სხივების მოიასამნისფრო მეწამული შუქი სუსტად იფატნება ღრუბლების ღრიჭოებში.  ცის სხვა კიდეში ვარსკვლავები კიაფობენ. ქარი ბოგინობს გაშლილ სივრცეებში, სიმარტოვის და უდაბურების ჩრუჩული დაძრწის ირგვლივ. მტვრის ქარიშხლები და ბუნების იშვიათი წყალობის მოლოდინი, უსაშველოდ გაწელილი გზა – ეს პეიზაჟი გაყინულა მოგზაურთა ასობით თაობათა მეხსიერებაში. ფორნებში მამრები ჩაბმულან და მიათრევენ ცხოვრების ჭაპანს, ქარავნები მიყვება დაისს.  მტვერში მოთხვრილი ფეხშიშველა მოგზაურები მიუყვებიან ცხოვრების  უგრძელეს გზას. დედებს პატარები ზურგზე მოუკიდიათ, მოზრდილები ფეხებთან მიყვებიან უკან, თვალები მტვრით ივსება, სხეული მოქანცულობით. ქარავანი ჰორიზონტისკენ მიიწევს ბუნების მცირეოდენი წყალობის იმედით, არ უნდა დაკარგოს ოქროს შუალედი, ტერმინატორი, ღმერთების შერიგების და წყალობის ადგილი, რომელიც ნელა მიცოცავს ამ უზარმაზარ მიწაზე, აქ გზის ბოლო იგივე გზის დასაწყისია, ასე ტრიალებს წრეში მუდამ, მიდის მნათობი და მიყვება ხალხი.

Continue reading

კეპლერი ახალ სამყაროთა მიჯნაზე

ახლახან ცნობილი გახდა NASA-ს კეპლერის კოსმოსური ფოტომეტრის კიდევ ერთი დიდი  აღმოჩენის შესახებ, შეგახსენებთ კეპლერის ფოტომეტრული ობიექტივით აღჭურვილი კოსმოსური თანამგზავრი 2009 წელს იქნა გაშვებული, მისი მისია დედამიწის მსგავსი (სიცოცხლის არსებობისთვის ხელსაყრელი) პლანეტების აღმოჩენაა.  კეპლერმა 2000 სინათლის წლის მოშორებით აღმოაჩინა პლანეტათა აქამდე ყველაზე დიდი სისტემა, რომელიც ვარსკვლავ კეპლერ 11-ის გარშემო გარემოიქცევა.

 

Continue reading