კეპლერი ახალ სამყაროთა მიჯნაზე

ახლახან ცნობილი გახდა NASA-ს კეპლერის კოსმოსური ფოტომეტრის კიდევ ერთი დიდი  აღმოჩენის შესახებ, შეგახსენებთ კეპლერის ფოტომეტრული ობიექტივით აღჭურვილი კოსმოსური თანამგზავრი 2009 წელს იქნა გაშვებული, მისი მისია დედამიწის მსგავსი (სიცოცხლის არსებობისთვის ხელსაყრელი) პლანეტების აღმოჩენაა.  კეპლერმა 2000 სინათლის წლის მოშორებით აღმოაჩინა პლანეტათა აქამდე ყველაზე დიდი სისტემა, რომელიც ვარსკვლავ კეპლერ 11-ის გარშემო გარემოიქცევა.

 

“კეპლერ 11-ის პლანეტათა სისტემა გასაოცარია” -ამბობს ჯეკ ლისაუერი – ასტრონომი და კეპლერის მისიის ჯგუფის წევრი ნასას ეიმსის კვლევითი ცენტრიდან “ის გასაოცრად კომპაქტურია, საოცრად ბრტყელი, (ერთ სიბრტყეზე) საოცრად დიდი რიცხვი მსხვილი პლანეტებისა რომლთა ორბიტებიც ასე ახლოა ვარსკვლავთან, ჩვენ წარმოდგენა არ გვქონდა თუკი ასეთი სისტემები საერთოდ არსებობდა.”

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ კეპლერ 11 არის, სრული, ყველაზე კომპაქტური პლანეტათა სისტემა, რომელიც კი აქამდე აღმოუჩენიათ რაღათქმაუნდა ჩვენი მზის სისტემის გარეთ.

“ცოტა ვარსკვლავია ცნობილი, რომელთა გარშემოც გარემოიქცევა ერთზე მეტი პლანეტა და კეპლერ 11 არის პირველი ვარსკვლავი მათ შორის რომელსაც გააჩნია სამზე მეტი პლანეტა” – ამბობს ლისაუერი ” ჩვენ ვიცით რომ მსგავსი სისტემები არაა ჩვეულებვრივი მოვლენა, უდავოდ მცირეა შესაძლებლობა, ერთ პროცენტზე ნაკლები რომ ასეთ ვარსკვლავებს გააჩნია კეპლერ 11-ის მსგავსი სისტემები, ეს არის ათასში ერთი, ათი ათასში ერთი ან თუნდაც მილიონში ერთი. არ ვიცით რადგან ჩვენ აღმოვაჩინეთ მხოლოდ ერთი მათგანი.”

ყველა, ექვსივე პლანეტა, გარემოიქცევა ორბიტაზე ყვითელი ჯუჯა კეპლერ 11-ის გარშემო, ყველა მათგანი დედამიწაზე დიდი პლანეტაა, ყველაზე დიდების ზომა ურანისა და ნეპტუნის ზომას უტლოდება, უახლოესი პლანეტა ვარსკვლავთან კეპლერ 11b ათჯერ უფრო ახლოა ვიდრე დედამიწა მზესთან. დანარჩენი პლანეტები Kepler-11c, Kepler-11d, Kepler-11e, Kepler-11f და უკიდურესი Kepler-11g-ც კი ორჯერ ახლოა ვარსკვლავთან ვიდრე დედამიწა მზესთან

“შიდა ხუთი პლანეტა, ყველა ახლოა საკუთარ ვარსკვლავთან ვიდრე რომელიმე პლანეტა ჩვენ მზესთან და მეექვსე პლანეტაც საკმაოდ ახლოა” – ამბობს ლისაუერი.

ახალ აღმოჩენილი პლანეტები ჩვენი მზის სისტემაში რომ გადმოვსვათ, კეპლერ 11g-ის ორბიტა იქნებოდა მერკურისა და ვენერას ორბიტებს შორის. დანარჩენი ხუთი პლანეტა კი იქნებოდა მერკურისა და მზეს შორის. შიდა პლანეტების ორბიტული გარშემოვლის პერიოდი  10-დან 47-დღემდეა, კეპლერ 11g-ის პერიოდი კი 118 დღეა

“შიდა ხუთი პლანეტის ზომების და მასების დადგენით, ჩვენ განვსაზღვრეთ რომ ისინი არიან  პატარა  ეგზოპლანეტათა რიგებში, კლდოვანი და გაზის პლანეტათა მიქსი, შესაძლო წყლის შემცველობით, კლდოვანი მასალა იკავებს პლანეტის მასის უმეტეს ნაწილს ხოლო აირი მოცულობის უმეტეს ნაწილს”

პლანეტათა სისტემის გამოკვლევა კვლავ გაგრძელდება და მასში დედამიწაზე არსებული დიდი ტელესკოპები და ობსერვატორიებიც ჩაებმევიან. შესაძლოა ამ სისტემაში მეშვიდე პლანეტაც კი აღმოჩნდეს. ასე რომ დაველოდოთ.

ალბათ დიდ ხანს კიდევ არ გვექნება იმის საშუალება რომ ასეთი შორეულ პლანეტები პირდაპირი წესით აღმოვაჩინოთ და დავაკვირდეთ, მაგრამ ნელ ნელა ცხადი ხდება რომ არც ჩვენი მზის სისტემაა ერთადერთი და არც ჩვენი პლანეტა იქნება ეული ოაზისი სამყაროში. სადღაც აუცილებლად იქნება სიცოცხლე და გონიერი ცივილიზაცია.

წყარო: nasa.gov

8 thoughts on “კეპლერი ახალ სამყაროთა მიჯნაზე

    • ჰო ეცხელება, მაგრამ მგონი მეექვსე პლანეტა ისეთ ადგილზეა სადაც შეიძლება სიცოცხლისთვის ხელსაყრელი პირობები იყოს

  1. შესაძლოა, რომ აქამდე აღმოცენილ პლანეტებზეც არის სიცოცხლე, მაგრამ სრულიად განსხვავებული ტიპის. აუცილებელი ხომ არ არის რომ ყველა ორგანიზმის არსებობისთვის იყოს საჭირო წყალი და ჟანგბადი? იქნებ იქ საერთოდაც ისეთ განზომილებაშია სიცოცხლე, რომ ცვენი თვალისთვის უხილავია და მე არც იმას გამოვრიხცავ,რომ დედამიწაზეც არის პარალელური სიცოცხლე სხვა განზომილებაში ან დროში აცდენიილი, თუმცა ეს ყველაფერი ადამიანის წარმოსახვაა და სინამდვილეში ვინ იცის რა ხდება.
    ან კიდევ რომ დავფიქრდები, რატომ მოძრაობეს ეს პლანეტები ასეთი საოცარი სიზუსტიტ და პერიოდულობით, და რომ ეს კოსმოსი მართლა უსასრულაო თუ არა , და რაც მტავარია დედამიწა ამ ყველაფერში გამოკიდებული რომ არის და ჩვენ კიდვ უფრო გამოკიდებულები, ბურძგლები მაყრის შიშისგან და ამ ბოლოდროს რარაც ფობიაც დამექყო, მე კოსმოფობიას ვეძახი. კოსმოსის შეხედვაც მზარავს და დედამიწას ხომ საერთიოდ ვერ ვუყურებ კოსმოსიდან რომ აჩვენებენ. მოკლედ აღარ მინდა ამაზე ფიქრი.
    ……..
    წარმატებებს ვუსურვებ ასტრონომებს. იქნებ მათმა გამოცდილებამ და მირწევებმა მაინც მოგვცეს ცოტა მაინც უსაფროთხოების შეგრძნების უნარი

    • საინტერესო საკითხები წამოჭერი, მაგრამ იმდენად ფუნდამენტური და რთული რომ დაუსრულებლად შეიძლება ამაზე ლაპარაკი.
      ე.წ კოსმოფობიაც ალბათ იქიდან გამომდინარეობს რომ ადამიანი ყოველთვის ჩიხს აწყდება როცა ცდილობს სამყარო, მისი წარმოშობა, საკუტარი მნიშვნელობა და მისთანანი მოაქციოს საკუთარ ადამიანურ წარმოდგენებში. მე ფობია არ მჭირს მაგრამ როცა ამ ყველაფერზე ვფიქრობ, ხშირად უსუსურობის გრძნობა მეუფლება და სხვანაირად ვუყურებ (მაღალფარდოვნად ვიტყვი ცოტა) წუთისოფლის ამაოებას. 😀
      და ყოველთვის მიბიძგებს იმისკენ რომ სხვანაირად ვუყურო ყოველდღიურობას.

  2. აი, ამ პოსტის ბოლო სიტყვებისნაირ რამეებს რომ ვკითხულობ ხოლმე ამ ბლოგის შინაარსობრივი ხატი აღმებეჭდება გონებაში, როგორც ფრიად ძვირფასი რამე :დ

  3. ბოლო წლებში საინტერესო აღმოჩენები გაკეთდა!
    მე მჯერა,რომ ერთ დღესაც აღმოაჩენენ გონიერი არსებებით დასახლებულ პლანეტას.შეიძლება ადამიანს არ გავდნენ,მაგრამ არ იყოს მარტივი ორგანიზმები–არამედ განვითარებული არსებები!
    ვერ წარმომიდგენია,რომ კოსმოსის უკიდეგანო სივრცეში სიცოცხლისთვის ხელსაყრელი პირობები მხოლოდ დედამიწაზე იყოს!
    ძალიან საინტერესო სტატიაა 🙂

  4. ქართულ ზღაპრებში აღწერილი სკნელის ამბები საიდანაა მოტანილი?. ქართულ დედაბოძებზე ბორჯღლები იყო გამოსახული და კოსმოსშიც არსებობს ასეთი ფორმები. გარესკნელი და გარდასკნელი რაღას ნიშნავდა საერთოდ?. ასტრონომებს და ასტროფიზიკოსებს ასეთ მსგავსებებზე რა პასუხი აქვთ?, ყველაფერი შემთხვევითია?. ე.წ. ,,ღვთაებრივი” ნიშნები საკულტო ობიექტებზე იყო გამოსახული და დამცველი მაგიურ-აპოტროფიული დანიშნულებაც ჰქონდათ. მარტო ნიშნებთან კი არა სიცოცხლის ფორმებთანაც მსგავსებაა მაგ: თვალის ფორმის გალაქტიკები, ყვავილის ფორმის გალაქტიკები, კვერცხუჯრედის ფორმის და სხვა.ისეთი შთაბეჭდილება იქმნება რომ, ყველაფერი ერთმანეთსთან დაკავშირებულია მაგ: შავი ხვრელის გარშემო მოძრავი ვარსკვლავები და უჯრედში ატომგულის გარშემო მოძრავი პროტონები და ნეიტრონები.( წარმოიდგინეთ მხატვარი ხატავს რაღაცას და იგი იყენებს გარემოს ფორმებს, რათა შექმნას მიკრო სამყარო სიბრტყეზე).ერთ მეცნიერის აზრით ,,მეცნიერების ენა მიუახლოვდება და დაემთხვევა ბიბლიის ენას”(ჰაიზენბერგი) გ.გ.borjgalioni.com

    • საინტერესო რამეები აღნიშნე, მაგრამ ასტრონომების და ასტროფიზიკოსების საქმე ნამდვილად არაა მასეთი რამეების კვლევა და შესაბამისად მაგაზეც ვერაფერს გიპასუხებენ.

Leave a reply to ნინო კომენტარის გაუქმება