შენ!

რამდენჯერ ვმჯდარვარ ასე უსიტყვოდ და გრძნობისგან თითქმის დამხრჩვალს ორი სიტყვის ერთმანეთზე გადაბმა გამჭირვებია. დიახ ბევრჯერ იყო. ახლა კი, ახლა კი სულ სხვაგვარად მიჭირს ამ ორი სიტყვის გადაბმა, ცარიელი კასრივით ვგრძნობ თავს, რომელიც უკანა ეზოში გდია ღვინისგან დაცლილი,  ვზივარ და არაფერზე ვოცნებობ, ვზივარ და არ მიპყრობს აღფრთოვანება, სასოწარკვეთილი სურვილი, არაფერიც არ მინდა, მხოლოდ იმას ვგრძნობ რომ ისევ ფიზიკურ სხეულში ვარ, ისევე როგორც ყველას მეც მშია, მეძინება, მწყურია, თუმცა აღარ მაწუხებს სევდა, მელანქოლია, არც იმედი არც იდეები, შთაგონება. მუზებისგან მიტოვებული ძლივს ვაკოწიწებ ამ ტრაფარეტულ და გაზეპირებულ ფრაზებს. მერე ტვინში ვიქექები  აზრებს ვეძებ, ვჩერდები ვუსმენ გულის ცემას და ველოდები დიაფრაგმის სიგნალს. მე ახლა ერთი ჩვეულებვრივი მექანიზმი ვარ, მექანიკურად მომუშავე. მე ახლა კოსმოსში დაკარგულ ასტრონავტს ვგავარ ნულოვანი გრავიტაციის გამო რომ ტივტივებს სივრცეში და ვერსად ვერ მიდის.

Continue reading