შენ!

რამდენჯერ ვმჯდარვარ ასე უსიტყვოდ და გრძნობისგან თითქმის დამხრჩვალს ორი სიტყვის ერთმანეთზე გადაბმა გამჭირვებია. დიახ ბევრჯერ იყო. ახლა კი, ახლა კი სულ სხვაგვარად მიჭირს ამ ორი სიტყვის გადაბმა, ცარიელი კასრივით ვგრძნობ თავს, რომელიც უკანა ეზოში გდია ღვინისგან დაცლილი,  ვზივარ და არაფერზე ვოცნებობ, ვზივარ და არ მიპყრობს აღფრთოვანება, სასოწარკვეთილი სურვილი, არაფერიც არ მინდა, მხოლოდ იმას ვგრძნობ რომ ისევ ფიზიკურ სხეულში ვარ, ისევე როგორც ყველას მეც მშია, მეძინება, მწყურია, თუმცა აღარ მაწუხებს სევდა, მელანქოლია, არც იმედი არც იდეები, შთაგონება. მუზებისგან მიტოვებული ძლივს ვაკოწიწებ ამ ტრაფარეტულ და გაზეპირებულ ფრაზებს. მერე ტვინში ვიქექები  აზრებს ვეძებ, ვჩერდები ვუსმენ გულის ცემას და ველოდები დიაფრაგმის სიგნალს. მე ახლა ერთი ჩვეულებვრივი მექანიზმი ვარ, მექანიკურად მომუშავე. მე ახლა კოსმოსში დაკარგულ ასტრონავტს ვგავარ ნულოვანი გრავიტაციის გამო რომ ტივტივებს სივრცეში და ვერსად ვერ მიდის.


ისე ვიყავი ყოველთვის, ვეძებდი შთაგონების წყაროებს რომლებიც მასაზრდოებდა, მაგრამ ეს შთაგონებები ყოველთვის იდეის დონეზე რჩებოდნენ, სადღაც ოცნებებში, არარეალურ სამყაროებში, ოცნებას ოცნება ემატებოდა,  იმედს იმედი, სასოწარკვეთას სასოწარკვეთა იქამდე სანამ ყველაფერი სიცარიელედ არ კოლაფსირდა.  როგორ არ მიყვარს განაჩენი, როგორ არ მიყვარს დასასრული. საკუთარ თავს ვთხოვ და მოვეთათბირები, იქნებ როგორმე დავითანხმო და გადავაფიქრებინო, იქნებ დავიბრუნო  საეჭვო კულტის ფუჭი იმედი.

ტყუილად ნუ ეცდებით გამიგოთ, ტყუილად ნუ ეცდებით მასწავლოთ. შევეჩვიე ტკივილს და ახლა მასთან განშორება მიმძიმს, თუმცა არა! არაფერსაც არ ვგრძნობ და სწორედ ამიტომ მგონია რომ ვქრები. დამავიწყდა როგორ გამოიყურება სიხარული, დამავიწყდა რა იყო  მიზანი და გზა. ვეღარ ვხედავ მწვერვალებს. აღარ ვიცი როგორია ოცნება. ყველა ჰორიზონტი ნიჰილიზმის ოკეანემ დაფარა,

მეყოფა ამდენი მიკიბვ მოკიბვა, პირდაპირ შენთვის მინდოდა მომემართა,  არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა…  ახლაც არ ვიცი… თუმცა ერთს გეტყვი მაინც, ვიცი შენზე არაა დამოკიდებული, მაგრამ – ნუ გაქრები! – დღეს ხომ შენი დაბადების დღეა, ხვალამდე მაინც ნუ გაქრები! მინდა კიდევ ერთხელ გადმოვიღო კარადიდან ძველი მტვრიანი გრძნობები, მტვერს სული შევუბერო და კვლავ ვიგრძნო სინანული ათასობით პატარა შანსის გამო რომელთაც ერთ დროს შორი ახლოს შეიფრთხიალეს.

P.S: ჯანდაბას ვალენტინის და ყველა სხვა მსგავსი ხელოვნური დღესასწაულის თავი


One thought on “შენ!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s