რატომ არ მწამს ღმერთი?

ამბობენ რომ რწმენით ცხოვრება უფრო ადვილია. გწამს რომ რაღაც იქნება სიკვდილის შემდეგ. ყოველშემთხვევაში არ გაქრები. მაგრამ რაგინდ მომხიბვლელი არ უნდა იყოს ეს იდეა არ მჯერა. ზოგიერთი ათეისტივით სულაც არ ვოცნებობ ვიყო მორწმუნე. სულაც არ მინდა მჯეროდეს რაღაცის უსაფუძვლოდ. არ მინდა ვიღაც მიყურებდეს ყოველ წამს, კითხულობდეს ჩემ აზრებს, მისი სახელით მეუბნებოდნენ ვიღაც გაბურძგნული ტიპები რომ მე მან მიწყალობა სიცოცხლე, და თავისუფალი ნება, რომელიც ყველფრის წინასწარ ცოდნის პირობებში გამოდის ფარსი და ტყუილი.

არ მჭირდება პირადი მესაიდუმლე, საკუთარ თავს ვუზიარებ ყველაფერს და მაკმაყოფილებს. არ მჭირდება ყოვლისშემძლე ილუზორული იდეალური მეგობარი, რომელიც რეალურად არც ერთ თხოვნას არ ასრულებს, მაგრამ შენ მაინც გჯერა მისი. ადანმიანი მეგობარი ბევრად სჯობს რომელიც იდეალურიგან და ყოვლისშემძლეობისგან შორსაა, თუმცა ნამდვილად არსებობს, მოგისმენს და თუ შეეძლება დახმარებასაც გაგიწევს. არ მჭირდება ზეციური ტყუილებით გამოტენილი “სულიერი” სიმშვიდე, მირჩევნია კრიტიკულ დროს ფსიქოლოგს მივმართო. არ მჭირდება ილუზია იმის შესახებ რომ ჩემი ცნობიერება, გრძნობები, საერთოდ პერსონა რაიმე ზებუნებრივს წარმოადგენს ფუნდამენტში, მე მაკმაყოფილებს ვიყო ბიოლოგიური, ფიზიკური ორგანიზმი, რადგან საკუთარ თავს თავადვე ვაძლევ სასურველ მნიშვნელობას და სულაც არ მხიბლავს რომ ეს მნიშვნელობა ვინმეს ნაწყალობევი იყოს. ჩემი ადამიანური თავმოყვარეობა არ განიცდის არანაირ დისკომფორტს იმის გამო რომ მე და შიმპანზეს მილიონობით წლის წინ გვყავდა საერთო წინაპარი. არ მჭირდება ღმერთი იმისთვის რომ  მისი იდეა  და ჩემი შინაგანი სწრაფვა იდეალებისადმი, ესთეტიკისადმი, ოცნების პეიზაჟები ყველაფერი რაც ფასეულად მიმაჩნია გავაიგივო მასთან. არ მჭირდება “რაღაც” “ვიღაც” რომელსაც დავაბრალებ ყველაფერ აუხსნელს. არ მჭირდება “სასწაულები” სამოთხის ბაღში მომღერალი იადონები.

არ მხიბლავს ვიყო ვისიმე მონა, თუნდაც ყოვლად კეთილი, ყოვლად მოწყალე ღმერთის, არ მხიბლავს არანაირი ღმერთი. არც კეთილი, არც მკაცრი, არც პირადი მესაუდუმლის ან საუკეთესო მეგობრის სახით, არც კოსმიური გონი და არც  ზეციურ ტახტზე გადამჯდარი ბერიკაცი.

არ მჭირდება უნიკალური მაშველი, რომელიც დაკარგული კალმის პოვნაში გეხმარება და არ შველის მილიონობით ბავშვს შიმშილისგან სასიკვდილოდ განწირულს.

არ მჭირდება, ილუზიები მარადიულ ცხოვრებაზე, მერე რა თუ მეც სხვა ადამიანებივით ჩიხში შევდივარ სიკვდილზე ფიქრისას, თუ სწორად მახსოვს: მარკ ტვენმა თქვა: რატომ უნდა მაღელვებდეს რომ სიკვდილის შემდეგ აღარ ვიარსებებ, დაბადებამდე ხომ ისედაც არ ვიარსებობდიო. ყველაფერს აქვს თავისი არსებობის ლიმიტი. მზესაც დედამიწასაც სამყაროს, და ამაში არაფერია ტრაგედია ან უჩვეულო რამ.

არ მჯერა იმის რომ არსებობს რაიმე აზრი, ჩვენგან დამოკიდებლად ცალკე გამოკიდული ზეციურ სამყაროში. არ მჯერა რომ ამ სამყაროს სჭირდება იდეალური ანალოგი სადაც ყველაფერი ჩვენი წარმოდგენების მიხედვით იქნება. არ მჯერა სიკეთისა და ბოროტების ბრძოლის. სიკეთე მხოლოდ ადამიანური ცნობიერებაში ევოლუციის პროგრესული საფეხურია, ბოროტება კი ამ საფეხურის რეგრესი.

არ მჯერა რომ ღმერთი სიყვარულია თავად- რადგან სიყვარულს მუდამ განვიცდი და ღმერთს კი ვერსად ვერ ვხედავ.

დიახ ვყოფ ერთმანეთისგან, იმიტომ რომ ღმერთი ყოვლისშემძლე მოგონილ Superhero ფილმის გმირს უფრო მაგონებს ვიდრე ყველაფერ კარგის საწინდარს.

ნუღარ გამომეხმაურებით ისეთები გაცნობიდან ნახევარ საათში რომ მკითხავთ სრუილად უმიზეზოდ მორიგი სალაპარაკო თემისთვის “მარხვაზე ხარ?” თორემ სულ დამეკარგება თქვენზე წარმოდგენა.

P.S: ქადაგებებს არ ვართ 😀 უბრალოდ ერთმა მორწმუნემ გამიბურღა ტვინი.

68 thoughts on “რატომ არ მწამს ღმერთი?

  1. “ზოგიერთი ათეისტივით სულაც არ ვოცნებობ ვიყო მორწმუნე” – ასეთ ათეისტებს არ ვცნობ… ათეისტი თუ ხარ, ე.ი. რაღაც ზებუნებრივის რწმენა არ გჭირდება; თვითმარქვია ათეისტებზე კი უბრალოდ, მეცინება;
    “არ მჯერა რომ ღმერთი სიყვარულია თავად- რადგან სიყვარულს მუდამ განვიცდი და ღმერთს კი ვერსად ვერ ვხედავ” – მე მგონი, შენთვის ის აზრი უფრო მიუღებელია, რომ ღმერთი შენში შეიძლება იყოს, თორემ დაუნახაობა არგუმენტი არ არის…
    სადისკუსიოდ არ ვამბობ ამ ყველაფერს; შენი მსოფლმხედველობა მთლიანად შენია, მაგრამ ეს ის ორი რამაა, რამაც კითხვის დროს წინააღმდეგობის შეგრძნება გამიჩინა…

    • არსებობენ მასეთი ათეისტებიც, მორწმუნე ვიყო რაღა მიჭირსო რომ ამბობენ. 😀
      დაუნახაობა გარკვეულწილად არგუმენტია, გააჩნია რას ვიგულისხმებთ დანახვაში, მორწმუნეებს დანახვა ის გონიათ რომ დაიჯერებენ რაღაცას, ჩემთვის ეგ დანახვა დანახვა არაა… მართალია ამ დანახვაში სურვილიც გარკვეულ როლს თამაშობს რადგან საბოლოო ჯამში ნებისმიერ აღქმა სუბიექტიდან და სურვილიდან გამომდინარეობს თუმცა გარკვეულ დონეზე არსებობს ადამიანის შესაძლებლობის ფარგლებში რაციონალური მიდგომა საკითხისადმი, ჰოდა აი ეგეთ მიდგომასთან ღმერთს ნამდვილად არაფერი ესაქმება. ასე რომ ღმერთს სრულიად ნეიტრალური პოზიციიდან ვერ დაინახავ, ღმერთი უნდა გინდოდეს რომ გყავდეს. ან თავგზა უნდა გქონდეს არეული და რაღაცა უნდა გინდოდეს ამ დროს ჩაგავლებს ხელს საზოგადოებაში გაბატონებული რელიგიური აზროვნება და შენც გგონია რომ გწამს და არსებობს… ასე ჭირს უმეტესობას.

      • გასაგებია… 🙂
        მაგას ვამბობდი დაახლოებით მეც ანუ გამოდის, რომ სიყვარულს გრძნობ, მაგრამ სრულიადაც არ გჭირდება, რომ ეს ღმერთის საჩუქრად ჩათვალო… ჰო, სუბიექტურ მიდგომასთან დაკავშირებით მართალი ხარ, ბევრს სჭირდება მაშველი რგოლი… ზოგისთვის რელიგიაა, ზოგისთვის… სხვა რამ…

      • ჰო ჩემთვის სიყვარული არ კნინდება იმის გამო რომ ზებუნებრივობა არ გააჩნია, ის ადამიანის გონებაში ქიმიური ბიოლოგიურ პროცესებად იბადება, მაგრამ ჩვენ თვითონ შეგვიძლია მივცეთ მას ისეთი მნიშვნელობა როგორიც გვჭირდება.
        ადამიანებს ღმერთი იმისთვის სჭირდებათ, რომ მათ ცნობიერებაში დარჩენილი ხვრელები ამოავსონ, თუნდაც არასაკმარისი ცოდნა, აუხსნელი მოვლენები, გააქარწყლონ შიშები, არ წააწყდნენ ჩიხს და გზა მუდამ გაგრძელდეს. ანუ ღმერთი მედიუმია სამყაროსთან ურთიერთობისთვის. მე არ მჭირდება ეს მედიუმი.
        ამ შემთხვევაში ხაზი სწორედ მაგას გავუსვი რომ ღმერთის რწმენა ან არ რწმენა გაცნობიერებული ან გაუცნობიერებელ სურვილებიდან გამომდინარეობს. თორემ სურვილების მიღმა თუ ღმერთის არსებობიდან გამომდინარე რწმენაზე ვისაუბრებთ. მაშინ საკითხი უფრო ერთმნიშვნელოვანია.

  2. ისა..

    ქრისტე სადღაც, სახარებაში ამბობს, ღმერთი იმედიაო..
    მართლა ეგრეა.
    ღმერთი სხვა არაფერია, თუ არა მომავლის იმედი. ასე რომ, შენ თუ იმედი გაქვს, გარკვეულწილად, ღმერთიც გწამს.. 🙂

    • დავარქვათ ღმერთი რასაც გვინდა, დავარქვათ თუნდაც იმედს ან რაიმე აბსტრაქტულ ან თუნდაც არააბსტრაქტულ საგანს.
      მე სიტყვასთან კი არ მაქვს პრობლემა, უბრალოდ ვამბობ რომ იმ ღმერთის არ მწამს რისიც სწამს მორწმუნეებს, ან ნახევრად მოწრმუნეებს თავიანთი “რაღაცა არსებობს”-ითურთ 😀

      • შენი მესმის მაგ შემთხვევაში..
        არ გეკამათები საერთოდ რწმენის საკითხზე..

        მე თვითონაც, რაღაც ვერ ვარ მთლად..

        მოკლედ, გაურკვევლობაში ვარ, ასე რომ.. :))

  3. შორსწასული ათეისტი ხარ ^^ სრული ტავისუფლება გინდა შენ 🙂 თუმცა ხომ იცი, სრულ თავისფულებას მივყავართ ქაოსამდე
    აი პოსტია 🙂 გულიდან ყვირილია

    • არ დაგეთანხმები (შენის ნებართვით) ქაოსამდე ათეიზმს არ მივყავართ, ქაოსამდე მივყავართ ღირებულებების და შინაგანი (თუ გნებავს გარეგანი) კულტურის დეფიციტს, ათეიზმი კი თავის არსში ამას არ ნიშნავს…
      რახან ათეისტი ვარ. არ ნიშნავს იმას რომ არც მორალი მაქვს არც, მოქალაქოებრივი შეგნება და ა.შ…

      მადლობა კომენტარისთვის (ბოლო ნაწილი განსაკუთრებით 😀 )

      • მაგაში გეთანხმები აბსოლუტურად! რატომღაც ბევრს ჰგონია, რომ ათეისტი ყველაფერზე წამსვლელია… სხვათა შორის, ეს მითხრა არცთუ გაუნათლებელმა და საკმაოდ მოაზროვნე ადამიანმა…

  4. ღმერთი ჩემშია და როდესაც მას შევთხოვ რამეს, ჩემს ძალებს ვიმყარებ. სამყაროს მიკროცენტრები ვართ. ყოველდღე ხდება თავიდან მისი შეცნობა, ისევე როგორ ყოველდღე თავიდან გავდივარ შეცნობის გზას და ყოველდღე ხდება მეორედ მოსვლა ჩემთვის [ჩვენთის ყველასთვის]…
    ანგელოზთა აჯანყებას აზრი არ აქვს, რადგან სატანა, თუკი ღმერთის ადგილს დაიჭერს, ის იგივე ღმერთი აღმოჩნდება. შესაბამისად ჯოჯოხეთიც და სამოთხეც ერთი და იგივეა და ეს ყველაფერია დედამიწა.
    მე მწამს ღმერთის.

  5. მე ვარ ,,ისეთი” ათეისტი, რომელსაც უნდა რომ მორწმუნე იყოს და ამაზე წუწუნებს ხოლმე ხანდახან :დ
    ამ პოსტის წაკითხვისას ცოტა შემრცხვა კიდეც :დ

  6. ღმერთის არსებობისა მწამს,გამომდინარე იმ სასწაულებისა,და მოვლეენებისა,რაც არ შეიძლება რომ არ დიჯერო.
    ამ სამყაროში უამრავი საოცრება და ამოუხსნელი რამ არსებობს,და ერთის არსებობას მაინც თუ დავუშვებთ და დავიჯერებთ,ჯაჭვური რეაქციისავით ყველა დანარჩენიც სარწმუნო ხდება.სარწმუნო ხდება ის,რისი ხილვა და აღქმა შეიძლება,ხოლო ისეთი ’ნიუანსები’ როგორიც მაგალითად ჯოჯოხეთია,ან სამოთხეა,უკვე ჩემთვის პირადად არ არის მისაღები იმ ფორმით როგორ აღწერასაც ეკლესია გვთავაზობს.

  7. მთავარია, მართლა გწამდეს ის, რასაც ამბობ – მორწმუნესაც ეხება ეს და ათეისტსაც. ასე-ახლა-მოდურია- ლოგიკა ამაზრზენი მგონია.და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ათეისტი ამბობს ამას თუ ორთოდოქსი მორწმუნე.

    და კიდევ ძალადობაა ამაზრზენი.მათ შორის – არამკითხე ქადაგებებით გაბურღვა. და ვინ უფრო ხშირად ქადაგებს და ვინ ცდილობის სხვის მოქცევას – ამ გემრიელი პოსტის მკითხველმა თავად გამოიცნოს.

    • agree
      ყველაზე მეტად გამაღიზიანებელი ისაა რომ ყველა მორწმუნე ამტკიცებს თითქოს ათეისტი იმიტომ ხდები რომ ეგოცენტრული ხარ, ამპარტავანი, და თურმე ბევრს იმიტომ ლაპარაკობ ამაზე რომ სინამდვილეში გწამს.
      გუშინ ერთმა “ჭეშმარიტმა” მორწმუნემ ერთ ძველ პოსტში დამიწერა ორ მეტრიანი ქადაგებებები.
      არადა რა მწარედ ცდებიან, მითუმეტეს როცა ისინი ათეისტის ტყავში არასდროს ყოფილან და მისი თვალით არ შეუხედავთ სამყაროსთვის. მე კი მართალია ადრეულ ჯეელობაში მაგრამ მაინც ვიყავი მორწმუნე. რიტუალებზე არ დავდიოდი, მოძღვარი არ მყავდა, მაგრამ ნამდვილად მწამდა. ესაა რწმენის საფუძველი და არა წესების და დოგმების ავტომატური შესრულება.
      ასე რომ მორწმუნეს თვალითაც შემიხედავს.
      და არამორწმუნესი მითუმეტეს.

  8. გეთანხმები ყველაფერში . მეც ათეისტი ვარ და ცოტამ იცის ჩემს გარემოცვაში ამის შესახემ , არ მინდა ყველას გავაგებინო , იმიტომ ,რომ ვიცი დამიწყებენ “ქადაგებას” . : )

    • ყველას უყვარს ქადაგება :))

      მეც ცოტას ვლაპარაკობ ამ თემაზე, ბლოგზე უფრო მეტი მაქვს ნათქვამი ვიდრე ჩვეულებვრივ.

  9. სამწუხაროტ კომენტარები ვეღარ ჩავიკითხე…
    თავად სტატიაც მეგობარმა გამომიგზავნა და ამიტომ მიიზიდა ჩემი ყურადღები. ავტორის მსგავსს მილიონს შევხვედრივარ რომელიც “თავისუფლებაზე” საუბრობს… და თავისუფლებიდან მიჯნავს ღმერთის მონობას.
    პირველი რაც შევნიშნე ისაა რომ ამბობ “ირჩევნია კრიტიკულ დროს ფსიქოლოგს მივმართო.” თუ შეძლებ სიტყვა ფსიქოლოგია მონახე ბერძნულში და შემდეგ დაყავი სიტყვებად და ნახე რას ნიშნავს, თუმცა ბარემ გეტყვი. შენ ამბობ რომ მიღმიერი ცხოვრების არ გჯერა არადა “სულის ლოგოსებთან” გინდა წასვლა. რაზე უნდა ესაუბრო მათ, გონების მიუწვდომელ ნაწილებზე? 🙂 იმის რისი შესწავლაც შეუძებელია.
    შენ ამბობ: “რ მხიბლავს ვიყო ვისიმე მონა, თუნდაც ყოვლად კეთილი, ყოვლად მოწყალე ღმერთის, არ მხიბლავს არანაირი ღმერთი. არც კეთილი, არც მკაცრი, არც პირადი მესაუდუმლის ან საუკეთესო მეგობრის სახით, არც კოსმიური გონი და არც ზეციურ ტახტზე გადამჯდარი ბერიკაცი.” არადა მონა ხარ (ზოგადად ადამიანი და არა უშუალოდ ავტორი) საკუთარი თავის, საკუარი ორგანიზმის, მისი მიდრეკილებების. მდაბიო გარყვნილი მიდრეკილებების, თუ ასე არა ბოდიში.
    ამბობ მიყვარსო არადა ღმერთს ვერ ვხედავო.
    გიფიქრია იმაზე რა არის სიყვარული? გიფიქრია როგორ შეიძლება აერიოს ადამიანის სიყვარული ნდომაში, ადამიანთან ყოფნასა და სიყვარულს შორის არის სხვაობა. სიყვარული ცოტა მეტია.
    და ბოლოს… შენ არ ხარ ათეისტი, შენ იცი რომ ღმერთი არსებობს, შენ იცი ის რას აკეთებს შენთვის, უბრალოდ შენი თავის, შენი სხეულის მონა ხარ, შენს თავზე შეყვარებული და არ გინდა შენს თავს დაუწესო ჩარჩოები, გგონია ეგ მოგანიჭებს თავისუფლებას. ჩემო კარგო თავისუფლება – სიტყვა გულისხმობს შენი თავის მოთოკვის ძალას.
    შენი ბოლო წინადადებიდან გამომდინარე გადავწყვიტე არ მექადაგა და უბრალოდ მოგიყევი ჩემზე, ჩემი ბიოგრაფია. ჩემი გამოცდილება გაგიზიარე! ახლა შენ იცი…

    • გარწმუნებ ცდები დასკვენებში.
      ყველაფერზე კარგად მიფიქრია, სიყვარულზეც თავისუფლებაზეც და სამყაროზეც.
      კი მონა ვარ, თუ ჩავთვლით რომ ფიზიკური სხეული და შესაძლებლობების ზღვარი არის მონათმფლობელი.
      რატომ აკეთებთ ხოლმე ეს მორწმუნეები ასეთ “ბრძნულ” დასკვნებს უსაფუძვლოდ?
      მე არ ვიცი არსებობს თუ არა ღმერთი და ამ იდეის აბსურდულობიდან გამომდინარე არ მჯერა მისი არსებობა, საიდან მოგაქვს რომ მე ვიცი არსებობს თუ არა, როცა რეალურად ცოდნა მის არსებობაზე არ არსებობს. თქვენ რასაც ცოდნას ეძახით ეს თქვენივე წარმოდგენების ტყვეობაა.

      • კარგი… შევეშვათ მორწმუნეობას…
        შენი მცირე ბიოგრაფიიდან რომელიც საუკუნის მეოთხედს მოიცავს, ვნახე რომ ფიზიკა საკმაოდ გიტაცებს, ამას გარდა ძალიან ბევრს წერ კოსმიურ მოვლონებეზე, მოკლე შეიძლება ითქვას რომ თუ მართლა არა, ნახევრად მაინც ხარ ასტროფიზიკოსი.
        სამყაროს მცოდნევ, ნუთუ ფიქრიბ რომ ეს ყოველივე თავისით გაჩნდა?… ნუთუ XXI საუკუნეში კიდევ სჯერა ვინმეს რომ ყოველივე ამას შემოქმედი არ ჰყავს? ნუთუ ასეთი პროპორციებით, ასეთი სრულყოფილებით შეიქმნა სამყარო?
        როცა საუბრობენ ასტროფიზიკოსები, რომ არსებობს სამყარო ამ გალაქტიკების იქით, თუმცა იქ გადასვლა პრინციპულად შეუძლებელია იმიტომ რომ ამას მილიონობით წლები სჭირდება თვით სინათლის სხივისთვისაც, და ბევრი მაინც იკვლევს მათ ადგილმდებაორებას და მერე კიდევ ბევრ ზღაპართ მოყვარეს სჯერა მეცნიერების, იმიტომ რომ ისინი მეცნიერები არიან, ნუთუ ის ვერ უნდა დაინახოს ადამიანმა რომ უაზროა იმის ძიება რასაც ვერასდროს შეეხები.
        ახლა მივადგეთ ღმერთს.
        მე არ ვფიქრობ ისე რომ ღმერთი ზევსს გავს და ტახტრევანზე ზის ან რამე ასეთი, მე არ ვამბობ იმას რომ ღმერთი რაიმეთი გავს ადამიანს, ან ადამიანი შეძლებს ოდესმე შეიცნოს ღმერთის რაობა, მით უფრო რომ გამოთქვას ის სიტყვით.
        შენ ვერასდროს გაუგებ ხოჭოებს, ეგებ ისინი საუბრობენ, ეგებ ისინი მდაბიონი კი არა უბრალოდ განსხვავებულები არიან ადამიანებისგან?
        შენ რომ მათი გაიგო, ხოჭო უნდა გახდე… ჩვენ რომ ღმერთის გაგვეგო ის ღმერთი უნდა გამხდარიყო. ამიტომ ვართ ქრისტიანები…
        სამოთხეში ღმერთი და ადამი საუბრობა, მაგრამ არა ისე როგორც ჩვენ. ადამს პირიც კი არ გაუღია ისე ესაუბრებოდა ღმერთს.
        ამით იმის თქმა მინდა რომ ღმერთი ადამიანი არ არის, მას სხვა გზა არ დაუტოვა ადამიანმა და ამიტომ მოვიდა ამ დედამიწაზე… და ჩვენც სამწუხაროდ, ვინაიდან მხოლოდ იმის გვწამს რასაც ვხედავთ, ღმერთიც ასეთი დავინახეთ, ადამიანის სახით და ასეთადაც გამოვსახავთ.
        სულ ესაა ღმერთის რაობა დედამიწაზე, ვისაც უნდა ერწმუნოს, ვისაც არა კი იყოს, ტყვე და მონა საკუთარი აზრების, საკუთარი სურვილების, დაუმორჩილებელი სხეულის და მრავალი სხვა რამის.
        მართალმა მორწმუნეებმა კი მგონი რომ უეკთესი წილი არჩიეს – თავისუფლების მონობა!
        არ დავმალავ, მეც მინდა მივიდე მათამდე…

      • და აი მივედით მორწმუნეების მთავარ სტანდარტულ შეკითხვამდე
        და რა პრობლემაა თავისით გაჩენაში?
        ნუთუ 21-ე საუკუნეში ვინმეს კიდე სჯერა რომ საბუთის გარეშე უნდა დაასკვნა ასეთი მნიშვნელოვანი ამბავი, როგორიცაა შემოქმედებაა თუ არა სამყარო.
        თქვენ შეიმუშავეთ მარტივი, პრიმიტიული ლოგიკა და ამ ერთი ჭუჭრუტანიდან გახედვით გინდათ ახსნათ ყველაფერი, მე უთოს ლოგიკას ვეძახი, უთო არსებობს ე.ი ვიღაცამ შექმნა იგი. სამყაროც არსებობს ე.ი ვიღაცამ შექმნა.არადა სამყაროს რომ დააკვირდე ის გაცილებით რთულია ვიდრე რომელიმე ცალკეული საგანი, Universe ანუ უნივერსუმია. უნივერსუმი ყველაფერს მოიცავს, თვითწარმოქმნის შესაძებლობასაც, თუმცა მე არ ვირწმუნები გინდა თუ არა თვითონ წარმოიქმნა-მეთქი, იმიტომ რომ ამ თემაზე რეალური ცოდნა არ არსებობს. მაგრამ ეს არ იძლევა საკმარის მიზეზს ყოვლისშემძლე შემოქმედის “გაპრავებისა”
        სრულყოფილება არ არის შემოქმედის არსებობის დამამტკიცებელი საბუთი. და საერთოდ სამყაროც არაა სრულყოფილი, ჩახედეთ მსოფლიოს უდიდესი ფიზიკოსების ნაშრომებს, ჩვენი არსებობა სამყაროს არასრულყოფილების შედეგია. სრულყოფილი სამყარო უტოპიაა ფიზიკურად.
        მეცნიერება ერთადერთი რაციონალური იარაღია სამყაროს აღწერისთვის, მეცნიერება მუშაობს, და მისი მუშაობის შედეგს ყოველდრე ვხედავთ, თუნდაც ჩვენი ვირტუალური კამათია ამის დასტური. ზღაპართ მოყვარენი კი ისინი არიან ვისაც თავიანთი სურვილიდან გამომდინარე ყოველგვარი საბუთის გარეშე სჯერათ ღმერთების და ათასი ფანტასტიკური პერსონაჟის.
        იმედია ხვდები რა განსხვავებაა
        მეცნიერება მუშაობს ექსპერიმენტებით, დაკვირვებით, გამოთვლებით, გადამოწმებით და მხოლოდ ამის მერე გამოქვს დასკვნები. ის აგებულია ზუსტ მათემატიკურ მოდელირებაზე.
        რელიგია მოქმედებს რწმენით, შიშით და საჩუქრების დაპირებით.მისი წარმოდგენები ადამიანის ყოფითი სიტუაციებიდან მოდის, მას არ აქვს ფაქტობრივი საფუძველი, ის არ ეფუძნება ცოდნას, არამედ ინტერპრეტაციას, ის არაა სიზუსტეზე აგებული, არამედ სენსიტიურობაზე, რომელსაც თუ აყევი ისე შეუძლია მოგატყუოს, გონზეც ვერ მოხვალ.
        რაც შეეხება საკუთარი სხეულის და აზრების ტყვეობას, მაგას ვერავინ გაექცევა… საერთოდ ამ ტყვეობის ფორმიდან გაქცევა მხოლოდ სიკვდილია.
        ასე რომ ვისაც გგონიათ რომ ზებუნებრივ რამეებს ეთამაშებით ეს მხოლოდ თქვენი ილუზიაა.
        მე კი არ მინდა ილუზიებში ცხოვრება, მე რეალური სამყარო ავირჩიე.

      • შთამბეჭდავია…
        კარგი მაშ შენ ამბობ რომ მეცნირება ბევრ რამეს ხსნის… მივიდა ისეთ ტექნოლოგიურ სიდიდემდე როცა თვით ადამიანის შექმნაც შეუძლია და შენ ასაბუთებ რომ მართლაც ოდესმე მე და შიმპანზეს საერთოდ წინაპარი გვყავდა? შენი აზრით საღი მეცნიერება ეს იყო?
        ისააკ ნიუტონი ავტორი 3-4 ტომეულისა ფიზიკაში, 150 ტომისა თეოლოგიაში.
        დარვინი, ადამიანი რომელმაც გვითხრა რომ მაიმუნს თმა გასცვივდა და ადამიანი გახდაო, სიცოცხლის ბოლო წლებს მონასტერში ამთავრებს სინანულით.
        მგონი ეს ორი საკმარისია… კიდევ ერთს ვიხსენებ და ვერ გავიხსენე, თუ არ ვცდები პასკალი 180 ტომის ავტორი იყო თეოლოგიაში – ანუ იმ მეცნიერებაში რაც შენი აზრით ილუზიაა… 🙂 😀 მართლა არ მეგონა XXI საუკუნეში თუ ვინმეს ჯეროდა ყოველივეს თვით წარმოქმნაში.
        ჩემო კარგო, როგორც ცნობილია (თუ არ ვცდები) XIV საუკუნეში მეცნიერება დაყაბულდა კათოლიკურ ეკლესიას და აღიარა რომ სამყარო თავისით ვერ წარმოიშვებოდა, აღიარა რომ მას ჰქონდა საწყისი. ამას მან დაარქვა დიდი აფეთქების თეორია. ანუ ეს იყო შეთანხმება – ეკლესია ვერ ასაბუთებდა სამყაროს შესაქმის 7 დღის ხანგრძლივობას და ამას მეცნიერებამ დაარქვა მილიონობით წლები, თავის მხრივ მეცნიერებამ შეუძლებლად ჩათვალა ყოველივეს გონიერი არსების გარეშე ქმნადობა. მაშინ ყველაფერი კარგად იყო… ახლაც ასეა…
        რამდენიმე წლის წინ, ჩემზე უკეთ მოგეხსენება ალბათ, მილიარდობით თანხა შეეწირა ერთ-ერთ ექსპერიმენტს, სადაც უნდა დადასტურებულიყო სამყაროს თავისით წარმოშობის შესაძლო სურათი. მილიონობით თანხა დაიხარჯა, ორი იონი ერთმანეთს შეეჯახა და წამის მეასედში რომ ბოლი აუშვა და ეს თითქმის ვერ დააფიქსირა ვერცერთმა ფოტო აპარატმა, ესეც არაფერია.
        ( P.S. აი პასუხი იმაზე რასაც შენ წერდი. გაზულუქებული მეცნიერება აუარება ფულს ხარჯავს უაზრო ექსპერიმეტებში და აფრიკაში ბავშვებს სვავები ჭამენ ცოცხლად, ეს არაა ხომ უსამართლობა? ამაშიც ღმერთია დამნაშავე.)
        ჰოდა, მაშინ როდესაც ტექნოლოგიური პროგრესი იმაზე აცხადებს პრეტენზიას რომ დღე-დღეზე “უდედმამო” ბავშვს გააკეთებენ, ნუთუ ასეთი მარტივი მოვლენების ახსნა შეუძლებელია? ისეთი მარტივისა როგორიცაა აღდგომის ცეცხლი, თაბორის ნისლი, იორდანის უკუსვლა, მირონი ქვიდან, ხიდან, რკინიდან…
        ამაზე თვალის დახუჭვა იმას ხომ არ გაქვს სირაქლემა რომ თავს წარგავს ხოლმე მიწაში და ჰგონია ბედნიერია? 🙂 😦 🙂 😦 🙂
        მაგრამ რატომღაც მგონია შიში მეტია… იმიტომ რომ რომ აღიაროს კაცმა ღმერთი მერე მის წინაშე უსუსური აღმოჩნდება და ეგ არ მოსწონს… 🙂 🙂 🙂

  10. ვის რამდენი ნაშრომი ქონდა თეოლოგიაში ეს რამეს განსაზღვრავს?
    ვინც არ უნდა ყოფილიყო ის, აქ მთავარი ავტორიტეტები კი არაა არამედ მეცნიერება რომელიც ფაქტებზე და რაციონალურ კვლევაზეა აგებული. თეოლოგია კი ზღაპრების გამეცნიერების მცდელობაა მეტი არაფერი.
    21-ე საუკუნეში ის უფრო გასაკვირია რომ ადამიანებს მითოლოგიის ისევ ჯერათ.
    არანაირი მნიშვნელობა არ აქვს კეცალკოატლის გჯერა, ოჩოპინტერესი, ბიბლიური ღმერთის თუ მფრინავი მაკარონის მონსტრის. არსი ერთიდაიგივეა გჯეროდეს იმისი რაც არავის უნახავს, რასაც ვერავინ დაამტკიცებს, რაც ბუნებაში წარმოუდგენელია და არაამქვეყნიურია.რისი საბუთიც ფიზიკურად არ არსებობს.

    “ჩემო კარგო, როგორც ცნობილია (თუ არ ვცდები) XIV საუკუნეში მეცნიერება დაყაბულდა კათოლიკურ ეკლესიას და აღიარა რომ სამყარო თავისით ვერ წარმოიშვებოდა, აღიარა რომ მას ჰქონდა საწყისი. ამას მან დაარქვა დიდი აფეთქების თეორია. ანუ ეს იყო შეთანხმება – ეკლესია ვერ ასაბუთებდა სამყაროს შესაქმის 7 დღის ხანგრძლივობას და ამას მეცნიერებამ დაარქვა მილიონობით წლები,”
    ჩემო კარგო საიდან გაქვს ასეთი მცდარი ინფორმაციები?
    დიდი აფეთქების თეორიას რა უნდა 14 საუკუნეში?
    და გგონია რომ 14-ე საუკუნეში დაყაბულებული უსუსური მეცნიერება გვაქვს დღესაც? მას შემდეგ იმდენი რამე შეიცვალა, ამაზე საუბარი სირცხვილიც კია.
    “თავის მხრივ მეცნიერებამ შეუძლებლად ჩათვალა ყოველივეს გონიერი არსების გარეშე ქმნადობა”
    რომელ მეცნიერებაზე საუბრობ? 14 საუკუნის დახავსებულ და რელიგიის მარიონეტად ქცეულ მეცნიერებაზე?
    თანამედროვე მეცნიერებას მასეთი რამ არ უთქვამს და ვერ იტყვის.
    “რამდენიმე წლის წინ, ჩემზე უკეთ მოგეხსენება ალბათ, მილიარდობით თანხა შეეწირა ერთ-ერთ ექსპერიმენტს, სადაც უნდა დადასტურებულიყო სამყაროს თავისით წარმოშობის შესაძლო სურათი.”
    ადრონულ კოლაიდერზე საუბრობ?
    მეგობარო როგორც გეტყობა მეცნიერებაში ძალზედ დილეტანტი ხარ, მგონი არ ღირს იმაზე საუბარი რაც არ იცი.
    ექსპერიმენტის მიზანი არასდროს არ ყოფილა სამყაროს თვითწარმოქმნის დადასტურება, მეცნიერები ცდილობენ შეისწავლონ სამყარო და ამისთვის უმცირეს ნაწილაკებს აჯახებენ, დიდ აფეთქებასთან და სამყაროს წარმოქმნასთან ეს ყველაფერი იმდენადაა კავშირში რამდენადაც ვარაუდობენ რომ ამ შეჯახებამ შეიძლება სხვა სამყაროც კი წარმოქმნას, მაგრამ ეს მხოლოდ გვერდითი მოვლენის ვარაუდი იყო და არა ექსპერიმენტის მიზანი. სხვათაშორის ექსპერიმენტები ისევ გრძელდება კიარადა დიდი ადრონული კოლაიდერის სწორედ წელს მიაღწევს თავის მაქსიმალურ სიმძლავრეს და მთავარი შედეგებიც რამდენიმე წელიწადში იქნება ალბათ.
    მეცნიერება გაზულუქებული მხოლოდ იმიტომ გეჩვენებათ რომ რეალურად მისი ფასი არ იცით, ნებისმიერი კეთილდღეობა მეცნიერული და აქედან გამომდინარე ტექნოლოგიური პროგრესის შედეგია.
    უდედამამო ბავშვების და ადამიანის შექმნას რაც შეეხება, საიდან მოიტანე ეს ზღაპრები? ჯერ არავის შეუქმნია ადამიანი 😀
    ცეცხლები და მისთანები კი ერთი დიდი ფარსია, მეტი არაფერი
    სირაქლემის პოზიციაზე ცოტა უხერხულია საუბარი როცა თქვენი “ჭეშმარიტება” მთლიანად ირაციონალურ მიდგომაზეა აგებული. დაგისვამთ კითხვები იმის შესახებ რატომ არავის ახედებენ იმ საკანში სადაც ცეცხლი ინთება? ან შეუმოწმებია ვინმეს მეცნიერულად იქნებ და რა ქიმიურ პროცესებს აქვს ადგილი? მე მინახავს ექსპერიმენტი როცა გარკვეულ გარემოში გარკვეული ქიმიური კომპოზიციის შედეგად სანთლებს თვითონ ეკიდება ცეცხლი, მოდით და დამიმტკიცეთ რომ მსგავს ხიმანდრობას არ აქვს ადგილი, როცა ერთეულების გარდა არავის ახედებენ იქ.

    • მე არც გამომითქვამს პრეტენზია ამ დარგში სამეცნიერო ხარისხი მაქვს დაცულითქო.
      უკაცრავად V_ის მაგიერ X უნდა დამეწერა, მაგრამ სამწუხაროდ ვერ ჩავასწორე გამოქვეყნების შემდეგ… თუმცა იქ დავწერე რომ თუ არ ვცდებითქო, მართლაც არ ვიცი ეს როდის მოხდა… მაგრამ მსნემია ამის შესახებ და რისთვისაც დავწერე მართალიც იყო, რომ მეცნიერების დიდმა ნაწილმა განაცხადა ამ მოსაზრების ჭეშმარიტება…
      რაც შეეხება ავტორიტეტებს უბრალოდ არ ვიცი სხვა ამოსავალი მეცნიერებაში… ნუთუ თანამედროვე მეცნიერება ვინმე სხვა ნაკლებად ავტორიტეტულ მეცნიერს ეფუძნება? შეიძლება ასეცაა, არც ესაა მთავარი…
      “ხიმანდრობას არ აქვს ადგილი, როცა ერთეულების გარდა არავის ახედებენ იქ” ანუ ამ ხიმანდრობის მონაწილეები ისინიც არიან ვინც პატრიარქს საგანგებოდ ჩხრეკენ.
      ისიც ხიმადრობა იყო როდესაც არამართლმადიდებლური ეკლესიის წარმოამდგენელი შევიდა აღდგომის ტაძარში და ამ დროს ცეცხლი არა იქ არამედ გარეთ გადმოვიდა…
      შევეშვათ სასწაულებს ამას ვერ ხსნით მეცნიერები… იორდანის უკუსვლაც ხიმადრობაა… მაინცდამაინც ქრისტუანულ დღესასწაულზე… მაინცდამაინც ფერისცვალებას ნისლი თაბორზე ესეც ხინამდრობაა და მირონი ხომ საერთოდ კოპერფილდის ტრიუკია.
      ერთ რაღაცას ამიხსნი?
      როგორ ხდება რომ სამყაროში კანონზომიერებები თავისით არსებობენ? ანუ ის რომ სამყარო ასეთი უნდა იყოს… ის ხომ განვითარდა? რაღაც ხაზს ხომ მიყვება? ადამიანს ხომ არ განუვითარებია ყველაფერი? ფუტკარი ხომ თავისით განვითარდა? შენი აზრით ეს კანონზომიერება სადაა? ხეს გააჩნია? მიწას? წყაალს? ოთხ სტიქიას? თუ ჰაერში დაფრინავს?

    • “მეცნიერება გაზულუქებული მხოლოდ იმიტომ გეჩვენებათ რომ რეალურად მისი ფასი არ იცით, ნებისმიერი კეთილდღეობა მეცნიერული და აქედან გამომდინარე ტექნოლოგიური პროგრესის შედეგია.”
      შენი პოსტის სურათს დახედე, ნუთუ ის ოცნებობს მფრინავ რაკეტაზე???, დროში მოგზაურობაზე შავი ხვრელების მეშვეობით???

      • დიახ ან ხიმანდრობაა ან ინტერპრეტაცია, ან გაფუჭერბული ტელეფონისგან წარმოქმნილი ტყულ მართლის არევა.
        თქვენ რომ გკითხოთ ზოგჯერ მინაზე მიორთქლებული ლაქაც ქრისტეს სახე გგონიათ.
        თანამედროვე მეცნიერების უდიდეს ნაწილს მსგავსი არაფერი უთქვამს “რომ თითქოს შეუძლებელია სამყაროს თვითწარმოქმნა”
        “ნუთუ თანამედროვე მეცნიერება ვინმე სხვა ნაკლებად ავტორიტეტულ მეცნიერს ეფუძნება?”
        მეცნიერება ეყრდნობა არა ავტორიტეტების იდეებს, არამედ იდეებს რომლებიც პრაქტიკაში მუშაობს, მხოლოდ მას მერე ხდება მეცნიერი ავტორიტეტი როცა მისი თეორია ან ფორმულა პრაქტიკაში გაამართლებს, ასე იყო აინშტაინი და ყველა დიდი მეცნიერი. აინშტაინმა მაშინ მოიპოვა აღიარება როცა მისმა ფარდობითობის თეორიამ და E=mc^2 -მა იმუშავა. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ ცნობილი მოაზროვნეები ყველაფერში აუცილებლად სწორად ავითარებენ თავიანთ აზრებს. მაგალითად სტივენ ჰოკინგმა რომელიც აინშტაინის შემდეგ ლამის მეორე მეცნიერად ითვლება, შეიმუშავა ერთი ძალიან კარგი ფორმულა შავ ხვრელებში ინფორმაციის დაკარგვის შესახებ, მისი სიმართლე იმდენად აშკარა ჩანდა რომ აღიარეს კიდეც, თუმცა 40 წლის შემდეგ დაუმტკიცეს რომ ცდებოდა.
        ზოგი კარგი მეცნიერი ამავე დროს ასტროლოგიც და სხვა ცრუ მეცნიერებების მიმდევარიც ყოფილა, მაგრამ მერე რა? მთავარი ის იდეებია რომლებიც მუშაობს პრაქტიკაში.
        ისე კოფერფილდი კარგი მაგალითი მოიყვანე
        თუ კოპერფილდს შეუძლია დაგვაბოლოს რომ თითქოს დაფრინავს, ვითომ ცეცხლის და მირონის ტრიუკი რითია შეუძლებელი?
        რაც შეეხება კანონზომიერებებს
        კანონზომიერებები სამყაროს ფიზიკური პარამეტრებია, ამ შემთხვევაში საერთოდ არ მესმის რას ქვია “თავისით” რა შეკითხვაა ეს,
        ამ ყველაფრისთვის მაინცდამაინც სხვა ზებუნებრივი სამყაროა საჭირო, რომელიც აწარმოებს ამ კანონზომიერებებს? კანონზომიერება სადაა? სადაა და ყველგან, და ყველაფერში,
        ამის უკეთ გასაგებად საჭიროა გავეცნოთ ფიზიკას ბიოლოგიას და ა.შ…
        “შენი პოსტის სურათს დახედე, ნუთუ ის ოცნებობს მფრინავ რაკეტაზე???, დროში მოგზაურობაზე შავი ხვრელების მეშვეობით???”
        ვიცი საითკენაც მიგყავს კითხვა
        მინდა გითხრა რომ ძალიან პრიმიტიულად უყურებ საკითხს.
        მეცნიერული ცნობისმოყვარეობა და ტექნოლოგიური პროგრესი რომ არა ყოველი მეორე ბავში მასეთი მდგომარეობისთვის იქნებოდა განწირული.
        დილეტანტს შეიძლება მოეჩვენოს რომ კონკრეტული ძვირად ღირებული ექსპერიმენტი მეცნიერების ახირებაა, მაგრამ მეცნიერება და ტექნოლოგიური პროგრესი ცნობისმოყვარეობის და ტექნიკური მხარდაჭერის გარეშე რომელიც თანხებთანაა დაკავშირებული ვერ განვითარდება,არადა ამ ყველაფერს თავის დროზე სიღრმისეული ცვლილებები მოაქვს. აპოლო 11-ის მისია მთვარეზე,თითქოს ხარჯის მეტი რა უნდა ყოფილიყო არადა მომდევნო ათწლეულში ამ მისიით მიღწეულმა პროგრესმა ყოველ დახარჯულ დოლარზე 14 დოლარი მოგება მოიტანა.

      • “თქვენ რომ გკითხოთ ზოგჯერ მინაზე მიორთქლებული ლაქაც ქრისტეს სახე გგონიათ” 😀 😀 😀 😀 საკმაოდ კარგად ხუმრობ… 🙂
        ტურინის სუდარა, სიონის მინაზე ღვთისმშობლის გამოსახულება და ა.შ. ეს ლაქაა ხო? 😀 😀 😀 ივერიის ღვთისმშჴბლის ხატზე მეცნიერული ანალიზით დადგენილი სისხლის ჯგუფიც და სხვა მრავალი რამ… და ქრისტიანებზე, თეისტებზე ამბობ საღი კამათი და სიმართლისთვის თვალებში ცქერა არ შეგიძლიათო… 😀 😀 გულიანად გამეცინა…. მადლობა!
        “აპოლო 11-ის მისია მთვარეზე,თითქოს ხარჯის მეტი რა უნდა ყოფილიყო არადა მომდევნო ათწლეულში ამ მისიით მიღწეულმა პროგრესმა ყოველ დახარჯულ დოლარზე 14 დოლარი მოგება მოიტანა” მოგება არა… ცოდნა რაღაცის შესახებ, ცოდნა რომელიც ყოვლად გამოუსადეგარია, ქრისტიანის გიკვირთ საიქიო ცხორებაზე საუბრობთო, თავად რომ სიგნალს უშვებთ, რომლის უკან დაბრუნებასაც ვინმე მოესწრება თჲ არ არ იცით, ეს არ არის ხომ ფუჭი? იმიტომ რომ მეცნიერებაა… 🙂 🙂 🙂
        “კანონზომიერება სადაა? სადაა და ყველგან, და ყველაფერში,
        ამის უკეთ გასაგებად საჭიროა გავეცნოთ ფიზიკას ბიოლოგიას და ა.შ…”
        ანუ შენ ამბობ რომ ხე ამოვიდა, გაიზარდა, დალპა და მოკვდა ეს კანონზომიერება ხეშია. ისე ასე აზროვნებს? ფუთკარი რომ სასიგნალოდ “ცეკვავს” და ძმა ფუტკრებს საკვების ადგილმდებარეობას ასწავლის ესეც ასეა და ამას ფუტკარი თავად აზროვნებს. მე ის გკითხე რომ როცა კანონზიმიერად მოწყობილ სამყაროს უყურებ, რომ 9 (8) პლანეტა ისე მოძრაობს რომ ერთმანეთს არ დაეჯახება, რომ მზე კიდევ იმდენ ხანს შეძლებს აფრქვიოს, ეს სამყარო არავინ იცის იცოცხლებს თუ არა იმდენ ხანს… და კიდევ მრავალი, მე როგორც დილეტანტს არც ისე ბევრის ჩამოთვლა შემიძლია, ეს კანონზომიერებები როგორც იდეებია, (კანონზომიერება ხომ იდეაა და მეტი არაფერი?) ყველა ამ უსულო საგანში თავად მოთავსდა?
        ნაკუწებად დაყრილი ასოებისგან ოდესმე შეიქმნება ვეფხისტყაოსანი?
        და თუ სამყარო რაღაც წერტილიდან განვითარდა ე.ი. ყველას ოთხი სტიქიის გონი აქვს… მათ შორის ადამიანსაც… საინტერესო მოსაზრებაა… 🙂 🙂 🙂
        არ გეწყინოს მაგრამ, შენს ბლოგზე ბევრი საინტერესო რამ წავიკითხე, კარგ რამეებს წერ, და ახლა გამკვირვებია შენი ათეისტობისა.
        როგორც ვატყობ ამ საუბარს აზრი არ აქვს, შენ ღმერთის რწმენა არ გინდა, მაგრამ არ არსებული ტრიუკების რწმენაში ცუდს არაფერს ხედავ.
        სხვათშორის კოპერფილდის არ ვიცი, მაგრამ ტიბეტში მრავალი ბერი მართლაც რომ ჰაერში იწევა… თუმცა ისინიც თეისტები არიან! 🙂 🙂
        მე დავსრულებ ამ უშედეგო კამათს, იმიტომ რომ ვატყობ “ცუდად ჩივლის ეს განწირული სულისკვეთება”… შენ არ/ვერ მიპასუხე რა გინდა ფსიქოლოგთან? სული ხომ თეოლოგიის მთავარი ატრიბუტია? შენ არ/ვერ ამიხსენი ვინ აკეთბს იორდანის ტრიუკს, რა ძალას შეუძლია მართოს ბუნება, სტიქია… მეცნიერულად დამტკიცებული ზღვის გაყოფაც ეტყობა აბსურდია, და ეს იმ მეცნიერებმა გააკეტეს რომელნიც ილუზიებს იკვლევენ… შენ მითხარი რომ მთავარია მეცნიერის ერთი სწორი ხედვა და სხვა დანარჩენი არარეალურია, თუმცა მრავალი მეცნიერული თეორია მხოლოდ თეორიად რჩება (სხვა სამყაროს ძებნისა არ იყოს, ნეტავ სად, რას ეძებთ.) მოკლედ ასე… ყველაფერს აქვს დასასრული და ამ “კომენტარებსაც.” მე შენ youtube_ს ლინკი დაგიკომენტარე… ის კაცი გულწრფელად გაურბის სინათლეს და ამას აღიარებს კიდეც. მოკლედ მოვრჩი…
        ——————————————————————-
        ქრისტემ თქვა: “თომა, მიხილე და გწამს, ნეტარ არიან ისინი ვისაც არ უხილავთ და რწმენენ…”
        ღმერთმა ხელი მოგიმართოს და გონება გაგინათლოს!
        სასიამოვნო იყო შენთან მიწერ-მოწერა…
        ამ დღეებში ალბათ მე დავწერ: “რატომ უნდა გვწამდეს ღმერთი” ან სად არის ის… და ეს იქნება ჩემი ბოლო პასუხი შენს სტატიაზე… 🙂
        აბა შენ იცი! წარმატებას გისურვებ სამეცნიერო კარიერაში! 😉

  11. სიტყვა მნეცნიერულს რომ ხმარობთ აბა მეცნიერული მტკიცებებიც მაჩვენეთ.იმიტომ რომ ფსევდი კრეაციონისტული გაყალბებული მეცნიერული ფაქტებსაც ბლომად გვტენიან.
    მასეთ ამბებს რომ მიყვე პრეასტრონავტული თეორიაც უნდა დაიჯერო, იმდენი “ფაქტია” რომ უცხოპლანეტელებს უხიმანდრიათ რაღაცეები ვერც წარმოიდგენ. იმდენი ამოუცნობი მოვლენაა, იმდენი თეორია, იმდენი ცრუ მეცნიერი, თავგზას აგიბნევენ, მერე ყველა რელიგია რომ მართალია და თავისი სასწაულები და ფაქტები აქვს?
    ” მოგება არა… ცოდნა რაღაცის შესახებ, ცოდნა რომელიც ყოვლად გამოუსადეგარია,”
    გამოუსადეგარი ცოდნა არ არსებობს, ცოდნას ყოველთვის აქვს ფასი, თუნდაც მხოლოდ სამყაროს აღსაქმელად.
    მეცნიერულ ცონას მოაქვს ეკონომიკური კეთილდღეობა.
    სხვა მხრივ კაცობრიობა რეგრესს განიცდიდა და გადაშენდებოდა.

    “თავად რომ სიგნალს უშვებთ, რომლის უკან დაბრუნებასაც ვინმე მოესწრება თჲ არ არ იცით, ეს არ არის ხომ ფუჭი? იმიტომ რომ მეცნიერებაა…”
    სიგნალის გაშვება არაფერი ღირს 😀
    და ფუჭიც არაა
    ან რა სიგნალზე საუბრობ ეგ თუ იცი? 😀
    “ანუ შენ ამბობ რომ ხე ამოვიდა, გაიზარდა, დალპა და მოკვდა ეს კანონზომიერება ხეშია. ისე ასე აზროვნებს?”
    აზროვნება რა შუაშია?
    უკვე მოგეცი რჩევა რომ რაც არ იცი იმაზე არ ღირს საუბარი,
    შენი დამოკიდებულების მთავარი პრობლემა ისაა რომ გგონია რაც “მუშაობს” აზროვნებით იმართება. ან თავად აზროვნებს, მაგრამ ასე არაა, უნდა გაცდეთ მითოლოგიურ წარმოდგენებს
    სამყარო არ აზროვნებს, მას ეს არაფერში ჭირდება, აზროვნება ადამიანური პროდუქტია.სამყაროს აქვს კანონზომიერებები, რომლებიც ამ სამყაროს გეომეტრიაა, გაეცანით ასტროფიზიკას და მიხვდები როგორ მოძრაობს პლანეტები ისე რომ არ ეჯახება. ამაში არაფერი ზებუნებრივი არაა
    ” მაგრამ არ არსებული ტრიუკების რწმენაში ცუდს არაფერს ხედავ.
    სხვათშორის კოპერფილდის არ ვიცი, მაგრამ ტიბეტში მრავალი ბერი მართლაც რომ ჰაერში იწევა… თუმცა ისინიც თეისტები არიან!”
    მართლაც ჰაერში იწევა? შენ ნახე? თუ კოპერფილდზე ყველა თანხმდება რომ ფოკუზნიკობს, ის ბერები ვერ ისწავლიდნენ ვითომ ტრიუკებს? რა პრობლემაა?
    “თუმცა მრავალი მეცნიერული თეორია მხოლოდ თეორიად რჩება (სხვა სამყაროს ძებნისა არ იყოს,”
    მერე რა პრობლემაა ამაში?
    “შენ არ/ვერ მიპასუხე რა გინდა ფსიქოლოგთან? სული ხომ თეოლოგიის მთავარი ატრიბუტია”
    სული ადამიანის მენტალური სიღრმეების მეტაფორაა ჩემთვის სხვა სულს არ ვცნობ.
    ფსიქოლოგები კი ამ მენტალურ სიღრმეებს უკირკიტებენ.
    “მოსმენის თერაპია” კი ნამდვილად მოქმედებს გამომიცდია.
    სხვა მხრივ ახალს ვერაფერს გეტყვის ფსქილოგი, მითუმეტეს შენში იმაზე უფრო ღრმად ვერ ჩაიხედავს რაც შენ თავად შეგიძლია, განტვირთვა კი იმაშია რომ გისმენს, შენ კი ნებისმიერ დეტალს შეგიძლია ჩაურღმავდე, ხმამაღლა იფიქრო.

    მეც წარმატებას გისურვებ,

  12. მთლიანად წავიკიტხე ტექსტიც და კომენტარებიც. ეხლა რთული პერიოდი მაქვს და დავგუგლე ასეთი სიტყვებით :,,ღმერთის არ მწამს”. მოკლედ, მაქვს პერიოდები, როდეასაც ძალიან მწამს და პერიოდები, როცა საერთოდ არ მწამს. როცა მწამს, მაშინ მიჩნდება შეგრძნება თითქოს თავს ვიტყუებ და ამას პროტესტის გრძნობა მოჰყვება. როცა არ მწამს, ვგრძნობ რომ რაღაც მაკლია, რომ ცხოვრებას აზრი არ აქვს, მიჩნდება კითხვები: რატომ გავჩნდი? რა აზრი აქვს ამ ყველაფერს? რატომ უნდა ვიცხოვრო ამდენი წელი და მოვკვდე ერთ დღეს?

    და ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ მორალი არ გამაჩნია , როცა არ მწამს. ჩემთვის ყველაფერი მისაღებია, რაც არ მავნებს. ხორცი იმდენად მმართავს რომ ზოგჯერ გონებასაც გადაფარავს და ვერ ვხვდები ამას რატომ უნდა გავუწიო წინააგმდეგობა. ამ დროს არავის აზრს არ ვითვალისწინებ, ვიკცევი ეგოცენტრულად. საკუთარი ოჯახის ტრადიციებისა და შეხეულებების საწინააგმდეგოდაც. ჩემთვის გამართლებულია მყავდეს მეგობარი= სექსპარტნიორი, ფიზიკური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, რაც რელიგიისთვის ყოვლად მიუღებელია. ვერ ვიტან ვერანაირი წესების მორჩილებას, ვერც საზოგადოებაში მიღებული ქცევის ნორმებს. უფრო სწორედ, რასაც სწორად ვთვლი მხოლოდ იმას ვითვალისწინებ. არასდროს არ ვიკავებ თავს საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისგან (შეურაცხყოფას არასდროს არ ვაყენებ) თუნდაც კამათი ჩემზე უფროსთან მკონდეს, რადგან ვთვლი რომ მასავით მეც მაკვს საკუთარი აზრის გამოტქმის უფლება და ვერ ვიტან როცა მეუბნებიან უმცროსი ხარ და პატივი ეცი და გაჩუმდიო.

    როცა არ მწამს , გრძნობები არ მაქვს. მხოლოდ საკუთარი თავი მადარდებს. არც მეგობრების პრობლემები მაინტერესებს, არც ვინმეს მიმართ მიჩნდება მოწონების ან სიყვარულის გრძნობა და უფრო მეტ ცხოველს ვგრძნობ ხოლმე საკუთარი თავში ვიდრე ადამიანს. ეს უფრო თავდაცვითი მექანიზმი მგონია. უფალი გეუბნება მტერიც კი გიყვარდესო. ეს სიყვარული შეიძლება არ დაგიფასდეს მაგრამ უფლის გვერდში დგომას რომ გრძნობ, ახერხებ. მე კი ახლობლების სიყვარულისაც მეშინია. რამე რომ დაემართოთ , ან ჩემს მიმართ რომ შეიცვალონ, არ ვიცი რა მომივა, ამიტომ წინდაწინ ვიზღვევ თავს და არ ვიყვარებ უზომოდ. მგონი არეულად ვსაუბრობბ, თქვენი დახმარება მჭირდება. არ არსებობს ცხოვრებაში არაფერი რაც ძალიან მინდა, არ მაქვს ოცნება, ფიზიკურის გარდა სიამოვნებას ვერაფრისგან ვიღებ. ეს არ მომწონს, რადგან რაღაცის ნაკლებობას განვიცდი. მინდა პოსტის ავტორს ვკითხო აზრი. მე თქვენნაირი მცოდნე არ ვარ, ანალიტიკურად ვერ ვიაზრებ, გამოსავალს ვერ ვპოულობ. დამეხმარეთ, გთხოვთ

    • სიამოვნებით დაგეხმარები და ჩემ აზრს გეტყვი!
      კომენტარიდან რა აზრიც გამოვიტანე იმის მიხედვით მე მგონია რომ მყარი ფასეულობები არ გაქვს. რადგან (ალბათ) თავის დროზე ჩამოყალიბებისას შენი ფასეულობები დამოკიდებული გახდა რელიგიურ წარმოდგენებზე და ღმერთზე. უმეტეს მორწმუნეთა ღირებულებები პირდაპირ დამოკიდებულია ღმერთზე. და როცა ისინი ცდილობენ განიხილონ ალტერნატივა და ერთი წამით დაუშვან რომ ღმერთი არ არსებობს.იმ წამსვე ინგრევა მთელი მათი სამყარო. გადაულახავ კითხვას აწყდებიან- მაშ რა აზრი აქვს ცხოვრებას? – ან – რატომ უნდა ვიყო კეთილი? რატომ უნდა მიყვარდეს? – ჩემი აზრით ეს იმის ბრალია რომ მათი ფასეულობების და ღირებულებების საძირკველი არასწორედაა აშენებული ის დამოკიდებულია სუპერ ყოვლისშმეძლე ღმერთზე და თუ ერთი წამით მაინც გათიშავ ამ ღმერთს მთელი მორალი როგორც უზარმაზარი შენობა ხუხულასავით ინგრევა. მე მარტივი ალტერნატივა მაქვს – უნდა გიყვარდეს, არა იმიტომ რომ რომელიმე ღმერთს ცაში ასე სურს, არამედ იმიტომ რომ სიყვარული სიამოვნებაზე მეტია.იმიტომ რომ ეს ინსტიქტია, ბედნიერების ელექსირია. რამე ყველას შეიძლება დაემართოს, მაგრამ უსიყვარულო და უღიმღამო ცხოვრებას ისევ ტკივილი ჯობს. ისევ ტრაგედია ჯობს.უნდა იყო გულისხმიერი და კეთილი არა იმიტომ რომ ღმერთს ასე სურს. არამედ იმიტომ რომ აცნობიერებ რაში მდგომარეობს კეთილდღეობის არსი. გსურს რომ ისე მოექცე სხვებს როგორც შენ გინდა რომ მოგექცნენ. როცა მთელ კაცობრიობას და სიცოცხლეს აღიქვამ ერთ ორგანიზმად, როცა მხოლოდ საკუთარი თავით არ შემოიფარგლები, მაშინ აუცილებლად ხდები ორიენტირებული აკეთო სიკეთე. თუ სიკეთე არა, ყოველშემთხვევაში ხვდები იმას თუ რატომ არ უნდა დაუშავო არავის არაფერი. რადგან უაზრობაა ერთ ორგანიზმში ერთი უჯრედი ებრძოდეს მეორეს. რატომ არ უნდა შემოიფარგლო მხოლოდ საკუთარი თავით? რატომ უნდა გათავისუფლდე მძლავრი ეგოცენტრიზმისგან? პასუხი მარტივია. შენი დრო ლიმიტირებულია. თან ძალიან მოკლეა. შენი ახალგაზრდობა და სიჯანსაღე კიდევ უფრო მოკლეა. შენ არ ხარ თვითმყოფადი არსება.არამედ დამოკიდებული ხარ მთელ სამყაროზე, დამოკიდებული ხარ ადამიანებზე და მათ კეთილდღეობაზე, შენ წარმავალი ხარ. მილიონობთ უჯრედი კვდება ყოველ დღე შენ სხეულში. 9 წლის შემდეგ კი არც ერთი ის უჯრედი არ იქნება ცოცხალი რომელიც შენ გქმნის.შენ ყოველდღე იცვლები. მხოლოდ ის ინფორმაცია რომელიც გქმნის შენ ინახება ძალიან დიდი ხნის მანძილზე და თაობიდან თაობას გადაეცემა. ეს არის გენები. მხოლოდ გენებია თითქმის უკვდავი (ჩვენი ცხოვრების ხანგრძლივობასთან შედარებით) ის რომელიც მილიონობით წელი იქნება და გადაეცემა თაობებს. თუ გადააბიჯებ “მე”-ს თვალწინ გადაგეშლება გრანდიოზული სურათი რომლის ერთი პატარა ნაწილიც ხარ. ადამიანები ყველა ერთნი ვართ. და არა მარტო ადამიანები. ყველა ცოცხალ არსებას ერთი წინაპარი გვყავს და ყველა ერთი მასალისგან ვართ ნაშენი. ამის გაცნობიერება და ცოტა ჩაღრმავება ქმნის ისეთ ფართო პერსპეტივას სადაც ბოროტება უბრალოდ უაზრობაა, სადაც ეგოცენტრიზმი არის ძალიან ვიწრო და უგუნური დამოკიდებულება. რადგან საკმარისია მთელი სერიოზულობით გაიაზრო რომ შეიძლება ხვალ უბრალოდ მიდიოდე ქუჩაში და სულ შემთხვევით მანქანა დაგეჯახოს და ზეგ უბრალოდ გაქრები. საკმარისია წარმოიდგინო რომ ხვალ დამბლა დაგემართება და მთელი ცხოვრება წოლა მოგიწევს, ლაპარაკიც აღარ შეგეძლება და განძრევაც. მაშინ მიხვდები რომ “მე’-ს დიდი პერსპეტივა არ აქვს. საკუთარი თავის განდიდებაზე მნიშვნელოვანი ის ღირებულებებია რომლებიც კაცობრიობის კეთილდღეობას ემსახურება.ეს დამოკიდებულება არ გთხოვს გმირობას. შენ შეიძლება ვერასდროს მოახდინო რიამე დიდი საქმე, მაგრამ გაცნობიერებული გექნება შენი როლი სამყაროში და ყოველშემთხვევაში დიდ უგუნურ ბოროტებაში მაინც არ ჩაყოფ ფეხს. ეს დამოკიდებულება არც იმას ნიშნავს რომ საკუთარი თავი არ უნდა გიყვარდეს ან შენი კომფორტისთვის არ უნდა ზრუნავდე. როგორ არა. შენ შენი უნდა გაისწორო, ოღონდ არა უსამართლობის ხარჯზე.ოღონდ არა ჩაგვრის ხარჯზე.
      ყველა ადამიანისთვის საჭიროა ქონდეს რაღაც წმინდა, რაღაც ეტალონი, გრძნობა იქნება თუ რწმენა. მაგრამ რა აუცილებელია ეს იყოს გამოგონილი ყოვლისშემძლე კაცი? (ვისაც როგორ უნდა ისე იყოს მარა აუცილებელია ყოვლისშემძლე ღვთაება?) ჩემთვის ეს არი ადამიანი, ხან ზოგადი და ხანაც კონკრეტული. ჩემთვის ეს არის აღფრთოვანების გრძნობა. ეს არის პერსპექტივა, რაღაც კლდის ქიმი რომლიდანაც შესანიშნავი სურათი იშლება სამყაროზე. როცა ვფიქრობ რა ელეგანტურია მთელი ეს რეალობა. საიდან მოვედით? სად წავალთ?
      რაც შეეხება წესებს და მათ წინააღმდეგ წასვლას. იგივეს ვიტყვი დაახლოებით.
      მთავარია აცნობიერებდე, რატომ არის საჭირო ესა თუ ის წესი. რისი ბალანსი დაირღვევა ამ წესის გარეშე? შენ თავადვე უნდა დააწესო რა არის შენთვის და სამყაროსთვის საჭირო, რა წესი უნდა დაიცვა და რა არა. ეს ყველაფერი განსაზღვრული უნდა იყოს პრაქტიკულობიდან,გაცნობიერებიდან და სარგებლიანობიდან გამომდინარე და არა იმიტომ რომ ვიღაც ავტორიტეტმა (ეკლესიამ ან ოჯახმა) თქვა რომ ეს ესეა და მორჩა. ბევრი რამ გამომდინარეობს ადამიანის შინაგანი ბუნებიდან და ცალსახად ძნელია თქვა – ეს საქციელი ცუდია ან კარგი. ადამიანის გონება, ცნობიერი და არაცნობიერი ძალიან რთული მექანიზმია. ყველას სხვადასხვა წარსული აქვს. ზოგი რაღაც მისი ბუნებიდან გამომდინარეობს და შეუძლებელია მოთხოვო ყველაფრის გაცნობიერება.
      წესები როცა თავს მოხვეულია ის წესები მეც მაღიზიანებს და არ ვიცავ. როცა ვაცნობიებ რომ ეს წესები მე არაფერში მარგია და საერთოდ აზრი არ აქვს. მაგრამ სხვა წესებს არ ვარღვევ იმიტომ რომ თავადვე მაქვს ჩამოყალიბებული მსოფმხედველობა რატომ არის ეს საჭირო და რა შედეგები მოსდევს ამ წესის დარღვევას. გაცნობიერება – ეს არის ყველაფრის გასაღები. უნდა გესმოდეს რა საჭიროა. თუ ეს გემის მაშინ გაქვს მორალური ღირებულებებიც. ასევე მნიშვნელოვანი იყო გახსნილი სხვისი აზრების მიმართ. ბრმად არ უნდა მიიღო ის არამედ მოუსმინო, გაანალიზო და დაფიქრდე. ეს საჭიროა იმისთვის რომ ხადახან სხვის აზრებში ისეთ საჭირო და ბრძნულ რამეს წააწყდები რაც შენ აქამდე არასდროს გიფიქრია.
      იმედია ეს კომენტარი მცირდით მაინც დაგეხმარება!

    • მართალია პოსტის ავტორს მიმართე დახმარების თხოვნით და მეც ერთ დროს დავამთავრე ამ სასიაზე კომენტარების წერა, მაგრამ სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ Follow_ს დავაჭირე დიდი ხნის წინ ამ პოსტზე და ახლა ისეთი სათხოვარი დავინახე რომ არ მინდა მხოლოდ იმას უსმინო რომ “ფასეულობები არ გაქვს, რადგან (ალბათ) თავის დროზე ჩამოყალიბებისას შენი ფასეულობები დამოკიდებული გახდა რელიგიურ წარმოდგენებზე და ღმერთზე. უმეტეს მორწმუნეთა ღირებულებები პირდაპირ დამოკიდებულია ღმერთზე. და როცა ისინი ცდილობენ განიხილონ ალტერნატივა და ერთი წამით დაუშვან რომ ღმერთი არ არსებობს.იმ წამსვე ინგრევა მთელი მათი სამყარო.” ასე თუ ისე ვიცი როგორც აზოვნებს michael ამიტომ მისი კომენტარი სრულად არ წამიკითხავს, ალაგ-ალაგ თუ გადავავლე თვალი, პირველ აბზაცს მეტწინალ. ვიცი – საკმაოდ დასაბუთებულად დაგარწმუნებს იმაში, რომ ღმერთი არ არსებობს და მეტიც – არცაა საჭირო რომ ეარსება/იარსებოს და ა.შ. გეტყვის რომ სულაც არაა სათაკილო თუ მაიმუნისგან წარმოვიშვით ანდაც უფრო მეტი – ერთი წინაპარი გვყავდა – მაგალითად მიწა ან წყალი ან რომელიმე პლანეტის ნაწილი. პლატონი არ უყვარს ალბათ თორემ “ერთი_ს” ცნებას მოიშველიებდა და მერე ადვილი იქნებოდა მისი გათეისტება.
      მოკლედ, ასეც და ისეც მე მინდა გამოგეხმაურო და ორიოდე სიტყვა გითხრა შენს პრობლემებზე.
      სხვა კითხვებსაც დიდი სიამოვნებით ვუპასუხებ, მაგრამ ჩემი უპირველესი რჩევა იქნება მოძებნო ისეთი ადამიანი, რომელთანაც პირისპირ საუბარს შეძლებ და ის კი არ იქნება არც ქრისტეს და არც ათეიზმის მქადაგებელი, არამედ აგიხსნის ორივეს თანაბარი სიდიადით.
      მოდი ასე ვქნათ. შენ ამბობ რომ პრობლემები გაქვს, მაგრამ იქნებ ეს პრობლემები კარგად უნდა გამოკვეთო, დაინახო, დაარქვა პრობლემა და მერე ებრძოლო მას? 😦
      განვმეორდები და გეტყვი, პირველი პრობლემა ისაა რომ გარშემო ვერ მონახე ადამიანი რომელსაც ამაზე ესაუბრები და არ იქნები ინტერნეტის და Google_ს ამარა, მაგრამ ეს მცირე პრობლემაა და სამომავლოდ გადავდოთ. 🙂 🙂 🙂
      სხვას რაც შეეხება:
      ერთ-ერთი პირველი რაც წავიკითხე პრობლემად: “ვერ ვიტან ვერანაირი წესების მორჩილებას, ვერც საზოგადოებაში მიღებული ქცევის ნორმებს. უფრო სწორედ, რასაც სწორად ვთვლი მხოლოდ იმას ვითვალისწინებ.” – ასე ცხოვრობ? 😦 იცი ამის მერე არ მიკვირს რომ პრობლემები გაქვს? ასე ხომ მხოლოდ ინსტიქტებზე მოაზროვნე ცხოველი ცხოვრობს? 😦
      ვკითხულობ შენს ნაწერებს და მგონია რომ ჩემი ასაკის გოგონა ხარ, 20-22 წლის… ასე იმიტომ მგონია რომ დღეს, ჩვენი თაობა ასე აზროვნებს – “ეს ჩემი აზრია, მე ეს მომწონს, მე ასე მინდა, შენ არ მოგწონს? – გაიხედე” და მსგავსი სიტყვები. ხალხნო, თათია, ჩემო კარგო ადამიანო, ნუთუ აღარ აქვს მნიშვნელობა კარგსა და ცუდს? ტყუილსა და მართალს? სიკეთეს და ბოროტებას?
      არსებობს ასეთი ფილმი – ურბალო ეჭვმიტანილები, და იქ მთავარი გმირი ფილმს ასრულებს სიტყვებით: “ეშმაკის უდიდესი ძალა იმაშია რომ სამყარო დაარწმუნოს რომ არ არსებობს… და მერე უცბად ქრება” 😦 ნუ ავდღვლიფავთ ყველაფერს ერთმანეთში.
      მეც ვყოფილვარ შენს მდგომარეობაში, მეც მითქვამს რომ – ღმერთო დავიღალე, სად ხარ აბა, რატომ არ არსებობ? გამოჩნდი. თათია მე არ გიყვები “გაბურძგნული” ადამიანების მსგავსად ქრისტეს სახელით, მე უბრალოდ მინდა გითხრა ძალიან მარტივი ჭეშმარიტება – “იძულებით ადამიანის ცხონება არ ხდება” მე ღმერთს კი ვეძახდი გამოდითქო, მაგრამ არა იმიტომ რომ ღმერთი მწყუროდა, არამედ იმიტომ რომ მენახა ის და მერე მოვშორებოდი მას, რადგან ხანდახან ყველაზე კარგი გამოსავალია თქვა – აი, ასეთი ვარ და ვისაც უნდა ნუ შემომხედავს!
      “აი, ღორი ვარ და ვიწყვები ლაფში”… ერთ კარგ წერილს გირჩევ – იოანე ოქროპირის სიტყვაა: “საერთოდ ადამიანი თუ ხარ” და_Google და იპოვი…
      იქ გაიგებ რომ არ შეიძლება “უწესოდ” ცხოვრება. იცი ქრისტე არსად არ საუბრობს სახელმწიფოზე, არც ჯარზე, არც პოლიტიკაზე, არც იმაზე რომ სახელმწიფოები უნდა არსებობდნენ. იმას რასაც დღეს ხალხი ტოლერანტობას ეძახის, ერთმანეთის პატივისცემას ეძახის, მან უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანა და დაარქვა სიყვარული! თათია – ნუ ფიქრობ რომ სიყვარული მხოლოდ მტანჯველია. ჩემო კარგო – შვილის გაჩენას ტკივილი სჭირდება, მაგრამ შვილზე დიდი ბედნიერება არაფერია. ყველა საქმეს ოფლის სჭირდება და ნუ მოვიტყუებთ თავს იმის ფიქრით რომ ხვალ მოვკვდებით რადგან შემთხვევითად დავიბადეთ… 😦
      ცოტა გადავუხვიე თემას ალბათ, მაგრამ მინდა რომ ბევრი გითხრა რადგან ვფიქრობ – ადამიანი რომ რწმენაში შეეჭვდება, იქ იწყება მისი მართლმადიდებლობისკენ შემობრუნება და თუ ამ დროს ვინმემ უთხრა რომ შეეშვი ‘მონაჩმახ ზღაპრებს ღმერთების შესახებო” ეს ძალიან ცუდი იქნება!

  13. დიდი მადლობა. სწორად გაიგეთ, ნამდვილად, ჩემი მდგომარეობა. თქვენს სიტყვებზე ვიფიქრებ. თუ რამე კითხვა გამიჩნდა, აუცილებლად დაგეკონტაქტებით :)))

  14. რისთვის დასჭირდათ ამდენი ღვთის სადიდებელი ნაშრომის შექმნა თუ ღმერთი არ არსებობს? სახარებაზე რას იტყოდით? მოგონილია ყველაფერი? თუ ეს უბრალოდ ხალხის სამართავად , ქაოსის თავიდან ასაცილებლად არის საჭირო ? როცა უარვყოფ უფლის არსებობას, მაშინვე ეგ აზრი მოდის თავში: უარვყოფ იმას, რასაც თითქმის მთელი მსოფლიო ეთაყვანება, ზოგისთვის ბუდას და ზოგისთვის ალაჰს ან უბრალოდ ღმერთს. ტყუილი ხომ მალე მჟღავნდება ხოლმე. თუ ეს ტყუილია, ამდენ საუკუნეს როგორ გაუძლო? საიქიო ცხოვრების არა, მაგრამ რაღაცნაირად რეინკარნაციის მჯერა. ამაზე რას იტყოდით?

    • რისთვის დასჭირდათ და რაიმე აზრი რომ მიეცათ ცხოვრებისთვის, მაგრამ ამას ისე ნუ წარმოიდგენ თითქოს ერთ დღეს უცებ ვინმე ჟორა ადგა და მოიგონა ყველაფერი. “მოდი ღმერთს მოვიგინებო” არა. ეს ყველაფერი ნაბიჯ ნაბიჯ (კუს ნაბიჯებით) ჩამოყალიბდა. ადამიანს უძველესი დროიდან აქვს რელიგიური შეხედულებები. გამოქვაბულის ადამიანების რელიგიური წარმოდგენები შემოიფარგლებოდა ცხოველების და ბუნებრივი მოვლენების გაღმერთებით და სხვადასხვა საგნებისთვის საკრალური მნიშვნელობის მიცემით. ისინი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ იმ საგნებს რაც მათთვის გადამწყვეტად მნიშვნელოვანი იყო.თავად დაფიქრდი რა უნდა ეფიქრა ადამიანს როცა არ იცოდა ბუნებრივი მოვლენების შესახებ. რითიმე უნდა აეხსნა, რატომ მოდის წვიმა, რატომ ელავს, რატომ კვდება ადამიანი? როცა პასუხები არ იყო. ეს საკითხები ეს უცოდინარობა რითიმე უნდა შევსებულიყო. წინააღმდეგ შემთხვევაში ადამიანის გონებრივი განვითარება საფრთხის ქვეშ იქნებოდა. ამას თვითონ ვერ აცნობიერებდა, მაგრამ ეს გენებმა და ევოლიციამ გააკეთა. ადამიანის ტვინს აქვს კარგი თვისება რაღაც (ნი პრიჩომ) საგნები დაუკავშიროს ერთმანეთს და შექმნას რაიმე ამბავი ან შეხედულება, რაც კომფორტს მოგვრის. ყველა ცოცხალი არსება კვდება. მაგრამ ეს მხოლოდ ადამიანმა გააცნობიერა. რომ ერთ დღესაც სრულიად უეცრად შეიძლება თავადაც მოკვდეს, შეიძლება კი არა დარწმუნდა რომ აუცილებლად მოკვდება. ადამიანს განვითარების იმ ეტაპზე არ შეეძლო ეს მშვიდად მიეღო. მისი ცნობიერება მისი “მე” ბრახ და გაქრა? აქ ხომ ადამიანიც ცნობიერება კრახს განიცდის და მითუმეტეს პრიმიტიულ საზოგადოებაში რომლებიც გამოქვაბულში ცხოვრობენ და მათი ტექნოლოგიური განვითარება შემოიფარგლება ჯოხებით და ქვებით. მათი ცნობიერებაც შესაბამის დონეზეა. ადამიანს ამ სიტუაციიდან გამოსვალი უნდა ეპოვნა.ასე ჩაისახა პრიმიტიული რელიგიური წარმოდგენები. მაგრამ ეს წარმოდგენები იმ დონეზე არ დარჩა რაც თავიდან იყო.კაცობრიობის განვითარების კვალდაკვალ განვიტარდა რელიგიური წარმოდგენებიც. ყველა ტომს, ეთნოსს და კულტურას თავისებურად ესმოდა. და მიაჩნდა. ამ ყველაფერს ქონდა და აქვს საუკუნეების ტრადიცია.ცხოველების ღვთაებები ჩაანაცვლა ადამიანის მსგავსმა ღვთაებებმა, შემდეგ კი ბევრი ღმერთი ერთმა უზენაესმა ღმერთმა. რელიგია უცებ არ დაბადებულა ვიღაცა ერთის თავში. ის უხსოვარი დროიდან მოდის და ეს ადამიანებს მართლა ჯეროდათ, იმიტომ რომ სხვა გამოსავალი არ ქონდათ. მათ აინტერესებდათ დიდ კითხვებზე პასუხები და სხვანაირად არ შეეძლოთ პასუხის გაცემა თუ წინაპრებს არ დაუჯერებდნენ. ის წინაპრები კიდე თავის წინაპრებს უჯერებდნენ და ა.შ სულ პირველაად რელიგიური აზრი კი ალბათ მას გაუჩნდა ვინც აზროვნება დაიწყო და უამრავ კითხვაზე პასუხი სჭირდებოდა.რისთვის დაჭირდათ ამდენი ღვთის მადიდებელი შრომა? იმისთვის რომ საკუთარი თავისთვის აეხსნათ, საიდან გავჩნდით, საიდან მოვედით და როგორ უნდა ვიცხოვროთ. მორალს რაიმე საყრდენი ჭირდებოდა. ხალხს კიდე მართვა და კონტროლი. ლიდერებმა ეს კარგად გამოიყენეს. ოღონდ მთელი ეს კონცეფციები და რელიგიური ფილოსოფია ერთი ლიდერის და ერთი წინასწარმეტყველის თავში არ დაბადებულა. რომელმაც განიზრახა რომ მოეტყუებინა მთელი მსოფლიო. არა! ეს არის ცრურწმენების, გაუგებრობების და ინფორმაციის გადაცემაში დაშვებული შეცდომების უზარმაზარი მავთულხლართი. ასევე უამრავი ადამიანის გულწრფელი რწმენის. და ზოგიერთი ლიდერის გამიზნული პოლიტიკაც.
      შენ სხვამ კითხვას “თუ ღმერთი არ არსებობს რისთვის დაჭირდათო” მერე ვინ იცის რომ არ არსებობს? არავინ. ცოდნა ღმერთის არ არსებობაბის შესახებ ან არსებობის უბრალოდ არ არსებობს. დღესაც, ათეისტებს არ გვწამს იმიტომ რომ იდეა სულელურად მიგვაჩნია. და არა იმიტომ რომ გვაქვს ფაქტი რომელიც 100%-იან რეზულტატს გვაჩვენებს,
      ეს არის რწმენის ან არ რწმენის საკთხი და არა ცოდნის. ცოდნა მის არსებობაზე (ან პირიქით) არავის აქვს.
      მორწმუნეებს წამთ იმიტომ რომ მორალი რაღაცას დაუკავშირონ,(მასზე დააშენონ) და ახსნან, ის რაც არ იციან. ეს იყო რელიგიის ფუნდამენტი ყოველთვის.
      სახარებაზე რას ვიტყოდი და არაფერს განსაკუთრებულს. ჩვეულებვრივი მითებია
      უარვყოფ იმას რასაც მთელი მსოფლიო ეთაყვანება?
      არარელიგიური ხალხის რიცხვი (ათეისტები, აგნოსტები, ინდეფერენტული ხალხი) უკვე 1,6 მილიარდია მსოფლიოში. ესეც რომ არ იყოს ჩვენი სახეობა ჰომო საპიენსი ჯერ ისევ ახალგაზრდაა, ახალგაზრდა მოაზროვნე სახეობაა. გარდატეხის ასაკი მოუწევს მალე, ჯერ მუწუკებიც არ ამოსვლია სახეზე. მაგრამ ხანდახან უკვე საკუთარ თავსაც ებრძვის. სანტა კლაუსის კიდევ სჯერა, მაგრამ ზოგჯერ ეჭვი ეპარება.ჯერ საკმარისად უნდა გაიზარდოს და დაინახოს, გაიგოს.
      ჯერ კიდევ ბევრ ადამიანს სწამს, განა იმიტომ რომ მათ აქვთ ფაქტი რომ ის არსებობს.. უბრალოდ მათ უნდათ ახსნან ის რაც არ იციან და ამისთვის სწორი გზაც არ იციან სად უნდა ეძებონ. ჯერ კიდევ ბევრ ადამიანს სწამს იმიტომ რომ ეძებენ შინაგან კომფორტს, სიმშვიდეს. იმიტომ რომ ბავშვობაში ჩააგონეს “ეს ასეა” იმიტომ რომ ამ საკითზე კითხვების დასმა აუკრძალეს ან დააშინეს ჯოჯოხეთით. ჩაუკლეს ცნობისმოყავრეობა და ასწავლეს ავტორიტეტების დაჯერება. ბევრ ადამიანს წამს იმიტომ რომ მის გარშემო ყველას წამს და ისიც საზოგადოებას მიყვება ფეხდაფეხ. მეზობელს წამს, ნათესავს წამს. დედას და მამას წამს. ე.ი კარგი პონტია. ბევრ ადამიანს წამს იმიტომ რომ არ გააჩნია საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ელემენტარული ცოდნა და ღმერთის გარეშე ვერაფრით პასუხსობს საიდან შეიძლება გაჩენილიყო დედამიწა და ადამიანი. ბევრ ადამიანს წამს იმიტომ რომ რელიგიური ლიდერები მართავენ მათ ცხოვრებას. ბევრ წამს იმიტომ რომ რაღაც აკლია, არ იცის რა არის ეს და იოლ გადაწყვეტას სთავაზობს ეკლესია- შენ არ იფიქრო – მე ვიფიქრებ შენს მაგივრად. შენ უბრალოდ უნდა გადაყლაპო ის ლუკმა რომელსაც მოგაწვდი. .რელიგიური დამოკიდებულებები იმიტომ იყო ყოველთვის ძლიერი რომ ადამიანური სისუსტეების სადავეები ყოველთვის ხელთ ქონდა. რელიგიური მარკეტინგი უძლიერესი იყო.და ზოგიერთ ადგილას დღემდე უაღესად წარმატებულია. მან იცის როგორ და რა დაპირდეს ადამიანს, როგორ დააშინოს და მართოს.იგივენაირად კარგ რეკლამას შეუძლია სრულიად უვარგისი საქონელი წარმატებით გაასაღოს. მითუმეტეს თუ ეს საქონელი რეალური საგანი არაა და მხოლოდ სიკვდილის მერე გპირდება რააღაცებს. პასუხსაც ვერავინ მოგთხოვს. ჯერ არავინ აღმდგარა მკვდრეთით. ასე რომ საიმედო ბიზნესია.

    • რაც შეეხება წიგნებს! 😦 აქ michael_ს ვეთანხმები… წიგნები არაა ხალხის “დასაბოლებლად” შექმნილი, არც მხოლოდ სადიდებლად. ესაა ზოგჯერ შემოქმედება და ზოგჯერ ის – რასაც ახლა ჩვენ ვაკეთებთ – ვწერთ ერთმანეთს წერილებს და ჩვენს აზრებს ვუზიარებთ. ასე დაიწერა ეპისტოლეები, ასე დაიწერა სახარებაც კი. როცა ადამიანური რესურსი ილევა ინტელექტის გადასატანად, საჭიროა სხვა მოიძებნოს. როგორ იწერებოდა ამას სხვა ახსნა აქვს, ძალიან დიდი და ახლა ეს შორს წაგვიყვანს, თუმცა მიზეზი მართლაც ერთია და ძალიან ადამიანური.
      თათია შენ რომ რაღაც გიხარია ცდილობ სხვასაც გაანდო და სხვაც გააახარო, ესაა სიყვარული, ესაა თეიზმი, ესაა ქრისტიანობა, სწორედ ამიტომ ყველას ვერ ეტყოდნენ მახარებლები, ყველას ვერ დაელაპარაკებოდნენ, ამიტომ წერდნენ იმას რასაც ხედავდნენ და ესმოდათ…
      აუხ, რამდენს ვილაპარაკებდი შენთან და როგორი დიდი სიამოვნებით, რადგან ვიმეორებ – თუ ეჭვი არ შეეპარა ადამიანს ისე დაემსგავსება რობოტს რომელიც მუშაობს პროგრამით – ბიბლია, ყურანი, რომელიმე პიტაკა თუ სხვა… 😦

  15. რამდენი გაქვთ ნაფიქრი… ყველაფერი გააზრებული… მშვენიერია… და ბოლოს, მოკლედ ძნელია მაგრამ შეგიძლიათ მითხრათ, როგორ დავიწყო ცხოვრება, რითი დავიწყო ამ მდგომარეობიდან გამოსვლა? როგორ ჩამოვაყალიბო ჩემი პერსონა თავისი ღირებულებებითა და პრინციპებით? როგორ ვისწავლო ცხოვრება მხოლოდ საკუთარი თავის იმედად(ღმერთის გარეშე ყოფნას ვგულისხმობ) ?

  16. და კიდევ, ასტროლოგიაზე რა აზრის ხართ? არა ყოველდღიურ ტყუილებზე რასაც ბიზნესისვის იყენებენ, არამედ იმაზე, რომ დაბადების დრო და ადგილი განსაზღვრავს ამ ადამიანის ხასიათის შტრიხებს?

    • არა არა, დასაბნევი არაფერია! 😦
      თათია – მეცნიერება და რელიგია რომ ერთ საქმეს ემსახურება ამაზე ყველა დიდი მეცნიერი წერს. ორივეს უნდა სამყაროს შეცნობა, მაგრამ ორი სხვადასხვა გზაა და რომელია აქედან ჭეშმარიტი?
      ოქროს კვეთა – მათი თანხვედრა!!!
      თათია, იქ სადაც მეცნიერება უძლურია საჭიროა მისტიკა, მაგრამ თუკი ყველაფერს აგიხსნი მისტიკით, ხვალვე მომიბრუნდები და მეტყვი – შენ ვერ ხარ დალაგებულებიო.
      რელიგია და უმთავრესად ქრისტიანობა შედგება სამი ნაწილისგან – ესაა დოგმატიკა, ეთიკა და მისტიკა. რომელიმეს მოკლება ან გადამეტება ეს უკვე დარღვევაა, როგორც საჭმელს სჭირდება ინგრედინეტების ზუსტი დოზა კარგი გემოსთვის.
      შესაძლოა კანონებმა მართლაც გვაცხოვროს მაღალ დონეზე, მაგრამ ის ეთიკას და ზნეობას ვერ გასწავლის, მაგრამ ვერცერთის მაღალ დონეზე შესრულება მისტიური ნაწილის ამოხსნაში ვერ დაგეხმარება და ამ უკანასკნელის გარეშე ვერ გაუგებ ამ სამყაროს და პასუხი გექნება ასეთი – უბრალოდ ასეა მოწყობილი, შემთხვევითად. (ეს კი იმას ჰგავს რომ პილატესავით ხელები დაიბანო და სირაქლემასავით თავი ჩარგო სილაში და ამით ინებივრო, თავი დაიმშვიდო).
      მოდი გკითხავ, რა მოხდა? ერთ დღეს გაიღვიძე და მოგინდა შენი არსი გეპოვა ამ ცხოვრებაში? 😦 ეს ასე მარტივი არაა თათი. ჯერ უნდა დაუკვირდე მცირე მისწრაფებებს – რა გინდა?! მერე რატომ გინდა?! და მერე მოარგო ეს დოგმატიკას და ეთიკას, იმას რაზეც michael საუბრობდა რომ სხვა ადამიანს პატივი უნდა სცე. მოდი იქნებ უფრო შორსაც წახვიდე და მათი სიყვარული ისწავლო. კიდევ ვიმეორებ, მხოლოდ ეს ორი (ეთიკა და დოგმატიკა) ვერ დაგეხმარება რადგან ვერ გაიგებ ეთიკით და დოგმატიკით ანდა მეცნიერებით იმას, მაგალითად: რა არის სიყვარული და რატომ კვდება ადამიანი სიყვარულისთვის! 😦
      და კიდევ სხვა მრავალი რამის თქმა მინდა…

      • როგორ ხარ ძველო ოპონენტო? 😀
        მოკლედ ვიტყვი რომ მისტიკა საერთოდ არაა საჭირო, რადგან ის ფუჭი ილუზიების დაბადებას უწყობს ხელს.
        მაგრამ მე არ ვქადაგებ არაფერს. დაე თათია თავად დაფიქრდეს და გადაწყვიტოს.
        თუ კარგად წაიკითავ ჩემ კომენტარს მე მარტო პატივისცემაზე არ ვსაუბრობ, სიყვარულზეც ვსაუბრობ რადგან ის სიამოვნებაზე და მშვენიერებაზე მეტია და ნამდვილად ღირს ცხოვრება სიყვარულის გამო.
        ჰო კიდევ მეცნიერება ვერ გასწავლის მორალს კარგს და ცუდს, თუ მას როგორც მშრალ ფაქტებს შეისწავლი. მაგრამ მას შეუძლია მოიტანოს ისეთი პერსპეტივა სადაც პეპელაც კი საოცრებაა. მერე ასეთი ადამიანი არ შეიძლება იყოს ბოროტი და მავნე.ასეთი პერსპეტივიდან ყველაფერი ლამაზია.

      • 3-4 წელია ეს ქაოსი მაქვს თავში. მენატრება ის ბავშვური რწმენა, ტყუილსაც რომ ვერ ვამბობდი ღმერთს ეწყინება მეთქი. იმიტომ მენატრება, რომ მაშინ ამ საკითხზე აღარ ვფიქრობდი ბევრს, და ცხოვრებაშიც ყველანაირად წარმატებული ვიყავი. რაც ეს დილემა დადგა ჩემს წინაშე, მის მერე უკან-უკან წავედი, მოტივაცია დავკარგე საკუთარი ძალების რწმენა. არავის მიმართ ვალდებულად არ ვგრძნობ თავს, არც თავს ვიმართლებ ხოლმე, მნიშვნელობა არ აქვს რას გავაკეთებ, რადგან ეს მაშინ მინდოდა როცა გავაკეთე. თუმცა საბოლოოდ, წყალწაღებულად ვგრძნობ თავს(ინტელექტუალურადაც ვეღარ ვვითარდები). ადრე არ ვიყავი ასე, მაგრამ ეხლა როცა კი მიცდია დამეჯერებინა თავი უფლის არსებობაში და მისი მითითებების მიხედვით მეცხოვრა, ვგრძნობდი რომ ეს მე არ ვიყავი, თითქოს ხელოვნურად ვასრულებდი რაღაცებს. ეს მერე იმდენად მზღუდავდა რომ ერტ დღეს რადიკალურად ვცვლიდი ცხოვრებას, ყველანაირ ცოდვას ვიდენდი,რასაც ჰქვია. თუ გაქვთ სურვილი ჩემიი დახმარების, შეგიძლიათ მეილზე დამიკავშირდეთ 😦 jiglajo@rambler.ru

      • ჰოოოოო… ბავშვობა უდარდელია თათია! გარდატეხის ასაკი ხომ არ გაქვს? 🙂 თითქოს ცხოვრებისეული პასუხისმგებლობების გეშინია… ეს არ არის რელიგიის ანდა ათეიზმის ბრალი…
        ხომ ხედავ michael ამბობს ათეისტი ვარო მაგრამ ის გესაუბრება მორალზე, ის გესაუბრება ღირებულებებზე და მართალიცაა, მათ გარეშე ვერ იცხოვრებ ჩემო კარგო. ის გეტყვის რომ სამყარო გენიალურადაა მოწყობილი და აქ ყველა თანაბარია და ის მართალიცაა, ყველა ადამიანი თანაბარია კაცის და უფლის წინაშე, მაგრამ ის უფრო მაღალზე ვერ დაგელაპარაკება და ვერ გიპასუხებს კითხავზე – რატომ? (განა არ შეუძლია, უბრალოდ არ უნდა, რადგან ამ მაღალს ღმერთი ჰქვია, ეს კი მისთვის ზღაპრებია).
        ის ფაქტი რომ ბავშვივით ყველაფერს ღმერთს ან შენს თავს არ აბრალებ, ეს კარგია. მესამედ ვამბობ – ეჭვი თუ არ შეგეპარა ღმერთში, ან თავად ღმერთი ხარ, ან კიდე ვერ აზროვნებ და თუ ვერ აზროვნებ ვერც პიროვნება და ქრისტიანები ვერ იქნები. ასე რომ ეჭვები ნუ გაშინებს, გამოსავალი კი – “ყველაფრის შემთხვევითობაში” სულაც არაა… 🙂

      • კიდევ ერთ პატარა რჩევას მოგცემ თათია.
        სწავლა -ეს ყველაზე კარგი გამოსვალია. ეძებე პასუხები ყველგან, რელიგიაშიც და მეცნიერებაშიც.
        და თავად გადაწყვიტე ყველაფერი.
        მთავარია იყო ობიექტური და მიიღებ იმ პასუხს რაც ყველაზე ახლოს იქნება სიმართლესთან. შეიძლება არ დაგაკმაყოფილოს პასუხმა, მაგრამ ერთი იცოდე სამყარო აუცილებელი არაა ისე იყოს მოწყობილი როგორც შენ გინდა.
        მთავარია ისეთ სამყაროში როგორიც ის სინამდვილეშია მოძებნო შენი კალაპოტი.
        ამ ყველაფრის ფარდოდ გაცნობიერება დაგანახებს შენს პირად გზასაც,

      • 19ის ვარ, კი, პასუხისმგებლობის მეშინია 😦 იმდენად რომ ერთ დროს ძალიან აქტიური ადამიანი, ძალიან პასიური გავხდი 😦 იმედია დამეკონტაქტები

      • michael მგონი სასწაულებისაც არ გჯერა ხომ? 🙂 აი, მეკი მჯერა და პირველად შენს სრულ კომენტარს ვეთანხმები 100_ვე პროცენტით…
        აზროვნება და არჩევანი თათიას პიროვნული აქტია და იქ, ლოგიკა და სწავლა საუკეთესო დამხმარეა!

    • michale ჯერ კიდევ ადრე გეუბნებოდი რომ შენგან ქრისტიანობამდე სულ მცირე ნაბიჯი იყო, რომელსაც არაფრის დიდებით არ დგამ… 🙂 🙂
      სიყვარულზე მესაუბრები და ნუთუ ეს არაა მისტიკა? 🙂 ნუთუ ის არაა მეცნიერებისთვისაც კი ენით გამოუთქმელი განცდა? 🙂 არის.
      პეპელა რომ საოცრებაა ამაში სწორედ მეცნიერება მჭირდება და მეხმარება.
      გეთანხმები, მეცნიერება მშრალი ფაქტებია, უსულო, მეკი მათ სიცოცხლეს ვძენ როცა ვიწყებ მათ რელიგიაში თანხვედრას!

      • უიმე არა. ნებისმიერი რელიგია ჩემი აზრით არის ტვინის რაღაც ნაწილის ამოკვეთა, მაგალითად მარცხენა ნახევარსფეროსი რომელიც პასუხისმგებელია ლოგიკაზე და რაციონალურ განსჯაზე.
        (ჩემ თავზე ვამბობ, არავის წყენინება არ მინდა)
        სიყვარული არაა მისტიკა. სიმშვენიერეს მისტიკა არ ქმნის. სიმშვენიერეს ქმნის ჩვენი ხვეული ნეირონები ტვინში. ამით სულაც არ კნინდება ის. პირიქით.
        რელიგიაში თანხვედრა?
        არ მესმის რაზე ლაპარაკობ
        და მართალი გითხრა ამაზე უსასრულო კამათიც ძალიან ძალიან მეზარება.

      • სწორედ ამიტომ არ გეკამათები.
        რას ვგულისხმობ და იმას, რომ მინდა შენი მშრალი მეცნიერება გავაცოცხლო სიყვარული მარტო ნეირონების “რაღაც” კი არ იყოს, (ან არის ან არა) არამედ განცდა, გრძნობა, ენით გამოუთქმილე რაღაც, რაც აღამტებულია და “ტვინის მარცხენა ჰემისფეროში” ვერ ეტევა.

      • მეცნიერება ისედაც ცოცხალია. მე წეღან მხოლოდ ის ვთქვი რომ შენ შეგიძლია ის ისწავლო როგორც მშრალი ფაქტები, თუ მხოლოდ ინფორმაციას იმახსოვრებ. მაგრამ თუ ანალიზსაც უკეთებ მას მოაქვს ფართო პერსპექტივა. სიყვარული არის კიდეც განცდა, მაგრამ შენდა სამწუხაროდ ტვინში ეტევა.
        სამაგიეროდ შენ საკუთარ სამყაროში შეგიძლია მიანიჭო იმხელა მნიშვნელობა რომ სხვა ვერც კი გაწვდეს.

  17. ასტროლოგიით დავიწყებ.
    ჩემი აზრით რელიგია და ასტროლოგია ძალიან გავს ერთმანეთს.
    არანაირი მეცნიერული ფაქტი და სიცხადე მხარს არ უჭერს ასტროლოგიას. ასტროლოგია არის ფსევდო მეცნიერება. რომელიც ძველ წარმოდგენებს ეფუძნება და არა გადამოწმებად ფაქტებს.
    ეს არის მისტიფიცირებლი საკრალური რწმენა რომ დაბადების დგილი და დრო რაიმეს განსაზღვრავს. მეცნიერება ასეთ რამეს არ ცნობს. პლანეტებს და ვარსკვლავებს არანაირი გავლენა არ აქვს ადამიანის დაბადებისას. მითუმეტეს ვერ იქონიებს გავლენას პლანეტა ადამიანის პირად ხასიათსა და ბედზე. ეს ყოველგვარ საღ აზრს ცდება. ეს რწმენები კიდევ ერთი მაგალითია იმისა რომ უსუსურ ადამიანს უნდა რომ მთელმა სამყარომ მის გარშემო იტრიალოს. რომ მომავალი დაინახოს. ცოტა მაინც იცოდეს რა მოელის. რაღაც უცნაურ ფაქტებს ახსნა მოიძებნოს. ზუსტად იგივე მიზეზის გამო არსებობს ასტროლოგია რა მიზეზითაც არსებობს რელიგია. ზუსტად იგივე ტვინი აკავშირებს სხვადასხვა მოვლენებს რომ შეიქმნას კომფორტი.
    ასტროლოგია წარმოიშვა მაშინ როცა ადამიანებმა ზეცას დაუწყეს ცქერა.ამას პრაქტიკული მიზეზიც ქონდა. ისინი ითვლიდნენ კალენდარს და სეზონებს, ვარსკვლავების მეშვეობით. ვარსკვლავები ეხმარებოდა მათ ნავიგაციაში. მოსავლის აღების სეზონს იგებდნენ მათი მეშვეობით. მაგრამ დავუშვათ რომელიმე კომეტის გამოჩენისას ან რომელიმე თანავარსკვლავის მიახლოებისას რომელიმე პლანეტასთან მოხდა ცუდი ამბავი და ტომის ბელადი დაიღუპა? ეს ხომ ცუდის ნიშანია. ვარსკვლავები და ციური სხეულები ხომ რაღაც საკრლურს, იმქვეყნიურს და ღვთაებრივს უკავშირდებოდა მაშინ. ჰოდა თუ ამა და ამ დროს მოკვდა ბელადი ზნაჩით რაღაც მესიჯია ცაში. ასე წარმოიშვა ეს პლანეტა ამ თანავარსკვლავედთან ნიშნავს ცუდს. ის კიდე კარგს. საუკუნეების მანძილზე ასტროლოგია ავიდა მეცნიერების რანგში. მაგრამ თანამედროვე ერაში რაციონალური აზრი გაემიჯნა მას. მიმდევრები კიდევ ყავს მაგრამ არც ერთი ნამდვილი მეცნიერი არ განიხილავს ასტროლოგიას სერიოზულად. ეს არის ისეთივე სახის მისტიკა როგორც რელიგია. აბსოლიტურად მოკლებული ფაქტებს და მეცნიერულ სიცხადეს.ასტროლოგიის სიმცდარეს ელემენტარულად ისიც ამტკიცებს რომ დედამიწა სამყაროს ცენტრში არ მდებარეობს.თუნდაც ისიც რომ მზე პლანეტა არაა.არადა ასტროლოგიაში მზე პლანეტაა და დედამიწა არა. დედამიწა ასტროლოგიის მიხედვით სამყაროს ცენტრია. თუნდაც ისიც რომ თანავარსკვლავედები არის უბრალოდ ილუზია, იგივე ნაირად შეგიძლია გარე განათების ლამპების ჯგუფი მიამგვანო რაიმე ფიგურას ერთი კონკრეტული წერტილიდან, მაგრამ თუ სხვა კუთხიდან შეხედავ ის ფიგურა გაქრება და შეიძლება სხვა ფიგურა მოგეჩვენოს. იგივე პრინციპით კოსმოსში თუ შორს წახვალ მშვიდოსანი სულაც აღარ იქნება მშვილდოსანი.და ა.შ.
    რაც შეეხება შენ მდგომარეობას
    მე მგონია რომ უნდა იფიქრო. განსაზღვრო შენი არსებობის მიზანი. აზრი. არსებობის ცხოვრების და ყველაფრის მიზეზი სადმე არ კიდია ცაში. ეს შენი განსასაზღვრია. იგივე ეხება მორალს და საერთოდ მსოფმხედველობას.ამის უნივერსალური რეცეპტი არ არსებობს. რადგან ადამიანი ძალიან რთული მექანიზმია. ჩემი აზრით მთავარი გაცნობიერებაა. და მნიშვნელოვანია სამყაროს აღქმა რეალურ ფაქტებზე დამყარებული.. ამაზე უფრო დეტალური რჩევა უცნობისადმი ცოტა არ იყოს ძნელია.
    მთავარია ეცადო სხვადასხვა პერპექტივიდან შეხედო მოვლენებს.
    წარმატებებს გისურვებ!

  18. LsHისა, არ მინდა ბრმად მჯეროდეს, მხოლოდ იმიტომ რომ ასე ცხოვრება უფრო მარტივია და დაცულობის შეგრძნება მოაქვს. მაქვს მძაფრი მოთხოვნილება იმისა, რომ ვიყო დამოუკიდებელი მოაზროვნე ინდივიდი და რელიგია ინდივდუალობის შეზღუდვად უფრო მესახება. მინდა ჩემი პრინციპით ვიყო კეთილი და შრომისმოყვარე და არაიმიტომ რომ თუ ასე არ ვიქნები, ჯოჯოხეთში მოვხვდები. ეს ზედმეტად ბავშვურია ჩემს წარმოსახვაში, თუ რამეს დააშავებ რომ გცემენ. ბევრ რაღაცას მიკრძალავს თითქოს რელიგიური ცხოვრება. ვეძებ თავისუფლებას, უსაზვროს. რამდენჯერმე მიფიქრია კიდეც რომ ასეთი თავისუფლების მიღწევა მმხოლოდ სიკვდილით შიძლება მეთქი. არ ვიცი რა მჭირს, ძალიან არეული ვარ, დაბნეული, ხან აგრესიული, ხან დეპრესიული, დამღალა ამ გაურკვევლობამ 😦

    • კიდევ ვიმეორებ. თავისუფლება რისი? 😦 სხეულის? მისწრაფებების? ვნების?
      არავინ გეუბნება მონაზონი იყავიო და სექსი არ გქონდესო, მაგრამ ვერც იმას გეტყვის ადამიანის მოყვარე სხვა ადამიანი, რომ ყოველ დღე, ყველა გამვლელ ბიჭთან რომელიც კი მოგეწონება ეს აკეთეო. ნუთუ შენ ასეთ რამეს უსურვებ სხვას? 😦
      “ინდივიდუალურობის შემზღუდველი” – ცუდად გესმის.
      (აუხ, რამდენი კომენტარია, არ ვიცი მაილით მიმოწერა ხომ არ ჯობს).
      კარგი, ასე გეტყვი. რელიგია და ამ შემთხვევაში ქრისტიანობა არათუ არ ზღუდავს ინდივიდუალურობისგან, არამედ პირიქით – მას აძლევს გასაქანს.
      სწორედ შენი პიროვნული აქტი და გადაწყვეტილებაა მთავარი შენს ცხოვრებაში და სარწმუნოების მხრივ – შენს ცხონებაშიც და არა სხვისი. მაგრამ თუ ახლა იმას მეტყვი რომ სწვალ არ გინდა და ყველაფერი შენშია, ეს ნამეტანი ხმამაღალი განცხადებაა თათია. სულ მარტივი რომ გითხრა – დანა/ჩანგალი ხომ ვიღაცამ დაგაჭერინა სწორად? ასეა რელიგიაშიც, ასეა ცხოვრებაშიც, ეს ისწავლება სწორედ ეთიკით და დოგმატიკით. მაგრამ ვიმეორებ, გასაკეთებელი თავიდან ბოლომდე შენია, შენი ინდივიდუალური, პიროვნული აქტი და დამოკიდებულება! მამაჩემის წმინდანობა მე ვერ მაცხონებს, თორემ ყველას წინაპარი ადამი იყო რომელიც ცხონდა, (ქრისტიანული მოძღვრების შესაბამისად).
      და კიდევ, რომელი ცხოვრებაა მარტივი – ქრისტიანობა? 😦 ისევ არ გესმის სწორად. თათია სად ნახე მარტივი ქრისტიანობა? 🙂 იმედია იმათ არ გულისხმობ რომლებიც მუდამ ეკლესიაში დგანან და ვერ არჩევენ წირვას-ლოცვისგან, მაგრამ მეორე მხრივ ვინმემ თუ პატრიარქის სახელი ოდნავ უარყოფით კონტექსტში ახსენა ჯოჯოხეთში გაუშვებენ, ანდა ცხვირ-პირს დაუნაყავენ ქრისტეს სახელით. მათთვის კი, შეიძლება მარტივია ქრისტიანული ცხოვრება.
      ასე არ არის ჩემო კარგო, პირიქით, ქრისტიანობაში იმდენი რამ გაქვს გასაანალიზებელი, იმდენი რამ გაქვს მოსათოკი, იმდენი რამ გაქვს სასწავლი, რომელიც სულაც არაა სათაკილო, იმდენი გმართებს გამოწრთვნა და პიროვნული გადაწყვეტილებების მიღება, რომ სწორედ ისაა ბრძოლის რელიგია, სწორედ ამ ბრძოლაში გამარჯვებას მოაქვს სიხარული, ამ პასუხისმგებლობის აღსრულებაშია ნეტარება და კიდევ მრავალი სხვა…
      მოკლედ, წარმატებებს გისურვებ მეც michael_ვით და იმედია ჭეშმარიტი ქრისტიანი იქნები, გააზრებული რელიგიით.
      თუ რამე შემიძლია, არ დაგზარდები.
      აბა შენ იცი!

  19. lshisa-ს უწერია რო ეს საოცრება როგორიც სამყაროა ასეთი რთული და დაუჯერებელი რამ რომლის შექმნის წარმოდგენაცკი არგვაქ როგორ შეიქმნა ეს შექმნა ღმერთმა. იმიტო რო თავისითავათ ფაქტიურად შეუდზლებლათ მიაჩნია ყველა მოაზროვნე ადამიანს სამყაროს შექმნა. მაგრა მგონი ისეთი რამის შექმნა უფრო გასაკვირია როგორსაც ღმერთს აღწერს ბიბლია რომელმაც თქვა შექმნა ცა და მიწა და თქვა ყოს ნათელი და იქმნა ნათელი ასე მარტივათ და თავისთავათ გაჩნდა მზე რო ყოფილიყო ნათელი :დ როგორც ჩანს მარტივი ყოფილა მერე ბნელიც მოინდომა და მაგიტო შეიქმნა დედამიწის ბრუნვის სისტემა და შექმნა ადამიანი თიხისგან და სულიც ჩაუნერგა მგონი მაგეთი რამის შექმნა უფრო საოცრებაა რომელიც სულ რაგაც 6 დგეში ყველაფერს შექმნის ვიდრე ის რო სამყარო მილიარდობით წლები იქმნებოდა თავისით არის ისეთი ქვები ადამიანის სახესაც მიამაგავსებ და ამის შექმნას დიდი დრო და შემთხვევა უნდა ასე რომ მგონია რო უფრო შეიდზლება ეს ყველაფერი ასე ნელნელა შეიქმა ვიდრე ისეთი სასწაული როგორიც არი გმერთი და დაჟე სატანაც :დ ბიბლია დზველი მოცლილი ადამიანის ნაწერს უფრო გავს რო გადახედო ვიდრე ღმერთისას მე ასე მგონია ღმერთი რო არსებობდეს არ დაიმალებოდა და მილიონში ერთ ადამიანს არგამოეცხადებოდა ეს უბრალოთ ადამიანის ილუზიის ნაყოფია მე ვერ დავამტკიცებ სამყარო როგორ შეიქმნა ამიტომ ვერც ღმერთს დავაბრალებ და ვერც ვიტყვი რო მეცნიერები სწორენი არიან მაგრამ მე უფრო მგონია რო მეცნიერები სწორენი არიან მითუმეტეს რო დზველმა მეცნიერებმა იმდენი რამე თქვეს და დგეს ბავშვიც ხვდება რო უაზრობაა ასევე სარწმუნოებებმაც იმდენი რამე არმომხდარა რაც თქვეს ვერდათვლი ასერომ ჯობია საკუტარი აზრები დაიჯეროთ გმერთის შექმნილიც რო იყვეს ეა არამართლებს სარწმუნოების შორის ომებს თუ ღმერთს ასე მარტივათ შეუდზლია ყველაფერი იმასაც შედზლებს შე რო იაგოველი ან ბუდისტი არმოკლა ჩემი რატო არგჯერაო თვიტონ მიხ
    ედოს თავს და საქართველოში ზოგზოგიერთს ქრისტიანობა ისეთი რამე გონია რო თუ გულზე ჯვარი არეხატება და არეკიდება ჯვარი მაგარი ბიჭი არარი და ვისაც ჯვარი აქ და მონათლულიც არი მაგარი ბიჭია თუ ქრისტეზეა ლაპარაკი და ქრისტიანი ხარ ქრისტე არც შურს იდზიებდა არც არავის ჩაგრავდა არც გაურბოდა ისე ვერგახდები ქრისტიანი თუ გარეთ საქმეებს არჩევ სკოლაში სუსტს ჩაგრავ და ეკლესიაშიც დადიხარ და თავი მაგარი ბიჭი გგონია ეს აფსურდია და ეს იმაზე მიუთიტებს რო გმერთი კიარ გწამს გინდა რო გწამდეს და უბრალოთ ყველაფერი გკიდია და მაგარბიჭობიდან რო არჩამოვარდე და ნამდვილი ქართველი გეწოდოს ინათლები ღვინოსაც სვავ და ჯვასაც იკიდავ მაგრამ ტყუილა ყველა ადამიანი ერთი ქართველიც და რუსიც და საქარტველო მარტო სახელია და შეილებოდა თურქეთიც საქარტველო ყოფილიყო მაგარი განვიტარება და იარგაი რო გვქონებოდა;დ;დ;დ;დ ან ყველა ღმერთმა შეგვქმნა ან დრომ უბრალოთ ტყუილა ჭამენ ერთმანეთს ქრისტიანები იაგოველები მუსლუმანები ბუდისტები და ა.შ დზველ კინოებშიროა ბრდზოლა ქრისტესთვის ეგ ტყუილია ქრისტესთვის კიარა მიწისთვის და დზალაუფლებისთვის ხოცავდნენ საწყალ ხალხს

    • მხოლოდ იმიტომ დავაჭირე Reply_ს, რომ პირველივე სიტვყა ჩემი ავატარის სახელს ასახავდა.
      ბესო, როგორც მივხვდი სკოლის მოსწავლე ხარ და პირველი თხოვნა კი მექნება ის, რომ სასვენი ნიშნების გამოყენება, ნაწერის გადახედვა და შესწორება ისწავლო. არ არის აუცილებელი ისეთი თემატიკის პრობლემებზე იფიქრო როგორიცაა რელიგიური, ასაკობრივი, სქესობრივი დაპირისპირებები, შემდეგ მორალიც წაუკითხო საზოგადოებას და სანაცვლოდ საკუთარი ნაწერის შესწორებაზე არ უზრუნო და ნათითხნი წააკითხო ბლოგის ავტორს და კომენტარის ადრესატს. სხვა დანარჩენზე უბრალოდ არ გიპასუხებ, ვინაიდან სკოლას რომ დაამთავრებ იმედია რომელიმე მეცნიერებას დაეუფლები და მიხვდები, რომ ყველაფერი ისე “ქარაფშუტულად” არ არის ამ სამყაროში, როგორც ეს შენს კომენტარშია.
      წარმატებას გისურვებ ბიბლიური ანდა მეცნიერული კოსმოგონიის შესწავლაში. 🙂
      თუ რაიმეთი შევძლებ, მეც დაგეხმარები…
      კეთილის სურვილებით LsHისა… 🙂

  20. თავად ის ფაქტიც კი საშინელი იქნებოდა, რომ ვიღაცის ან რაღაცის წინაშე უსუსური იქნებოდი და საშინლად უსამართლოა. კიდე კარგი ღმერთი არ არსებობს. უბრალოდ ის მაკვირვებს ამ უსუსურობას როგორ ეგუებიან მორწმუნეები

Leave a reply to ლევანი კომენტარის გაუქმება