რომეო, ჯულიეტა, მიჩიო და უცხოპლანეტელები

გამარჯობა მკითველო! იმდენი ხანია აღარ დამიწერია რომ ცოტა უხერხულადაც კი ვგრძნობ თავს. რთული პერიოდი მაქვს,  შთაგონებამ მიმატოვა და ვეღარ ვწერდი ვერაფერს, რამდენჯერმე გავხსენი ფანჯარა „New Post” მაგრამ არაფერი გამოვიდა. ისევე დავხურე ცარიელი, Word count: 0, (რამდენი სიტყვაა უკვე, ასე რომ იმედია ამ პოსტს ბოლომდე მივიყვან)

მოკლედ რა გითხრათ ახალი? 1 თვეა უკვე მოწყენილი ვზივარ კომპიუტერთან და აღარ ვიცი რა გავაკეთო. იყო დღეები როცა არაფერს ვაკეთებდი საერთოდ. უფროსწორად ვერაფერს. წარმოიდგინეთ კომპიუტერიდან მრავალფეროვანი ინფორმაციის მიღების ნაცვლად მხოლოდ ფეისბუქს არეფრეშებ და ისიც კი გეზარება მეგობრებს რამე დაუკომენტარო.

აი რას ვაკეთებდი ბოლო 1 თვე:

კოსმოსი?? -მეზარება, რაღაც ახალი მინდა დასაწერად, რაიმე განსაკუთრებული ინფორმაცია არ შემხვედრია, ისევ ძველ გადაღეჭილ გადაცემებს ვუყურებ, იუთუბზე მაქვს შენახული ფავორიტი გადაცემების ვიდეოები ჩავრთავ და ვუსმენ ათასჯერ გადაღეჭილ თემებს რომლშიც ყოველი სიტყვა ზეპირად ვიცი. “აი ახლა მიჩიო ამას იტყვის” გეცოდინებათ დოქტორი მიჩიო კაკუ, სამეცნიერო ტელეარხების და Sci-fi გადაცემების “დუტაა”

მიჩიო ცივილიზაციის განვითარების ეტაპებზე, ძალიან საინტერესოდ წარმოგვიდგენს ცივილიზაციის განვითარების შემდგომ საფეხურებს.

ძველი ცივილიზაციები?? – პრე ასტრონავტიკამ გამიტაცა ბოლო დროს, საინტერესო რამეები წავიკითხე პრეისტორიული ასტრონავტის თეორიაზე, ჰო History Channel-ის ახალი გადაცემაც მივუმატე იუთუბის კოლექციას Ancient Aliens, იგივე თემაზე, საინტერესო თეოირაა სხვათაშორის, თუმცა ძალიან ფანტასტიკურად და ზოგჯერ დაუჯერებლადაც ჟღერს.

შეგიძლიათ უყუროთ 9-ვე ნაწილს ვიდეოს დამთავრებისას ავტომატურად გამოჩნდება მეორე ნაწილი (part 2) შემდეგ მესამე და ა.შ…

მაგრამ ბევრი საინტერესო და უცნაური ფაქტი არსებობს რომელიც ნამდვილად არ ჯდება ჩვენთვის ნაცნობ კაცობრიობის ისტორიაში. და თუ ღმერთები მართლაც უცხოპლანეტელები იყვნენ მაშინ ჩვენი ისტორია ბევრად უფრო საოცარია ვიდრე გვგონია. საინტერესოა მაგრამ ამაზე იმდენი ინფორმაციია თუნდაც Ancient Aliens-ის გადაცემათა სერიებში, ან იმ წიგნში რომელიც ამაზე წავიკითხე, რომ მე ახალს ვერაფერს ვიტყვი.

TED-ის სამეცნიერო ვიდეოების ქართულ სუბტიტრებზეც ვწვალობდი, რამდენიმე გადავთარგმნე და ერთი საინტერესო “საუბარი” ისე დამრჩა. ვეღარ მივხედე, შუა გზაზე მივიყვანე, მერე კი უპატრონოდ მივაგდე და ის ნახევარიც წამიშალეს.

სამყაროს 3D ატლასი კარტერ ემარტისგან. (ქართული სუბტიტრებით)

Carter Emmart demos a 3D atlas of the universe – 31 Translation(s) | dotSUB.

ათასჯერ ნანახი ფილმების ხელმეორედ (მესამედ მეოთედ და ა.შ..) ნახვა მიყვარს, მთავარია მომწონდეს ფილმი. ახალის ნახვას ხშირად მირჩევნია ძველს მივაჩერდე ისევ. ახალი არ ვიცი მომეწონება თუ არა, მეზარება ლოდინი, სანამ გავიგებ მომწონს თუ არა. შევდივარ ისევ ძველ ფოლდერში სადაც ფავორიტი ფილმები მიყრია და ათასჯერ ნანახ კადრებს ვჩხრიკავ ისევ, მაგრამ როდემდე? ყველაფერი მოგბეზრდება ადამიანს. თან მითუმეტეს ისეთ კრიზისში როცა ვეღარაფერი მართობს, კომპიუტერს ისტერიულად ვეთამაშები ჭადრაკს ან ვჩლუნგდები ფეისბუქის მარტივი თამაშებით ჰოდა როცა ფავორიტმა ფილმებმაც ვეღარ გამართო გადავწყვიტე რამე ახალი მენახა ან გამეხსნებინა კარგად დავიწყებული ძველი. Radiohead-ის ახალ სიმღერას ვუსმენდი ლოტოსის ყვავილზე, იქვე თაროზე შექსპირის პიესები იდო. Exit music გამახსენდა, შმედეგ კი ის თუ რამდენი ხანია არ მინახავს ფრანკო ძეფირელის რომეო და ჯულიეტა. ორიგინალში კი საერთოდ არ მქონდა ნანახი, ჰოდა სწორედ ეს ფილმი გახდა ამ უკანასკნელი თვის ახალი ამოჩემება, 60-იანების მიწურულის მნიშვნელოვან მოვლენებს, “სიყვარულის ზაფხული” Abbey Road, ნილ არმსტრონგის ნაბიჯი მთვარეზე ამ სიას კიდევ ერთი მივუმატე – ფრანკო ძეფირელის რომეო და ჯულიეტას საუკეთესო ეკრანიზაცია. უკეთესი პერსონაჟები, დეკორაცია, დადგმა და მუსიკა ძნელი წარმოსადგენია, What is a youth ისეთი სევდიანი და ლამაზია რომ გული გეკუმშება.

თუმცა ძეფირელის გახსენებასთან ერთად სხვა ვერსიებიც აღმოვაჩინე. მაგალითად ყველაზე უგემოვნო და სასაცილო 1936 წლის ეკრანიზაცია, ასეთი გრძნობა გრჩება რომ მოხუცთა თავშესაფარიდან აარჩიეს შეყვარებული გმირები, რადგანაც რომეოს როლის შემსრულებელი 43 წლის ლესლი ჰოვარდია, ჯულიეტა კი 34 წლის ნორმა. 30-იანი წლების საზიზღარ მოდაზე დავარცხნილი შინაბერა. შეადარეთ 15 წლის ოლივია ჰასის, ჭეშმარიტ ჯულიეტას.

ალბათ სწორედ ძეფირელის ეკრანიზაციის ბრალია რომ შექსპირის ეს პიესა განსაკუთრებულად მიყვარდა ყოველთვის, ფილმის ნახვის შემდეგ მისი რევიუებით დავინტერესდი და ერთ-ერთის კომენტარები შემომეკითხა, სადაც ვიღაც გოგო (სავარაუდოდ) აკრიტიკებდა რომეოს. რადგანაც რომეომ უცებ რამდენიმე წუთში დაივიწყა როზალინი, ძველი შეყვარებული, რომ ეს თინეიჯერული გატაცება სრულებით არაა სერიოზული. და საქმე ტრაგედიით რომ არ დამთავრებულიყო ერთ დღესაც რომეო ჯულიეტასაც ადვილად დაივიწყებდა. კი მაგრამ ეს ისტორიაც ხომ მხოლოდ იდეაა ჭეშმარიტი სიყვარულის და არა რეალური ამბავი. არ აქვს მნიშვნელობა რეალურად რამდენად ყმაწვილური და თავქარიანი ჩანს რომეო. სიყვარულიც ხომ თავად ასეთია ახალგაზრდა, ბავშვური თავქარიანი, რა მნიშვნელობა აქვს რამდენად მიატოვებდა სხვა შემთხვევაში ჯულიეტას. იდეალები ხომ მხოლოდ იდეაში არსებობს და ჭეშმარიტ გრძნობას ხომ მხოლოდ ტრაგედია ხდის უზომოდ ღირებულს. სწორედ ამიტომაა ეს ისტორია უკვდავი. ის იდეაა სიყვარულის  და აი ამ ფრაზის – “რაც მტრობას დაუნგრევია სიყვარულს უშენებია” როგორც ქართულ მულტფილმში ჩხიკვთა ქორწილი – უბრალოდ უფრო დიდი მსხვერპლის ფასად.

სხვათაშორის  არ დამეზარა რამდენიმე ახალი ფილმიც ვნახე და საკმაოდ მომეწონა კიდეც. მაგალითად 127 საათი, ძალიან ემოციური და რეალური Survival Story-ია, ჩემმა მეგობარმა თქვა მოსაწყენიაო, მაგრამ მე ასე არ მგონია, სიამოვნებით ვუყურე ფილმს, ამპუტაციის კადრების გარდა. თუმცა ეს სცენა ძალიან ემოციური და შემაძრწუნებელი იყო. მთელი ფილმის განმავლობაში მეგონა რომ მეც იქ ვიყავი ლურჯი ჯონის კანიონში გაჭედილი. ვისაც არ გინახავთ ფილმი თრეილერში არის ერთი შესანიშნავი ფრაზა რომელიც კარგად აღწერს მთელ ფილმს :”There is no force on earth more powerful than the will to live”

და ბოლოს სულ ახალი ფილმი: – უცხოპლანეტელების შემოსევა ბრძოლა ლოს ანჯელესისთვის. სათაურიდან გასაგებია ყველაფერი რა კატეგორიას მიეკუთვნება, ვფიქრობდი ალბათ იქნება რამე “დამოუკიდებლობის დღის” ვარიანტი, შემოესევიან დიად ამერიკას ბოროტი უცხოპლენეტელები, დალეწავენ ყველაფერს და ბოლოს ამერიკელი სუპერ გმირი გამწარდება და დედას უტირებს უცხოპალნეტელებს. საერთოდაც მე მგონი უცხოპლანეტელების შემოსევა და მსგავსი თემატიკა ცოტა მოძველდა ხო იცით, ახლა აქეთ ვჩაგრავთ “ელიენებს” მაგ “ავატარი”, “მეცხრე რაიონი” “პლანეტა 51″და კიდევ რომელიღაცა მულტფილმი. ჰოდა, სწორედ ასეთი ფილმი გამოდგა მოდიან ბოროტი უცხოპლანეტელები და იწყებენ ომს. არაფერი საინტერესო, სულ ბრძოლა ბრძოლა და ბრძოლა. სპეც ეფექტებიც არაა განსაკუთრებული. ასეთ რამეებს 30 -40 წლის წინაც კარგად გადაიღებდნენ. არც შინაარსშია რამე მნიშვნელოვანი. ბოლოს მართალია ჩვენი გმირები უცხოპლანეტელების ავტომატურ მართვის ცენტრს ააფეთქებენ მაგრამ საბოლოო გამარჯვება არ ჩანს, იქნება იმ ერთი “მაშინის” აფეთქებით სულაც არ მთავრდება საქმე? რა ვიცი, მოკლედ კინოში ამის სანახავად არ ღირს წასვლა.

ესეც უკანასკნელი 1 თვის რეპორტი იმის შესახებ თუ რითი ვიყავი დაკავებული კომპიუტერთან მიმართებით. აწი იმედია უფრო ხშირად დავწერ პოსტებს, ბოლო ბოლო ბლოგს მალე 1 წელი უსრულდება და არ მინდა ჩაძირული იყოს.

12 thoughts on “რომეო, ჯულიეტა, მიჩიო და უცხოპლანეტელები

  1. მიხარია, რომ დაბრუნდი…
    ჰო, შემოქმედებითი კრიზისი არ მიკვირს, ხდება ხოლმე… მე ბლოგზეც კი წავიწუწუნე და შემომილაწუნეს მეგობრებმა🙂🙂

    Like

      • რა ვიცი, გინდა?🙂
        მე გამოვაცხადე, წერა აღარ მინდა–მეთქი და იმიტომ შემომილაწუნეს:):)

        Like

      • ჰო მართალია მე ეგეთი რამე არ განმიცხადებია, მაგრამ გამოფხიზლება მინდა ცოტა :))

        Like

  2. “127 საათი” შენი ძველი პოსტის გამო ვნახე. ნამდვილად კარგი და მეტად ემოციური სურათია. ფილმის ყურების შემდგომ რეალური ისტორიის დეტალებსაც გავეცანი, რამაც ძალიან იმოქმედა ჩემზე. დიდი მადლობა ამისთვის შენ! ასეთი ტიპის ფილმები თუ მოგწონს გირჩევდი (მეგობრულად რათქმაუნდა:) Buried ნახო. ესეც Survival Story-ის სტილში გადის, თუმცა ძალიან კარგი მესიჯებიცაა ფილმში… გამიხარდა, რომ დაბრუნდი…
    აქვე ლინკსაც დაგიგდებ: http://allmovies.ge/ge/#movie/ABBFJA

    Like

    • მადლობა გაიხარე ვნახავ მაგ ფილმს აუციებლად🙂
      რომელ ძველ პოსტზე ამბობ?
      127 საათი სხვაგან არ მიხსენებია მგონი

      Like

  3. მიშა იზ ბექ🙂
    აი ახლა გამოზაფხულდება და შთაგონებაც გეწვევა, მე მიყვარს შენი პოსტები ლაშქრობებეზე და ბუნებაზე❤ უცხოპლანეტელებზეც ჰო :))

    Like

  4. ,,…სადაც ვიღაც გოგო (სავარაუდოდ) აკრიტიკებდა რომეოს” _ თუ არ ვცდები მე ვიყავი :დდდდ

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s