Hey Aliens where are you?

იმ დღეს მეგობარს მწუხრის ვარსკვლავი დავანახე საღამოს ცაზე, ვარკსვლავებზე საუბრისას როგორც ხშირად ხდება ხოლმე მეორე, მესამე კითხვა ან აქტუალური თემა არის ხოლმე: “ნეტავ თუ არის სხვაგან სიცოცხლე?” ჰოდა ამ ჩემმა მეგობარმაც არ დააყოვნა და ამ კითხვას შემდგომ მოაყოლა: “აქამდე რატომ ვერ გაარკვიეს?” (მეცნიერებმა)

ჯორდანო ბრუნო ყველას გეცოდინებათ, ისიც რომ რომის ინკვიზიციამ ცოცხლად დაწვა, მისი ბრალდებების ჩამონათვალში ერთ-ერთი ბრალდება იყო – “მიაჩნია რომ არსებობს სხვა სამყაროების უსასრულო რაოდენობა (მათი მუდმივობა)” Claiming the existence of a plurality of worlds and their eternity. ბრუნოს აზრები იმ დროისთვის რევოლუციური იყო, ის კოპერნიკის ჰელიოცენტრულ მოდელს იზიარებდა (ის რომ სინამდვილეში მზეა ცენტრალური სხეული და მის ირგვლივ მოძრაობენ პლანეტები) მაგრამ მისი მიხვედრილობა და პროგრესული აზრები უფრო შორს წავიდა, მისი აზრით მზე უბრალო ვარსკვლავი იყო.

სხვა ვარსკვლავები კი ისეთივე მზეები როგორც ჩვენი მზე.  ყველა ვარსკვლავს ყავდა თავისი პლანეტათა სისტემა ეს ყველაფერი იყო უსასრულოდ ბევრი. და შესაძლოა ამ უსასრულოდ ბევრ პლანეტებზე ყოფილიყო უცხო სიცოცხლე. ყოველივე ეს იმ დროისთვის წარმოუდგენელი იყო, მაშინ როდესაც გეოცენტრული მოდელის ჯერ კიდევ

სჯეროდათ. როცა ვარსკვლავები ღმერთის მიერ ღამის სილამაზისთვის შექმნილი დეკორაცია ეგონათ. მას მერე ბევრმა წყალმა ჩაიარა. ცივილიზაციის განვითარებასთან ერთად, უფრო და უფრო აქტუალური გახდა თემა: – არამიწიერი სიცოცხლის არსებობა. მეოცე საუკუნეში კომუნიკაციების და ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად აქტუალური გახდა უცხოპლანეტელების თემა. წარმოიშვა ფანტასტიკური ლიტერატურა, კინოსა და ტელევიზიის გაჩენასთან ერთად პოპულარული გახდა ფილმები სადაც ძირითადად ასახული იყო, ბოროტი უცხოპლანეტელები როგორ იპყრობენ დედამიწას. რაც მეტი დრო გადის რაც მეტად ვაცნობიერებთ ჩვენს ადგილს სამყაროში, ანდაც სამყაროს მახასიათებლებს, ზომას, მასშტაბს და ა.შ.. მით მეტად გვაწუხებს ეს საკითხი: – ნუთუ მართლა მარტონი ვართ ამ სამყაროში? – ეს ალბათ ერთ-ერთი ფუნდამენტური და რთული კითხვაა რაც კი შეიძლება დასვა. რადგანაც სამყარო ძალიან დიდია, ჩვენი ცოდნა და შესაძლებლობები კი მწირი. მაგალითად სამყაროს სიდიდის გამო ჩვენ არ შეგვიძლია შორს წასვლა, რომ უშუალოდ შევისწავლოთ თუნდაც უახლოესი ეგზოპლანეტები, შორს კი არა ადამიანს მარსამდე მიღწევაც კი არ შეუძლია ჯერ ჯერობით. არ ვიცით საიდან გაჩნდა სიცოცხლე, ან როგორ ჩნდება, აქვს თუ არა ამ პროცესს რაიმე კანონზომიერება თუ ყველაფერი შემთხვევითობის შედეგია? არ გვაქვს საკმარისად ძლიერი ხელსაწყოები რომ უშუალოდ დავინახოთ ეგზოპლანეტები და დავადგინოთ არის თუ არა სიცოცხლე. თუ სიცოცხლის წარმოშობას შემთხვევითობად მივიღებთ, როგორც ამას Primordial soup-ის თეორია ანუ თავდაპირველი სუპის თეორია ამბობს, მაშინ ალბათობით სიცოცხლის წარმოშობა იმდენად მცირეა (ორგანული მოლეკულების შემთხვევითი საჭირო კომბინაცია) რომ სიცოცხლე შეიძლება პარადოქსულადაც კი მოგვეჩვენოს, თუმცა სმყაროში ყველაფერი მოწესრიგებულია და მისთვის პარადოქსი არ არსებობს, პარადოქსი ჩვენივე შეფასებაა მხოლოდ, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი ისაა რომ თუ ამ ვარიანტს დავუშვებთ მაშინ ჩვენ წარმოუდგენელ ლატარიაში საოცარი ჯეკპოტი მოვხსენით. შანსი იმდენად მცირე იყო რომ ჩვენი არსებობა ფაქტიურად სასწაულია. და სხვაგან  მეორე ასეთი სასწაულის ძებნას აზრი არ აქვს.

ამ თეორიიდან და ალბათობიდან გამომდინარე შეიძლება მართლაც მარტონი ვიყოთ სამყაროში, მიუხედავად სამყაროს წარმოუდგენლად უზარმაზარი ზომისა და მატერიის სიმრავლის. რადგან შემთხვევითობას კიდევ უფრო წარმოუდგენლად მცირე შანსი აქვს 1*10^(40000) ანუ ერთი იმ რიცხვიდან რომლის დასაწერად საჭიროა ორმოცი ათასი ნული, ხომ ხვდებით რა კატასტროფული ციფრია? ამ ციფრთან შედარებით მთელ სამყაროში არსებული უმცირესი ნაწილაკების კვარკების (ატომის ბირთვის ნეიტრონების და პროტონების კიდევ უფრო პატარა აგურები) რაოდენობაც კი სასაცილოა. მაგრამ თუ დავუშვებთ რომ სიცოცხლის წარმოშობა რაიმე ჩვენთვის ჯერ ჯერობით უცნობ კანონზომიერებას ეყრდნობა მაშინ, მე ვფიქრობ ლოგიკური იქნება რომ სიცოცხლე ყველგან ჩქეფდეს სადაც კი მისთვის ოდნავ შესაფერისი გარემო იქნება. მაშინ სიცოცხლის არსებობა არ იქნება კენტი შემთხვევა და პრეცედენტი აუცილებლად იქნება განმეორებადი, ისევე როგორც არ არსებობს განსაკუთრებული ერთი ვარსკვლავი ან განსაკუთრებული სამყაროს კანონი სამყაროს მხოლოდ ერთი უბნისთვის.  ამ შემთხვევაში ჩვენი გალაქტიკაში იქნება მილიარდობით ან მილიონობით პლანეტა მაინც რომელიც მრავალფეროვან სიცოცხლის ფორმებს შემოგვთავაზებს, დიდი ალბათობით იქნებიან ალბათ ჩვენი მსგავსი ან ბევრად განვითარებული ცივილიზაციებიც.

მე ვიმედოვნებ რომ მეორე ვარიანტი იქნება სინამდვილე და სამყაროს სიდიდე აუცილებლად მის უზარმაზარ პოტენციალსაც ნიშნავს.

სანამ სკეპტიკოსები სიცოცხლის წარმოშობის წარმოუდგენელად მცირე ალბათობის გამო ამბობენ რომ უცხო სიცოცხლე არ არსებობს. აქვე ჩვენს გვერდით ცხოვრობს უამრავი ადამიანი რომელიც ამტკიცებს რომ ნახა ამო (ამოუცნობი მფრინავი ობიექტი ინგლისურად UFO – Unidentified Flying Object) ქონდა კონტაქტი უცხოპლანეტელებთან და ა.შ… ჩვენ ისეთ ეპოქაში ვცხოვრობთ სადაც უამრავი ინფრომაცია ტრიალებს, ძალიან ძნელია ზოგჯერ სიმართლის სიყალბისგან გარჩევა. მეტ-ნაკლებად სწორ დასკვნამდე ალბათ რაციონალური და სკეპტიკური მიდგომა მიგვიყვანს. რა შეიძლება იყოს სიცრუე და რა სიმართლე? ალბათ ბევრი ჟურნალ-გაზეთი-ტელევიზია იდუმალების და მისტერიების მოყვარულ პუბლიკაზე მუშაობს, აქ მგონი გასაგებია რატომ შეგვიძლია ყოველ ფეხის ნაბიჯზე წავაწყდეთ ასეთ ინფრომაციებს და კიდევ უფრო გასაგები ხდება რატომ არსებობს ასეთი ინფორმაცია. მითუმეტეს ეპოქაში სადაც ყველაფრის გაყალბება შეიძლება, ისტორიის, ფოტოს, ვიდეო მასალის და ა.შ… მაგრამ საქმე უფრო რთულადაა ჩვენ არანაირი არგუმენტი არ გვაქვს რომ ყველა ასეთი ინფორმაცია ტყუის. აქ ინტუიციით (სკეპტიკური) უნდა მივუდგეთ და ვივარაუდოთ რომ ალბათ 80% სიცრუეა, 100% ვერ იქნება სიცრუე, რადგან ისტორიები ძალიან ბევრია, ყოველი ცალკეული ადამიანი ვერ იქნება მატყუარა, და კომერციაზე გათვლილი, მსოფლიოს გარშემო მილიონობით ადამიანი ამტკიცებს რომ ქონდა კონტაქტი უცხოპლანეტელებთან ან დაინახა მფრინავი ობიექტი რომელიც აშკარად არ იყო მიწიერი წარმოშობის. 1% მაინც რომ დაგვრჩეს მეორე მხარეს, ანუ სიმართლის მხარეს. გამოდის რომ უცხოპლანეტელები რეალობაა, მაგრამ ეს კიდევ არაფერს ნიშნავს, მრავალი ინტერპრეტაცია შეიძლება ამ ფაქტების ირგვლივ, და რეალურად წინამდებარე ლოგიკაც მხოლოდ და მხოლოდ ვარაუდია რომელიც რეალურ ფაქტს არ ვეყრდნობა. აღსანიშნავია ისიც რომ ისტორიების დიდი ნაწილი გადახდათ ადამიანებს, რომლებსაც ამ ამბების გამოგონება არაფერში ჭირდებოდათ, ტელევიზიით და პრესით არ გამოსულან, პოპულარობა არ მოუხვეჭავთ, ფული არ უშოვიათ და ახლობლების წრეშიც კი არ ამაღლებულა მათი ავტორიტეტი, ამოს ან უცხოპლანეტელების გამო. ანუ ადამიანების რომლებიც უცხო მფრინავ ობიექტებს ხედავდნენ ან ამბობენ რომ ქონდათ უშუალო კონტაქტი, ძალიან დიდ ნაწილს უბრალოდ არ ქონდა მოტივი (ზოგიერთს ფანტაზიაც) რომ მოეგონებინა რაიმე ფანტასტიკა. მე დარწმუნებული ვარ რომ ამოუცნობი მფრინავი ობიექტები რეალურია, მითუმეტეს დედაჩემს დაუნახავს 80-იანებში და მჯერა რომ ჩემთან ტყუილი არ დასჭირდებოდა არანაირი მიზეზით. რამდენად იყო ეს უცხოპლანეტელთა ხომალდი და არა სხვა მოვლენა? როგორც აღწერიდან ვიცი, მთვარე ნამდვილად არ იყო, რადგან მთვარეც თან სავსე გარკვევით ჩანდა ღამის თბილისის ცაზე, ობიექტი კი ამობრუნებულ თეფშს გავდა და მთვარეზე დიდი იყო, თან სხვადასხვა ფერებში ლივლივებდა და ირწეოდა მთაწმინდის გვერდით ქედის თავზე, ჰაერში რაღაც უცნაური ყრუ ბგერები ვიბრირებდა, ეს ხდებოდა დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში მერე ობიექტმა უკან დაიხია და წამში გაუჩინარდა. რამდენად შეიძლება ყოფილიყო ეს ზესაიდუმლო ადამიანური ტექნოლოგია? არ ვიცი, ვერაფერს ვიტყვი, ის უფრო დაუჯერებელია რომ ასეთი უხმაურო, ზესწრაფ მაღალტექნოლოგიურ ხომალდებს, მართავდნენ ადამიანები 80-იანებში და “საიდუმლოდ” დასეირნობდნენ თბილისის ცაზე.

ხშირია ისტორიები როცა ადამიანები აღწერენ უცხო არსებებთან უშუალო კონტაქტს. არ ვიცი რასთან გვაქვს რეალურად საქმე, მაგრამ ცოტა პრაქტიკულად თუ შევხედავთ საკითხს, სტივენ ჰოკინგის არ იყოს რაში უნდა ჭირდებოდეს განვითარებული ცივილიზაციის წარმომადგენელს გადმოლახოს ასობით ან ათასობით სინათლის წელი იმისთვის რომ აქ ვინმე ჟორას დაეკონტაქტოს? განვითარების ასეთ ეტაპზე უფრო ლოგიკურია უცხო პლანეტაზე გამოსაკვლევად (თუ ესაა მიზანი) გააგზავნო რობოტი. ან შეიძლება განვითარებული ცივილიზაციის წევრს ბიოლოგიური სხეული საერთოდ არ ჭირდება. ბიოლოგიური სხეული ხომ ბევრ წინააღმდეგობას ქმნის კოსმოსში ხანგრძლივი მოგზაურობისთვის, მაგალითად ვერ უძლებს გარკვეულ აჩქარებას, ჭირდება გრავიტაცია ნორმალური ფუნქციონირებისთვის საკვები და ა.შ…

შეიძლება ამ მფრინავ ობიექტებს უფრო ფანტასტიური ახსნაც მოვუძებნოთ. თუ სიცოცხლის წარმოშობის პირველი ვარიანტი მართალია, ანუ Perfect combination, საჭირო შემთხვევითი კომბინაცია და ჩვენს გარდა მართლაც არავინაა სამყაროში… მაშინ: – თანამედროვე მეცნიერება დროში მოგზაურობას ისე აღარ უყურებს როგორც ადრე. ადრე დროში მოგზაურობა სამეცნიერო ერესი იყო. სრული აბდაუბდა. ახლა ასე აღარ ითვლება, დროში მოგზაურობა თეორიულად დაშვებულია, ის კი არადა პრაქტიკაშიც კი. გაგიკვრიდებათ და ჩვენ უკვე გვაქვს დროის მანქანა. ეს არის დიდი ადრონული კოლაიდერი LHC თუმცა სამწუხაროდ ამ მანქანაში დროში მოგზაურები მხოლოდ უმცირესი ნაწილაკები არიან – პროტონები და ნეიტრონები. მათი მოძრაობის სიჩქარე სინათლის სიჩქარეზე ოდნავ ნაკლებია, ამიტომ ისინი მომავალში მოგზაურობენ. მომავალში მოგზაურობა შესაძლებელია – თუმცა აი წარსული კი საკამათოა, ნაწილი მეცნიერებისა, მაგალითად ყველაზე ცნობილი სტივენ ჰოკინგი მიიჩნევს რომ წარსულში მოგზაურობა შეუძლებელია რადგან ამ მოვლენას თან ახლავს პარადოქსები მაგ: ბაბუის პარადოქსი, მაგრამ არანაკლებ ცნობილი მეცნიერების აზრით, ისეთი როგორიცაა მიჩიო კაკუ, მისი აზრით არსებობს დროის ალტერნატიული ხაზები, ამ შემთხვევაში პარადოქსს ადგილი არ ექნება და წარსულში მოგზაურობაც შესაძლებელი ხდება. ეს ყველაფერი რატომ დავწერე? 1-2 კვირის წინ რაღაც ვიდეოები შემხვდა იუთუბზე ამოსთან დაკავშირებით და მაშინ გავიფიქრე, ხომ შეიძლება ეს მისტერიული მფრინავი ობიექტები ჩვენს შორეულ შთამომავლებს ეკუთვნოდეთ, რომლებმაც შექმნეს დროის მანქანა?

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, როგორც ჩანს უცნაურ მფრინავ ობიექტებს მარტო ჩვენს დროში არ ხედავენ ადამიანები. არსებობს ძალიან ბევრი ფაქტი იმისა რომ ასეთი უცნაური ობიექტების თვითმხილველები წარსულშიც არაერთხელ ყოფილან, არსებობს ძველი ფრესკები, (შეამჩნიეთ ალბათ პოსტში გამოქვეყნებული სურათები და მათზე გამოსახული მფრინავი აპარატები) აღორძინების ხანის, შუა საუკუნეების, ნახატები სადაც მფრინავი ხომალდის მაგვარი ობიექტებია გამოსახული. ასეთი ობიექტი გამოსახულია სვეტიცხოველის ფრესკაზეც.

აქედან ერთი მნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთება შეიძლება, მფრინავი თეფშები არ არის ტექნოლოგიური ეპოქის მითი, ანდაც რაიმე საიდუმლო მიწიერი მოწყობილობის არასწორი ინტერპრეტაცია. დამეთანხმებით რომ ხმლების და ურმების ეპოქაში არავის ექნებოდა საიდუმლო მფრინავი აპარატი. შესაძლებელია ეს უბრალოდ მხატვრების ფანტაზია იყოს? – არამგონია, ნახატებზე აშკარად გამოახულია მფრინავი აპარატები. და თუ ასეთი რამის ნახვის პრეცედენტი არ არსებობს უბრალოდ არავის მოივა აზრად რომ დახატოს.

მოკლედ, მე იმედი მაქვს რომ არსებობს უცხო სიცოცხლე. თუ გონიერი ცივილიზაცია არა, სიცოცხლე მაინც. შეიძლება ვიღაცას გაუჩნდეს კითხვა- რაში გაინტერესებს? – სხვა სიცოცხლის ადნაც ცივილიზაციების არსებობა არის კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მისტერია, მასზე პასუხი კი საკუთარი მნიშვნელობის გაცნობიერებაში გადადგმული უზარმაზარი ნაბიჯი იქნებოდა. ეს საკითხი თითქმის იმდენადვე მნიშვნელოვანია რამდენადაც – არის თუ არა სამყარო შემოქმედება?

და თუ ჩვენს გარდა მართლაც სულიერი არ ჭაჭანებს ამხელა სამყაროში, ეს ერთის მხრივ შეიძლება მოსაწყენია – მაგრამ ჩვენ გვხვდის წარმოუდგენლად მნიშვნელოვანს. საოცრად იღბლიანებს, რომელთაც სამყაროს უდიდეს ლატარიაში ენით აუწერელი ჯეკპოტი მოვხსენით.

P.S: თქვენ რას იტყვით? მარტონი ვართ თუ არა?

6 thoughts on “Hey Aliens where are you?

  1. იმედია არ ვართ მარტონი, მაგრამ ჩვენ უარესი ვარიანტისთვის უნდა ვიყოთ მზად :დ (იმის წარმოდგენა, რომ სამყაროში ერთადერთი სიცოცხლე ვართ დაუჯერებლად ზრდის ამ სიცოცხლის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობას, რაც სულაც არაა ცუდი)

    Like

    • ყველაფერს აქვს ორი მხარე. ან მეტი (რავიცი)

      ნებისმიერ შემთხვევაში სამყარო და სიცოცხლე განსაცვიფრებელია.

      სტივენ ჰოკინგის არ იყოს ძალიან ხშირად ვფიქრობ ხოლმე “საერთოდ რატომ არსებობს სამყარო? ან სიცოცხლე?” ადამიანური უსუსური კითხვაა ალბათ. მაგრამ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი.. მე მგონი რისიმე არსებობას მაინცდამაინც არ მიესადაგება პასუხი “ამიტომ” თუმცა ვინ იცის…

      Like

  2. მაგაზე რომ ვფიქრობ ბოლოს არსებობაშიც ეჭვი მეპარება საერთოდ…:დ
    ,, სიცოცხლე, ეს არის ბუნების სრულყოფის ლოგიკური და კანონზომიერი პროცესი. არაცოცხალი მატერია თავისი განვითარების გარკვეულ საფეხურზე უეჭველად ცოცხლდება. ცოცხალი ნივთიერება ხომ სამყაროს უფრო ორგანიზებული ნაწილია ანუ, ფიზიკოსების თქმით, მას ენტროპიის მინიმუმი გააჩნია. სამყაროში კი ყველაფერი ენტროპიისაკენ მაქსიმუმისაკენ მიისწრაფვის. მხოლოდ სიცოცხლე მიდის მის წინააღმდეგ. იგი უბრუნებს მსოფლიოს თავისუფალ არაენტროპირებულ ენერგიას” _ ერთ–ერთი მიდგომის აღწერა სიცოცხლის წარმოშობისა და რაობის შესახებ საბჭოთა სამეცნიერო–პოპულარული ლიტერატურიდან :დ სხვა თუ არაფერი პოეტური და ამაღელვებელია.

    Like

  3. მე მიმაჩნია,რომ არსებობს სხვა ცივილიზაციებიც.
    ვთვლი,რომ ისინი ჩვენზე მეტად განვითარებულებიც არიან.
    კარგი მაგალითი გქონდა მოყვანილი.ჩვენი ცივილიზაციის განვითარების ადრეულ ხანაში უკვე იყო მონაცემები და (მხატვრული სახით დამადასტურებელი ფაქტებიც უამრავია) უცხო ცივილიზაციების არსებობის შესახებ და ამაზე თვალის დახუჭვა უბრალო სიბრიყვე იქნებოდა.
    ძააალიან საინტერესო პოსტი იყო,ნუ,როგორც ყოველთვის ^__^

    Like

  4. ადამიანისათვის ყველაზე დიდი მახე ის არის, ხსნას კოსმოსიდან რომ ელოდება. ეგონებათ, უცხოპლანეტელები მოიტანენ ხსნას. სინამდვილეში ბოროტები მოვლენ სახეშეცვლილები.

    Like

    • მე პირადად ხსნას არ ველოდები საერთოდ.
      ვინ რისგან უნდა მიხსნას? მარინა თქვენ საიდან იცით ვინ მოვა და როგორი შეცვლილი იქნება?😀

      Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s