BIG BROTHER IS WATCHING YOU

სათაურიდან გამომდინარე ადვილი გამოსაცნობია – ეხლახანს წავიკითხე ორუელის 1984 და გადავწყვიტე პოსტი დამეწერა, როგორც გოლდსტეინის წიგნმა ვერ უთხრა არსებითად ახალი უინსტონ სმითს, ასევე ალბათ მეც ვერაფერს ვიტყვი ახალს, მე ჩემი აზრების სისტემატიზაციას მოვახდენ მხოლოდ.

2 დღის წინ მეგობარმა მკითხა რას კითხულობო, მერე დაინტერესდა რაზეა ეს წიგნიო, – მე ვუთხარი – პესიმიზმზე, ჰო ვისაც ჯერ არ წაგიკითხავთ, ეს არის დამთრგუნველი და პესიმისტური წიგნი, უტოპიურ ტოტალიტარიზმზე რომლის უნივერსალური ძალა ტვინის ყოველ უჯრედში აღწევს და იმდენად გიკლავს ყველა იმედს ამ წარმოსახვით სამყაროს ხსნისა რომ ყველა გზა მოკვეთილი, ფანტაზიაც კი კლაუსტროფობიას განიცდის.

ვისაც კარგი წიგნი მხოლოდ სასიამოვნო და ოპტიმისტური ამბის მთხრობელი გგონიათ (როგორც ჩემ მეგობარს) ამ წიგნს ნუ წაიკითხავთ! კარგი წიგნი უპირველესად იმით განისაზღვრება, თუ რა მესიჯია მკითხველისთვის მასში და როგორი ფორმითაა გადმოცემული, შეიძლება ფიქრობთ რომ ტოტალიტარიზმის თემა იმდენად აქტუალური აღარაა რამდენადაც რამდენიმე ათეული წლის წინ იყო, მაგრამ ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ აუცილებლად მიხვდებით რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის და საზოგადოების სიფხიზლე, რამდენად მნიშვნელოვანია არსებობდეს ბუნებრივი განსხვავებები, ქცევის, აზრის, დამოკიდებულების და ა.შ. ისტორიას აქვს გამეორების თვისება. ძალაუფლების წყურვილს კი შეუძლია ადამიანური ამბიცია წარმოუდგენელ მასშტაბზე აიყვანოს. ეს ის საფეხურია სადაც ძალაუფლება არაა ვიღაც ძლიერი მოკვდავის ხელში, ისეთი როგორიც იყო მაგალითად – სტალინი, ან ჰიტლერი. ისინი ძლევამოსილი დიქტატორები იყვნენ, მაგრამ მათი მეფობა, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა იმპერატორისა დროებითია. არა, ცალკეული ადამიანები უძლურდებიან და კვდებიან, ძალაუფლება მათ კი არა, იდეოლოგიას უნდა ქონდეს, ადამიანთა კოლექტიურ გონს, მილიონობით დაზომბირებულ ადამიანს, რომელიც ფანატიკურად მოემსახურება ამ  უტოპიურ იდეალებს რომლებიც თავის თავშივე მოიცავს უამრავ წინააღმდეგობას, მაგრამ ამ წინააღმდეგობებს ყოვლის მომცველი კონტროლი ჰარმონიაში მოიყვანს ერთმანეთთან და ადამიანთა მოდგმა დაემსგავსება მექანიკურ მოწყობილობებს, რომელთა ფუნქიაც მკაცრად განსაზღვრული და დადგენილია.

Continue reading

Advertisements