BIG BROTHER IS WATCHING YOU

სათაურიდან გამომდინარე ადვილი გამოსაცნობია – ეხლახანს წავიკითხე ორუელის 1984 და გადავწყვიტე პოსტი დამეწერა, როგორც გოლდსტეინის წიგნმა ვერ უთხრა არსებითად ახალი უინსტონ სმითს, ასევე ალბათ მეც ვერაფერს ვიტყვი ახალს, მე ჩემი აზრების სისტემატიზაციას მოვახდენ მხოლოდ.

2 დღის წინ მეგობარმა მკითხა რას კითხულობო, მერე დაინტერესდა რაზეა ეს წიგნიო, – მე ვუთხარი – პესიმიზმზე, ჰო ვისაც ჯერ არ წაგიკითხავთ, ეს არის დამთრგუნველი და პესიმისტური წიგნი, უტოპიურ ტოტალიტარიზმზე რომლის უნივერსალური ძალა ტვინის ყოველ უჯრედში აღწევს და იმდენად გიკლავს ყველა იმედს ამ წარმოსახვით სამყაროს ხსნისა რომ ყველა გზა მოკვეთილი, ფანტაზიაც კი კლაუსტროფობიას განიცდის.

ვისაც კარგი წიგნი მხოლოდ სასიამოვნო და ოპტიმისტური ამბის მთხრობელი გგონიათ (როგორც ჩემ მეგობარს) ამ წიგნს ნუ წაიკითხავთ! კარგი წიგნი უპირველესად იმით განისაზღვრება, თუ რა მესიჯია მკითხველისთვის მასში და როგორი ფორმითაა გადმოცემული, შეიძლება ფიქრობთ რომ ტოტალიტარიზმის თემა იმდენად აქტუალური აღარაა რამდენადაც რამდენიმე ათეული წლის წინ იყო, მაგრამ ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ აუცილებლად მიხვდებით რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის და საზოგადოების სიფხიზლე, რამდენად მნიშვნელოვანია არსებობდეს ბუნებრივი განსხვავებები, ქცევის, აზრის, დამოკიდებულების და ა.შ. ისტორიას აქვს გამეორების თვისება. ძალაუფლების წყურვილს კი შეუძლია ადამიანური ამბიცია წარმოუდგენელ მასშტაბზე აიყვანოს. ეს ის საფეხურია სადაც ძალაუფლება არაა ვიღაც ძლიერი მოკვდავის ხელში, ისეთი როგორიც იყო მაგალითად – სტალინი, ან ჰიტლერი. ისინი ძლევამოსილი დიქტატორები იყვნენ, მაგრამ მათი მეფობა, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა იმპერატორისა დროებითია. არა, ცალკეული ადამიანები უძლურდებიან და კვდებიან, ძალაუფლება მათ კი არა, იდეოლოგიას უნდა ქონდეს, ადამიანთა კოლექტიურ გონს, მილიონობით დაზომბირებულ ადამიანს, რომელიც ფანატიკურად მოემსახურება ამ  უტოპიურ იდეალებს რომლებიც თავის თავშივე მოიცავს უამრავ წინააღმდეგობას, მაგრამ ამ წინააღმდეგობებს ყოვლის მომცველი კონტროლი ჰარმონიაში მოიყვანს ერთმანეთთან და ადამიანთა მოდგმა დაემსგავსება მექანიკურ მოწყობილობებს, რომელთა ფუნქიაც მკაცრად განსაზღვრული და დადგენილია.

ერთ – ერთი ყველაზე დამთრგუნველი მომენტი არის ე.წ newspeak ახალმეტყველება – რომელიც სულ უფრო და უფრო ამცირებს და ამარტივებს ლექსიკას, რათა მომავალში გამოირიცხოს ისეთი აზრის გადმოცემა რომელიც სასურველი არ იქნება პარტიისთვის.

ეს არის ტვინიდან ინფორმაციის წაშლა, რეგრესი, დევოლუცია, ავტომატად ქცევა.

ყველაზე საინტერესო ისაა როცა ფიქრობ თუ რამდენად აქტუალურია ეს თემა დღეს ან რამდენად არსებობს პირდაპირი თუ არაპირდაპირი საფრთხე მომავალში მსგავსი რამის მოხდენისა. რათქმაუნდა საფრთხე არსებობს, მაგრამ ასეთ მასშტაბებამდე ძალიან შორია, თანამედროვე ტოტალიტარიზმს ალბათ არც დაჭირდება ასეთი პირდაპირი და უხეში ჩარევა და ის ქვის ხანის მეთოდები, რომლებიც ორუელმა აღწერა, თანამედროვე ტოტალიტარიზმი შეიძლება აღვწეროთ ასე – დიდი ძმა და პარტია არის იგივე ფული, რომელიც ერთეულთა ხელშია, პარტიული იდეოლოგია – ფულის სიყვარული და რწმენა რომ ამ ფულით ყველაფერს იყიდი. ადამიანთა ცნობიერების კონტროლი – რეკლამა რომელიც სულ უფრო დახვეწილი ტექნოლოგიით შემოაღწევს ჩვენ ტვინში და იმას გაგვაკეთებინებს რაც მის დამკვეთებს სურთ. (ბეგბედერში გადავიჭერი)

მომავლის ტოტალიტარიზმში შეიძლება ვერასდროს გაიგო რომ სინამდვილეში გმართავენ, ორუელის მოდელში კი ეს მომენტი რამდენადმე გაცნობიერებული და შეგუებულია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია რამდენად შეიცავს გლობალიაზაცია ამ საფრთხეს, ორუელის სამი სუპერსახელმწიფო ხომ გლობალიზაციის მოდელია. ერთის მხრივ გლობალიზაცია აქრობს კულტურებს, განსხვავებებს, ქმნის ერთ პოლუსიანი მმართველობის საფუძველს, ეს კი ტოტალიტარიზმისთვის სასარგებლო გარემოს აყალიბებს. მაგრამ ჩემი აზრით გლობალიზაცია თუ გონიერი და ფხიზელი ადამიანების სამყაროში ხდება, მაშინ განსხვავებების მინიმუმამდე დაყვანას კი არა კიდევ უფრო გამრავალფეროვნებას ექნება ადგილი, არც მმართველობა გახდება ერთპოლუსიანი, გაერთიანება კი გლობალიზაციის მთავარი არსი, იმაში იქნება გამოხატული რომ ყოველ ადამიანს განსხვავებების მიუხედავად ექნება იმის ბუნებრივი განცდა რომ პირველ რიგში ის ადამიანთა მოდგმის განუყოფელი ნაწილია, ადამიანთა რომლებიც გონივრულად მართავენ ცხოვრებას და აღარ აქვთ გასაყოფი არც მიწა, არც ღმერთები და არც უსარგებლო პრინციპები. ადამიანები რომელებიც არ იქნებიან ჩაკეტილი გეოგრაფიული და მენტალური საზღვრებით. მე ასე წარმომიდგენია პლანეტური ცივილიზაცია, საერთო სივრცე, ეკონომიკურად, კულტურულად, მეცნიერული პროგრესით, ერთიანი  რაციონალური გადაწყვეტილების მიღებისას, მაგრამ არა ინდივიდუალობის აღმოფხვრის ხარჯზე და განსხვავებების მოსპობის გზით. ჯანსაღ სამყაროში საღი აზრი ბუნებრივად პოულობს თავის გზას და განსაზღვრაცს კაცობრიობის მიმართულების ბედს.

იმედია ჯერ კიდევ არსებობს სწორი გზა და მიმართულება. მაგრამ ისიც მართალი მგონია რომ ეს ყველაზე მყიფე საუკუნეა კაცობრიობის ისტორიის მანძილზე.

ვნახოთ, მე ოპტიმიზმს ვირჩევ ორუელის საწინააღმდეგოდ, რომელის პესიმიზმი შეიძლება სიფხიზლის შენარჩუნებისთვის კარგი ბიძგი გამოდგეს.

10 thoughts on “BIG BROTHER IS WATCHING YOU

  1. მეც პირველად ახლა წავიკითხე და ძალიან მომეწონა.
    სიმართლე ვთქვა, იმდენად უსასოდ დამტოვა, რომ ახლაც არ ვიცი ოპტიმიზმისკენ გადავიხარო თუ პესიმიზმისკენ.
    რეალურად სიყვარული ტკივილის წინაშე უძლურია.
    ან ადამიანი უნდა იყოს “ისეთი”, რომ გაუძლოს…

    Like

  2. კი მეც ეგ განცდა მქონდა, სიყვარულიც ალბათ რაღაც დონეზე კომფორტის საშუალებაა და თვითგადარჩენის ინსტიქტთან უძლურია.

    Like

    • ხო, ან რაღაც იდეით უნდა იყო შეპყრობილი. მაგ.: მოწამეები ღვთის გულისთვის. ვფიქრობ, არარსებულის სიყვარული ამარცხებს მხოლოდ ტკვილის.
      დღეს ადამიანებს აღარ სწამთ ასეთი განცდით. ახლა რომ შემოგვესიოს ჯალალედინი აღარავინ “ეწამება”.

      Like

      • ჯალალედინისთვის არა, მაგრამ ერთი კაი პერფრმანსული თვითმკვლელობით დავამთავრებდი :)))

        Like

  3. Pingback: 1984 ცხოველი ფერმაში « ბიოს პერსონალური ბლოგი

  4. საშინლად არ მომეწონა მე ეს წიგნი.ზედმეტი პესიმიზმითაა გაჟღენთილი და დამთრგუნველია,არც ასე სხვის ხელშია ჩვენი ცხოვრება..

    Like

    • ის რაც პესიმიზმად ჩანს ჩემი აზრით ემსახურება ადამიანთა გამოფხიზლების მცდელობას. დამთრგუნველი წიგნია რათქმაუნდა, მაგრამ მომეწონა იმ ექსტრემის გამო რასაც ეს დამთრგუნველობა და მკითხველის სასოწარკვეთილი სურვილი იძლევა– რომ არასდროს მოხდეს ის რაც აღწერილია.
      საკმაოდ ჭკვიანური მიგნებები და აზრებია, მძაფრადაა დახატული, სულისშემხუთველი სამყარო. ამიტომ მომეწონა
      თუ მიგაჩნია რომ წიგნი მხოლოდ გასართობია მაშინ გასაგებია რატომ არ მოგეწონა.

      Like

      • ჰმ.🙂 არა.წიგნი,მხოლოდ გასართობად ნამდვილად არ მიმაჩნია.. უბრალოდ კაცია და გაგება ალბათ.. ვის ეს პესიმიზმი და სულისშემხუთველი სამყარო მოეწონა და ვის მოსაბეზრებლად მოეჩვენა,სხვადასხვა მიზეზთა გამო.

        Like

      • პესიმისზმი და სულის შემხუთველი სამყარო არამგონია ვინმეს მოეწონოს. მოსაწონი მესიჯია რომელსაც გაძლევს წიგნი, თორემ მასეთი სამყარო რა მოსაწონია… ზოგჯერ წიგნები ან ხელოვნება საერთოდ განახებს ცუდს რომ დააფასო კარგი, ძალიან ზოგადად რომ ვთქვათ.

        Like

  5. ტოტალიტარიზმი აჩრდილიაო? (ნეო-)ლიბერალური ცნობიერება რულამს.

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s