საზოგადოება და ღმერთი

ამას წინათ ვთქვი რომ რელიგიურ თემებზე საუბარს გავურბივარ, თუმცა დამავიწყდა დამემატებინა რომ მხოლოდ სუფრასთან და ისეთ “სასტავში” სადაც ვიცი რომ ნორმალური დებატები ვერ გაიმართება ანდაც იქ სადაც ტიპებს უბრალოდ არ ყოფნით იმის შეგნება რომ განსხვავებული აზრი საერთოდ მიიღონ. ზოგს მიაჩნია რომ უწყინარი ათეისტი ვარ, რომელსაც ალბათ სიამოვნებს სხვების მორწმუნეობა, ზოგს მიაჩნია რომ უბრალოდ ვეძებ (რომელიმე ღმერთს) თორე აბა ისე უბრალოდ ათეისტი ვის გაუგია? ცოტა ცუდი ტონია, ან ვერ წარმოუდგენიათ ამ მდგომარეობაში ყოფნა. ამით მამართლებენ ხოლმე და როცა მეღიმება, გონიათ რომ ვეთანხმები.  ზოგი იმედოვნებს რომ 100% არ ვარ დარწმუნებული ე.ი იმედი არსებობს, ჭეშმარიტების გზაზე დაბრუნებისა. 😀

ერთადერთი ათეისტი მეგობარი (ახლო მეგობარი, თორე ისე არიან რამოდენიმე) მყავს და ისიც, პასიური ათეისტია, მისი დამოკიდებულებაა: ” ძალიან კარგია თუ გწამს  – მე არ მწამს, არ ვაკეთებ ამის აფიშირებას, შენ შენთვის მე ჩემთვის” – ამ მეგობარმა მითხრა ერთხელ, ნიცშე “ცვეტში” მორწმუნე იყო თორე ამდენს რატომ იფიქრებდა და დაწერდა ღმერთზეო. როცა ღმერთზე მიდის კამათი მორწმუნეთა უმრავლესობაც ანალოგიური რამით აპელირებს. “აი ათეისტო, თუ არ გწამს ღმერთის, მაშ ამდენს რატომ ლაპარაკობ მასზე? “ზნაჩით” გწამს სინამდვილეში”. ამოცანა ამოხსნილია – რა გონებამახვილური მიგნებაა არა? 😀

საკითხს მეორე მხრიდან არავინ უყურებს. გუშინ ერთ კარგ ამერიკელთან მქონდა საუბარი, მე ვეუბნებოდი რომ საქართველოში პირველი თემა პოლიტიკაა და მეორე რელიგია/ღმერთი. მან კი მიპასუხა რომ ყველგან ასეა, განსაკუთრებით შტატებში. ის  ამბობდა რომ რწმენა ვისაც რა უნდა ის უნდა ქონდეს, უბრალოდ არ უნდა მოახვიოს თავს სხვებს და შეინახოს თავისთვის. ეს ყველაფერი ძალიან კარგი და სწორი მიდგომაა ისეთ გარემოში სადაც არც ერთი რწმენა ან იდეოლოგია არ დომინირებს იმდენად რომ საზოგადოების წევრებს ახვევდეს თავს თავის შეხედულებებს, ცხოვრების წესს თუ სხვა. მეც ძალიან მაწუხებს ეს რელიგიის და ღმერთის თემა, ისე გაბაიბურდა როგორც ქალიშვილობის ამბავი. მაგრამ სხვა რა გზა რჩება ნეიტრალურ მოქალაქეს, რომელსაც არ უნდა სხვების მიერ შეთავაზებული მზა რწმენის პაკეტები? თავს მოხვეული წესები? ხმა უნდა ამოიღოს და მინიმუმ თავისი აზრი დააფიქსიროს, რომელიც მერე რელიგიურად მგრძნობიარეების მხრიდან ფასდება როგორც თავს მოხვევა, (თვითონ რომ ქადაგებენ ეგ არ ითვლება) არადა რეალურად ეს არის ბრძოლა იმისთვის რომ საზოგადოებაში არ დომინირებდეს რომელიმე ერთი რწმენა, რომ რწმენა არ განსაზღვრავდეს ეროვნულ და კულტურულ იდენტობას. რომ იმის მიუხედავად, მე ოჩოპინტესი მწამს, ქრისტესი თუ საერთოდ არაფრის არ იყოს ჩემი საზოგადოებიდან გარიყვის საბაბი თუ მიზეზი.  რათქმაუნდა არ ვამბობ რომ ათეისტები ფიზიკურ დისკრიმინაციას განიცდიან ან ვინმე აშკარად და ღიად ჩაგრავს მათ. მაგრამ სტერეოტიპების უზარმაზარი კედელი ჯერ კიდევ დასანგრევია. სტერეოტიპები რომელიც ქმნის ადამიანების გაყოფის და სიძულვილის საბაბს.

შეიძლება ნიცშე, იმიტომ კი არ ფიქრობდა ბევრს ღმერთის არ არსებობაზე, რომ სინამდვილეში სწამდა, არამედ იმიტომ რომ ის ებრძოდა ღმერთს როგორც სოციალურ და მენტალურ ფენომენს. ჩემი პროტესტიც შემდგომში მდგომარეობს, ყველგან ვეჩეხები, ირიბ ზეწოლას, თუნდაც ის რომ ჩემი კეთილისმყოფელი ცდილობს გამამართლოს და თავს იტყუებს თუ სხვებს ატყუებს რომ მე ათეისტი კი არ ვარ არამედ ვეძებ უფალს – ეს არის საზოგადოებაში გამეფებული გარემოს ზეწოლა ჩემზე. თუნდაც ის რომ მამიდაჩემს არ უნდა დაიჯეროს რომ ათეისტი ვარ, არის მორიგი ზეწოლის ფორმა. ან რადიოსა და ტელევიზიაში გამოჩხერილი უამრავი რეკლამა ფულის თხოვნაზე “შენდება წმინდა ჟუჟუნას სახელობის ეკლესია გადმორიცხე ლარი” “ეკლესიების და მონასტრების სიმრავლე გააერთიანებს საქართველოს” როგორ არ უნდა გაგიჩნდეს პროტესტი საპატრიარქოს მიმართ რომელიც გატყუებს (ან თავს ისულელებს) რომ ეკლესიების სიმრავლე გააერთიანებს და ააყვავებს ქვეყანას. როგორ არ არის ზეწოლა როცა გეუბნებიან რომ პატრიარქი უნდა გიყვარდეს! არადა მიგაჩნია რომ არანაირი მიზეზი არ გაქვს ამისთვის, ესეც ერთ-ერთი დოგმაა, თუ არ გიყვარს ცუდი ტიპი ხარ, ურჯულო, სიტყვის და აზრის  თავისუფლება მხოლოდ პოლიტიკოსებზე ვრცელდება. როგორ არ არის ზეწოლა, როცა ადამიანს ცოცხლად აკერპებენ და ისინი ბევრად კაი ტიპები გამოდიან საზოგადოების თვალში ვიდრე ისინი ვინც ამ გაკერპებას აკრიტიკებს. როგორ არ გაგიჩნდება პროტესტი როცა სასულიერო პირები არიან უსაფუძვლოდ პრივილეგირებულნი და აღზევებულნი. უმრავლესობას კი ეს ბუნებრივად მიაჩნია, თურმე რა იყო და ისესოს ვირი უდრის ეხლანდელ ჯიპს. როგორ გესიამოვნება როცა ხელისუფლება ყოველ წელს 22-25 მილიონს უგზავნის ბიუჯეტიდან საპატრიარქოს და არც აკონტროლებს რაში და როგორ იხარჯება ეს ფული. როგორ არ არის ირიბი ზეწოლა ის როცა შენს გარშემო ყველა კერპთაყვანისმცემლურ ჩვევებსაა დამონებული და ასე ცხოვრება უტყუარ ჭეშმარიტებად მიაჩნია. თურმე პანაშვიდზე ფული თუ არ ჩააგდე  ეკლესიის შესაწირში ისევ შენი მიცვალებულისთვის ყოფილა ცუდი. მიქელ გაბრიელი სამოთხის კარიბჭიდან გამოაგდებს შენებმა ყუთში არაფერი ჩააგდესო. ბარემ აღიარონ რომ ფულის კულტია და არა კოსმიური მამიკოსი.  როგორ არ გაგიჩნდება პროტესტი სავაჭრო სახლის მიმართ რომელიც ფუჭი იმედებით, ილუზორული მადლით და ტყუილებით ვაჭრობს?

კი ბატონო რისიც გინდა გჯეროდეს, ვისაც გინდა იმას დააბოლებინე თავი, მაგრამ როცა ეს ყველაფერი ასეთ მასშტაბურ სახეს იძენს რომ ჩემზე, ურწმუნო, ნეიტრალურ ან სხვა რწმენის ადამიანზე მოქმედებს, იქ ნუ გაგიკვირდებათ როცა ალტერნატიული აზრის თუ დამოკიდებულების არსებობის მოთხოვნა გაჩნდება და ამისთვის იბრძოლებენ. მაშინ ასეთ ადამიანებს ნუ მოსთხოვთ ჩუმად იყავი შენთვის შეინახე შენი დამოკიდებულებაო.  ჩუმად იყოს ყველა, ნუ მიჭედავენ ყურებს იმით რომ ეკლესიების სიმრავლე გადაარჩენს ქვეყანას, რომ მართლმადიდებლობა ერთადერთი ჭეშმარიტი რელიგიაა და ა.შ.. და  მეც, ასევე ჩემი მსგავსი პოზიციის მქონენიც გაჩუმდებიან.

სადაც არ უნდა წავიდე, სულ მესმის “უფალი” “უფალმა” “უფალს” “უფალს ასე უნდოდა” “მისი სურვილი იყო ეს” “მან იცის ყველაფერი” რაც გამაღიზიანებელია უკვე, იმიტომ რომ ისე გამოდის პასუხისმგებლობას ყველა იხსნის და ყველაფერს უფალს მიაწერს.

მოკლედ როგორც ცნობილი კომედიანტი და ათეისტი ჯორჯ კარლინი იტყოდა “Life is hard and we need to grow up and face it. Be adults, people! Forget Mommy and Daddy, especially your imaginary Cosmic Daddy, and stand up on your own damn hind legs and face facts!”

თუმცა:

გწამდეთ იმის, რაც გსურთ, და მართლაც შეინახეთ ყველამ თქვენთვის. როცა რწმენა მართლა პირადი გახდება და არ გამოვლინდება საჯარო გავლენის სახით, ან საჯარო პირის გაკერპებით, სხვებისთვის საკუთარი აზრის თავს მოხვევით ან დამახინჯებული ტრადიციებით, არ აისახება  კერპთაყვანისმცემლურ მოქმედებაში და ტყუილებით ვაჭრობაში. მაშინ ალბათ იმის მიზეზიც გექნებათ რომ ათეისტს (ან განსხვავებული რწმენის ადამიანს) უთხრათ: “რატომ გაჰყვირი რომ ათეისტი (სხვა რწმენის) ხარ? ხომ არავინ გიშლის?”.

მანამ კი სანამ თქვენი რწმენა ამდენ საჯარო რამეზე მოქმედებს, ჩვენც გვეხება და ჩვენ ჩვენის მხრივ ვეცდებით გავანეიტრალოთ იგი!

20 thoughts on “საზოგადოება და ღმერთი

    • მე მგონი ტრადიციულებს ჯობია :))) ღვთაებები არ ყავთ, ეკლესიების აშენებაში ფულს არ გთხოვენ, მათი წმინდა წიგნი არ მოგიწოდებს სიძულვილისა და დაყოფისკენ, ზიან და თავისთვის აკოპირებენ ფაილებს, არ ჯობია? 😀

      • კიდევ გადახედე მფრინავი სპაგეტის რელიგიას, ეგეც კარგია )))

        p.s. პოსტი კარგია, მომეწონა – დამავიწყდა ამის დაწერა )))

      • ვიცი ერთხელ წავიკითხე მაგ რელიგიაზე, ვიღაც ფიზიკოსს მოუგონია, მე მგონი კაიფის ვარიანტში, კრეაციონიზმის სკოლებში სწავლების პროტესტის თუ გამასხარავების ნიშნად :)) ისე არა მგონია მისი მიმდევრებიც სერიოზულად ღებულობდნენ ამ ყველაფერს 😀

      • ჰმ…. საინტერესოა …..
        მაგრამ მე ვერ დამაბოლებ შე მწვალებელო ! მე მხოლოდ კუკულკანის მჯერა , კუკულკანის მადლი ფარავდეს საქართველოს 🙂

      • მაშინ ერთად დავაბოლოთ ხალხი კუკულკანით. მართალია ჯერ შემოსავლიანი არ იქნება, მაგრამ მაკეტინგს თუ დავამუღამებთ მაქედანაც შეიძლება მაყუთის გაკეთება 😀

      • აბა რა 🙂 სულ მაგას ვამბობ , მთავარია სწორი მარკეტინგი 🙂 უფრო ლამაზ , კეთილ და ინტელექტუალურ ზღაპრებს შევთხზავ ვიდრე ბიბლიაში წერია , მერე მეც ილია მეორესავით სიცოცხლეშივე წმინდანებთან გამატოლებენ და ჩემზე ილოცებენ 🙂

  1. მშვენიერი პოსტია. იმას დავამატებდი, რომ ისეთი პოლიტიკური პარტიის არსებობა, როგორიც ქრისტიან დემოკრატიული პარტიაა, უკვე რელიგიური ნიშნით უთანასწორობის წინაპირობაა ქვეყნის მასშტაბით. წარმოიდგინე, ესენი რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ მერე რა იქნება. ყოველი პოლიტიკოსი რელიგიურად ნეიტრალური და მიუკერძოებელი უნდა იყოს და პოლიტიკურ იდეოლოგიას რელიგიურს არ უკავშირებდეს. ეს რელიგიით მანიპულირება და სეკულარიზმის ამოძირკვაა. არადა, სეკულარიზმი ახლა ჰაერივით გვჭირდება, რადგან ხალხის უმეტესობის აზრით მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირი აუცილებლად მართლმადიდებელი უნდა იყოს.

    • აბსოლიტურად გეთანხმები!
      ეგ პარტია იმიტომ არსებობს რომ ქრისტიანობა (კერძოდ მართლმადიდებლობა) კარგად იყიდება და მოდაშია. ქულებს დაიწერ მრევლში და ხმებს მიიზიდავ.
      ჩვენთან არაა პოლიტიკური კულტურა იმ დონეზე რომ ეს რელიგიით მანიპულირებად აღიქვან, ყველაფერი რაც სიტყვა “ქრისტიანულს” შეიცავს კარგი გონიათ

  2. პოსტი მეც მომეწონა, ათეისტი ნამდვილად არ მეთქმი, მაგრამ ეს რელიგიურ მარაზმამდე მისული საზოგადოება ძალიან მღლის, იმდენად, რომ ამ საკითხებზე ფიქრი ა ღ არ მინდა 🙂 თითქმის ყველაფერში გეთნანხმები, მეც არ მესმის, რატომ შეიძლება ვინმე ადამიანებს სულიერი მოთმენისკენ, ხორციელი დათმობებისკენ მოუწოდებდეს და თითონ ხორცს პრჯვარს სახავდეს “ლობიოდ იქეციო” და ჭამდეს. ეს მღვდელ-მონაზონთ ჯიპებიც ყბადაღებულ თემად იქცა – მაგრამ მეც მაინც მგონია რომ სულიერება და 2011 წლის შავი, გაპრიალებული რომლიმე მანქანის ბოლო მოდელი ცოტა შორი-შორს დგას ერთმანეთისგან……..
    ღმერთი მგონი ყველამ თვის თვში უნდა ეძებოს, იცი ნიცშე მეც არ მგონია რო ათეისტი იყო, კარგად თუ დააკვირდები, იმას ამბობდა, რაც ახლა ხდება – ღმერთი მოკვდაში იმას არ გულისხმობდა, ოდესღც იყო და მერე თქვენი ჭირიც წაიღოო.. მგონი ზუსტად იმას გულისხმობდა, რომ ადამიანებს უჭირთ თვის თვში ღმერთის პოვნა ^^

    • საინტერესო მოსაზრებაა ნიცშეზე, მადლობა კომენტარისთვის, იმედია ხალხის გამოფხიზლება სხვა უკეთესი პროგრესიით წავა და რელიგიის სახელით სულ უფრო ნაკლები ადამიანი ჩაიჯიბავს ფულს.

  3. მოიხედავად იმისა, რომ საკუთარი რელიგიური შეხედულებები მაქსვს ჩამოყალიბებული, რომლებიც საკმაოდ შროს დგანან ათეიზმისგან, პოსტის შინაარს თავიდან ბოლომდე ჩავწვდი და მესმის თუ რაზე წერ… ეს ნამდვილად დიდი პრობლემაა…

    რაც შეეხება ნიცშეს, იგი ”ღმერთი მოკვდა”-ში გულისხმობდა ზუსტად იმას რაზეც ეს პოსტია.. ანუ იმ პერიოდის ეპოქაზე..ნიჰილიზმზე წერდა, იგი ამბობდა რომ ღმერთი ადამიანების გულებში მოკვდა..

დატოვე კომენტარი