პლანეტური აღმოჩენების ბუმი

ამ ბოლო დროს, ძალიან ბევრი ახალი, საინტერესო და მნიშვნელოვანი აღმოჩენა გახდა ცნობილი ეგზოპლანეტების შესახებ. მახსოვს კეპლერის ტელესკოპი ახალი გაშვებული იყო კოსმოსში როცა მოუთმენლად ველოდი ხოლმე საინტერესო ცნობებს ნასასგან, მაგრამ აღმოჩენები იგვიანებდა. არადა ცოტა აზრზე თუ მოხვალ, მიხვდები რომ აღმოჩენის დადასტურებას რამდენიმე საგულდაგულო გადამოწმება და საბოლოოდ დარწმუნება სჭირდება. ეს ახალი აღმოჩნებიც არაა გუშინდელი აღმოჩნენები, ყველა მონაცემი მოწმდებოდა 3 წლის მანძილზე, კეპლერის, სპიტზერის და მიწაზე მყოფი გიგანტი ტელესკოპების მიერ. საჭირო იყო ერთხელ დაფიქსირებული დაბნელების მინიმუმ სამჯერ დადასტურება კეპლერის ფოტომეტრით და გადამოწმება სხვა ტელესკოპების მიერ.

კეპლერის ტელესკოპმა საბოლოოდ გაარკვია რომ დედამიწის ზომის (და მასზე პატარა) ეგზოპლანეტები არსებობს და ადამიანს შეუძლია მათი აღმოჩენა. სულ ახლახანს ნასამ გამოაქვეყნა 4 კლდოვანი პლანეტის აღმოჩენის შესახებ რომლებიც დედამიწაზე მცირეა, სულ პატარას ზომა კი ოდნავ აღემატება მარსისას. ეს პლანეტები საუკეთესო კანდიდატები იქნებოდნენ სიცოცხლისთვის რომ არა მათი არახელსაყრელი მდებარეობა. ისინი ძალიან ახლოს არიან საკუთარ ვარსკვლავთან, მათი ზედაპირის ტემპერატურა საშუალოდ +500-დან +1000- ცელსიუსამდე მერყეობს. ამ დროისთვის ბოლო აღმოჩენაა სამი დედამიწაზე მომცრო პლანეტა წითელი ჯუჯა ვარსკვლავი KOI-961-ის გარშემო. პლანეტები საკმაოდ ახლოს არიან ვარსკვლავთან და სისტემაც ისეთი პატარაა რომ მასშტაბით იუპიტერის მთვარეების სისტემას ოდნავ აღემატება. “ეს არის პაწაწინა პლანეტური სისტემა ასე შორს” -ამბობს ჯონ ჯონსონი, მთავარი მკვლევარი ნასას ეგზოპლანეტების მეცნიერებათა ინსტიტუტი კალიფორნიის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში, პასადენა. “ის  ყველაზე მეტად წააგავს მასშტაბით იუპიტერს და მის მთვარეებს, ვიდრე სხვა რომელიმე სისტემა. აღმოჩენა არის მნიშვნელოვანი მტკიცება ჩვენს გალაქტიკაში პლანეტური სისტემების მრაველფეროვნებისა”

კეპლერის მისიამ აგრეთვე აღმოაჩინა სიცოცხლისთვის ყველაზე ხელსაყრელი პლანეტა აქამდე ცნობილთა შორის, ესაა Kepler 22b რომელიც ჩვენგან 600 სინათლის წლის მოშორებით მოძრაობს მზის მსგავს ვარსკვლავ  Kepler 22-ის ორბიტაზე.

 Kepler 22b დედამიწაზე 2,4-ჯერ დიდია და სასიცოცხლო ზონაში მდებარეობს. რაც ზრდის შესაძებლობას მის ზედაპირზე არსებობდეს წყალი და სიცოცხლისთვის საჭირო პირობები. მისი ზედაპირის საშუალო ტემპერატურა +22 გრადუსია ცელსიუსით. ჯერ ჯერობით Kepler 22b წარმოადგენს ყველაზე კომფორტულ პლანეტას სიცოცხლისთვის დედამიწის შემდეგ.

ასევე გასაოცარი აღმოჩენა გამოაქყვეყნა ნასამ რამდენიმე თვის წინ პლანეტური სისტემა Kepler16 -ის შესახებ, საოცარი ისაა რომ ამ სისტემაში ორი მზეა და ერთი პლანეტა, Kepler 16b-ზე ორი მზე ამოდის როგორც ლეგენდარულ პლანეტა ტატუინზე, ვარსკვლავური ომებიდან. სულ ახლახან კი კიდევ ორი ორ მზიანი სისტემის აღმოჩენის შესახებ გახდა ცნობილი.  Kepler-34 და Kepler-35.  გაზის პლანეტა Kepler-34b გარემოიქცევა ორი, მზის მსგავსი ვარსკვლავის გარშემო 289 დღიან ორბიტაზე, ვარსკვლავები კი ერთმანეთს გარემოექცევიან ყოველ 28 დღეში. პლანეტა Kepler-35b მოძრაობს უფრო ცივი და პატარა ვარსკვლავის გარშემო 131 დღიან ორბიტაზე. მისი მშობელი ვარსკვლავები კი 21 დღეში გარემოექცევიან ერთმანეთს. არც ერთ მათგანი (პლანეტა) არ იმყოფება სასიცოცხლო ზონაში, მაგრამ ასეთი ორ მზიანობა ძალიან საინტერესოა, მეცნიერები ფიქრობენ რომ ასეთი სისტემები საკმაოდ ხშირი უნდა იყოს.

მოკლედ პლანეტებზე მონადირეებს მართლაც საუკეთესო დრო დაუდგათ, ასტრონომთა საერთაშორისო საზოგადოებამ 12 იანვარს წარმოადგინა სტატისტიკური კვლევა რომლის მიხედვით ჩვენ გალაქტიკაში თითო ვარსკვლავზე საშუალოდ თითო პლანეტა მოდის, რაც იმას ნიშნავს რომ პლანეტათა საშუალო რიცხვი ირმის ნახტომში 100 მილიარდს უდრის. თუ მართლაც ასეა მაშინ დაუჯერებელია 100 მილიარდი პლანეტიდან ერთი მაინც არ იყოს სიცოცხლისთვის ვარგისი.

ბავშვობაში ვუყურებდი ხოლმე ცას და მეგონა რომ სავსე იყო სიცოცხლით, და ახლაც როცა ღამით ქუჩაში მივდივარ, სულ ზემოთ ცას გავყურებ და ვიცი რომ სავსეა სამყაროებით, რომლებსაც ოდესმე დავიპყრობთ, ან გადავშენდებით ისე რომ ოცნება ოცენადვე დაგვრჩება, მაგრამ იმდენი მაინც გვეცოდინება რომ ეს შესაძლებელია.

13 thoughts on “პლანეტური აღმოჩენების ბუმი

  1. აუ ძაან საინეტერესო პოსტიაა :*
    და იცით რა მაინტერესებს რატომ უნდა იყოს რეიტინგის სათავეში geosexmd.com და მისი სექსუალური ისტორიები და ეს საინტერესო ბლოგი და პოსტი ბოლოში რატო უნდა იყოოოს ?
    ხალხის ბრალია :@

    Like

  2. მიყვარს ეს ბლოგი:)

    სიცოცხლისთვის ვარგისიანობას რაც შეეხება, მე სულ იმას გავიძახი, დაუჯერებელია, ამხელა სამყარო მხოლოდ ჩვენნაირი უსასრულოდ მცირე წერტილისთვის სცდებოდეს მეთქი, თუმცა, რიცხვებით დადასტურება არ შემეძლო…

    ხშირად წერე, ყაულაშვილო🙂

    Like

    • მადლობა🙂
      მეც მგონია რომ სამყაროს სიდიდე და მრავალფეროვანება მის დიდ პოტენციალსაც უნდა ნიშნავდეს სიცოცხლის ფლობის მხრივ, თუმცა ჩვენ ჯერ არ ვიცით რას ნიშნავს სიცოცხლე, ამიტომ ზუსტად ვერაფერს ვიტყვით

      Like

  3. ჰოიი შენ გამოუსწორებელო ათეისტო, ჰოი რა პატარა ხარ სამყაროვ, აქაც მოგაგენი, ეს მართლა კაი პოსტი იყო მომეწონა, რწმენა გამიძლიერდა,

    Like

  4. თუმცა თეორიულად შესაძლებელია, მაგრამ მაინც ვერ ოპოვით სხვაგან სიცოცხლეს,

    Like

    • რატომ გგონია რომ ვერ ვიპოვით? იმიტომ ხომ არა რომ ღმერთმა მთელი ეს უზარმაზარი სამყარო ადამიანისთვის შექმნა? ძალიან დიდი სისულელე მგონია ეგ აზრი… რომ შეგეძლოთ და წარმოიდგინოთ მთელი ჩვენი დაკვირვებადი სამყაროს ზომა მაგ აზრში ეჭვი შეგეპარებოდათ… ჯერ მარტო ჩვენი გალაქტიკა იმხელაა რომ შესაძლოა მილიარდობით პლანეტა არსებობდეს რომელსაც ხელსაყრელი პოზიცია ექნება სიცოცხლის არსებობისთვის. გაგიხეთქავთ გულებს და იმასაც გეტყვით რომ მეცნიერები უკვე სერიოზულად ფიქრობენ რომ მარსზე მარტივი სიცოცხლე არსებობს. ვიკინგის მისიის შედეგები ახლახან გადაამოწმეს და 99% დარწმუნებულები არიან რომ მარსზე მიკრობული სიცოცხლე გამოავლინეს… თუნდაც სიცოცხლის დამოუკიდებელი არსებობა მარსზე ნიშნავს რომ დედამიწა განსაკუთრებული ადგილი არაა. რომ ის არავის აურჩევია. მარსზე სიცოცხლის არსებობა ნიშნავს, რომ მთელი სამყარო სავსეა სიცოცხლით.

      Like

  5. ისე თეორიულად ისიც შეიძლება რომ ეს ბნელი ენერგია თავად შემოქმედია {უფრო სწორად მისი რაღაც ნაწილი} რამდენათაც ის არ არსებობს როგორც ფიზიკური, როგორც რაიმე მატერიარული, ღმერთი თავიდან ბოლომდე სულია, {ენერგია, სიყვარულის ენერგია,}

    Like

    • ცდები, ბნელი ენერგია მატერიალური რამეა… უბრალოდ ყველაფერს ტელესკოპით ვერ დაინახავ, გავრცელებული აზრით, ბნელი ენერგია თავად სივრცის ენერგიაა. მისი გამოვენა კი კოსმოსის მოქმედების საერთო სურათიდანაა შესაძლებელი.
      ბნელი ენერგია არ წარმოადგენს რაიმე მისტიკას.

      Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s