უცნაური ფრინველი

მაჰვა-ნუ იმ დღეს აქოშინებული შევარდა ბელადის ქოხში და სოფლის საჭირბოროტო საკითხებზე დინჯად მოსაუბრე უხუცესებს მყუდროება დაურღვია, გამოცვივდნენ ყველანი გარეთ, მაჰვა-ნუ უჩვეულოდ აღელვებული ირწმუნებოდა ხეების თავზე უცნაური დიდი ფრინველი დაფრინავდა და თან საშინელ ხმას გამოსცემდაო, მაგრამ დანარჩენებს უჩვეულო იმ დროს არაფერი დაუნახავთ. ეს იყო იმდენი მთვარის უკან, რომელიც არავის შეეძლო დაეთვალა. რომც მოესურვებინათ მათ ლექსიკონში ათზე დიდ რიცხვს  – ბევრი ერქვა. თუმცა ახსოვდათ მაჰვა-ნუს შეშფოთებული სახე და ღმერთების რისხვასავით, ძრწოლით წამოძახილი “დიდი ფრინველი” .

ლამის დავიწყებასაც კი მიეცა ეს ამბავი როცა დიდი ფრინველი ისევ გამოჩნდა, ამჯერად მაჰვას მეზობელმა პატარა ანადამ გაიგონა უჩვეულო ზმული მერე სადღაც კენწეროებს ზემოთ შენიშნა. შინ შეირბინა და სანამ სხვებს დაუძახებდა მანამდე მთელი სოფელი გარეთ აღმოჩნდა, კაცები ნადირბიდან ბრუნდებოდნენ, ქალები და ბავშვები პაპაიას კრეფას მორჩენილიყვნენ და სავსე კალათებს შინისაკენ ეზიდებოდნენ, სწორედ ამ დროს მიიპყრო ყველას ყურადღება ზეციდან მომავალმა ხმაურმა. აი ისიც მაჰვა-ნუს მოჩვენება – დიდი ფრინველი. ნამდვილად არსებულა. ფრინველი უცნაურად იქცეოდა, თითქოს შორდებოდა სოფელს, მერე ისევ უახლოვდებოდა. მონადირეებმა სასწაფოდ მოიმარჯვეს მშვილდ ისრები, მაგრამ ყველაზე მარჯვე მსროლელმაც ვერ მიაწვდინა ისარი მოელვარე ფრინველს. უცნაური იყო ეს ფრთოსანი, რადგან როგორც მაჰვამ შენიშნა მზის სხივებზე ელვარებდა მისი ტანი, ერთ ხანს სოფლის თავზე იტრიალა და შემდეგ სხვა მხარეს გაფრინდა, მისი ზმუილა ხმა თანდათან ჰაერში დაიკარგა და სახტად დატოვა სოფელი.

საღამოს უხუცესმა ბელადმა კოცონის გარშემო შეკრიბა ყველა, მონადირენიც კი შეშინებულიყვნენ რადგან მათი ისრები უძლური გამოდგა. მაჰვა-ნუ,  შუა ხნის, დიდი ოჯახის პატრონი სწორედ ამ კრების დროს შეეჩეხა მის ცხოვრებაში ყველაზე რევოლუციურ აზრს. ასეთი ფრინველი არავის ენახა, ზოგმა ღმერთების რისხვას მიაწერა უცნობი არსების გამოჩენა, მაგრამ ყველაზე საგულისხმო დენე-თჰას სიტყვა იყო სადაც იგი, როგორც მრავლის მნახველი და მოგზაური კაცი, ირწმუნებოდა რომ დანარჩენ  ხუთი ტომიდან ერთ-ერთში არის კაცი რომელსაც უნახავს უჩვეულო ფრინველები და ცხოველები, უფრო საოცარი კი ისაა რომ ეს კაცი ამბობს თითქოს ამ ექვსი ტომის გარდა სხვა ტომებიც არსებობდეს, შორს მცხოვრები უცნაური ფერმკრთალი ხალხისა, რომელიც უნცაურ იარაღებსა ფლობენ. ამ აზრს ცოტა არ იყოს დაცინვით შეხვდა უმრავლესობა, მაგრამ მაჰვა-ნუს ეჭვები  ღრღნიდა, თითქოს მისი პატარა სამყაროს მყუდროება დაირღვა, რაღაც ავის მომასწავებელ ნიშნად მიიჩნია ეს ფრინველი.

მეორე დღეს სოფლის ცხოვრება ჩვეულად გაგრძელდა. თითქოს არავის აღარ ახსოვდა გუშინდელი მღელვარება. მაჰვა ფიქრობდა რომ მხოლოდ მასღა აწუხებდა ეს გადაუჭრელი საკითხი, აიღო თავისი ძველი მშვილდი, სამგზავრო კალათა, ოჯახი გააფრთხილა რამდენიმე დღე არ მოვალო და გაუყვა გზას. ქალი კი ეჩხუბა არ წახვიდეო, მაგრამ თავმოყვარე მაჰვამ თავისი არ დაიშალა. რამდენიმე დღეს შეუჩერებლივ იარა ტყეში, მერე კი სწორედ იმ ტომის სოფელს მიადგა სადაც დენე-თჰას მიერ დასახელებული კაცი ეგულებოდა, მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი ნათელი მოეფინა ყველაფრისთვის მაგრამ მისდა სამწუხაროდ ის კაცი ორი თვის წინ ჩამოვარდნილიყო ხიდან და მომკვდარიყო. ფრინველზე იკითხა, ამ ხალხსაც დაუნახავთ მსგავსი რამ, მაგრამ იმაზე მეტი არ იცოდნენ რაც მაჰვას სოფელში. კაცი კი რომელმაც ადგილობრივების დასტურითაც ყველაზე მეტი იცოდა ამ საკითხზე, უკვე აღარ იყო ცოცხალი. იმედი თითქმის აღარც კი ქონდა რაიმეს გაგებისა, მაგრამ მაინც არ გამობრუნდა უკან და გადაწყვიტა ყველა ტომი მოენახულებინა. კიკუის ტომში რამდენიმე მოხალისე ახალგაზრდაც კი შეუერთდა ამ მასშტაბურ კვლევა ძიებას. ეს იყო ამ ხალხთა შორის ალბათ უპრეცენდენტო ძიება, საკუთარი სამყაროს საზღვრებისა. სამ კვირიანი ხეტიალის შემდეგ ბევრი ვერაფერი შეიტყო მაჰვამ, მხოლოდ ზღაპარი რამდენიმე დედაბერისგან რომ რაღაც ფრინველებს და ცხოველებს დააჭენებენ ვინმე უცხო მკრთალსახიანები.

ბოლოს ისევ საკუთარი თავის იმდეად გაუყვა უცნობ მხარეს. ადრე არასდროს დაფიქრებულა რამხელაა ეს ტყე, იქნებ სადმე თავდება კიდეც, იქნებ ქვეყანა უფრო დიდია ვიდრე ეს ტყე. იქნებ ტყის მიღმა ღმერთები ცხოვრობენ, ან სხვა ტომები. აკი ამას ყვებოდა ლეგენდებიც, მაგრამ ძნელია დაიჯერო როცა საკუთარი თვალით არ გინახავს. ფრინველი კი ნახა, მაგრამ რამდენად იყო ეს კავშირში უცხო ტომელებთან ან ღმერთებთან?

მოგზაურს სათვალავი აერია იმდენ დღეს იარა, ტყეს დასასრული არ უჩანდა, არავინ შეხვედრია, მხოლოდ ნაცნობი ტყის უცხო მხარეებს მიუყვებოდა. ეს უზარმაზარი ხეების ჯარი თითქოს იმის მოწმობა იყო რომ მართლაც მთელი ქვეყანა ეს უზარმაზარი ტყე იყო. მაჰვა ნუს რამდენადაც უცრუვდებოდა სიმართლის პოვნის იმედი, იმდენადვე თავს იმშვიდებდა რომ ყოველი სიტყვა უცხო ტომელებზე თავიანთი საშიში ცხოველებითა და ფრინველებით მხოლოდ ჭორი იყო. მაგრამ  ფაქტი ჯიუტია – მაჰვა ნუმ თავისი თვალით იხილა ის უზარმაზარი ფრინველი. ამიტომ ვერ შეძლო დაეძლია ცნობისწადილი და ხელცარიელი დაბრუნებულიყო შინ. მასზე ხომ ხმებიც გავარდნილა, როგორც მამაც ჭეშმარიტების მაძიებელზე, ახლა ვერ დაბრუნდება უკან შერცხვენილი.

ერთ ცხელ საღამოს მსხვილი ხე ამოირჩია, აძვრა ზედ და ღამის გასათევად მოკალათდა, ესიზმრა თითქოს გათენებულიყო, რიჟრაჟზე უზარმაზარ ტოტზე დიდი ფრინველის ბუდე შეემჩნია, გაჭიმა მშვილდი და შიგ გულში გაარტყა ფრთოსანს. აი გამარჯვება! ახლა მაჰვა თავისი ხალხის ნამდვილი გმირია, მაგრამ როგორ წაიღებს მის უზარმაზარ სხეულს? ფიქრობს, მაგრამ ვერაფერი მოიფიქრა, საშინლად სწადია შინ გამარჯვებული დაბრუნება დამამტკიცებელი საბუთით, მაგრამ გამოსავალი არ ჩანს, მოულოდნელად ფრინველი გაცოცხლდა და საშინელი ღრიალი მორთო, მაჰვამ ცულით გაუპო თავი, მაგრამ ფრინველი მაინც ღრიალებდა და მისკენ იწევდა. კრიტიკულ მომენტში, როცა ის იყო ფრინველის ლუკმა უნდა გამხდარიყო, მაჰვას გამოეღვიძა და რადგან ყველაფერი სიზმარს მიაწერა მაშინვე დამშვიდდა, მშვენიერი დილა იყო, ლურჯი ცით და გამჭვირვალე ჰაერით, მაგრამ მოულოდნელად საშინელი ფრინველის ხმამ სიზმრიდან ცხადში გადმოინაცვლა, შიშისაგან კინაღამ გული გაუსკდა, მერე მიაყურადა და სასწრაფოდ აცოცდა ხის უფრო მაღალ ტოტებზე, იქიდან კი საოცარი სურათი გადაიშალა: ურჩხულები, ხეებს ძირფესვიანად ჭრიდნენ, მოჭრილი უზარმაზარი ხეები კი ერთ მათგანს ზურგზე დაეწყო და სადღაც მიქონდა. ტყეც აქვე მთავრდებოდა, ჰორიზონტამდე ერთი ხეც კი არ ჩანდა სულ შიშველი მიწა იყო, მხოლოდ ხეების დარჩენილი ძირები ჩანდა, აქა იქ დადიოდნენ მთლიანად შემოსილი  მკრთალ სახიანი ადამიანები რომლებსაც ხელში ურჩხულის კბილების იარაღები ეჭირათ. აი ქვეყნიერების დასასრულიც და დასაწყისიც, აქ მთავრდება პატარა თვითმყოფადი, გულუბრყვილო სამყარო, და იწყება უზარმაზარი, ფართო და რთული სამყარო, რომელიც ყველაფერს ანგრევს რათა თავად გაფართოვდეს. მაჰვას არ შეეძლო ყველაფერი ეს ზუსტად ეფიქრა ან წარმოედგინა, მაგრამ კი ხვდებოდა, ხვდებოდა იმასაც რომ ზებუნებრივი მოვლენები არაფერ შუაში იყო, უბრალოდ ეს იყო ახალი ჰორიზონტი, ახალ სამყაროში.

ეს იყო ყველაზე დიდი და საშინელი აღმოჩენა!

Inspired by:

შთაგონება:

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s