სევდა

მე მიყვარს სევდა! რომელიც ხშირად უსამართლოდ ასოცირდება პესიმიზმთან, დაღვრემილობასა და თვითგვემასთან. სევდა სხვანაირია – სევდა ცხოვრების შეცნობის სიღრმეა, არსებობის ფუნდამენტში შეჭყეტვის გზა. მხოლოდ სევდას და ცხოვრებისეული ტრაგედიის შეფასების გრძნობას ძალუძს შემოიტანოს ისეთი კონტრასტი, რომელიც ჭეშმარიტ ფასეულობებს სათანადოდ წარმოაჩენს. მხოლოდ სევდას შეუძლია შესძინოს ხალისს და სიცოცხლისმოყვარეობას სათანადო ფასი. სევდა არის ის რაც განსაზღვრავს ყველაფრის ფასს, თუ არ გჯერათ – წარმოიდგნეთ რომ არასდროს მოკვდებით, არ დაბერდებით და იგივე სიტუაციაში იქნება ყველა. ასეთ გარანტირებულ მუდმივობაში პირველი ალბათ რაც გაქრებოდა იქნებოდა სევდა, რადგან აღარ იქნებოდა საჭირო სიბრალული, თანაგრძნობა (არსებობა და სიჯანსაღე ხომ გარანტირებულია) სინანული, სოლიდარობა და დახმარება. და თუკი ეს ყველაფერი გაქრებოდა აღარ ექნებოდა ფასი არც სიხარულს არც სიცოცხლის სიყვარულს. იქ სადაც დროს და გარდაუვალ დრამატულ ცვლილებებს აზრი ეკარგება, იკარგება ყველაფერი ის რაც კარგია და მოგვწონს ამ ჩვენ არასრულფასოვან სამყაროში. ყველაფერი იდეალური უტოპიაა, ამიტომაც არ მჯერა იდეალური “კაცის” იდეალური “ბაღჩის” სადაც ლომები და ზებრები ერთად თამაშობენ, მარადიული ფასეულობების რომელთაც ცხოვრებისეული ტრაგედიისა და სევდის გარეშე გააჩნიათ ფასი. მიყვარს სევდა, მაგრამ არა პესიმიზმი და დაღვრემილობა. ეს ის სევდა არაა რომელიც თვითგამოხატვისთვის ჭირდება იმოს. არც ის სევდაა რომელიც განგაიარაღებს და საკუთარი არსებობის ფასს გაგინულებს.

იქნებ გიფიქრიათ რატომ ცოცხლობს დიდხანს სევდიანი ამბები? რატომ ითვლება ტრაგედია სერიოზულად, მხიარულება კი ზედაპირულ, მსუბუქ, თავშესაქცევ, გასართობ საქმიანობად? კომედია რაც არ უნდა კარგი იყოს, მაინც მსუბუქი დარჩება და ზედაპირზე იტივტივებს, შემდეგ აორთქლდება. ტრაგედია და მისგან გამოწვეული სევდა კი დამძიმდება და იმ სიღრმეებისკენ წავა სადაც, ფასეულობათა ფუნდამენტია. იქ სადაც იწყება ან მრთავდება სამყაროს აღქმა.

ისე ნუ გაიგებთ თითქოს მაზოხისტი ვიყო და ვოცნებობდე რაიმე ტრაგედია შემემთხვეს. teen ასაკიდან უკვე კაი ხანია გამოვედი, რომ მსგავსი რამეები რომანტიულ საბურველში შევმოსო. პერსონალური ტრაგედია არასასურველი და საშინელია, მაგრამ ზოგადად ცხოვრება თავისი არსით ისედაც ტრაგიკულია! ბედნიერების მწვერვალზეც კი. ყოველი ახალი დღე რამდენადაც ახალი შესაძებლობების საწინდარია იმდენადვე ყოველი ახალი დღე კიდევ ერთი პატარა ნაბჯია სიკვდილისკენ. სულაც არ მეჩვენება რომ ეს გადაჭარბებული შეფასებაა, არც ის მეჩვენება რომ ეს შეფასება რამენაირად უნდა თრგუნავდეს ადამიანს. ტრაგიზმი ცხოვრების ბუნებრივი მხარეა. რომლის გაცნობიერებაც საჭირო კონტრასტს ქმნის, კეთილგანწყობის, ღიმილის, დახმარების და უანგარო სიკეთის შეცნობასა და დაფასებისთვის. რა ამოძრავებს ამ ყველაფერს? თუ არა, ცხოვრების წუთიერება, თუ არა სინანული უამრავ დაკარგულ სიცოცხლზე, მომენტზე, დროზე, რომელიც აღარ დაბრუნდება.

მე ის სევდა მიყვარს რომელიც კი არ ავიწროებს და თრგუნავს ადამიანს, არამედ ჩააფიქრებს და გახდის მეტად მოტივირებულს რათა შეინარჩუნოს და განამტკიცოს ის ღირებულებები რომლებიც ფასეულია მასში. სევდა რომელიც რაღაცას შეგძენს და არ წაგართმევს.

ახალი არ იქნება თუ ვიტყვი რომ ყოველგვარი ნაკლოვანება იმის საწინდარია რომ არსებობს მისი საპირისპირო მხარე. თუნდაც რომ არა სამყაროს არასრულყოფილება და თავდაპირველი “სუპის” არათანაბარი გადანაწილება, არც ჩვენ ვიქნებოდით. იდეალური სტრუქტურის სამყარო ვერაფერს აწარმოებს. იქ სადაც შუქ ჩრდილი არაა სურათი ვერ იქმნება, იქ სადაც დრო არაა არც კარგი დრო დგება, რამდენადაც კარგია ყველაფერი იმდენადვე სევდიანი და ტრაგიკულია. ეს ყველაფერი კი ერთად, ერთ კონტექსტში უნდა აღიქვა, თუ სევდას ამოგლეჯ, მაშინ ვერასდროს შეძლებ დაფიქრდე თუ რატომ არსებობს საერთოდ სამყარო, მაშინ ვერასდროს ისწეავლი როგორ იყო უკეთესი, ვერც იმას გაიგებ რა მნიშვნელობა აქვს თანადგომას და ცხოვრებისეული ტრაგედიის გაზიარებას.

როცა პირველად წავიკითხე სამყაროს ცხელი სიკვდილის თეორიის შესახებ, ალბათ მაშინ მივხვდი ბევრ რამეს, ვიღაცისთვის შეიძლება უაღრესად დეპრესიულიც ყოფილიყო იმის დაშვება რომ სამყაროს სტრუქტურა  თუნდაც ძალიან დიდი ხნის შემდეგ უბრალოდ დეზინტეგრირდება და შეწყდება ყველაფერი რასაც კი ჩვენთვის ოდესმე მნიშვნელობა ქონია. მაგრამ ჩემთვის ეს აღმაფრთოვანებელი და ძალიან მნიშვნელოვანი დაშვება იყო, რადგან რომ არა ცვილებათა ეს დრამატული ჯაჭვი, მაშინ არც ის ბრწყინვალე პერიოდი იქნებოდა სამყაროში, რასაც სამყაროს გაზაფხული შეგვიძლია ვუწოდოთ, ვარსკვლავური ერა.

ალბათ იმაზეც გიფიქრიათ რატომ აფასებენ ადამიანებს სიკვდილის შემდეგ, ესეც არ ყოფნის სევდაა რომელიც ტრაგიკული გზით განახებს პიროვნების რეალურ მნიშვნელობას.

2 thoughts on “სევდა

  1. ესეთი კარგი პოსტი კარგა ხანია არ წამიკითხავს.
    ძალიან მომეწონა და ყველაფერში გეთანხმები.

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s