მრავალი მილიარდი კლდოვანი პლანეტა წითელი ჯუჯების გარშემო

სურათზე გამოსახულია მხატვრის ხედვა, მზის ჩასვლა სუპერ დედამიწის ტიპის პლანეტაზე Gliese 667 Cc.  ცაზე ყველაზე ბრწყინვალე ვარსკვლავი (მზე) არის წითელი ჯუჯა Gliese 667 C რომელიც სამმაგი ვარსკვლავური სისტემის ნაწილია. სამმაგი სისტემის ორი დანარჩენი ვარსკვლავიც Gliese 667  A და B ვარსკვლავებიც კარგად მოჩანან პლანეტიდან. ასტრონომები ამბობენ რომ მხოლოდ ირმის ნახტომში არსებობს ათეულობით მილიარდი ასეთი კლდოვანი პლანეტა, რომლეიც გარემოექცევიან ორბიტაზე მკრთალ წითელ ჯუჯა ვარსკვლავებს.

ეს არის პირველი მკაფიო რიცხვი წითელი ჯუჯის ორბიტაზე მყოფი პლანეტებისა, რომელიც დაანონსებული იქნა ასტრონომთა საერთაშორისო გაერთიანების მიერ HARPS-ის (HARPS – High Accuracy Radial Velocity Planet Searcher – მაღალი სიზუსტის რადიალური სისწრაფის პლანეტების მკვლევარი) სპექტოგრაფის 3,6 მეტრიანი ტელესკოპის მეშვეობით ლა სილას ობსერვატორიაში, ჩილეში. უკანასკნელი ანონსი აჩვენებს რომ ასეთი პლანეტები ჩვენ გალაქტიკაში მრავლად არიან.

HARPS-ის ჯგუფი ეძებდა ეგზოპლანეტეპს რომლებიც გარემოექცევიან ყველაზე გავრცელებული ტიპის ვარსკვლავებს ჩვენ გალაქტიკაში – წითელ ჯუჯა ვარსკვლავებს (რომლებიც ასევე ცნობილია M ჯუჯები) ასეთი ვარკსკვლავები არიან მზესთან შედარებით უფრო მკრთალი და ცივი, მაგრამ ძალიან გავრცელებული და ხანგრძლივი სიცოცხლით გამოირჩევიან.  მათი რიცხვი 80%-ს აღწევს ირმის ნახტომის ყველა ტიპის ვარსკვლავებში.

“ჩვენი ახლი დაკვირვებები HARPS-ის მეშვეობით ნიშნავს რომ დაახლოებით წითელი ჯუჯების 40% გააჩნია სუპერ დედამიწის ტიპის პლანეტები, რომლებიც სასიცოცხლო ზონებში, სადაც თხევადი წყლის ზედაპირზე არსებობა შესაძლებელია, გარემოექცევიან მათ” – ამბობს ჯგუფის ლიდერი ქსავიერ ბონფილსი (გრენობლის სამყაროს მეცნიერებათა ობსერვატორია IPAG, საფრანგეთი) “რადგან წითელი ჯუჯები ასეთი გავრცელებულია, მათი რიცხვი დაახლოებით 160 მილიარდს შეადგენს რძიან ბილიკში (ირმის ნახტომი) – ეს ყველაფერი გვაძლევს გასაოცარ შედეგებს – მხოლოდ ჩვენ გალაქტიკაში ათობით მილიარდი ასეთი პლანეტაა”.

HARPS -ის ჯგუფმა 6 წლის მანძილზე საგულდაგულოდ შეისწავლა 102 წითელი ჯუჯა, სახმრეთის ცაზე. მთლიანად 9 სუპერ დედამიწის ტიპის პლანეტა  იქნა აღმოჩენილი  (პლანეტები ერთიდან ათამდე დედამიწის წონით) ორი მათგანი სასიცოცხლო ზონაში მყოფი Gliese 581 და Gliese 667 C. ასტრონომებს უნდა გამოეთვალათ რამდენად მასიური იყო პლანეტები და რამდენად შორს გარემოექცევოდნენ ორბიტაზე საკუთარ მშობელ ვარსკვლავებს.

ყველა მონაცემის შეგროვებით, იმ ვარსკვავთა დაკვირვების გათვალისწინებით რომელთაც არ გააჩნიათ საკუთარი პლანეტური სისტემები და არსებული პლანეტების ნაწილის დაკვირვებით, ჯგუფს შესაძლებლობა ქონდა განესაზღვრა რამენად ჩვეულია განსხვავებული ტიპის პლანეტები წითელი ჯუჯების გარშემო. მათ აღმოაჩინეს რომ  სუპერ დედამიწის ტიპის პლანეტების სიხშირე სასიცოცხლო ზონებში წარმოადგენს საშუალოდ 41%. იგი 28%-დან 95%-მდე მერყეობს.

მეორე მხრივ, უფრო მასიური პლანეტები, იუპიტერისა და სატურნის მსგავსი, უფრო იშვიათია წითელი ჯუჯების გარშემო. ეს რიცხვი 12%-ზე ნაკლებია ( პლანეტები რომელთა წონა შეადგენს 100-დან 1000-მდე დედამიწის წონას).

რადგანაც ჩვენი მზის მახლობლად მდებარეობს ბევრი წითელი ჯუჯა, ახალი გამოთვლებით სავარადოთ ჩვენ კოსმოსურ სამეზობლოში არსებობს ასიოდე სუპერ დედამიწის ტიპის პლანეტა, ჩვენგან  სულ რაღაც 30 სინათლის წლის რადიუსში.

“წითელი ჯუჯების ირგვლივ სასიცოცხლო ზონა, სადაც ტემპერატურა ხელსაყრელია პლანეტის ზედაპირზე თხევადი წყლის არსებობისთვის, გაცილებით უფრო ახლოსაა ვარსკვლავთან ვიდრე დედამიწის და მზის შემთხვევაში.” ამბობს სტეფანი უდრი (ჟენევის ობსერვატორიის წევრი) “თუმცა წითელი ჯუჯები ცნობილია თავისი ვარსკვლავური ამოფრქვევებით და მზის ქარიშხლებით, რომელმაც შესაძლოა პლანეტა მოახვედროს ინტენსიურ X სხივებში ან ულტრაიისფერ რადიაციაში, ასეთ მდგომარეობაშიშესაძლოა სიცოცხლის წარმოშობას ნაკლები შანსი ქონდეს”

Gliese 667 Cc არის ერთ-ერთი პლანეტა რომელიც აღმოჩენილია HARPS-ის მიერ . ეს არის მეორე პლანეტა სამმაგ პლანეტურ სისტემაში, რომელიც როგორც ჩანს მდებარეობს სასიცოცხლო ზონის ცენტრალურ ნაწილში. თუმცა პლანეტა 4-ჯერ მასიურია დედამიწაზე, ის არის ერთ-ერთი ყველაზე მეტად მსგავსი დედამიწისა, რომელსაც აქვს თითქმის ზუსტად ისეთი პირობები რომელიც საჭიროა თხევადი წყლისთვის პლანეტის ზედაპირზე. ეს არის მეორე სუპერ დედამიწის ტიპის პლანეტა Gliese 581d-ის შემდეგ, (რომელიც დაანონსებულ იქნა 2007 და 2009-ში დამტკიცდა) HARPS-ის დაკვირებების ფარგლებში.

“ახლა ჩვენ ვიცით რომ არსებობს ბევრი სუპერ დედამიწის ტიპის პლანეტები წითელი ჯუჯების ახლო-მახლო, რომლებიც უნდა გამოვავლინოთ HARPS-ის და მომავლის ინსტრუმენტების მეშვეობით. ზოგიერთი მათგანი სავარაუდოდ გაივლის ორბიტაზე  მშობელი ვარსკვლავის წინ, ეს გახსნის არაჩვეულებვრივ შესაძლებლობას პლანეტათა ატმოსფეროს შესასწავლად და სიცოცხლის ნიშნების მოსაძებნად” ასეთ დასკვნას აკეთებს ქსავიერ დელფოსი, ჯგუფის მორიგი წევრი.

წყარო: www.physorg.com  Many billions of rocky planets in the habitable zone around red dwarfs in the Milky Way

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s