დავეხმაროთ ქართულ სუბტიტრებს TED-ზე

არსებობს ასეთი ტექნოლოგიური, სამეცნიერო, შემეცნებითი, კონფერენციების ცნობილი არენა TED. საიტზე ted.com ყოველდღე იდება სხვადასხვა საუბრების ვიდეოები, თემები ძალიან მრავალფეროვანი და საინტერესოა. მოსაუბრეებს შორის შეხვდებით: მუსიკოსებს, მსახიობებს, ცნობილ ადამიანებს, მეცნიერებს, ფსიქოლოგებს, სოციოლოგებს, ინჟნრებს და ა.შ. რომლებიც გაგაცნობენ თავიანთ ახალ იდეებს ან სრულიად უბრალო ჭეშმარიტებას დაგანახებენ სხვა კუთხით. გარწმუნებთ მართლაც საინტერესო საუბრები იდება.

ამ ვიდეოებს მსოფლიოს ყველა ენაზე თარგმნიან (სუბტიტრების სახით) მოხალისე მთარგნმნელები. რათა ყველა ენაზე იყოს ხელმისაწვდომი.  არიან ქართველი მთარგმნელებიც და ქართული სუბტიტრებიც მოიპოვება 72 ვიდეო საუბარზე. მაგრამ დამეთანხმებით 1000-ზე მეტ ვიდეოში 72 არაფერია. ანუ ძალიან ბევრი საინტერესო თემა ინგლისურის არ მცოდნეთათვის ჯერ ისევ მიუწვდომელია.

იმის გამო რომ ქართველი მთარგმნელები ცოტანი ვართ (ერთ-ერთი გახლავართ) ვიდეოებიც თარგმნა და გამოქვეყნება ნელა ხდება. ეს კიდევ არაფერი, ასე თუ ისე მიდიოდა ეს პროცესი ნელა, მაგრამ ამას წინათ, TED სუბტიტრების თარგმნის ახალ პლატფორმაზე გადავიდა და როგორც ჩანს, ჩვენი ქართველი მთარგმნელები ან ვერ გაერკვნენ ამ ახალ პლატფორმაში ანდაც საერთოდ არ გაუგიათ ჯერ. ამიტომ გადავწყვიტე მომეწონდებინა ინგლისურის მცდონეთათვის რომ იქნებ მიიღონ მონაწილეობა ამ საქმეში და დამეწერა TED-ზე და universlasubtitels.org-ზე რეგისტრაციის და თარგმნის ინსტრუქცია.

Continue reading

ღმერთის კამათლები და ჰოკინგის პარადოქსი

“ღმერთი კამათელს არ თამაშობს!” – ეს აინშტაინის ცნობილი სიტყვებია, რითაც მან გამოხატა თავისი კრიტიკული დამოკიდებულება მაშინ ჯერ კიდევ ჩანასახში მყოფი კვანტური თეორიის მიმართ. აინშტაინს სწამდა რომ სამყაროში ყველაფერი თანმიმდევრულ ლოგიკურ კანონზომიერებებს ემყარებოდა რომელთა ამოხსნა და წინასწარმეტყველება შეიძლება. კვნატური თეორია კი შემთხვევითობებს ეყრდნობოდა, ფერმკრთალდებოდა სიზუსტე და მხოლოდ ალბათობის ენით შეიძლებოდა საუბარი. დრომ და ექსპერიმენტებმა ანახა რომ კვანტური თეორია თავისი ალბათურობით მუშაობს. ეს უცნაური სამყაროა, სადაც ნაწილაკები ორ მდგომარეობაში ერთდროულად იმყოფებიან. სადაც ქრებიან და მატერიალიზდებიან სხვაგან, სადაც რეალობა დაკვირვების მიხედვით იცვლება, ანუ ეს ის სამყაროა სადაც მისი სრული ამოხსნისთვის ადამიანური ლოგიკა და წარმდგენები უძლური ხდება. თუმცა ადამიანი მათემატიკის მეშვეობით იგებს კვანტური სამყაროს მოქმედების გარკვეულ ასპექტებს.

კვანტურმა თეორიამ დიდი არეულობა გამოიწვია ფიზიკოსთა ტვინში. კვანტურ მექანიკაში ღვაწლმოსილმა ცნობილმა ფიზიკოსმა რიჩარდ ფეინმამნმა კვანტურ მექანიკაზე თქვა: “თუ თქვენ ფიქრობთ რომ გესმით კვანტური მექანიკა, ე.ი თქვენ არ გესმით კვანტური მექანიკა”

Continue reading

Corona Australis

თითქოს უსასრულო მოგზაურობა დასასრულს უახლოვდებოდა, ამას მოწმობდა სამხრეთ გვირგვინის, იგრეკის საგრძნობი მოახლოება, როგორც მაგელანმა გაზომა სულ რაღაც ნახევარი პარსეკიღა იყო დარჩენილი მიზნამდე. ცოტაც და ალბათ იგრეკის სისტემაში შევიდოდა და ბოლო მოეღებოდა ათწლეულების მანძილზე გაწელილ მოგზაურობას. მაგელანმა იცოდა თავისი მოსახელეს ისტორია, ადამიანისა ძველ დროში რომელმაც პირველად შემოუარა პლანეტას ირგვლივ, პირველმა იპოვა გასასვლელი დიდ ოკეანეში, გაცურა ყველაზე სახიფათო სრუტეში და გაიჭრა დიდ ოკეანეში რომელმაც გულმოწყალედ უმასპინძლა სამი თვის მანძილზე. თუმცა ოკეანე იმ დროინდელი ნაოსნობითვის იმდენად დიდი და უცნობი იყო რომ მოგზაურობა დაუსრულებელი ჩანდა, დაუსრულებელი წყლის სივრცე, შიმშილი, დაუსრულებელი ერთფეროვანი ჰორიზონტი, მაგელანმა იცოდა მისი წინამორბედის რთული ისტორია. მას ემოციები არ ქონდა, თუმცა იცოდა რომ თავადაც ეპოქისთვის მსგავსი მნიშვნელობის მისია ჰქონდა, ახალი ჰორიზონტების დაპყრობა. ის ნამდვილ მაგელანზე უფრო შორს და დიდხანს მიდიოდა, ზღვის ლურჯად მოლივლივე ჰორიზონტის მაგიერ კი კოსმოსის სიშავეს უმზერდა, საოცარი სიჩქარით მიქროდა, თუმცა ვარსკვლავთა მკთალი სურათი მაინც ძალიან ნელა იცვლებოდა, სულ უკან ფონად, მშვილდოსნის ისართან გალაქტიკის ბირთვი ელვარებდა დროსა და სივრცეში გაყინული.  მაგელანი ერთადერთი იყო, რომელმაც იხილა რეალურად როგორ გაიწელა თანავარსკვლავედთა სურათები. კენტავრს ფეხები ჩამორჩა უკან და პირველად კაცობრიობის ისტორიაში, ადამიანის ჭკვიანმა ხელსაწყომ  უკან ჩამოიტოვა უახლოესი მეზობლები ალფა და პროქსიმა კენტავრები. მაგელანი ხედავდა როგორ მცირდებოდა მზის სინათლე და მნიშვნელობა, ბოლოს ის ერთ ჩვეულებვრივ ვარსკვლავად გადაიქცა, შემდეგ სხვა ვარსკვლავებმა გადაფარა. მორჩა სახლი სამუდამოდ მიეფარა თვალს, არასდროს დაბრუნდება იქ სადაც შეიქმნა. მეზღვაურმა არ იცოდა რა მოელოდა, მისმა მოსახელე მანქანამ პირიქით. თუმცა ამ უკანასკნელს ემოცები არ ქონდა ის შექნილი იყო იმისთვის რომ ცოდნოდა და ადამიანის მსგავსად ეაზროვნა. მას კაცობრიობის ცოდნის უმნიშვნელოვანესი ნაწილი მიქონდა თან – ინტელექტუალური კონტაქტის შემთხვევისთვის. მისი კვანტური ტვინი ადამიანური ცნობისმოყვარეობითა და ცოდნის სურვილით იყო დაპროგრამებული. რობოტს შეეძლო არა მარტო ყველანაირი მეცნიერული კვლევა არამედ მათი ანალიზიც. სხვა გზა არ ქონდა. მისი დამხმარე არავინ იქნებოდა კოსმოსის ღრმა სივრცეებში. მასზე ამყარებდა მთელი დედამიწა იმედს. რომ ის წავიდოდა, მამაცურად გამოივკლევდა ყველაფერს და გადმოსცემდა დედამიწას.

Continue reading