Corona Australis

თითქოს უსასრულო მოგზაურობა დასასრულს უახლოვდებოდა, ამას მოწმობდა სამხრეთ გვირგვინის, იგრეკის საგრძნობი მოახლოება, როგორც მაგელანმა გაზომა სულ რაღაც ნახევარი პარსეკიღა იყო დარჩენილი მიზნამდე. ცოტაც და ალბათ იგრეკის სისტემაში შევიდოდა და ბოლო მოეღებოდა ათწლეულების მანძილზე გაწელილ მოგზაურობას. მაგელანმა იცოდა თავისი მოსახელეს ისტორია, ადამიანისა ძველ დროში რომელმაც პირველად შემოუარა პლანეტას ირგვლივ, პირველმა იპოვა გასასვლელი დიდ ოკეანეში, გაცურა ყველაზე სახიფათო სრუტეში და გაიჭრა დიდ ოკეანეში რომელმაც გულმოწყალედ უმასპინძლა სამი თვის მანძილზე. თუმცა ოკეანე იმ დროინდელი ნაოსნობითვის იმდენად დიდი და უცნობი იყო რომ მოგზაურობა დაუსრულებელი ჩანდა, დაუსრულებელი წყლის სივრცე, შიმშილი, დაუსრულებელი ერთფეროვანი ჰორიზონტი, მაგელანმა იცოდა მისი წინამორბედის რთული ისტორია. მას ემოციები არ ქონდა, თუმცა იცოდა რომ თავადაც ეპოქისთვის მსგავსი მნიშვნელობის მისია ჰქონდა, ახალი ჰორიზონტების დაპყრობა. ის ნამდვილ მაგელანზე უფრო შორს და დიდხანს მიდიოდა, ზღვის ლურჯად მოლივლივე ჰორიზონტის მაგიერ კი კოსმოსის სიშავეს უმზერდა, საოცარი სიჩქარით მიქროდა, თუმცა ვარსკვლავთა მკთალი სურათი მაინც ძალიან ნელა იცვლებოდა, სულ უკან ფონად, მშვილდოსნის ისართან გალაქტიკის ბირთვი ელვარებდა დროსა და სივრცეში გაყინული.  მაგელანი ერთადერთი იყო, რომელმაც იხილა რეალურად როგორ გაიწელა თანავარსკვლავედთა სურათები. კენტავრს ფეხები ჩამორჩა უკან და პირველად კაცობრიობის ისტორიაში, ადამიანის ჭკვიანმა ხელსაწყომ  უკან ჩამოიტოვა უახლოესი მეზობლები ალფა და პროქსიმა კენტავრები. მაგელანი ხედავდა როგორ მცირდებოდა მზის სინათლე და მნიშვნელობა, ბოლოს ის ერთ ჩვეულებვრივ ვარსკვლავად გადაიქცა, შემდეგ სხვა ვარსკვლავებმა გადაფარა. მორჩა სახლი სამუდამოდ მიეფარა თვალს, არასდროს დაბრუნდება იქ სადაც შეიქმნა. მეზღვაურმა არ იცოდა რა მოელოდა, მისმა მოსახელე მანქანამ პირიქით. თუმცა ამ უკანასკნელს ემოცები არ ქონდა ის შექნილი იყო იმისთვის რომ ცოდნოდა და ადამიანის მსგავსად ეაზროვნა. მას კაცობრიობის ცოდნის უმნიშვნელოვანესი ნაწილი მიქონდა თან – ინტელექტუალური კონტაქტის შემთხვევისთვის. მისი კვანტური ტვინი ადამიანური ცნობისმოყვარეობითა და ცოდნის სურვილით იყო დაპროგრამებული. რობოტს შეეძლო არა მარტო ყველანაირი მეცნიერული კვლევა არამედ მათი ანალიზიც. სხვა გზა არ ქონდა. მისი დამხმარე არავინ იქნებოდა კოსმოსის ღრმა სივრცეებში. მასზე ამყარებდა მთელი დედამიწა იმედს. რომ ის წავიდოდა, მამაცურად გამოივკლევდა ყველაფერს და გადმოსცემდა დედამიწას.

კაცობრიობამ წარმოუდგენელი ინვესტიცია ჩადო მომავალი თაობებისთვის, მაგელანის სახით. როცა მისი სიგნალი დაბრუნდებოდა დედამიწაზე, ზღვა ინფორმაციით სავსე, უკვე გაანალიზებული და დამუშავებული. დედამიწაზე ალბათ არც ერთი ის მეცნიერი, ინჟნერი და კოსმოსური ექსპედიციების გულშემატკივარი არ დახვდებოდა ცოცხალი, რომელთა დროსაც და ხელშიც შეიქმნა ეს ჭკვიანი მანქანა. მხოლოდ მათი შთამომავლები ეზიარებოდნენ მათი ბაბუების მიერ გაწეულ შრომის ნაყოფს. კიდევ 150 წელი გავიდოდა მინიმუმ, სანამ ეს სიგნალი დედამიწამდე მიაღწევდა. ამიტომ საერთაშორისო საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ამ პროექტსთვის გაღებულ თანხას, ფულის გადაყრად მოიხსენიებდა, მაგრამ ვერაფერმა შეაჩერა ადამიანური ცნობისმოყვარეობა, ვერაფერმა შეაჩერა ადამიანური სიმამაცე თვალი გაესწორებინა ყველაზე ფუნდამენტურ კითხვებს, როდესაც უდიდესმა კოსმოსურმა ტელესკოპებმა ერთ დღესაც სამხრეთის გვირგვინში აქამდე შეუმჩნეველი პლანტები აღმოაჩინეს. ეს იყო ოქროს შუალედში მყოფი პლანეტების მთელი ჯგუფი, ბუნდოვანი სურათების სპექტროგრაფულმა ანალიზმა აჩვენა რომ ისინი ისეთივე ოაზისს წარმოადგენდნენ როგორც დედამიწა. ჯერ კიდევ მაშინ ვერავინ წამოიდგენდა რომ ადამიანი ან მისი მანქანა ოდესმე დაფარავდა ასეთ მანძილებს როგორიცაა 58 სინათლის წელი. თუმცა ინოვაციურმა ტექნოლოგიამ ამის შესაძლებლობაც მოიტანა, ადამიანებმა თამამად დაიწყეს შორეულ სამყაროებზე ოცნება, აქამდე მარსი თუ ოდნავ შორეულ სამყაროდ ითვლებოდა ადამიანისთვის, ერთბაშად გადაიქცა კარის მეზობლად, რის გამოც სუპერ სახელმწიფოებს ლამის კონფლიქტიც კი მოუვიდათ მისი მიწების გამო. შემდეგ გაჩნდა თამამი ოცნება სამხრეთის გვირგვინის იგრეკ სისტემაში რობოტის გაგზავნისა, ისევე როგორც მარსზე ხდებოდა ადრე. მიუხედავად შორეული მანძილების დაფარვის შესაძლებლობისა, პრობლემა მაინც დარჩა, – უზარმაზარი დრო და მანძილი, მანქანის დედამიწიდან მართვა შეუძლებელი იქნებოდა. რობოტს თავად უნდა მიეღო გადაწყვეტილებები. თავად უნდა გადაეჭრა პრობლემები. თავად ემართა ტრაექტორია. ადამიანის გაშვება ასე შორს და სახიფათო მისიაში შეუძლებელი იყო. რობოტი ბევრად მოსახერხებელს ხდიდა ამ მისიას. ის იქ უნდა დარჩენილიყო და კვლევა ეწარმოებინა მანამ სანამ მწყობრიდან არ გამოვიდოდა. ასევე უდიდეს პრობლემას ხედავდნენ იმაში რომ კაცობრიობა პირველ შედეგებს მინიმუმ  150 წლის შემდეგ უნდა დალოდებოდა. რაც არსებული სოციუმისთვის იმედის გამაცრუებელი გამოდგა. მაგრამ ყველაფერი შედგა, ყველაფერი გაკეთდა იმ იმედით რომ შთამომავლობა გასცემდა უდიდეს კითხვებს  პასუხს: – შესაძლებელია სხვა სახლის პოვნა? არსებობენ სხვა გონიერი ცივილიზაციები?

მაშინ როცა კაცობრიობას თითქმის მივიწყებული ქონდა მაგელანის მისია, მაგელანმა სამხრეთ გვირგვინის იგრეკს მიაღწია და პირველ ობიექტებს გადაუღო ახლო სურათები, რომლებიც ვარსკვლავს გარემოექცეოდნენ გრძელ გაწელილ ორბიტებზე. ესენი იყო ჯუჯა პლანეტები და კომეტები. რომლებიც დედამიწიდან უძლიერესი ტელესკოპებიდანაც კი არ ჩანდა. გამოიკვლია რამდენიმე ასტეროიდი, ვარსკვლავური სისტემის მაგნიტური ველი და ბოლოს ოქროს შუალედსაც მიაღწია სადაც კაცობრიობის ყველაზე დიდი კითხვის ნიშანი პლანეტა  g  მდებარეობდა.

როგორც რამდენიმე მილიონი კილომეტრიდან ჩანდა პლანეტა ოკეანეებით და ნესტიანი ატმოსფეროთი იყო გარშემორტყმული. ხმელეთზე ჩანდა მთათა მასივები და დაბლობები. რობოტმა ჯერ ორბიტიდან დაიწყო მისი დაკვირვება, მაგრამ ტექნოლოგიის კვალი ვერ შეამჩნია, არც რაიმე ნაგებობები ჩანდა და არც სინათლე ღამის მხარეს რაც გონიერი ცივილიზაციის უტყუარი ნიშნანი იქნებოდა. ხმელეთი ძირითადად მოწითალო მიწით იყო დაფარული.  მოყვითალო ლაქები ორგანული ნივთიერებებისგან შედგებოდნენ და ალბათ რაიმე სახის სიცოცხლეს წარმოადგენდნენ, სავარაუდოდ მცენარეულს.

მაგელანმა დიდი გადამცემი ორბიტაზე დატოვა თავად კი პლანეტის ზედაპირზე დაეშვა, ის პლანეტის სქელ ატმოსფეროში შევიდა, წესით ეს ყველაზე ამაღელვებელი მომენტი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ადამიანები ამას მრავალი წლის მერე გაიგებენ. რობოტი ოკეანის სანაპიროსთან დაეშვა. პირველ გაზომვებზევე დააფიქსირა რადიაციის მაღალი დონე, ერთი შეხედვით ამის გამო პლანეტა უვარგისი უნდა ყოფილიყო საცხოვრებლად, თუმცა მაგელანს იმედი არ დაუკარგავს და ძებნა განაგრძო, მაგრამ აღმოაჩინა რომ მიკრობული სიცოცხლის გარდა ყველაფერი მკვდარი იყო.  მაგელანმა პირველი სიგნალი გაგზავნა დედამიწაზე და ძებნა განაგრძო, ბევრი საინტერესო ინფრომაცია შეაგროვა პლანეტის და მისი ბინადრების შესახებ, სამწუხარო ის იყო რომ თითქმის ყველაფერი მკვდარი იყო, როგორც ჩანს რაიმე დიდ კატასტროფას ქონდა ადგილი. პირველი კონტაქტი ვერ დამყარდა, მაგრამ მაგელანის დანიშნულების ადგილზე ჩასვლა, ასევე ეს მოპოვებული ინფორმაცია უკვე ძალიან ფასეული იყო და მიქროდა სინათლის სიჩქარით, შინისაკენ.

მაგელამნა კატასტროფის წყაროს მიაგნო, ეს იყო ატომური იარაღის კვალი. რაც ნიშნავდა იმას რომ სულ ცოტა ხნის წინ არსებობდა გონიერი ცივილიზაცია რომელმაც ტექნოლოგიით გაანადგურა საკუთარი თავი.

მაგელანმა სასწრაფოდ მოახდინა მნიშვნელოვანი ინფორმაციის ანალიზი და დედამიწისკენ გაგზავნა. ის იყო ახალი ჰორიზონტი,  რომელიც ისტორიაში პირველად ადამიანის მოწყობილობას ჩაუვარდა ხელში. კონტაქტი ვერ შედგა თუმცა პასუხი ცნობილი იყო: უცხო ცივილიზაციები არსებობენ! უცხო რთული სიცოცხლის ფორმები არსებობენ. გონება მხოლოდ დედამიწაზე არ განვითარებულა. სამყაროს საკუთარი თავის შესაცნობად მხოლოდ ადამიანი არ აურჩევია. ეს მოხდა ბევრჯერ და ბევრგან!  რა საოცარია, ნეტავ როგორი მეცნიერება ქონდათ ან ხელოვნება, ან რელიგია? ეს კითხვები მათმა სიკვდილმა ისევ საიდუმლოდ დატოვა. თუმცა ჯერ ჯერობით. იქნება სადმე არტეფაქტები და ჭკვიანი მაგელანი იპოვის მათ.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია 58 წელიწადს მოარღვევდა სივრცეს შინისკენ. წერილი რომელსაც ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან კითხვას უნდა გაეცა პასუხი. მაგრამ მნიშვნელოვანმა ინფორმაციამ ისე გადაკვეთა დედამიწა რომ იგი არავის დაუჭერია. ლურჯი პლანეტა სულ მთლად გარინდებულიყო. გაუკაცრიელებულიყო. რადიოტელესკოპებს ჟანგი ჭამდა, რადიაციას მცენარეები გაეშავებინა, პრიალა ცათამბჯენებს მტვერი მოსდებოდა, და არავინ იყო რომ მაგელანის აღმოჩენები გაეზიარებინა და მისით აღტაცებულიყო.

გალაქტიკის ამ უბანში მხოლოდ მაგელანს ახსოვდა და იცოდა ყველაფერი ორ მკვდარ ცივილიზაციაზე, რომლებამც მანამდე გაინადგურეს თავი სანამ ერთმანეთს შეხვდებოდნენ. მხოლოდ მაგელანს ახსოვდა მთელი კაცობრიობის ისტორია და მისი მოსახელე მამაცი მეზღვაური, რომელმაც პირველად გადაჭრა დიდი ოკეანე. ასევე მხოლოდ მას შეეძლო გაეგო ამ ახალი სამყაროს უკვე წარსული თავგადასავლები და მიღწევები.

სხვები? სხვები ძალიან შორს იყვნენ, იმდენად შორს რომ ვერც ისინი გაიგებდნენ ვერაფერს და უსასრულო დროის პირისპირ მაგელანსაც უმტყუნებდა ბოლობოლო რომელიმე დეტალი.

6 thoughts on “Corona Australis

  1. მშვენიერია! რაღაცით “მაგელანის ღრუბელი” გამახსენდა (სტანისლავ ლემის). დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი შენ მიერ დაწერილ Sci-fi ნაწარმოებს. იმედია ამაზე დაფიქრდები. . .

    Like

  2. მადლობ
    სამწუხაროდ არ მაქვს წაკითხული. “მაგელანის ღრუბელი”
    ნაწარმოებს ანუ “დიდი ზომის?”

    Like

    • ვიფიქრებ მაგაზე, კარგი იდეაა, ადრე მინდოდა, მაგრამ ვერ მოვაბი თავი. შთაგონება უნდა ძლიერი :))

      Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s