დავეხმაროთ ქართულ სუბტიტრებს TED-ზე

არსებობს ასეთი ტექნოლოგიური, სამეცნიერო, შემეცნებითი, კონფერენციების ცნობილი არენა TED. საიტზე ted.com ყოველდღე იდება სხვადასხვა საუბრების ვიდეოები, თემები ძალიან მრავალფეროვანი და საინტერესოა. მოსაუბრეებს შორის შეხვდებით: მუსიკოსებს, მსახიობებს, ცნობილ ადამიანებს, მეცნიერებს, ფსიქოლოგებს, სოციოლოგებს, ინჟნრებს და ა.შ. რომლებიც გაგაცნობენ თავიანთ ახალ იდეებს ან სრულიად უბრალო ჭეშმარიტებას დაგანახებენ სხვა კუთხით. გარწმუნებთ მართლაც საინტერესო საუბრები იდება.

ამ ვიდეოებს მსოფლიოს ყველა ენაზე თარგმნიან (სუბტიტრების სახით) მოხალისე მთარგნმნელები. რათა ყველა ენაზე იყოს ხელმისაწვდომი.  არიან ქართველი მთარგმნელებიც და ქართული სუბტიტრებიც მოიპოვება 72 ვიდეო საუბარზე. მაგრამ დამეთანხმებით 1000-ზე მეტ ვიდეოში 72 არაფერია. ანუ ძალიან ბევრი საინტერესო თემა ინგლისურის არ მცოდნეთათვის ჯერ ისევ მიუწვდომელია.

იმის გამო რომ ქართველი მთარგმნელები ცოტანი ვართ (ერთ-ერთი გახლავართ) ვიდეოებიც თარგმნა და გამოქვეყნება ნელა ხდება. ეს კიდევ არაფერი, ასე თუ ისე მიდიოდა ეს პროცესი ნელა, მაგრამ ამას წინათ, TED სუბტიტრების თარგმნის ახალ პლატფორმაზე გადავიდა და როგორც ჩანს, ჩვენი ქართველი მთარგმნელები ან ვერ გაერკვნენ ამ ახალ პლატფორმაში ანდაც საერთოდ არ გაუგიათ ჯერ. ამიტომ გადავწყვიტე მომეწონდებინა ინგლისურის მცდონეთათვის რომ იქნებ მიიღონ მონაწილეობა ამ საქმეში და დამეწერა TED-ზე და universlasubtitels.org-ზე რეგისტრაციის და თარგმნის ინსტრუქცია.

მე ვფიქრობ TED-ის ვიდეოების სუბტიტრები, არანაკლებ მნიშვნელოვანია ვიდრე ქართული ვიკიპედიაზე სტატიების წერა. ვიკიპედიაზე სტატიის წერა ბევრად რთულია ვიდრე უკვე არსებული ინგლისური ან რუსული სუბტიტრების გადათარგმნა. ეს საქმე არ წაგართმევთ ძალიან დიდ დროს. მითუმეტეს თუ ენას კარგად ფლობთ, საუბრების საშუალო ხანგრძლივობა არის 16 წუთი. ყველაზე დიდი ვიდეოები კი 21 წუთზე მეტი არ გრძელდება, ბევრი მათგანი 10 წუთამდეც არაა. საშუალო ვიდეოს სუბიტრების ყურადღებით თარგმნას 1 საათზე მეტი არ უნდა. თანაც თარგმნისთვის 1 თვე გეძლევათ, ასე რომ არსად გეჩქარებათ. 1 თვეში დღეში 5 წუთიც საკმარისი იქნება რომ მორჩეთ. თუ თარგმნა გეზარებათ, შეგიძლიათ სხვის თარგმინილ სუბტიტრებს გადახედოთ: Review გაუკეთოთ, რადგან Review-ს და დასტურის (approve) გარეშე ვიდეო არ ქვეყნდება. ანუ ერთ მთარგმნელს, რამდენიც არ უნდა თარგმნოს, არ შეუძლია ვიდეოს გამოქვეყნება. ის დაასრულებს თავის თარგმნას, მაგრამ სხვამ თუ არ გადახედა და კიდევ სხვამ თუ არ დაადასტურა, ted.com-ზე არ გამოჩნდება მისი ნაწვალები სუბტიტრები. ასე რომ მხოლოდ Review-სა და Approve -ის ღილაკზე დასაწკაპუნებლად მაინც გამოდგებით. Review-ს გამკეთებელმა უბრალოდ უნდა გადახედოს ტექსტს და სადაც შეცდომას ან არასწორ კონტექსტს ნახავს უნდა ჩაასწოროს. Approve-ის მქმნელან მხოლოდ უნდა დაადასტუროს რომ შემდგომ ვიდეო გამოქვეყნდეს. ასე რომ 2 მთარგმნელი არაა საკმარისი. მინიმუმ სამი მაინცაა საჭირო რომ ერთმანეთის ნათარგმნი ვიდეოები გამოაქვეყნონ.

ახლა იმის შესახებ თუ როგორ დავრეგისტრირდეთ TED-ზე და გავხდეთ მთარგმნელი. შემდეგ კი როგორ ვთარგმნოთ ან გადავხედოთ და დავადასტუროთ სხვისი ვიდეოები. შეიძლება უკვე არსებული მთარგმნელებიც ახალმა პლატფორმამ დააბნია, ამიტომ არ გადმოსულან dotSUb-დან universlasubtitles.org-ზე

პირველი ნაბიჯი მთარგმნელობისკენ

შედიხართ ted.com-ზე და რეგისტრირდებით. სურათზე ხედავთ რეგისტრაციის ღილაკს.

რეგისტრაცია ჩვეულებვრივი და მარტივია, უნდა შეავსოთ წითელი ვარსკვლავით მონიშნული გრაფები, სახელი გვარი, ქვეყანა, ელ.ფოსტა, პაროლი და მომხმარებლის სახელი (username) შეიყვანოთ ქვემოთ მოცემული კოდი და არ უნდა დაგავიწყდეთ მონიშნოთ I agree TED’s term of use and privacy policy, ბოლოს რათქმაუნდა Submit და რეგისტრაცია დამთავრებულია.

მაგრამ TED -ზე რეგისტრაცია არ ნიშნავს რომ უკვე მთარგმნელი ხართ. საქმის დასამთავრებლად უნდა შეხვიდეთ universalsubtitles.org-ზე და შეხვიდეთ სისტემაში (ზემო მარჯვენა კუთხიდან sign in)  თქვენი TED-ის ანგარიშით, ანუ იმავე მომხმარებლის სახელით და პაროლით რითიც TED-ზე დარეგისტრირდით.

სისტემა მოგთხოვთ ელ.ფოსტის დადასტურებას, თქვენს მითითებულ ფოსტაზე გამოგეგზავნებათ წერილი საიდანაც confirm-ზე დაწკაპუნებით დაადასტურებთ თქვენი ფოსტის მისამართს. მას შმედეგ რაც universalsubtitles.org-ზე იგივე amara-ზე შესული ხართ თქვენი ანგარიშით შემდეგი ნაბიჯი TED -ის ჯგუფში გაწევრიანებაა. თუ header-ზე (მაგ: amara-ს წარწერასთან ან მწვანე ლოგოსთან) დააწკაპუნებთ კურსორს გადახვალთ მთავარ გვერდზე, ქვემოთ მარცხნივ დაინახავთ TED-ის ლოგოს, მასზე დაჭერით გადახვალთ TED-ის ვიდეოებში, მთარგმნელი რომ გახდეთ დააწექით ლურჯ ღილაკს მარცხნივ apply to join

გამოჩნდება აპლიკაცია, რისი მეშვეობითაც უნდა მისწეროთ TED-ს ორიოდე სიტყვა (ინგლისურად): რომელ ენებს ფლობთ და სად ისწავლეთ, მშობლიურ ენაზე არაა საჭირო რამის მითითება, მშობლიური ენას გასაგებია რომ სრულყოფილად ფლობთ. ქართულზე დაწერთ მშობლიურს და ინგლისურზე კი სად ისწავლეთ, როგორ ფლობთ, ყოველდღიურად იყენებთ თუ არა. არ ვიცი ყოველ აპლიკაციას TED გულდასმით სინჯავს თუ როგორაა. მაგრამ ყოველიშემთხვევისთვის შეგიძლიათ მიუთითოთ რომ რაიმე ცნობილი ენის კურსი გაქვთ გავლილი ან ცნობილი ინგლისურენოვანი სასწავლებელი, რათა ნათელი იყოს რომ ინგლისური კარგად იცით. (ტყუილისკენ გიბიძგებთ😀, მე მიმაჩნია რომ მთავარია დარწმუნებული იყოთ ენის ცოდნაში და სასწავლებელს მაინცადამაინც დიდი მნიშვნელობა არ აქვს. TED-იც ამას ამბობს, მაგრამ თავის დასაზღვევად ამ ხერხის გამოყენება გამართლებულად მიმაჩნია. ) მოკლედ 5-6 წინადადებაში (მეტი არ გინდათ) ჩამოაყალიბეთ თქვენი ენის ცოდნის საკითხი, რამდენად ხშირად იყენებთ და რატომ გინდათ TED-ის თარგმნა.

აი აპლიკაციაც, გრაფაში უნდა ჩაწეროთ ყველაფერი, ზემოთ კი პუნქტებადაა ჩამოყალიბებული კითხვები. სასურველია კითხვებს გასცეთ პასუხი ასე უფრო გაგიადვილდებათ. პასუხები დაწერეთ მოკლედ, გარკვევით და კონკრეტულად.

ბოლოს რათქმაუნდა Submit Application და საქმე მორჩენილია, თუმცა 2-3 დღე ელოდებით დასტურს.

როგორ უნდა მიხვდე რომ TED-ის მთარგმნელი ხარ? თქვენს პროფილში გამოჩნდება წარწერა TED team 

 პროფილიდან სურვილისამებრ, შეგიძლიათ დააკონფიგუროთ თქვენი მონაცემები, სქესი, სურათი, საქმიანობა და ა.შ… მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს, თუ გინდათ არანაირ მონაცემს არ შეიტანთ, თუ TED-მა შეგიყვანათ ჯგუფში უკვე შეგიძლიათ თარგმნოთ. საჭირო ნაბიჯია მხოლოდ ენის არჩევა.

მარჯვენა ზემო კუთხეში აირჩიეთ ქართული ენა (Georgian) Select your languages

ამის მერე უკვე TED-ის ვიდეოებში შესული დაინახავთ მარჯვნივ წარწერას tasks in my languages ამ ბმულზე დაჭერის შემდეგ გაიფილტრება ვიდეოები და გამოჩნდება მხოლოდ ის ვიდეოები რომელიც სათარგმნია ქართულად ან Review ანდაც Approve სჭირდება.

დავალების შესასრულებლად ვიდეოს გასწვრივ მარჯვნივ გამოჩნდება წარწერა perform task (დავალების შესრულება) თუ ვინმეს უკვე აქვს რომელიმე დავალება აღებული, მაშინ თქვენთან არ გამოჩნდბა perform task.

თარგმნა საკმაოდ ადვილია, თავიდან გამოვა პატარა ფანჯარა სადაც კიდევ ერთხელ მიუთითებთ რომელი ენიდან რომელზე თარგმნით. შემდეგ Continue, Guidline-საც იგივეს ეტყვით და დაიწყებთ თარგმნას

დასამთავრებლად მეორე გვერდს ნახავთ, (სურათზე მონიშნულია წითლად) გადატარგმნით სათაურს და შესავალს და Done-ს დააჭერთ. ზუსტად იგივე პრინციპით ხდება Review და Approve-იც. რეალურად ბევრი ნაბიჯი ჩანს მაგრამ 2 წუთიც არ უნდა ამ ყველაფერს. თუ თარგმნა არ დაგისრულებიათ და არ გინდათ რომ შრომა წყალში ჩაიყაროს Save and Exit-ს დააჭირეთ და ისე გამოდით.

თუ რეგისტრირებული ხართ უკვე TED-ზე ხელახალი რეგისტრაცია არ გჭირდებათ. თქვენი ანგარიშით პირდაპირ შეგიძლიათ universalsubtitles.org-ზე შესვლა და თარგმნის დაწყება.

 იმედია 2-3 კაცი მაიც არ დაიშურებს დროს, თორემ ამ ახალ პლატფორმას ან ვერავინ გაუგო ან ყველამ დაიკიდა… მე კი კარგი ორი ვიდეო მიწნილდება უკვე approve აქვს მხოლოდ გასაკეთებელი😀

მადლობა წინასწარ მას ვინც არ დაიზარებს და თვეში ერხელ მაინც შემოიხედავს Review-ს გამო.

8 thoughts on “დავეხმაროთ ქართულ სუბტიტრებს TED-ზე

  1. Your application to join the TED team has been declined. << ესაო ისაო და არაო და რატომ???
    არ მოეწონათ ეტყობა ჩემი შევსებული აპლიკაცია…😦

    Like

    • სამწუხაროა,
      მეც დიდად განსაკუთრებული არაფერი მიმიწერია, მივწერე რომელიღაც ცნობილი კოლეჯის სახელი იქ ვისწავლე მეთქი.. და სამსახურში ყოველდღე მიწევსინგლისურ ენოვან ხალხთან ურთიერთობა-თქო…
      რავი ძალიან უბრალო და ჩვეულებვრივი მესიჯი იყო…

      Like

      • მე პატიოსნად არ მოვიტყუე, ილიას უნივერსიტეტი ჩავწერე და ეტყობა ვერ გაჭრა…🙂
        ხელმეორედ, იმავე აკკით არ მექნება საშუალება? ახლა მოვატყუებდი…🙂🙂🙂

        Like

      • იგივე ანგარიშით არამგონია. ხო გიცნობს სისტემა… სხვა მეილი არ გაქვს?
        მე მგონია ასე სჯობია ცადო

        Like

      • კარგი…😉
        კი… ზედმეტიც კი…
        მადლობა დახმარებისთვის…🙂

        Like

  2. შევავსე აპლიკაცია, ახლა პასუხს დაველოდები🙂 მადლობა, რომ მასწავლეთ პოსტით თუ როგორ უნდა მოვქცეულიყავი🙂

    Like

  3. ხალხო დამხმარებით ვინმე? დავძვრები და ვკითხულობ ფორუმებზე . ნუთუ ასეთი ძნელია ვიღზაცამ პასუხი გამცეს. არ ვხმარობ ქართულ სუბტიტრებს და არც ვწერ. მაინტერესებს არის თუ არა შესაძლებლობა ვინმემ მომცეს სუბტიტრები ქართული. მჭირდება როგორც სიტყვების ბაზა. ასე ძნელია ძალიან ახსნა რა მინდა მარა თუ ვინმე დაინტერესდება მომწეროს პირადად მაილზე irakli88_88@yahoo.com არ გამოვიყენებ ტიტრებს როგორც ტიტრებს ვინმეს თუ თავისი ნაშრომის გაზიარება ა უნდა . უბრალოდ ძალიან მინდა დახმარება და ვინმე თუ მაშოვნინებს ფილმების სუბტიტრებს ძალიან დამავალებს . არ ააქვს მნიშვნელობა რა ფილმის . უბრალოდ ქართული სუბტიტრები მჭირდება რაც შეიძლება მეტი .

    Like

  4. ან ვინ წერს მაგ სუბტიტრებს ტელევიზიებისთვის ეგ მაინც რო მითხრათ

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s