ახალი პლანეტა – ჩვენი კარის მეზობელი

სულ ახლახან ევროპელმა მეცნიერებმა ჟენევის და ლა სილას (ჩილე) ობერვატორიების მეშვეობით აღმოაჩინეს ახალი პლანეტა რომელიც ჩვენ მეზობელ ვარსკვლავს ალფა კენტავრი B-ს გარემოექცევა, აღმოჩენა მნიშვნელოვანია იმით რომ ალფა კენტავრი არამარტო ჩვენი მეზობელია არამედ ყველაზე ახლოა ჩვენთან სხვა ვარსკვლავებთან შედარებით. მანძილი მხოლოდ 4,3 სინათლის წელია. რაც კილომეტრებში უხეშად რომ ვთქვათ 40.4 ტრილიონი კილომეტრია. ეს რათქმაუნდა დიდი მანძილია, მაგრამ ასტრონომილული მასშტაბებით ძალიან მცირეა. აღმოჩენა იმითაც არის მნიშვნელოვანი რომ ახალი პლანეტა დედამიწაზე ოდნავ მასიურია, პლანეტას გააჩნია დედამიწის 1,13 მასა.

წავიკითხე თუ არა ამ აღმოჩენის შესახებ, აღფრთოვანებამ შემიპყრო, ახალი დედამიწის მაგვარი პლანეტა აგერ ყურის ძირში, რომელზეც შესაძლოა სიცოცხლე იყოს. მეცნიერები დიდ ხანს ვარაუდობდნენ რომ ალფა კენტავრს უნდა ყოლოდა პლანეტები. ჯეიმს კამერონის პანდორაც სწორედ ალფა კენტავრის სისტემაში მდებარეობს, ეს ვარკვლავური სისტემა ფიგურირებს Star Trek-შიც და სხვა მრავალ სამეცნიერო ფანტასტიკაში, რადგან ეს ვარკვლავები ჩვენი მეზობლები და მზის მსგავსნი არაინ, ჩვენ ვიმედოვნებდით რომ ოდესმე იქ ვინმეს აღმოვაჩენდით და აი თითქოს დედამიწის ტყუპისცალს ასე ახლოს მივუახლოვდით, პანდორას რომელიც საუცხოო სიურპრიზებს შემოგვთავაზებს. კოსმოსური მოგზაურობის სამომავლო პერსპექტივაზეც შეიძლება ფიქრი ის ხომ ძალიან შორს არაა. თუმცა იმედი ჯერ ნაადრევი აღმოჩნდა. პლანეტა ძალიან ახლოს გარემოექცევა თავის ვარსკვლავს და სავარაუდოდ ძალიან ცხელია. მისი დაშორება ვარკსვლავიდან მხოლოდ 6 მილიონი კილომეტრია, დედამიწის დაშორება კი 150 მილიონი კილომეტრი. ალფა კენტავრ b-ზე სიცოცხლე თითქმის გამორიცხულია. გამორიცხულია წყლის არსებობაც.

ალფა კენტავრი სამ ვარკვლავიანი სისტემაა, რომლებიც ერთმანეთს გარემოექცევიან. ვარკსკვლავი A  მზეზე ოდნავ მასიური და ბრწყინვალეა, ვარსკვლავი B კი მზეზე ოდნავ მომცრო და ცივი. მესამე ვარსკვლავი პროქსიმა კენტავრი კი წითელი ჯუჯაა ის მზის მასის მხოლოდ 11%-ს შეადგენს. ახალი აღმოჩენილი პლანეტა გარემოექცევა ვარსკვლავ B-ს, მისი ზედაპირიდან ღამით ალბათ დანარჩენი ორი ვარსკვლავიც ბრწყინვალედ გამოჩნდება და საოცარი სანახავი იქნება. ჩვენ ცაზე არც ერთი ვარსკვლავი არ არის ასე ახლოს. შეიძლება ითქვას რომ პლანეტას სამი მზე გაანათებს. პლანეტის ზედაპირიდან ალბათ გამოჩნდება ჩვენი მზეც, როგორც ერთი რიგითი ვარსკვლავი.

მზის და ალფა კენტავრის სამი ვარსკვლავის შედარებითი სიდიდეები (ასევე ახალი პლანეტის რომელიც აღინიშნება როგორც Alfa Centauri Bb)

პეიზაჟი ჯეიმს კამერონის ჰიპოტეთური მთვარეზე პანდორაზე, რომელიც ალფა კენტავრის სისტემაში მდებარეობს

აღმოჩენა გარდა იმისა რომ მნიშვნელოვანია როგორც დედამიწის ტიპის კიდევ ერთი მაგალითი, არამედ იმითაც რომ ასეთი მცირე ზომის პლანეტის აღმოჩენა მოხერხდა რადიალური მეთოდით. რადიალური მეთოდის პრინციპი მდგომარეობს ვარსკვლავის სპექტრის დაკვირვებაში რისი მეშვეობიდაც დგინდება სპექტრული გადახრები და ვარსკვლავის რხევა. რხევა მიუთითებს გრავიტაციულ კავშირზე პლანეტასთან, თუ რამდენად ირხევა ვარსკვლავი მისი მიხედვით დგინდება უჩინარი პლანეტის მასა და ვარსკვლავიდან დაშორება. ამ მეთოდით აქამდე ძირითადად დიდი ზომის პლანეტებს პოულობდნენ რადგან დიდი პლანეტები უფრო შესამჩნევად მოქმედებენ ვარსკვლავებზე და სპექტრული გადახრაც უფრო თვალსაჩინოა. ის რის გამოც დედამიწის ზომის მცირე პლანეტის აღმოჩენა მოხერხდა ვარსკვლავის ირგვლივ არის პლანეტის მცირე დაშორება მშობელ ვარსკვლავთან. პლანეტა იმდენად ახლო გამოდგა რომ მისი სიგნალი დაფიქსირდა. ეს პლანეტა დედამიწის მსგავსად სასიცოცხლო ზონაში რომ ყოფილიყო მას ალბათ რადიალური მეთოდით ვერც აღმოაჩენდნენ. იმედის მომცემი არის ის გარემოება რომ სასიცოცხლო ზონაში შეიძლება იყოს სხვა პლანეტებიც რომლებიც მხოლოდ იმიტომ ვერ დაფიქსირდა რომ რადიალური აღმოჩენის მეთოდისთვის საკმარისად შორს არიან და კიდევ უფრო იმედის მომცემია კეპლერის მონაცემები, რომელიც გვეუბნება რომ ვარსკვლავურ სისტემებში დედამიწის ტიპის მცირე მასის პლანეტები  ძირითადად არ გვხვდება კენტად. ისინი არიან ჯგუფებში, ორი სამი ოთხი და ა.შ. მაგალითად ჩვენ მზის სისტემაში ოთხი პლანეტაა ასეთი მერკური, ვენერა, დედამიწა და მარსი. ასე რომ ვარკსვლავ B-ს ირგვლივ შესაძლოა მართლაც ბრუნავდეს პანდორა ან რამე მსგავსი საინტერესო პლანეტა.

P.S: კეპლერის ტელესკოპი, თავისი ტრანზიტული მეთოდით,  უკეთესად გაარკვევდა ალფა კენტავრის სხვა პლანეტების ამბავს, მაგრამ სამწუხაროდ მისი მზერა ცის სხვა მხარეს არის მიმართული, ის მთელი მისიის მანძილზე იმზირება მხოლოდ გედის და ქნარის თანავარსკვლავედებს შორის და 100 000-ზე მეტ ვარსკვლავს აკვირდება. კეპლერმა შესანიშნავი აღმოჩენები გააკეთა, თუმცა მისი აღმოჩენილი პლანეტები ძირითადად ძალიან შორს არიან ჩვენგან.

8 thoughts on “ახალი პლანეტა – ჩვენი კარის მეზობელი

  1. ისე, აქამდე არც დავფიქრებულვარ, რომ შეასაძლოა ჩვენი დედამიწის მსგავსი პლანეტები არ არიან ისეთ გადაკარგულში როგორც ჩვენ გვგონია. იქნებ, ერთ მშვენიერ დღესაც, როგორმე მაგრად გაგვიმართლოს და აღმოვაჩინოთ რომელიმე ახლომდებარე კეპლერა🙂
    იე საკმაოდ საინტერესო პოსტი იყო…

    Like

  2. ხანდახან როგორ აეწყობა ხოლმე ყველაფერი, ლემის კითხვას იწყებ ის რაიმე უჩვეულოსათვის ბაზას გიქმნის, მერე უცებ ესეთ პოსტს აწყდები და გგონია აჰა და სადაცაა რაღაც ახალი მოხდება კაცობრიობის ისტრიაში… ^^

    Like

  3. ახლად აღმოჩენილი ძველი ბინადარი გალაქტიკაში?? საინტერესოა… რას აღარ გაიგებ… რამდენი რამაა რაც არ ვიცით და რასაც იმედია ოდესმე გავიგებთ..

    Like

    • უამრავი რამ არ ვიცით, იმიტომ რომ სამყარო ძალიან დიდია, როგორ მასშტაბით, ასევე არსით

      Like

  4. Pingback: შეაყარე კედელს ცერცვი… « ბლოგერები პლაგიატის წინააღმდეგ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s