მარსის სახე – ილუზია თუ მონუმენტი?

aliens-on-mars-2მას შემდეგ რაც კაცობრიობამ გაიგო რომ მარსი დაახლოებით ისეთივე პლანეტაა როგორც დედამიწა. მის მიმართ ინტერესი გაიზარდა. კაცობრიობამ მეტი მღელვარებით და შიშითაც კი მიაპყრო მზერა წითელ პლანეტას. ნეტავ ვინმე ხომ არ ცხოვრობს მანდ? მტრულად ხომ არ იქნებიან განწყობილი ჩვენს მიმართ. აკი ომის ღმერთის სახელი ქვია? განა მარტო მარსია ჩვენი მეზობელი პლანეტა? არა. მაგრამ მხოლოდ მარსს შეეძლო საკმარისი ინტერესის გამოწვევა. ვენერას რამდენიც გინდა დაკვირდი. ერთფეროვანი სფეროს გარდა არაფერი ჩანს. მისი სქელი ღრუბლები საიმედოდ ფარავს პლანეტის საიდუმლოებებს. მერკური მთვარის მსგავსი შიშველი პლანეტაა რომელიც საკმარისზე მეტად ახლოა მზესთან. დანარჩენი პლანეტები ძალზედ შორს არიან. მარსი კი აქვეა. თუ მოინდომებ შეგიძლია გაარჩიო მარსის ზედაპირის მოხაზულობები. და აი თითქოს ჯიოვანი სკიპარელი და პერსივალ ლოუელიც რაღაცას ხედავენ. არხებს, ბუნებრივს თუ? შესაძლოა ხელოვნურსაც, სკიპარელი მიიჩნევს რომ არხები ბუნებრივია, მაგრამ ლოუელი დარწმუნებულია – ისინი გონიერმა ცივილიზაციამ გაიყვანა მარსზე წყლის ნაკლებობის გამო.

და აი 19-ე საუკუნის ბოლოს იფეთქა უზარმაზარმა ინტერესმა მარსიანელების შესაძლო არსებობის შესახებ. განა ამოდენა არხები თავისით გაჩნდებოდა? ისინი ვიღაცას უნდა გაეყვანა. ეს იდეა ისეთი რეალური და ბუნებრივია რომ მარსზე უეჭველი უნდა ცხოვრობდნენ გონიერი არსებები. საყურადღებოა ისიც რომ ზუსტად იმ პერიოდში ხდება პანამის არხის გაყვანა. ეს ფაქტი უდავოდ აისახება ადამიანთა გონებაში რომელიც მოწოდებულია ახალ ახალი საგნები დაუკავშიროს ერთმანეთს. ორი ათასწლეულის მანძილზე კაცობრიობა ძრწოლით ელოდა აპოკალიპსს. მაგრამ ახალ ეპოქაში გამოიკვეთა სხვა საშიშოროებებიც- უცხოპლანეტელები!

მეცნიერები ამბობენ რომ მარსის ზედაპირის გარემო პირობები შესაძლებელს ხდის არა მხოლოდ სიცოცხლის არსებობას არამედ ისეთი რთული სიცოცხლის არსებობასაც როგორიც არის გონიერი არსება. ჰუმანოიდი.

მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს გამოდის ჰერბერტ ჯორჯ უელსის ნოველა “სამყაროთა ომი” სადაც ჭკვიანი მარსიანელები, რომლებიც უკვე ათასობით წელია უთვალთვალებენ და სწავლობენ დედამიწელებს. მოულოდნელად ატყდებიან თავს და იპყრობენ პლნეტას. 1938 წელს ამერიკაში რადიოწამყვანმა ორსონ უელესმა  პირდაპირ ეთერში ახალი ამბების სტილში დადგა “სამყაროთა ომები” (მოდელირებული ქრონიკა გააკეთა) რამაც უზარმაზარი პანიკა და არეულობა გამოიწვია. როგორც კარლ სეიგანი იტყოდა მარსი გახდა ერთგვარი მითიური არენა რომელსაც დავუკავშირეთ ჩვენი მიწიერი შიშები და იმედები.

რიჩარდ ჰოაგლენდი აჩვენებს მარსის სახეს

HoagCNN2

მას შემდეგ იყო ბევრი მისია, კოსმოსური ზონდი, რომლებმაც გამოარკვიეს რომ მარსის არხები ილუზიაა. რომ პლანეტა მართალია დედამიწას ყველაზე მეტად გავს. მაგრამ ის მკვდარი პლანეტაა. მაგნიტური ველის გარეშე. ვულკანურ აქტივობას და ტექტონიკურ ძვრებს მოკლებული. ასჯერ უფრო თხელი ატმოსფეროთი და მომაკვდინებელი სიცივით. შეიძლება “მკვდარი” ძალიან გადამჭრელი სტატუსია, რადგან მას მერე რაც ვნახეთ მიკრობული სიცოცხლის გამძლეობა, შეიძლება მარსის სიღრმეებიც ინახავდეს სიცოცხლის პრიმიტიულ ფორმებს. მაგრამ რთული სოცოცხლის ფორმებისთვის პლანეტა ძალიან მკაცრია. მარსიანელების მომხრეებმა ყურები ჩამოყარეს. 70-იანი წლებში ზონდმა მარინერ 9-მ აეროფოტების მეშვეობით შექმნა მარსის მთლიანი რუკა. 70-იანების ბოლოს კი მარსის ზედაპირზე დაჯდნენ ვიკინგები. არანაირი ნაგებობები დასახლებები ან რამე მსგავსი არ დაუფიქსირებიათ მათ. მორჩა მარსის მითოლოგია. ვიკინგებმა ნახეს შიშველი, ცივი მოწითალო ქვიშის, მტვრის და ქვების უდაბნო.

მაგრამ ადამიანის ფანტაზიას ასე იოლად ვერ დააოკებ. იქნებ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით ჩანს ასე? იქნებ მარსიანელები მიწის ქვეშ იმალებიან? იქნებ რომელიმე ძველმა ცივილიზაციამ ზედაპირზე დატოვა რაიმე არტეფაქტი. არც მთლად ისე ყოფილა საქმე – ამტკიცებენ ზოგიერთები – ვიკინგებს მხოლოდ შიშველი მიწა არ უხილავთ. ვიკინგ 1-ის ორბიტალურმა ზონდმა გადაიღო უზარმაზარი სტრუქტურა რომელიც ადამიანის ან ჰუმანოიდის სახეს აშკარად გავს. ეს მარსზე არსებული უძველესი ცივილიზაციის აშკარა მონუმენტია.

ამ ინფორმაციებს უარყოფენ მეცნიერები და ყველა კოსმოსური სააგენტო (NASA; ESA) მაგრამ განა მთავრობები არაფერს უმალავენ ხალხს? შეთქმულებების თეორიები მეოცე საუკუნეში ძალზედ აქტუალურია. ამ საუკუნეში ხომ იმდენი რამის აღმოჩენა და გამოგონება მოხდა რაც ერთად აღებული მთელი კაცობრიობის ისტორიის მანძილზე არ მომხდარა. მათ აქვთ საიდუმლო სამსახურები, საიდუმლო იარაღი, საიდუმლო კვლევები. იქნებ უცხოპლანეტელებსაც გვიმალავენ? ფაქტებს მათი არსებობის შესახებ. ტექნოლოგია და ინფორმაცია ელვის სისწრაფით ვრცელდება. თანამედროვე ეპოქაში რაც უფრო იოლია ინფორმაციის მოპოვება მით მეტად იზრდება გაუგებრობაც, წინააღმდეგობებიც ფართო წრეებში.

სიდონია

Martian_face_viking

მოკლედ დღემდე ყვავის და იფურჩქნება შეთქმულებების თეორიები. მარსის სახის და სიდონიის საიდუმლოებების ყველაზე მგზნებარე პოპულარიზატორი გახლავთ რიჩარდ ჰოაგლენდი 67 წლის ჭაღარა სერიოზული, მეცნიერის გამომეტყველებით. მან დაწერა წიგნი “მარსის მონუმენტები”. სადაც ამტკიცებს რომ მარსის ზედაპირი სავსეა მონუმენტებით რომლებიც უძველესმა ცივილიზაციამ შექმნა. ლამის ყოველი ქვა რომელიც მისი აზრით უჩვეულოდ გამოიყურება ვიღაცის გამოთლილია. ყოველ ბორცვს და მთას უყურებს თავისი გამჭოლი მზერით (იხ სურათი) და რაღაცას ხედავს მასში. უფრო შორსაც კი იჭრება, მისი აზრით ძველი მარსის ცივილიზაცია მიეკუთვნება  მეორე კატეგორიის ცივილიზაციას, ანუ პლანეტურს და საერთოდაც მარსი მთლიანად ხელოვნური პლანეტაა. მოკლედ ჰოაგლენდი სადაც კი ხაზს ხედავს ყველგან უცხოპლანეტელების ნახელავი ელანდება.

ვიკინგის ორბიტალური ზონდის გადაღებული “სახე” სიდონიაზე მართლაც სახეს მოგვაგონებს და ჰოაგლენდიც ალბათ ტრიუმფალური გამარჯვებით ცქუმტავდა როცა ეს ფოტო ნახა, მაგრამ მომდევნო მისიებმა უფრო დიდი გამოწვევა ესროლა ჰოაგლენდის თეორიებს. უფრო დეტალური სურათებიდან აღმოჩნდა რომ სახე არც თუ ისე ძალიან გავს სახეს. არამედ უფრო ჩრდილების თამაშის შედეგად იქმენება სახის ილუზია. მაგრამ ჰოაგლენდს ფარ ხმალი არ დაუყრია, მან ნასა დაადანაშაულა იმაში რომ თითქოს სურათი განგებ შეაწება ცუდად რათა სახის გამოსახულება დამახინჯებულიყო.

Mars Reconnaissance Orbiter-ით გადაღებული მარსის სახე, ქვემოთ ვიკინგის ორბიტალური ზონდით გადაღებული.

Face_on_Mars_with_Inset

მარსმავალი “ცნობისმოყვარეობა”

2011 წელის ბოლოს  NASA-მ  მარსზე გააგზავნა ახალი მარსმავალი რობოტი Curiosity (ცნობისმოყვარეობა) მარსმავალი Curiosity ყველაზე რთული მოწყობილობაა მათ შორის რაც კი სხვა პლანეტაზე გაგზავნილა ისტორიისconverted PNM file მანძილზე. მინი კუპერის ზომის (პატარა ავტომობილი)  რობოტს აქვს 10 სამეცნიერო ინსტრუმენტი. 17 კამერა. რადიოიზოტოპური თერმოელექტრული გენერატორი რომელიც საშუალებას იძლევა მარსმავალმა წლობით იმუშაოს და ორი ბორტ კომპიუტერი. მარსმავალი 2012 წლის 5 აგვისტოს დაეშვა მარსის ზედაპირზე, გეილის კრატერში და დაიწყო უძველესი ტბის ზედაპირის გამოკვლევა. მისი მისიაა ჩაატაროს ქანების და ატმოსფეროს ქიმიური ანალიზი. გამოავლინოს მარსის მინერალები, შეისწავლოს მარსის გეოლოგია, რისი დეტალური შესწავლით გამოიკვეთება მარსის წარსულის საიდუმლოებები და წარსული ან ახლანდელი სიცოცხლის არსებობის შანსი. NASA ტყუილად არ ამაყობს ამ მანქანით, რადგან ის უბრალო ბორბლებიანი ფოტოკამერა არაა რომელიც მარსის ხედებს გადაიღებს, როგორც მეცნიერები აღტაცებით ამბობენ ის მთელი ლაბორატორიაა. სახელიც ტყუილად არ ქვია Mars Science Laboratory მარსის მეცნიერული ლაბორატორია. Curiosity- ცნობისმოყვარეობა ე.წ ნიკნეიმია.

ჰოაგლენდს კიდევ ერთი მიზეზი მიეცა. რატომ ეს დახვეწილი მარსმავალი? ხომ არ აქვს მას რაიმე დამატებითი, საიდუმლო მისია? მას შეუძლია წლობით იმუშაოს და დიდ მანძილებზე გადაადგილდეს. როგორ არა! გეილის კრატერი საკმაოდ ახლოა(თუ საკმაოდ არა მაინც ახლოა, სხვა მარსმავლებთან შედარებით)  სიდონიასთან. სიდონია კი უძველესი ქალაქია. მარსის სახეც ამ არტეფაქტებში შედის სადღაც იქვე სიდონიის პირამიდებია. აჰა – გადაჭრით ამტკიცებს ჰაოგლენდი. ნასამ ყველაფერი იცის და მარსმავალს იქეთ უმიზნებს. სადაც ამდენი ისტრუმენტი აქვს იქ არქეოლოგიურ სამუშაოებს ვერ შეასრულებს? რიჩარდი იმდენად დარწმუნებულია რომ ამ საკითხს unquestionable-ად ნათლავს. თუმცა მარტო სიდონია და მარსის სახე კი არაა. გეილის კრატერიც მთლიანად მონუმენტი ყოფილა და Curiosity-იც თუ სიდონიას აწყენინებს აგერ მთა შარპიც უდიდესი შენობა არაა?

რას ბოდიალობს ეს კაცი? ბოლომდე ვერ ვუყურე მის პრეზენტაციას. კი ვფიქრობდი რომ UFO tv-ზე ნორმალურს არაფერს გაუშვებდნენ მაგრამ მარსმავალ ცნობისმოყვარეობის ხსენებამ გამაჩერა ცოტა ხანი. რიჩარდი ანახებს მარსის ყველანაირ ბუნებრივ ლანდშაფტების სურათებს და ყველა მათგანს ეჭვგარეშე ნათლავს ხელოვნურ სტრუქტურებად. კიდევ უფრო კომიკური ხდება სიტუაცია თუ გადაამოწმებ ამ თეორიების რამდენიმე მარტივ დეტალს. მაგალითად შესაძლებელია თუ არა რომ მარსმავალმა Curiosity-მ გადაუხვიოს სიდონიისკენ და მარსის სახის საიდუმლო გამოვკვლევები დაიწყოს? მართლა ახლოა თუ არა გეილის კრატერთან სიდონია? ამისთვის საკმარისია Google Earth-ის მარსის რუკაზე გაზომო მანძილი რომ აღმოჩნდება გეილის კრატერიდან სიდონიამდე სულ რაღაც 7800 კილომეტრია. ეს მარსის გარშემოწირულობის თითქმის ნახევარია. იგივე კოორდინატები დედამიწაზე რომ დასვა (გრძედი, განედი და არა მანძილი) სიდონია იქნება პორტუგალიის სანაპიროსთან ატლანტის ოკეანეში. გეილის კრატერი კი პაპუა ახალი გვინეის სამხრეთ სანაპიროსთან. წარმოგიდგენიათ მარსმავალმა გაიაროს ამდენი კილომეტრი? ამას ხომ მინიმუმ საუკუნე (თუ მეტი არა) დაჭირდება. ის ავტომობილი არაა რომ 200კმ/საათში სიჩქარე განავითაროს. Curiosity-ის წინამობედმა Opportunity-მ 8 წლის განმავლობაში გაიარა მხოლოდ 35 კილომეტრი. მართალია Curiosity უფრო დიდია ზომით მაგრამ მასზე ჩქარა სარბენად არც ისაა აგებული. მარსმავალს გადაადგილების სიჩქარე არაფერში ჭირდება, უფრო მეტიც. მისი დამპროექტებლები ორიენტირებული არაინ, რობოტის ენერგია დაზოგონ მეცნიერული კვლევისთვის და არა სწრაფად გადაადგილებაში.

მოქმედ მეცნიერთა და მკვლევართა  დიდი ნაწილი საჭიროდ არ თვლის რამე ამტკიცოს შეთქმულების თეორიების საწინააღმდეგოდ, მათი აზრით ეს იგივეა, წითელქუდას ზღაპრის რეალურობაზე იდავო. გაუშვი ამტკიცონ ჰაოგლენდებმა რაც უნდათ. კრეაციონისტებმა და მათ ვისაც აპოლოს მისიები ჰოლივუდში დადგმული გონიათ.

მაგრამ მე თუ მკითხავ არც მთლად მასეა საქმე. გაუგებრობების და ცრუ ინფორმაციების გავრცელების ფართო არეალი საფრთხეს უქმნის მეცნიერებას და მის რეპუტაციას. საფრთხეს უქმნის თანამედროვე ცივილიზაციას. რადგან დღეს ისე როგორც არასდროს ცივილიზაცია დამოკიდებულია მეცნიერებაზე და ტექნოლოგიაზე. და თუ ერთეულების გარდა არავის ესმის სწორად. ის ცივილიზაცია დაღუპვისკენ მიექანება.

საბედნიეროდ არიან მეცნიერები რომლებიც იწუხებენ თავს და პუბლიკას უხსნიან ფსევდო მეცნიერების შეცდომების შესახებ. ერთ ერთი ასეთი მეცნიერია ფილ პლეიტი. ასტრონომი პლეიტი აქტიურად მოღვაწეობს ტელევიზიასა და პრესაში. არის სამეცნიერო ბლოგის ავტორი. მისი უპირველესი მიზანია პუბლიკას სწორად ესმოდეს მეცნიერება და პირველ რიგში ასტრონომია. 2008 წელს მან დაწერა წიგნი Bad Astronomy – Misconceptions and misuses revealed from Astrology to the Moon landing Hoax. მისი ბლოგიც ანალოგიურ სახელს და შინაარსს ატარებს. ამიტომ იგი ხშირად იხსენიება როგორც –  Bad Astronomer. პლეიტს ძნელად თუ გამორჩება მხედველობიდან ისეთი ვინმე როგორიცაა რიჩარდ ჰოაგლენდი. ასე რომ მისი ბლოგის არქივში ჰოაგლენდის ფართო კრიტიკასაც წავაწყდი.

256px-Philip_Plait“პირველ რიგში მე არ ვიცნობ არავის ისეთს ვინც  ვიკინგის სურათზე პირველი შეხედვისთანავე უარყო რომ ეს სახეს გავს” წერს პლეიტი. “როდესაც პირველად დაიბეჭდა სურათი, ვიღაცამ დაწერა მასზე “სახე” მე არ მიკვირს მსგავსი რამეები. მინახავს ათასობით ასტრონომიული სურათი და როდესაც რაიმე უცნაური ან სასაცილო გამოხტება – ყურადრებას იპყრობს. USS Enterprise-ზე სხვადასხვაგვარ სურათებს შორის ვნახე მომღიმარე სახე (ე.წ სმაილი) და ნისლეული რომელიც შუა თითს გვაჩვენებდა. როდესაც ასტრონომები მსგავს რამეს შევამჩნევთ ვიცინით და ვაჩვენებთ კოლეგებს.”

“ის [ჰოაგლენდი] გაშმაგებით ამტკიცებს რომ ეს სახეა. 169-ე გვერდზე (ჰოაგლენდის წიგნი მარსის მონუმენტები) ის ახდენს გრეგ მოლენერის ფრაზის ციტირებას “თუ მთის გროვა მარსზე გავს ქვაში ამოკვეთილ ჰუმანოიდის სახეს, ყველაზე მარტივი ახსნა ისაა რომ ეს ასეცაა” – ეს აშკარად მცდარია. ყველაზე მარტივი ახსნა ისაა რომ  ის ამოკვეთილია ეროზიის შედეგად და არა ხელით. ჩვენ ვიცით რომ მსგავსი ამბები ყოველთვის ხდება. შეხედეთ მოხუცის სახეს მთაზე [თეთრი მთები ნიუ ჰემფშირში] (2003 წლამდე სანამ ჩამოიშლებოდა) Antirrhinum-ის სათესლე პარკუჭები კიდევ უფრო გავს სახეს. და რათქმაუნდა არ დაგავიწყდეთ ვლადიმერ ლენინიც რომელიც ჩემი დუშის ფარდაზე გამოისახა. სახეების დანახვას შემთხვევით სტრუქტურებში ეწოდება პარეიდოლია. და ის კარგად გააზრებულია ფსიქოლოგიის მიერ.”

პრეისტორიული ასტრონავტების და მარსის ცივილიზაციების თეორიების მომხრეებს მართებთ შეისვენონ და რამე უფრო ხელჩასაჭიდ ფაქტებს დაელოდონ ან დაინტერესდნენ იმით რისი გამოკვლევაც ფაქტიურად მიდის დღეს და არა ფანტაზიებში. იმედია Curiosity 2013-ში ძალიან საინტერესო აღმოჩენებს გააკეთებს, მაგრამ არამგონია ეს იყოს რაიმე ძველი ცივილიზაციის ნაგებობა ან მარსიანელების ქალაქი. ეს იქნება აღმოჩენები მარსის ქიმიური კომპოზიციის შესახებ, სენსაციების მოყვარულებს დიდად სავარაუდოდ იმედგაცრუება ელით. სამაგიეროდ მეცნიერებმა იციან ნამდვილი მეცნიერების ფასი და იმ აღმოჩენების ფასი რომელსაც Curiosity აუცილებლად გააკეთებს. გააკეთებს იმიტომ რომ ამის შესაძლებლობა აქვს.

6 thoughts on “მარსის სახე – ილუზია თუ მონუმენტი?

  1. მნიშვნელოვან ფაქტორზე გაქვს გამახვიებული ყურადღება თუ რამდენად მნიშვნელოვანია ფაქტების “სწორი” მეცნიერული გაგება, რადგან დღეს უკვე კრეაციონიზმსაც მეცნიერებას უწოდებენ და კიდევ სხვა მრავალი. პლეიტი მეც მყავს ფბზე დამატებული და აქტიური მომხმარებელია, ისევე როგორც კრაუსი და ტაისონი. იმედია მეცნიერების სხვა სფეროებიდანაც გააუკტიურდებიან და სიბნელეს და უმეცრებას გაანათებენ

    Like

  2. იმედია.
    მეცნიერების “კეთებაზე” არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი მიტანა ხალხთან, ფართო პუბლიკასთან. ამიტომ ვაფასებ იმ მეცნიერებს რომლებიც ზრუნავენ ამაზე. ჩანან ტელევიზიაში და ა.შ. კომპეტენტურმა ადამიანებმა უნდა ახსნან რეალობა. ამხილონ კრეაციონისტების ზღაპრები!. ყურის წაყრუებას კი ის მოაქვს რომ სკოლებში შეაქვთ კრეაციონიზმი და მსგავსი სისულელეები.

    Like

    • ზუსტად იგივე უთხრა ტაისონმა დოუკინსს ერთ-ერთი ლექციის დროს, რომ მეცნიერული აღმოჩენისთან ერთად, მნიშვნელოვანია რომ სწორად მიაწოდო და ძლიერ მეცნიერთან ერთად, კარგი მასწავლებელიც უნდა იყო-ვო:)

      Like

  3. ცუდია, რომ უცხოპლანეტელების არსებობა ჯერჯერობით შეთქმულების თეორიებს ვერ გაცდა. იმედი მაქვს, ჩემს სიცოცხლეში მიკრობს მინც იპოვიან სადმე :დ

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s