რატომ არ არსებობს მარადიული ცხოვრება და სული

პირველად 13 წლის ასაკში გამიჩნდა სიღრმისეული კითხვები, მართალი იყო თუ არა ადამის და ევას ისტორია? კაენმა საიდან მოიყვანა ცოლი? როცა ვკვდებით მართლა მივდივართ თუ არა სამოთხეში და ჯოჯოხეთში და ა.შ. მომდევნო ათწლეულში თანდათან ჩამომიყალიბდა აზრი რომ იდეა სულზე და მარადიულ ცხოვრებაზე ადამიანური სისუსტის და ფანტაზიის შედეგია. მახსოვს ბავშვობაში ვიტირე როცა გავაცნობიერე რომ ერთ დღეს მოვკვდებოდი, მოკვდებოდა ყველა ვინც მიყვარდა. მარადიული სულის იდეაც ალბათ კაცობრიობის ბავშვური ახირებაა, რომელსაც პანიკურად ეშინია სიკვდილის და ამ შიშის გასადევნად იდეალისტურ ზღაპრებს იგონებს.

adventure-in-the-afterlife

ადამიანების ფსიქოლოგიას, შიშებს, იმედებს, რომ ვუკვირდები, სულ უფრო და უფრო ვრწმუნდები რომ ეს აზრი მართებული უნდა იყოს, წარმოიდგინეთ უძველესი ჰომო საპიენსის აზრები რომელმაც გააცნობიერა რომ ის მოკვდებოდა. მას რამე უნდა მოეფიქრებინა. 21-ე საუკუნეშიც კი ადამიანთა უმეტესობის გონება ისევ არქაულ ეპოქაშია ჩარჩენილი, ათასი ცრურწმენებით, ანიმისტური მსოფმხედველობით სადაც ვიღაცის უჩინარი ნება და ხელია საჭირო სამყაროს სამართავად, სადაც ღმერთებს მსხვერპლი ისევ უნდათ და სადაც მილიონი წმინდანის ხატი მანქანაში და ოთახში პოლითეიზმის სახეშეცვლილი ფორმაა. ასეთ საზოგადოებაში რათქმაუნდა ხალხს სჭირდება სჯეროდეს რომ იქ სადღაც “ნათელში” გააგრძელებს სამუდამო ცხოვრებას.

ბევრი რომ არ გავაგრძელო (სხვა საკითხს მეტი ყურადღება მინდა დავუთმო) უამრავი ფაქტორია თუ რატომ შეიძლებოდა ეს გამოეგონებინათ ადამიანებს და ამავე დროს ბევრი მიზეზიც არის იმის თუ რატომ იქნებოდა ეს ინფორმაცია გავრცელებადი და ზოგიერთ შემთხვევაში სასარგებლოც კი.

უფრო მოგვიანებით აზრი იმის თაობაზე რომ სული და მარადიული ცხოვრება სრული ფიქციაა გამიმყარა რამდენიმე მეცნიერულმა ფაქტმა და კითხვებმა, რომელიც ამ პოსტში მინდა წარმოგიდგინოთ.

დავიწყებ იმით რომ განსაკუთრებული  (მაღალპრეტენზიული) მტკიცებების, (რომელიც მკვეთრად შორდება კაცობრიობის მეცნიერულ ცოდნას) უარყოფის დამტკიცება შეუძლებელია, მაგრამ ყოველივე ეს ღირებულებას კი არ მატებს ამ მტკიცებებს არამედ პირიქით აუფასურებს! მაგალითად – მტკიცება ფერიების არსებობის შესახებ. არავის არ შეუძლია დაამტკიცოს რომ ისინი არ არსებობენ. (რატომ ვერ ვხედავთ? ათასი არგუმენტის მოყვანა შეიძლება, 1. უჩნინარები არიან, 2. პარალელურ რეალობაში ცხოვრობენ, 3. ჯერ არ აღმოგვიჩენია ისევე როგორც ძალიან ბევრი სახეობა და ა.შ.) ამ მაგალითიდ იმის თქმა მინდა რომ არავის შეუძლია 100%-იანი სიზუსტით დაამტკიცოს რომ მარადიული ცხოვრება და სული ფიქციაა. მაგრამ ამ ცხოვრებაში 100%-იანი პასუხები ისედაც არაფერს აქვს. (ნუ მიეცემით კმაყოფილებას რომ ამ იდეის დაუმტკიცებლობა რაიმეს ნიშნავს, როგორც ვახსენე ფერიების და დევების არ არსებობის დამტკიცებაც შეუძლებელია. შესაბამისად ეს იდეები შინაარსობრივად ერთმანეთს უტოლდება)

თუმცა მე მინდა გაჩვენოთ ჩემი აზრი, თუ რატომ არის მარადიული ცხოვრების იდეა საფუძველს მოკლებული ინფანტილური და პარადოქსული.

afterlife-700x325

მინდა ამ პოსტში გაგაცნოთ მეცნირებასთან დაკავშირებული კითვხვები რომლებიც სულის არსებობას რაღაცნაირად უკავშირდება, მაგრამ მანამდე მინდა მარადიული ცხოვრების ფილოსოფიურ ხედვაზე გავამახვილო ყურადღება. მორწმუნეებთან და ფსევდო მორწმუნეებთან ხშირად მქონია ამ თემაზე კამათი, მათ სჯერათ რომ ცხოვრებას იმიტომ აქვს აზრი რომ ის სამუდამოა. თუ დროებით ვართ და მერე სამუდამოდ ვქრებით მაშინ აზრი არ აქვს არაფერს. მე კი ყოველთვის საპირისპიროს ვამბობ ხოლმე რაც მათ დიდი გაკვირვებას იწვევს. მართლაც მგონია რომ ცხოვრებას და ნებისმიერ აქტივობას აზრიანს და სასიამოვნოს ხდის ის რომ მას აქვს დასასრული. შეიძლება უსასრულობა სიკვდილით შეშინებული ადამიანის ცნობიერ გონებას სასიამოვნოდ ეყურება, მაგრამ ცოტა თუ ცდილობს გაიაზროს რა არის მუდმივობა, ცოტა თუ ფიქრობს რატომ არსებობს ყველაფერი ის რასაც ღირებულებას ვანიჭებთ და მიგვაჩნია რომ მათ გამო ღირს სიცოცხლე. წარმოიდგინეთ იდეალისტური სამყარო (დავუშვათ სამოთხე) სადაც მუდამ არსებობთ, გაიაზრეთ რა არის მუდმივობა, უსასრულობა. თქვენ არასდროს! არასდროს მოკვდებით, არც დაბერდებით, არასდროს შეგაწუხებთ რაიმე, თქვენი საყვარელი ადამიანებიც ასე იქნებიან სამუდამოდ, არასდროს გაიგებთ ვინმეს ცუდად ყოფნას.

ასეთ იდეალისტურ გარემოში თანდათან ყველაფერი გაქრება რაც ღირებულად მიგაჩნიათ. გაქრება თანაგრძნობა, გაქრება, თანადგომა, სიკეთე, სოლიდარობა და ა.შ. გაქრება იმიტომ რომ საჭირო აღარ იქნება. ჩვენი დადებითი თვისებები რაც თითქმის ყველა საზოგადოებაში ფასობს ჩამოყალიბდა სწორედ იმის მიხედვით რა გარემოშიც ვიცხოვრეთ და განვვითარდით. რა მოხდება იდეალისტურ უტოპიურ სამყაროში სადაც უბრალოდ ეს თვისებები აღარაა საჭირო? ამ რთულ და წარმავალ ცხოვრებას ღირებულს ხდის ის რომ დრო ცოტა გაქვს, ძნელია ბედნიერების მოპოვება და შენარჩუნება, მალე გადის ახალგაზრდობა და სიჯანსაღე, ამ ცხოვრებას ღირებულეს ხდის ნოსტალგია, თანაგრძნობა, წარმავალობა, არასრულყოფილება, სწორედ ამიტომ ვაბიჯებთ საკუთარ ეგოს და უფრო ღრმად ვიხედებით წინ, ვეხმარებით სხვებს და ა.შ. იდეალისტურ სამყაროში კი სადაც შენი “მე” მუდმივია და არ ჭირდება გადაბიჯება, იქ ზედმეტია სხვაზე ზრუნვა. მემგონი ღირს ამაზე ფიქრი. მუდმივობა არსებობას კი არ სძენს აზრს არამედ აცარიელებს ყველაფერ იმისგან რითიც გვინდა რომ ვიცხოვროთ. მუდმივობა უტოპია და  პარადოქსია, ისევე როგორც მუდმივი ნეტარება. ჩემთვის ძნელად გასაცნობიერებელია როგორ შეუძლიათ ზრდასრულ ადამიანებს სჯეროდეთ ასეთი აშკარად ბავშვური იდეის სისწორე.

აქამდე წარმოდგენილი ხედვა თავისთავად არ არის რისიმე დამტკიცება, ეს უფრო ფილოსოფიური პერსპექტივაა სადაც მარადიულობა ყველაფერს ცვლის. მორწმუნეები ამბობენ რომ ის ცხოვრება რაღაც სულ სხვაა სკეპტიკოსები მას აქაური სტანდარტებით აფასებენ და ამიტომაც ვერ იგებენ. მაგრამ ჩვენ იმად რაც ვართ გვხდის ის გარემო რომელშიც ჩამოვყალიბდით. მოაშორეთ გარემო და ჩვენც რადიკალურად შევიცლვებით.

სხეულისგან განსხვავებით, რომელიც კომპლექსური სისტემაა (ანუ შედგება მრავალი ფუნქციური ნაწილისგან, ორგანოების, ქსოვილისგან, უჯრედებისგან მოლეკულებისგან და ა.შ) სული ან გონი (დუალისტური მიდგომით) მიიჩნევა როგორც განუყოფელი, მთლიანი, ყოველშემთხვევაში ტრადიციული და ყველაზე მეტად მიღებული შეხედულება ასეთია და ალბათ ლოგიკურადაც სულის იდეა გარკვეულწილად პიროვნების გამთლიანებისთვის არსებობს. რათა პიროვნება წარმოადგინოს როგორც თავისუფალი ნების მქონე დამოუკიდებელი არსება რომელიც რეალურ დროში აღიქვამს სამყაროს. იღებს გადაწყვეტილებებს, მოქმედებს და ა.შ. მაგრამ მეცნიერებაში თუ ჩაიხედავთ ნახავთ რომ დუალისტურ თეორიებს თითქმის აღარავინ ემხრობა. ამის მიზეზი შემდეგში მდგომარეობს:

brain-stock

1. ტვინის და გონების შესახებ კვლევები აჩვენებს რომ შინაგანი “მე” არ არის განუყოფელი, პიროვნება არ არის ერთი მთლიანი არსება, რომელიც აღიქვამს და რეაგირებს. არამედ ის არის ტვინის სხვადასხვა მოდულების ფუნქციონირების შედეგი, ამ მოდულებს ხშირად საკუთარი აზრი და დამოკიდებულებაც კი  გააჩნიათ, ამის მაგალითია პიროვნების გაორება და ის ადამიანები ვისაც ტვინის ნახევარსფეროებს შორის კავშირი გაწყვეტილი აქვთ.

ერთი საინტერესო მაგალითი მოყავს ნეირომეცნიერ დოქტორ ვილიანურ რამაჩანდრანს, პაციენტს რომელსაც შემთხვევის გამო ტვინის ნახევარსფეროებს შორის გაწყვეტილი ქონდა კავშირი, მარჯვენა და მარცხენა ნახევარ სფეროებს ცალ-ცალკე ჩაუტარეს გამოკითხვა, (შესაძლელია მსგავსი რამ, რადგან თუ ნახევარსფეროებს შორის კავშირი არ არის, მარცხენა ნახევარსფერო ხედავს მარჯვენა თვალით, მარჯვენა კი მარცხენა თვალით, ასე რომ შესაძლებელია მათი ცალ ცალკე გამოკითხვა ისე რომ ვერც ერთმა ცალკეულმა ნახევარსფერომ ვერ გაიგოს მეორეს პასუხები) გამოკითხვამ გამოავლინა მნიშვნელოვანი აზრთა სხვადასხვაობა, მარცხენა ტვინს არ წამდა ღმერთი მარჯვენას კი წამდა. “ეს არის ადამიანი რომელიც მარცხენა ნახევარსფეროთი ათეისტია” ამბობს რამაჩანდრანი “და მარჯვენათი წამს ღმერთი, ამ აღმოჩენას თეოლოგების საზოგადოებაში ცუნამი უნდა გამოეწვია, მაგრამ ოდნავადაც ვერ შეძრა ისინი. რადგან ეს იწვევს ყველა სახის სიღრმისეულ თეოლოგიურ კითხვას, თუ ეს პერსონა მოკვდება, რა მოხდება? ერთი ნახევარსფერო წავა სამოთხეში და მეორე ჯოჯოხეთში?”

2. გონება არის ტვინის ფუნქციონირება და არა დამოუკიდებელი სუბსტანცია რომელიც ტვინს იყენებს, თუ სული მართავს სხეულს მაშინ მათ შორის უნდა არსებობდეს რაღაც ურთიერთქმედება  ტვინის საშუალებით, თუ სული ზებუნებრივი და არამატერიალურია და ამიტომ ვერ ვაფიქსირებთ მას, მაშინ მისი სიგნალები, შეტყობინებები რაღაცნაირად უნდა ითარგმნებოდეს მატერიალური ტვინისთვის, დღევანდელი ტექნიკის პირობებში როდესაც ტვინის სკანირება საკმაოდ განვითარებულია, უნდა იყოს შესაძლებელი ამ ხიდის დადგენა სადაც ეს სიგნალები მისტერიულად ჩნდება “არსაიდან” და უჩინარდება.(ანუ ზებუნებრივი სულიდან) ასეთი რამის დადგენა შესაძლებელი იქნებოდა მართლა ასეც რომ იყოს მოწყობილი ადამიანი.  ამის საწინააღმდეგოდ ტვინის კვლევამ გამოავლინა რომ არ არსებობს რაიმე ერთი ცენტრი, სადაც სენსორული ინფორმაცია, ფიქრი და გადაწყვეტილების მიღება იყრის თავს, ერთიდაიგივე ინფრომაციას, ტვინის სხვადასხვა უბანი პარალელურად ამუშავებს, შესაბამისად დუალისტური მიდგომა არ უნდა იყოს მართალი. ადამიანის, პიროვნების განუყოფლობის არსი ილუზიაა და შესაბამისად სულიც ილუზიაა, რადგან ეს უკანასკნელი იდეაში განუყოფელი უნდა იყოს და სხავდასხვა დამოუკიდებელ აგენტებში ვერ გადანაწილდება.

3. გონების კომპლექსურობის გარდა ადამიანის სხეული წარმოადგენს ევოლუციურად სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვა ორგანიზმებისგან წარმოქმნილ კოლონიას. ეუკარიოტული უჯრედის უმთავრესი კომპონენტს, მიტოქონდრიას, რომელიც ქიმიურ ნივთიერებებს ენერგიად გარდაქმნის, (მათ გარეშე ვერ ვიარსებებთ) გააჩნია საკუთარი დნმ და მიიჩნევა რომ არის უძველესი პარაზიტული ორგანიზმი რომელიც ჩვენ უჯრედებში შემოიჭრა და მოგვიანებით მათთან თანაარსებობა დაიწყო. ზოგი მეცნიერი მიიჩნევს რომ ეუკარიოტული უჯრედის გარსიც სხვა ცოცხალი ორგანიზმების კოლაბორაციით წარმოიშვა. გარდა იმისა რომ გონება არ არის განუყოფელი, ადამიანი მთლიანად სხვადასხვა ორგანიზმების ერთობლიობამ შექმნა. პიროვნების განუყოფლობა და შესაბამისად სულის არსებობა ილიზიაა.

4. სული არსებობისთვის პრობლემაა ასევე როდის გაჩნდა სული ევოლუციურ ისტორიაში და რომელ სახეობებს გააჩნია ის. 3.8 მილიარდი წლის წინ, პირველ მარტივ ორგანიზმს ქონდა თუ არა სული? თუ არა რატომ? თუ მხოლოდ ჰომო საპიენსს აქვს სული, რატომ ან როგორ? მილიონობით სახეობიდან მხოლოდ ერთს? თუ სული აზროვნებასთან არის კავშირშიი, აქვს ის შიმპანზეს? ან ქონდა ნეანდერტალელს? ნეანდერტალელი სავარაუდოდ არ ჩამოგვივარდებოდა ჭკუაში ჩვენზე დიდი ტვინი ქონდა და გააჩნდა გენი რომელიც ჩამოყალიბებული სალაპარაკო ენის არსებობას უზრუნველყოფს. ასევე ცნობილია რომ მათ ქონდათ პრიმიტიული რიტუალებიც. აქვს ჩვილ ბავშვს სული? თუ სული აზროვნებაზეა დამოკიდებული მაშინ არ უნდა ქონდეს. ან როგორ შეიძლება აზროვნებაზე იყოს დამოკიდებული? ასევე საინტერესოა ემბრიონის საკითხიც. როგორც სემ ჰარისი ამბობს ზოგჯერ საწყის ეტაპზე ერთი ემბრიონისგან მიიღება ორი, რა ხდება ამ დროს? ერთი სული იყოფა? თუ მერე ორივეს ცალ ცალკე უყალიბდება? თუ ჩამოყალიბება ხდება, რაიმე ბიოლოგიურ პროცესის პარალელურად ხდება?

evolutioncompare

მეოთხე პუნქტი მხოლოდ კითხვებია და არა არგუმენტი, მაგრამ მხოლოდ კითხვებიც კი ანახებს რამდენად პრობლემატურია ზებუნებრივის და მატერიალურის ურთიერთქმედება და რამდენად ზედმეტია ეს იდეა მტკიცებულების გარეშე, იმისთვის რომ საერთოდ რაიმე ახსნას.

 ალბათ მორწმუნეები რომლებიც ამ პოსტს წაიკითხავენ ან სხვაგან გაეცნობიან ფაქტებს, რომლებიც აშკარად სულის არსებობის საწინააღმდეგოდ მეტყველებს. დაიწყებენ კერძო შემთხვევების მოყოლას, როგორ დატოვა ვიღაც ჭიჭიკომ სხეული, იმოგზაურა სამოთხესა და ჯოჯოხეთში და მერე მიქელ გაბრიელმა უთხრა ჯერ შენი დრო არ მოსულა ოჯახს მიხედეო და ესეც დაბრუნდა წუთისოფელში.

ამ ყველაფერსაც აქვს თვისი რაციონალური ახსნა

1. რაციონალური თვალთახედვით – არგუმენტს პირადი გამოცდილებიდან ყველაზე დაბალი შეფასება ეძლევა. რადგან მხოლოდ პიროვნებების მონაყოლი, რომელიც შეიძლება იყოს მკვეთრად სუბიექტური და ილუზორული, ვერაფერს ამტკიცებს. ადამიანებს ხანდახან რაღაცეები ეჩვენებათ, ხანდახან იტყუებიან, ხანდახან სიზმარი და რეალობა ეშლებათ, (ეს არ ნიშნავს რომ ისინი აუცილებლად გიჟები ან არანორმალურები არიან, თითქმის ყველა ადამიანის ცხოვრებაში ხდება ერთი უცნაურობა მაინც რომლის გამოცდილება მანამდე არ ქონია) სიტუაციის მიხედვით ადამიანის ტვინი შეიძლება ბევრ რამეში შეცდეს. ამის მაგალითია ილუზიონისტების არაჩვეულებვრივი ხრიკები. ისინი ისე ატყუებენ გაუთვითცნობიერებელ მაყურებელს თითქის ფიზიკის კანონებს არღვევდნენ, თუმცა ეს მხოლოდ ილუზიაა. ჯადოქრობა და ზებუმებრივი ძალის არსებობა არ მტკიცდება.

2. კლინიკური სიკვდილის დროს პაციენტი ხშირად განიცდის უცნაურ რამეებს როგორიცაა სხეულის გარეთა შეგრძნება, (საკუთარი თავის ზემოდან ყურება) გვირაბში ფრენა, რომლის ბოლოსაც სინათლეა. ასე რომ ადამიანები რომლებიც ამბობენ რომ იმ ქვეყნად იმოზგაურეს და დაბრუნდნენ სულაც არ არის აუცილებელი მატყუარები იყვნენ. მათ ეს განიცადეს, მაგრამ ამ მოვლენებზე არსებობს მეცნიერული ახსნა. რომელიც მატერიალიზმის ფარგლებში რჩება, მეცნიერების ახსნით OBE (Out of Body Experience) სხეულგარეთა შეგრძნება, როცა ადამაინს აქვს ილუზია რომ დატოვა სხეული, ხდება მაშინ როდესაც ადამიანი კარგავს კონტაქტს ტვინში შემომავალ სენსორულ ინფორმაციასთან და ამავე დროს რჩება ცნობიერი. ტვინი იბნევა და ხანდახან ქმნის ილუზიას რომ გონება სხეულის გარეთ იმყოფება. ამ ილუზიის გამოწვევა ხელოვნურადაც შეიძლება. აღსანიშნავია რომ კლინიკური სიკვდილი არ არის ნამდვილი სიკვდილი.

out-of-body-experience

3. რაც შეეხება სპეციფიურ მტკიცებებს როგორიცაა რომელიმე კონკრეტული ღმერთის ან წმინდანის ნახვა იმ ქვეყნად, ეს შეიძლება კულტურული და რელიგიური პრედეტერმინირებული სტერეოტიპებით და ინდოქტრინაციით ავხსნათ. რადგან ინდუისტები ხედავენ ინდუისტურ ღმერთებს და ქრისტიანები ქრისტიანულს. როგორც ჩანს ილუზიაში ჩართულია კონკრეტული ადამიანის კულტურული შეხედულებების მატარებელი ელემენტები.

გასაგებია რომ სულის იდეა ბევრ ადამიანს ანიჭებს კომფორტს, აძლევს იმედს რომ საყვარელ ადამიანებს, რომლებიც გარდაიცვალნენ ოდესმე შეხვდებიან. დასანანია, რომ ზოგი უდროოდ იღუპება, ბევრისთვის წარმოუდგენელია რომ უამრავი სისასტიკის ჩამდენი ადამიანები არასდროს დაისჯებიან კუპრით სავსე ქვაბში. სიკეთის განსახიერებები კი არასდროს დაჯილდოვდებიან. მაგრამ სამყარო ისეთი არაა რგოროც თქვენ გინდათ. სამყარო არც სამართლიანია და არც უსამართლო!  მას  არ გააჩნია სპეციალური ინტერესი, ამ გალაქტიკაში, მზის სისტემაში, პლანეტა დედამიწაზე მცხოვრები მილიონიდან ერთ-ერთი სახეობაბისადმი. იმიტომ რომ სამყარო არაპიროვნულია.

დააფასეთ ადამიანები სანამ ცოცხლები არიან!

88 thoughts on “რატომ არ არსებობს მარადიული ცხოვრება და სული

  1. gasagebia sheni azri, ragacashi martali xar… magram arsebobs kidev erti ram, ras ityvi im zalebze rasac adamianebi floben xolme bevri varjishis shemdeg 3-4 cm ti aweva haershi astralshi gasvla shishveli xelebit cecxlis gachena raime saganze sxvadasxva sagnis tvalebit deformireba…. ras ityvi am movlenebze ? tvini aketebs ? an winaswarmetyvelebas ra axsna aqvs ? me magalitad mjera imis ro suli reinkarnacirebs da nvitardeba, sxeuli aris ubralod churcheli, romelsac ragac misia akisria fizikur samyaroshi da shemdek kvdeba, am sikvdilis shemdeg elodeba tavis momdevno fizikur sxeuls egredwodebuli suli da gadadis momdevno sxeulshi, shemdegi misiis shesasruleblad ufro gansavitareblad, da roca ganvitarebis ragac etaps gaivlis suli gadadis sxva irealur samyaroshi gadadis sxva ganzomilebashi gadadis sxva planetaze, igebs misi sxeuli sxva saxes da ase grzeldeba…. arsebobs milionobit faqti reinkarnacirebuli adamianebis. ინდოეთის სოფელ ვადაჰშიდში მცხოვრებმა 7 წლის ტორიან პრასადამ დაიწყო მტკიცება, რომ ის ზრდასრული მამაკაცი სურეშ ვარმაა და ქალაქ აგრაში ცხოვრობს. აქვს რადიოსაქონლის მაღაზია; ჰყავს ცოლი უმა და ორი შვილი. შეშინებული მშობლები აგრაში გაემგზავრნენ და გაარკვიეს, რომ იქ მართლა ცხოვრობდა ასეთი პიროვნება, რომელიც საკუთარი მაღაზიის წინ იარაღით მოკლეს. ბავშვმა სურეშის ცოლიც ამოიცნო და მას ისეთი მომენტები გაახსენა, რაც მხოლოდ ცოლ–ქმარმა იცოდნენ. იმ ადგილზე, სადაც ვარმას ტყვია მოხვდა, ბავშვს ხალი აღმოაჩნდა.

    * * *

    ვიეტნამელი გოგონა თჰი კუენი ბავშვობაში მშობლებს ხშირად ეუბნებოდა, თქვენი შვილი არ ვარ, მეზობელ სოფელ ვინიდან ვარ, სახელად ჩუანი მქვია, მამაჩემს – ლიენი, ათი წლის რომ ვიყავი, ატმის კურკამ დამახრჩო, ახლა კი თავიდან დავიბადეო. კუენი გარდაცვლილი ჩუანის მამიდამ მოინახულა. ბავშვი მას სიხარულით შეხვდა და სახელიც დაუძახა. შემდეგ კუენმა სოფელ ვინში ლიენის სახლს ადვილად მიაგნო. მამის მაგივრად მას ბიძა უჩვენეს, მაგრამ გოგონა მათ ეშმაკობას მიუხვდა. მან მთელი სანათესაო ამოიცნო…

    * * *

    45 წლის რუს ინჟინერს გაურკვეველი შიშები და წელის ტკივილი აწუხებდა. რეგრესიული ჰიპნოზის დროს მან დაინახა, რომ ოდესღაც ის მოკლეს და ტყვია წელში მოხვდა. იმ ადგილას, სადაც ტყვიამ გაიარა, მას ხალი აღმოაჩნდა.

    * * *

    მიდლსბოროელი რკინიგზის მუშაკი, კარლ ედონი, ბავშვობიდან ირწმუნებოდა, რომ წინა ცხოვრებაში ჰიტლერის საჰაერო ძალების მსროლელი–რადისტი ჰენრიხ რიხტერი იყო. ამბობდა, ავიაკატასტროფის დროს ფეხი იმ ადგილზე მომწყდა, სადაც ახლა ლაქა მაქვსო. რამდენიმე წლის შემდეგ მიდლსბოროს გარეუბანში მართლაც იპოვეს გერმანული წარმოების თვითმფრინავის ნამსხვრევები და რიხტერის საბუთები.

    * * *

    4 წლის გოგონა, დოროთი იდი, მშობლემა ბრიტანეთის მუზეუმში წაიყვანეს. ბავშვს ინტერესი არ გამოუჩენია მანამ, სანამ ეგვიპტურ დარბაზში არ შეიყვანეს. იქ კი გოგონამ სარკოფაგების გარშემო სირბილი დაიწყო და ქანდაკებებს ფეხები დაუკოცნა. ჩაძვრა მუმიის მინის ყუთში და მას კოცნა დაუწყო. მშობლებმა დოროთის ძალით გამოყვანა სცადეს, მან კი შეჰყვირა: “თავი დამანებეთ, აქ არის ჩემი ხალხი… სად არის ახლა ჩემი ბაღი?”. ეგვიპტური იეროგლიფების ნახვისას კი ბავშვმა აღნიშნა, რომ ეს ენა იცოდა, მაგრამ დაავიწყდა.

    დოროთი იდი ისტორიკოსი გახდა. იგი თავს ეგვიპტელი ბენტრუშეტის მიწიერ ხატად თვლიდა, რომელიც ბენტრუშეტი სეტი პირველის დროს ცხოვრობდა. როცა 14 წლის შესრულდა, ის სეტის შეუყვარდა, გოგონა დაფეხმძიმდა და იმის შიშით, რომ საყვარლის დასახელება მოუწევდა, თავი მოიკლა.

    27 წლის დოროთი ცოლად ეგვიპტელს გაჰყვა და პირამიდების ახლოს დასახლდა. თავის ვაჟს სეტი დააქვა. იმ დღის შემდეგ საკუთარ თავს ომ სეტის, ანუ სეტის დედას უწოდებდა. ომ სეტიმ ეგვიპტოლოგიას დიდი სამსახური გაუწია. მან ზუსტად განსაზღვრა ტაძრის მდებარეობა. არქეოლოგები ტაძრის ჩრდილოეთ ნაწილის გვირაბთან მიიყვანა, სადაც მათ ბაღი აღმოაჩინეს. სიკვდილის წინ კი დოროთიმ მეცნიერებს ახალი თავსატეხი შესთავაზა – თქვა, რომ ტაძრის ქვეშ არის უნიკალური ბიბლიოთეკა, რომელზეც მას სეტი უყვებოდა.

    * * *

    ვისაც რეინკარნაციის სჯერა, ამტკიცებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯონ კენედი განსხეულდა, ანუ რეინკარნაცია განიცადა და ჯუნგლებში ცხოვრობს. ასევე საგულისხმოა, რომ პრეზიდენტების ლინკოლნისა და კენედის ცხოვრებაში ერთმანეთს ემთხვევა როგორც ფაქტები, ასევე თარიღები ასწლიანი ინტერვალით.

    გოჩა დანელია:

    – აშშ–ის კონგრესის არჩევნებში ლინკოლნი 1846 წელს მონაწილეობდა, კენედი – 1946 წელს. ლინკოლნის კანდიდატურა მაშინდელმა სამხედრო–საზღვაო მინისტრმა, ჯონ კენედიმ წამოაყენა. ორივე პრეზიდენტი სამოქალაქო უფლებებისთვის იბრძოდა. კენედსა და ლინკოლნს პარასკევ დღეს ცოლების თანდასწრებით ესროლეს. ლინკოლნი “ფორდის თეატრში” მოკლეს, კენედი კი ფორდის ფირმის ავტომანქანა “ლინკოლნში”. ორივეს უკნიდან ესროლეს და ტყვია თავში მოარტყეს. თეთრ სახლში ცხოვრების პერიოდში ორივე პრეზიდენტის მეუღლეებმა თითო ბავშვი დაკარგეს. ორივეს ვიცეპრეზიდენტი გვარად ჯონსონი იყო. ამაან ენდრიუ ჯონსონი დაიბადა 1808 წელს, ლინდონ ჯონსონი – 1908 წელს. ლინკოლნის მკვლელი ჯონ უილკის ბუტი 1839 წელს დაიბადა, კენედის მკვლელი ლი ხარვი ოსვალდი – 1939 წელს.

    პრეზიდენტ კენედის ისტორიას საინტერესო გაგრძელება აქვს. მისი გარდაცვალების მომენტში ახალი გვინეის ჯუნგლებში ბურუოკოს ტომს შეემატა მეომარი, რომელსაც არაანუ დაარქვეს. დღეს მეცნიერები მას ტრაგიკულად დაღუპული კენედის განმეორებად თვლიან. არაანუ არასოდეს გამოსულა ტყიდან, არ შეხვედრია ცივილიზებულ ადამიანებს, არ წაუკითხავს წიგნები და გაზეთები, არ აქვს ტელევიზორი, მაგრამ კენედის შესახებ უფრო მეტი იცის, ვიდრე ამ თემაზე წლობით მომუშავე ისტორიკოსებმა. ის ამტკიცებს, რომ წინა ცხოვრებაში ამერიკაში ცხოვრობდა, ჯონი ერქვა და დიდი ტომის ბელადი იყო…

    • რას ვიიტყვი და ვიღაცეების მონაყოლი არაა საკმარისი საბუთი. და უცნაური შემთხვევა თავისთავად არ მეტყველებს რომ ზებუნებრივი ახსნა აქვს. რამდენადაც ვიცი არც ერთი მსგავსი მაღალპრეტენზიული მტკიცება არ დამტკიცებულა მეცნიერული მეთოდიდ სკეპტიკოსების თვალწინ ვისაც შესაბამისი კომპეტენცია და ხელსაწყოები აქვს არაორდინალურის გამოსავლენად. ჰოდა ვიღაცა ჰაერში დაფრინავდა და ვიღაცა ასტრალში გავიდა მონაყოლები თავისთავად ბევრს არაფერს ნიშნავს.რაც დამიკოპირე მსგავსი რამ მილიონობით იწერება პრესაში მაგრამ მერე რა? რატომ უნდა დავიჯერო? 90-იანებში ქართველი ჟურნალისტის ინტერვიუ უცხოპლანეტელთან, რომელიც რომელიმე გალაქტიკათშორისო ხომალდის კაპიტანი იყო წავიკითხე. რა არის იმის შანსი რომ ეს მართალია?
      ტვინის კვლევამ კი უამრავი რამ გამოავლინა, რომ მისი მოტყუება ადვილია, რომ ათას უცნაურ ილუზიას აქვს ხანდახან ადგილი.

      • baqari

        მოყვანილი ტექსტი, უბრალოდ მოგონილი ისტორიებისა და დამახინჯებული ფაქტების გროვაა და მეტი არაფერი. ფაქტი იმაშია, რომ ილუზიონისტები(მაგალითად ბრიტანელი Dinamo)
        ბევრად უფრო დამაჯერებელ”მაგიას” გვიჩვენებენ ვიდრე ყველა ეგ ექსტრასენსები, ასტრალში მოგზაურები და სხვა გულუბრყვილო არსებები

  2. მარადიულობის გაააზრება ჩემთვის ყოველთვის დიდ პრობლემას წარმოადგენდა. მაშინებდა, მაეჭვებდა ყველაფერში და მეც ვერაფრით გამეგო, ადამიანებს ეს ცნება უფრო მეტად რატომ ანიჭებდა “კარგი” ქმედებებით ცხოვრებისაკენ, რადგან სწორედ დასასრული აძლევს აზრს ამ ყველაფერს. ყველაფრის დასასრული უნდა იყოს ის მოტივი, რომ მოცემული სიცოცხლე გონიერად განვლო.
    მიხარია, რომ მსგავსი აზრი, შენთანაც შემხვდა. უფრო სრულყოფილად ბოლო 4-5 წელია გავიაზრე ეს საკითხი. რაღაცნაირად უფრო მშვიდად ვგრძნობ მას მერე თავს. სიმშვიდის მოპოვება ყველაზე რთული მეგონა, თან ჩემი წარსული გამოცდილების ფონზე.
    მინდა, რომ ყველა ადამიანს ვუსურვო მისი გზის სიმშვიდით დაგვირგვინება, რაც რა თქმა უნდა, ყველა კითხვაზე პასუხს ვერ მიაღებინებს და ცხოვრებას არ სრულყოფს, მაგრამ რაღაც რეალურ საყრდენს შეუქმნის და იმას მაინც გაიაზრებს, რომ სრულყოფილებაც უტოპიაა.
    მერე, შენი ნებართვით, ამ თემაზე თუკი დავწერ პოსტს, გამოვიყენებ ამ პოსტსაც.
    ყველა ადამიანის ძიების გზა იმდენად განსხვავებული და ინდივიდუალურია. არ ვიცი, რამდენად სწორად იმოქმედებს ერთის გამოცდილება მეორის ქმედებებსა და აზრებზე. ადამაინებს შორის კომუნიკაციის პრობლემა ამ საკითხებში ყველაზე მწვავედ იჩენს ხოლმე თავს…

    • მეც სულ ეგ მიკვირდა, რატომ იყო მაინცდამაინც მუდმივობაში აზრი.
      ისე მარადიულობის გააზრება ძალიან რთულია, თუ შეუძლებელი არა. მისი უტოპიურობა და პარადოქსულობაც ამაში მდგომარეობს. ვინც მარადიულობაში ეძებს აზრს, უბრალოდ ზედაპირულად აძლევს ეს ცნება კომფორტს. (არ დამთავრდება და კაია) და სწორედ ამიტომ იღებს. თორემ რომ ჩაუღრმავდეს მარადიულობა ყველაზე საშინელი რამაა. I think

  3. გამარჯობა
    იმედი მაქვს წინააღმდეგი არ იქნება ჩავერთო ამ თემის განხილვაში 🙂
    ძალიან საინტერესო სტატიაა იმისთვის, ვისაც უფიქრია ამ საკითხზე. თუმცა მე მგონი ისიც ცხადია რომ ეს ჯერ არაფერს ამტკიცებს, რადგან როგორც სტატიაშივეა ნათქვამი, არარსებობის დამტკიცება უფრო ძნელია ვიდრე არსებობის. თუმცა მე სხვა კუთხით მინდა დავსვა საკიტხი და თქვენი აზრი მაინტერესებს.

    დავუშვათ არ არსებობს სული, ყველაფერი იხსნება მხოლოდ მატერიალისტურად. როგორ ფიქრობთ, ხომ არ მივყავართ ამას იქამდე რომ არ არსებობს ნებელობა?

    იმედი მაქვს გასაგებად დავსვი კითხვა, თუ არადა მერე დავაზუსტებ. ველოდები გამოხმაურება 🙂

    • თავისუფალ ნებას გულისხმობთ?
      თუ ასეა მაშინ მე მიმაჩნია რომ თავისუფალი ნებაც ილუზიაა.
      თუმცა არ ვიზიარებ ლაპლასის დეტერმინიზმს განუსაზღრელობის პრინციპის გამო, არამედ კვანტურ დეტერმინიზმს.
      მიუხედავად იმისა რომ კვანტური დეტერმინიზმი იძლევა “თავისუფალი” ნების რაღაც გარკვეულ ჩარჩოებში არსებობის საშუალებას, ჩვენი გადაწყვეტილებები, ჩვენი აზროვნება განპირობებულია გარემო პირობებით, ჩვენი “ნებლობა” არის გარკვეული რეაქცია გარემო ფაქტორებზე,
      მითუმეტეს რომ ჩვენი ტვინის მოქმედების უდიდესი ნაწილი არაცნობიერია და თითქმის ყველა მოქმედებას არაცნობიერი განაპირობებს. არაცნობიერს კიდევ ვერ მივაწერთ ნებას,
      ისეთი უბრალო გადაწყვეტილებების შემთხვევაშიც კი როგორიცაა მოვხარო ხელის მტევანი მაჯაში, დადგინდა რომ ჯერ მოტორული ნეირონები ემზადებიან მოქმედებისთვის და მოგვიანებით დგება ამ გადაწყვეტილების მიღების დრო.

      • სწორად მიხვდი კითხვას.

        მაგ შემთხვევაში გამოდის რომ ადამიანები უბრალოტ რობოტები ვართ და არა გადაწყვეტილების მიღების უნარის მქონე არსებები…

        დაამტკიცო მასე რომ არ არის, პრაქტიკულად შეუძლებელია.

        ასე რომ მე მგონი მაინც ჩიხში ვართ.

      • სრულიად დამოუკიდებელი თავისუფალი ნების მქონე არსებები არც არსებობენ და ალბათ ვერც იქნებიან, სამყარო ჭადრაკის დაფაა სადაც არსებობს თამაშის წესები და ყოველ მოქმედებას გააჩნია წიანამორებდი მოქმედება როგორც გამომწვევი მიზეზი. მაგრამ მე ნაკლებად ვხედავ ამაში პრობლემას, ჩვენ ისე უნდა გავაგრძელოთ არსებობა თითქოს თავისუფალი ნება გვქონდეს. რადგან სანამ ყველაფერს არ გავშიფრავთ სამყაროსა და საკუთარ გონებაზე (თუ შესაძლებელია) მანამდე ეს თეორია “თავისუფალი ნება” მუშაობს.
        ჩიხი ყოველთვის მოსალოდნელია როცა ფუნდამენტურ კითხვებს ეხები, მაგრამ ამან ალბათ არ უნდა დააბრკოლოს ადამიანი. თუმცა ამ შემთხვევაში არ მგონია რომ ამ საკითხზე რამე განსაკუთრებულ ჩიხს ვაწყდებით.

      • ზემოთ იწერება და გამოქვეყნების მერე ჩჯდება ალბათ თავის ადგილზე … ?

        საინტერესო პოზიცია, ვიცით რა რომ არ არსებობს თავისუფალი ნება, მაინც უნდა ვიმოქმედოდ ისე თითქოს არსებობს … რა აზრი აქვს ?

      • აზრი ის აქვს რომ რეალობაში და პრაქტიკაში მუშაობს “თავისუფალი ნების” იდეა. გონებაზე და სამყაროზე ჯერ კიდევ ბევრი გვაქსვ გასაგები და სანამ ეს არ მოხდება მანამდე დავიკრიფოთ ხელები პასუხისმგებლობა ავირიდოთ და სამყაროს დაბვაბრალოთ ყველაფერი? სხვა რა ალტერნატივა გვაქვს?

      • ამ შემთხვევაში ალტერნატივას ვერ ვხედავ.
        მაგრამ ზოგადად ჩვენი უცოდინარობის პირობებში, როცა გარემო და ადამიანი ასეთი რთულია და არ იცი კონკრეტულ მოვლენას რა მოვლენების კასკადი იწვევს. მაშინ ყველაზე კარგი ვარიანტია იმოქმედო ისე თითქოს თავისუფალი ნება გაქვს და შესაბამისად არჩევანიც.

      • ისე, რაღა სხვაობაა მორწმუნეების პოზიციისაგან. ერთი მხრივ ამტკიცებენ რომ ყველაფერი წინასწარ არის განსაზღვრული რა მოხდება, მეორე მხრივ პასუხისმგებლობას მაინც ადამიანს, პიროვნებას აკისრებენ… თითქოს ქონდეს ნებელობა…

        აქაც, ერთი მხრივ ამბობთ რომ ნებელობა არ არსებობს, მეორე მხრივ მაინც ისე უნდა ვიმოქმედოთ, ვითომ გვაქვს ეს ნებაო…

      • განსხვავება ისაა რომ მორწმუნეებს მიაჩნიათ რომ სამყარო დეტერმინირებულია ღმერთის მიერ, მაგრამ ისინი ცალსახად დეტერმინისტები არც არიან, ასე რომ იყოს მაშინ ქრისტიანობის ერთ-ერთ მთავარ კვანძს”თავისუფალ ნებას” აზრი დაეკარგებოდა. ისინი ამბობენ რომ დეტერმინირებული კია, (ნახევრად ალბათ) მაგრამ ადამიანს მაინც აქვს არჩევანი, ასე რომ არ იყოს აზრი დაეკარგებოდა სულის ხსნას, ბოროტის დამარცხებას და საერთოდ ადამიანის არსს როგორც შემოქმედების ცენტრალურ ფიგურას. მაგრამ მიუხედავად ამისა ღმერთმა მაინც იცის წინასწარ რა მოხდება (რანაირი თავისუფალი ნებაა, მართალი გითხრა არ მესმის)

      • ზუსტად იგივე შედეგია მატერიალისტური მიდგომის შემთხვევაში…

        მე მგონია რაღაც ყველაზე მნიშვნელოვანი არ იცის კაცობრიობამ ჯერ 🙂

      • ზუსტად იგივე როგორ არის? მორწმუნეები ბოლომდე არც დეტერმინისტები არიან და არც თავისუფალი ნების მომხრეები იმიტომ რომ ვერც ერთს ვერ თმობენ.
        მატერიალიზმი კი არ ამბობს რომ დეტერმინიზმია სწორი თუ ნების ქონა. ანუ ზოგ მატერიალისტი დეტერმინიზმს ანიჭებს უპირატესობას და ზოგს მაინც სჯერა თავისუფალი ნების.
        ასე ცალსახა არაა. მატერიალიზმი რელიგიური რწმენა არაა რომ რაიმე ერთი კონკრეტული შეხედულება და რწმენა ქონდეს დეტერმინიზმზე.

      • მაგას ვამბობ ზუსტად რომ აზრი გაყოფილია მეთქი აქაც. თუ სიტყვა დეტერმნიზმს იმ გაგებით ხმარობ რომ ყველაფერი ელემენტარულ ნაწილაკებზე დაიყვანება საბოლოო ჯამში, მაშინ გასაგებია აზრი. მაგრამ გაუგებარია ზოგი რატომ არ ეთანხმება ამას ?

      • მარტო მაგ გაგებით არ ვიყენებ სიტყვას ამ შემთხვევაში.
        ზოგიერთი თავისუფალი ნების სასარგებლოდ იყენებს არგუმენტს კვანტურ განუსაზღვრელობაზე, რომლის ფარგლებში შესაძლებელია გარკვეული თავისუფლება.
        მაგრამ სხვები ამახვილებენ ყურადრებას ტვინის და გარემოს კომპლექსურობაზე რომელიც ცნობიერს არ უტოვებს შანსს. ზოგი მიიჩნევს რომ ნება შეუძლება მივაწეროთ არაცნობიერ მოქმედებებსაც, ზოგი ეწინააღმდეგება ამ იდეას.
        ბევრი აზრი არსებობს.

      • კვანტური განუზღვრელობა შეიძლება გამოიყენო არგუმენტად, მაგრამ ეს პრობლემას მაინც არ წყვეტს, იქ ელეტრონი ორი შესაძლო პოზიციიდან შემთხვევითობის პრინციპით აღმოჩნდება ან ერთში ან მეორეში. ჩვენ კი გვჭირდება რომ ეს ჩვენმა ცნობიერებამ გააკეთებინოს, ანუ ელექტრონი უნდა მოვახვედროთ ორიდან იმ მდგომარეობაში, რომელიც ჩვენ გვნებავს. ეს კი ცალკე პრობლემაა, როგორ უნდა ხდებოდეს?

        რაც შეეხება ცნობიერის შანსს, მე არ მგონია რომ ჯერ კაცობრიობამ იცის რა არის ცნობიერი როგორც ასეთი და როგორ უნდა ვილაპარაკოთ მის შანსზე?

      • თუ აზროვნება უკავშირდება კვანტურ პროცესებს, არსებობს ესეთი თეორიაც (რომელიც მე ძალიან საეჭვოდ მიმაჩნია) მაშინ კვანტურ დონეზე ყოველი ახალი ქმედება არ არის ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრული არამედ არსებობს რაღაც გარკვეული შედეგების შანსი. ნუ ეხლა ეს როგორ შეიძლება იყოს კონკრეტულად აზროვნების პროცესში ინტეგრირებული და გონების ფუნქციონირებაში არ ვიცი.
        ცნობიერს მე ასე განვმარტავ.თუ დაგაკმაყოფილებთ.
        გონების ცნობიერი ნაწილია ის სადაც სამყარო და საგნები აღიქმება ისე რომ ინდივიდს შეუძლია მასზე რაიმე აზრი ქონდეს. და ამ საგანს სიმულირება გაუკეთოს დროსა და სივრცეში.
        არაცნობიერია ის ნაწილი სადაც მიმდინარეობს გონებრივი პროცესები იმგვარად რომ ამ პროცესებზე ინდივიდს არ აქვს ცოდნა და კონტროლი. (თუ თავისუფალი ნება არ არსებობს ეს კონტროლიც პირობითია, ანუ ილუზია რომ გაქვს კონტროლი)
        მაგალითად ვხედავ ჭიქას, არამარტო სენსორული ინფორმაცია ფოტონების განლაგების შესახებ შედის ჩემს ტვინში, არამედ ამ ინფორმაციას ენიჭება გაკრვეული მნიშვნელობა, ცოდნა იმის შესახებ, თუ რისთვისაა ეს ნივთი, რა დანიშნულება აქვს, რა მატერიალისგან შეიძლება იყოს შექმნილი და ა.შ. შეიძლება მა ნივთზე ამოტივტივდეს რაიმე მეხსიერებიდან. შეიძლება დავგეგმო რამე და ა.შ ანუ ეს ნივთი შემოვიდა ჩემ ცნობიერში.

      • კვანტურზე დავწერე უკვე, ეგ პრობლემას არ ხსნის, რადგან მაშინ მისახვედრია მექანიზმი, თუ როგორ ხდება ელექტრონისთვის პირვონების ნებით არჩეული პოზიციის დაკავების. ვერ წარმომიდგენია ეს როგორ შეიძლება მოხდეს, თუ რამე ბნელი ენერგია არ მონაწილეობს ამ პროცესში (არის ფიზიკაში ბნელი ენერგიის ცნება).

        რაც შეეხება ცნობიერის თქვენეულ განმარტებას, მე მგონი ეგ უბრალოდ ელექტრო-გამოთვლითი ცენტრის, ანუ პროცესორის განმარტებაა. ცნობიერი მგონია რომ რაღაც უფრო მეტია და ის მეტი რა არის, ეგ არის სწორედ საიტნერესო. ამ შემთხვევაში არ არის ქვეცნობიერის ცალკე გამოყოფის აუცილებლობა, მე ამას როგორც ერთიანს, პიროვნების განმსაზღვრელ სისტემას ვუყურებ, რომელიც თავის თავში მოიცავს ოპერატიულ და არაოპერატიულ მეხსიერებას, რამდენიმე “პროცესორს” და კიდე რაღაცას, რასაც ვერ ვხვდები რა არის.

        დაფიქრდით აბა, თუ კომპიუტერში გადავწერთ ყველა იმ ინფორმაციას, რაც ჩემშია, გახდება ის “მე” ? თუნდაც შესაბამისი ოპერაციების შემსრულებელი პროცესორები ქონდეს?

      • მე არ მითქვამს რომ პრობლემას ხსნის. (მარტო ელექტრონი არ მონაწილეობს კვანტურ პროცესებში, არამედ ყველა ნაწილაკი) მე ვთქვი რომ ზოგი ემხრობა ამ იდეას კვანტური განუსაზღვრელობის გამო და კონრეტულად როგორ მუშაობს ეგ მგონი არავინ იცის. პოზიცია მარტივია, კვანტური განუსაზღრელობის გამო შეიძლება არსებობს აზროვნების ფორმა სადაც გარკვეული თავისუფალი ნება არსებობს. რათქმაუნდა ეს არის მხოლოდ ჩანასახოვანი იდეა და არა რაიმე ჩამოყალიბებული. (მე არ ვიზიარებ)
        “ცნობიერი” ეს ტერმინი ფილოსოფიაში იმდენი აწვალეს რომ გასაგებიცაა, მე შორს ვარ იმ აზრისგან რომ ცნობიერების მექანიზმს ვხსნი, მაგრამ ჩემი აზრით ცნობიერის, როგორც ტერმინის განმარტება იმასთანაა ახლოს რაც ზემოთ დავწერე.
        ტვინის და პროცესორის შედარება მართებულია გარკვეულ წილად. იმიტომ რომ ორივე ინფორმაციის გადამამუშავებელია. რათქმაუნდა განსხვავებები არის, მაგალითად. ტვინი პარალელურად ამუშავებს ინფორმაციას. ანუ ცენტრალური პროცესორი არ აქვს, დღევანდელ კომპიუტერებს კი ცენტრალური პროცესორები აქვთ და მთელი ინფორმაცია იქ მუშავდება. კომპიუტერის პროცესორი ციფრული პრინციპით მუშაობს. ტვინი კი ანალოგით. და ა.შ.
        “დაფიქრდით აბა, თუ კომპიუტერში გადავწერთ ყველა იმ ინფორმაციას, რაც ჩემშია, გახდება ის “მე” ? თუნდაც შესაბამისი ოპერაციების შემსრულებელი პროცესორები ქონდეს?”
        ეს ცნობილი პრობლემაა გონების ფილოსოფიაში, მე ვფიქრობ რომ რადგან “მე” ისედაც შეკოწიწებული ქმნილებაა, შეგვიძლია იდეაში დავაკოპიროთ კიდეც. (თუ შესაძლებელი იქნება ციფრულ ფორმატში გადაყვანა)

      • არც მე მითქვამს რომ შენ ამბობ თქო 🙂 , უბრალოდ თვლის ზოიგო რომ დაწერე, იმის პასუხად დავწერე ეგ.

        რაც შეეხებ პიროვნების კომპიუტერში გადასვლას, თუ ეს პრინციპულად შესაძლებელია, რა შეუშლის ხელს რომ კომპიუტერი გავაკეთოთ ანალოგური? ამ შემთხვევაში ტექნიკურ საკითხს არ ვიხილავთ.

        ანუ, თუ ინფორმაციის გადაცემით ხდება პიროვნული “მეს” გადაცემა, მაშინ გამოდის რომ ეს “მე” ყოფილა ინფორმაცია და მეტი არაფერი (ძნელი წარმოსადგენი კია მართლა) და სხეული მხოლოდ მისი რეალიზაციაა, ტექნიკის განვითარების შემდეგ, კომპიუტერი შეიძლება იქცეს რეალიზაციად…

        მე მგონი თანდათან მისტიკისკენ მივდივართ 😀 …

      • თუ ტექნიკურად შესაძლებელი იქნება მაშინ გადავწერთ პიროვნებას კომპიუტერში. “მე” კი ინფორმაციაა რომელსაც ტვინი ამუშავებს.
        ეს ჩემი აზრია.
        ნუ ადამიანებს ზოგადად არ უყვართ ასეთი რედუქციონისტული მიდგომა. იმიტომ რომ მათ ურჩევნიათ “მე”-ს მეტი მნიშვნელობა ქონდეს. მაგრამ ის რომ “მე” ინფორმაციაა პირადად არაფერში მიშლის ხელს. მნიშვნელობა ჩემი განსასაზღვრია და არ ვფიქრობ რომ რამენაირად ვკნინდები ამით. ისევე როგორც არ ვფიქრობ რომ ფაქტი ადამიანის და შიმპანზეს საერთო წინაპრის შესახებ რამენაირად აკნინებს ადამიანის არსს.

        ჯერ ჯერობით გონების კომპიუტერში გადაწერა ფანტასტიკური იდეაა (თუ შესაძლებელია საერთოდ) ამ მხრივ შეგვიძლია მისტიკაც ვუწოდოთ,(არაპირდაპირი გაგებით) მაგრამ ფიზიკის თვალსაზრისით გონება ინფორმაციის დამუშავებაა და ამაში არაფერია მისტიკური (პირდაპირი გაგებით)
        სხვათაშორის ევროპამ და ამერიკამ ორი უმთავრესი პროექტი დაიწყო ტვინის შესახებ, რომელთა მიზანია ტვინის სრული აღწერა, არ ვიცი რამდენი წელი გაგრძელდება ეს პროექტები, მაგრამ შეიძლება რამდენიმე ათწლეულში ტვინის გადაწერაც გახდეს შესაძლებელი.

      • მე მისტიკა რატომაც ვთქვი იქამდე არ მივსულვართ ჯერ ჩვენი მსჯელობით, მაგრამ იქითკენ მივდივართ მგონია და მოგვიანებით ვიტყვი ამაზე.

        ის რომ ჯერ არ ხერხდება, არაფერს ნიშნავს, მოხერხდება 100წლის მერე, ან 1000, თუ ეს პრინციპულად შეუძლებელი არ არის. და თუ ეს მოხერხებადია, მაშინ ‘მე’ მართლა ინფორმაცია გამოდის. ინფორმაცია თავის თავში შეიძლებამ მოიცავდეს იმასაც, თუ როგორ მატარებელზე შეიძლება მისი ჩაწერა. შესაბამისად ინფორმაცია განსაზღვრავს სუბიექტს. ანუ, სუბიექტი შეიძლება იყოს:
        1. ორგანული სახით წარმოდგენილი,
        2. ელექტრონულ-კომპიუტერული სახით წარმოდგენილი,
        3. ელექტრო-მაგნიტური სახით წარმოდგენილი. აქ შეიძლება ვთქვათ სინათლის სახით…

      • მასე გამოდის 🙂

        და დავუკვირდეთ. ერთის მხრივ ბნელი მატერია, ბნელი ენერგია, პიროვნება სინათლის სახით …

        მეორე მხრივ რელიგიიდან: ბნელი ძალები, გამოცხადება ცეცხლის (სინათლის) სახით, სულიწმინდის გადმოსვლა, პირველად იყო სიტყვა (ინფორმაცია)…

        რატომ უნდა იყოს ასეთი მსგავსება ნეტა ?

      • მე ვერაფერ განსაკუთრებულ მსგავსებას ვერ ვხედავ გარდა სემანტიკურისა. ბნელ ენერგიას ბნელი იმიტომ დაარქვეს რომ არ იციან რანაირია. ანუ ბნელ ძალებთან არანაირი კავშირი არ აქვს. შესაბამისად ბნელი მატერია არ ურთიერთქმედებს ელექტრომაგნიტიზმთან და უჩინარია.
        ეს შედარება იგივეა ორი წიგნიდან სამ სამი ერთიდაიგივე სიტყვა რომ ამოკრიფო, რომელიც არაფერს არ ამტკიცებს. 😀 😀

      • არ არის ეს მარტო სემანტიკური მსგავსება. ყოველთვის მიკვირდა მიკვირს, რა იცოდა ბიბლიის დამწერმა ადამიანმა, რომ ჯერ სინათლე იყო და მნათოებები მხოლოდ მერე წარმოიშვა? რატომ უნდა მოსვლოდა ეს საერთოდ აზრად?

        მეორე მხრივ ბნელი მატერია და ბნელი ენერგია განსაზღვრავს ჩვენი სამყაროს სტრუქტურას და განაპირობებს მის მომავალს. ასე ხომ იმიტომ ეწოდა რომ ამათი დაფიქსირება არ ხერხდება ხელსაწყოებით, არადა ვხედავთ მათი მოწმედების შედეგს. ჩვენ როგორ უნდა დავამტკიცოთ რომ ეს ამოუცნობი ობიექტები ჩვენს ცნობიერებაზეც არ მოქმედებენ? იქნებ ამ მომქედებას არქმევდნენ სახელს ადრე? იქნებ ესეც იცდონენ ადრე, როგორც ის რომ სინათლე უფრო ადრე იყო, ვიდრე ვარსკვლავები?

        მე აქ უბრალოდ კითხვები მიჩნდება და პასუხებს ვეძებ, თორემ თავად მგონია რომ რელიგია როგორც ასეთი ევოლუციამ და ჩვენი სახეობის შემდგომი განვითარების აუცილებლობამ წარმოშვა.

      • მე ვერ ვხედავ განსაკუთრებულ დამთხვევას. სამაგიეროდ სხვა ბევრი რამე არ იცოდა, და დაწერა რომ ჯერ მცენარეები შეიქმნა და მერე მნათობები. მაგალითად მთვარე მნათობი ეგონა. გამოცხადებაში არის ადგილი სადაც აშკარად ჩანს რომ ავტორს გონია რომ ვარსკვლავი ჩამოვარდნისას შეიძლება მდინარეს დაეცეს ანუ პატარა მთაგორაზე დიდი არ გონია.
        ლოგიკურია რომ შესაქმის მითი იწყებოდეს სინათლის შექმნით, რადგან საუკეთესო მიახლოებით ადამიანი – არაფერს წარმოიდგენს როგორც წყვდიადს. ჰოდა ამ წყვდიადში სამყაროს შექმნა რგოორ უნდა დაიწყოს? ლოგიკურია ჯერ უნდა გაანათო სცენა რომ იქ სხვადასხვა საგნები “დადგა”
        ბნელ მატერიას ვხედავთ მისი გრავიტაციული ეფექტით სხვა ობიექტებზე, დანარჩენი უჩინარია.
        ბნელ ენერგიას კიდევ მისი ზემოქმედებით სამყაროს აჩქარებულ გაფართოებაზე.
        არ ვიცი ცნობიერებაზე მოქმედებს თუ არა.
        იქნებ-ზე ბევრი ჰიპოთეზა შეიძლება მოვიფიქროთ, მაგრამ ამ მისტერიულ მატერიაზე და ენერგიაზე ჯერ არაფერი ვიცით რომ რამე ხელშესახები თეორია ან ჰიპოტეზა შევქმნათ.

      • კი, შეიძლება მასე აიხსნას, თუმცა მაინც ძალიან ჰგავს როგორ რამეს იცი, მცოდნე რომ იტყვის და არმცოდნე ჩაწერს თავისი ინტერპრეტაციებით… ვერ გამორიცხავ ვარიანტს რომ მართლა იდგა რაღაც ცოდნა მის უკან, რაც მერე დაიკარგა. ისედაც რომ ავიღოთ, ლეგენდების უკან რაღაც რეალური მოვლენა დგას, რაღაც მოხდა, რომელიც კაცობრიობის მეხსიერებაში დეფორმირებული სახით შემორჩა. რაღაც ცოდნა რომ დგას ბიბლიის უკან, ცხადია და საინტერესოა რა ცოდნაა ეს.

        იმედი მაქვს მიმიხვდით რაც დავწერე 🙂

  4. es yvelaferi rac me dagiwere damtkicebulia da martla xdeba, da kidev mecniereba eset temebshi ukve ichedeba da bevr kitvas pasuxs ver cems da verc verafrit daamtkiceben. zalian bevri damamtkicebeli arqivi gaachnia erekle shonias mamamisis danatovari da dgesac zalian bevri ram xdeba ufologiashi rac ver aixsneba… da rasac werdnen shumerebi actekebi da egviptelebi amaze ras ityvi ? saidan icodnen shumerebma chveni galaqtikis shesaxeb ? saidan icodnen chveni mzis sistemis shesaxeb? arsebobs bevri kitxva razec pasuxis gacema sxvagvarad sheizleba.

    • დამტკიცებულია? როგორ? თქვენ გგონიათ რომ პრესაში რახან წერია დამტკიცებულია? უფოლოგია არის ფსევდომეცნიერება, თალესი და ერეკლე კიდევ ფსევდომეცნიერები, რაც არ უნდა უცნაური შემთხვევები ქონდეთ აღწერილი მათ არ გააჩნიათ მეცნიერული მეთოდი.
      რა იცოდნენ შუმერებმა და აცკეტებმა ისეთი განსაკუთრებული? გალაქტიკას ყველა ხედავს ღამის ცაზე. (რძიანი გზა, ირმის ნახტომი)
      კი ბევრი კითხვა რომ არის პასუხგაუცემელი ამაში გეთანხმები. არავის არ აქვს ილუზია რომ ყველაფერი შესწავლილია, იგივე გონებასთან დაკავშირებით.
      და მაინც რა შუაში იყო ამ თემაზე უფოლოგია, შუმერები და აცკეტები?

  5. :))))))))) kai nu tqven ubralod ar gindat daijerot… an ar icit ufologiis shesaxeb ragac ragaceebi….. taleshi ar iyo fsevdo mecnieri, vici da imito geubnebit! rac xdeboda ashkarad ucxo civilizaciis namoqmedari iyo 90 ianebshi. da gaachniat kidec mecnieruli metodi 🙂 ras nishnavs galaqtikas yvela xedavs:)))) pirvelad galileom agmoachina rom dedamiwa turme mrgvalia da shumerebma es chvens welt agricvamde 75 000 wlis win icodnen! da shenis azrit ra iyo am codnis sababi ? saidan qondat es codna zvel civilizaciebs? imitom movitane shumerebi rom shumerebs qondat informacia egretwodebul annunakebisgan rom adamianis suli gadadis sxeulidan sxeulshi, da mogzaurobs samyaroshi aseti gzit.

    • არ მინდა დავიჯერო არა. მე არ ვიჯერებ უბრალოდ ნათქვამზე. სადმე არის მეცნიერული საბუთი რომ სული არსებობს ან შესაძლებელია რომ არსებობდეს? არ არის. ერთი რობერტ ლანცა თუ ვიღაცის ჰიპოთეზაა ცნობიერების მუდმივობაზე და ეგეც ძალიან საეჭვო. არც ერთი მეცნიერული ფაქტი არ უჭერს მხარს რომ ცნობიერება მუდმივია ან სიკვდილის შემდეგ ნარჩუნდება.
      თქვენ კი როგორც ჩანს ვერ არჩევთ მეცნიერებას და ფსევდო მეცნიერებას ერთმანეთისგან
      გალილეოს არ აღმოუჩენია რომ დედამიწა მრგვალია. გალილეომდე ბევრად ადრე იცოდნენ, იგივე ძველმა ბერძენმა ფილოსოფოსებმა, ალექსანდრიელმა სწავულებმა და ევროპაშიც იცოდნენ ეგ სანამ გალილეო დაიბადებოდა. ამის დასადგერნად სულ არ არის საჭირო რომ ვინმე უცხოპლანეტელს ეთქვა რომ დედამიწა მრგვალია. ასტრონომიული დაკვირვებები საკმარისი იყო, მაგალითად მთვარის დაბნელებისას დედამიწის ჩრდილი მთვარეზე ყოველთვის წრიული იყო და არასდროს ბრტყელი დისკოსავით. ასე აღმოაჩინეს ძველმა ბერძნებმა დედამიწის სიმრგვალე. ძველ ცივილიზაციები დებილები კი არ იყვნენ, აკვრიდებოდნენ და სწავლობდნენ, მე რამდენადაც ვიცი არაფერი ისეთი განსაკუთრებული არ იცოდნენ რაც მაშინ შეუძლებელი იყო ცოდნოდათ. მაგალითად ერატოსთენემ დედამიწის გარშემოწირულობა მაშნდელი პირობებისთვის საკმაოდ ზუსტად გაზომა მხოლოდ ჯოხით და გამოთვლებით. ისე რომ დედამიწისთვის წრე არ დაურტყავს, არც ზუსტი კარტოგრაფიული რუკები ქონია, არც ჯიპიესი და სატელიტები.

  6. da martebulad migachniat 8 ve planetis codnac? tavisi zomebit ? (chvens welt agricxvamde 75 atasi wlis win) ? da rogorc mivxvdi arc ucxo civilizaciebis gjerat :)) da 1000 toniani qvebis dadgma 400 metris simagleze :)))) es yvelaferi rogor moxerxda? ra metodebit ?

  7. რვავე პლანეტა ვინ იცოდა? თან თავისი ზომებით? რომელ ისტორიას კითხულობთ? 😀 რა 75 ათასი წელი? ჩვენი ცივილიზაცია 10 000- წელს ძლივს ითვლის, 10 ათასი წლის წინ დაიწყო პირველი ფერმერობა და მეცხოველეობა და ეს პერიოდი მიიჩნევა ცივლიზიაციის აკვნად. უცხო ცივილიზაციები შეიძლება არსებობენ სადმე (დიდი შანსია) მაგრამ ის რომ დედამიწაზე ჩამოვიდნენ და ყველაფერი მაგათ გააკეთეს ადამიანების მაგივრად ეს ძალიან საეჭვო მგონია. ნუ ეხლა რახან შენ ვერ ხსნი ქვა როგორ აიტანეს ეს დიდი მტკიცებულება არაა.
    როგორც ჩანს ძალიან ცუდი წყაროებიდან იღებთ ინფორმაციას სადაც ყველანაირი ფანტასტიური ამბავი რეალობადაა გასაღებული. სამწუხაროდ დღევანდელი ცივლიზაციის პრობლემაა ეს, ათასი მცდარი და გადაუმოწმებელი ინფორმაცია ვრცელდება სკეპტიკური განხილვის გარეშე.

  8. უკვე დამტკიცებულია, რომ შუმერული ცივილიზაცია ყველაზე ძველია დედამიწაზე. მათი პირველი ცივილიზაცია შეიქმნა დაახლოებით 445 ათასი წლის უკან. ბევრი მეცნიერი იბრძოდა და იბრძვის პლანეტის ყველაზე ძველი ცივილიზაციის საიდუმლოს დამსხვრევაზე, მაგრამ საიდუმლო ისევ საიდუმლოდ რჩება. საკმარისია ვახსენოთ, რომ მათ ჰქონდათ მათემატიკური გამოთვლების უდიდესი უნარი და იცოდნენ ფიბონაჩის რიცხვები. შუმერული ხელნაწერები შეიცავს ინფორმაციას მზის სისტემის შექმნაზე, მის განვითარებაზე და წყობაზე.მათ ნახატებში, რომლებიც ინახება გერმანიის სახელმწიფო მუზეუმის(ბერლინში) ახლოაღმოსავლეთ სექციაში,არის ასახული მზის სისტემა:ცენტრში მზე და გარშემო კი ჩვენთვის ცნობილი ყველა პლანეტა(მზის სისტემის). თუმცა მათ მზის სისტემის ნახატში განსხვავებაა, შუმერებს მარსსა და იუპიტერს შორის აქვთ მოთავსებული დიდი ზომის უცნობი პლანეტა, მეთორმეტე პლანეტა შუმერული სისტემით! ამ უცნაურ და ამოუცნობ პლანეტას შუმერები ეძახდნენ ნიბირუს, რაც ნიშნავს«გადამკვეთ პლანეტას». ამ პლანეტის ორბიტა-მეტად მოგრძო ელიფსი,– ყოველ 3600 წელიწადში ერთხელ კვეთავს მზის სისტემას.ნიბირუს მორიგი სტუმრობა 2100-2158 წლებშია მოსალოდნელი.

    შუმერული ხელნაწერების თანახმად, პლანეტა ნიბირუ იყო დასახლებული გონიერი არსებებით სახელად: ანუნაკები. მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა შეადგენს 360 000 წელს. ისინი იყვნენ გიგანტები: ქალების სიმაღლე 3-იდან 3,7 მეტრს აღწევდა, ხოლო მამაკაცების 4 დან 5-ს .აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ მაგალითად, ძველი ეგვიპტელი მმართველი ეხნატონი იყო 4 მეტრი სიმაღლის, ხოლო ლეგენდარული ნეფერტიტი დაახლოებით 3,5 მეტრი. უკვე ჩვენ დროს ეხნატონის ქალაქშო იქნა აღმოჩენილი 2 უცნაური სამარხი. ერთ ერთ მათგანში პირდაპირ მუმიის თავზე იყო გამოსახული სიცოცხლის ყვავილი.ხოლო მეორე სამარხში აღმოაჩინეს დაახლოებით 7 წლის ბავშვის ძვლები, რომლის სიმაღლეც 2,5 მეტრია. ამ ბავშვის ძვლები გადატანილი იქნება კაიროს მუზეუმში.შუმერების კოსმოგონიაში მთავარ მოვლენად ითვლება«კოსმოსური ომები» და კატასტროფა, რომელიც მოხდა 4 მილიარდი წლის წინ და შეცვალა მზის სისტემის ფორმა. თანამედროვე ასტრონომია ადასტურებს ამ კატასტროფის მოხდენის ფაქტს!

    შუმერულ ხელნაწერებში არის მოყვანილი ფაქტები, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ როგორც დედამიწაზე გონიერი ცხოვრების წარმოშობის მიზეზი. ამ ხელნაწერების თანახმად,ჰომო საპიენსი შეიქმნა ხელოვნურად გენური ინჟინერიის შედეგად დაახლოებით 300 ათასი წლის წინ. ამგვარად, შეიძლება, კაცობრიობა წარმოადგენდეს ბიორობოტების ცივილიზაციას. თავიდანვე ვახსენებ რომ სტატიაში არის ზოგიერთი დროის შეუსაბამობა. ეს არის იმასთან დაკავშირებული, რომ თარიღების უმეტესობა დადგენილია მხოლოდ გარკვეული ხარისხის სიზუსტით.შუმერული ხელნაწერების გაშიფვრამ გამოიწვია მკვლევარების შოკი. მოვიყვანოთ მოკლე და არასრული სია იმ ცივილიზაციის მიღწევებისა, რომელიც არსებობდა განვითარების გზაზე მყოფ ეგვიპტეზე, რომის იმპერიაზე და მითუმეტეს ძველ საბერძნეთზე უფრო ადრე. შუმერული ხელნაწერების გარკვეული გაშიფვრის შემდეგ აშკარა გახდა, რომ შუმერული ცივილიზაცია ფლობდა თანამედროვე მეცნიერულ ცოდნას ქიმიის,მცენარეული მედიცინის, კოსმოგონიის, ასტრონომიის, თანამედროვე მათემატიკის და გენური ინჟინერიის შესახებ, ასევე ჰქონდათ თანამედროვე სახელმწიფო პარლამენტი, სასამართლო და არჩევნები.

    შუმერები ამტკიცებენ, რომ ჰქონდათ კონტაქტი პლანეტა ნიბირუს მცხოვრებლებთან! შუმერული ტექსტების თანახმად ზუსტად ამ პლანეტიდან ჩამოვიდნენ ანუნაკები დედამიწაზე. შესაძლებელია მართლაც ასე იყო. თუ დავუჯერებთ ამ ლეგენდებს, რომლებიც მრავალია სხვა და სხვა კულტურასა და ცივილიზაციაში, მაშინ ჰუმანოიდებს არა მარტო კონტაქტი ჰქონდათ ადამიანურ რასასთან, არამედ ისე ახლოს იყვნენ მათთან, რომ, შესაძლებელია საერთო შთამომავლობაც ჰყავდეთ. დავუბრუნდეთ ისევ შუმერულ ხელნაწერებს:პირველი ანუნაკები დედამიწაზე ჩამოვიდნენ 445 ათასი წლის წინ (შუმერული ცივილიზაციის შექმნის თარიღი).შევეცადოთ ვიპოვოთ პასუხი დასმულ კითხვაზე:რატომ სურდათ პლანეტა ნიბირუს მცხოვრებლებს დედამიწაზე ჩამოსვლა? შეიძლება ვიფიქროთ, რომ მათ აინტერესებდათ სასარგებლო მინერალები, პირველ რიგში-ოქრო. რატომ?თუ ავიღებთ თეორიას ეკოლოგიური კატასტროფის შესახებ მეთორმეტე პლანეტაზე(მზის სისტემის), შეიძლება მათ სურდათ ოქროსშემცველი დამცავი ეკრანის შექმნა პლანეტისთვის. ავღნიშნოთ, რომ ანალოგიური ტექნოლოგიით ჩვენს დროში მიმდინარეობს კოსმოსური პროექტების გარკვეული ნაწილი.

    პირველად ანუნაკები უშედეგოდ ცდილობდნენ ოქროს მოპოვებას სპარსეთის ყურეში, ხოლო შემდეგ დაიწყეს მიწისქვეშა სამუშაოები სამხრეთ-აღმოსავლეთ აფრიკაში. ყოველ 3600 წელიწადში ერთხელ, როდესაც პლანეტა ნიბირუ იმყოფებოდა დედამიწის სიახლოვეში, მასზე იგზავნებოდა მთელი მოპოვებული ოქროს მარაგი.ხელნაწერების მიხედვით ანუნაკები საკმაოდ დიდხანს მოიპოვებდნენ ოქროს დედამიწაზე, დაახლოებით:100 150 ათასი წლის განმავლობაში. ხოლო შემდეგ,როგორც მოსალოდნელი იყო, მოხდა აჯანყება. დიდხანსმცხოვრებ ანუნაკებს მობეზრდათ ათასობით წლის მიწისქვეშ გატარება და ოქროს მოპოვება. და მაშინ მიიღეს უნიკალური გადაწყვეტილება: მათ გადაწყვიტეს შეექმნათ «პრიმიტიული მომუშავეები» მიწისქვეშ სამუშაოდ.და კაცობრიობის შექმნის მთელი პროცესი დაწვრილებით აღწერილია – შუმერულ თიხის დაფებზე. ამ ინფორმაციამ ფაქტიურად შოკში ჩააგდო თანამედროვე გენეტიკები.

    • “უკვე დამტკიცებულია, რომ შუმერული ცივილიზაცია ყველაზე ძველია დედამიწაზე. მათი პირველი ცივილიზაცია შეიქმნა დაახლოებით 445 ათასი წლის უკან.”

      ვინ და როდის დაამტკიცეა? ))))))) არაუშავს, რომ ჰომო საპიენსი დაახლოებით 200ათასი წელია რაც არსებობს? :))))

  9. თორა ?ეს სიტყვა შეიქმნა შუმერების დროს. ეს სიტყვა მოცემულია მრავლობითად და ზუსტი თარგმანით უნდა აღნიშნავდეს ღმერთს. ადამიანის შექმნის მიზეზი კი დაზუსტებით გავარკვიეთ:«… არ არსებობდა კაცი მიწის დამმუშავებელი ».

    ანუნაკების მმართველმა ანუმ და მთავარმა მეცნიერებმა ენიკებმა გადაწყვიტეს შეექმნათ«ადამუ». ეს სიტყვა წარმოიშობა «Adamah» იდან (მიწა) და აღნიშნავს «დედამიწელს».ენიკებმა გადაწყვიტეს გამოეყენებინათ მხოლოდ ფეხით მოსიარულე არსებები, რომლებიც უკვე არსებობდნენ დედამიწაზე, და გაეუმჯობესებინათ ისინი იმ დონეზე, რომ მათ შეძლებოდათ ბრძანებების გაგება და ინსტრუმენტების გამოყენება. მათ ესმოდათ, რომ დედამიწის ბინადრებს ევოლუცია ჯერ არ გაუვლიათ და ამ პროცესის დაჩქარება გადაწყვიტეს.დედამიწას უყურებდნენ როგორც ერთ ცოცხალ არსებას, ისინი ფიქრობდნენ რომ აქ სიცოცხლე ისევე გაჩნდა როგორც მათ მშობლიურ პლანეტაზე, ენიკებს ეძახდნენ “Nahash”, რაც აღნიშნავს«გველთა, გველს» ან «ის ვინც იცის ყველაზე მეტი საიდუმლო». უფრო კონკრეტულად Nahash სიმბოლოთიც გამოისახებოდა:ორი ერთმანეთზე შემოხვეული გველი. ეს სიმბოლო შეიძლება მივამსგავსოთ დნმ ის სტუქტურულ მოდელს, რომელიც ენიკებმა გამოიცნეს გენეტიკური ცდების შედეგად.ენიკების გეგმაში შედიოდა ადამიანისა და ანუნაკების დნმ ის შეერთება და ახალი რასის მიღება. ენიკებმა დასახმარებლად მოიხმეს ახალგაზრდა ლამაზი გოგონა , სახელად ნინტი– «ქალბატონი, რომელიც იძლევა სიცოცხლეს».ჩანაწერებში არის ინსტრუქცია რომელიც ენიკებმა მისცეს ნინტის. უპირველეს ყოვლისა, მთელი პროცედურა უნდა ჩატარებულიყო სტერილიზებულ ადგილას.როგორც ტექსტში ჩანს, ენიკები მუშაობისას იყენებდნენ აფრიკული მაიმუნის კვერცხუჯრედებს, რომელიც ჩრდილოეთ ზიმბაბვეში ბინადრობს.

    რამოდენიმე კომპონენტი:
    ინსტრუქციაში ცოტა გაურკვევლად წერია მაგრამ დაახლოებით ასეა: “შეურიე არსი და თიხა მიწის ბაზიდან რომელიც არის ჩრდილოეთით” ნინტი როგორც მეცნიერები ასკვნიან იყო ძალიან ჭკვიანი და მრავლისმცოდნე, ახალგაზრდა ანუნაკი, რომელიც თიხისგან და არსისგან მიიღებს ახალშობილის ბედს… და რაც ის გამოვა იქნება ადამიანი».

    (თიხა და არსი შეიძლება იგივე მნიშვნელობის არ იყოს როგორც ჩვენ ეს სიტყვები გვესმის)
    მაგალითად:ღვთაებრივი ელემენტი, რომელსაც შუმერებმა უწოდეს «ТЕ-Е-МА»რაც აღნიშნავს «არსს» ან «ის, რაც აკავშრებს გონებას», ხოლო ჩვენებურ ენაზე ეს არის დნმ. სპეციალურად იყო შერჩეული ანუნაკის სისხლი. ასევე ახალგაზრდა მამაკაცებისგან იღებდნენ Shiru – სპერმას. სიტყვა «თიხა» წარმოიშობა ამ სიტყვიდან «TI-IT», და ითარგმნება ასე «ის რაც ახლავს სიცოცხლეს». ასევე არის ნახსენები სიტყვა კვერცხი შეიძლება ეს იყოს კვერცხუჯრედი. გარდა ამისა , ტექსტში აღნიშნულია, რომ ერთ ერთი ანუნაკისგან(როგოც შუმერები წერენ ერთ ერთი ღმერთისგან) იქნა აღებული, ის რასაც ეძახდნენ napishtu (მისი მსგავსი სიტყვა ბიბლიაშიც არის :Naphsh, რომელიც არაზუსტად ითარგმნება როგორც «სული»).
    ტექსტშ წერია, რომ წარმატებას თავიდანვე ვერ მიაღწიეს და გამოსდიოდათ საშინელი გარეგნობის ჰიბრიდები. და როგორც იქნა მათ მიაღწიეს წარმატებას. წარმატებით ფორმირებული კვერცხუჯრედი მოათავსეს ნინტის სხეულში, დიდი ხნის ფეხმძიმობის შემდეგ გაჩნდა ადამიანი – ადამ. მეცნიერები ვარაუდობენ რომ თუ მათ ბევრი მომუშავე სჭირდებოდათ გასამრავლებლად ქალიც იყო საჭირო და გააკეთეს ადამისგან კლონი ოღონდ ისე რომ მდედრობითი სქესის გამოვიდა სახელად ევა(კიდევ ვიმეორებ ეს არის უბრალოდ ხელნაწერები არავინ ვიცით ეს მართალია თუ ტყუილი, შუმერებს ეს ყველაფერი თავიანთ თიხის დაფებზე აქვთ აღწერილი). კლონირების აღმწერი ხელნაწერები არ არსებობს ან ვერ აღმოაჩინეს. მაგრამ როდესაც ადამიანს ანუნაკებმა მისცეს ყველა საჭირო შესაძლებლობა და განვითარების უნარი,არ მისცეს მხოლოდ დიდხნიანი სიცოცხლე. მოგვიანებით როცა დედამიწის ქალებმა მიიღეს გამომწვევი შეხედულება, ანუნაკებმა დაიწყეს მათი ცოლად შერთვა, რაც ასევე ამართლებს ადამიანის ინტელექტის ძლიერ განვითარებას. ბიბლიაში ამის შესახებ არის ნათქვამი შემდეგი:
    “როდესაც ადამიანებმა გამრავლება იწყეს დედამიწაზე და ასულები შეეძინათ, დაინახეს ღვთისშვილებმა, რომ მშვენიერნი იყვნენ ადამიანთა ასულები და მოჰყავდათ ცოლად, ვისაც ვინ მოეწონებოდა. თქვა უფალმა ღმერთმა: არ დარჩება ჩემი სული ადამიანში საუკუნოდ, რადგან ხორცია იგი. იყოს მისი ხანი ასოცი წელი. ბუმბერაზები იყვნენ იმ ხანებში ქვეყნად და მას მერეც, როცა ღვთისშვილები შედიოდნენ ადამიანის ასულებთან, რომელნიც უშობდნენ მათ. ძლიერები იყვნენ ისინი, ძველთაგანვე სახელოვანი ხალხი.”

  10. მე არც მეცნიერი ვარ და არაფერი, უბრალოდ რაც მაქ ნანახი წაკითხული და გაგებული და რაგაცაში ჩემს ინტუიციასაც ვემხრობი რაც აქამდე ამართლებს (ჯერჯერობით) ვამბობ და გამოვთქვავ ჩემს აზრს ამ პოსტის შესახებ… ასე რომ შეიზლება ეს კამათი არ მორჩეს, იმიტო რო არც ერთს გვაქ რაგაც მკვეთრი მტკიცებულება, მე ჩემი აზრი გამოვთქვი შენ შენი. მე თავიდანაც დავწერე რომ გეთანხმები რო ადამიანი არ გადადის სადგაც ჯოჯოხეთში ან სამოთხეში ეს ზგაპარია და ადამიანების დასამორჩილებლადაა გამოგონილი, ამას ქვია დიდების ზღაპარი.

  11. კაი ზღაპრებია
    სად კითხულობ ასეთებს? წყაროები შეიძლება გავიგო?
    რასაც წაიკითხავ ყველაფერი მართალი კი არაა.
    ჰომინიდების ევოლუცია, ნამრარხები, რადიომეტრული დათარიღება, გენეტიკური კვლევა, ყველაფერი იმას ამტკიცებს რომ ჰომო საპიენსი მაქსიმუმ 200 000 წლისაა, 445 ათასი წლის წინ რა შუმერული ცივილიზაცია?
    ეგეთი რამე არც არქეოლოგიაშია ცნობილი არც პალეონტოლოგიაში.

  12. 445 000 years ago came
    to earth beings
    from abroad
    the solar system
    clay tablets
    cuneiform language
    found in Iraq
    In his texts is described
    the true history and
    human origins
    The dead languages specialist
    Zecharias Sitchin, spent more than 30 years
    to the translation of the tablets
    Sumerian, and in 1976 published the book
    “the twelfth planet”
    Sitchin deciphered and discovered Texts
    that the Sumerians knew of the existence
    of all the planets in the solar system
    Including a twelfth star, called
    Nibiru, “the planet of crossing”, whose orbit
    elliptical performed a step closer to the
    Earth every 3 600 years
    Its inhabitants, the Anunnaki,
    came to earth for
    thousands of years in search
    gold and minerals
    As fate would have them
    we create through
    an advanced genetic engineering
    This is the story ignored by
    official science, because to accept
    mean admitting the invalidity of
    Darwin’s evolutionary theory
    whose bases are unprovable,
    but blindly accepted
    through the system
    A principle based on the
    handling, to cover
    evidence of our
    extraterrestrial origins
    All these data
    legends are not myths but facts
    proven by scientific and archaeologists
    who have risked their careers to
    reveal the truth that has been forbidden
    EACH ONE JUDGE THEIR WAY
    CULTURAL HISTORY THAT MORE
    WE LET OLD WORLD WRITTEN

    • რა დააკოპირეთ? იგივე რაც დაწერეთ ოღონდ ინგლისურად?
      საიტებზე ბევრი რამე წერია ეს ვიცი.
      მე მაინტერესებს სად კითხულობთ, იქნებ მეც წავიკითხო და გავიგო რამე 😀 😀

  13. patara shesworeba——————-კონკრეტულად, რა არის ის დიდი აღმოჩენა, რის საფუძველზეც, შესაძლოა, შეიცვალოს ადამიანის ევოლუციის ისტორია?

    ეს ახალაღმოჩენილი, უფრო ძველი, ქვედა არქეოლოგიური შრეა. ძირითადად, ქვისა და ძვლის მასალითაა წარმოდგენილი, რომელთა ანალიზმა ცხადყო, რომ მზიასა და ზეზვას პერიოდის არქეოლოგიურ შრეზე, 80-100 ათასი წლით უფრო ძველია. მისი ასაკი 1,85 მილიონი წელია. ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ კავკასიის რეგიონი და, კერძოდ – დმანისი, დასახლებული იყო არა აფრიკიდან მოსული კოლონისტებით, არამედ უწყვეტად და ხანგრძლივი დროის მანძილზე. კვლევები აჩვენებენ, რომ დმანისის დასახლება იმდროინდელია, როცა Homo Erectus-ი აღმოსავლეთ აფრიკაში პირველად გამოჩნდა. მეცნიერი და დმანისის მკვლევარი, ტექსასის უნივერსიტეტის პროფესორი რიდ ფერინგი ვარაუდობს, რომ აფრიკიდან ევრაზიაში მოსული პირველი ჰომინიდი უფრო მეტად პრიმიტიული იყო, ვიდრე დმანისის არქეოლოგიურ ფენებში აღმოჩენილი ჰომინიდი. ასე რომ, დმანისი ახალი ვარაუდის საფუძველს გვაძლევს – შესაძლოა, უძველესმა ჰომინიდმა ევოლუცია სწორედ ევრაზიის კონტინენტზე გაიარა და არა აფრიკაში.

    • ბაქარ რაც დააკოპირე მანდ საუბარია ჰომო ერექტუსზე და არა ჰომო საპიენსზე.
      დღეს მცხოვრები ყველა ადამიანი არის ჰომო საპიენსის წარმომადგენელი. ჰომო ერექტუსი კი ჩვენზე ძველი სახეობა იყო, ზეზვაც და მზიაც ჰომო ერექტუსები იყვნენ.
      ყველა ჰომო ერექტუსი აფრიკიდან მოვიდა, იმიტომ რომ აფრიკაში ჩამოყალიბდნენ, მე რამდენადაც ვიცი კამათი ეხება მხოლოდ რომელი ჰომო ერექტუსის ჯგუფი უფრო ადრე მოვიდა. საქართველოში აღმოჩენილი ნამარხები ძალიან მნიშვნელოვანია

  14. ბოლო ხანებია ქართულ ბლოგოსფეროში ასე საინტერესოდ არაფერი წამიკითხავს. თავიდანვე ვიცოდი რაც მელოდა, რაზეც ისაუბრებდა ავტორი და როგორადაც (ადრეც მქონია აქაურობასთან შეხება), მაგრამ მაინც რაღაც ძალამ დამტოვა და გვიან ღამემდე ჩამაკითხინა ეს პოსტი თავის კომენტარებიანად.

    და მაინც, მთავარი აღტაცება გამოიწვია პოსტის ბოლოს მოწოდებამ სიტყვებით – “დააფასეთ ადამიანები სანამ ცოცხლები არიან!”. ამას წერს ავტორი, რომლის მთელი მსჯელობაც ემყარება მათემატიკურ, კომპიუტერულ გამოთვლებს სავსეს თანამედროვე ტექნიკითა და გამოგონებებით, და სრულიად უგულებელყოფს (როგორც კომენტარებშიც გამოჩნდა) ადამიანების მოთხრობილ ისტორიებს გვირაბებზე, სულებზე, სასწაულებზე და ა.შ. ანუ არ არის დაკვირვება – არ არის სიმართლე.

    “დააფასეთ ადამიანები სანამ ცოცხლები არიან!” – წერს ადამიანი, რომელიც გვარწმუნებს ადამიანის არამდგრადობაში, არაერთიანობაში, პიროვნები როგორც მთლიანობის არარსებობაში, რომელსაც ტვინის ჰემისფეროების განსხვავებული აზროვნებაც ამოწმებს და სხვა მრავალი.

    “დააფასეთ ადამიანები სანამ ცოცხლები არიან!” – ამ სიტყვებს წერს ადამიანი, რომელიც როგორც კომენტარებიდან გაირკვა თვლის რომ თავისუფალი ნება არ არსებობს, მაგრამ მაინც საჭიროა ვიქცეოდეთ ისე, თითქოს თავისუფალი ნება გვაქვს. ანუ გვეუბნება რომ დააფასეთ ადამიანები, იმდენად რამდენადაც ისინი არიან რობოტები და მათი თითოეული მოქმედება, წინასწარ პროგრამულად გონებაში ჩაწერილი მზა მითითებებით ხდება.

    “დააფასეთ ადამიანები სანამ ცოცხლები არიან!” – დააფასეთ იმდენად, რამდენადაც ერთხელაც მოკვდებიან და მათგან არაფერი დარჩება. და მარადიულობაზე საუბარი სრული ფიქციაა და მეტი არაფერიო.

    საინტერესო იყო და ძალაინ გასაოცარიც. ადამიანი რომელიც კარგად იცნობს მეცნიერების მრავალ დისციპლინას, იცის ფიზიკა, ფიზიოლოგია, ფსიქოლოგია, ანატომია და ცოტა თეოლოგიაც, შესანიშანვად აგებს მსჯელობას და სურვილი აქვს საზოგადოება გამოიყვანოს იმ “ცრუ” რეალობიდან რომელშიც ცხოვრობს და რომელიც თავად მოიგონეს რათა მშვიდად ეცხოვრათ ავტორიტეტების ქვეშ, რომელიც გვეუბნება რომ აუცილებელია ყველა ტექსტი წავიკითხოთ სკეპტიკურად განწყობილებმა, დავიჯერო ერთხელ არ დაფიქრებულა მეცნიერებისთის შეეხედა სკეპტიკური თვალით? არც ის მგონია მატრიცის სამივე ნაწილი არ ჰქონდეს ნანახი და არ იცოდეს რომ თუ მატრიცაში ცხოვრობ, მატრიცაში დაიბადე და იქ იზრდები, შეუძლებელია დააღწიო თავი მატრიცის რეალობას და განარჩიო ყალბი სტეიკი ნამდვილისგან და პირიქით, ზოგჯერ ირჩევ კიდეც ყალბ სტეიკს, რადგან ის ბევრად ჯობს საშინელ რეალურ საჭმელს.

    ადამიანის დაფასებაზე მოგვიწოდებს ავტორი, რომელსაც ასევე ნანახი ექნება ფილმი ჯონ ქერის შესრულებით, სადაც კარგადაა ახსნილი, როგორ შეიძლება განვლო რამდენიმე ათეული წელი სრულ ტყუილებში, და გჯეროდეს რომ ესაა რეალობაა. (ვგულისხმობ “The Truman Show_ს”), ანუ სრულად იცის თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით რა ადვილია საზოგადოებას დააჯერო და აჩვენო ის, რაც გინდა რომ დააჯერო და აჩვენო.

    დასცინის და აქილიკებს ადამიანებს, რომელთაც სჯერათ სულების, საიქიოების, ღმერთების, მაგრამ თავად სრულად იჯერებს იმ ადამიანებისას რომლებიც ფაქტებით, დოკუმენტებით ამტკიცებენ თავიანთ ჭეშმარიტებას (ალბათ სწორედ ამ ადამაინებზე – მეცნიერებზე – საუბრობს, როცა ადამიანების დაფასებისკენ მოგვიწოდებს, ის აფასებს მათ ვისაც კარგი ემპირიული ფაქტები აქვს).

    და ბოლოს.. ავტორი გვეუბნება რომ ჩვენ, მორწმუნე საზოგადოებამ გამოვიგონეთ (ან სხვისი გამოგონებლის მსხვერპლნი და თანაზიარ-თანამშრომელნი გავხდით) ისეთი არსებები, რომლებიც არ არსებობენ, მაგრამ მათი არსებობა ჩვენთვის სიმშვიდის, შინაგანი გამორკვევის, მეს დამშვიდების და ბევრ საჭირბოროტო საფიქრალზე გონების დაღლისგან გვიცავენ.
    და ამას ამბობს ადამიანი, რომელსაც უბრალოდ დაეზარა ეფიქრა მარადისობაზე, მარადიულობაზე ანდა დაღალა ამაზე ფიქრმა. მერე უთხრეს რომ თუ გინდა მეტი გაიგო ქრისტიანულ მეტაფიზიკაზე, საჭიროა იცხოვრო კიდეც ქრისტიანულად, მოღვაწეობაა საჭირო, შრომა, ლოცვა,ქრისტეს წევრობა და ეს არა ანგარებით – რაისამე მიღების მიზნით, არამედ უშურველად, უბრალოდ ნდომა, კეთილი სურვილი, და შემდეგ შეიძლება მიიღ პასუხები კითხვებზე რომელიც გტანჯავენ – რა არის ის, რა ხდება იქ, როგორ არის შესაძლებელი, რად ღირს მარადისობა და ა.შ.
    უცნაურია არა? ასე თუ ისე ნამდვილმა მოწრმუნემ უნდა დაუსვას საკუთარ თავს კითხვები, როგორია ის, რასაც კაცის გონი ვერ წვდება, როგორ შეიძლება არსებობდეს სხვა რეალობა, როგორ უნდა ვიყო მარადისობაში, ან რა არის მარადისობა და მუდმივად უნდა იზრდებოდეს ამ ფიქრებში, და თუ მორწმუნეა, ეგებ ასკეზამ მართლაც მიიყვანოს სწორ პასუხებამდე. მაგრამ ამის ნაცვლად, შეგიძლია უბრალოდ მობრუნდე, პირი იბრუნო უფლისგან და დაინახო მზა პასუხების მთელი კოლონა რომელსაც კარგად აწყობილი მეცნიერება ლოგიკითა და მათემატიკური სიზუსტით დაგიხატავს. ახლა ვიკითხავ, როდის უფრო გაურბიხარ რთულ რეალობას, როცა პირად სულიერ მოღვაწეობას ირჩევ ამოუცნობის და “არარსებულის” შესაცნობად თუ მაშინ, როცა ეგზისტენციაში იკეტები და ყველაფერს ამთავრებ 2x2_ზე მიწათხრილში?

    ვიმეორებ, ასეთი მსჯელობის და ცოდნის ადამიანებისგან ყოველთვის გულწრფელად გამკვირვებია ხოლმე, როცა საზოგადოებრივ მორალს აყენებენ უმაღლეს კატეგორიად, როცა მთავარი ღირებულება ადამიანი მიაჩნიათ, როცა საუკეთესო ცხოვრების წესისა და ყოფაქცევისანი არიან, როგორ უგულებელყოფენ მარადისობას, უფალს, სულს.

    ვეცადე ახალი არაფერი დამეწერა და არ გავცდენოდი მსჯელობის იმ საზღვრებს რომელიც თავად პოსტის ავტორმა წარმოგვიდგინა და იმედი მაქვს გამომივიდა.

    მარადისობაზე მეც მიფიქრია და გეთანხმები იმაში, რომ რთულია წარმოიდგინო ის, მაგრამ ვერ დაგეთანხმები იმაში რომ რადგან ჩემთვის და შენთვის შეუძლებელია წარმოიდგინო მარადისობა, ამიტომ არც არსებობს! ის რასაც ჩვენ ვერ ვწვდებით და თუნდაც მეცნიერება, არ ნიშნავს რომ არ არსებობს. მე უბრალოდ ერთი რაღაც მგონია მარადისობა და გაგიზიარებ ამ ჩემს მოსაზრებას. მარადისობა ნიშნავს თუ არა დროზე მაღლა ყოფნას? ანუ თუ დროზე მაღლა ხარ, რადგან დროით ცვლილებები შენზე არ მოქმედებს, ე.ი. მარადისობა ნიშნავს გაქრობას დროითი გარემოდან. მაგრამ გაქრობა არ ნიშნავს სრულ გაცამტვერებას, უბრალოდ შენ დროზე მაღლა დგები და მაშინ შენთვის ყველაფერი ხდება მყისში, მყისიერად. შენ მთელი დროის ციკლურობას ზემოდან უყურებ როგორც უფალი. საინტერესო ფანტასტიკაა არა? მეც მომწონს! და ნუ მეტყვი რომ არ არის რეალური რადგან ამას შენი მანქანები ვერ ხსნიან.

    მადლობა საინტერესო პოსტისთვის.

    • აჰ საიდან მომიარე 😀 😀
      მატრიცა და ტრუმან შოუც შეიძლება მართალი იყოს. 😀
      შეიძლება მეცნიერებაც ძალიან ცდება.
      მაგრამ ამ დონეზე ნებისმიერი რამის დაშვება შეიძლება. ყველაფერი შედარებითია
      რომელი უფრო სანდოა ობიექტური რეალობის შესწავლაზე ორიენტირებული ცოდნის მიღება თუ ავტორიტეტზე და სუბიექტურ სენსიტივებზე დამყარებული ბუნდოვანი ტრადიცია?
      ექსპერიმენტი და ობსერვაცია თუ “წმინა წერილი” (ვინ დაწერა ალაჰმა უწყის)
      მარადისობაზე ფიქრი არ დამზარებია, ხშირადაც ვფიქრობ ხოლმე და გულწრფელად მიკვირს როგორ შეუძლიათ ზრდასრულ გონება გახსნილ ადამიანებს ჯეროდეთ რომ მარადიულად იცხოვრებენ.საიდან მოვიდა ეს იდეა? ნუთუ ვერ ხედავენ ამ ცნებაში განწირულ მცდელობას განდევნონ სიკვდილი? როგორ შეუძლიათ ადამიანებს ჯეროდეთ რელიგიის? ჩემთვის ძნელი გასაგებია. იმიტომ რომ მე სამყაროს აღქმას პირად სენსიტივებს არ ვუკავშირებ და მიმაჩნია რომ სამყარო ისეთია როგორიც არის და არა ისეთი როგორიც გინდა რომ იყოს.
      ქრისტიანულ და ზოგადად რელიგიურ ჩარჩოში აზროვნება არაფრად ღირს, იმიტომ რომ ეს არის მზამზარეული დოქტრინების მიღება, ჩარჩოების დაწესება და მერე ამ ჩარჩოებში მოქმედება. პრედეტერმინირებული ძიება და შრომა ფუჭია. ადამიანს უდებენ თავში იდეას რომ ვიღაც კეთილი ძია არსებობს და მერე იმის დამამტკიცებელი საბუთები უნდა ეძებოს. ეს არის დასკვნისთვის ფაქტების შეწყობა რაც საღი აზრის მარცხია.
      ამ არგუმენტზე შეიძლება შემახსენო აი მეცნიერების ვარიანტი იგივე არააო? რათქმაუნდა არ არის იგივე! მეცნიერება ცდილობს იყოს ობიექტური, მეცნიერება ცოდნის მიღების პროცესია, რომელსაც თვითკორექტირებადი მექანიზმი აქვს, მოიცავს სკეპტიკურ განხილვას და მრავალჯერ გადამოწმების მექანიზმებს.
      მეცნიერების უნარიანობას და შედეგებს ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვხედავთ. მთელი მოდერნული და ტექნოლოგიური ცივილიზაცია მეცნიერების შედეგია. ასე რომ ყველაზე მეტ ნდობას იმსახურებს.
      თუ აბსოლუტიზმზე და იდეალისტურ ფილოსოფიაზე დავიწყებთ საუბარს მაშინ ყველაფერი შეიძლება დავუშვათ, აქ კი კამათის აზრს ვერ ვხედავ.
      “დასცინის და აქილიკებს ადამიანებს, რომელთაც სჯერათ სულების, საიქიოების, ღმერთების, მაგრამ თავად სრულად იჯერებს იმ ადამიანებისას რომლებიც ფაქტებით, დოკუმენტებით ამტკიცებენ თავიანთ ჭეშმარიტებას (ალბათ სწორედ ამ ადამაინებზე – მეცნიერებზე – საუბრობს, როცა ადამიანების დაფასებისკენ მოგვიწოდებს, ის აფასებს მათ ვისაც კარგი ემპირიული ფაქტები აქვს)”
      ამაზე გამეცინა
      ჭეშმარიტება რითი უნდა დამტკიცდეს აბა? რომელ ადამიანსაც უკეთესი იდეა აქვს? თუ ფაქტების და მტკიცებულებების მიხედვით?
      ავღნიშნავ იმას რომ 100% არაფრის მჯერა. არც იმის რომ კომპიუტერულ სიმულაციაში არ ვცხოვრობ.
      უბრალოდ ამ ცხოვრებაში, მეცნიერულ მეთოდს გაცილებით მეტი ალბათობა აქვს იყოს მართალი ვიდრე ფოლკლორულ მითებს. ნუ ამაში თუ არ მეთანხმება ადამიანი იმასთან კამათს აზრი არ აქვს.
      .
      “ასე თუ ისე ნამდვილმა მოწრმუნემ უნდა დაუსვას საკუთარ თავს კითხვები, როგორია ის, რასაც კაცის გონი ვერ წვდება, როგორ შეიძლება არსებობდეს სხვა რეალობა, როგორ უნდა ვიყო მარადისობაში, ან რა არის მარადისობა და მუდმივად უნდა იზრდებოდეს ამ ფიქრებში, და თუ მორწმუნეა, ეგებ ასკეზამ მართლაც მიიყვანოს სწორ პასუხებამდე. მაგრამ ამის ნაცვლად, შეგიძლია უბრალოდ მობრუნდე, პირი იბრუნო უფლისგან და დაინახო მზა პასუხების მთელი კოლონა რომელსაც კარგად აწყობილი მეცნიერება ლოგიკითა და მათემატიკური სიზუსტით დაგიხატავს. ახლა ვიკითხავ, როდის უფრო გაურბიხარ რთულ რეალობას, როცა პირად სულიერ მოღვაწეობას ირჩევ ამოუცნობის და “არარსებულის” შესაცნობად თუ მაშინ, როცა ეგზისტენციაში იკეტები და ყველაფერს ამთავრებ 2x2_ზე მიწათხრილში?”

      ჰო დაუსვავს კითხვებს და მერე თვითონვე რაც მოეწონება იმასვე უპასუხებს, სამ ტანცუეტ სამ პაიოტ. მე ეს ნამდვილ ძიებად არ მიმაჩნია.სწორ პასუხამდე ვერაფერი მიიყვანს თუ მხოლოდ სენსიტივებს და საკუთარ სურვილებს დაუკვირდება.
      მეცნიერება ლაპარაკობს კონკრეტულ ფაქტებზე, მაგრამ დასკვნა შენი გამოსატანია. ფილოსოფია შენი შესქმნელია. ასე რომ მეცნიერება ამ მხრივ მზამზარეულ პასუხებს არ გაძლევს. მეცნიერება არ გეუბნება რომ სული არ არის და მორჩა. მეცნიერება გეუბნება რომ გონება ტვინის სხვადასხვა მოდულების ფუნქციონირების შედეგია. აქედან კი თავად აკეთებ დასკვნას რომ რადან სული განუყოფელი უნდა იყოს ამიტომ ვერ მოათავსებ გონების სხვადასხვა მოდულებში. არ არსებობს ე.წ ხიდი და ეს პრობლემაა სულის არსებობისთვის.
      მზამზარეული პასუხები სწორედ რელიგიაშია, სადაც ძიებაც და მისი შედეგებიც პრედეტერმინირებულია.
      თუ ვინმე გაურბის სინამდვილეს ეს სოწრედ მორწმუნეა რომელიც მხოლოდ სხვის მიერ წინასწარ ჩადებულ პასუხს “ეძებს”

      • კარგად ვერ მიგანიშნე მატრიცაზე!
        მატრიცას მთელი იდეა ისაა, რომ შეიქმნა იდეალური გარემო, მეცნიერებით, აღმოჩენებით, საკვებით, ყველაფრით რაც რეალობას რეალობად ქმნის, მაგრამ ფიქციაა. და თუ გინდა რომ ამ ფიქციიდან თავი დააღწიო უნდა იპოვო ადამიანი, რომელიც ამ ფიქციაში გარედან მოვიდა, ან იმ ადამიანმა უნდა გიპოვოს. (ამ უკანასკნელს ქრისტიანულ თეოლოგიაში ღმერთის განკაცება ეწოდება).
        1. მისი ძებნა არაკომფორტულია და ერთობ დაუჯერებელიც – რა ვიცი რომ ესეც მატრიცის ნაწილი არ არის?
        2. შენ გაქვს რეალობა, რატომ უნდა ეძებო სხვა, მითუმეტეს თუ წინასწარ განწირული ხარ წაგებისთვის? რადგან როცა იპოვი არ გეცოდინება ეს ნამდვილია თუ არა!
        3. რა საშუალება გაქვს ძებნის გარდა ჰაერზე მოსული სიტყვისა – რწმენა, რომელიც სხვა არაფერია თუ არა შენი შექმნილი დამატებითი მატრიცა.
        ———–
        პასუხი არც ისე ბევრია, მაგრამ მე მაინც რწმენა მირჩევნია ურწმუნოებას! რატომ?
        იმიტომ რომ…
        • შენ საკუთარ თავში კლავ იდეას უკეთესობის, მე კი ამ იდეას ვახორციელებ და ვავრცელებ. (უკეთესობაში არ ვგულისხმობ მაღალზნეობრივ, დემოკრატიულ, ჰუმანურ ცხოვრების წესს, ეს იმდენად დაბალი საფეხურია, რომ ამაზე ქრისტიანისთვის მორალის წაკითხვ რომ ხდება საჭირო, სირცხვილია!)
        • შენ კლავ იდეს მარადიულობის, მე კი ამ იდეისთვის ვცხოვრობ, ვმოღვაწეობა.
        • შენ მეცნიერებით იკვლევ და ეძებ ემპირიას, რომელსაც ერთხელაც ამოწურავ, შეიმეცნებ, მაგრამ არაფერი არ დაგრჩება მშრალი ცოდნის გარდა, მე კი ვეძებ მისტიურს, ვეძებ მედიტაციით, ლოცვით, ჭვრეტით, ვუყურებ და ვხედავ იმას რასაც ვერცერთი შენი “დიდთვალა აპარატი” და მრჩება განცდა, ემოცია, რეალობა, სხვა – არაემპირიული და არაეგზისტენციალური სამყარო.
        • შენ მეუბნები რომ ეს განცდა, ემოცია შეიძლება ისეთივე ყალბი იყოს, როგორიც შენი მეცნიერული მატრიცა, მაგრამ მე გიპასუხებ – შენ ამ მატრიცას დანებდი, მე კი სწორედ იმ ადამიანის ნდობა მაქვს, რომლის დაფასებაც მომიწოდე და სწორედ ამიტომ მჯერა ალტერნატივის არსებობის, ნებელობის და მარადიულობის.
        • შენ ჩაკეტილ წრეზე ტრიალებ, მე კი ამ ჩაკეტილი წრიდან გაღწევის სურვილით ვცხოვრობ.

        და ნუ მეტყვი რომ რაიმეთი ჯობს შენსავით ვხედავდე რეალობას … განსხვავება მხოლოდ მათემატიკაშია, მაგრამ როგორც მერაბ ნინიძის ერთი პერსონაჟი ამბობს – “ადამიანებს მათემატიკური სიზუსტით არ უნდა ვუდგებოდეთ!”
        აი, ჩემი პასუხი შენს მოწოდებაზე და იმ ვრცელ კომენტარზე, რომელშიც სრულიად ლოგიკურად და სამართლიანად მისაბუთებდი 100_ჯერ გაზომილის მაღალკოეფიციენტს რეალობის ალბათობისა 🙂

        სხვაგვარად ახსნა აღარ შემიძლია. ამიტომ წინასწარ მადლობა მოსალოდნელ კომენტარზე და კიდევ ერთხელ მადლობა ამ პოსტისთვის 🙂

      • 1. არანაირ უკეთესობის იდეს არ ვკლავ. ილუზიები არ დამეხმარება ვიყო უკეთესი და ვერც სამყაროს შეცვლის უკეთესობისკენ, იმის მიუხედავად მინდა თუ არა. ილუზია პირიქით ხელს შემიშლის მოვახდინო სათანადო რეაგირება მომხდარზე.
        2. მარადიულობისთვის ცხოვრება ყველაზე დიდი უაზრობაა რაც შეიძლება ადამიანმა მოიგონოს. იმიტომ რომ რეალურ ცხოვრებაში იკლებ ბევრ რამეს. ნამდვილ აზრს არ დებ ერთადერთ ცხოვრებაში, გგონია რომ ვინმე დაგიფასებს ოდესღაც და ძალიან ბევრს კარგავ. ცხოვრების აზრს სხვაგან ეძებ, როდესაც აქ და ახლა უნდა შექმნა თავადვე. (ეს სიმტომები ახლავს ძირითადად ამ აზრის ქონას)
        3. მე თუ სამყაროს ამოვწურავ ყოჩაღ მე. სამყარო იმდენად დიდი და მრავალფეროვანია რომ მე კი არა შეიძლება ცივილიზაციამ ვერ გაუგოს ბოლომდე მთელი არსებობის მანძილზე. ასე რომ არაფრის ამოწურვა პირადად არ მემუქრება. ცოდნა მშრალი არასდროს არაა. მე შემიძლია დავინახო სილამაზე რეალურ სამყაროში. მისტიურის ძებნა კი ფუჭია. იმიტომ რომ რეალური სამყარო ყოველთვის უფრო ლამაზი და საოცარია ვიდრე რომელიმე ფენტეზის ჟანრს შეუძლია დახატოს, უფრო საინტერესო და საოცარი ვიდრე რომელიმე რელიგია ან რწმენა წარმოგვიდგენს.
        4. ადამიანის იმით არ ფასება სამუდამოდ არსებობს თუ დროებით.
        5. ჩაკეტილი წრე რელიგიური რწმენა უფროა, წინასწარ დადგენილი საზღვრებით, რისი დაჯერება შეიძლება და რისი არა. შენი გაფრენის მცდელობა სხვა არაფერია თუ არა რეალობის პოეზიის სათანადოდ ვერ დაფასება.
        შენ რელიგია, რწმენა და მისტიკა რომანტიულ საგნად გესახება და სწორედ ამიტომ ილტვი მისკენ. არადა უფრო მეტი სილამაზე შეიძლება დაინახო სამყაროში რომელსაც მეცნიერება ანახებს, დოგმებისგან თავისუფალი შეცნობის მეთოდით, ცნობისმოყავრეობით და სიმარჯვით მიღებული ცოდნა და არა მონოლითური, კონსერვატული ტრადიციით შეზღუდული გადმოცემები. მეცნიერება არ არის მხოლოდ მშრალი ფაქტები მას საოცარი პერსპექტივა მოაქვს.
        რელიგიური რწმენა ფენტეზის კითხვას გავს, როცა ფენტეზი გირჩევნია დოკუმენტურ ლიტერატურას, იმიტომ რომ ამ უკანასკნელში არ არის მოჩვენებები ფერიები, კენტავრები და ა.შ. არადა მკითხველს ამ შემთხვევაში სიღრმე აკლია. რეალურ სამყაროში ბევრი საინტერესო ხდება და მომხდარა
        ჩემი მოკრძალებული აზრი ასეთია 🙂

        არაფრის (მადლობაზე) you’re welcome

  15. ავტორს .მარადიულობა შრიგძნო მატერიაში ეს შეუძლებელია მატერია არ არრის მარადიული და როგორ შეიძლება იმან რაც წარმავალია მარადიულობა ამოხსნას ან შეიგრძნოს.არაფერია გამოგონილი ინფორმაცია მოსულია მარადიულობის შესახებ და ეს ინფორმაცია გენეტიკურია ჩვენს გენში დევს.იდეა თეორია ჰომოსაპიენსზე ეს მხოლოდ თეორიაა .ჰომოსაპიენსი ვერ იარსებებდა როდესაც უდიდესი რეფტილიები მართავდნენ პლანეტას დინოზავრები.ისინი დახოცეს თუ გჯერათ რომ ისინი გლობალური კატასტროფით დაიხოცნენ :დ სასაცილოა ისინი დახოცეს და დაიწყო ექსპერიმენტი სახელად ადამიანი რაც გინდათ დაარქვით ყველაფერი რასაც ვაკეთებთ ინფორმაციაა რომელსაც ვიღებთ შემქნელებისგან მათაც რაც გინდათ დააარქვოით .ჩვენ უბრალოდ ტაგვები ვართ გალიაში საცდელი ინდივიდები და სხვადასხვა სოციალურ სფეროში მყოფნი.ადამიანში არის სიკეთე და ბოროტება ესეც გენეტიკური თანდაყოლაა .ჩვენ ჩვენი შემომქმედის გენი გვაქვს ,არ აქვს მნიშვნელობა იმას ის ვინ არის ფაქტი ის არის რომ დამოკიდებულები ვართ მასზე ის შეიზლება გიჟიც იყოს ჩვენთვის .კითხვა იბადება რატომ ექსპერიმენტი სახელად ადამიანი? ,ბევრი ვეძებთ პასუხებს მათ ვეძებთ ჩვენ შემქმნელებს რათქმაუნდა მათ რელიგიებში ვერ ვიპოვიტ მაგრამ ეს რელიგიებიც მათი პროგრამაა .მე ვიტყვი რომ ეს პროექტი უსამართლოა .მაგრამ არაფერი შემიზლია მე 😦 ისინი ყველას აკვირდებიან სწავლობენ ყველა კარგად იციან ყველას მონაცემი მათ აქვთ ფიქრებსაც კი კითხულობენ ,ჩვენ სამწუხაროდ არავინ არ ვართ ვიღაცენს თუ გაუმართლებთ ალბათ თავისთან წაიყვანენ ესეტი კი ცოტა იქნება ალბათ

    • ხორც შესხმული უმეცრება ხართ.
      უმეცრება, რომელიც კაცად(თუ ქალად? 🙂 )მოგვევლინა.
      ცუდათაა თქვენი საქმე და დამიჯერეთ პრობლემა მარტო კრიტიკული აზროვნების ტოტალურ არ ქონაში არ არის. არა, აქ რაღაც ბევრად უფრო უარესია…

      აი ბლოგის ავტორს გულწრფელად ვუთანაგრძნობ, რომ ამდენი სისულელეების კითხვა უწევს.
      არა და ზემო კომენტარის ავტორი განა დაფიქრდება ან განა მასში საღიაზრი გაიღვიძებს(ერთი წამით მაინც). არა, ის იფიქრებს: საბრალო, მასაც მართავენ, აკონტროლებენ. ხო ეს ბევრად ადვილია ვიდრე გააცნობიერო თუ რამდენად სულელი ხარ

  16. შენ ზუსტად ის აზრი გამოთქვი რისი თქმაც მე მინდოდა და უკეთესად დაასაბუთე 🙂 მართალი ხარ ჩვენ ვართ ბიო რობოტები რომლებიც მხოლოდ მუშა ხელად სჩირდებოდათ და ეხლა ჩვენს ევოლუვიას გარინდებით აკვირდებიან ზალიან დიდი ხანია 🙂 ეს ჩვენს გონებამდე 90% ვგულისხმობ წარმოუდგენელია, არადა იმპერიული მტკიცებულებები სულ სხვას გვეუბნებიან…

  17. და შენს facebookis profiles თუ მომაწვდი ძალიან მოხარული დავრჩები (თავისუფლება ჯიქური)

    • ვფიქრობ და ვერ ვხვდები საიდან გაგიჩნდათ მასეთი კითხვა.
      კომენტარებში ან პოსტში ხედავთ სადმე ვინმე ყოვლისშემძლეობას ან ყოვლისმცოდნეობას იჩემებდეს? 😀

  18. adamianebo samyaroa tvit usasruloba,drosa da sivrceshi,arsad arc iwyeba da arc mtavrdeba,amaze didi amouxsnelobis winashe vdgavart da sulis maradiuloba ar gvinda rom davijerot,mecnierebis tqmit samyaro didi afetqebis shedegad sheiqmna,ar iyo manamde araferi da ase ubralod moxda afetqeba da daiwyo samyaros dalageba,es tu shegvidzlia davijerot rom arafrisgan chveni xiluli samyaro sheiqmna aseti,adamianis sulis maradiuloba dzneli dasajerebelia?

    • ჩვენს გვინდაზე არაა. მანახე რეალური საბუთი! -და დავიჯერებ (ვიღაც ჭიჭიკოს მონაყოლი საიქიოში მოგზაურობაზე არაფერს ნიშნავს) არც იმაზეა ძნელი დასაჯერებელია თუ იოლი. დიდი აფეთქებაც ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ სულისგან განსხვავებით აქვს მეცნიერული საფუძველი, იმპირული ბაზისი, მათემატიკური ხერხემალი. გონებით არ შემიძლია წარმოვიდგინო დიდი აფეთქების რეალური მასშტაბი, დრო, სიჩქარე, ასე რომ მართლა ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ეს არაა მთავარი. ამ მოვლენას აქვს მყარი მეცნიერული ხერხემალი. აი სულს და მარადიულ ცხოვრებას არ აქვს, პირიქით მეცნიერება მის საპირისპიროდ მეტყველებს.
      ეს არის თქვენ მიდგომაში დიდი პრობლემა – საქმე იმაში არაა რამდენად ძნელია დასაჯერებლად ან იოლი. საქმე იმაშია რა მტკიცებულებები გააჩნია.
      პ.ს: სამყარო უსასრულოა თუ სასრული ეგ არავინ იცის!
      პ.ს.ს: სამყაროს შექმნა არაფრისგან არის მეცნიერული კონცეპტი, სულის მარადიული არსებობა კი რელიგიურ ფოკლორული მითი.

  19. ბიბლიაში წერია, რომ სამყარო ღმერთმა შექმნა და ეს უპირობოდ უნდა დავიჯეროთ. ბიბლიაში რომ წერია სამყარო 8000 წლის წინ შეიქმნაო ეგ პირდაპირ არ უნდა გავიგოთ და მაგდენს რატო ვერ ხვდებით? მაგ 8000წელიწადში 13 მილიარდი წელიწაი იგულისხმება. ბევრი რამე ბიბლიაში სხვანაირად წერია, მაგრამ პირდაპირი მნიშვნელობიტ არ უნდა გავიგოთ. სინამდვილეში მეცნიერება და რელიგია ერთი და იგივეს ამტკიცებენ. მეცნიერებმა უკვე დიდი ხანია აღმოაჩინეს რომ ღმერთი არსებობს და დაამტკიცეს კიდეც. ამაში უკვე აღარავის ეპარება ეჭვი. აინშტაინმაც კი იწამა ღმერთი ბოლოს. დარვინმაც უარყო თავისი თეორია ევოლუციის შესახებ.

  20. მერე კიდე ამდენი სასწაულია გარშემო და რატო ვერ ამჩნევთ? მამა გაბრიელის უკურნებელ ზეთზე არ გაგიგია არაფერი? ხალხს კურნავს. ზეციური ცეცხლის გადმოსვლა სასწაული არ არის? სომხებმა რომ ჩაკეტეს ბოლოს ცეცხლი მაინც მართლმადიდებელ პატრიარქზე გადმოვიდა. მიწიდან ამოხეთქა ცეცხლმა. ეგ ხო ფოკუზი ვერ იქნება ეს რეალობაა რომელიც უნდა დაიჯერო თორე ჯოჯოხეტში მოხვდები.

  21. სერიოზული პასუხი გამეციტ თუ შეიძლება. წინასწარ მადლობა 🙂

    • თქვენი მტკიცებები და შეხედულებები იმდენად აბსურდულია რომ მგონია ხუმრობთ ან დამცინით, მითუმეტეს თან თქვენი სახელიც იძლევა ეჭვის საფუძველს.

      თუ სერიოზულად გაინტერესებთ თქვენ კითხვებზე პასუხი, რჩევას მოგცემთ, გაეცანით მეცნიერებას -ჯერ საერთოდ რას ნიშნავს მეცნიერება და როგორ მუშაობს, შემდეგ მეცნიერული მიღწევებს. გაეცანით კრიტიკული აზროვნების საფუძვლებს.

      თორემ მსგავს აბსურდულ მტკიცებებზე არანაირი სურვილი არ მაქვს გეკამათოთ, გადახედეთ ამ ბლოგის სხვადასხვა პოსტებს, შეგხვდებათ კამათი და კომენტარები მიახლოებით თემებთან.

  22. კარგი, მარტო ის მითხარით მამა გაბრიელის უკურნებელ ზეთზე რას იტყვით? ამაზე არც ერთ პოსტსი და არც ერთ კომენტარში არ გითქვამთ რამე.

    • მხოლოდ ამას – ზეთი რომ მართლა კურნავდეს, თქვენი პატრიარქი გერმანიაში არ დაიწყებდა მკურნალობას. 😀

  23. მერე რაა, ეგრე მაგრა კი ვერ კურნავს ზეთი რომ ყველაფერი მოარჩინოს.

    • ჰო აბა რა, ზეთი როცა არ გშველის, “ყველაფერს კი არ კურნავს” როცა საქმეში მედიცინა ერთვება და გშველის მერე კი უცებ ზეთის დამსახურება ხდება.

      პატრიარქის მაგალითით უკვე ყველაფერია ნათქვამი, ფართხალს აზრი არ აქვს 😀

  24. ხშირად წერთ ხოლმე რელიგიის გამო ხალხი იხოცებოდა და ომები ხდებოდაო, რომელი ომი მომხდარა რელიგიის გამო? მარტო ერთი მოხდა მხოლოდ რაც ისტორიას ახსოვს.

    • ბატონო ათანდილ, მაგ ბანალურ ლეგენდაზე, ჩემმა მეგობარმა კარგი ალტერნატიული ისტორია შეთხზა, თუ შეიძლება გაეცანით, არ დაგეზაროთ წაკითხვა (გთხოვთ)

  25. თავიდან ბოლომდე წავიკითხე. რეალურ დიალოგში პროფესორი ვერ აძლევდა სტუდენტს პროფესორის შესაფერის პასუხებს. სინამდვილეში ეს დიალოგი არც შემდგარა? და მით უმეტეს აინშტაინი არ ყოფილა ხო? გასაგებია. მაგაში მეც მეპარებოდა ხოლმე ეჭვი, მაგრამ იმდენჯერ ამაფარეს თვალებზე ეგ დიალოგი სხვადასხვა დებატების დროს ინტერნეტში, რომ სამწუხაროდ ვირწმუნე კიდეც. მხოლოდ ის ვერ გავიგე თუ სიცხეს აქვს მაქსიმუმი 1.416785(71)×1032 კელვინი, მაშინ როგორ არის ის უსასრულო? სიცივე სასრულია, რადგან -273ცელსიუსზე ქვემოთ სიცივე არ არსებობს და მაგ მიდგომით თუ 1.416785(71)×1032 კელვინზე მეტი სიცხე არ არსებობს, როგორაა ის უსასრულო? გასაგებია, რომ ძალიან დიდი სიმხურვალეა, მაგრამ მაინც ხომ უსასრულო არ არის? დანარცენი ყველაფერი გავიგე, მადლობა კომენტარისთვის 🙂

  26. ნამდვილად არ არის უსასრულო. თუმცა ძალიან მაღალი ტემპერატურაა, გადატანითი მნიშვნელობით უსასრულო შეგვიძლია დავუძახოთ. 0-დან ქვემოთ მხოლოდ 273-ით ჩადის შკალა, სანამ აბსოლიტურს მიარტყავს, ზემო ლიმიტამდე კი არის რიცხვი რომელიც 32 ნულით გამოისახება. ალბათ ამ უზარმაზარი სხვაობის გამოხატვა სურს ავტორს.
    რაც შეეხება ლეგენდას რამდენადაც გამიგია ეს ლეგენდა მანამდეც არსებობდა სადან აინშტაინი ცნობილი გახდებოდა.

  27. მეტნაკლებად სწორია, მარა სამოთხის მოცემულობის განხილვისას შეცდომაა. როცა სამოთხეს განიხილავ და განსაზღვრავ იმ მოცემულობებით რაც აქ გაგაჩნია პიროვნული, სასრული და ევოლუციური ხასიათის თვისებებით იქნება ეს ნოსტალგია თუ სიყვარული თ სხვაზე ზრუნვა სამოთხესი და ზოგადად იდეურ სამყაროებში ეგ ყველაფერი *ლეზე ბანტია. სამოთხე არ უნდა შეაფასო დღევანდელი ღირებულებებით და უნდა გაიაზრო იმის განხივლისას, აბსოლუტურობის დაშვება რომაა გასაკეთებელი რასაც არაფერი აქვს საერთო იმასთან რაც ჩვენ ვიცით.

    • მე გამოვდივარ ამ შეხედულებიდან – ჩვენ ვართ, ფიზიკური გარემოს პროდუქტი, ანუ ჩვენი, აღქმა, აზროვნების ჩარჩო, ჩვევები და უნარები შეიქმნა ამ გარემოში ამ გარემოსთვის.
      თუ სული არსებობს და სიკვდილის შემდეგ მივდივართ მარადიულ უტოპიაში, განა ჩვენ შინაგანად ისევ ის არ ვართ, როგორადაც ამ მიწიერმა გარემომ შეგვქმნა? თუ ჩვენ ისევ ისე ვინარჩუნებთ საიქიოში ჩვენ პიროვნულობას, მაშინ ჩვენი პიროვნულობა მთლიენად მიწიერმა გარემომ შექმნა, შესაბამისად, წარმოუდგენელია რომ სამოთხეში ის მიწიერი აზროვნების ჩარჩო და სამყაროს აღქმა სადღაც გაქრეს, იმიტომ რომ მას ჩვენი ინდივიდუალობაც მიყვება.მსგავსი მაგალითით თუ მეხსიერება წამიშალე, მაშინ პიროვნულობასაც ვკარგავ. მაგალითად თუ ჩემი ოჯახის წევრი იქ არ დამხვდა, სიტყვაზე ჯოჯოხეთშია, ან ცოცხალია, არ მომენატრება?

      სამოთხე და მარადიულობა, უტოპიაა, შესაბამისად შეუძლებელია, იდეალისტურ ჩარჩოებში ისაუბრო ისე რომ ეს პრობლემები არ წარმოიშვას.

  28. http://dare.ge/christ-blood/
    ნახე არ დაგეზაროს 4 წუთიანია. ასე დაამტკიცა ქრომოსომების რაოდენობით რომ ქრისტე ნამდვილად ღმერთია. ეს დაამტკიცა მეცნიერმა და არა უბრალო კაცმა. 23 ქრომოსომა ჰქონდა დედისგან ანუ წმინდა მარიამისგან და მხოლოდ ერთი y ქრომოსომა, რომელიც ღვთისგან იყო. ყოველთვის ითხოვ ხოლმე რომ რაიმე მტკიცებულება მანახეთ ღვთის არსებობის და დავიჯერებო. რაციონალურ და ლოგიკურ დასაბუთებას. აი ისიც!

    • ვიცი ეგ კაცი 😀 ადრე დეიდაშვილმა მანახა ეგ ვიდეო, მერე ინტერნეტში დავძებნე და შარლატანი აღმოჩნდა 😀
      მოყვარული არქეოლოგი, რომელსაც არავინ არ აღიარებს აკადემიურ სივრცეში. ირწმუნება რომ აღმოაჩინა ნოეს კიდობანი და ა.შ.
      სამწუხაროდ სახელი აღარ მახსოვს, მას შემდეგ 1-2 წელი კი გავიდა, თუ გამახსენდა გეტყვით და შეიძლება ერთი ორი ბმულიც დაგიდოთ რამდენად სანდოა ეგ კაცი.
      ინტერნეტში ბევრ რამეს ნახავთ. მითუმეტეს იუთუბზე, იმასაც კი რომ მარსი და მთვარე პლანეტები (ციური სხეულები ) კი არა კოსმოსური ხომალდებია, ნახავთ ადამიანებს ვინც ირწმუნება რომ უცხოპლანეტელები მართავენ დედამიწას, რომ ობამა სინამდვილეში ოსამა ბინ ლადენია და ა.შ.
      მაგრამ ყველაფერს ნუ დაიჯერებთ მხოლოდ იმიტომ რომ ავტორი მეცნიერებას ახსენებს,
      ექსტრაორდინალური მტკიცებები ითხოვს ექსტრაორდინალურ მტკიცებულებებს. მტკიცებულებები ასეთ მაღალპრეტენზიულ საკითხზე ვერ იქნება, ის რომ ვიღაც კაცი, გამოდის და ლაპარაკობს.
      მეც შემიძლია დარბაზი ვიქირაო, მოვიწვიო ხალხი, ვისაუბრო რაც მინდა, ჩავწერო ვიდეო და ავტვირთი იუთუბზე.

  29. პარდონ, წერია მანდ სახელი, ვერ შევამჩნიე თავიდან

    აი რა წერია მასზე ვიკიპედიაში 😀
    .Ronald Eldon Wyatt (2 Jun 1933 – August 4, 1999) was an adventurer and former nurse anesthetist noted for advocating the Durupınar site as the site of Noah’s Ark, among other Bible-related pseudoarchaeology. His claims were dismissed by scientists, historians, biblical scholars, and by leaders in his own Seventh-day Adventist Church, but his work continued to have a following among some fundamentalists and evangelical Christians.

  30. ეს წერილიც წაიკითხეთ, არქეოლოგ Joe Zias-ის დაწერილი, რომელიც მისტერ ქრისტეს სისხლის აღმომჩენს ეხება,http://www.tentmaker.org/WAR/Zias.html
    რონს არასდროს ქონია ლიცენზია და შესაბამისი განათლება, მოტივირებული იყო რელიგიით და თვით ქრისტიანების უმეტესობაც უარყოფდა მის ე.წ აღმოჩენებს.

    I personally read the junk about the blood of Christ which is totally absurd. I immediately sent a fax to RW as I knew he was bluffing asking for a) copy and address of the lab report and b) sample for some independent testing which we would do. As of yet we have not received any reply, I sent a colleague who is a professor of NT to Tenn. to see what was up and the person in charge of the museum there said that we in the IAA are a bunch of non-believers and they weren’t interested in providing such info to us.

    WAR ან RW – ანუ Wyatt Archaeological Research, რონ უაიტის ორგანიზაცია.
    IAA – Israel Antiquities Authority

  31. axali kanoni shemoiges da imedia gaige amis shesaxeb. yvela sheni posti washale rac ki odesme dagiweria aq. eseti postebi mainc washale adamians mkvlelobebisken rom ubidzgebs da danashauliebis chadenisken. imitom geubnebi magas ro shen sheidzleva ver xvdebi avtoro magram vinc amas waikitxavs gmertma ar qnas daijeros tore mere gava atas sashienlebas chaidens. washale sanam vinmem waikitxa.

  32. საინტერესო “დამთხვევა” აღმოვაჩინე 😀
    dagverxa yvelas-ს ავთანდილს, აგნოსტიკოსს და ედუარდ შევარდნაძეს, ერთიდაიგივე IP მისამართი აქვთ, ეს ნიშნავს რომ ერთიდაიგივე კომპიუტერს იყენებთ.

    გასაგებია… მტროლავთ მეგობებო? თუ მეგობარო?

    ველოდები აღიარებით ჩვენებას! თუარადა დაგბლოკავთ ამ ბლოგზე 😀

  33. არა არ გტროლავთ. არც გეკაიფებით, რა სისულელეა. რა მიზნითაც გავაკეთე ეს გეტყვი გრძელი ისტორიაა. ტყუილად არ გიწერია ეს კომენტარები. მე ერთი უბრალო ადამიანი ვარ რომელიც შენს გამო გახდა ათეისტი. შენს გამო! გაიაზრე. ჩვეულებრივი მორწმუნე ვიყავი, დაჟე ეკლესიაშიც დავდიოდი. ოღონდ პერიოდულად. ათეისტი იმიტომ გავხდი რომ შენი მეცნიერული აზრები უფრო ლოგიკური მეჩვენა (მართლა). სოფელში ვიყავი ჩასული იქ სულ მობილურით შემოვდიოდი ხოლმე ინტერნეტში და შემთხვევით მივაგენი ამ საიტს (შენ საიტს). ხოდა დავიწყე კითხვა. თავიდან რო ვკითხულობდი ნერვები მეშლებოდა, ღვთის გზას აცდენილი ადამიანი მეგონე ჯოჯოხეთი რომ ეწერა ბოლოს 😀 მინდოდა დამეწერა კომენტარები, გამომეთქვა საწინააღმდეგო აზრები, მაგრამ მობილურით კომენტარს ვერ ვწერდი. ხოდა იძულებული ვიყავი მეკითხა ეს პოსტები, ყუველაფერი რაც ამ საიტზე იყო თავისი კომენტარებიანად, ისე რომ საკუთარი აზრი ვერ დამეფიქსირებინა. ნელ-ნელა შენი ლოგიკის, შენი ე.წ. რაციონალური მიდგომის გავლენის ქვეშ ვექცეოდი 😀 მთელი ზაფხული ებრძოდი ჩემ ძველ მეს და საბოლოოდ შენ გაიმარჯვე. ხო მართლა, გილოცავ! 😀 კი ვფიქრობდი მომეწერა შენთვის რამე მეთქვა, ხან ორიგინალურ წერილზე ვიფიქრე, ნუ ათასი იდეა მოვიდა თავში რა, საბოლოოდ მაინც მორწმუნეს პოზიციიდან ვარჩიე შენთან კონტაქტი. ნუ ალბათ არასწორი გადაწყვეტილება მივიღე, მარა შეტოპილი მქონდა უკვე და ჯანდაბას რაც არის არის მეთქი. ხო მართლა, მადლობა მინდა გადაგიხადი იმისთვის რომ მეცნიერება შემაყვარე. ძალიან შემიყვარდა კოსმოსი, მეც უკვე ბევრს ვკითხულობ. შენი თქმის არ იყოს, კოსმოსი ჩემი სტიქიაა. კიდე მადლობა იმისათვის, რომ მომეცი შანსი დამეწერა აღიარებითი ჩვენება 😀 ბოდიში რამდენიმე არასერიოზული კომენტარისთვის. რაც არ უნდა იყოს მოგატყუე 😦 მაპატიე თუ შეგიძლია, ძმურად გთხოვ, თუ არადა მე მაინც შენი ბლოგის სისტემატიური მკითხველი ვიქნები.

    • თუ ეს სიმართლეა (და არა ტროლინგის ნაწილი)
      მაშინ სასიამოვნოა ამის მოსმენა, რომ ჩემმა პოსტებმა, რაღაც დადებითი შედეგი გამოიღო.

      ნამდვილად ჯობია სკეპტიკურად უყურებდე რელიგიურ მტკიცებებს ვიდრე უბრალოდ გწამდეს,. იმიტომ რომ სკეპტიკური დამოკიდებულება ძალიან მნიშნველოვანია ჩვენ დროში.
      რწმენას აქვს თავისი კომფორტი, მაგრამ ურწმუნოს შეუძლია გამონახოს ცხოვრების აზრი. არანაკლებ მნიშნველოვანი ვიდრე მორწმუნეს.

      მადლობა შენ რომ წაიკითხე ყველაფერი და იფიქრე ამ თემებზე.

      არასერიოზული კომენტარები არაუშავს. საპატიებელი არაფერია 😀

      წარმატებები!

დისკუსია დახურულია.