რელიგიური გრძნობების და თავისუფლების შესახებ

თუ დაკვირვებიხართ ვისზე ან რაზე ხუმრობაც არ შეიძლება ის არის შენი ბატონი. ის გიწესებს რა უნდა მოგწონდეს და რა არა, რა უნდა მიგაჩნდეს ჭეშმარიტებად და რა არა.

სტალინის იმპერიაში არ შეიძლებოდა სტალინზე ხუმრობა

ჰიტლერის იმპერიაში ჰიტლერზე

კიმ ჩენ ინის სამფლობელოში კიმ ჩენ ინზე

ისლამისტურ სახელმწიფოებში ისლამზე

ქრისტიანულ შუა საუკუნეებში კი ქრისტიანობაზე

შარლი ებდოს ამბებთან დაკავშირებით, საზოგადოებაში აქტუალური გახდა საკითხი, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაზე. რა არის რელიგიური გრძნობის შეურაცხყოფა? სად არის ზღვარი ხუმრობასა და შეურაცხყოფას შორის? უნდა იყოს თუ არა რელიგიური გრძნობის შეურაცხყოფა აკრძალული ან დასჯადი?

10920953_911891288844271_4636138531714298200_n

რელიგიური გრძნობა სუბიექტური რამეა, მსოფლიოში უამრავი რელიგიური სექტა და მიმდინარეობაა. ზოგიერთს შეიძლება სპაგეტის გამოსახვა მიაჩნია რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფად. რა ვქნათ? გავითვალისწინოთ? თუ ეს მაგალითი სისულელედ მიგაჩნიათ, მაშინ რატომ არ ფიქრობთ რომ ბევრი ადამიანი იგივეს ფიქრობს თქვენს რელიგიაზე რასაც თქვენ მფრინავი სპაგეტის მონსტრზე ან ნებისმიერ სხვა ძველ თუ ახალ რელიგიაზე. და თუ ყველა რელიგიურ ახირებულ შეხედულებას არ ვცემთ (ან ვერ ვცემთ) პატივს მაშინ რატომ უნდა გამოვყოთ ექსკლუზიურად თქვენი რელიგია? რადგან უმრავლესობას მიკეუთვნებით?  ერთმა ფიესბუქ მეგობარმა ძალიან კარგად თქვა ის რასაც ვფიქრობდი: “თუ გამოხატვის თავისუფლება მხოლოდ ყველასთვის მისაღებ და კორექტულ გამოხატვაზე ვრცელდება, მაშინ ასეთი თავისუფლება საერთოდ არ არის საჭირო. მას ისედაც არავინ შეზღუდავს.”

შესაბამისად გამოხატვის თავისუფლებას ყოველთვის ექნება ექსტრემალური მხარეები რომლებიც ზოგჯერ ბევრ ადამიანს არ მოეწონება. თუ საკუთარ თავს მხოლოდ იმას გავაგონებთ რაც მოგვწონს მაშინ ეს თავისუფლება კი არ იქნება ეს იქნება მოდელირებული რეალობა. ისეთი რომელიც გამოგვივლია და შეიძლება ისეთიც რომელიც ჯერ არც კი წარმოგვიდგენია.

რომელი უფრო მნიშვნელოვანია შეგველახოს რელიგიური გრძნობები თუ ეს რელიგიური გრძნობები გახდეს მავანთა მართვის იარაღი? სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება უფრო მნიშვნელოვანია თუ ოფიციოზის მიერ დეკლარირებული ჭეშმარიტება?

თუ ჩემ მიერ დასახული პრობლემა ძალიან ჰიპოთეთური და არარეალური გეჩვენებათ დაფიქრდით კიდევ ერთხელ ტოტალიტარულ ან თეოკრატიულ სახელმწოფოებზე. ისლამისტურ 13 ქვეყანაში ათეისტობა სიკვდილით ისჯება, ბევრ მათგანში ურწმუნოები გისოსებს მიღმა აღმოჩდებიან ხოლმე. გაიხსენეთ ინკვიზიცია! ალქაჯების დევნა… ყველა მსგავს შემთხვევებს აერთიანებს ალტერნატიული აზრის შიში. ყველა მათგანს აერთიანებს იუმორის, შარჟის შიში. ყველა შემთხვევაში დაკავებების და მკვლელობის საბაბი არის ის რომ “დამნაშავეები” შეურაცხყოფენ ოფიციალურ დოგმას. იქნება ეს საყოველთაოდ აღიარებული ჭეშმარიტება, ბელადი თუ რელიგია. ამას წინათ ეგვიპტეში 3 წელი მიუსაჯეს ახალგაზრდას მხოლოდ იმიტომ რომ ფეისბუქზე საჯაროდ განაცხადა ათეისტობის შესახებ.

და თქვენ გინდათ იცხოვროთ ისეთ მსოფლიოში სადაც რელიგიური გრძნობები დაცული იქნება შეურაცხმყოფელი ნახატებისგან და სიტყვებისგან, მაგრამ სამაგიეროდ თუ ბედი გაგიწყრათ და ეჭვი შეგეპარათ ამ ოფიციალურ რელიგიურ დოგმატიკაში? მერე რას აპირებთ? დამალავთ? თუ არადა ვინ მოგცემთ იმის გარანტიას რომ შეურაცხყოფასა და ეჭვს ან კრიტიკას თქვენებურად განსაზღვრავენ? ვინ მოგცემთ გარანტიას რომ ეს საზღვრები თქვენი გემოვნებით იქნება დადგენილი? რელიგიური გძნობის შეურაცხყოფა ხომ ზედმეტად სუბიექტური ცნებაა. დავიცვათ რელიგიური გძნობები და შევზღუდოთ პიროვნების და გამოხატვის თავისუფლება?

ორივე ერთად არ გამოვა, არ გამოვა ისე რომ გამოხატვის თავისუფლებაც გვქონდეს და თან არავის რელიგიური გძნობები არ დარჩეს შეურაცხყოფილი.

რათქმაუნდა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის აკრძალვა ერთ ღამეში არ დაამგვანებს ქვეყანას იმ ისლამისტურ სახელმწოფოებს სადაც უბრალოდ ეჭვის ან ოფოციალური ჭეშმარიტების უარყოფის გამო დაგაპატიმრებენ ამ მოგკლავენ. მაგრამ ეს იქნება პირველი ნაბიჯი სწორედ ასეთი რეალობისკენ.

ამ დებატებში ბუნებრივია გამოჩნდნენ ისეთი კატეგორიის ხალხიც რომელიც ცდილობს არც მწვადი დაწვას და არც შამფური: “დაცინვა არ შეიძლება (დაბალი დონეა ან რაიმე საბაბით) აი კონსტრუქციულ კრიტიკას კი მივესალმები, რამეთუ კრიტიკა სულ სხვაა, დაცინვა კი შეურაცხყოფს რელიგიურ გრძნობებს”

ეს კატეგორია ასევე ცდილობს ფუნდამენტური განსხვავების გამოჩხრეკვას დაცინვასა და ხუმრობას შორის. რასაც მე პირადად ვერ ხედავ. რაც შეეხება კრიტიკას, კრიტიკის არსებობა უმნიშვნელოვანესია, მაგრამ მხოლოდ კონსტრუქციულ კრიტიკას არ აქვს ის ძალა რაც ხუმრობას და შარჟს. სატირას შეუძლია რეალობა, სამყარო და საკუთარი თავიც კი სხვაგვარად დაგანახოს. იმიტომ რომ მას შეუძლია ემოციებზე თამაში. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თუ რაიმე თემაზე ხუმრობას ტაბუ ადევს, იმას საფუძვლიანად ვერც გააკრიტიკებ. იმიტომ რომ ის ვისაც ხუმრობა ეწყინება. კრიტიკასაც არ შეხვდება გახსნილი.

სამწუხაროდ ჩვენ ქვეყანაში ბევრია ისეთი ვინც რელიგური ავტორიტეტის გამო მზად არის ფიზიკური ზიანი მიაყენოს ადამიანს. ამის მაგალითი ამ ორი წლის წინ მოხდა (თუ არ ვცდები) როცა სტუდენტურ აქციაზე “ძირს პატრიარქი”-ს გამო კინაღამ გოგონა ჩაქოლეს. აი ეს მოაქვს რელიგიური გძნობების დაცვას!

78 thoughts on “რელიგიური გრძნობების და თავისუფლების შესახებ

  1. თუ საიდუმლო არ არის თქვენი სოციალური ქსელის კოორდინატები მითხარით )) თქვენი პოსტები საინტერესოა…

    Like

  2. საიდუმლო რომ იყოს ბლოგზე არ განვათავსებდი facebook badge-ს😀
    შეგიძლიათ იხილიოთ აქვე პოსტის მარჯვენა მხარეს facebook like-ების ქვემოთ

    Like

  3. და როგორ ფიქრობ ნორმალური იქნებოდა ურეაქციოდრომ დაეტოვებინათ იმ ადამიანის წამოძახილი? ამდენ ჭეშმარიტად მორწმუნე ადამიანს მიაყენა შეურაცყოფა და იმ გოგოს ჰქონდა მაგის უფლება და შეურაცყოფილ საზოგადოებას არა? ანუ უნდა მოეთმინა? მაშინ გინებაც დაშვებული უნდა იყოს მაგ ლოგიკით😀

    Like

    • იქონიე რეაქცია, უპასუხე, დაგმე მისი დამოკიდებულება, მაგრამ ფიზიკური ანგარიშსწორება რომ გინდა რელიგიური ლიდერის გამო. ე.ი ფანატიკოსი ხარ!

      Like

  4. და კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი რასაც ყოველთვის ყველას ვეუბნები, რომ არა რელიგია, კაცობრიობა დღემდე ვერ მოაღწევდა, რელიგია(არ ვამბობ მხოლოდ მართმადიდებლობაზე) აუცილებელი პირობა იყო კაცობრიობის განვითარებისათვის, ძველ დროში ნაკლებად ჰქონდათ კანონების შიში, მაგრამ ღვთის სიყვარულით ცხოვრობდნენ და ეშინოდათ ცოდვის ჩადენის. ერთ შკითხვას დაგისვამ, თუკი როგორც შენ ამბობ გამოხატვის თავისუფლება გულისხმობს იმას რომ უფლება მაქვს ვინმეს რწმენას შეურაცყოფა მივაყენო, მაშინ რატომ არ მაქვს უფლება ვინმეს ვაგინო? ანუ მის მშობელს მივაყენო შეურაცყოფა? არსებობენ ადამიანები რომლებსაც გინება სწყინთ, ხომ დამეთანხმები? ისევე როგორც არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სწყინთ როდესაც
    მათ რწმენას აუგად მოიხსენიებ. ამიტომ თუ “გამოხატვის თავისუფლებაში” დაშვებულად მიგაჩნია რწმენის შეურაცყოფა, მაშინ ნებისმიერი სახის სიტყვიერი შეურაცყოფა უნდა იყოს დაშვებული. რა დააშავა რელიგიამ?????

    Like

    • ძალიან დიდი განსხვავებაა მშობელსა და რელიგიურ რწმენას შორის.
      მშობელი მხოლოდ მისი (კონკრეტული ადამიანის) მშობელია. თუ ის (მშობელი) საჯარო პირი არაა, რომელსაც გავლენა აქვს საზოგადო ცხოვრებაზე. მაშინ მისი შეურაცხყოფა პირადი საქმეა.
      რელიგიური რწმენა კი მილიონობით ადამიანის საერთო თემა.
      მე თუ მუჰამედს ვაკრიტიკებ ან ვაშარჟებ, ამის უფლებას მაძლევს ის ფაქტი რომ ამ რელიგიას მთელ მსოფლიოზე აქვს გავლენა და საჯარო თემაა. რელიგიამ ან რელიგიურმა წარმოდგენებმა რომელმაც ჩამოაყალიბა მსოფლიოს დიდი ნაწილის აზროვნება და ცხოვრების წესი. შეიძლება არ მომწონდეს. მთელ ამ რელიგიურ წარმოდგენებს ძალიან დიდი გავლენა აქვს იმ გარემოზე რომელშიც ვცხოვრობ. თვით ჩემ გადაწყვეტილებებზეც კი მოქმედებს ალბათ. აქედან გამომდინარე მე უნდა მქონდეს უფლება გამოვხატო პროტესტი, გავაკრიტიკო და შევებრძოლო ნებისმიერ ასეთ ტოტალურ იდეოლოგიას.
      მეორეს მხრივ კი კონკრეტული ადამიანის მშობელი მხოლოდ მისი მშობელია.
      პირადი რწმენის საგნად რომ საზოგადო იდეას ირჩევ, ეს ჩემი პრობლემა კი არაა არამედ შენი (ვინც ირჩევს)
      იდეების, იდეოლოგიების და საჯარო პირების კრიტიკის (შარჟის) უფლება ყველას უნდა ქონდეს. თუ ამას ავკრძალავთ მაშინ ეს იდეები მავანთა ხელში გახდება ჩვენივე მართვის იარაღი.
      სწორედ ეს ხდება საქართველოში დღეს. მღვდლები აკონტროლებენ უზარმაზარი მრევლის ცხოვრებას. სექსი და საკვების მიღებაც კი მათი კოტროლის ქვეშაა. 2 წლის წინ კი კარგად გამოჩნდა რამხელა ბრბოს გამოყვანა და მართვა შეუძლიათ საჭიროების შემთხვევაში.

      Like

  5. არ არსებობს არანაირი კანონი, რელიგია, მმართველობა, სახელმწიფოს წყობა, ორგანიზაცია, ხელისუფლება და საერთობ არაფერი არსებობს ისეთი რომ ყოველთვის ყველასათვის იყოს მიღებული მისი პრინციპები ან დამოკიდებულება ხალხზე. ნებისმიერ რელიგიას ყავს მოწინააღმდეგე, ყოველთვის არსებობს და იარსებებს განსხვავებული აზრი, ყოველთვის გამოჩნდება ვიღაც ისეთი ვისი პრინციპებიც ეწინააღმდეგება რომელიმე ადამიანის შეხედულებას, მის იდეოლოგიებს, მის მრწამსს და თუ ყველაფერს გავაპროტესტებთ მაშინ შეუძლებელია რაიმე კანონი მივიღოთ. ვერ იარსებებს ვერანაირი კანონი.

    Like

    • ძალიან კარგად არის შესაძლებელი კანონის არსებობა.
      მოწინააღმდეგის არსებობა არ უშლის ხელს რაიმე კანონის არსებობას.

      Like

  6. “სექსი და საკვების მიღებაც მღვდლების კონტროლის ქვეშაა”, ვფიქრობ და მაინც ვერ ვხვდები რა იგულისხმე საკვების მიღების კონტროლში😀 მარხვა იგულისხმე? ეგ კონტროლი არ არის, ეგ ნებაყოფლობითია. მღვდელი არასოდეს ეუბნება მრევლს არიქა ჩქარა მარხვა დაიწყეო😀 მორწმუნე ადამიანი ამას ნებაყოფლობით აკეთებს. არავის ეუბნებიან მიდი და იშიმშილეო, ეს ადამიანის სურვილით ხდება, პიროვნება აკეთებს არჩევანს და არაფერია ამაში ცუდი. სექსის კონტროლს რაც შეეხება ეგ რაღა შუაშია?😀 სად ნახე რომ მღვდელი აკონტროლებდეს ამას? ქრისტეს მეშვიდე მცნებას ხომ არ გულისხმობ, რომ მოგვიწოდებს არ იმრუშოვო? ეგ არ ნიშნავს სექსის კონტროლს, მითუმეტეს მღვდელის მხრიდან. მამაომ შეიძლება გითხრას, ანუ შეგახსენოს, რომ მრუშობა ცოდვაა, ეგ იმას ნიშნავს რომ გაკონტროლებს? არა რა თქმა უნდა! ის გიტოვებს არჩევანის საშუალებას და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ ჩვენ არ გვაქვს იმის უფლება რომ ამას მღვდლის მიერ კონტროლი ვუწოდოთ. კონტროლი ის არის ჩიპიანი პირადობის მოწმობები რომ შემოვიდა, ნებისმიერ დროს შეუძლიათ გაიგონ სად ხარ, დედამიწის ნებისმიერ წერტილში მოგაგნებენ, ვერსად დაემალები, ყველანაირად გზღუდავენ, აი ესაა კონტროლი როდესაც თავისუფლებას კარგავ სხვისი ინტერესების გამო.
    რაც შეეხება პროტესტის გამოხატვას, მე არ ვამბობ რომ ადამიანს არ უნდა გააჩნდეს განსხვავებული აზრი, პირიქით აზრთა სხვადასხვაობა აუცილებელია საზოგადოების სწორად ჩამოყალიბებისათვის, მაგრამ, ყველაფერს აქვს თავისი გამოხატვის ფორმები, ეთიკის წესები, რომლებიც არ უნდა დავარღვიოთ. იმ გოგოს მაგალითზე ავიღოთ “ძირს პატრიარქი”, ამ წამოძახილით ხომ გარშემო საზოგადოებას მიაყენა შეურაცყოფა? განა ადამიანს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი სხვის პრინციპებზე და ინტერესებზე მაღლა დააყენოს? პროტესტის გამოხატვა სხვა საშუალებითაც შეიძლებოდა. სიმართლე რომ გითხრა მე არ მეგონა ესეთი რამე თუ მოხდა, საერთოდ არ მეგონა თუ არსებობდა ადამიანი ვისაც სზულდა პატრიარქი.
    ათეისტი რომ ხარ უკვე გასაგებია. პირდაპირ გეტყვი: გაგიგია ალბათ იესო ქრისტეს საფლავიდან ცეცხლის გადმოსვლის შესახებ და მაინტერესებს არ აღიქვამ ამას როგორც უდიდეს, ღვთისაგან მომადლებულ სასწაულს? იმ შემთხვევაში თუ გჯერა ამ სასწაულის, რომელსაც ათასობით ადამიანი ხედავს (შეგიძლია წახვიდე იერუსალიმში და გახდე ამ სასწაულის მოწმე), მაშინ რატომ გეპარება ეჭვი მართლმადიდებლური სარწმუნოების ჭეშმარიტებაში? და თუ არ გჯერა, მაშინ რითი ახსნი ამ სასწაულს? ჯერ ვერც ერთმა მეცნიერმა ვერ გაიგო ამ სასწაულის არსი და თუ შენ იცი მაშინ გამაცანი მეც და მსოფლიოსაც, გააოცე კაცობრიობა შენი უდიდესი აღმოჩენით😀 ამხილე მარტლმადიდებლური ეკლესია ტყუილში, დაგვანახე შენ მიერ მიგნებული ჭეშმარიტება ამდენ დაბოლილ ხალხს, იქნებ გამოვერკვეთ და დავბრუნდეთ რეალობაში😀 ნუ რა თქმა უნდა შენთვის, ისევე როგორც ყველასთვის, შეუძლებელია ამ სასწაულის ამოხსნა, რადგან ის ღვთის მიერ არის მოვლენილი და ნებისმიერი ადამიანი უძლურია ღვთის წინაშე!

    Like

    • როგორ არ უშლის, მოწინააღმდეგის არსი სწორედ იმაში მდგომარეობს რომ შეუშალოს ხელი.
      მე არ ვამბობ, რომ კანონის არსებობა შეუძლებელია, მე ვამბობ იმ შემთხვევაში თუ ყველაფერს ასეთი სახით გავაპროტესტებთ, ანუ აგრესიული ფორმითა და საზოგადოების შეურაცყოფით.

      Like

      • ყველა რაღაცას აქვს წინააღმდეგობა მაგრამ ბევრი რამე არსებობს.
        გააჩნია წინააღმდეგობას.
        რაც შეეხება აგრესიულ ფორმას, აგრესიულ ფორმაზე სასაცილოა ამ შემთხვევაში საუბარი.
        რელიგიები საუკუნეების მანძილზე ამახინჯებდნენ ადამიანთა აზროვნებას და ცხოვრებას.
        განსხვავებულ აზრის მქონეებს აწამებდნენ და კლავდნენ, რელიგიურ ომებს აწარმოებდნენ. ჩადიოდნენ ათასგვარ სისასტიკეს.
        ეს დღესაც გრძელდება. ქრისტიანული იდეოლოგიის გამო კლავენ ექიმებს (ქრისტიანული ტერორიზმის ფორმა აშშ-ში (თუ არ გსმენია შეგიძლია აქ ნახო http://en.wikipedia.org/wiki/Anti-abortion_violence http://en.wikipedia.org/wiki/Christian_terrorism)
        საფრთხეს უქმნიან მილიონობით ადამიანს აფრიკაში კონდომების ანტიპროპაგანდით.
        ქრისტიანული და რელიგიური ფუნდამენტალისტური ორგანიზაციები, ხელს უშლიან სხვადასხვა უამრავ მეცნიერულ კვლევას და პროექტს, რადგან ფიქრობენ რომ ისინი ეწინააღმდეგება მათ დოგმებს, ამით აფერხებენ პროგრესს.
        მუსლიმების ტერორიზმს და პატრიარქალურ დისკრიმინაციულ კულტურას რაღად უნდა ხსენება.
        ჰოდა ამ ფონზე ვსაუბრობთ იმის აგრესიაზე ვინც ამ მავნებლობას ნახატით და სიტყვით ებრძვის?

        Like

  7. “მარხვა იგულისხმე? ეგ კონტროლი არ არის, ეგ ნებაყოფლობითია.” ჰო ნებაყოფლობითი კონტროლი. მეორეს მხრივ ეს ხშირად საზოგადოების და კულტურის ძალადობაა ინდივიდზე.
    ხშირად საზოგადოების წევრს მიაჩნია რომ ესა თუ ეს დოქტრინა ჭეშმარიტია მხოლოდ იმიტომ რომ უმრავლესობა ფიქრობს ასე. ისინი კულტურის მსხვერპლნი არიან, რამეთუ ვერ აცნობიერებენ რომ მათი გადაწყვეტილებები საკუთარი ნებით კი არა კულტურული დოგმებით არის გათვალისწინებული.
    “არავის ეუბნებიან მიდი და იშიმშილეო,”
    ჰო იარაღს არ ადებენ შუბლზე, მაგრამ ფსიქოლოგიური და კულტურული ზეწოლა ხდება.
    იმარხულე თორე ჯოჯოხეთში მოხვდები.
    თავისუფალი ნება კი გაქვს, მაგრამ თუ ჩვენ არ აგვირჩევ ჯოჯოხეთში ეშმაკი გაგჟიმავს
    და .ა.შ.
    “სად ნახე რომ მღვდელი აკონტროლებდეს ამას”
    საქართველოში.
    მარხვის დროს რომ სექსუალური კავშირი არ შეიძლება ახლა გაიგე? ახლა გაიგე რომ ცნობილი მარხვის პერიოდების 9 თვის თავზე შობადობა უფრო დაბალია ვიდრე სხვა პერიოდებში?
    კიდე კაი ლოგინში რას აკეთებს წყვილი იმას არ უყურებენ.პირდაპირი კონტროლი არ ხდება, მაგრამ ირიბ კონტროლს აქვს ადგილი.
    “ანუ შეგახსენოს, რომ მრუშობა ცოდვაა”
    ესეც კონტროლის მცდელობაა.
    “ის გიტოვებს არჩევანის საშუალებას და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს”
    ჰო ძვირფასი საჩუქრების და პატივისცემის სანაცვლოდ შეიძლება კურთხევა მომცეს ხორცის ჭამაზე და მარსხვის დროს სექსის უფლებაზე😀
    მთავარია ბიზნესი არ ჩაუვარდეთ და რიგითი მრევლის წევრმა გააგრძელოს სანთლების, ხატების და ნათლობების ფულის გადახდა.
    “იმ გოგოს მაგალითზე ავიღოთ “ძირს პატრიარქი”, ამ წამოძახილით ხომ გარშემო საზოგადოებას მიაყენა შეურაცყოფა?”
    მაშინ მიშას და ედუარდის და ბიძინას საწინააღმდეგო აქციებზე რამდენ ადამიანს მიადგა შეურაცხყოფა ისიც დავითვალოთ! მათი გულშემატკივრების გრძნობებზე რატომ არავინ ფიქრობს? იქნებ როგორ ეწყინათ? არ გეცოდება ეს ხალხი?
    მეც მადგება შეურაცხყოფა როცა პატრიარქი პუტინს ბრძენს უწოდებს, საერთოდ შეურაცხყოფილი ვარ რომ ეს ინსტიტუცია 21-ე საუკუნეში არსებობს. ზრუნავს ვინმე ამ ჩემ გრძნობებზე?
    “ღვთისაგან მომადლებულ სასწაულს?”
    მაგაზე უკეთეს სასწაულებს, დევიდ კოპერფილდი აკეთებს და დინამო. წყლაზეც დადის და კედელზეც.
    მასეთ იაფფასიან ფოკუსებზე ღირს საუბარი?
    “დაგვანახე შენ მიერ მიგნებული ჭეშმარიტება ამდენ დაბოლილ ხალხს, იქნებ გამოვერკვეთ და დავბრუნდეთ რეალობაში😀 ნუ რა თქმა უნდა შენთვის, ისევე როგორც ყველასთვის, შეუძლებელია ამ სასწაულის ამოხსნა, რადგან ის ღვთის მიერ არის მოვლენილი და ნებისმიერი ადამიანი უძლურია ღვთის წინაშე!”
    მორწმუნებს თავისი გამოგონილი რელობის იქეთ არაფრის დანახვა არ უნდათ, ჰოდა სანამ ამის სურვილი არ გექნებათ მე უძლური ვარ.
    მეორეც არანაირი ინტერესი არ მაქვს მაგ ფოკუსებზე ვისაუბრო.,
    თუ გაინტერესებს გამოკვლიე. და მაშინ ადვილად აღმოაჩენ რომ თურმე არსებობს თვით აალებადი ნივთიერებები.
    ან აღმოაჩენ რომ იმ საკანში კამერა არაა და არავის უშვებენ. ან იმას რომ ლამპარი შეაქვთ რომელიც დიდად სავარაუდოდ უკვე ანთებულია.

    Like

  8. “ჰო ნებაყოფლობითი კონტროლი. მეორეს მხრივ ეს ხშირად საზოგადოების და კულტურის ძალადობაა ინდივიდზე.” თუ ნებაყოფლობითია, მაშინ რა არის ამაში ცუდი და დასაძრახი? იმ ადამიანს არ აქვს პრობლემა ვინც ვითომ მღვდლის კონტროლის ქვეშაა და შენ ვის ინტერესს იცავ ამ შემთხვევაში? ამას თუ გნებავს კონტროლი უწოდე და თუ გნებავს კარაქიანი პური, მთავარია საზოგადოებას მოწონს ეს, ხალხის უმრავლესობა გათვიცნობიერებულად აკეთებს ამას, მათ შეუძლიათ არ იმარხულონ, არავინ შეავიწროვებს ამის გამო, არავინ მოსთხოვს პასუხს რატომ არ მარხულობო, ისინი თვითონ იღებენ ამ გადაყვეტილებას და ეს არ არის კონტროლი.
    “იმარხულე თორე ჯოჯოხეთში მოხვდები.” არც ერთი ჭკუადმყოფელი ჭეშმარიტად მორწმუნე მართლმადიდებელი ადამიანი არ ამბობს ამას. მითუმეტეს სასულიერო პირი და მითუმეტეს მამაო. ან შენ სად გაიგე ეგ? დარწმუნებული ვარ აზვიადებ რაღაცეებს შენი პოზიცია რომ უფრო დამაჯერებელი გახადო. ეგრე კი არ ამბობბენ იმარხულე თორე ჯოჯოხეთში მოხვდებიო, არამედ მოგვიწოდებენ ლოცვისა და მარხვისაკენ, რათა შენივე სულის სიწმინდე უზრუნველყონ. კიდევ გიმეორებ, ამას შენ ნებაყოფლობით აკეთებ, ეს შენი არჩევანია სულის გადარჩენისათვის და არავინ გაშინებს ჯოჯოხეთით, უბრალოდ სიმართლეს გეუბნებიან და თავად იღებ გადაწყვეტილებას, თავად აკეთებ არჩევანს.
    ” ჰო ძვირფასი საჩუქრების და პატივისცემის სანაცვლოდ შეიძლება კურთხევა მომცეს ხორცის ჭამაზე და მარსხვის დროს სექსის უფლებაზე😀
    მთავარია ბიზნესი არ ჩაუვარდეთ და რიგითი მრევლის წევრმა გააგრძელოს სანთლების, ხატების და ნათლობების ფულის გადახდა.” ჯერ ერთი ხატების და სანთლების გაყიდვით ნაშოვნი ფული ისევ ეკლესიას ხმარდება, როდესაც სანთელს ყიდულობ ეკლესიის შეწირულობაში შედის, თანაც მღვდლები არ ყიდიან სანთლებს, ყოველ შემთხვევაში ხატებით და სანთლებით არ იშოვება საკმარისი რაოდენობის ფული, ის ძალიან მცირეა და ამიტომ ქართული ეკლესია ძირითადად ქველმოქმედი ხალ;ხის ფინანსებს ეყრდნობა. მღვდელი საჩუქრების და პოატივისცემის სანაცვლოდ არ მოგცემს კურთხევას და თუ ვინმე მოგცემს მაინც და მაინც მას ნუ მოიყვან მაგალითად, ასეთები თითოოროლა არიან და ეგ არ ნიშნავს იმას რომ ყველა მღვდელი ზოგადად მისნაირია.
    “მასეთ იაფფასიან ფოკუსებზე ღირს საუბარი?” ზეციური ცეცხლის გადმოსვლა ქრისტეს საფლავზე, რომელიც ადამიანს არც წვამს და არც ზიანს აყენებს იაფფასიანი ფოკუსია? ადამანები მთელი ცხოვრება ოცნებობენ, რომ თვითონ გახდნენ ამ სასწაულის მომსწრენი, მთელი ცხოვრება ოცნებობენ რომ ჩავიდნენ იერუსალიმში, ათიათასობით ადამიანი იკრიბება რათა ღვთიური მადლი გადმოვიდეს მათზე, შენთვის კი მასზე საუბარიც არ ღირს? სასაცილოა😀
    იაფფასიანი რომ არ არის მაგის მტკიცებას აღარ დავიწყებ, შენც ხვდები ალბათ, იაფფასიანი რომ იყოს ასეთი გრანდიოზული არ იქნებოდა.
    “თუ გაინტერესებს გამოკვლიე. და მაშინ ადვილად აღმოაჩენ რომ თურმე არსებობს თვით აალებადი ნივთიერებები.
    ან აღმოაჩენ რომ იმ საკანში კამერა არაა და არავის უშვებენ. ან იმას რომ ლამპარი შეაქვთ რომელიც დიდად სავარაუდოდ უკვე ანთებულია.” დაგავიწყდა ალბათ რომ ის ცეცხლი არ წვამს. არც ის თვითაალებადი ნივთიერებები ხსნის ამ სასწაულს, თუნდაც თავისით აალდეს, მაშინ ხომ დაწვამს გარშემო ყველაფერს, მაგრამ შენთვითონაც ხომ იცი კანიც არ ეწვის ადამიანს.
    რაც შეეხება კონტროლს, ისევ გაგიმეორებ, ყველაზე ამაზრზენი კონტროლი ის არის რომ ადამიანს აიძულებენ აიღოს ჩიპიანი პირადობის მოწმობა! აი ესაა ყველაზე ამაზრზენი, ეს გააპროტესტე!

    Like

    • “თუ ნებაყოფლობითია, მაშინ რა არის ამაში ცუდი და დასაძრახი?”
      ის რომ ირაციონალური რელიგიური იდეოლოგიით კონტროლირებადი საზოგადოება სუსტი და საშიშია.
      “ადამიანს არ აქვს პრობლემა ვინც ვითომ მღვდლის კონტროლის ქვეშაა და შენ ვის ინტერესს იცავ ამ შემთხვევაში?”
      საზოგადოების და ინდივიდის ბედზე ვწუხვარ ზოგადად, თორემ ვისაც ვისი კონტროლის ქვეშ უნდა იქ იყოს.
      “ხალხის უმრავლესობა გათვიცნობიერებულად აკეთებს ამას”
      ძალიან ცდები. გათვითცნობიერებულობა არაფერ შუაშია რელიგიურ რწმენა წარმოდგენებსა და საკრალურ ტრადიციებსა თუ სხვადასხვა რელიგიური ავტორიტეტების მორჩილებისას. აქ მუშაობს მხოლოდ ირაციონალური რწმენები, შიშები და იმედები.
      ეს ავტორიტეტები და ინსტიტუციები იყენებენ ადამიანურ გულუბრყვილებას და სისუსტეებს თავისი პირადი სარგებლობისთვის. რათა მოიპოვონ ძალაუფლება და სიმდიდრე.
      “ეგრე კი არ ამბობბენ იმარხულე თორე ჯოჯოხეთში მოხვდებიო, არამედ მოგვიწოდებენ ლოცვისა და მარხვისაკენ, რათა შენივე სულის სიწმინდე უზრუნველყონ. კიდევ გიმეორებ, ამას შენ ნებაყოფლობით აკეთებ, ეს შენი არჩევანია სულის გადარჩენისათვის და არავინ გაშინებს ჯოჯოხეთით, უბრალოდ სიმართლეს გეუბნებიან და თავად იღებ გადაწყვეტილებას, თავად აკეთებ არჩევანს.”
      სიტყვა სიტყვით თუ არ ამბობენ მასე. ყოველშემთხვევაში რელიგიური რწმენის მოკლე შინაარსი ზუსტად მასეთია. შენ “გთხოვენ” რომ იყო კარგი ქრისტიანი. კარგი ქრისტიანი რას ნიშნავს? ვისაც ყველაფრის სჯერა რასაც დოქტრინა ეუბნება, ვინც ზედმიწევნით ასრულებს რიტუალებს და რელიგიის მორალურ პრინციპებს. მარხვა კი ამ მოთხოვნადი და საჭირო წეს ჩვეულებების და რიტუალების ნაწილია. ჰოდა “თუ არ იმარხულე ჯოჯოხეთში მოხვდები” ზოგადად ამ მოთხოვნების მოკლე ლუსტრაციაა, თორემ მარტო მარხვა რომ ბევრს არაფერს წყვეტს ეგ მეც ვიცი. შეიძლება სულ არ იმარხულო, მაგრამ ბევრი ფული შესწირო ეკლესიას და კარგი ქრისტიანი დაგარქვან.
      “უბრალოდ სიმართლეს გეუბნებიან და თავად იღებ გადაწყვეტილებას,”
      საიდან იცი რომ სიმართლეს მებუებიან? რატომ უნდა დავიჯერო რომ სიმართლეა მათი ნათქვამი ან რომელიმე წიგნში დაწერილი?
      სიმართლეს კი არ მეუბნებიან თვითონ იგონებენ რა არის სიმართლე და რა არა.
      “სულის გადარჩენისათვის”
      თავადვე მოიგონეს რომ მე სულის გადარჩენა მჭირდება და მერე ამ ილუზორულ ხსნას მაჩეჩებენ ყიდიან. ჯერ დაარწმუნებ ხალხს რომ რაღაც ჭირდებათ (რომელიც რეალურად არ ჭირდებათ) და მერე შესთავაზებ პროდუქტს, რომელიც შენ ძალაუფლებას და სიმდიდრეს მოგიტანს.
      “ეკლესიას ხმარდება, როდესაც სანთელს ყიდულობ ეკლესიის შეწირულობაში შედის, თანაც მღვდლები არ ყიდიან სანთლებს”
      დღეში რამდენი სანთელი და ხატი იყიდება?
      ყველაფერი საპატრიარქოს ჯიბეში მიდის.
      “მღვდელი საჩუქრების და პოატივისცემის სანაცვლოდ არ მოგცემს კურთხევას და თუ ვინმე მოგცემს მაინც და მაინც მას ნუ მოიყვან მაგალითად”
      უმრავლესობა ეგეთია და სწორედ უმრავლესობა მომყავს მაგალიტად.
      თბილისში თუ ცხოვრობ წადი აბა დაიარე ეკლესიები ვინ არ გამოგართმევს ნათლობაში ან კვრისწერაში თანხას? რათქმაუნდა ნაცნობების გარდა
      5 მასეთ მღვდელს თუ იპოვი მთელ თბილისში, მაშინ მოგილოცავ.
      “ზეციური ცეცხლის გადმოსვლა ქრისტეს საფლავზე, რომელიც ადამიანს არც წვამს და არც ზიანს აყენებს იაფფასიანი ფოკუსია?”
      კი !
      “ადამანები მთელი ცხოვრება ოცნებობენ, რომ თვითონ გახდნენ ამ სასწაულის მომსწრენი, მთელი ცხოვრება ოცნებობენ რომ ჩავიდნენ იერუსალიმში, ათიათასობით ადამიანი იკრიბება რათა ღვთიური მადლი გადმოვიდეს მათზე, შენთვის კი მასზე საუბარიც არ ღირს? სასაცილოა”
      ნამდვილად სასაცილოა რომ ამდენ ხალხს სჯერა ასეთი მარტივი ტრიუკების სასწაულობა.
      იმიტომ რომ რელიგიას სუბიექტურად უდგება უმრავლესობა. მზად არის დაიჯეროს ბევრი რამ, მზად არის არ განიხილოს სკეპტიკურად და საღი გონებით. იმიტომ რომ ურჩევნიათ ზეციური ძალების იმედად იცხოვრონ ვიდრე რეალობას თვალი გაუსწორონ. რაც შეეხება ცეცხლის გადმოსვლის მოვლენაზე მყოფებს. რელიგიური ეგზალტირებული მასები, არ დაიწყებენ რაციონალურ ფიქრს და განსჯას. იქ არის მხოლოდ ემოცია და ბრმა რწმენა.
      “დაგავიწყდა ალბათ რომ ის ცეცხლი არ წვამს”
      ეგ მაგარი მითია.
      2-3 წამი მეც გადავატარებ ცეცხლს ხელს და არ დამეწვება!
      15 წუთი არ დაეწვა ვიღაცას- ესეთი ამბები მაგარი გაზვიადებული ლეგენდებია.
      რომც არ წვავდეს თავიდან მართლა. უბრალოდ გადახედე ქიმიას და ნახავ რომ ქიმიას უფრო საოცარი სასწაულების განხორციელება შეუძლია ვიდრე რელიგიურ სასწაულებს,
      რაც შეეხება ჩიპიან პირადობებს.
      პირადობას რომ არ ქონდეს ჩიპი, მაინც უამრავი საშუალებით შეუძლიათ ნებისმიერი ადამიანის კონტროლი თუ მოინდომეს, მობილურით, სოც ქსელებით, საკრედიტო ბარათებით. ყველაფერს აქვს ჩიპი. ასე რომ თუ მოიდომეს პირადობის გარეშეც აღმოაჩენენ რას ფიქრობ, რას ამბობ, სად მიდიხარ და ა.შ. დღეს ვცხოვრობთ ტექნოლოგიურ და ინფორმაციულ საუკუნეში. შეუძლებელია იცხოვრო ისე რომ არ გამოიყენო ელექტრონული ჩიპი. იმიტომ რომ ის ყველგანაა, მასზეა აწყობილი ინფორმაციის გაცვლა.

      Like

  9. იმით რაც ბოლოს მითხარი ჩემივე არგუმენტი განამტკიცე. “პირადობას რომ არ ქონდეს ჩიპი, მაინც უამრავი საშუალებით შეუძლიათ ნებისმიერი ადამიანის კონტროლი თუ მოინდომეს, მობილურით, სოც ქსელებით, საკრედიტო ბარათებით. ყველაფერს აქვს ჩიპი. ასე რომ თუ მოიდომეს პირადობის გარეშეც აღმოაჩენენ რას ფიქრობ, რას ამბობ, სად მიდიხარ და ა.შ.” გააპროტესტე მაშინ თუ აცნობიერებ რომ ეგრეა. რატომ უნდა იყო ვინმეს კონტროლის ქვეშ? რადგან კონტროლი ასე გაღიზიანებს ამაზე მეტი კონტროლი რაღა გინდა, შენთვითონ არ ჩამომითვალე??

    Like

  10. თანამედროვე ტექნოლოგიების გარეშე ვერ იცხოვრებ ადამიანი. ეხლა მე ჩემი სახელფასო ბარათი რომ გადავაგდო ხელზე არავინ მომცემს ხელფასს. სოც ქსელი რომ გავაუქმო, ბევრ ჩემ ნაცნობის და მეგობრის ამბავს ვერ შევიტყობ დიდხანს. ტელეფონის გარეშე ვერ გავაკეთებ საქმეს და დიდხანს ვერ შევხვდები იმ ადამიანებს რომლებიც მჭირდება. ინტერნეტი რომ არ გამოვიყენო ვიქნები ინფორმაციულ ვაკუუმში და ა.შ.
    დღევანდელი ცივილიზაცია არის ინფორმაციული და ტექნოლოგიური. ტექნოლოგია სიკეთესთან ერთად მოიცავს გარკვეულ პოტენციურ საფრთხეს იმისა რომ ეს ტექნოლოგია შეიძლება ვინმემ ცუდად გამოიყენოს. მაგრამ ამ საფრთხის გამო ტყეში ვერ წახვალ ადამიანი. ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ მეტ უსაფრთხოებას, მაგრამ კონკრეტულად ჩიპებზე გამოკიდება უაზრობაა, იმიტომ რომ მომავალი ტექნოლოგიის და ჩიპისაა.
    ამიტომ კონკრეტულად პირადობაში იქნება თუ არა მაგას დიდი მნიშვნელობა არ აქვს.
    რა გავაპროტესტო? ტექნოლოგიური ცივილიზაცია? ამის გარეშე ცხოვრება უკვე შეუძლებელია.
    იმიტომ რომ ცხოვრების ყველა ასპექტი მაგაზეა დამოკიდებული.

    Like

  11. შოთა რუსთაველს სწამდაღმერთის, ილია ჭავჭავაძეს სწამდა, აკაკი წერეთელს, ვაჟა ფშაველას, გოეთეს, პითაგორას, შექსპირს, სტალინს, ტოლსტოის, ჰიუგოს, მარკ ტვენს და ა.შ. უამრავ ბრძენ, ფილოსოფოსს, მეცნიერს, მწერალს, პოეტს ამდენ ბრძენ ადამიანს სწამდათ ღმერთის და კაცობრიობა უამრავი სასწაულის მოწმეა. თუ ღმერთი არ არსებობს, მაშინ არც ზებუნებრივი ძალები არსებობს და ექსტრასენსებიც იტყუებიან, მღვდლებიც, პატრიარქებიც, მემატიანეებიც, რომლებიც სასწაულის მოწმენი გახდნენ. მაშინ არც ეშმაკი არსებობს როგორც შენ ამბობ და უამრავი ფაქტი ყოფილა რომ ადამიანს ჩაუსახლდა ეშმაკი, სულის გამოძახებაზეც შეიძლება ზოგი იტყუება, მაგრამ ზოგი ხომ მართლაც იძახებს სულს, წმინდა გიორგიმ რომ გველეშაპი დაამარცხა, წამებას რომ გაუძლო ამას ხომ მემატიანეები გვამცნობენ, სვეტიცხოველი რატომ დაერქვა ტაძარს იცი ალბათ, მირიან მეფეს რომ ნადირობის დროს დაუბნელდა ეგეც ხო იცი? სიზმრებს რომ ნახულობენ და რომ უხდებათ ეგ პირველად გაიგე? ჩემს ახლობლობაში ხშირად ყოფილა ესეთი შემთხვევა რომ უთქვიათ სიზმარი ვნახე და ამიხდაო, ან საერთოდ თუ ღმერთი არ არსებობს მაშინ როგორ შეიქმნა სამყარო? ადამიანი და სხვა ცოცხალი ორგანიზმები როგორ შეიქმნენ? ამდენი სიზუსტე სამყაროში, ეს ფიზიკის კანონები, გრავიტაცია, პლანეტების ზუსტი განლაგება შესაბამის პოზიციებზე, ადამიანის აგებულება, ამხელა მთლიანი სამყარო როგორ შეიქმნა შემოქმედის გარეშე? ეხლა არ მითხრა სტივენ ჰოკინგის ნაბოდვარი წაიკითხე და მიხვდები ამ ყველაფერსო😀 განდეგილი ბერები რომ სასწაულებს ახდენენ ეგეც ტყუილია? გრიგოლ ხანძთელის მოღვაწეობის დროს რომ სასწაულები მოხდა ეგეც ტყუილია? დიდგორის ბრძოლაში წმინდა გიორგი რომ ესახებოდათ მეომრებს იმათაც მოიტყუეს? კარგი რაა, ამდენი ფაქტია და სირაქლემასავით რომ თავი ჩარგო მიწაში ვერაფერს დაინახავ, მაგრამ კარგად თუ დააკვირდები მიხვდები რომ შეუძლებელია სამყაროს არსებობა შემოქმედის გარეშე. თავისით არაფერი ხდება, ყველა მოქმედებას მიზეზი და საწყისი აქვს, სამყაროს შექმნასაც ჰქონდა თავისი მიზეზი, ვიღაც ან რაღაც ვინც უბიძგა იმ დიდ აფეთქებას!

    Like

    • რეზო უამრავი კითხვა გაქვს. ჰოდა ჩემი რჩევა იქნება ისწავლე, გაიგე სამყაროზე მეტი. არანაირი სურვილი არ მაქვს მასწავლებლობა დაგიწყო და ეხლა ყველაფერზე ლექციები ჩაგიტარო, სამყაროს შექმნიდან დაწყებული, შარლატანების “სასწაულებით” დამთავრებული
      ერთს გეტყვი, რასაც სკოლაში გასწავლიდნენ და ამ საზოგადოებას სჯერა, ყველაფერი მართალი კი არაა.😀
      მირიან მეფეს დაუბნელდა მაგარია😀
      მზის დაბნელების შესახებ გაგიგია ალბათ😀
      ჰოკინგი ბოდავს და ისინი არა ვინც გველეშაპის არსებობაში დაგარწმუნა?

      ძალიან დიდი გზა გაქვს წინ, თუ მოინდომებ ოღონდ

      Like

  12. შენც გაგიგია ალბათ რომ მზის დაბნელების დროს უკუნითი სიბნელე არ არის ხოლმე და ვიმედოვნებ ისიც გაგიგია, რომ სინათლე მხოლოდ მაშინ გამოვიდა როდესაც წმინდა ნინოს ღმერთს სთხოვა. ფოკუსებს რაც შეეხება, თვითონვე აღიარებენ რომ ეს ფოკუსია, დიდი განსხვავებაა ფოკუსსა და სასწაულს შორის, ფოკუსს აკეთებს ადამიანი, სასწაული კი თვითონ გვევლინება! მირიან მეფის ამ თავგადასავლის შესახებ მარტო სკოლაში არ მასწავლიან, ისედაც უამრავ წიგნში წერია. ჰოკინგი ბოდავს იმიტომ, რომ ოცდამეერთე საუკუნეში რამდენადაც გინდა წარმატებული მეცნიერი იყო, დღევანდელი ტექნოლოგიები უბრალოდ არ გვაძლევს იმის საშუალებას რომ სამყაროზე ან მის წარმოქმნასთან დაკავშირებით რაიმე სანდო ინფორმაცია მოვიპოვოთ. ეგ თეორიები ისევ თეორიებად დარჩება, რწმენა კი ყოველთვის იარსებებს და ის გადაარჩენს კაცობრიობას!

    Like

    • და რა იცი რომ უკუნეთი ჩამოვარდა?
      ისტორია რა გგონია შენ რაც სახელმძღვანელოში წერია ერთი-ერთში ზუსტად მოხდა?
      მეორეც სრული დაბნელებისას საკმაოდ კარგი სიბნელე დგება.
      ისოტრიაზე თუ რაიმე წარმოდგენა გაქვს საერთოდ გეცოდინება რომ ძველად თითქმის ყველგან მზის დაბნელება არ იცოდნენ რატომ ხდებოდა და ღმერთების რისხვა ეგონათ. ძალიან ლოგიკურია რომ სწორედ ამან შეაშინა მირიანი,
      დამთხვევებზე და სტატისტიკაზე კი არაფერის გსმენია როგორც ჩანს:
      მე უცხო ქალაქში გზა ამებნა და კუკულკანს ვთხოვე შველა და ჰოი საოცრებავ უცებ გზაზე ქალაქის რუკა გაჩნდა.
      ანდა შუქი რომ არ იყო 90-იანებში სუპერმენს ვთხოვდი და მაშინვე მოდიოდა ხოლმე😀😀
      ფოკუსს აკეთებს ადამიანი, და სასწაულებსაც ადამიანი აკეთებს, ან სასწაულს მიაწერს ისეთ მოვლენას რომელსაც ვერ იგებს და ახსნა არ აქვს.
      ეს არის სუსტი ინტელექტის და არაინფორმირებულობის მაგალითი God of the gaps. არგუმენტი უცოდინარობიდან.
      “დღევანდელი ტექნოლოგიები უბრალოდ არ გვაძლევს იმის საშუალებას რომ სამყაროზე ან მის წარმოქმნასთან დაკავშირებით რაიმე სანდო ინფორმაცია მოვიპოვოთ.”
      რეზიკო იმეცადინე, გაიგე რა არის საერთოდ მეცნიერება და მერე ვისაუბროთ რამდენად სანდოა და ა.შ.

      Like

  13. აბა იოგები რომ არიან და ყოველგვარი ფოკუსის გარეშე იწევიან მაგლა და გრავიტაციის კანონებს არ ემორჩილებიან ეგ როგორღა ხდება? სიზმრები რატო უხდება ხალხს?

    Like

  14. სადღაც წაიკითხე რომ იოგები იწევიან მაღლა და გრავიტაციის კანონებს არღვევენ და გჯერა.
    არავინ არ არღვევს გრავიტაციის კანონს, არც ილუზიონისტი დინამო რომლელიც 90 გრადუსიან ვერტიკალურ კედელზე დადის, ეს არის ჭკვიანური ხრიკები, რომლითაც ადამიანის ტვინი ტყუვდება.
    რაც შეეხება სიზმრების ახდენას აქაც საქმე გვაქვს ილუზიებისკენ მიდრეკილ გონებასთან, ადამიანს სურს იყოს სამყაროს ცენტრი, გამოადნოს კოსმიური მნიშვნელობა იქ სადაც შემთხვევითობაა. ის მილიონიდან სწორედ იმ ერთ სიზმარს უფრო დაიმახსოვრებს რომელსაც მერე რეალური მოვლენები დაემთხვა, ვიდრე დანარჩენ 999 999 სიზმარს რომელიც არაფერს არ დაემთხვა.

    Like

  15. გამარჯობა, წავიკითხე ბოლომდე თქვენი საუბარი და მართლაც ძალიან კარგი და საინტერესო აზრებია გამოხატული, ჩემი აზრით შარლი ებდოს ასეთი სტატიები რომ დაეწერა უფრო კარგი შედეგი მოყვებოდა და ალბათ არანაირ უკურეაქციას არ გამოიწვევდა ვიდრე ის უაზრო კარიკატურები, თქვენ რა პრობლემაზეც ისაუბრეთ ახლა რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია და ხალხმა ეს უნდა იცოდეს, მისმა კარიკატურებმა ხალხის გაბრაზება და ზიზგი უფრო გამოიწვია ვიდრე შედეგი დავინახეთ, სწორედ ამ სწორ კრიტიკაზეა საუბარი ჩემი აზრით და არა რაც ენაზე მომადგება ის ვილაპარაკო როგორიც გინდა მართალი ვიყო, მითუმეტეს ჟურნალისტისთვის რომლის უკანაც მილიონობით ადამიანი დგას და უდიდესი პასუხისმგებლობა აქვს აგებული ამ ხალხის წინაშე, ხალხს ცოდნა ჩირდება და არა შეურაცყოაფა თუნდაც ეს ასე არ იყოს და არ თვლიდეს ამ კარიკატურების ავტორი რომ მან ხალხის რწმენა შეურაცყო, გააზრებული და სწორი მიდგომა ჩირდება ამ ყველაფერს ჩემი აზრით

    Like

    • მადლობა
      თუმცა ამ პოსტში სწორედ იმაზე ვსაუბრობ რომ ნორმალურია ხუმრობა რელიგიურ თემაზე, თუნდაც ისეთზე როგორსაც შარლი ებდო მიმართავს.
      ვიღაც თუ გაღიზიანდება ეს მისი პრობლემაა.
      რადგან გამოხატვის თავისუფლება ბუნებრივად იქნება ვიღაცისთვის ექსტრემი.

      Like

  16. თქვენ ნახეთ ის კარიკატურები? მარიამ ხვთისმშობელს აქვს გადაწეული ფეხები და სულელურად გაკრეჩილი ახალშობილი ქრისტეს თავია საშვილოსნოდან გამოყოფილი, თქვენი აზრით ეს ნორმალური ხუმრობაა? თქვენ ფიქრობთ რომ ასეთი გზით უნდა დაანახო ხალხს სიმართლე?

    Like

    • რას ნიშნავს ვიღაცა თუ გაღიზიანდება ეს მისი პრობლემაა? მაშინ იმ გოგოს რომ კინაღამ სცემეს (რატო იქვე ლინჩის წესით არ გაასამართლეს) ეგეც იმ გოგოს პრობლემაა და ყველამ ის აკეთოს რაც გაუსწორდება, არ სცენ საზოგადოებას პატივი შენ მაგის მომხრე ხარ?

      Like

      • ყველამ თქვას ის რაც გაუსწორდება. დიდი განსხვავებაა, გაკეთებასა და თქმას შორის.
        რას ნიშნავს და იმას ნიშნავს რომ შენი გამოგონილი მეგობარი სხვისთვის არაფერს ნიშნავს და თუ ამ შენი გამოგონილი მეგობრით მთელი ისტორია შეიქმნა. საზოგადოების წევრს აქვს უფლება დაგმოს, იხუმროს და ა.შ.

        Like

    • კი ნორმალური ხუმრობაა.
      ნებისმიერი გზით, რომელიც არ ცდება კანონიერ გამოხატვას.
      შეურაცხყოფილია? ცივი წყალი დალიოს!
      ნებისმიერი რელიგიური პერსონაჟი არის საჯარო განხილვის თემა.
      ღვთისმშობელით და ქრისტეთი გადაჭედილია კაცობრიობის ისტორია, აზროვნების ჩამოყალიბება. შესაბამისად ეს უფლებას აძლევს საზოგადოების წევრებს გააშარჟონ, გააკრიტიკონ და ა.შ.

      Like

  17. მე საერთოდ არ გავღიზიანებულვარ ებდოს კარიკატურებზე, იმაზე უფრო გავღიზიანდი ამ ყველაფერს მსხვერპლი რომ მოყვა, აი შედეგი ებდოს ასეთი ხუმრობების

    Like

    • კი ბატონო მეც გავღიზიანდი, მაგრამ ვისი ბრალია?
      მსხვერპლის თუ მკვლელის?
      ფუნდამენტალისტები და ღრმად რელიგიური ხალხი ამბობს, ნუ გამოიწვევდაო. რაც მარაზმია.
      ეს დაახლოებით იგივეა ჯორდანო ბრუნო გაამტყუნო, ნუ გამოიწვევდა ეკლესიას თავისი თეორიებით და არ დაწვავდნენო…

      კრიტიკის და შარჟის გარეთ არ უნდა იყოს არც ერთი იდეოლოგია და რელიგია. მიუხედავად იმისა რამდენად სენსიტიურად მიაჩნია ის ადამიანთა დიდ ჯგუფებს.

      Like

  18. დასახვრეტები არიან ვინც ეგ კარიკატურები შექმნეს, მერე კიდე რაღაც გამოხატვის თავისუფლებაზე ლაპააკობთ. ეგ თავისუფლება კი არა ყველანაირად შეურაცმყოფელია. სტალინისნაირი კაცი უნდათ მაგათ და გადაშენდებიან სამუდამოდ!

    Like

    • მაგ სიტყვების მიხედვით, იმ ტერორისტებზე უკეთესი სულაც არ ხარ.

      Like

  19. საერთოდ რას ნიშნავს ნორმალური და არანორმალური ხუმრობა?
    ჩემთვის თუ არანორმალურია კონკრეტული რაღაც, სხვისთვის ნორმალურია.
    არ არსებობს უნივერსალური კრიტერიუმი!
    ხუმრობა საერთოდ ძალიან სუბიექტურია.

    Like

  20. რელიგია ხალხის სულიერი საზრდოა და ნუ შევადარებთ ჯორდანო ბრუნოს, მე ხალხის შეურაცყოფაზე მაქვს საუბარი და არა ეკლესიის, ეკლესია სხვა არის და ღმერთი სხვა, არც ეს არ უნდა შეგვეშალოს, ღმერთის კრიტიკა უაზროა, იმიტომ რომ ღმერტი ასოცირდება სიყვარულთან, სიკეთესთან, აკრიტიკონ ეკლესია ვინც მართლა ცოდავს და სათავისოდ იყენებს რელიგიას, ოღონდ ფაქტებით, უამისოდ კრიტიკას აზრი აქ აქვს, შენი და ჩემი აზრი არავის აინტერესებს, ეს დაახლოვებით იგივეა რომ გამოხვიდე და შეუგინო დედა, ცოლი და შვილი ხალხს, ამას არავინ არ გვაპატიებს არც მე, არც შენ და არც ებდოს

    Like

  21. სულიერ საზრდოდ ხალხმა რა აირჩია ეს ჩემი პრობლემა არაა. მთავარი ისაა რომ ამ “სულიერი საზრდოს” სახელით ხდება უამრავი ცვლილება. ამ რელიგიამ დიდი წვლილი შეიტანა კაცობრიობის აზროვნების ჩამოყალიბებაში. შესაბამისად ბუნებრივია, რომ ვიღაცას არ მოწონს და ცდილობს შეცვალოს საყოველთაოდ აღიარებული რწმენა წარმოდგენები და იდეოლოგიები. ეს ბრძოლა ხდება, როგორც კონსტრუქციული კრიტიკით ისე შარჟით.
    სიყვარულთან ასოცირებს ნებისმიერი რელიგიის მორწმუნე თავის ღმერთს. ეს არ უნდა ნიშნავდეს იმას რომ მის ამ იდეას რაიმე იმუნიტეტი უნდა ქონდეს.
    ისლამის მიმდევრები მშვიდობის რელიგიას უწოდებენ თავის რელიგიას, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ეს სიმართლეა, არც იმას ნიშნავს რომ ვინმეს არ აქვს უფლება დასცინოს ამ აზრს ან ეჭვი შეიტანოს.
    ანალოგიურად ვიღაცა რომ ფიქრობს რომ მისი ღმერთი სიყვარულია, არ ნიშნავს რომ მართლა სიყვარულია ან ამის გამო რაიმე იმუნიტეტი აქვს მის იდეას.
    რაც შეეხება ცოლის და დედის შეგინებას. ამ კომენტარებშიც დავწერე და უამრავჯერ მაქვს ნათქვამი.
    ცოლი დედა და შვილი არის პირადი თემა, იმიტომ რომ ისინი მხოლოდ შენი ოჯახის წევრები არიან და არა 1,5 მილიარდი ადამიანის. შენ ოჯახის წევრებს, არ მოუხდენიათ დიდი გავლენა კაცობრიობის აზროვნებაზე, წესებზე, ტრადიციებზე. არ განკარგავენ ადამიანთა სიცოცხლეს და სიკვდილს. აი ღმერთების და რელიგიების სახელით კი ეს ყველაფერი ხდება.
    ჩემი როგორც რიგითი მოქალაქის იარაღი ამ ტოტალური იდეოლოგიების წინააღმდეგ არის კრიტიკა და შარჟი. ამასაც თუ მართმევს სახელმწიფო ან რელიგია, ან უმრავლესობა, მაშინ მე ვარ მონა და მეტი არაფერი. აღიარებული ჭეშმარიტების მონა.

    Like

  22. მეც იგივე ვთქვი წეღან, ნუ აკრიტიკებ იმას ვისი სახელითაც ამას აკეთებენ, ის გააკრიტიკე ვინც ამას აკეთებს, დამნაშავე ვინ არის სინამდვილეში? ღმერთი თუ ეკლესია?

    Like

    • იქნებ იდეაც არ მომწონს, იმ ადამიანებთან ერთად ვინც იყენებენ ამ იდეას?
      რატომ უნდა ქონდეს იმუნიტეტი რომელიმე იდეოლოგიას?

      Like

  23. და ძალიან მაინტერესებს რითი ცდილობს შეუცვალოს ხალხს რწმენა? რას აძლევს ადამიანს უფრო უკეთესს ვიდრე ღმერთის სიყვარულს და რწმენას? ცოტა უფრო ფაქიზი მიდგომა ჩირდება ამ ყველაფერს ვიდრე დაცინვა და უზნეო და უკულტურო კარიკატურები, მე ასე ვფიქრობ ისეთივე რიგითი მოქალაქე როგორიც თქვენ ხართ

    Like

    • სხვა რწმენით, ან იქნებ სულაც, ნატურალისტური, რაციონალური ხედვით.
      გამოგონილი არსების სიყვარულის სარგებლიანობას მილიონჯერ ჯობია რეალური ადამიანების სიყვარული, გამოგონილ არსების “მოსმენას” და მის “კაპრიზების” ამოცნობაში დახარჯულ ენერგიას ბევრად ჯობია ეს ენერგია კაცობრიობის კეთილდღეობაზე ზრუნვაში დაიხარჯოს.
      ასე რომ ბევრი რამ შეიძლება იყოს უკეთესი. შეიძლება არ მეთანხმებით მაგრამ თავისუფალი გამოხატვის უფლებაც ესაა. მე შეიძლება თქვენ არ გეთანხმებით და ვფიქრობ რომ მავნებელია ეს გამოგონილი არსების თაყვანისცემაში დახარჯული გონებრივი თუ სხვა ნებისმიერი სახის რესურსი. შესაბამისად მე და თქვენ უნდა გვქონდეს იარაღად სიტყვა. (ან ნახატი)
      უკულტურო კარიკატურა რას ქვია საერთოდ?

      Like

  24. ღმერთის რცმენა სულაც არ უშლის ხელს ადამიანს რომ ხალხის კეთილდღეობაზე იზრუნოს, პირიქით, მე მინახავს მორწმუნე ადამინები რომლებიც მიდიოდნენ და ხან შეშას უჩრიდნენ უფასოდ გაჩირვებულებს, მეგობრებში აგროვებდნენ ტანსაცმელს ან ფულს რომ მოხუცებისთვის მიეტანათ, მეც რამოდენიმეჯერ მივიღე მონაწილეობა და ზუსტად ვიცი რომ ამის პირველი ორგანიზატორები ასე ვთქვათ, მორწმუნე ადამიანები იყვნენ, ასეთ ადამიანებს რომ დაუხატავ ასეთ კარიკატურებს დიდ პასუხისმგებლობას იღებ საკუთარ თავზე ალბათ ბოლომდე უნდა თქვა კიდეც სათქმელი, მიჩირს ახლა სიტვით გამოვხატო იმ ადამიანების ემოციები ვისაც ვეხმარებოდით, ბევრია მართლა ისეთი ადამიანი ვინც ამას ყოველდღიურად აკეთებს ღმერტის სახელით კიდევ გავიმეორებ, ეს მართლა ძალიან სათუთი თემაა და ჩემი აზრით პატივისცემას იმსახურებენ ასეთი ადამიანები და თუ საწიააგმდეგო აზრი გვაქვს ვინმეს და რამის ტქმას ან დახატვას გადავწყვეტთ, ნუ ვიტყვით რომ შეურაცყოპილია? ცივი წყალი დალიოს, შეიძლება მითხრათ რომ ბევრი ფარისევლობს და სხვის დასანახად აკეთებს ამას, შეიძლება, არ გეკამათებით, პფარისევლებით რომ არის სავსე ეკლესია ეგ მეც ვიცი, მაგრამ ისიც ვიცი რომ ბევრი ამას მართლა გულით აკეთებს, შეიძლება ისიც მითხრათ რომ კეთილი საქმეს ღმერთის გარეშეც გავაკეთებო, კიი, ესეც შესაძლებელია, მაგრამ ის ვინც ამას ღმერთის სახელით აკეთებს ამას არც იძახის, მას სულში აქვს ეს, ასეა გაზრდილი, პარისეველი კი პირიქით იქცევა, ასეთებიც ბევრი მინახია, ძალიან მიჩირს სიმართლე რომ გითხრათ ამ თემაზე საუბარი, მეც ძალიან ბევრი შეკითხვა მიჩნდება, ბევრს ძალიან კარგს ვხედავ, ბევრს ძალიან ცუდს, ძალიან სათუთი და დელიკატური თემაა ეს

    Like

    • ხელს არ უშლის, ღმერთის და რელიგიის მიუხედავად (წამს თუ არ წამს) ადამიანი შეიძლება იყოს ალტრუისტი, გულისხმიერი და ა.შ. მე არ მითქვამს რომ ხელს უშლის. მაგრამ რელიგიურ რიტუალებში ლოცვებში და სხვა აქტივობებში რაც რესურსი იხარჯება შეიძლება დაიხარჯოს რაღაც მართლაც სასარგებლოში. თუმცა მარტო ესეც არაა. რელიგიური რწმენა ცვლის რაღაცეებს, ადამიანის აზროვნებაში, დამოკიდებულებაში, ქმედებაში. რაც შეიძლება ბევრი არარელიგიურისთვის არ იყოს მოსაწონი.

      Like

      • ანუ რას ამბობ პატივი არ უნდა ვცეთ სხვის რწმენას? ვისი რა საქმეა მე იესო ქრისტესი მწამს თუ შემწვარი მაკარონის ყოვლისშემძლეობის. მე მწამს და არავის აქვს უფლება გააკრიტიკოს ჩემი რწმენა. არავის საქმე არაა. ჩვენ ხო არ მივდივართ და ვეუბნებით შენც იწამე თორე მოგკლავო, საერთოდ არავინ ეუბნება იწამეო და ჩვენ რას გვერჩით ვისაც გვწამს? ჩვენთვის რაც ღირებულია იმას ნუ გათელავთ ფეხქვეშ, ხომ არავინ ამბობს თქვენც მოწიწებით მოეპყარითო, უბრალოდ შეგვეშვით დაე გვწამდეს ჩვენ უაზრო მარადიული ცხოვრების და დავფრინავდეთ არარსებულ რეალობაში!

        Like

  25. თუ სხვისი რწმენა არის საჯარო საკითხი მე მაქვს უფლება გავაკრიტიკო და გავაშარჟო.
    საჯარო თემა კი იმიტომაა რომ მილიონობით და მილიარდობით ადამიანს წამს, მან იქონია გავლენა კაცობრიობის ბევრ კარგ თუ ცუდ მიღწევაზე და ა.შ. გავლენა არის არა მხოლოდ ისტორიული არამედ ამჟამადაც უამრავი ადამიანი ამ რწმენის მიხედვით გეგმავს და ახორციელებს ცხოვრებას, რაც ჩემზეც და ყველა ადამიანზეც მოქმედებს, ხან კარგად ხან ცუდად (უფრო ცუდად) შესაბამისად მე მაქვს უფლება, გამოვხატო ჩემი აზრი, თუნდაც ნახატით, და ვერავის ვერ მივცემ გარანტიას რომ ყველას მოეწონება.
    რამდენჯერ უნდა დავღეჭო ეს ერთიდაიგივე? ვერ იგებ თუ არ გინდა გაგება?
    სხვის რწმენას პატივს ვცემ მაშინ როცა მისი რწმენა არ მოქმედებს მთელ მსოფლიოზე და მათ შორის ჩემზე. მე იმ რწმენას ვერ ვცემ პატივს რომელსაც წმინდა წიგნში უწერია რომ ადამიანი უნდა მოკლა იმისთვის რომ ჰომოსექსუალია, ან არ წამს შენი რელიგიის (ბიბლიას და ყურანს გადაავლე თვალი)
    გწამდეს იესო, თუგინდა კუკულკანი, მე არ მოვდივარ და არ გიშლი მაგ რწმენას. მე ვაკრიტიკებ საჯარო იდეას, რომელიც შენ აირჩიე. (შენი არჩევანი შენი პრობლემაა)
    “ჩვენთვის რაც ღირებულია იმას ნუ გათელავ”
    სიტყვაზე ჩემთვის ღირებულია ძროხა (ინდოელები წმინდა ცხოველად აღიქვამენ)
    მოდი ეხლა, ნუ გათელავ ჩემთვის ღირებულ რამეს და ნუ შეჭამ ძროხის ხორცს, კარაქს, მაწონს, არაჟანს. იმიტომ რომ ეს ჩემი შეურაცხყოფაა.მილიონჯერ ვთქვი უკვე რომ რელიგიური გრძნობები სუბიექტურია და ვიღაცას იესო რომ მიაჩნია ღირებულად ვიღაცას შეიძლება ჭიჭიკო მიაჩნდეს. ასე რომ ყველას კაპრიზს ვერ გაითვალისწინებ.
    გაიგეთ რომ შენთვის რომ ვიღაცა ან რაღაცა ღირებულია, ის ასევე კაცობრიობის მონაპოვარია, კაცობრიობის თითოეულ წევრს აქვს უფლება ამ მონაპოვარზე გამოთქვას აზრი, აზრი ბუნებრივად ვერ მოეწონება ყველას.

    Like

  26. ჰო კაი მაგრამ წმინდა წიგნში ეგრე წერია თუ ადამიანი ჰომოსექსუალია უნდა მოკლაო?

    Like

  27. კი მასე წერია, აგერ: “ლევიანნი: 20:13 ვინც მამაკაცთან დაწვება ისე, როგორც ქალთან წვებიან, სიბილწეს ჩაიდენენ ორივენი. უნდა მოკვდნენ. მათზეა მათი სისხლი.”
    http://www.orthodoxy.ge/tserili/biblia/levianni/levianni-20.htm

    Like

  28. კაი ეხლა იტყვი ფაშისტი ხარ, ტერორისტი და მკვლელიო, მაგრამ მაინც უნდა გკითხო, რატომ არ უნდა დაიხოცონ ეგენი? ნუ შეიძლება სიკვდილი ზედმეტად მძიმე სასჯელია, მაგრამ რაიმე გზით ხო უნდა დაისაჯონ? ხო უნდა დააპატიმრონ მაინც?

    Like

  29. ორი ვარიანტია, ან ტროლი ხარ, ან მართლა გაწუხებს ეგეთი აზრები
    ორივე შემთხვევაში ვწყვეტ შენთან დისკუსიას
    ნახვამდის!

    Like

  30. დილა მშვიდობის, ახლა გადავიკითხე თქვენი საუბარი წმინდა წერილთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა დასაგმობია ის აზრი რომ ჰომოსექსუალი უნდა დაისაჯოს, მითუმეტეს მოკვდეს, ამაზე საუბარიც არ შეიძლება, მაგრამ ეს მაშინდელი დროის ე.წ. კანონები იყო და მეტი არაფერი, როგორც ახლა ადგენს კანონებს პარლამენტი, ნოემ პირველი ქვა თვითონ ესროლა ქმრის მოღალატე ქალს და ჩაქოლეს ღმერთის სახელით, რა თქმა უნდა ესეც დასაგმობია, ეს იმ დროისთვის საჩირო და აუცილებელი კანონები იყო თუნდაც იმიტომ რომ მაშინ არ იყო დამცავი საშუალებები და ვენერიული დაავადებები შეძლება გავრცელებულიყო და ხალხი დახოცილიყო, შემდეგ უკვე ქრისტემ გადაარჩინა მეძავი ჩაქოლვას, ვინც უცოდველი არის პირველმა იმან ესროლოს ქვა, აი ამ სიტყვებს ახლა რომ იტვალისწინებდნენ არც ტერაქტი მოყვებოდა ებდოს კარიკატურებს და არც ამდენი ომი და სისხლისღვა არ იქნებიდა გამეფებული მსოფლიოში, რატომღაც მგონია რომ ხალხის აზროვნების სხვანაირად ჩამოყალიბებას რასაც თქვენ არ ეთანხმებით და არ არის მოსაწონი თქვენთვის, ხელი შეუწყო ეკლესიამ, რომელიც ხან ჯავშანტექნიკას აკურთხებს და ხან ომისკენ მოუწოდებს იმ მოტივით რომ თუ ქვეყნის გულისთვის მტერს მოკლავ სამოთხეში მოხვდები, ხალს მშვიდობა, სიყვარული და დაცვა ჭირდება, რომელსაც არც აღარავის იმედი აღარ აქვს თუ არა ღმერთის, ხალხს სწამს რომ ერთადერთი ღმერთს შეუძლია გადაარჩინოს ის და თავისი შვილები ბოროტისგან და ეს რწმენა მოდის ათასწლეულებიდან, თქვენ არ იფიქროთ რომ ენა მექავება და იმიტომ ვწერ ამდენს ან იმიტომ გეკამათებით რომ დაგარწმუნოთ მე ვარ მართალი და თქვენ ცდებით, ძალიან კარგად მესმის თქვენიც და იმათიც ვისაც სწამს ღმერთის, უბრალოდ მინდა ეს პრობლემები ისე გადაიჭრას რომ არცერთი უდანაშაულო ადამიანის სისხლი არ დაიღვაროს, არც მორწმუნის და არც ურწმუნოს, სამწუხაროდ ძალიან ბევრი გაკვეთილი მივიღეთ ისტორიიდან ამისი

    Like

    • “მაშინდელი დროის კანონი” იყო. გასაბებია რომ ღმერთის ქცევა და მორალიც იმ საზოგადოებას შეესაბამებოდა სადაც ეს ღმერთი გაჩნდა. (ეს სერიოზული არგუმენტია იმის საწინააღმდეგოდ რომ ბიბლია ყოვლად კეთილმა ზებუნებრივმა არსებამ შთააგონა ადამიანებს) მაგრამ რელიგია რომელიც დღესაც ამბობს რომ მისი წიგნი ღმერთმა “დაწერა” არ უარყოფს ამ არქაული მორალის ელემენტებს, არ იღებს თავისი სახელმძღვანელოდან, და ხშირად აიგნორებს, ვითომც არაფერიო. და კიდევ უფრო ხშირად მსგავს პასაჟებზე დაყრდნობით ცოდვად აცხადებს ამა თუ იმ ქმედებას ან ბუნებას. აი იქ მინიმუმ დიდი უნდობლობა უნდა დაიმსახუროს ადეკვატური ადამიანების თვალში.
      იმ დროისთვის საჭირო და აუცილებელი არამგონია ყოფილიყო ადამიანის სიკვდილით დასჯა, მხოლოდ იმიტომ რომ შეშას აგროვებდა შაბათს. არამგონია საჭირო ყოფილიყო ჰომოსექსუალების და სხვა რწმენის ადამიანების მოკვლა. არა დამჯერი შვილის ქვებით ჩაქოლვა და მოკვლა. ამ წესებს არანაირი გამართლება არ აქვს დღეს და არც მაშინ ექნებოდა რაიმე პრაქტიკული დანიშნულება.
      კიდევ ერთი საკითხია, ქრისტიანებს ბიბლია მიაჩნიათ არა მხოლოდ 2000+ წლის წინანდელ ხალხთა მორალურ სახელმძღვანელოდ, არამედ ყველა დროის ადამიანისთვის რელავენტურად.
      ლიბერალი ქრისტიანები უბრალოდ აიგნორებენ ამ პასაჟებს, რომლებიც არ მოსწონთ. და მარტო ქრისტეს რამდენიმე “კარგი” საქციელი აქვთ დაზეპირებული სადემონსტრაციოდ.(ბევრმა არც იცის რომ ძველ აღთქმაში ასეთი რამეები წერია)

      გასაგებია თქვენი სურვილი, მეც ვუერთდები მაგ სურვილს. მშვიდობას არაფერი ჯობია, მშვიდობა არის ყველანაირი პროგრესის და კეთილდღეობის წინაპირობა. თუმცა პირში წყალის ჩაგუბება და თავისუფალი გამოხატვის მოწყობის ხარჯზე არაფერი არ იქნება უკეთ. კარიკატურას არ დახატავ და ფუნდამენტალისტი და ტერორისტი სხვა რამეზე მოგდებს შარს. ასაერთოდ ისლამისტურ რადიკალებს უნდათ მონოკულტურული მსოფლიო, ასე რომ ნებისმიერი განსხვავება და თავისუფალი აზრი აღიზიანებთ.

      Like

  31. მე არ მითქვამს პირში წყალი ჩავიგუბოთმეთქი, ხომ შეიძლება მაგალითად, შეიკრიბოს ის საზოგადოება რომელსაც ეს პრობლემა აწუხებს და რაიმე ხერხით მიიტანოს ხალხის ყურამდე, გააგებინოს ადამიანებს რა არის სიმართლე და რას გვატყუებს ეკლესია? ხომ შეიძლება დაისახოს რაგაც გეგმა რომლის შედეგიც თუ ყველასთვის არა, უმეტესობისთვის მაინც მისაგები იქნება? იქნებ ის მორწმუნე რომელიც ტყუილში ცხოვრობს მიხვდეს რაც ხდება და შეუერთდეს ამ საზოგადოებას და ბოლოს ისე მომრავლდნენ რომ შეძლონ საქმის ბოლომდე მიყვანა? თუ ნებისმიერი გადადგმული ნაბიჯი კონტროლდება და ახლა მე რომ ეს დავწერე შეიძლება შემაყუდონ კიდეც?

    Like

  32. ჩვენ სამეცნიერო ცოდნის ჯერ კიდევ გარიჟრაჟზე ვიმყოფებით, რაც უფრო ახლოს ვართ განთიადთან, მით უფრო ნათელია ჩვენი დილა, მით უფრო ცხადად გვეხატება გონიერი შემოქმედის ქმნილებანი. ახლა სამეცნიერო მორჩილების სულისკვეთებით, ცოდნაზე დაფუძნებული რწმენის სულისკვეთებით, ჩვენ სულ უფრო ვუახლოვდებით ღმერთის არსებობის ურყევ რწმენას. პირადად მე შვიდი გარემოება მაქვს, რომელიც განსაზღვრავს ჩემს რწმენას ღმერთში. აი ისინიც:

    პირველი: სავსებით მკაფიო მათემატიკური კანონი ამტკიცებს, რომ სამყარო შექმნილია უმაღლესი გონების მიერ. წარმოიდგინეთ, რომ ტომარაში ათი მონეტა ჩააგდეთ. მონეტები, მათი ღირებულების მიხედვით, ერთიდან ათ ცენტამდე. შემდეგ შევარხიოთ ტომარა. ახლა შეეცადეთ ამოიღოთ მონეტები ერთმანეთის მიყოლებით მათი ღირებულების რიგის მიხედვით იმ პირობით, რომ ყოველ მონეტას ისევ ჩავდებთ უკან და ისევ შევარხევთ ტომარას. მათემატიკა ამბობს, რომ ჩვენს განკარგულებაში ერთი შანსია ათიდან, რომ პირველივე ცდაზე ამოვიღოთ ერთი ცენტის ღირებულების მონეტა. ერთცენტიანი რომ ამოვიღოთ, და მის მომდევნოდ ორცენტიანი, ჩვენი შანსი უკვე ასიდან ერთს გაუტოლდება. ზედიზედ სამი მონეტა რომ ამოვიღოთ – შანსი ათასიდან ერთია და ა.შ. დაწესებული რიგის მიხედვით ათივე მონეტა რომ ამოვიღოთ, ჩვენ გვაქვს ერთი შანსი ათი მილიარდიდან.

    იგივე მათემატიკური მსჯელობანი ცხადყოფენ, რომ დედამიწაზე სიცოცხლის წარმოქმნისა და განვითარებისათვის საჭიროა იმდენად წარმოუდგენელი რაოდენობის ურთიერთობა და ურთიერთკავშირი, რაც გონიერი მიმართულების გარეშე, უბრალო შემთხვევითობის წყალობით, ვერაფრით წარმოიქმნება. დედამიწის ზედაპირზე ბრუნვის სიჩქარე განისაზღვრება ათასი მილით საათში. დედამიწა რომ ბრუნავდეს ასი მილით საათში, მაშინ ჩვენი დღეები და ღამეები ათჯერ უფრო გრძელი იქნებოდა. ხანგრძლივი დღის განმავლობაში მზე გადაწვავდა ყოველივე ცოცხალს, ხანგრძლივი ღამის განმავლობაში ყოველივე ცოცხალი გაიყინებოდა.

    ამასთანავე – მზის ტემპერატურა ფარენგეიტით 12000 გრადუსია. დედამიწა სწორედ იმდენითაა დაშორებული მზეს, რამდენითაც საჭიროა, რომ ამ “მარადიულმა ცეცხლმა” საჭიროებისამებრ გაგვათბოს, არც მეტად, არც ნაკლებად! მზე რომ ნახევარზე ცოტა სითბოს გვაძლევდეს, გავიყინებოდით. ორმაგ სითბოს რომ გვაძლევდეს – სიცხისაგან დავიღუპებოდით.

    დედამიწის დახრილობა 23 გრადუსის ტოლია. აქედან წარმოსდგება წელიწადის დროები. დახრილობა სხვანაირი რომ იყოს, ოკეანის ანაორთქლი წინ და უკან იმოძრავებდა, სამხრეთით და ჩრდილოეთით, და ყინულის უზარმაზარ კონტინენტებს დაახვავებდა. თუკი მთვარე, მისი ახლანდელი დისტანციის ნაცვლად, 50000 მილით იქნებოდა დაშორებული ჩვენგან, მიქცევები და მოქცევები ისეთ გრანდიოზულ მაშტაბებს მიიღებდა, ყველა კონტინენტი წყალქვეშ აღმოჩნდებოდა დღე-ღამეში ორჯერ. შედეგად, მთებიც კი ჩაირეცხებოდა. დედამიწის ქერქი შედარებით სქელი რომ ყოფილიყო, ვიდრე ახლაა, ზედაპირზე არასაკმარისი რაოდენობით იქნებოდა ჟანგბადი, და ყოველივე ცოცხალი დასაღუპად იქნებოდა განწირული. თუკი ოკეანე შედარებით ღრმა იქნებოდა, ნახშირმჟავა შთანთქავდა მთელ ჟანგბადს, და ყოველივე ცოცხალი, ისევ და ისევ დაიღუპებოდა. თუკი ატმოსფერო, დედამიწას გარშემო რომ ეკვრის, ოდნავ თხელი იქნებოდა, მილიონობით მეტეორი, ყოველდღიურად რომ იწვება მასში, დედამიწაზე უცვლელი სახით დაენარცხებოდა და ყველგან აურაცხელ ხანძარს გამოიწვევდა.

    ეს და უამრავი სხვა მაგალითი მოწმობს, რომ დედამიწაზე სიცოცხლის შემთხვევითი აღმოჩენისათვის არ არსებობს არც ერთი შანსი მრავალი მილიონიდან.

    მეორე: იმ წყაროების სიუხვე, საიდანაც სიცოცხლე ძალებს იკრებს თავისი ამოცანის შესასრულებლად, თავისთავად იმის მტკიცებულებაა, რომ არსებობს ყოვლისშემძლე და თვითწარმოქმნადი გონება. აქამდე ვერც ერთმა ადამიანმა ვერ შეძლო ჩასწვდომოდა სიცოცხლის საიდუმლოს.მას არც წონა გააჩნია, არც ზომა, მაგრამ უტყუარად გააჩნია ძალა. მზარდ ფესვს კლდის გარღვევა შეუძლია. სიცოცხლემ დაამარცხა წყალი, ჰაერი და ხმელეთი, დაეუფლა მათ ელემენტებს, აიძულა დაეშალათ და გარდაექმნათ მათივე შემადგენელი კომბინაციები.

    სიცოცხლე – მოქანდაკეა, ყოველივე ცოცხალს რომ ფორმას ანიჭებს, მხატვარია, ხეზე ყოველი ფოთლის ფორმას რომ კვეთს, ყოველი ყვავილის ფერს რომ განსაზღვრავს. სიცოცხლე – მუსიკოსია, ფრინველთ სიყვარულის სიმღერა რომ შეასწავლა, ხოლო მწერებს – აურაცხელი ბგერის გადმოცემა და ერთურთის ძახილი-მოწოდება. სიცოცხლე – უნატიფესი ქიმიკოსია, რომელმაც გემო მიანიჭა ნაყოფს, სურნელება ყვავილებს, ქიმიკოსი, რომელიც წყალსა და ნახშირმჟავას შაქრად აქცევს და იღებს ჟანგბადს, ასე რომ, აუცილებელია ყოველივე ცოცხალისათვის.

    აი, ჩვენს წინაშეა პროტოპლაზმის წვეთი, თითქმის უხილავი წვეთი, გამჭვირვალე, ჟელეს რომ წააგავს, შეუძლია მოძრაობა და ენერგიას მზისგან იღებს. ეს უჯრედი, მტვრის ეს გამჭვირვალე ნაწილი სიცოცხლის ჩანასახს წარმოადგენს და გააჩნია ძალა, სიცოცხლე გადასცეს დიდს და მცირეს. ამ წვეთის, ამ მტვრის ნაწილაკის ძალა გაცილებით მეტია, ვიდრე ჩვენი არსებობის ძალა, ადამიანებსა და ცხოველებზე ძლიერია, რადგანაც იგი ყოველივე ცოცხალის საფუძველია, ბუნებას არ შეუქმნია სიცოცხლე. ცეცხლით გახლეჩილი კლდეები და მტკნარწყლიანი ზღვები ვერ უპასუხებდნენ იმ მოთხოვნებს, რასაც სიცოცხლე თავისი არსებობისათვის აყენებს. მაშ ვინ ჩადო სიცოცხლე პროტოპლაზმის ამ ნაწილაკში?

    მესამე: ცხოველების გონება უცილობლად მეტყველებს გონიერ შემოქმედზე, რომელმაც ინსტინქტი ჩააგონა არსებებს, რომლებიც მის გარეშე უმწეონი და უსარგებლონი იქნებოდნენ.ახალგაზრდა ორაგული თავის ახალგაზრდობას ატარებს ზღვაში, შემდეგ მშობლიურ მდინარეს უბრუნდება და მოძრაობს მასში სწორედ იმ მხრიდან, რომლითაც მიდიოდა ქვირითი, რომლისგანაც ის იშვა. რა ამოძრავებს მას ასეთი სიზუსტით? თუკი მას სხვა გარემოში მოვათავსებთ, ის მაშინვე იგრძნობს, რომ მიმართულება აერია და დაიწყებს გზის გაკვალვას მთავარი ნაკადისაკენ, შემდეგ დინების საწინააღმდეგოდ წავა და თავის ბედს განსაზღვრული სიზუსტით აღასრულებს.
    კიდევ უფრო მეტ საიდუმლოს ინახავს გველთევზას ქცევა. ეს საოცარი არსებები მოწიფულობის ხანაში მოგზაურობენ ყველა წყალსატევიდან, მდინარისა და ტბიდან, ევროპაშიც რომ იყვნენ, ათას მილს გაივლიან ოკეანეში და ბერმუდის კუნძულების ზღვის სიღრმეებში მოხვდებიან . აქ გამრავლების აქტს აღასრულებენ და კვდებიან. პატარა გველთევზები, რომლებსაც, თითქოს, არანაირი წარმოდგენა არა აქვთ არაფერზე, ადვილად დაკარგვაც კი შეუძლიათ ოკეანის სიღრმეებში, მიდიან თავისი მამების გაკვალული გზებით, იმავე მდინარეებით, წყალსატევებითა და ტბებით, საიდანაც დაიწყეს თავიანთი გზა ბერმუდის კუნძულებამდე. ევროპაში არც ერთხელ არ დაუჭერიათ გველთევზა, რომელიც ამერიკულ წყლებს ეკუთვნის, ასევე ამერიკაშიც, არცერთხელ არ დაუჭერიათ ევროპული გველთევზა. ევროპული გველთევზა მოწიფულობას ერთი წლით გვიან აღწევს, რისი წყალობითაც დაასრულებს მოგზაურობას. მაშ სად იბადება ეს იმპულსი , მიმართულებას რომ განსაზღვრავს?

    კრაზანა, კალიის დამარცხების შემდეგ, ზუსტად განსაზღვრულ ადგილას განგმირავს მას, ამ დარტყმისაგან კალია “კვდება”. ის კარგავს გრძნობას და ცოცხლობს, თუმცა კონსერვირებული ხორცის სახით. ამის შემდეგ კრაზანა დებს კვერცხს იმ ანგარიშით, რომ ახალგამოჩეკილ კრაზანებს შეეძლებათ კალიის წოვა, მისი მოკვლის გარეშე. მკვადარი ხორცი მათთვის მომაკვდინებელი იქნებოდა. ამ სამუშაოს შესრულების შემდეგ დედა-კრაზანა მიფრინავს და კვდება. ის თავის შვილებს ვერასდროს იხილავს. ეჭვიც არაა იმისა, რომ თითოეული კრაზანა ამ სამუშაოს ასრულებს პირველად თავის ცხოვრებაში, ყოველგვარი განსწავლის გარეშე, და აკეთებს ამას ზუსტად ისე, როგორც საჭიროა, წინააღმდეგ შემთხვევაში, საიდან გაჩნდებოდნენ კრაზანები? ეს მისტიკური ტექნიკა ვერ აიხსნება იმით, რომ კრაზანები ერთმანეთისაგან სწავლობენ. ეს მათ სისხლსა და ხორცშია ჩადებული.

    მეოთხე: ადამიანი ფლობს გაცილებით ბევრს, ვიდრე ცხოველური ინსტინქტია.მას გონება გააჩნია. არ ყოფილა და არც არის ისეთი ცხოველი, რომელსაც ათამდე თვლა შეუძლია. მას არც კი ძალუძს ჩასწვდეს ათის მნიშვნელობას. თუკი ინსტინქტის შედარება შეიძლება ფლეიტის ერთ ნოტთან, მშვენიერ, მაგრამ შეზღუდულ ბგერასთან, მაშინ უნდა ვაღიაროთ , რომ ადამიანის გონებას ძალუძს ჩასწვდეს ყველა ნოტს და არა მხოლოდ ფლეიტისას, არამედ ორკესტრის ყველა ინსტრუმენტისას.ღირს კი ვისაუბროთ კიდევ ერთ პუნქტზე :ჩვენი გონების წყალობით ჩვენ შეგვიძლია მსჯელობა იმაზე, თუ ვინ ვართ, და ეს ნიჭი მხოლოდ იმით განისაზღვრება, რომ ჩვენში ძევს სამყაროს გონების ნაპერწკალი.

    მეხუთე: გენების საოცრება – მოვლენა, რომელიც ვიცით, მაგრამ რომელიც უცნობი იყო დარვინისათვის – მოწმობს იმაზე, რომ ყოველივე ცოცხალზე თავიდანვე იყო ზრუნვა. გენების სიდიდე ისე საოცრად უმნიშვნელოა, ყველა გენი, რომელთა წყალობითაც არსებობს კაცობრიობა დედამიწაზე, ერთად რომ შეიკრიბოს, სათითეში მოთავსდებოდა და სათითე არც კი გაივსებოდა! და მაინც, ეს ულტრამიკროსკოპული გენები და მათი თანმხლები ქრომოსომები ყოველი ცოცხალის ყოველ უჯრედშია და წარმოადგენს აბსოლუტურ გასაღებს ადამიანის, ცხოველისა და მცენარის თვისებების ახსნისათვის. სათითე! მასში ეტევა ორი მილიარდი ადამიანური არსების ყველა ინდივიდუალური თვისება.და ამაში ეჭვიც არ შეგეპაროთ. და თუკი ეს ასეა, მაშინ როგორ ხდება, რომ გენი თითოეული ცალკეული არსების ფსიქოლოგიის გასაღებსაც შეიცავს, ათავსებს რა მას უმცირეს მოცულობაში? აი, სად იწყება ევოლუცია! ის იწყება ერთეულში, რომელიც გენების მცველი და მატარებელია. და ის ფაქტიც, რომ რამდენიმე მილიონი ატომი, რასაც შეიცავს ულტრამიკროსკოპული გენი, შეიძლება აღმოჩნდეს დედამიწაზე სიცოცხლის აბსოლუტური გასაღები, ეს მტკიცებულებაა, რომ ყოველ ცოცხალ არსებაზე ზრუნავენ, ვიღაცამ ყოველივე წინასწარ გაითვალისწინა და რომ ეს შემოქმედი გონებისაგან მომდინარეობს. არავითარ სხვა ჰიპოთეზას არ ძალუძს ყოფიერების გამოცანის ამოცნობა.

    მეექვსე: ბუნების ეკონომიკაზე დაკვირვებისას ჩვენ იძულებული ვართ ვაღიაროთ, რომ მხოლოდ უკიდურესად სრულყოფილ გონებას შეუძლია წინასწარ განსაზღვროს ის ურთიერთობები, ასეთ რთულ მეურნეობაში რომ წარმოიშვება.

    მრავალი წლის წინ ავსტრალიაში ცოცხალი ღობის სახით დარგული იქნა კაქტუსის ზოგიერთი შეტანილი სახეობა. მტრული მწერების არარსებობის გამო კაქტუსი გამრავლდა ისეთი გასაოცარი ოდენობით, რომ ხალხმა მასთან საბრძოლველად გზების ძებნაც კი დაიწყო. კაქტუსი კი გავრცელებას განაგრძობდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ ფართობი, რომელიც მან დაიკავა, ინგლისის ფართობზე მეტი აღმოჩნდა. მან ხალხიც კი განდევნა ქალაქებიდან და სოფლებიდან, ანადგურებდა ფერმებს. საბოლოოდ, მოხერხდა იმ მწერის აღმოჩენა, რომელიც უშუალოდ კაქტუსით იკვებებოდა. ის ადვილად მრავლდებოდა და ავსტრალიაში მოწინააღმდეგეც არ ჰყავდა. მალე მწერმა დაამარცხა კაქტუსი. კაქტუსმა უკან დაიხია. ამ მცენარის რაოდენობამ იკლო, იკლო მწერების რაოდენობამაც. დარჩა მხოლოდ იმდენი, რამდენიც საჭირო იყო კაქტუსის მუდმივი ზედამხედველობისათვის.

    მსგავსი მაკონტროლებელი ურთიერთკავშირები ყველგანაა.ისე მართლაც, რატომაა, რომ მწერები, ასე გასაოცრად რომ მრავლდებიან, არ ღუპავენ ყოველივე ცოცხალს? იმიტომ რომ ფილტვებით კი არა, ტრაქეებით სუნთქავენ. მწერი რომ იზრდება, მისი ტრაქეები პროპორციულად არ იზრდება. აი ამიტომაც არც იყო და არც შეიძლება იყოს უზარმაზარი მწერი.ეს შეუსაბამობა მათ ზრდას აფერხებს.ეს ფიზიკური კონტროლი რომ არა, ადამიანი დედამიწაზე არსებობას ვერ შეძლებდა. მხოლოდ წარმოიდგინეთ ლომისხელა ხარაბუზა.

    მეშვიდე: ის ფაქტი, რომ ადამიანს ძალუძს აღიქვას ღმერთის არსებობის იდეა, თავისთავად საკმარისი მტკიცებულებაა.კონცეფცია ღმერთზე წარმოიშვება ადამიანის იმ საიდუმლო ნიჭის შედეგად, რასაც ჩვენ წარმოსახვას ვუწოდებთ. მხოლოდ ამ ძალის დახმარებით, და მხოლოდ მისი დახმარებით, ადამიანს (და არა რომელიმე სხვა ცოცხალ არსებას შეუძლია აბსტრაქტული საგნების დადასტურება. ეს ნიჭი საოცარ შესაძლებლობებს იძლევა. მართლაც, ადამიანის სრულყოფილი წარმოსახვის წყალობით სულიერი რეალობის შესაძლებლობაც წარმოიქმნება, და ადამიანს ძალუძს მიზნისა და ამოცანის მთელი სიცხადით განსაზღვროს დიადი ჭეშმარიტება, რომ ზეცა ყველგანაა და ყველაფერში, ჭეშმარიტება, რომ ღმერთი ყველგანაა და ყველაფერში, რომ ის ჩვენს გულებში ცოცხლობს.

    და აი, როგორც მეცნიერების, ისე წარმოსახვის მხრიდან, ჩვენ მეფსალმუნის სიტყვების დასტურს ვპოულობთ:”ზეცა გვამცნობს უფლის დიდებას, ხოლო მის ქმნილებას ღაღადებს მიწა”. ცნობილი ქირურგი, კიოლნის, ბონისა და ბერლინის უნივერსიტეტების ყოფილი პროფესორი , ავგუსტინ ვირი ამბობს:” რომ მომხდარიყო მეცნიერებისა და რელიგიის წინააღმდეგობრიობა, ჰარმონია მათს ურთიერთობებში მალევე აღსდგებოდა ურთიერთჩაწვდომით უფრო ზუსტი მონაცემების საფუძველზე “.

    ავტორი: აბრაჰამ კრესი მორისონი

    ამერიკელი ქიმიკოსი და ნიუ იორკის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი

    აი წყარო თუ არ გჯერა: http://www.faith.ge/?p=63

    Like

  33. faith.ge მაგარი წყაროა რა…
    ტენდენციური, საკუთარი რელიგიის გაპრავებაზე ორიენტირებული ვიღაც ჭიჭიკოს შექმნილი ბლოგი, კაცმა არ იცის საიდან აიღო ეს სტატია და მართლა ნიუ იორკის მეცნიერებათა აკადამიის პრეზიდენტს ეკუთვნის თუ არა.
    მორწმუნე მეცნიერები არსებობენ, მაგრამ ესეთ უაზრობებს არამგონია წერდნენ
    ისეთი შთაბეჭდილება იქნმება რომ ტიპს ევოლუციაზე არ აქვს წარმოდგენა.
    მეორეც არანაირი მათემატიკური კანონი არ ამტკიცებს ღმერთის არსებობას.
    ის რომ სიცოცხლის წარმოშობას მცირე შანსი აქვს, ავტომატურად არ მიანიშნებს არაფერზე. სტატისტიკურად ჩვენ სამყაროში მილიარდობით და ტრილიონობით პლანეტაა, აქედან ზოგიერთზე რომ შესაძლებელია ორგანული მოლეკულების თვითკოპირება და ევოლუცია, არაფერს არ გეუბნება, ზეციური დიზაინერზე.
    ეგ ტიპი რასაც ამბობს არ არის მეცნიერული მსჯელობა, ეგ არის პირადი ემოციებზე დაფუძნებული არგუმენტები (საერთოდ არგუმენტებიც არაა) დაახლოებით ამ სახის, რა ლამაზია პეპელა.. უი რა ლამაზია, ზნაჩით ღმერთმა შექმნა.,
    რეზიკო ძალიან გთხოვ ნუღარ ოფლიანდები ტყუილად.
    მე დაგემშვიდობე უკვე, ამის მერე აღარ ვაპირებ წავიკითხო და ვუპასუხო შენ კომენტარებს.
    თუ რამე გაინტერესებს იმეცადინე და ისწავლე!

    Like

  34. michael გასაგებია შენი პოზიცია, მაგრამ ბოლოს მაინც ინანებ და გვიან არ მინდა იყოს, შენთვის გეუბნები ისევ.
    1) ვოლტერს ცნობილ ცინიკოსს, საშინელი აღსასრული ჰქონია, მოწყალების და, რომელიც მას უვლიდა, ამბობდა “მთელი ევროპის პულის ფასადაც კი არ ვისურვებდი მეყურებინა ურწმნოს აღსასრულისათვის, — იგი მთელი ღამე ყვიროდა და ითხოვდა შეწყალებას.
    2)დევიდ ჰიუმი– ათეისტი, საშინელი იყო მისი სასოწარკვეთილება და ყვიროდა ” ცეცხლის ალში ვარ გახვეული ”
    3)ჰაინრიხ ჰაინეც– დიდი ცინიკოსი გახლდათ, თუმცა სიკვდილის წინ მოინანია, სიცოცხლის დასასრულს მან დაწერა ლექსი ” ძველი სიმღერა დაიმსხვრა ქვაზე”, რომელიც მთავდება შემდეგი სიტყვებით: “უფალო, უფალო ჩემო, მდავლად გიხრი თავს, შემინდე, შემინდე ჩემი შიმღერები.”
    4)ტალეირანი– “მე ვიტანჯები, როგორც წარწყმედილი”.
    5)კარლოს IX–“მე დაღუპული ვარ, ამას აშკარად ვგრძნობ.”

    7)ლენინი– გარდაიცვალა გონებადაბნეული, იგი მაგიდას და სკამებს თხოვდა ცოდვათა მიტევებას– რაოდენ შემზარავია მილიონობით ადამიანთა ბელადის, იდეალის ასეთი სამარცხვინო აღსასრული.

    9)იაგოდა– რუსეთის საოდუმლო პოლიციის უფროსი– “ეტყობა ღმერთი არსებობს, იგი მსჯის ჩემი ცოდვებისათვის”.

    Like

    • მორწმუნეების მოგონილი მითებია
      ზოგიერთი მართალიც რომც იყოს. ადამიანს უნდა რომ არ მოკვდეს, სულ იარსებოს, ზოგიერთი შეიძლება სისუსტეს იჩენს ამ უკანასკნელ მომენტში, რა არის ამაში გასაკვირი? ეს არანაირად არ არის არგუმენტი რომელიმე სერიოზული დებატებში.

      Like

  35. მეცნიერების 99% კი სწამს ღმერთის არსებობის და შენ იმათზე ჭკვიანი გგონია თავი? თუ არ გჯერა რომ მართლა 99% სწამს გადაამოწმე მამა თეოდორე ამბობს თვითონ ერთ-ერთ ლექციაში.

    Like

    • მამა თეოდორემ მოგატყეა ეგ?
      ჯერ იქნებ რეალურ მონაცემებს გაცნობოდი.

      მეცნიერების უმეტესობას არ წამს, მამა თეოდორე კი რატომ არის ამ საკითხში რამენაირად კომპეტენტური? იმიტომ რომ მამაოა? ჩემი აზრით ეგ კაცი არის ცრუპენტელა და ფსევდოინტელექტუალური ყურმოკრული მეცნიერების ტირაჟირებას ახდენს.

      Like

  36. მამა თეოდორე ძალიან განათლებულია და ყველა ადამიანის მიმართ არის ჰუმანური და უყვარს ყველა განურჩევლად წარმომავლობისა და რასისა

    Like

    • დავიჯერე
      ფეისბუქი არ აქვს? შევალ გულებს დავუწერ😀
      განსაკუთრებით ზანგები რომ უყვარს ვიცი, მოვისმინე ერთხელ ვიდეო ლექციაში.

      Like

  37. და ისეთს რას ამბობს მაგ ვიდეო ლექციაში რომ ეჭვი ბშეიტანე?

    Like

  38. ათეისტებს არ გჯერათ არანაირი ზებუნებრივის, სინამდვილეში კი ისინი არსებობენ და ამას მეცნიერებიც არ უარყოფენ. საერთოდ ღმერთის არსებობაც დიდი ხანია დაამტკიცეს მეცნიერებმა რაზეც ორი აზრი არ არსებობს, მიკვირს რომ აქამდე არ იცოდი. აი ნახე როგორ დევნის მეუფე იობი ეშმაკს ადამიანის სხეულიდან https://www.youtube.com/watch?v=pcwVipEs9wQ. მანდ კიდე სხვა ვიდეოებიც არის კვეთებულის ლოცვებზე, აი ფაქტიც ეგ არის. რომ ამბობ ფაქტი მანახეო აი ფაქტი. ეხლა არ თქვა ეგ მსახიობობს სინამდვილეში რ ყავს ჩასახლებულიო, იქ არის მორწმუნე ხალხი და ხედავენ ყველაფერს. თანაც ეშმაკის ჩასახლება ადრეც ხდებოდა ხოლმე.

    Like

  39. ღმერთის არსებობა დაამტკიცეს? ეგ ვინ გითხრა? მამაომ?
    თქვენ მორწმუნეებს სულ სხვა რეალობაში გაცხოვრებენ მამაოები, როგორც ჩანს არ შეგიძლიათ სანდო წყაროების გარჩევა. ცუდად გესმით საერთოდ მეცნიერების არსი და მნიშვნელობა. იმიტომ რომ ნებისმიერ კომპეტენტურ პირს სასაცილოდ არ ეყოფა მსგავსი განცხადება.(მორწმუნე იქნება თუ ურწმუნო)
    რაც შეეხება მაგ ვიდეოს ეგ არანაირი ფაქტი არაა. ვიღაც ადამიანი იჯღანება, რა მერე? სადაა ეშმაკი? რატომ უნდა დავიჯერო რომ მაინცდამაინც ეშმაკი აკეთებინებს მაგ მოქმედებებს? იქნებ შეშლილია? იქნებ ფსიქიური პრობლემები აქვს? იქნებ მამაოებმა გამოურეცხეს ტვინი იმ დონეზე რომ სჯერა რომ ეშმაკი ებრძვის? ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას როგორც ჩანს სათანადოდ ვერ აფასებ, ან სულაც საერთოდ ვერ აფასებ. ალტერნატიული ვარიანტებს საერთოდ ვერც უშვებ.
    ცნობილია რომ ადრე რომ ეშმაკის განდევნას ეძახდნენ, მაგ მოვლენას ეხლა ეპილეფსიას ეძახის მეცნიერება და არაფერ შუაშია ეშმაკები და ეგზორციზმი.
    ჩემი რჩევა იქნება სანამ მსგავს თემებზე კამათს დაიწყებთ, იქნებ ინფორმაცია მოიძიოთ ხოლმე, საწინააღმდეგო ალტერნატივებსაც გაეცნოთ.

    Like

  40. საერთოდ თხოვნა მექნება კომენტარის დაწერის მსურველებთან
    თუ შეიძლება პოსტის ირგვლივ გამოთქვით აზრი და ვისაუბროთ
    ძალიან მომბეზრდა ეს პრიმიტიული ღმერთის არსებობის დამტკიცებაზე კამათი და ყურმოკრული მითების კითხვა თუ როგორ ინანიებენ სიკვდილის წინ ათეისტები.

    მსგავსი კომენტარების გაგრძელების შემთხვევაში აპ პოსტზე კომენტარის დატოვებას გავაუქმებ!

    Like

  41. ძვირფასო აგნოს!
    დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ გინდათ იცოდეთ, რატომ გიწოდებთ “აგნოსს”. “აგნოსი”-ეს არის სიტყვა “აგნოსტიკურის” შემოკლება და იმასთან მიმართებით გამოიყენება, ვინც ღმერთის არსებობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას თავი აარიდა. აგნოსტიკი ყოველთვის ამბობს, რომ მან არ იცის, არსებობს თუ არა ღმერთი. ის ამტკიცებს, რომ ამის ფაქტის სასარგებლო და საწინააღმდეგო ჩვენებები არადამაჯერებელია. შესაძლოა მითხრათ: “თქვენ მე არასწორად მომმართავთ. მე აგნოსტიკი კი არა, უბრალოდ, ათეისტი ვარ. მე ვიცი, რომ ღმერთი არ არსებობს.” მართლა? თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ ეს იცით? ვფიქრობ, მე შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ასეთი დოგმატური ათეიზმის არსებობა შეუძლებელია. თუ სწორად ვიმსჯელებთ, ინტელექტუალური ოდისეა შეგვიძლია დავიწყოთ თეზისიდან: ვერავის ძალუძს ათეისტობა. თუკი თქვენ არ ხართ თეისტი, ლოგიკურად,თქვენ შეგიძლიათ
    იყოთ მხოლოდ აგნოსტიკი.
    თუკი ტიპიური ათეისტი ბრძანდებით, სავარაუდოდ, რამოდენიმე მთავარ მტკიცებულებას უნდა ეყრდნობოდეთ. თქვენ ამბობთ, რომ ღმერთი არ არსებობს, რომ სამყარო მატერიისაგან შედგება მხოლოდ, რომ რწმენა – განუვითარებელი ადამიანების სამარცხვინო და არასაიმედო თავშესაფარია და, რომ გონიერი ადამიანები მეცნიერულ მეთოდებს უნდა ეყრდნობოდნენ. შევეცადოთ, ამ მტკიცებულებების გამოყენებით დავამტკიცოთ, რომ ათეისტი არა ხართ.
    ათეიზმის შეუძლებლობა
    აგნოს, თუკი თქვენ გეცოდინებოდათ, რომ ღმერთი არ არსებობს, მაშინ, რეალობის შესახებ გეცოდინებოდათ ყველაფერი. სხვა შემთხვევაში, ერთი ფაქტიც კი, რომელსაც არ გაითვალისწინებდით, შესაძლოა სწორედ ის ფაქტი გამხდარიყო, რომელიც ღმრთის არსებობას დაადასტურებდა. ღმერთის არსებობა – შესაძლებელია, მაგრამ თქვენი დოგმატური მტკიცებით იგი არ არსებობს. თქვენ ამით ამტკიცებთ, რომ იცით ყველაფერი, რაც შეიძლება იცოდეთ რეალობის შესახებ და ამ რეალობაში არანაირი ღმერთი არ არის. მაგრამ რომელი გონიერი ადამიანი იტყვის, რომ მან ყველაფერი იცის, რაც შესაძლებელია, რეალობის შესახებ?
    დავუშვათ, რომ გაქვთ ტომარა, რომელშიც ბურთულებია მოთავსებული. თქვენ გსურთ, დაამტკიცოთ, რომ მათ შორის არ არის შავი ბურთულები. ეს ფაქტი რომ დადასტურდეს, თქვენ ყველა ბურთულა ერთდროულად უნდა ნახოთ. თუკი ეს პირობა არ შესრულდება, ვერანაირად ვერ დაამტკიცებთ თქვენს მოსაზრებას. ამ მაგალითში ტომარაში იგულისხმება სამყარო, ამ დროს კი თქვენ ამტკიცებთ, რომ მასში ღმერთი არ არის. იცით თუ არა ზუსტად, რა არის ტომარაში?
    მოდი, ამ მსჯელობის აბსურდულობამდე მივიდეთ. დავუშვათ, თქვენ დედამიწაზე იწყებთ ღმერთის ძიებას, ათვალიერებთ თითოეული ქვის ქვეშეთს ჩვენს პლანეტაზე. ღმერთი არ არის. ძიებას მარსზე განაგრძობთ, კვლავ უშედეგოდ. შემდეგ ეწვევით იუპიტერს, ნეპტუნს, ურანს, პლუტონს, მოივლით რძის გზას, ანდრომედას და სამყაროს სხვა ადგილებს, მაგრამ ღმერთი არსად არ არის. იქნებით თუ არა ყოველივე ამის შემდეგ ასი პროცენტით დარწმუნებული, რომ ღმერთი არ არსებობს? ხომ შეიძლება, მთელი თქვენი მოგზაურობის განმავლობაში ღმერთი ერთი ნაბიჯით გასწრებდათ და თავს არიდებდა თქვენთან შეხვედრას?
    ვიცი, რომ თქვენთვის ეს ყველაფერი ბრიყვულად ჟღერს, მაგრამ აქვე მსურს სრულიად სერიოზულად შევნიშნო: თქვენ უნდა იცოდეთ ყველაფერი ყველაფრის შესახებ და იმავდროულად იმყოფებოდეთ ერთბაშად ყველგან, რათა უაპელაციოდ განაცხადოთ: “მე ვიცი, რომ ღმერთი არ არსებობს”. ნამდვილი ათეისტი რომ იყო, ყოვლისმცოდნე და ყველგანმყოფი უნდა იყო, ეს ატრიბუტები კი ჩვეულებრივ მხოლოდ ღმერთს განეკუთვნება… ერთი სიტყვით, თქვენ უნდა იყოთ ღმერთი, რათა დაამტკიცოთ, რომ ღმერთი არ არსებობს.
    თქვენ მართლა გჯერათ ზებუნებრივის
    თუკი თქვენ ამ პუნქტს ეთანხმებით, აგნოს, მაშინ, შემდეგ პუნქტში ნამდვილად კედელთან მიგაყენებთ. როგორც კი იმას მეტყვით, რომ ყოვლისმცოდნე არა ხართ, მე გიჩვენებთ, რომ სინამდვილეში, თქვენ ზებუნებრივისა გწამთ. თუ მატერიალისტი ბრძანდებით, ანუ გწამთ, რომ ყველაფერი არსებული შედგება მატერიის ან ბუნებისგან, მაშინ ეს ყველაფერი ალბათ სიტყვების თამაშად მოგეჩვენებათ. მაგრამ ამასაც დაუფიქრდით: ვერავინ უარყოფს, რომ არსებობს შეუცნობი სფერო ცნობილი რეალობის მიღმა. თუ ჩვენ სამყაროს მიმართ გამოვიყენებთ სიტყვას “ბუნებრივი,” რომელიც უკვე შევიმეცნეთ, მაშინ ცხადია, რომ
    არსებობს “ზებუნებრივიც”, რამდენადაც “ზე” მიუთითებს (მიანიშნებს) ისეთ რამეზე, რაც ცნობადის (შეცნობილის, ცნობილის) მიღმა არსებობს. აქედან გამომდინარე, ზებუნებრივს განეკუთვნება რაღაც ფაქტების ძალების, არსებებისა თუ კანონების ერთობლიობა, რომლებიც ჩვენთვის ჯერ კიდევ შეუცნობელია. მრავალი მორწმუნე სიტყვა “ზებუნებრივს” იყენებს (ხმარობს) ფანტაზიების, ოკულტიზმისა, იდუმალის, დაუჯერებელისა ან წარმოსახვითი მოვლენებთან დაკავშირებით, ხოლო თუ ჩვენ გამოვიყენებთ ამას ზემოთქმული განსაზღვრებიდან გამომდინარე, მაშინ ჩვენ შეგვიძლია აღნიშნული საკითხის კვლევა დავიწყოთ საერთო, ყველასათვის მისაღებ საფუძველზე დაყრდნობით.
    ცხადია, რომ მატერიალისტს სჯერა, რომ შეცნობადი სამყაროს მიღმა არსებობს სხვა რეალობაც, მაგრამ ის თვლის, რომ უცნობი რეალობა ყველაფრით ცნობადი სამყაროს მსგავსია. მას სჯერა, რომ ისიც მატერიისგან შედგება და “ბუნებრივია”. ის ამტკიცებს, რომ სამყარო მთლიანობაში ერთგვაროვანია, ანუ, ერთი ბოლოდან მეორემდე ის ერთი და იმავესგან—მატერიისგან—შედგება. მაგრამ რა უფლება აქვს ადამიანს ამტკიცოს, რომ ესა და ეს არის უცნობი რეალობის შემადგენელი? საიდან უნდა ვიცოდეთ ამდენი უცნობ სამყაროზე? ალბათ, საჭიროა ჯერ ადამიანი გაეცნოს უცნობ(შეუცნობელ) სამყაროს, სანამ დაიწყებს დარწმუნებით იმის მტკიცებას, რომ უცნობი სამყარო ყველაფრით ცნობადი სამყაროს მსგავსია. ნუთუ არ არის საჭირო დავინახოთ სამყარო მთლიანობაში იმისათვის, რომ განვაცხადოთ, რომ ის “მატერიისგან შედგება?” ნუთუ შეუძლებელია, რომ შეუცნობელი სამყარო განსხვავდებოდეს ბუნებრივი სამყაროსგან? ნუთუ არსებობა და რეალობა არამატერიალური, ზეემპირიული და სულიერი სამყაროებისა შეუძლებელია?
    გაითვალისწინეთ, ბატონო აგნოს, უარყოფითი მტკიცებისათვის “ღმერთი არ არსებობს”, ისევე, როგორც დადებითი მტკიცებისათვის: “ყველაფერი მატერიისგან შედგება”, ადამიანი უნდა ფლობდეს ყველაფრის შეცნობის შესაძლებლობას. ამას კი მესამე მტკიცებისკენმივყავართ.
    თქვენ გაქვთ რაღაცის რწმენა
    თუ თქვენ უარყოფთ, რომ ყველაფრისმცოდნე ბრძანდებით, და აღიარებთ ზებუნებრივის არსებობას, მაშინ თქვენ რაღაც რწმენა მართლაც გქონიათ. შეიძლება ეს ჯერ კიდევ რელიგიური რწმენა არ იყოს, მაგრამ ეს საწყისია, რამეთუ რელიგიური რწმენაც სათავეს საყოველთაო რწმენისგან იღებს…
    ჩვენ შეგვიძლია რწმენა ჯერ განვსაზღვროთ როგორც მტკიცებულების მიღება, რომელსაც დამტკიცებას პირდაპირი მეთოდებით ვერ შევძლებთ, როცა პირდაპირი მეთოდებით ვამტკიცებთ, ამას ცოდნას ვუწოდებთ; როცა არაპირდაპირ მეთოდებს ვიყენებთ, ამას რწმენას ან მრწამსს ვუწოდებთ.
    არ შეიძლება რწმენა განვსაზღვროთ როგორც ბრმა ნახტომი შეუცნობელისკენ. ეს უფრო სინათლეში შესვლაა. რწმენის სინათლე, შესაძლოა უფრო მქრქალი იყოს იმაზე, რასაც ცოდნას ვუწოდებთ, მაგრამ ეს სიბნელე არ არის. რწმენა ყოველთვის უნდა იყოს დაფუძნებული რაღაც, არა ყოველთვის სრულყოფილ ჩვენებებზე. რწმენა ყოველთვის ნდობასა და რწმუნებას შორის ძევს.
    ამ განსაზღვრების მიხედვით საკმაოდ ნათელია, რომ ყოველ ადამიანს აქვს რწმენის გარკვეული საზომი. მის გარეშე ცხოვრება შეუძლებელია. რაღაც ფილოსოფიის მიმდევრობა მის გარეშე შეუძლებელია. ყველა ადამიანს აქვს მრწამსი, ჰიპოთეზები, თეორიები, ამხსნელი პოსტულატები, რის შესახებაც ის ფიქრობს სამყაროსთან მიმართებით, განსაკუთრებით მის უჩინარ და მათთვის შეუცნობელ მხარეებთან დაკავშირებით. პრინციპში ყველა ადამიანს აქვს მსოფლმხედველობა (ძველი გერმანული სიტყვის ”წელტანსცჰაუუნგ” შემცვლელი არ არსებობს), და ყველა მსოფლმხედველობა სცილდება ემპირიულ რეალობას. თუ თქვენ, აგნოს, გაქვთ რაიმე ფილოსოფიური მრწამსი, მაშინ თქვენ იმაზე მეტი რწმენა გაქვთ, ვიდრე მზად ხართ აღიაროთ.
    ამიტომაც შეცდომაა, ვამტკიცოთ, რომ სირთულეები მხოლოდ ქრისტიანთა ხვედრია: რწმენა ლოგიკის წინააღმდეგ. ყველა გონიერი ადამიანი, – თუ ისინი აზროვნებენ, – ეჩეხება ამ პრობლემას. თვით ურწმუნოებიც კი სვამენ ამ კითხვას: სად მთავრდება ცოდნა ჩემს შემეცნებაში და იწყება რწმენა? თქვენი ფილოსოფიური რწმენის მიხედვით, თქვენ აღიარებთ “სხვა (უცნობი) სამყაროს” არსებობის შესაძლებლობას, ამიტომ, აუცილებელია, კიდევ უფრო შორს წახვიდეთ და გვითხრათ, სახელდობრ რა წარმოადგენს თქვენთვის პირველწყაროსა და ავტორიტეტს? თვითონ უნდა გაერკვეთ, რის საფუძველზეა მისაღები ან არმისაღები თეზა უცნობი სამყაროს შესახებ. ამ პუნქტში, თქვენ არაფრით განსხვავდებით რელიგიური ადამიანისაგან. რწმენისა და ლოგიკის პრობლემა საერთო ფილოსოფიური პრობლემაა, რომელიც ნებისმიერი მსოფლაღქმისათვის უნდა იქნეს განსაზღვრული.
    თუკი აქამდე გონივრულად ვმსჯელობ, აგნოს, ვფიქრობ, თქვენ მგზნებარე ათეისტი არ უნდა იყოთ. თქვენ აღიარებთ ზებუნებრივს და ეთანხმებით მტკიცებას, რომ რაღაცის რწმენა გაქვთ. ჯერჯერობით ეს ფაქტი ვერ გაქცევთ თეისტად ან ქრისტიანად, მაგრამ ნაბიჯი სწორი მიმართულებით უკვე გადადგით. თქვენ უკვე გახდით “პატივცემული აგნოსტიკოსი”, “გულახდილი სკეპტიკოსი”, ადამიანი, რომელმაც არ უწყის, როგორ იქნება მართებული იფიქროს ღმერთზე, მაგრამ, ამავე დროს, მზად არის ისწავლოს, თუკი საკმარისი მტკიცებულებები არსებობს.

    Like

    • ბატონო ავთანდილ, რამდენი გიწვალიათ, სახელიც კი დამარქვით
      საინტერესო ისაა რომ თქვენ თვითონ გადაწყვიტეთ მე რისი მჯერა და მერე იმაზე მთელი ჭკუა დარიგება და არგუმენტები ააგეთ. როგორც ჩანს ათეიზმსაც მხოლოდ ერთი კატეგორიით განსაზღვრავთ.
      არსებობს მასეთი ათეისტიც, როგორც თქვენ განსაზღვრეთ ვისაც გონია რომ ზუსტად იცის რომ ღმერთი არ არსებობს. მაგრამ არსებობს ისეთი ათეისტიც რომელიც ამბობს რომ ცოდნა არავის აქვს, და ათეიზმი არის რწმენის არ ქონა და არა ყველაფრის ცოდნა.
      აგნოსტიციზმი არ გამორიცხავს ათეიზმს (ან თეიზმს) ჩემის აზრით ადეკვატური ათეისტი აგნოსტიკოსიცაა, რადგან აგნოსტიციზმი ეხება ცოდნას და ათეიზმი რწმენას. ამიტომ შესაძლებელია ორივე იყო. საპირისპირო მაგალითი: შეიძლება გწამდეს ღმერთის (თეისტი) მაგრამ აღიარებდე რომ ცოდნა არ გაქვს, რადგან ცოდნა მიიღება ემპირული მეთოდით.
      აგნოსტიკი არ არის მხოლოდ ის ვინც 50/50-ზე უშვებს ღმერთის არსებობას, აგნოსტიკი არის ყველა ვინც აღიარებს რომ ცოდნა ღმერთის არსებობის თაობაზე არ აქვს, წამს თუ არა ეს უკვე მეორე საკითხია.
      სისულელეა იმის მტკიცება რომ ყველაფერი იცი.
      ასევე სისულელეა იმის მტკიცება რომ ათეისტი მხოლოდ ის შეიძლება იყოს ვინც ყველაფერი იცის. ათეიზმი არ არის “მე ვიცი რომ ღმერთი არ არსებობს” ათეიზმი არის “ამის და ამის გამო ნაკლებად სავარაუდოა არსებობდეს ღმერთი” ამ ორ წინადადებას შორის დიდი სხვაობაა.
      რამეთუ ადეკვატური ათეისტი აყალიბებს ლოგიკურ ვარაუდს,(ღმერთის არ არსებობის სასარგებლოდ) რომელიც დაფუძნებულია მეცნიერული თუ ფილოსოფიური მიღწევებზე და არა იმის მტკიცებაზე რომ მან ყველაფერი იცის.
      მე ისიც არ ვიცი 100%-ით არსებობს თუ არა მფრინავი სპაგეტის მონსტრი, მაგრამ მიმაჩნია რომ ეს ნაკლებად სავარაუდოა, რიგი საკითხების გათვალისწინებით.
      იმისთვის რომ გააკეთო ადეკვატური და ლოგიკური დაშვება, არ არის საჭირო იცოდე აბსოლიტურად ყველაფერი. აბსოლიტურად ყველაფერი არავინ იცის. თან იგივე არგუმენტი თეისტსაც შეგვიძლია მივუტრიალოთ. შენ მორწმუნევ, რა იცი რომ სამყაროს შემქმნელი ყოვლისშემძლე ღმერთი არსებობს? ხომ არ დაგითვლია ყველა ბურთულა ტომარაში? (ვიცით რომ მასაც ანალოგიურად არ დაუთვლია) ანუ ყოვლის მცოდნე არ ხარ, საიდან იცი რომ ღმერთი არსებობს? დიდი აფეთქების მიღმა არავის გაუხედავს, არავის უნახავს ღმერთის ჯადოსნური ხელი როგორ ძერწავდა ადამს.იმედია მიხვდით რომ ეს არგუმენტი სისულელეა.
      თქვენ არ გინახავთ ღმერთი არც მერკურიზე, არც მარსზე და არც ურანზე!
      ასევე მცდარი განმარტება გაქვთ ზებუნებრივზე და ბუნებრივზე.
      ზებუნებრივი არ ნიშნავს შეუცნობელს, ზებუნებრივი შეიძლება იყოს შეუცნობელი, მაგრამ ზებუნებრივი და შეუცნობელი სინონიმები არ არიან. ზებუნებრივი იმით განსხვავდება ბუნებრივისგან რომ ის არ ემორჩილება ფიზიკურ კანონზომიერებებს და გვერდითი მოვლენის გარეშე არ არის დამზერადი. არ ესადაგება ემპირული მეთოდი. ის თავისი არსით მისტიკური და საკრალურია. ზებუნებრივის შეცნობა (როგორც ამტკიცებენ) ხდება ამ ზებუნებრივი ძალის ნებით და არა დამოუკიდებლად. ასე რომ განმარტებით, ზებუნებრივი, ყოველშემთხვევაში მისი ნაწილი, შეიძლება შეცნობილ იქნეს.
      საიდან დამაბრალეთ რომ ზებუნებრივი მწამს ვერ ვხვდები,😀
      ასევე ზებუნებრივობა არ არის კავშირში სხვა სამყაროს არსებობის რწმენასთან. მე შეიძლება მწამდეს სხვა სამყაროს არსებობს მაგრამ რა აუცილებელია ის სხვა სამყარო იყოს ზებუნებრივი? ზებუნებრივობა და სხვა სამყარო ერთიდაიგივე არაა, რადგან შეიძლება ის სხვა სამყაროც ემორჩილებოდეს რაიმე ევოლუციურ, გეომეტრიულ მათემატიკურ კანონებს. თუნდაც ჩვენგან ძალიან განსხვავებულს, ზებუნებრივი ასეთ მოდელში ვერ ჩაჯდება, იმიტომ რომ დეფინიციით ზებუნებრივი არ ხურდავდება ნატურალისტური კანონებით. ზებუნებრივ სამყაროში შეუძლებელია ემპირიული მეცნიერული მეთოდით რაღაცის გაგება. იქ არის გამოცხადება, განა ანგელოზს გრავიტაცია აკავებს დედამიწაზე?😀
      თქვენი ეს არგუმენტიც კრახს განიცდის, სულაც არ არის აუცილებელი, შეუცნობელის აღიარებით ან სხვა სამყაროს დაშვებით ზებუნებრივი მწამდეს ავტომატურად, ეს თქვენი ინტერპრეტაციაა მხოლოდ რომელიც ჩემი აზრით მცდარია!
      მცდარია ისიც როცა ხაზს უსვამთ თითქოს მატერიალისტებს სხვა სამყაროც ზუსტად ჩვენნაირი გონიათ.

      Like

  42. ბოლოში ისე დაამთავრეთ თქვენი გიგანტური კომენტარი თითქოს გულახდილი სკეპტიკოსი, პატივცემული აგნოსტიკოსი და თან ათეისტი, ერთმანეთთან შეუთავსებელი იყოს…პატივცემულის რა გითხრა, მაგრამ დანარჩენით ისედაც ვახასიათებდი საკუთარ თავს.,😀

    Like

  43. კარგი, როგორც ჩანს მართლად ძალიან რთულია შენი დარწმუნება ღვთის არსებობაში. ისე ჩემს მოძღვარს რომ ელაპარაკო ის ნამდვილად დაგარწმუნებს ამაში. მაგრამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ იცი რა მიკვირს? ჩემი პოზიციიდან მე თუ მართალი ვარ მაქვს ბედნიერების მიზეზი, რადგან მჯერა რომ როცა მოვკვდები გავაგრძელებ მარადიულ ცხოვრებას ცათა სასუფეველში. და შენ ასე გაცხარებით ხმალამოღებული რომ იბრძვი შენი “სიმართლის” დასამტკიცებლად, დავუშვათ მართალი ხარ, დავუშვათ მართლაც არ არსებობს მარადიული ცხოვრება, სული, სამოთხე და ყველაფერში მართალი ხარ რასაც შენ ამბობ, მერე? რა გიხარია?😀 აი მითხარი უბრალოდ რა გიხარია? მოკვდები და დაასრულებ სიცოცხლეს, ვეღარასოდეს გაცოცხლდები. საერთოდ ათეისტებისთვის რა აზრი აქვს ცხოვრებას? მაგრამ მაინც გამეცი პასუხი რა გიხარია?😀

    Like

    • ეჭვი მეპარება რომელიმე მოძღვარს გამოუვიდეს ჩემი დარწმუნება, განა იმიტომ რომ აზრის შეცვლა არ შემიძლია, როცა საკმარისი საბუთი არსებობს, არამედ იმიტომ რომ ვფიქრობ მორწმუნეებს არ გაქვთ საკმარისი საბუთი.
      ეგ არგუმენტი “მკლავს” “რა გიხარია?”
      რა იცით რომ მიხარია? ჩემთვის მთავარია შევიცნო სამყარო, მქონდეს ჭეშმარიტებასთან მიახლოებული ხედვა (თუ შესაძლებელია) და არა ეს რეალობა მახარებს თუ არა. მთავარია რა არის რეალობასთან მიახლოებული და არა მომწონს თუ არა მე.
      მორწმუნეების ამდენი აპელირება მაგ თემაზე და ამდენი ნიშნის მოგებით ხაზის გასმა რომ სიხარულის საბაბი გაქვთ რადგან მარადიული ცხოვრება გწამთ, მიუთითებს იმაზე რომ თქვენთვის არარელავენტურია რეალობის ჭეშმარიტი შეცნობა, ამის ნაცვლად თქვენ სამყაროს აღქმაში მნიშვნელოვანია საკუთარი სურვილები.
      არც ერთ ნორმალურ ადამიანს არ უხარია გაქრობა, არც მე, მაგრამ მე ვცდილობ საკუთარი სურვილების და იმედების პროექცია არ მოვახდინო სამყაროზე. რადგან მიმაჩნია რომ სამყარო არის ისეთი როგორიც არის (ჩემი ჩათვლით, თუ ჩემს გარეშე) და იგი ჩემი სურვილების მიხედვით ვერ იქნება ჩამოყალიბებული.

      ასე რომ მე თუ რაღაცას “ვამტკიცებ” ან რაღაცის არ მწამს, არა იმიტომ რომ რაიმე მიხარია ან მწყინს. არამედ იმიტომ რომ ვიფიქრე, გავეცანი ინფორმაციას, გავაანალიზე და ა.შ. ანუ ემოციებს არ ვუკავშირებ. ეს საკითხები ჩემთვის წმინდა ინტელექტუალური პრობლემებია.
      მორწმუნეების პოზიციის უდიდესი, ნაკლი კი სწირედ ისაა რომ მათ არ შეუძლიათ ემოციების გარეშე არგუმენტაცია, იმიტომ მათი რწმენა სწორედ ემოციებს ემყარება. ღმერთს აიგივებენ საკუთარ თავთან, თუ მეორე მე-სთან, თუ მშობლებთან და ა.შ. აი რატომ საუბრობთ იმაზე თუ რა მიხარია

      Like

  44. მაპატიეთ რომ შენობით მოგმართეთ უბრალოდ ცოტა გაგიშინაურდით🙂

    Like

    • ის ფაქტი რომ ოდესღაც მოკვდები სულაც არ აკნინებს ცხოვრების მნიშვნელობას. აუცილებელი არ არის გამოიგონო ღმერთი იმისათვის რომ ბედნიერი იყო.

      Like

  45. ისე რო ამბობთ ყველგან ნახეთ და დარწმუნდით რომ ღმერთი არ არსებობსო? ეგრე თქვენ რომ ამბობთ უცხოპლანეტელები არ არსებობენო ანალოგიურ კითხვას დაგისვამთ, ყველა პლანეტაზე ნახეთ? ისე დარწმუნებით იტყვით ხოლმე თითქოს მთელი გალაქტიკები მოიარეთ და ზუსტად იცით😀 საერთოდ რაიმეს არარსებობა არ მტკიცდება, როგორ უნდა დაამტკიცო რამის არ არსებობა? მიჩაელს უწერი დრაკონი ჩემს გარაჟშიო წაიკითხეთ და მიხვდებით.

    Like

  46. როგორც ამბობთ თუ ცეცხლის გადმოსვლა ქიმიური პროცესია და ამაში არაფერია სასწაული, ესეიგი 2000წლის წინ ასეთ მაღალ დონეზე იყვნენ მეცნიერები?

    Like

    • თვითაალება არ ითხოვს მაღალი დონის ქიმიას, ამისთვის არც ატომის აგებულების ცოდნაა საჭირო, არც ქიმიური ელემენტების და ფორმულების.
      მოგეხსენება, ალქიმიკოსები და მაგები უხსოვარი დროიდან არსებობდნენ და ეცოდინებოდათ მსგავსი ხრიკები.
      თვითაალებადი ნივთიერებები, ნახსენებია სტრაბონის გეოგრაფიაშიც 2000 წლის წინ.

      Like

  47. თუ ღმერთი არ არსებობს აბა სამყარო როგორ შეიქმნა? თავისით? დიდი აფეთქებით? კარგი დავუშვათ ეგრეც ყოფილიყო, დიდ აფეთქებამდე რა იყო? ეთი პატარა წერტილი? ის პატარა წერტილი რამ შექმნა? არაფერმა შექმნა? სულ არსებობდა? თუ სულ არ არსებობდა მაშინ როდის შეიქმნა ან რა მიზეზით? ან რისგან შეიქმნა თუ ის წერტილიც არ იყო მანამდე? არაფრისგან? როგორ შეიძლება არაფრისგან შეიქმნას რამე? მით უმეტეს ამხელა სამყარო? ან იმ ერთი პატარა წერტილისგან როგორ შეიქმნა ამხელა სამყარო? დედამიწა, სხვა პლანეტები, ვარსკვლავები, გალაქტიკები როგორ ცჰაეტივნენ იმ ერთ პატარა წერტილში? საიდან ჰქონდა იმ ერთ წერტილს ამხელა ენერგია? ამ კითხებზე პასუხი არ არსებობს არა! სინგულარობა იყოვო. ის სინგულარული მდგომარეობა ვინ შექმნა? სულ იყო? სულ როგორ შეიძლება რამე იყოს? თუ სულ არ იყო ესეიგი იყო პერიოდი როცა არც სინგულარული მდგომარეობა არსებობდა. და თუ არც სინგულარობა იყო აბა რა არსებობდა? არაფერი? არაფრისგან როგორ შეიქმნა? ღმერთის იდეა ბევრად უფრო რეალურია. შეიძლება არაფერი არსებობდეს, მაგრამ არსებობდეს ღმერთი, რომელიც შექმნის იმ არაფერში რამეს. თუ სხვა განზომილება არსებობს, დავუშვათ მეოთხე განზომილება, რაზეც მეცნიერებიც ლაპარაკობენ, მაშინ ხომ უფრო მეტად რეალურია, რომ იმ განზომილებაში იყოს ღმერთი? თუ მულტისამყარო არსებობს, მაშინ მით უმეტეს რეალურია რომ ღმერთს შეექმნა მთელი ეს მულტისამყარო. ჩვენ ჯერ ამ სამყაროს ვერ გავცდით რომ სხვა სამყაროებიც შევისწავლოთ და მათი ფიზიკის კანონები. შესაბამისად შეუძლებელზე შეუძლებელია ღმერთი დავინახოთ, რომელმაც მულტისამყარო შექმნა. იქნებ ის ღმერთი დიდი მეცნიერია, რომელმაც შექმნა ეს სამყარო და ახლა მასზე კონტროლი არ შეუძლია, მაგრამ ხომ მაინც ღმერთია. იქნებ მეცნიერებაც განვითარდეს იმ დონეზე რომ ოდესღაც შექმნას სამყარო და იქ ცოცხალი ორგანიზმები, მაშინ ის მეცნიერები გამოდიან ღმერთები იმ ცოცხალი ორგანიზმებს. შესაძლოა სწორედ ასეთი მეცნიერების შექმნილები ვართ და ის მეცნიერები ჩვენთვის ღმერთები არიან. რადგან მათი შექნილები ვართ. (იქნებ დავუკავშირდეთ და უფრო მეტად გაგვარკვიონ მეცნიერებაში :D)

    Like

    • თქვენი არგუმენტი არის ამ სახის: “რადგან მე ვერ წარმომიდგენია როგორ შეიძლება შეიქმნას სამყარო ე.ი ღმერთმა შექმნა” ეს არის უცოდინარობის არგუმენტი, რომელიც საფუძველშივე მცდარია, რადგან ისტორიულად ღმერთებით და სულებით იხსნებოდა ის რაც არ ესმოდათ და მერე მეცნიერებამ ახსნა. მაგალითად ადრე არ იცოდნენ რა ემართებოდა მთვარეს დაბნელებისას და ეგონათ რომ გველეშაპი ჭამდა ან მგელ ღმერთი ან რაიმე მსგავსი. არ იცოდნენ რატომ მოძრაობენ პლანეტები რეტროგრადულად და ანგელოზებს ან დემონებს აბრალებდნენ. უცოდინარობის არგუმენტი ვერ წაგიყვანთ სწორი გზით. რადგან ერთ დღესაც ეგ ხვრელი სადაც თქვენ ღმერთი მოათავსეთ, შეიძლება მეცნიერებამ ამოავსოს.
      როგორც ჩანს თქვენ კითხვაში ხაზს უსვამთ შექმნის პრობლემას, და გგონიათ რაღაცა თუ არსებობს აუცილებლად ვინმეს შექმნილი უნდა იყოს, რაც ისევ ზოგადად ადამიანური აზროვნების ჩარჩოებს უფრო უკავშირდება ვიდრე შემქმნელის აუცილებლობას.
      ჩვენ ადამიანები, გავიზარდეთ და ჩამოვყალიბდით, ნიუტონის საშუალო სამყაროში სადაც, საგნები მოძრაობენ საშუალო სიჩქარით ნიუტონის მექანიკის კანონებით. შესაბამისად ჩვენი ინტუიცია და “საღი” აზრიც დამოკიდებულია ნაცნობ მოვლენებზე. ჩვენ შეგვიძლია ეს ჩვენი ყოველდღიური სამყაროს აღქმა, ეს ინტუიცია, დედუქცია, გამოვიყენოთ წარმატებით ისეთი მოვლენების აღწერისას და შეცნობისას რომლებიც ძალიან არ შორდება ჩვენ საშუალო სამყაროს, სადაც საგნები მოძრაობენ სინათლის სიჩქარეზე ბევრად ნელა და არიან მაკროსკოპული ზომის.
      სწორედ ასეთ სამყაროში წარმოიშვა აზრი რომ ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი. ეს აზრი ისეთი მყარი ჩანს, რომ ჩვენ გვგონია რომ მისი განზოგადება მთელ სამყაროზე შეიძლება. მაგრამ სამყარო როგორც მთლიანობა, შეიძლება სხვა წესებით თამაშობს, განსხვავებით იმისგან რაც ჩვენ ვიცით და დარწმუნებული ვართ ყოველდღიურობიდან რომ აბსოლიტური ჭეშმარიტებაა.
      ამ ყველაფრის საუკეთესო ილუსტრაციაა კვანტური მექანიკა, რომელიც ჩვენ ინტუიციას და ჩვეულ ლოგიკას არღვევს. ჩვენ ვიცით რომ არაფრისგან არაფერი ჩნდება, კვანტური მექანიკა სხვა რამეს ამტკიცებს. ჩვენ ვიცით რომ ორ ადგილზე ერთიდაიგივე სხეული ერთდროულად ვერ იქნება, კვანტური მექანიკა კი საწინააღმდეგოს გვიმტკიცებს. ეს იმიტომ ხდება რომ კვანტური მიკრო სამყარო ის მასშტაბი არაა სადაც ჩვენი გონება ჩამოყალიბდა. კვანტური სამყაროსთვის ნიუტონის საშუალო სამყარო არის ჰიპერრეალობა.
      და თუ კვანტური სამყარო არღვევს ჩვენ მოლოდინს იმის შესახებ თუ როგორი უნდა იყოს რეალობა, მაშინ რა დარწმუნებული ხარ რომ მთლიანი სამყარო უნდა ემორჩილებოდეს ჩვენ პაწაწინა წარმოდგენებს? მითუმეტეს მასშტაბი ისევ ძალიან განსხვავებულია ჩვენგან. და კიდევ უფრო უარესი. სამყარო იყო კვანტური ზომის, დიდი აფეთქებისას. ასე რომ შექმნელი იმდენად არ ჭირდება სამყაროს, რამდენადაც ელექტრონს ბიძგის მიმცემი, როცა ის ჩვენი ინტუიციის საწინააღმდეგოდ უბრალოდ ქრება ერთი ადგილიდან და ჩნდება სხვაგან.
      შეიძლება ჩვენ სამყაროს ქონდა პირველმიზეზი, მაგრამ საიდან მიდიხართ მაინცდამაინც ღმერთთან?
      თუ ღმერთს ეძახით რაიმე აბსტრაქტულ პირველმიზეზს, მაშინ პრობლემა არ მაქვს, პირველმიზეზის ასეთი ინტუიციური ვარაუდი მოსალოდნელია. ამ შემთხვევაში ჩვენ სემანტიკაზე ვდაობთ, რაშიც აზრს ვერ ვხედავ.
      თუ ღმერთს ეძახით უცნობ ან ცნობილ კანონზომიერებებს რომლებმაც გამოიწვიეს ჩვენი სამყაროს შექმნა, მაშინ ისევ სემანტიკურ პრობლემასთან მივდივართ. მე არ დავუძახებდი ასეთ ღმერთს, “ღმერთს” რადგან ასეთი ღმერთი ემოციურად არადამაკმაყოფილებელია, ის არ არის პიროვნული, არ ისმენს ლოცვებს, არ აქვს ნება, არ მოქმედებს გონებით და დაგეგმარებით. ეს იგივეა რომ გრავიტაციაზე ილოცო. ასეთი ღმერთი ნამდვილად არ არის ის რისიც უმრავლესობას წამს.
      თუ ღმერთში გულისხმობთ, პიროვნულ ღმერთს, რომელიც გონებით აგეგმარებს და ქმნის, რომელსაც აქვს ნება და ა.შ მაშინ ასეთი ღმერთი ჩემი აზრით არ არის მოსალოდნელი რომ არსებობდეს. იმიტომ რომ სამყარო გაცილებით მეტია ვიდრე გონება, ჩვენ ვიცით რომ გონება ჩამოყალიბდა კონკრეტულ გარემოში, გალაქტიკურ ზონაში, კონკრეტული სახის პლანეტაზე, ბიოლოგიურ ორგანიზმებში, კონკრეტული გზით, ევოლუციით. სამყაროს გონებასთან დაკავშირება არ არის სწორი, რამდენადაც სამყაროს მართავს შედარებით მარტივი კანონზომიერებები, გონება კი რთული მექანიზმია უფრო, ვიდრე ის კანონზომიერებები რომლებმაც ის შექმნა. იმისთვის რომ სამყაროს თავში, საწყისში, დავუშვათ გონება, ანუ პიროვნული ღმერთი, მაშინ ვდგებით ახალი პრობლემის წინაშე, ეს გონება როგორღა წარმოიშვა? თუ ვიტყვით რომ ის მუდმივად იყო, ეს სულაც არ ჭრის პრობლემას. იმიტომ რომ უფრო მართებულია მარტივი საწყისის მუდმივობა დავუშვათ, ვიდრე რთულის. რთული დამატებით ახსნას ითხოვს მარტივთან შედარებით, მაშინ როცა დაშვება არაფერს ეფუძნება და მთლიანად ხელოვნური გადაწყვეტაა. ოკამის სამართებლის პრინციპით, რომელიც მეცნიერული ჰიპოთეზის შექმნის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია, ორი ახსნიდან უპირატესობა ენიჭება მარტივ მოდელს. ამ პრინციპმა არაერთხელ გაამართლა.
      პიროვნული ღმერთი როგორც პირველსაწყისი, ვერანაირად ვერ იქნება მარტივი. რადგან მას აქვს ნება, სურვილები, გეგმები, ცოდნა (ცოდნა, დეფინიციით არის ისეთი ინფორმაცია, რომელიც უნდა მიიღო საიდანმე, ისწავლო. თუ ეს ცოდნა სულ არსებობს, მაშინ მას მნიშვნელობა ეკარგება)
      ასევე – ის რომ თქვენ არ გესმით როგორ შეიძლება რაიმე სულ არსებობდეს, არ გამორიცხავს რომ სამყარო იყოს მუდმივი. (ისე საინტერესოა, ღმერთზე ადვილად უსადაგებენ, სამყაროს ვერა :D)
      “ღმერთის იდეა ბევრად უფრო რეალურია.” – უფრო რეალურია არაინფორმირებული ადამიანისთვის ან რელიგიურად მოტივირებულისთვის, ვისთვისაც ღმერთის არსებობა ასოცირდება სამყაროს ემოციურ აღქმასთან, სადაც მას ჭირდება კოსმიური მშობლის პროტოტიპი.
      “შეიძლება არაფერი არსებობდეს, მაგრამ არსებობდეს ღმერთი, რომელიც შექმნის იმ არაფერში რამეს.”
      რატომ შეიძლება მხოლოდ ეგ არსებობდეს და არა უბრალოდ “არაფერი”
      ვიცი არაფრის წარმოდგენა შეუძლებელია, მაგრამ კიდევ იმ პრობლემასთან ხომ არ მივდივართ, სადაც უბრალოდ ადამიანს ყველაფრის წარმოდგენა არ შეუძლია. თქვენ კიდევ მხოლოდ ის მიგაჩნიათ რეალურად, რისი წარმოდგენაც შეგიძლიათ, არადა სამყარო და მისი პოტენციური წარმოშობის პრობლემა შეიძლება იყოს ისეთი უცნაური, რომლის წარმოდგენაც კი არ შეგვიძლია . ჩვენ ადამიანები უკვე მივადექით მაგ ზღვარს. მაგალითად კვანტურ პროცესებს გონებით ვერ წარმოიდგენ, იმიტომ რომ მასეთი რამეები ჩვენ სამყაროს ხედვას ეწინააღმდეგება,. მათი აღწერა მხოლოდ მათემატიკით შეიძლება.
      “თუ მულტისამყარო არსებობს, მაშინ მით უმეტეს რეალურია რომ ღმერთს შეექმნა მთელი ეს მულტისამყარო”
      მე ვიტყოდი რომ თუ მულტისამყარო არსებობს, მაშინ მითუმეტეს აღარ გვჭირდება ღმერთი რომ რაიმე ავხსნათ მისით. რისიმე არ ცოდნას ავტომატურად არ მოაქვს ღმერთი, რომ სადმე ჩასვას, სადაც ცოდნის ხვრელებია.
      თუ მულტისამყარო არსებობს, ჩვენ ისიც კი არ ვიცით მის წინაშე ასევე დგას წარმოშობის პრობლემა თუ არა, და შენ უკვე დაასკვენი რომ სადმე უნდა ჩავსვათ ღმერთი.

      “იქნებ ის ღმერთი დიდი მეცნიერია, რომელმაც შექმნა ეს სამყარო და ახლა მასზე კონტროლი არ შეუძლია, მაგრამ ხომ მაინც ღმერთია. იქნებ მეცნიერებაც განვითარდეს იმ დონეზე რომ ოდესღაც შექმნას სამყარო და იქ ცოცხალი ორგანიზმები, მაშინ ის მეცნიერები გამოდიან ღმერთები იმ ცოცხალი ორგანიზმებს”

      იქნებ-ზე (ჰაერზე) ბევრი რამე შეიძლება დავუშვათ.მაგრამ როცა არ არსებობს არანაირი მინიშნება, ან არ შეგვიძლია ამოვიცნოთ რამენაირად. მაშინ ასეთი ჰიპოთეზების წამოყენებას აზრი არ აქვს.იგივე წარმატებით შეიძლება ვივარაუდოთ რომ ჩვენ ვცხოვრობთ ვიღაცის კომპიუტერულ თამაშში, ან ვირტუალურ რეალობაში, როგორც ფილმ მატრიცაში. ან ვართ უცხო ცივილიზაციის ექპსერიმენტული ქმნილებები. რამდენიც გინდა ივარაუდე ასეთი რამეები, ვერაფრით წახვალ წინ.

      Like

  48. კაი გასაგებია. ისე შენ პირადად გჯერა უცხოპლანეტელების არსებობის?

    Like

    • იქიდან გამომდინარე რომ სამყარო ძალიან დიდია, არსებობს ტრილიონობით ვარსკვლავი და პლანეტა, რომლებიც საკმარის ენერგიას იღებენ, იქიდან გამომდინარე რომ ორგანული ნივთიერებები და წყალი (და სხვა გამხსნელები) უხვად მოიპოვება ყველგან, მიმაჩნია რომ დიდი შანსია სადმე არსებობდეს სიცოცხლე, კომპლექსურიც და მარტივიც.
      რაც შეეხება ინტელექტუალურ უცხოპლანეტელებს, რომლებსაც აქვთ ცივილიზაცია და კულტურა. ასეთზე ვერაფერს ვიტყვი, 50/50 აგნოსტიციზმს ვინარჩუნებ. სამყარო დიდია და ბევრი პოტენციალი გააჩნია, მაგრამ ინტელიგენტ უცხოპლანეტელებზე რაიმე ალბათობის გამოთვლა მაინც ძნელია, თუნდაც ინტუიციურად რამის დაჯერება.

      Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s