რას გვეტყვი მამაო?

თუ არ ვცდები კვირის პალიტრაში, (მომიკრავს თვალი) იყო ხოლმე ასეთი სვეტი ” რას გვეტყვი მამაო” თუ შეკითხვა მამაოს, მოკლედ დაახლოებით ასეთ რამეს გადავაწყდი ინტერნეტში, ერთ მართლმადიდებლურ ფორუმზე, ყოველი შემთხვევისთვის არ დავასახელებ რომ არ ეწყინოთ, თუმცა არ ვიცი რამდენი მართლმადიდბლური ფორუმი არსებობს, თუ ეს ერთადერთია მაშინ ყველა მიხვდება ვისაც კი რამენაირი შეხება ქონია ამ ფორუმთან. ჰოდა შევედი განყოფილებაში “შეკითვა მამაოს” საქმე არაფერი მქონდა რა და ვიფიქრე გავიგებ რა კითხვები აქვთ მოძღვრებთან -თქო, მერე კი რამდენიმე ისეთ მარგალიტს წავაწყდი რომ არ გამომექვეყნებინა ძალიან დამენანებოდა 😀

და რადგან იქ გამოქვეყნებულ კითხვებს ან თხოვნებს ან რაღაც გაუკრვეველ მიმართვებს მოძღვრის პასუხები არ ახლდა, წარმოვიდგინე მე რას ვუპასუხებდი ანაფორა რომ მომერგო რამდენიმე წუთით.

მაინტერესებს ხელოვნების რომელი დარგი ითველბა ცოდვად, და კერძოდ არის თუ არა მსახიობობა ცოდვა?

ყველაფერი ცოდვაა შვილო ჩემო, რომ დაიბადე ეგ უკვე ცოდვაა, იმიტომ რომ ადამმა და ევამ შესცოდეს და все равно ცოდვაში დგახარ, მთავარია მოინანიო ხოლმე, დახატავ, იმღერებ თუ კაცს მოკლავ მერე ეკლესიაში შევლა არ დაგავიწყდეს და მონანიება. შენ მაგაზე არ ინერვიულო.

გამარჯობატ მამაო ვარ 16 წლის , მკავს დეიდასჰვილი, დაახლოებიტ სამი წლის წინ მან დარეკა ეგრედწოდებულ ” გაცნობების ” ტელეფონზე იკ დაელაპარაკნენ სატანისტები რომლებმაც დაწკევლეს და უტხრეს ვერასდროს გაიხარებო. ამის სჰემდეგ იგი ცჰაიკტა 2 წელი არ გამოდიოდა ტავის ოტახიდან არავისტან არ კონდა ურტიერტობა არც მსჰობლებტან.

რას რეკავდა მერე არ იცოდა რომ “გაცნობების” ტელეფონში სატანისტები მუშაობენ?

განაგრძეთ კითხვა!

Continue reading

Advertisements

სტერეოტპიების გეოგრაფია (2)

გახსოვთ ალბათ სტერეოტიპების სახალისო რუკები, რამდენიმე მათგანს კვლავ წავაწყდი, ჰოდა მინდა ესენიც გაჩვენოთ:

1) მსოფლიო ამერიკელების რუკაზე (ევროპა პირველ ნაწილში ვნახეთ)

სურათის გასადიდებლად დააკლიკეთ ზედ

კარგად ვერ გავარჩიე კავკასიაზე მგონი აწერია No code

Continue reading

ბარაბნიანი ტელეფონიდან – Skype-მდე

გახსოვთ ალბათ სულ თავიდან იყო დაბადების დღეები და ბარაბნიანი ტელეფონი, ჩაყოფდი თითს რომელიმე რიცხვის შესაბამის ნახვრეტში და მინიმუმ 45 გრადუსით უნდა გადაგეტრიალებიან ბარაბანი, რომ ეს რიცხვი აკრეფილიყო. ტელეფონის ნომრები ხელიდან ხელში გადადიოდა, ფურცლიდან ფურცელზე. ეს იყო გართობის და ადამიანების გაცნობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საშუალება. რომელიც ხშირად დაოჯახებითაც კი სრულდებოდა. ასე იყო, დაბადების დღეები და ბარაბნიანი ტელეფონები ქმნიდნენ ვერბალურ და ვირტუალურ სივრცეს სადაც ადამიანები ერთმანეთს იცნობდნენ, ოჯახდებოდნენ. ჰო რათქმაუნდა პაემნების გაზეთებიც იყო. 

Continue reading

სტერეოტიპების გეოგრაფია

მოკლედ ბევრი სიტყვებით და წინადადებებით თავის მობეზრების ნაცვლად მინდა წარმოგიდგინოთ ევროპის სტერეოტიპების რუკა. ცოტა ხნის წინ წავაწყდი და ძალიან ვიხალისე, საინტერესო და სასაცილოა, რა სტერეოტიპი თუ ცრურწმენებია ამა თუ იმ ქვეყანაზე.

 

1) საერთო რუკა 

შენიშვნა: რუკის უკეთ გასარჩევად დააკლიკეთ მასზე და სურათი გადიდება

თუ პირველ რუკაზე საქართველოზე წვრილი შრიფტის გამო ვერ ხედავთ, წერია – “Armed wine growers” ანუ შეიარაღებული ღვინის მწარმოებლები 😀

 განაგრძეთ კითხვა! ტოესწ თვალიერება!

Continue reading

კიდევ ერთხელ ჩაძირული ტიტანიკი

გუშინ ერთი “შესანიშნავი” ფილმის ნახვის შემდეგ, იდეა მომივიდა, დამეწყო პოსტების სერია: –  ყველაზე არასახარბიელო შთაბეჭდილებები სხვადასხვა ფილმების შესახებ, რომლებსაც ეს ესაა ვნახე, როგორც სათაურიდან მიხვდით ამჯერად, პროგრამაშია “შესანიშნავი” ფილმი ტიტანიკი 2. გუშინ დეიდაშვილმა მათხოვა დისკი და მეც დიდის ამბით ვუყურე, ფილმი კი ისე დამთავრდა, რომ  ბოლოს მხოლოდ სიბრალულს ვგრძნობდი რეჟისორის მიმართ, სხვას არაფერს.

ტიტანიკ 2-ში მოვლენები ასე ვითარდება: 2012 წელს ტიტანიკის 100 წლისთავთან დაკავშირებით ატლანტის ოკეანეში გადის კრუიზ ლაინერი “ტიტანიკი 2” რომელიც მისი წინამორბედის ასლია, თუმცა რატომღაც მისი წინამორბედისგან განსხვავებით ძალიან ღარიბული ინტერიერი აქვს, ვერ შეხვდებით ვერც ერთ კადრს სადაც გემის ინტერიერში რამე ნორმალური შტრიხი ჩანს, მაყურებელი არ ელის რომ თანამედროვე ტიტანიკშიც შეხვდება ვიქტორიანული სტილის ინტერიერს, მაგრამ ახალი ტიტანიკი შიგნიდან იმდენად უბრალო გემია რომ თანამედროვესაც ვერ იტყვი. გარეგნულად თითქმის იგივეა, მაგრამ ერთი ნაკლი აქვს აშკარად ემჩნევა რომ ვინმე უნიჭო 3D-შნიკის გაკეთებულია. ფილმი  კომპიუტერული თამაშის კადრთა ერთობლიობა გგონია, როცა გემს ფართო პლანით მთლიანად ანახებენ, ვერავინ დაგაჯერებს რომ ეს ნამდვილია. ზოგიერთ თანამედროვე თამაშს უფრო კარგი გრაფიკა აქვს, ვიდრე ამ ფილმს.  

Continue reading

Super Heroes და ტელევიზორის პ(კ)ულტი

სუპერ გმირების ეპოქა ფილმებში ჯერ კიდევ ტელევიზორის გამოჩენამდე, ორმოციანი წლების დასაწყისში დაიწყო,  სერიალით “კაპიტან მარველის თავგადასავალი” შემდეგ მოყვა ფილმები: “ბეტმენი” “სუპერმენი” და ა.შ… ორმოცდაათიანებში ტელევიზორიც გამოჩნდა და მთელი მსოფლიო ეკრანს მიაჩერდა. კინოში წასვლა აღარაა საჭირო, ახლა სახლებში შემოიჭრნენ ადამიანების საყვარელი გმირები. საოცარია პირდაპირ, სახლში ზიხარ და უყურებ უძლეველ სუპერმენს რომელიც სინათლის სიჩქარით მიფრინავს ნიუ იორკის ცათამბჯენების თავზე და ცუდი ტიპების დედებს ისე აორსულებს, აზრზე ვერ მოდიან. ადამიანებმა შეიყვარეს ტელევიზორის ეკრანი, იქ ხომ ისეთი რამეები ხდება რასაც რეალობაში ვერასდროს ნახავ. ვერ ნახავ როგორ ხოცავს რემბო მარტოდ მარტო ცუდი ტიპების მთელს ბატალიონს, ვერ ნახავ როგორ დახტუნაობს ადამიანი ობობა ერთი ცათამბჯენიდან მეორეზე, როგორ უმტვრევს ცხვირ პირს სტივენ სიგალი ორასიოდე ნაძირალას. ვერც იმას ნახავს რომ ფეხით მორბენალ ყოველგვარ სუპერ ძალებს და შესაძლებლობებს მოკლებულ მაინც სუპერ გმირს  ვერ ეწევა ვერც ავტომანქანა, ვერც მოტოციკლი, ვერც ვერტმფრენი და სამალავს გარეთ, გაშლილ ადგილას ასიოდე ავტომატური იარაღიდან ნასროლი “არასპრავედლივი” ტყვიაც რათქმაუნდა ვერ ეკარება.

Continue reading

რას აკეთებდა ღმერთი სამყაროს შექმნამდე?

რას აკეთებდა ღმერთი სამყაროს შექმნამდე?ეს  კითხვა არასდროს გამჩენია, ან გამჩენია და არ ვიცი, რადგან ეს კონკრეტული კითხვა მიუხედავად იმისა რომ რელიგიურ საკითხებზე ერთი პერიოდი ბევრს ვფიქრობდი , ამ ფორმულირებით არასდროს მომწიფებულა ჩემს გონებაში. მხოლოდ რამდენიმე დღის წინ ანინას ბლოგში წავაწყდი, მისივე დღიურიდან ამოკრეფილ საინტერესო წინადადებებს და გავიფიქრე რომ ეს კითხვა აქამდე მე არ მომსვლია თავში. ღამით არ მეძინებოდა და ისევ რელიგიურ საკითხებზე მეფიქრებოდა.

ჩემი მითოლოგია: თავი პირველი – დაბადებამდე (ღმერთის ვნებანი)

რას აკეთებდა ღმერთი სამყაროს შექმნამდე? ალბათ მოწყენილობისგან ამთქნარებდა. არ იყო  დრო, არც სივრცე, არც მატერია, ღმერთი ეულად ეკიდა სადღაც, ანდაც დაფრინავდა თუმცა ჩამოკიდებაც და ფრენაც ისევე ფიზიკის კანონებს ემორჩილება. ასე რომ თავად ღმერთმაც არ იცის რა მდგომარეობაში იმყოფებოდა მანამდე, არც ის იცის რამდენი ხანი დაჰყო მოწყენილობასა და მთქნარებაში, რადგან აკი ვახსენეთ არც დრო იყო და შესაბამისად ღმერთს ერთი უბადრუკი მაჯის საათი და კედლის კალენდარიც არ ქონდა რომ დრო დაეთვალა. ბევრი იფიქრა თუ ცოტა მოწყენილობისგან თავის დასაღწევად დღიურის წერა გადაწყვიტა,

Continue reading