რატომ ეშინია კაცობრიობას სექსის?

რამდენიმე დღის წინ წავიკითხე ოშოს “ტანტრა ენერგია და ექსტაზი” ამ პოსტის იდეაც იქიდან მომივიდა, თუმცა ამ პოსტში გატარებული აზრი ოშოს გავლენით ერთბაშად კი არ ჩამომიყალიბდა, უბრალოდ მისი დამოკიდებულება საოცრად დაემთხვა ჩემსას და გადავწყვიტეთ  ერთად დაგვეწერა პოსტი.

 

მე:

თითქმის მთელი ისტორიის მანძილზე კაცობრიობას ეშინოდა სექსის, თანამედროვე კაცობრიობის დამოკიდებულებას სექსთან მთლად ასე ვეღარ დავახასიათებ, დასავლეთმა თითქმის დაამარცხა შიში, აღმოსავლეთში ზოგი ებრძვის და ზოგს კიდევ შიშის გარეშე ვერ წარმოუდგენია ცხოვრება. თუმცა მთელი ამ შიშების მიუხედავად ადამიანის გაჩენის დღიდან, მისადმი შიში არასდროს გამხდარა პოპულაციის ზრდის შემაფერხებელი ფაქტორი, არც სექსი მოუკლია კაცობრიობას და არც გადაშენების პრობლემა დამდგარა ოდესმე, თუმცა კაცობრიობამ მაინც ჩამოაყალიბა მორალი სადაც სექსი ცუდ საქმედ ჩაითვალა, მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი რეპროდუქციული ინსტიქტის ერთადერთი ბუნებრივი სწრაფვაა. იმისთვის რომ დარწმუნდეთ სექსისადმი შიში ნამდვილად არსებობს, ჩაიხედეთ საკუთარ მორალურ პრინციპებში და აუცილებლად ნახავთ რომ გარკვეულ დონეზე სექსი და სიყვარული განცალკევებულ ცნებებად გვევლინება, ეს კი იქიდან გამომდინარეობს რომ გაუცნობიერებლად (მაინც) სექსის გვეშინია და მის იზოლირებას ვახდენთ სიყვარულისგან. მართალია ეს გაყოფა მამაკაცებში უფრო მკაფიოა, მაგრამ განა “ნორმალურ ოჯახში” აღზრდილ გოგონებს არ მიაჩნიათ რომ სექსშიც კი არსებობს კდემამოსილება და ისეთი “ილეთები” რაც მათ არ ეკადრებათ?

Continue reading

Advertisements

წუთი სოფელი

იქნებ თქვენც გიფიქრიათ რომ,

ირგვლივ სულ სტერეოტიპები და ჩარჩოში მოქცეული შეხედულებები გვახვევია თავს, ჩვენც მათი ტყვე ვართ, მივყვებით ცხოვრების ვიწრო კალაპოტს, ცხოვრების არსზე კი იშვიათად ვფიქრობთ. მაინც რა არის საფიქრელი უბრალო ადამიანისთვის? ის ხომ დაამშვიდეს და სამოთხეს დაპირდნენ, ისიც გონების ფსკერზე ატარებს მიძინებულ და გაურკვეველ სამუდამო ნეტარი ცხოვრების იმედს. ამ ცხოვრებაში შეიძლება არაფერს არ ქონდეს აზრი, აი იქ კი ექნება, არ იცის როგორ რანაირად, მაგრამ ექნება, ამ ცხოვრებასაც იმიტომ აქვს აზრი რომ ის ცხოვრებაა თავად აზრიანი, ეს ცხოვრება წუთი სოფელია, აქ არსებობის, პოპულაციის, არსი მხოლოდ იქ იძენს მნიშვნელობას… აქ? აქ რაღა გვრჩება? სიყვარულიც ზებუნებრივი ყოფილა, ცნობიერებაც, აქ მხოლოდ კოლბაში დამწყვდეული ექპსერიმენტის ვირთხები ვართ. ჩვენი გონების კონცეტრაცია მხოლოდ ყოველდღიურ წვრილმანებს დაუპყრიათ, ცხოვრება ჭამის ძილისა და მონელების ციკლი გამხდარა. ადამიანთა ღირებულებებს  შიშის პოლიტიკა განსაზღვრავს. ჩვენ სოციალური ევოლუციის პაიკები უარვყოფთ ევოლუციას და მოგვწონს მითოსი. თავისუფლებას ვეტრფით, მაგრამ მოგვწონს თაყვანისცემა, მორჩილება, შიში და მონობა. როგორც სოციალური ერთეული საერთო ვიწრო ჭეშმარიტებას ვხატავთ, თუმცა გვგონია რომ ჭეშმარიტება თავისთავად ჩვენგან დამოუკიდებლად არსებობს და ჩვენ უბრალოდ ვცნობთ მას. ჩვენ განვსაზღვრეთ ჩვენი დამოკიდებულებები, აზრები, გრძნობები და იმის ახსნა რაც არ გვაწყობდა (ან ვერ მოვახერხეთ) დავაკონსერვეთ და მერე ინტიმური დავარქვით, რაციონალურ აზრს და ცნობისმოყვარეობას რომ არ შეეწუხებინა.

Continue reading

იყო და არა იყო რა – მითები სამყაროს შექმნის შესახებ

ამ ბოლო დროს მითოლოგიამ დამაინტერესა ჰოდა გადავწყვიტე სხვადასხვა კულტურათა მითების შესახებ დამეწერა.

თითქმის ყველა კულტურაში უძველეს დროს ჩაისახა წარმოდგენები და მითები სამყაროს შექმნასთან დაკავშირებით, რათქმაუნდა ყველას აინტერესებდა საიდან გაჩნდა მიწა ცა, ცოცხალი არსებები და ადამიანი.  რადგან ასეთი მითები ბევრია გადავწყვიტე ეს თემა რამდენიმე ნაწილად დავყო, ასე რომ თხრობა მითებზე ამ პოსტით არ დამთავრდება.

სკანდინავიური მითოლოგიის მიხედვით, სამყაროს შექმნამდე იყო სიცარიელე,  არსებობდა მხოლოდ ჩრდილოეთით მყარი ყინულის მთები სამხრეთით კი ცეცხლის ტბები, მათ შუა  უზარმაზარი უფსკრული იყო – გინუნგაგალი.

Continue reading