მწვანე ამბები

გარემოს და ეკოლოგიას ძალიან დავცილდი ბოლო დროს, ასე რომ გადავყვიტე ხანდახან გამოვაცხო ხოლმე პოსტები სადაც გარემოს დაცვაზე და მასთან დაკავშირებულ სიახლეებზე იქნება საუბარი. ასეთ პოსტთა სერიას გავაერთიანებ სახელწოდებაში “მწვანე ამბები”

ინტერნეტი გარემოს სამსახურში.

ინტერნეტი რომ ფართოდ გამოიყენება ყველა სფეროში ეს ახალი ამბავი არაა, იგი მნიშვნელოვნად ეხმარება  მოგზაურებს და ტურისტებს,  რადგანაც მათ შეუძლიათ უცხო ადგილზე გამგზავრებამდე გაიგონ ამ ადგილის ქვეყნის თუ მხარის შესახებ, შეიტყონ, ადგილობრივი მოსახლეობის თავისებურების შესახებ, წინასწარ შეარჩიონ მარშუტები და სავარაუდო ადგილებზე ჰქონდეთ წარმოდგენა, დაუკავშირდნენ ადგილობრივ ტურისტულ სააგენტოებს, გაეცნონ მომსახურების პირობებს და წინასწარაც გადაიხადონ საფასური, დაჯავშნონ სასტუმროები, დაიქირაონ მანქანა და ა.შ. თუმცა ტურისტს უკვე შეუძლია გაიგოს გარემოს დაბინძურების დონე და ეკოლოგიური მდგომარეობაც. თუმცა ეს მხოლოდ ევროპის მასშტაბითაა შესაძლებელი. European Environmental Agency-სა და Microsoft-ის თანამშრომლობით ინტერნეტში ყველასთვის ხელმისაწვდომია პროგრამა Eye On Earth

Continue reading

Advertisements

გზა “პრავამდე”

ჯერ კიდევ ლეონარდო და ვინჩი და ნიუტონი იგონებდნენ თვითმავალ ძრავიან ეტლებს მაგრამ პირველი ავტომობილი და არა თვითმავალი (მოგორავე) ეტლი მაინც მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს და მეოცე საუკუნის დასაწყისში გაჩნდა. ტრანსპორტის ამ სახეობამ მეოცე საუკუნის განმავლობაში ნელ ნელა ჩაანაცვლა ცხენი, ჯორი, სპილო, ეტლი ურემი და ყველა სხვა ბუნებრივ გამწევ ძალაზე დამოკიდებული ტრანსპორტი. კაცობრიობა გადავიდა მექანიკურ ტრასნპოსრტზე, მართალია ცხენის მართვასაც და (მითუმეტეს ეტლში შებმულის) ცოდნა უნდოდა, მაგრამ მართვის მოწმობა, საგზაო წესების ცოდნა და გამოცდაზე გასვლა არა.

Continue reading