შეუცნობელ არს გზანი უფლისა

The Greatest bullshit story ever told

კარდინალმა რობერტო ფრანჩესკო ბლარმინომ ვერაფერი გააწყო ურჩ ფილოსოფოსთან. ის მაინც თავის აზრზე იდგა და ცდილობდა პაპ კლემენტ მერვესთან თავისი პოზიციის დაცვას. რა გაეწყობა… ჩვენ ყველაფერი ვცადეთ, მაგრამ ვერაფერმა გატეხა. რა ჯიუტია, სულელი ადამიანი – დანანებით გაიფიქრა კარდინალმა და საბრალდებო დასკვნაში ჩაწერა: Egli sostiene che si trovano più mondi, che tutte le stelle sono mondi, ed il credere che sia solo questo mondo è grandissima ignoranza. (მიაჩნია რომ არსებობს ბევრი სამყარო, რომ ყოველი ვარსკვლავი ერთ-ერთი მათგანია და ერთადერთი სამყაროს რწმენა კი უდიდესი უმეცრება) უმეცრება სწორედ ისაა როცა სხვა სამყაროებს დაუშვებ სადაც თურმე სხვა არსებები სახლობენ. როცა გადაუხვევ წმინდა ეკლესიის მიერ დადგენილ დოგმატს და ღვთის ხატად და მსგავსად შექმნილ ადამიანს დააკნინებ თითქოს იგი მისი შემოქმედების ცენტრალური ნაწილი არ იყოს. განა უსასრულო სამყაროს კონცეფცია უსასრულოდ  არ ამცირებს ადამიანის როლს?

Giordano_Bruno1

Continue reading

Advertisements

საზოგადოება და ღმერთი

ამას წინათ ვთქვი რომ რელიგიურ თემებზე საუბარს გავურბივარ, თუმცა დამავიწყდა დამემატებინა რომ მხოლოდ სუფრასთან და ისეთ “სასტავში” სადაც ვიცი რომ ნორმალური დებატები ვერ გაიმართება ანდაც იქ სადაც ტიპებს უბრალოდ არ ყოფნით იმის შეგნება რომ განსხვავებული აზრი საერთოდ მიიღონ. ზოგს მიაჩნია რომ უწყინარი ათეისტი ვარ, რომელსაც ალბათ სიამოვნებს სხვების მორწმუნეობა, ზოგს მიაჩნია რომ უბრალოდ ვეძებ (რომელიმე ღმერთს) თორე აბა ისე უბრალოდ ათეისტი ვის გაუგია? ცოტა ცუდი ტონია, ან ვერ წარმოუდგენიათ ამ მდგომარეობაში ყოფნა. ამით მამართლებენ ხოლმე და როცა მეღიმება, გონიათ რომ ვეთანხმები.  ზოგი იმედოვნებს რომ 100% არ ვარ დარწმუნებული ე.ი იმედი არსებობს, ჭეშმარიტების გზაზე დაბრუნებისა. 😀

ერთადერთი ათეისტი მეგობარი (ახლო მეგობარი, თორე ისე არიან რამოდენიმე) მყავს და ისიც, პასიური ათეისტია, მისი დამოკიდებულებაა: ” ძალიან კარგია თუ გწამს  – მე არ მწამს, არ ვაკეთებ ამის აფიშირებას, შენ შენთვის მე ჩემთვის” – ამ მეგობარმა მითხრა ერთხელ, ნიცშე “ცვეტში” მორწმუნე იყო თორე ამდენს რატომ იფიქრებდა და დაწერდა ღმერთზეო. როცა ღმერთზე მიდის კამათი მორწმუნეთა უმრავლესობაც ანალოგიური რამით აპელირებს. “აი ათეისტო, თუ არ გწამს ღმერთის, მაშ ამდენს რატომ ლაპარაკობ მასზე? “ზნაჩით” გწამს სინამდვილეში”. ამოცანა ამოხსნილია – რა გონებამახვილური მიგნებაა არა? 😀

Continue reading

რატომ არ მწამს ღმერთი?

ამბობენ რომ რწმენით ცხოვრება უფრო ადვილია. გწამს რომ რაღაც იქნება სიკვდილის შემდეგ. ყოველშემთხვევაში არ გაქრები. მაგრამ რაგინდ მომხიბვლელი არ უნდა იყოს ეს იდეა არ მჯერა. ზოგიერთი ათეისტივით სულაც არ ვოცნებობ ვიყო მორწმუნე. სულაც არ მინდა მჯეროდეს რაღაცის უსაფუძვლოდ. არ მინდა ვიღაც მიყურებდეს ყოველ წამს, კითხულობდეს ჩემ აზრებს, მისი სახელით მეუბნებოდნენ ვიღაც გაბურძგნული ტიპები რომ მე მან მიწყალობა სიცოცხლე, და თავისუფალი ნება, რომელიც ყველფრის წინასწარ ცოდნის პირობებში გამოდის ფარსი და ტყუილი.

Continue reading

რას გვეტყვი მამაო?

თუ არ ვცდები კვირის პალიტრაში, (მომიკრავს თვალი) იყო ხოლმე ასეთი სვეტი ” რას გვეტყვი მამაო” თუ შეკითხვა მამაოს, მოკლედ დაახლოებით ასეთ რამეს გადავაწყდი ინტერნეტში, ერთ მართლმადიდებლურ ფორუმზე, ყოველი შემთხვევისთვის არ დავასახელებ რომ არ ეწყინოთ, თუმცა არ ვიცი რამდენი მართლმადიდბლური ფორუმი არსებობს, თუ ეს ერთადერთია მაშინ ყველა მიხვდება ვისაც კი რამენაირი შეხება ქონია ამ ფორუმთან. ჰოდა შევედი განყოფილებაში “შეკითვა მამაოს” საქმე არაფერი მქონდა რა და ვიფიქრე გავიგებ რა კითხვები აქვთ მოძღვრებთან -თქო, მერე კი რამდენიმე ისეთ მარგალიტს წავაწყდი რომ არ გამომექვეყნებინა ძალიან დამენანებოდა 😀

და რადგან იქ გამოქვეყნებულ კითხვებს ან თხოვნებს ან რაღაც გაუკრვეველ მიმართვებს მოძღვრის პასუხები არ ახლდა, წარმოვიდგინე მე რას ვუპასუხებდი ანაფორა რომ მომერგო რამდენიმე წუთით.

მაინტერესებს ხელოვნების რომელი დარგი ითველბა ცოდვად, და კერძოდ არის თუ არა მსახიობობა ცოდვა?

ყველაფერი ცოდვაა შვილო ჩემო, რომ დაიბადე ეგ უკვე ცოდვაა, იმიტომ რომ ადამმა და ევამ შესცოდეს და все равно ცოდვაში დგახარ, მთავარია მოინანიო ხოლმე, დახატავ, იმღერებ თუ კაცს მოკლავ მერე ეკლესიაში შევლა არ დაგავიწყდეს და მონანიება. შენ მაგაზე არ ინერვიულო.

გამარჯობატ მამაო ვარ 16 წლის , მკავს დეიდასჰვილი, დაახლოებიტ სამი წლის წინ მან დარეკა ეგრედწოდებულ ” გაცნობების ” ტელეფონზე იკ დაელაპარაკნენ სატანისტები რომლებმაც დაწკევლეს და უტხრეს ვერასდროს გაიხარებო. ამის სჰემდეგ იგი ცჰაიკტა 2 წელი არ გამოდიოდა ტავის ოტახიდან არავისტან არ კონდა ურტიერტობა არც მსჰობლებტან.

რას რეკავდა მერე არ იცოდა რომ “გაცნობების” ტელეფონში სატანისტები მუშაობენ?

განაგრძეთ კითხვა!

Continue reading

ნაჯღაბნი სიყვარულსა და რელიგიაზე

მოწამლული მაქვს გონება, წერას ვიწყებ, ვწერ, მერე შევჩერდები დავხედავ ნაწერს – ვშლი,  მოგროვდებიან აზრები,  სადღაც რომელიმე ხვეულში კონცენტრირდებიან, ეკრანზე  თანმიმდევრულად დგებიან მწყობრში, მერე ვფიქრობ – რა სისულელეა უნდა ამოვშალო ყველაფერი. ჯანდაბას ეს სიყვარულის ქიმია, მე მივანიჭე მას ამდენი უფლებამოსილება და მევე უნდა ჩამოვართვა, თუმცა ახლა უკვე გვიანია, მე შევკაზმე ეს ქიმიური სუპი ისე რომ ყოველ უჯრედში გაიჟღინთა და ახლა უწყალოდ ვიძირები ამ სენტიმენტალიზმის ჭაობში, სანამ ვინმე ახალი არ მოვა და არ ამომათრევს. რა საჭიროა ეს  იდეალებისადმი ფუჭი ერთგულება? მე, ათეისტმა, სიყვარული რელიგიად გავიხადე და ამიტომაც მიჭირს ისე მოვექცე სიყვარულს როგორც ბიბლიურ ღმერთს მოვექეცი. ეს სიყვარულიც ხომ ისეთივე ცალმხრივია როგორიც უნდა იყოს ბიბლიური ღმერთისადმი. განსხვავება ისაა რომ მე ვაღიარებ რომ ჩემი ღმერთი ჩემი წარმოსახვის პროდუქტია, ოღონდ ზებუნებრივობა და მისტიკა არ გამაგონოთ!

Continue reading

როგორია ნამდვილი ბიტლომანი?

რათქმაუნდა  ნამდვილი ბიტლომანი არის ის ვისაც სათანადოდ უყვარს ბითლზი, უსმენს და იცის მასზე ბევრი რამ.  თუმცა   ეს ძალიან მშრალი დახასიათებაა, აკი სულ იმას გავიძახი, ბითლზი მარტო მუსიკა არ არის თქო? ბიტლომანი კიდევ არაა (ყოველშემთხვევაში არ უნდა იყოს) მხოლოდ, ადამიანი რომელიც უსმენს და უყვარს ბითლზი. მე ვფიქრობ ბიტლომანობა უნდა მოიცავდეს ბევრ რამეს,  და შესაბამისად უნდა გამორიცხავდეს კიდეც.  მაგალითად მე ვერ წარმომიდგენია სამხედრო ჩინოვნოკი, ბიტლომანი, რომანტიული, All you need is love-ს რომ უსმენს ან ლენონის და საერთოდ 60-იანების პაციფისტურ განწყობას იზიარებს Make love not war.

Continue reading