ღმერთის კამათლები და ჰოკინგის პარადოქსი

“ღმერთი კამათელს არ თამაშობს!” – ეს აინშტაინის ცნობილი სიტყვებია, რითაც მან გამოხატა თავისი კრიტიკული დამოკიდებულება მაშინ ჯერ კიდევ ჩანასახში მყოფი კვანტური თეორიის მიმართ. აინშტაინს სწამდა რომ სამყაროში ყველაფერი თანმიმდევრულ ლოგიკურ კანონზომიერებებს ემყარებოდა რომელთა ამოხსნა და წინასწარმეტყველება შეიძლება. კვნატური თეორია კი შემთხვევითობებს ეყრდნობოდა, ფერმკრთალდებოდა სიზუსტე და მხოლოდ ალბათობის ენით შეიძლებოდა საუბარი. დრომ და ექსპერიმენტებმა ანახა რომ კვანტური თეორია თავისი ალბათურობით მუშაობს. ეს უცნაური სამყაროა, სადაც ნაწილაკები ორ მდგომარეობაში ერთდროულად იმყოფებიან. სადაც ქრებიან და მატერიალიზდებიან სხვაგან, სადაც რეალობა დაკვირვების მიხედვით იცვლება, ანუ ეს ის სამყაროა სადაც მისი სრული ამოხსნისთვის ადამიანური ლოგიკა და წარმდგენები უძლური ხდება. თუმცა ადამიანი მათემატიკის მეშვეობით იგებს კვანტური სამყაროს მოქმედების გარკვეულ ასპექტებს.

კვანტურმა თეორიამ დიდი არეულობა გამოიწვია ფიზიკოსთა ტვინში. კვანტურ მექანიკაში ღვაწლმოსილმა ცნობილმა ფიზიკოსმა რიჩარდ ფეინმამნმა კვანტურ მექანიკაზე თქვა: “თუ თქვენ ფიქრობთ რომ გესმით კვანტური მექანიკა, ე.ი თქვენ არ გესმით კვანტური მექანიკა”

Continue reading

Advertisements

TED – იდეები ღირს გავრცელებად – ბრაიან გრინი და სიმების თეორია

მოკლედ ვინც არ იცით არის ასეთი სამეცნიერო საიტი: TED.COM მისი ლოზუნგია: იდეები ღირს გავრცელებად, Ideas worth spreading. ისინი იწვევენ ცნობილ, სხვადასხვა პროფილის მეცნიერებს, რომლებიც ატარებენ მოკლე ვიდეო ლექციებს  თავისი აღმოჩენების შესახებ, ამ ვიდეოებს ქვიათ – საუბრები Talks.  საიტის მომხმარებელს შეუძლია სხვადასხვა ენაზე გადათარგმნოს ტექსტი და სუბტიტრების სახით დაამატოს სასურველი ენა. საიტზე ჯერ ჯერობით 13 Talk-ია რომელიც გადათარგმნილია ქართულად. მეც ავდექი და გადავწყვიტე მივეხმარო ეროვნულ საქმეს და ჩემი გაჭირვებული ინგისური დავძაბე. ავდექი, დავრეგისტრირდი და request-ი გავუგზავნე TED-ს ჩემს არჩეულ ვიდეოზე, ეს გახლავთ – ბრაიან გრინი სიმების თეორიაზე, მეილი მომივიდა სადაც ტექსტის გამოგზავნას დამპირდნენ ერთი კვირის განმავლობაში, მაგრამ ტყუილად რომ არ მოვცდენილიყავი, ვიდეოს გვერდით Open interactive transcript ჩამოვშალე ბრაიან გრინის გამოსვლის ტექსტი ვორდში გადმოვაკოპირე და თარგმნას შევუდექი.

Continue reading