Hey Aliens where are you?

იმ დღეს მეგობარს მწუხრის ვარსკვლავი დავანახე საღამოს ცაზე, ვარკსვლავებზე საუბრისას როგორც ხშირად ხდება ხოლმე მეორე, მესამე კითხვა ან აქტუალური თემა არის ხოლმე: “ნეტავ თუ არის სხვაგან სიცოცხლე?” ჰოდა ამ ჩემმა მეგობარმაც არ დააყოვნა და ამ კითხვას შემდგომ მოაყოლა: “აქამდე რატომ ვერ გაარკვიეს?” (მეცნიერებმა)

ჯორდანო ბრუნო ყველას გეცოდინებათ, ისიც რომ რომის ინკვიზიციამ ცოცხლად დაწვა, მისი ბრალდებების ჩამონათვალში ერთ-ერთი ბრალდება იყო – “მიაჩნია რომ არსებობს სხვა სამყაროების უსასრულო რაოდენობა (მათი მუდმივობა)” Claiming the existence of a plurality of worlds and their eternity. ბრუნოს აზრები იმ დროისთვის რევოლუციური იყო, ის კოპერნიკის ჰელიოცენტრულ მოდელს იზიარებდა (ის რომ სინამდვილეში მზეა ცენტრალური სხეული და მის ირგვლივ მოძრაობენ პლანეტები) მაგრამ მისი მიხვედრილობა და პროგრესული აზრები უფრო შორს წავიდა, მისი აზრით მზე უბრალო ვარსკვლავი იყო.

Continue reading

Advertisements

ჩვენი უნიკალური სახლი – დედამიწა

ჩემი ბავშვობის ოცნება ყოველთვის უკავშირდებოდა უცხო ცივილიზაციებს, მფრინავ თეფშებს, სიცოცხლის ალტერნატიულ შესაძლებლობას ჩვენი პლანეტის გარეთ, მიყვარდა კომიქსები უცხოპლანეტელებზე და მფრინავ თეფშებზე, ღამით ფანჯარასთან   წოლა და ვარსკვლავების ყურება მიყვარდა. როცა ციმციმებდნენ მეგონა, რომ იქ სიცოცხლე ჩქეფდა, სულ ველოდი რომ ერთ დღესაც მფრინავ თეფშს დავინახავდი. ვარსკვლავების ჩამოვარდნაზე მეგონა რომ იმ დროს უცხო დასახლებული პლანეტა იღუპებოდა და უფსკრულში ვარდებოდა. მოგვიანებით გავიგე რომ მეცნიერებს აქამდე არ აღმოუჩენიათ დედამიწის გარეთ სიცოცხლე და მას შემდეგ ნასას ასტრონომობაზე ვოცნებობდი, რომელიც  ბოლოს და ბოლოს აღმოაჩენდა უცხო პლანეტას სადაც სიცოცხლეა. მოკლედ ბავშვობიდან თან მსდევდა ოცნება ახალ სამყაროზე რომელიც სადღაც შორეთში იყო, ხან ვარსკვავებზე ხანაც მარსზე, სატურნზე და ა.შ.. სკოლაში ჩემმა კლასელებმა ჯერ კიდევ არ იცოდნენ მთვარე პლანეტა იყო თუ ცაზე დაკიდული ბურთი რომ მე უკვე სახლში ნაპოვნი ასტრონომიის ძველი გაყვითლებული სახელმძღვანელო გადაკითხული მქონდა და დედამიწის ეკლიპტიკის სიბრტყის ღერძთან მიმართებაში დახრის გრადუსი ვიცოდი.

Continue reading