ორი მზე ცაზე.. ანუ აპოკალიფსის ახალი, ცხელი სცენარი

შაბათს 22-ში ბევრმა თქვენგანმა ნახა ალბათ კურიერ P.S-ის რეპორტაჟი მკვლელ კომეტაზე, რომელიც 2036 წელს შეიძლება შეგვეჯახოს, მართალია რეპორტაჟი ე.წ მასოვკაზე იყო გათვლილი და ბევრი დეტალი არ დააზუსტეს, თუმცა 2036-ში შეჯახების შანსი ნამდვილად არის ოღონდ მცირე დაახლოებით ასეთი შეფარდებით 1:45000. უფრო ზუსტად კი წელს და 2013-ში გამოითვლიან მეცნიერები. თუმცა სანამ ასე შორს წავალთ, მოვიცადოთ, მართალია 2012-ს ნელ ნელა ვივიწყებთ და ბევრი მისი ზღაპარი გავაბათილეთ, წაიკითხავდით ალბათ ჩემ გამაბათილებელ პოსტს Still this Fucking 2012 Apocalypse or Why the World Won’t end (ჩემი რა ნასას სტატიაა) მოკლედ სისულელეა ყოველგვარი ნიბირუ და X პლანეტა, პოლუსების შეცვლა და მისთანანი რისი წინასწარმეტყველებაც მაიას კალენდრის გამო იყო ინტერპრეტირებული. 2012 თანდათან მოდიდან გადადის და კურიერმაც იგრძნო ალბათ რომ აპოფისი უფრო კარგი,  რეალური მასალაა აპოკალიფსისთვის და ახალ თარიღზე მითქმა მოთქმისთვის.

Continue reading

Advertisements

ჩვენი წინაპარი ვარსკვლავები

ჩანთა მოვიხსენი და მიწაზე დავაგდე, მერე ფეხმორთხმით დავჯექი ასფალტზე, იარაღი გვერდიოთ მოვიდე, ქაღალდის შეკვრიდან ტყვიები გადმოვყარე და მჭიდის დატენვა განვაგრძე. არასდროს მომიკლავს კაცი, მხოლოდ სამიზნესთვის მისვრია. ომიც მარტო ფილმებში მინახავს და აი უცებ, მე, სამხედრო ფორმით, იარაღით და ტყვიებით. თუმცა ჯერ ფრონტზე არ ვარ, მაგრამ ალბათ მალე ვიქნები. აქეთკენ გზაში ყველა ხალისობდა, თითქოს ექსკურსიაზე მიდიანო, მე ვიჯექი ჩაფიქრებული და ვცდილობდი მომავლის წარმოდგენას. მეგობარმა შემჩნია ჩემი სიჩუმე და დამშვიდება დამიწყო ნუ გეშინიაო, არადა სულ არ მეშინოდა, უბრალოდ ვხვდებოდი რამდენად სერიოზულია, როცა იარაღი უნდა დაიკავო ხელში. მჭიდი გავტენე და იარაღს მოვარგე, ირგვლივ მწვანე ფორმიანი ჯეელები მოფენიან ყველაფერს, ბინდი წვება დედამიწაზე. ბრძანებას ველოდებით, მოშორებით, გზიდან სამხედრო ტექნიკის გუგუნი ისმის, შუქებ ჩამქრალი მიდიან განუწყვეტლივ, დრო მიიზლაზნება. ცივ და მაგარ ასფალტზე პირაღმა წამოვწექი, თავთან ჩანთა დავიდე და ცას გავცქერი, საღამოს პირველი “ვარსკვლავი”, ვენერა გამოჩნდა. სიმშვიდეს, რამდენიმე ჯარისკაცის ღრიანცელი არღვევს მხოლოდ, უმეტესობა, ხმადაბლა საუბრობს ან ჩუმად ზის ასფალტზე. ფეხებთან ვიღაც უცნობი მოკალათდა, სიგარეტს ასანთის ღერით მოუკიდა,  ღრმა ნაფაზი მოქაჩა და ცას ახედა, სიგარეტი ვთხოვე, მომაწოდა, მეც გავუკიდე და ცას მივაშტერდი: “დროზე თუ არ გადაგვიყვანეს ამ ბაზის ტერიტორიიდან ბომბები არ აგვცდება” -ამბობს უცნობი მშვიდად “რამდენიმე საათის წინ მტრის მოიერიშე ჩამოაგდეს ახლოს” “ბიჭო რაღაც ციმციმებს ხედავთ?”

Continue reading