ცივილიზაციის კოლაფსი?!

21-ე საუკუნის მთავარი მისტერია ისევ და ისევ ცივილიზაციის შესაძლო კოლაფსია. თუ ადრე მხოლოდ რელიგიური აპოკალიფსის მისტერია იყო ახლა ამ მისტერიამ მრავალმხრივი სახე მიიღო. კაცობრიობას უამრავი დაბრკოლაბა ელოდება წინ, ამ დაბრკოლებების ჩამონათვალი მრავალფეროვანია, ზოგი რეალური ზოგი მოგონილი, მაგრამ რამდენად რეალურია ცივილიზაციის კოლაფსი? რამდენად ვდგავართ მინიმუმ  რადიკალური ცვილებების ზღურბლზე? ერთი შეხედვით სისულელეა რეალურად შეხედო აპოკალიფსის მოლოდინს ან 2012-ის მისტერიას, რაღაც პლანეტა ნიბირუს, თუმცა ამ ყველაფერს  აქვს არსებობის საფუძველი. ჩემი აზრით ეს ყველაფერი, უბრალოდ კაცობრიობის თვით შემზადების პირველი ნიშნებია ძირეული ცვილებებისთვის. ახლა ისე როგორც არასდროს ცივილიზაცია იმყოფება მნიშვნელოვან გზაგასაყარზე. ეს თემა პირდაპირ თუ ირიბად ყველგან აქტუალურია უკვე. ტყუილად არაა რომ ეკოლოგიური პრობლემები და აქედან გამომდინარე ცივილიზაციის ბედი ძალიან სერიოზული თემაა დღეს. შემეცნებითი გადაცემების უდიდესი წილი მოდის ისეთ გადაცემებზე რომლებიც ძირითადად  ეხება გლობალური დათბობის შედეგებს, წარმოგვიდგენს იდეალური კატასტროფის და კატაკლიზმების სახეს რომელიც შესაძლებელია რომ მოხდეს.

Continue reading

Advertisements

კიდევ ერთხელ ჩაძირული ტიტანიკი

გუშინ ერთი “შესანიშნავი” ფილმის ნახვის შემდეგ, იდეა მომივიდა, დამეწყო პოსტების სერია: –  ყველაზე არასახარბიელო შთაბეჭდილებები სხვადასხვა ფილმების შესახებ, რომლებსაც ეს ესაა ვნახე, როგორც სათაურიდან მიხვდით ამჯერად, პროგრამაშია “შესანიშნავი” ფილმი ტიტანიკი 2. გუშინ დეიდაშვილმა მათხოვა დისკი და მეც დიდის ამბით ვუყურე, ფილმი კი ისე დამთავრდა, რომ  ბოლოს მხოლოდ სიბრალულს ვგრძნობდი რეჟისორის მიმართ, სხვას არაფერს.

ტიტანიკ 2-ში მოვლენები ასე ვითარდება: 2012 წელს ტიტანიკის 100 წლისთავთან დაკავშირებით ატლანტის ოკეანეში გადის კრუიზ ლაინერი “ტიტანიკი 2” რომელიც მისი წინამორბედის ასლია, თუმცა რატომღაც მისი წინამორბედისგან განსხვავებით ძალიან ღარიბული ინტერიერი აქვს, ვერ შეხვდებით ვერც ერთ კადრს სადაც გემის ინტერიერში რამე ნორმალური შტრიხი ჩანს, მაყურებელი არ ელის რომ თანამედროვე ტიტანიკშიც შეხვდება ვიქტორიანული სტილის ინტერიერს, მაგრამ ახალი ტიტანიკი შიგნიდან იმდენად უბრალო გემია რომ თანამედროვესაც ვერ იტყვი. გარეგნულად თითქმის იგივეა, მაგრამ ერთი ნაკლი აქვს აშკარად ემჩნევა რომ ვინმე უნიჭო 3D-შნიკის გაკეთებულია. ფილმი  კომპიუტერული თამაშის კადრთა ერთობლიობა გგონია, როცა გემს ფართო პლანით მთლიანად ანახებენ, ვერავინ დაგაჯერებს რომ ეს ნამდვილია. ზოგიერთ თანამედროვე თამაშს უფრო კარგი გრაფიკა აქვს, ვიდრე ამ ფილმს.  

Continue reading

21-ე საუკუნის სტრესი და გზაგასაყარი

 

ადამიანის ცნობიერებაში ყოველთვის არსებობდა მომავლის შიში, მომავლის რომელიც მას და მის სამყაროს ცუდს უქადის, ალბათ იმიტომ რომ ადამიანმა ოდითგანვე გააცნობიერა რომ მუდმივი არაფერია, შესაძლოა მისი სამყარო ერთ მშვენიერ დღეს დაუბრუნდეს იმავე მდგომარეობას როცა ის უბრალოდ არ არსებობდა, ჯერ კიდევ უძველეს რელიგიებში აღმოცენდა სამყაროს დასასრულის რამდენიმე მოდე-ლი, შემდეგ ბიბლიამ გვიწინასწარმეტყველა აპოკალიფსი, რომლის მსგავსი სცენარიც არაერთ სხვა რელიგიაშიც არსებობს. ადამიანებს ყოველი მრგვალი თარიღის ეშინოდათ, 1000 წელს მთელი ევროპა მეორედ მოსვლას და აპოკალიფსს ელოდა, რადგან 1000 წელს არაფერი მოხდა 1100-საც შიშით შეხვდნენ და ა.შ… ალბათ 2000 წელთან დაკავშირებული მღელვარებაც გახსოვთ… მრგვალ თარიღებთან დაკავშირებული შიში ცოტა არ იყოს სულელურია თუმცა ვისაც წინასწარმეტყველების სჯერა, ათასგვარ წინასწარმეტყველებებს აწერენ ნოსტრადამუსს თუ ვანგას, მათი სახელით ათასგვარ შეთითხნილ თუ ინტერპრეტირებულ წინასწარმეტყველებებს ინტერნეტ სივცეში ხშირად წააწყდებით სადაც ძირითადი აქცენტი მესამე მსოფლიო ომზე და აპოკალიფსზე კეთდება.   Continue reading

კლიმატის კრიზისი ანუ რა ელის ცივილიზაციას?!

გამარჯობა ეს ჩემი პირველი სტატია/პოსტია და მაშინვე გადავწყვიტე თქვენთვის გამეზიარებინა ჩემთვის აქტუალური გლობალური საკითხები, ეს ბლოგი არ იქნება სულ ასეთი სტატიებით გაჯერებული, თუმცა ჩემს “სამყაროში”  დიდი ადგილი დაეთმობა გარემოს და მის პრობლემებს რადგან მე პირადად ძალიან მაღელვებს ეს თემა.

მართალია სტატია ძალიან დიდი გამოვიდა, მაგრამ აუცილებლად წაიკითხეთ, ვისაც საკუთარი მომავალი რამდენადმე გაღელვებთ.

დარწმუნებული ვარ ყველას გსმენიათ გლობალური დათბობის შესახებ. მე პირადად არ მახსოვს როდის მომესმა პირველად ამ ორი სიტყვის ერთობლიობა, მაგრამ ის კი მახსოვს რომ თავიდანვე საშიშად მეჩვენა, რადგან სიტყვა “გლობალური” უკვე  ძალიან მასშტაბურს ნიშნავს და მასთან ნახსენები დათბობაც თავისთავად არ უნდა ნიშნავდეს მხოლოდ ზამთარში პლაჟზე ნებივრობას და ზაფხულში სუპერ კონდიციონერის პრობლემას. როგორც მეცნიერთა უმრავლესობა ირწმუნება გლობალური დათბობა ანუ კლიმატის კრიზისი უმნიშვნელოვანესი საკითხია და ადამიანის უმთავრეს გამოწვევას წარმოადგენს 21-ე საუკუნეში. 

Continue reading