შვებულებაში გავდივარ…

ზაფხული დიდი ხანია დადგა უკვე, შუა ზაფხულიც აღარ ეთქმის ორი თვე გავიდა, თბილისურ ზაფხულსაც მივუძღვენი პოსტი. ყველა რომ გარბის ქალაქიდან, ჰოდა მგონი ჩემი გაქცევის დროც მოვიდა. აქამდე ქალაქს ორი სამი დღით ვტოვებდი მხოლოდ, ეხლა კიდევ ცოტა ხანს მართლა უნდა გავიქცე თორემ ერთფეროვნება ისე მომბეზრდა, ფიქრიც კი აღარ მინდა, ისევ ერთიდაიგივეს რომ ვუყურებ. ჰომ… რაც მთავარია თბილისიდან გაქცევა თავისთავად ნიშნავს, გაქცევას ისეთი რამეებისგან როგორიცაა ტელევიზორი, ქართულ ტელევიზიას იშვითად კი ვუყურებ, მაგრამ მაინც, დისქავერი ხომ თითქმის ყოველდღიურ რაციონშია და წარმოიდგინეთ ეგეც კი მომბეზრდა. გაქცევა თბილისიდან რათქმაუნდა გულისხმობს ინტერნეტისადმი დამოკიდებულებისგან განთავისუფლებასაც, ჰოდა შესაბამისად ჩემი ბლოგიც ცოტა ხანი დაისვენებს.

 გამოსამშვიდობებელ პოსტს არ ვაპირებდი, მაგრამ ბოლო პერიოდში, ჩემი ბლოგის მკითხველმა ცოტა არ იყოს მოიმატა, და  წასვლის წინ  პასუხისმგებლობამ შემაწუხა… 😀 მაშ ასე… ორი – სამი კვირით დავისვენებ ინტერნეტისგანაც და შემდეგ აუცილებლად დავბრუნდები განახლებული ძალით, ახალი პოსტებით და ახალი თემებით. რაღაც ბუნდოვანი იდეები მაქვს უკვე ახალ სეზონთან დაკვშირებით და იმედია როცა დავბრუნდები, ეს იდეები უკვე მომწიფებული იქნება ბლოგზე გადმოსატანად და მის განსაახლებლად.

დროებით!

P.S: ჰომ მკითხველმა ცოტა მოიმატა, მაგრამ ისეთი ყბადაღებული თემების ხარჯზე, როგორებიცაა აპოკალიფსი, მეორედ მოსვლა, ღმერთი, და ა.შ… 😀

Advertisements