ცივილიზაციის კოლაფსი?!

21-ე საუკუნის მთავარი მისტერია ისევ და ისევ ცივილიზაციის შესაძლო კოლაფსია. თუ ადრე მხოლოდ რელიგიური აპოკალიფსის მისტერია იყო ახლა ამ მისტერიამ მრავალმხრივი სახე მიიღო. კაცობრიობას უამრავი დაბრკოლაბა ელოდება წინ, ამ დაბრკოლებების ჩამონათვალი მრავალფეროვანია, ზოგი რეალური ზოგი მოგონილი, მაგრამ რამდენად რეალურია ცივილიზაციის კოლაფსი? რამდენად ვდგავართ მინიმუმ  რადიკალური ცვილებების ზღურბლზე? ერთი შეხედვით სისულელეა რეალურად შეხედო აპოკალიფსის მოლოდინს ან 2012-ის მისტერიას, რაღაც პლანეტა ნიბირუს, თუმცა ამ ყველაფერს  აქვს არსებობის საფუძველი. ჩემი აზრით ეს ყველაფერი, უბრალოდ კაცობრიობის თვით შემზადების პირველი ნიშნებია ძირეული ცვილებებისთვის. ახლა ისე როგორც არასდროს ცივილიზაცია იმყოფება მნიშვნელოვან გზაგასაყარზე. ეს თემა პირდაპირ თუ ირიბად ყველგან აქტუალურია უკვე. ტყუილად არაა რომ ეკოლოგიური პრობლემები და აქედან გამომდინარე ცივილიზაციის ბედი ძალიან სერიოზული თემაა დღეს. შემეცნებითი გადაცემების უდიდესი წილი მოდის ისეთ გადაცემებზე რომლებიც ძირითადად  ეხება გლობალური დათბობის შედეგებს, წარმოგვიდგენს იდეალური კატასტროფის და კატაკლიზმების სახეს რომელიც შესაძლებელია რომ მოხდეს.

Continue reading

მწვანე ამბები

გარემოს და ეკოლოგიას ძალიან დავცილდი ბოლო დროს, ასე რომ გადავყვიტე ხანდახან გამოვაცხო ხოლმე პოსტები სადაც გარემოს დაცვაზე და მასთან დაკავშირებულ სიახლეებზე იქნება საუბარი. ასეთ პოსტთა სერიას გავაერთიანებ სახელწოდებაში “მწვანე ამბები”

ინტერნეტი გარემოს სამსახურში.

ინტერნეტი რომ ფართოდ გამოიყენება ყველა სფეროში ეს ახალი ამბავი არაა, იგი მნიშვნელოვნად ეხმარება  მოგზაურებს და ტურისტებს,  რადგანაც მათ შეუძლიათ უცხო ადგილზე გამგზავრებამდე გაიგონ ამ ადგილის ქვეყნის თუ მხარის შესახებ, შეიტყონ, ადგილობრივი მოსახლეობის თავისებურების შესახებ, წინასწარ შეარჩიონ მარშუტები და სავარაუდო ადგილებზე ჰქონდეთ წარმოდგენა, დაუკავშირდნენ ადგილობრივ ტურისტულ სააგენტოებს, გაეცნონ მომსახურების პირობებს და წინასწარაც გადაიხადონ საფასური, დაჯავშნონ სასტუმროები, დაიქირაონ მანქანა და ა.შ. თუმცა ტურისტს უკვე შეუძლია გაიგოს გარემოს დაბინძურების დონე და ეკოლოგიური მდგომარეობაც. თუმცა ეს მხოლოდ ევროპის მასშტაბითაა შესაძლებელი. European Environmental Agency-სა და Microsoft-ის თანამშრომლობით ინტერნეტში ყველასთვის ხელმისაწვდომია პროგრამა Eye On Earth

Continue reading

სულ მწვანეზე გევლოს!

არა, შუქნიშანს და მეტაფორულად ცხოვრების გზის დალოცვას არ ვგულისხმობ, სადღეგრძელოებში რომ ამბობენ ხოლმე. მწვანეზე სიარული – ამ ტერმინში მინდა ახალი მნიშვნელობა შემოვიტანო, თუმცა არა ეს მე არ მომიფიქრებია, მაგრამ ქართულ რეალობაში მგონი რომ მაინც ახალია, რადგან ჩვენთან გარემოზე ზრუნვა და ეკოლოგიური პრობლემები თითქმის არავის აწუხებს. მოდით ვნახოთ როგორ უნდა ვიაროთ მწვანეზე რომ დავიცვათ მწვანე, (ბუნება) ბოლო დროს ინტერნეტში ბოდიალისგან და შემეცნებითი გადაცემებიდან რამდენიმე რჩევა დამიგროვდა, რომლებიც საბოლოო ჯამში მწვანეზე სიარულის ანუ მწვანე ცხოვრების ძირითად პრინციპებს აერთიანებს:

Continue reading

21-ე საუკუნის სტრესი და გზაგასაყარი

 

ადამიანის ცნობიერებაში ყოველთვის არსებობდა მომავლის შიში, მომავლის რომელიც მას და მის სამყაროს ცუდს უქადის, ალბათ იმიტომ რომ ადამიანმა ოდითგანვე გააცნობიერა რომ მუდმივი არაფერია, შესაძლოა მისი სამყარო ერთ მშვენიერ დღეს დაუბრუნდეს იმავე მდგომარეობას როცა ის უბრალოდ არ არსებობდა, ჯერ კიდევ უძველეს რელიგიებში აღმოცენდა სამყაროს დასასრულის რამდენიმე მოდე-ლი, შემდეგ ბიბლიამ გვიწინასწარმეტყველა აპოკალიფსი, რომლის მსგავსი სცენარიც არაერთ სხვა რელიგიაშიც არსებობს. ადამიანებს ყოველი მრგვალი თარიღის ეშინოდათ, 1000 წელს მთელი ევროპა მეორედ მოსვლას და აპოკალიფსს ელოდა, რადგან 1000 წელს არაფერი მოხდა 1100-საც შიშით შეხვდნენ და ა.შ… ალბათ 2000 წელთან დაკავშირებული მღელვარებაც გახსოვთ… მრგვალ თარიღებთან დაკავშირებული შიში ცოტა არ იყოს სულელურია თუმცა ვისაც წინასწარმეტყველების სჯერა, ათასგვარ წინასწარმეტყველებებს აწერენ ნოსტრადამუსს თუ ვანგას, მათი სახელით ათასგვარ შეთითხნილ თუ ინტერპრეტირებულ წინასწარმეტყველებებს ინტერნეტ სივცეში ხშირად წააწყდებით სადაც ძირითადი აქცენტი მესამე მსოფლიო ომზე და აპოკალიფსზე კეთდება.   Continue reading