Corona Australis

თითქოს უსასრულო მოგზაურობა დასასრულს უახლოვდებოდა, ამას მოწმობდა სამხრეთ გვირგვინის, იგრეკის საგრძნობი მოახლოება, როგორც მაგელანმა გაზომა სულ რაღაც ნახევარი პარსეკიღა იყო დარჩენილი მიზნამდე. ცოტაც და ალბათ იგრეკის სისტემაში შევიდოდა და ბოლო მოეღებოდა ათწლეულების მანძილზე გაწელილ მოგზაურობას. მაგელანმა იცოდა თავისი მოსახელეს ისტორია, ადამიანისა ძველ დროში რომელმაც პირველად შემოუარა პლანეტას ირგვლივ, პირველმა იპოვა გასასვლელი დიდ ოკეანეში, გაცურა ყველაზე სახიფათო სრუტეში და გაიჭრა დიდ ოკეანეში რომელმაც გულმოწყალედ უმასპინძლა სამი თვის მანძილზე. თუმცა ოკეანე იმ დროინდელი ნაოსნობითვის იმდენად დიდი და უცნობი იყო რომ მოგზაურობა დაუსრულებელი ჩანდა, დაუსრულებელი წყლის სივრცე, შიმშილი, დაუსრულებელი ერთფეროვანი ჰორიზონტი, მაგელანმა იცოდა მისი წინამორბედის რთული ისტორია. მას ემოციები არ ქონდა, თუმცა იცოდა რომ თავადაც ეპოქისთვის მსგავსი მნიშვნელობის მისია ჰქონდა, ახალი ჰორიზონტების დაპყრობა. ის ნამდვილ მაგელანზე უფრო შორს და დიდხანს მიდიოდა, ზღვის ლურჯად მოლივლივე ჰორიზონტის მაგიერ კი კოსმოსის სიშავეს უმზერდა, საოცარი სიჩქარით მიქროდა, თუმცა ვარსკვლავთა მკთალი სურათი მაინც ძალიან ნელა იცვლებოდა, სულ უკან ფონად, მშვილდოსნის ისართან გალაქტიკის ბირთვი ელვარებდა დროსა და სივრცეში გაყინული.  მაგელანი ერთადერთი იყო, რომელმაც იხილა რეალურად როგორ გაიწელა თანავარსკვლავედთა სურათები. კენტავრს ფეხები ჩამორჩა უკან და პირველად კაცობრიობის ისტორიაში, ადამიანის ჭკვიანმა ხელსაწყომ  უკან ჩამოიტოვა უახლოესი მეზობლები ალფა და პროქსიმა კენტავრები. მაგელანი ხედავდა როგორ მცირდებოდა მზის სინათლე და მნიშვნელობა, ბოლოს ის ერთ ჩვეულებვრივ ვარსკვლავად გადაიქცა, შემდეგ სხვა ვარსკვლავებმა გადაფარა. მორჩა სახლი სამუდამოდ მიეფარა თვალს, არასდროს დაბრუნდება იქ სადაც შეიქმნა. მეზღვაურმა არ იცოდა რა მოელოდა, მისმა მოსახელე მანქანამ პირიქით. თუმცა ამ უკანასკნელს ემოცები არ ქონდა ის შექნილი იყო იმისთვის რომ ცოდნოდა და ადამიანის მსგავსად ეაზროვნა. მას კაცობრიობის ცოდნის უმნიშვნელოვანესი ნაწილი მიქონდა თან – ინტელექტუალური კონტაქტის შემთხვევისთვის. მისი კვანტური ტვინი ადამიანური ცნობისმოყვარეობითა და ცოდნის სურვილით იყო დაპროგრამებული. რობოტს შეეძლო არა მარტო ყველანაირი მეცნიერული კვლევა არამედ მათი ანალიზიც. სხვა გზა არ ქონდა. მისი დამხმარე არავინ იქნებოდა კოსმოსის ღრმა სივრცეებში. მასზე ამყარებდა მთელი დედამიწა იმედს. რომ ის წავიდოდა, მამაცურად გამოივკლევდა ყველაფერს და გადმოსცემდა დედამიწას.

Continue reading