მარსის სახე – ილუზია თუ მონუმენტი?

aliens-on-mars-2მას შემდეგ რაც კაცობრიობამ გაიგო რომ მარსი დაახლოებით ისეთივე პლანეტაა როგორც დედამიწა. მის მიმართ ინტერესი გაიზარდა. კაცობრიობამ მეტი მღელვარებით და შიშითაც კი მიაპყრო მზერა წითელ პლანეტას. ნეტავ ვინმე ხომ არ ცხოვრობს მანდ? მტრულად ხომ არ იქნებიან განწყობილი ჩვენს მიმართ. აკი ომის ღმერთის სახელი ქვია? განა მარტო მარსია ჩვენი მეზობელი პლანეტა? არა. მაგრამ მხოლოდ მარსს შეეძლო საკმარისი ინტერესის გამოწვევა. ვენერას რამდენიც გინდა დაკვირდი. ერთფეროვანი სფეროს გარდა არაფერი ჩანს. მისი სქელი ღრუბლები საიმედოდ ფარავს პლანეტის საიდუმლოებებს. მერკური მთვარის მსგავსი შიშველი პლანეტაა რომელიც საკმარისზე მეტად ახლოა მზესთან. დანარჩენი პლანეტები ძალზედ შორს არიან. მარსი კი აქვეა. თუ მოინდომებ შეგიძლია გაარჩიო მარსის ზედაპირის მოხაზულობები. და აი თითქოს ჯიოვანი სკიპარელი და პერსივალ ლოუელიც რაღაცას ხედავენ. არხებს, ბუნებრივს თუ? შესაძლოა ხელოვნურსაც, სკიპარელი მიიჩნევს რომ არხები ბუნებრივია, მაგრამ ლოუელი დარწმუნებულია – ისინი გონიერმა ცივილიზაციამ გაიყვანა მარსზე წყლის ნაკლებობის გამო.

და აი 19-ე საუკუნის ბოლოს იფეთქა უზარმაზარმა ინტერესმა მარსიანელების შესაძლო არსებობის შესახებ. განა ამოდენა არხები თავისით გაჩნდებოდა? ისინი ვიღაცას უნდა გაეყვანა. ეს იდეა ისეთი რეალური და ბუნებრივია რომ მარსზე უეჭველი უნდა ცხოვრობდნენ გონიერი არსებები. საყურადღებოა ისიც რომ ზუსტად იმ პერიოდში ხდება პანამის არხის გაყვანა. ეს ფაქტი უდავოდ აისახება ადამიანთა გონებაში რომელიც მოწოდებულია ახალ ახალი საგნები დაუკავშიროს ერთმანეთს. ორი ათასწლეულის მანძილზე კაცობრიობა ძრწოლით ელოდა აპოკალიპსს. მაგრამ ახალ ეპოქაში გამოიკვეთა სხვა საშიშოროებებიც- უცხოპლანეტელები!

Continue reading