რატომ ეშინია კაცობრიობას სექსის?

რამდენიმე დღის წინ წავიკითხე ოშოს “ტანტრა ენერგია და ექსტაზი” ამ პოსტის იდეაც იქიდან მომივიდა, თუმცა ამ პოსტში გატარებული აზრი ოშოს გავლენით ერთბაშად კი არ ჩამომიყალიბდა, უბრალოდ მისი დამოკიდებულება საოცრად დაემთხვა ჩემსას და გადავწყვიტეთ  ერთად დაგვეწერა პოსტი.

 

მე:

თითქმის მთელი ისტორიის მანძილზე კაცობრიობას ეშინოდა სექსის, თანამედროვე კაცობრიობის დამოკიდებულებას სექსთან მთლად ასე ვეღარ დავახასიათებ, დასავლეთმა თითქმის დაამარცხა შიში, აღმოსავლეთში ზოგი ებრძვის და ზოგს კიდევ შიშის გარეშე ვერ წარმოუდგენია ცხოვრება. თუმცა მთელი ამ შიშების მიუხედავად ადამიანის გაჩენის დღიდან, მისადმი შიში არასდროს გამხდარა პოპულაციის ზრდის შემაფერხებელი ფაქტორი, არც სექსი მოუკლია კაცობრიობას და არც გადაშენების პრობლემა დამდგარა ოდესმე, თუმცა კაცობრიობამ მაინც ჩამოაყალიბა მორალი სადაც სექსი ცუდ საქმედ ჩაითვალა, მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი რეპროდუქციული ინსტიქტის ერთადერთი ბუნებრივი სწრაფვაა. იმისთვის რომ დარწმუნდეთ სექსისადმი შიში ნამდვილად არსებობს, ჩაიხედეთ საკუთარ მორალურ პრინციპებში და აუცილებლად ნახავთ რომ გარკვეულ დონეზე სექსი და სიყვარული განცალკევებულ ცნებებად გვევლინება, ეს კი იქიდან გამომდინარეობს რომ გაუცნობიერებლად (მაინც) სექსის გვეშინია და მის იზოლირებას ვახდენთ სიყვარულისგან. მართალია ეს გაყოფა მამაკაცებში უფრო მკაფიოა, მაგრამ განა “ნორმალურ ოჯახში” აღზრდილ გოგონებს არ მიაჩნიათ რომ სექსშიც კი არსებობს კდემამოსილება და ისეთი “ილეთები” რაც მათ არ ეკადრებათ?

Continue reading

Advertisements

ჯორჯ ჰარისონი და აღმოსავლური მისტიციზმი

უკვე რამდენიმე დღეა ჩემი ბლოგი არსებობს და ალბათ დადგა დრო პირველი პოსტი მივუძღვნა ჩემს ნომერ პირველ… არ ვიცი რა დავარქვა… გატაცებას? ჰობს? სიყვარულს?… არ დავიწყებ იმის მოყ-ოლას თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბითლზი ჩემთვის, ვიტყვი იმას რომ ბითლზი ჩემთვის უფრო მსოფმხედველობა და ცხოვრების სტილია ვიდრე უბრალოდ ფავოროტი მუსიკალური ჯგუფი. ჯორჯ ჰარისონი კი მისი განუყოფელი ნაწილი და ამავე დროს დამოუკიდებელი ფიგურა, თავისი ეპოქალური მნიშვნელობით თუ უბრალოდ პიროვნებით. მინდა ეს პოსტი ჯორჯს მივუძღვნა, ზუსტად ასეთი სათაურით თემა გავხსენი რამდენიმე თვის წინ  ერთადერთ ქართულ ბითლზ ფორუმზე (იხ: ერთადერთი ქართული ბითლზ პორტალი, ) მაგრამ ეს პოსტი იქიდან არაა დაკოპირებული.

ბიტლომანებს მოგეხსენებათ რა დაძაბული წელი იყო 1965  მათთვის, გაუთავებელი ტურები, და ისიც სულ დასვლეთში, ჯორჯს ცოტა არ იყოს მობეზრდა ერთიდაიგივე. 1965 წელს ამერიკული ტურის დროს ჯორჯს მეგობარმა დევიდ ქროსბმა  ინდური მუსიკა  და რავი შანკარის რამდენიმე სიტრაზე შესრულებული ჩანაწერი გააცნო. ჯორჯი ინსტრუმენტით მოიხიბლა… ჰელფის (Help) გადაღებების დროს რომელიც ბაჰამის კუნძულებზე მიმდინარეობდა, ერთ-ერთმა ინდუსმა რომელიც ბითლზებს გაეცნო, წიგნი გადასცა რეინკარნაციის შესახებ. ჰარისონის ინტერესი ინდური კულტურისადმი ამ წიგნის მეშვეობით უფრო გაიზარდა, 1965 წლის ბოლოდან ჯორჯი უფრო აქტიურად დაინტერესდა ინდური მუსიკით და კულტურით, მან სიტრა შეიძინა ლონდონის ერთ-ერთ ინდურ მაღაზიაში… ეს იყო ჯორჯის პირველი ნაბიჯი, დამოუკიდებლად ზრდისა როგორც შემოქმედის, მისი ინიციატივით Norwegian Wood-ში სიტრათი აღებული აკორდები დაამატეს, მაშინ პირველად გამოჩნდა სიტრა დასავლურ პოპ მუსიკაში.

Continue reading