რომეო, ჯულიეტა, მიჩიო და უცხოპლანეტელები

გამარჯობა მკითველო! იმდენი ხანია აღარ დამიწერია რომ ცოტა უხერხულადაც კი ვგრძნობ თავს. რთული პერიოდი მაქვს,  შთაგონებამ მიმატოვა და ვეღარ ვწერდი ვერაფერს, რამდენჯერმე გავხსენი ფანჯარა „New Post” მაგრამ არაფერი გამოვიდა. ისევე დავხურე ცარიელი, Word count: 0, (რამდენი სიტყვაა უკვე, ასე რომ იმედია ამ პოსტს ბოლომდე მივიყვან)

მოკლედ რა გითხრათ ახალი? 1 თვეა უკვე მოწყენილი ვზივარ კომპიუტერთან და აღარ ვიცი რა გავაკეთო. იყო დღეები როცა არაფერს ვაკეთებდი საერთოდ. უფროსწორად ვერაფერს. წარმოიდგინეთ კომპიუტერიდან მრავალფეროვანი ინფორმაციის მიღების ნაცვლად მხოლოდ ფეისბუქს არეფრეშებ და ისიც კი გეზარება მეგობრებს რამე დაუკომენტარო.

Continue reading

Advertisements

Out of Time

მე დრო არ მაქვს… ჰო… უსაქმურობისგან არ მცალია, ნუღარ მომაცდენთ, ისედაც დრო არ მაქვს. ჰო იმდენი რამე დამრჩა საოცნებოდ რომ არ მცალია, ხომ იცით ცხოვრება რა ხანმოკლეა 1… 2… 3… და უკვე ოცდახუთი წელი გავიდა… 1… 2… და 25-ჯერ აალაგეს ნაძვის ხე, 25-ჯერ მოატყუეს ბავშვები, თოვლის ბაბუით. 1… 2… და ყველაფერი შეიცვალა ირგვლივ, გუშინდელი ცელქი ყმაწვილები დღეს დაქორწინდნენ, გუშინდელი ოცნებები დღევანდელმა რეალობამ შეცვალა. დროის მდინარებამ ყველას თავისი კალაპოტი გამოუყო, ჰოდა დამაცადეთ, ნუ მაიძულებთ შემოვცურდე ამ მდინარეში, მე დროის მიღმა ვტივტივებ და ამიტომაც არ მაქვს დრო, არ მცალია. ნუ მეკითხებით რატომ არ ვმუშაობ! ნუ მეკითხებით რატომ ვცხოვრობ წარსულით! ნუ შემახსენებთ რომ ჩემი შესაძლებლობების პონტენციალი უაზროდ ცდება, ნუ შემახსენებთ რომ უნდა ვიბრძოლო, ნუ დამტუქსავთ უმოქმედობისთვის, ნიჰილიზმისთვის, ინფანტილიზმისთვის. დამაცადეთ იქნებ მართლაც დავაღწიო თავი დროს, იქნებ საკუთარ თავსაც კი გავექცე… ვინ იცის…

Continue reading

ჩემი ინტერნეტ სამყარო

რამდენიმე თვის წინ ძმაკაცს ავაკითხე სახლში, შინ მხოლოდ ის და მამამისი იმყოფებოდნენ, შევედი სალხში მივესალმე ჩემ მეგობარს, მის მამას და რათქმაუნდა მე და ჩემი მეგობარი ოთახში შევედით სალაპარაკოდ. იქვე კომპიუტერი უდგას და რადგანაც ამ ჩემმა მეგობარმა სკაიპით სარგებლობა ძლივს იცის, შემომჩივლა კომპიუტერი ურევს და იქნებ გამისწოროო. მეც მივუჯექი კომპიუტერს და დავიწყე პრობლემის იდენტიფიცირება.

Continue reading

Rainy Day Blues – კიბერნეტიკული სიზმრები

მე მიყვარს ფიქრი
ფიჭვებითა და ელექტრონებით აღსავსე
კიბერნეტიკულ ტყეებზე
სადაც ირემი მშვიდად ჩაუვლის კომპიუტერებს
თითქოს ისინი ყვავილები იყოს
დაწნული გვირგვინებით 

მინებს მიღმა წვიმა ხმაურობს, სუსტი დღის სინათლე ძლივს აღწევს ფანჯრებში, დაორთქლილი მინები ტირიან უხმოდ. ჟოლოპიდან წყალი მოთქრიალებს და ქუჩის მდინარეს უერთდება, სადღაც თუნუქის ნაჭერზე წვეთები მონოტონურ რიტმში უკრავენ მოსაწყენ მელოდიას. გათელილი სველი ყვითელი ფოთლებით მოფენილა ეზო. დრო და დრო სუსტი ქარი აშრიალებს ხეებს და უკანასკნელ ფოთლებსაც აცლის. წვიმა, ნისლი, ქარი, სიცივე ეს ერთიანი ორკესტრია რომლის სევდიანი მუსიკა ჩაბნელებულ საძინებელში ნახევრად მძინარე ადამიანის ცნობიერებაში ელექტრომაგნიტურ რხევებად გარდაიქმნება და მზიან დღეს ინფორმაციული წყალდიდობა აწყდება ნაცნობ ქუჩებს, მოაქვს ავტომანქანები, ნაგვის ურნები, ძველი დღიურები, ყოფილი კლასელები და მასწავლებლები,  გაუმართავი რადიო მიმღებიდან ისმის ყურის წამღები რადიო ტალღების შიშინი.

Continue reading

ბარაბნიანი ტელეფონიდან – Skype-მდე

გახსოვთ ალბათ სულ თავიდან იყო დაბადების დღეები და ბარაბნიანი ტელეფონი, ჩაყოფდი თითს რომელიმე რიცხვის შესაბამის ნახვრეტში და მინიმუმ 45 გრადუსით უნდა გადაგეტრიალებიან ბარაბანი, რომ ეს რიცხვი აკრეფილიყო. ტელეფონის ნომრები ხელიდან ხელში გადადიოდა, ფურცლიდან ფურცელზე. ეს იყო გართობის და ადამიანების გაცნობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საშუალება. რომელიც ხშირად დაოჯახებითაც კი სრულდებოდა. ასე იყო, დაბადების დღეები და ბარაბნიანი ტელეფონები ქმნიდნენ ვერბალურ და ვირტუალურ სივრცეს სადაც ადამიანები ერთმანეთს იცნობდნენ, ოჯახდებოდნენ. ჰო რათქმაუნდა პაემნების გაზეთებიც იყო. 

Continue reading